მხოლოდ სიყვარული_8
23.07.2017, 19:38
ჩემთან ვარ სახლში.აივანის მოაჯირზე მაქვს ფეხები შემოწყობილი,ორი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ყველაფერი გავარკვიეთ.მობილურს ვაწვალებ,დედასთან რომ დავრეკო და ველაპარაკო ყველაფერს მიხვდება,მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა ვუთხრა,ეს ვიღაც კი რა თქმა უნდა ლიკაა.
-მიკადრე?
-კი.როგორ ხარ ლიკუშ?
-მე აღარ გიკადრო ხომ ღირსი იქნები.
-კაი რაა,გთხოვ რაღაც მოხდა და უნდა დაგელაპარაკო.
-თუ რამე სერიოზული არაა სხვა დროს.
-მაგალითად?
-თუ მანქანამ არ გაგიტანა,ან ტყეში არ ხარ დაკარგული რაღაც მაგის მსგავსი,საქმე მაქვს.
-მე და სანდრო ერთად ვართ,წავა ეს?
-ღმერთო,ვივა ბარსა,ვივა დედამიწა.
-თუ სასწრაფო საქმეა,მიხედე მერე მოგიყვები.
-ჰმ,კარგი რა მოიცდის,მიდი დაიწყე გისმენ მთელი გულისყურით.
-უბერავ შენ,მაგრამ ......მოკლედ ორი დღის წინ...
-რაა?
-რა გაყვირებს?
-გოგო ორი დღეა ეს მოხდა და მე არაფერი ვიცი?
-კარგი რა არავისთვის გვეცალა.-ჩავიხითხითე.
-ეგ ის მომენტია დედამიწაზე თქვენ გარდა რომ არავინაა,და ვერავის ამჩნევთ?
-მიახლოებით.უბრალოდ ლიკა,რაღაც მიშლის ნერვებს.
-რა?
-არ უთქვამს რომ ვუყვარვარ.
-ეგ როგორ.
-როგორ და მიყვარხარ არ უთქვამს.
-მერე რა სულელო,ეს ხომ ისედაც ცხადია.-მომეშალა მის სიტყვებზე ნერვები,თითქოს შეთქმულებივით ზუსტად სანდროს ნათქვამი რომ გაიმეორა.
-მაგრამ მინდა რომ მითხრას,ის კი ამაზე დამცინის და ჯიუტობს.
-შენ რომ გიცნობ რაღაცას მოიფიქრებდი.
-კი.-გამეღიმა.-ჯერ შანს მივცემ დღეს და თუ ვერ გამოიყენა მაშინ გამოცდა ექნება ჩასაბარებელი,ან ჩააბარებს ან ვერა.
-ვაიმეე,რაღაც სიგიჟე არ ჩაიდინო,არ გადარიო ეგ ბიჭი.
-არ გადავრევ.
-ლენ,რაღაც უნდა გკითხო,ოღონდ შენებურები არ დაიწყო არაფერი ხდება თავიდანვე გაფრთხილებ,ცოტნე როგორია შენი აზრით?
-შანსი არაა.-გაოცებისგან პირი დავაღე.-რავიცი,დემეტრესავით გიჟი არაა,მაგრამ არც ჩამოუვარდება.ასე ვერ გეტყვი როგორია,მეც დიდი ხანი არაა რაც ვიცნობ მაგრამ ნიკოლოზს კითხე,ახლოს არიან.
-არა ხო არ გაგიჟდი,იეჭვებს რამეს.
-აჰა,ესეიგი ეჭვის საბაბი არსებობს,რას გამომაპარებ მე შენ,მოგეწონა არა ცოტნე?მივხედავ მე მაგ საქმეს გავარკვევ ყველაფერს.გკოცნი წავედი.
-კარგად.
----------
-სადნრო უკანასკნელ შანს გაძლევ მითხარი ის რაც მინდა რომ მითხრა,თორემ გავაკეთებ იმას რაც არ მინდა.
-რაც არ გინდა?მაინც რას?
-მეტყვი თუ არა.
-არა.-ნიკაპი ხელის გულზე ჩამოდო და მშვიდდად მომაშტერდა.
-კარგი,ღამე მშვიდობის.
-ცოტახანი კიდევ დარჩი.
-არა,დავიღალე და ჯობია დავისვენო.
-კარგი,როგორც გინდა.-ვიცოდი რომ თვალი გამომაყოლა ამიტომ უკან არ მიმიხედია.
-ასე არა,კარგი ბატონო სანდრო,გაჩვენებ მე სეირს.
ჩემოდანი ჩავალაგე,ფაქტიურად ამას ჩემოდანიც არ ერქვა პატრა ჩანთა რომელშიც რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავაწყვე და თბილისში წავედი.
-ჩასვლისას ნიკოლოზს დავურეკე რომ დამხვედროდა,კარგად ვიცოდი დედა და მამა კითხვებს დამაყრიდნენ,როგორ გავატარე ეს დრო,რამე მოხდა ახალი თუ არა და ასე შემდეგ.ამიტომ ისევ და ისევ ნიკოლოზის დახმარებით ჩუმად ისე რომ მათ ვერ შემნიშნეს ჩემს ოთახში შევედი.
-რა გინდა ნიკოლოზ?-შემოაღო კარი მან.
-არ მომიყვები რა დაგეტაკა და ასე მოულოდნელად რატომ ჩამოხვედი?
-რა უნდა დამტაკებოდა,მომწყინდა?
-კარგი...
-და ისა სანდრომ თუ დაგირეკა იცოდე აქ არ მოვსულვარ.
-ლენ რა ხდება?-ჩამომიჯდა ნიკოლოზი,თავისდროზე ის იყო ჩემი მესაიდუმლე ასე რომ თავისუფლად მოვუყევი გამოცდის შესახებ.
-გოგო,შენ სულ გაგიჟდი?აი მაგ ბიჭის ადგილას რომ ვიყო საერთოდ არ დაგიწყებდი ძებნას.
-და რაიცი იქნებ ისიც არ დამიწყებს ძებნას.-მან ჩაიცინა.
-ის დაგიწყებს.
დილით დედამ გაიგო პირველი რომ ჩამოვედი და უნდა გენახათ ჯერ მითხრა რომ ძალიან გავხდი,სოფლის ამბებიც მომაყოლა,მერე კი ყველაფერი მომიყვა რაც კი ჩემი არყოფნის დროს მოხდა,ბოლოს ისიც დააყოლა მე და მამაშენმა ვიჩხუბეთო.
-კიდევ არ შერიგებულხართ დედა?
-რატომ უნდა შევურიგდე.
-კაი,არ გამაგიჟო რას ერჩი მაგ კაცს.
-ხომ იცი როგორ მიყვარს,მაგრამ რა იყო ახლა მისი საქციელი,ორჯერ მივატრიალე სულ.
-დედა,ჩემო თვალებხატულა ლამაზმანო,ახლა კარგად მისმინე ასე გაჯიუტებაც არ შეიძლება,შერიგდით სიყვარულს არ უხდება ასეთი რამეები.
-ერთი წამით,შენ რაღაც სხვანაირად ჭიკჭიკებ,ხომ იცი ვერაფერს გამოაპარებ დედაშენს მითხარი ვინ არის?რას აქმიანობს?სად გაიცნაი?
-დედააა,ნურაფერს მეკითხები ჯერ ვერაფერს გეტვი,მოვა დრო თან მალე.-იცოდა რომ არ უნდა ჩამძიებოდა.კი გამომხედავდა ხოლმე ფანჯარასთან მჯდომარეს,მაგრამ არაფერდს მეუბნებოდა.ზორო რომ ვერ დავინახე გამიკვირდა.
-სადაა ზორო?
-ეჰ დედი,აღარ გვყავს ზორო გაფრინდა.
-რას ქვია გაფრინდა?
-რა და გაფრინდა,წავიდა და მორჩა.
-ხოდა ძალიანაც კარგი.
-ლენ ასე ნუ ამბობ ცოდოა,იქნებ სადაა ახლა.-დამტუქსა მან.
-სად უნდა იყოს ვიღაც ქალზე გაგვცვლიდა.-სიცილი შემაწყვეტინეს.
-წამოდი ქალბატონო.-ნიკოლოზი მაჯაში ჩამაფრინდა და ოთახში შემიყვანა.
-დილიდან ცალკე სანდრო,ცლკე ცოტნე და ცალკე დემეტრე მირეკავს შენ გეძებენ,მე კი არ ვიცი სად ხარ.როგორ მოგწონს ეს?სახე ნუ მოგეღრიცა იდიოტური ღიმილისგან,არ ვიცი როგორც გინდა ისე მოაგვარე ეს პრობლემა თორემ კიდევ რომ დამირეკონ,მე ტყუილს აღარ ვეტყვი.
-მოვაგვარო?ჯერ ადრეა.-მას მობილური გამოვართვი.
-მე შევინახავ.
-მოსაკლავი ხარ.
-ვარ.-დავეთანხმე,ისიც გამშორდა შენ ვერაფერს გაგაგებინებს კაციო.
მოსაღამოვდა დედა და მამა შევარიგე.რამდენი ენერგია დავხარჯე ამათ შერიგებაში,ჯიუტი დედა და ასევე ჯიუტი მამა მყავს მაგრამ რა გაეწყობა იყვენენ ასეთბი მთვარია ერთმანეთი უყვარდეთ,საათს თვალს არ ვაშრებდი,რატომღაც აქამდე აფეთქებული ჩემი ტელეფონი დაწყნარდა,სანდრო არც რამეს მწერდა და არც მირეკავდა,ისიც კი ვიფიქრე ხომ არ ჩაიჭრა მეთქი და დანებდა,მოვიწყინე,ისე ჩავწექი დასაძინებლად საწოლში მაინც მობილურისკენ მეჭირა თვალი,ყველამ დაიძინა ჩემგარდა.აივანის შუშები რამის ჩამილეწეს,ჩამთვლიმა და მაგიტომ ვერ გავიგე როგორ ესროდნენ ქვებს.გამწარებული და გაცოფებული გავვარდი.
-თქვე იდიოტებო,აბა მოუსვით აქედან,ჩქა....-სოტყვა შემახმა ენის წვერზე,მხლოდ ერთი ადამიანი იდგა ქვემოთ,და როგორც სახეზე შევატყვე გაცოფებული.
-ვა,სანდრო, აქ რა გინდა,თან ამ დროს?
-შენ.-იყო მოკლე და კონკრეტული პასუხი.
-ხვალ ვილაპარაკოთ,ახლა მეძინება.
-ჩამოდი, ახლავე უნდა დაგელაარაკო.
-მეძინება მეთქი ვერ გაიგე?
-კარგი,მაშინ ასე ვილაპარაკოთ,მიზეზი მითხარი რატომ წახვედი.იცი მაინც რამდენი გეძებე?და როგორ ვვინერვიულე?-გამეღიმა-ეს ნიკოლოზიც როგრ დაარწმუნე რომ არაფერი ეთქვა.მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს მითხარი რატომ წამოხვედი.
-მითხარი რომ გიყვარვარ.-სანდრომ სახეზე ორივე ხელი მიიდო და სიცილი აუტყდა.
-რა იყო რამე არის ამაში სასაცილო.-გავჯავრდი ბავშვივით.
-რამე კი არა მთლიანად სასაცილოა.კარგი და რომ გითხრა ჩამოხვალ.-მე თავი დავუქნიე.
-მიყვარხარ.
-არ მესმის,გაიმეორე.-გავმხიარულდი უცებ.
-მიყვარხარ.
-ოო,სანდრო რა არის ხმა დაკარგე?უფრო ხმამაღლა.-მან თავი გააქნიე.
-მიყვარხარ
-არა,უფრო ხმამაღლა.
-მიყვარხარ
-აი ეს მომეწონა.-ჩემი ოთახის კარები გამწარებულმა ნიკოლოზმა შემოხსნა.
-ღამის ორი საათია,დამაძინეთ,ნუ შემჭამეთ თქვენი ბავშვური საქციელებით.
-ბოდიშით ბატონო ნიკოლოზ.
-ბოდიში დედას მოუხადე თავს რომ ძლივს იკავებს ოთახიდან რომ არ გამოვიდეს და შენი სატრფო რომ არ ნახოს.ჩადი ახლა აღარ აყვირებინო ‘მიყვარხარ’ თორემ აქედან გადაგაგდებ.-კარი მიხურა,მეც ქვემოთ ჩავედი.თვალები დახრილი მქონდა.
-ესე იგი შენ შარიანი მტირალა სულელი ლენი ხარ.-ქვემოდან ამოვხედე.
-მიბრაზდები?-ხელები სახეზე ნელა შემომაწყო.
-აღარ,დამავიწყდა უკვე.
-მშვენიერია,ჩააბარე.-ჩავეხუტე მას.
-ჩავაბარე რა?
-გამოცდა.
-არაფერი გამოგასწორებს.-თავზე მაკოცა მან.-ხვალ მოვალ შენთან.
-რატომ?-ამოვყავი თავი უცბად.
-რატომ და შენს მშობლებს უნდა დაველაპარაკო.
-სანდრო დრო სწორად უნდა შევარჩიოთ,ხომ იცი მაინც....რავიცი.
-შენ გინდა ეს ურთიერთობა?-მკითხა სრულიად სერიოზულად.
-კი-დაუფიქრებლად ვუპასუხე.
-მაშინ ზუსტი დროა.
-კარგი იყოს ისე რგოორც შენ გინდა, მთავარია აქ ხარ.-ისევ ჩავიკარი გულში.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1078 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar