მხოლოდ სიყვარული_9.დასასრული.
25.07.2017, 15:23
არ მეგონა ასეთ აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა სანდროს არსებობა,მამას შეიძლება ჩვეულებრივად მიეღო ეს ყველაფერი მაგრამ რომ გაიგო ვინ იყო სანდრო მთლად გადაირია და ამაზე მე უფრო გადავირიე.ეგრედწოდებული გამოცდის შემდეგ სამი დღე იყო გასული როცა სანდრო ჩემთან უნდა მოსულიყო,მომაბეზრეელ კითხვებისგან თავი რომ დამეღწია ქვემოთ ეზოში ჩავედი.ხეზე ფოთლების რაოდენობას ვითვლიდი,მერე კიბეებს ავყევი ცხრამეტამდე რომ ავედი ისევ ქვემოთ ჩამოვედი და ამ დროს სანდროს მანქანაც დავინახე.
-სანამ იმას მკითხავ რატომ დავაგვიანე გეტყვი რომ ცოტნეს და დემეტრეს გაშველებას ვცდილობდი.
-მერე შენც ხომ არ მოგხვდა?-ხელი ჩავკიდე და სახლისკენ წავედით.
-არა,გამაგიჟებენ ესენი ელემენტარულზე კინკლაობენ.
-ცოტნე როგორი ბიჭია?-სანდრომ სახე დამიმანჭა.ცალი თვალი მოჭუტა და ისე მკითა.
-რაში გაინტრესებს ლენ?
-მე არა....ისა.უფროსწორად მე მაგრამ....მე მაინც არა-დაბნეული ვაცეცებდი თვალებს.
-კარგი ნუ იტანჯები ლიკასთვის შესაფერისია.-გაოცებისგან ყბამ ძირს მოადინა ზღართანი.
-საიდან?როგორ იცი?
-მე რას გამომაპარებ ლენ.-შუბლზე მაკოცა.-ვნერვიულობ ხომ იცი.
-საერთოდ არ გეტყობა,რა იყო მამაჩემის გეშინია?
-შეიძლება.
-ძალიანაც კარგი.
-რა არის კარგი.
-გამომადგება.-გავიკრიჭე რაც შემეძლო და ამჯერად მე ჩავუკარი თვალი.
მოკლედ რომ არ მივედ-მოვედო და არ გავწელო ის დღე მშვენივრად დამთავრდა,მართალია დედაჩემმა ჩემი ბავშვობის ის ფაქტებიც ახსენა რაც ჩრდილში უნდა დარჩენილიყო,მაგრამ ეგ რომ არ ჩავთვალო ყველაფერმა კარგად ჩაიარა.ახლა თუშეთში ვარ და ჯობია ის ისტორია მოვყვე როგორ ამოვყავით თავი აქ ჩვენმა ყოვლისშემძლე ‘’ელიტამ’’.
დაახლოებით ორი თვე იყო გასული რაც ოფიციალურად მე და სანდრო ერთად ვიყავით.არ ვიცი თავში რომელს მოუვიდა პირველად ეს აზრი მაგრამ ძალიან კარგი.შეიძლება ეს კარგია მაგრამ არა ის ფორმა რითიც გამაგებინეს აქ წამოსვლის ამბავი.დილით წყალს მასხავს ვიღაც სახეზე,ჯერ აზრზე მოსვლას ვცდილობ მერე კი აზრებს სანდრო იკავებს რომელიც მხიარული სახით დგას და ზემოდან დამცქერის.
-აქ საიდან მოხვდი?
-რა მნიშვნელობა აქვს ამას,მთავარი ისაა რატომ ვარ აქ.
-ააა მართლა,ახლა გაჩვენებ მე შენ რატომ ხარ აქ.-ბალიშს ისე მწარედ ვურტყამდი შემეცოდა კიდეც,მაგრამ აიტანა.მთელ სახლში ჩვენი ხმა ისმოდა.
- მეგონა შეუყვარდა, დაჭკვიანდა მაგრამ შეხედე -დედამ მამაჩემს მიმართა რომელიც გაზეთს ჩაყურებდა-ისევ ისეთია როგორიც იყო.
-ლენ გაჩერდი თორემ დედაშენი გაგაიჟდება.
-რა გინდოდა რატომ დამასხი.შეხედე თმები სულ სველი მაქვს.-ცოტახანში-
-რა ჩაიფიქრე?
-არაფერი.-ჩემთან ოთახში შევედით ისევ,ბალიში საწოლზე მოვისროლე და მას მივუტრიალდი.ჯერ ეშმაკურად გავუღიმე და გავუცინე,მიხვდა, უკვე საკმარისად კარგად ვყავარ შესწავლილი, რომ მიმხვდარიყო რაღაც ჩავიფიქრე.რაც შემეძლო თავი სწრფად გადახვარე და ჩემი თმის შხეფები მას შევასხი სახეში.მან არაფერი მითხრა,ჩაიცინა და საწოლზე ჩამოჯდა.
-თუშეთში მივდივართ.
-ბავშვებითურთ?
-კი ისინიც მოდიან,აბა მაგათ გარეშე რა იქნება.დემეტრეს აქვს იქ სახლი.
-სანდრო-ჩამოვუჯექი გვერდით-გთხოვ ლიკას და ცოტნეს ამბავში დამეხმარეე.
-მოვაგვარებთ მაგას ნუ ღელავ.ახლა კი,-წამოდგა-უნდა წავიდე რაღაც საქმე მაქვს ხვალ დილით მზად იყავი.გიჟად იყო ჩემი ძმა თუშეთისთვის არ იცოდა რომელი ტანსაცმელი ჩაელაგებინა.ლიკაც მთელი დღის განმავლობაში მირეკავდა და რაღაცეებს მითანხმებდა.მოკლედ ტვინი წაიღეს იმ დღეს.ასეთი ჩვევა მაქვს საერთოდ როცა ვიცი რომ მეორე დღეს სადმე მივდივარ შანსი არაა დიდი ხანი მეძინოს ამიტომ როგორც კი ავდექი მზე ჯერ ამოსულიც არ იყო მაშინვე ბარგით ხელში მივადექი სანდროს სახლს.შევეჭერი ოთახებში, მაგრამ ვერ ვნახე მერე ეზო დავათვალიერე,რატომ მეგონა რომ აუცილებლად უნდა სძინებოდა,აუზში იყო და ნებივრობდა,როცა მე დამინახა ჩემკენ გამოცურა,მე უკან დავიხიე მაინც აუზია კარგი მოგნებები არ მაქვს.
-მეგონა დიდხანს ძილი გიყვარდა.
-არ ცდები მიყვარდა,სანამ შენ გახდებოდი ფიქრის ობიექტი.ამოდი რა.-ო მამა მია რა ტანზეა.გავიფიქრე,და სახე გვერდით გავწიე.
-ოჰჰ.-ძლივს გადავყლაპე ნერწყვი.
-რას ოხრავ,წამოდი შევიდეთ გამოვიცვლი და გავუაროთ დანარჩენებს.
-როდის ჩამოდის დედაშენი?
-აა,შენი მომავალი დედამთილი?არ ვიცი.
-როგორი თამამი განაცხადია.
-რა იყო არ მოგეწონა.
-შენ რა ახალი სტატუსი გინდა მომანიჭო.-ჩემს სახესთან ძალიან ახლოს დაიხარა.
-არ ვიცი,შენ გინდა.
-გაიწიე.-ხელებით უკან გავწიე.-გარეთ გელოდები,არ მალოდინო.
-შენ თავში ნუ გეშელები.
-ჰაჰ.
-----------------------
მე,სანდრო,ლიკა ჩემი გადარეული ძმა და ასევე სადნროს გადარეული მეგობრები დავბანაკდით ტყესთან ახლოს.სალაშქორდ არასდროს ვყოფილვარ და არც აზრად მომსვლია ამის გაკეთება.რამდენი ვეცადე რომ სანდროსთვის გადამეფიქრებინა ლაშქრობაზე წამოსვლა და დემეტრეს სახლში დავრჩენილიყავით მაგრამ არაფრის დიდებით არცერთმა არ დამითმო.მზე მალე ჩავიდოდა,კარვები გავშალეთ,ცეცხლი დავანთეთ,და ეს მშვენიერი დღის მომენტი ცოტნეს და დემეტრეს წაკიდებით დაიწყო,ლიკამ რგორც ყოველთვის ცოტნეს მხარე დაიჭირა ნიკოლოზმა კი დემეტრესი,მე და სანდრო მაყურებლის როლში ვიყავით.
-ლენ ამათ ტვინი არ აქვთ მგონი.
-მგონი?-გადავხედე მას.-ნამდვილად არ აქვთ.
-წამოდი გავისეირნოთ რა?
-სად?
-აქვე ძალიან ახლოს არის ჩანჩქერი,ბიჭები ხშირად მივდიოდით ხოლმე იქ.წამოდი.
-სანდრო დაღამდება მალე.
-ჩვენც რაც მალე წავალთ უკეთესი.
-კარგი დამიყოლიე.ოღონდ ისე რომ ამათმა არ შეგვნიშნონ.
-ვის ცალია ჩვენთვის.
ხელჩაკიდებულები მივაბიჯებდით ტყეში.
-ისე რას ვუწუნებ მშვენიერი ადგილია,გრილა, აგვისტოში კარგია აქ ყოფნა.
-ხოდა ჩამოვიდეთ ხშირად.
-რა ვიფიქრე,ახლა რომ დავბრუნდებით განმარტოებით დავტოვოთ ცოტნე და ლიკა,ჰა,რას იტყვი.
-ნიკოლოზს და დემეტრეს რას უპირებ ერთი მითხარი.
-ოუ,მოიფიქრე შენც რამე,ამხელა ტვინი რისთვის გაქვს.
-კარგი რა ლენ,ჩვენ ნურაფერს ვიზამთ მოსახდენი მაინც მოხდება.
-ოჰ,შენი ფილოსოფია.ისე მეც მაქვს ჩემი ფილოსოფია,თუ ორი იდიოტო ვერ ხვდება როგორ გამოუტყდეს სიყვარულში ერთმანეთს უნდა შეანჯღრიო,თავისით ვერაფერი მოხდება და ამას მე გავაკეთებ.-არ ვიცი რომელი ფილმის გმირივით გავიცინე,მაგრამ ვიღაცას მაგრამ გავაჯავრე.
-არ მივედით?დაღამდა.
-ნუ გეშინია გზები ხუთი თითივით ვიცი არ დავიკარგებით.თან უკვე მოვედით.
-ალელუია,ეს არის ის დიდებული ჩანჩქერი,არა რისთვის წამოვედი მეშინია,ძალიან დიდია და საშიში.
-კარგი რა ჩასვლას ხომ არ გთხოვ-მიმიხუტა-ნუ გეშინია,აღიარე რომ ლამაზია.
-შეიძლება,ნუ კარგი ლამაზია,მაგრამ წავიდეთ რა,არ მინდა ტყეში ყოფნა.
-კარგი-გაიღიმა,მაგრამ მისი თვალები რაღაცას ღაღადებდა.ცოტახანში შევამჩნიე რომ სანდრო დაბნეული იყო.
-რა მოხდა სანდრო?
-არ მინდა შეგაშინო მაგრამ მგონი დავიკარგეთ.
-რააააააა?-ვიღრიალე ბოლო ხმაზე.-ვიღაც ამბობდა ხუთი თითივით ვიციო ეს გზა.
-კარგი დამშვიდდი.
-როგორ დავმშვიდდე,მოგკლავ,რავიცი იქნებ ტყეში რა ცხოვრობს.რატომ აიტეხე აქ წამოსვლა.
-ლენ პანიკა საჭირო არაა.
-რატომ იცინი?მობილური არ გაქვს?
-არა,წამომყევი.
მე ბოლო ხმაზე ვაგრძელებდი ყვირილს რომ ვიღაცას გაეგონა სანდრო არ ვიცი მშვიდად რატომ იყო მაგრამ ეს უფრო მიშლიდა ნერვებს.
-სანდრო დავიღალე კიდე რამდენი უნდა ვიაროთ-ხის ძირას დავჯექი,მაგრამ ზურგს უკან რაღაცის ხმა რომ მომესმა
-რისი ხმაა?-საცოდავად ამოვიკრუტუნე.
-მგლის,ან დათვის.- წამში წამოვხტი და სანდროს ჩავეხუტე.
-ყველაფრის როგორ უნდა გეშინოდეს.-გაეცინა.მე კიდე მწარედ ჩაავრტყი.-მეტკინა.
-არაფერიც არ გეტკინა,დაიმახსოვრო გოგოს ნერვებზე არ უნდა ითამაშო.და წავიდეთ.
-დაღლილი იყავი მგონი.
-დავისვენე წავიდეთ.
---------------
-სახლში მინდა,რატომ წამოგყევით და აგყევით.ტყეში დაკარგვაღა მაკლდა და შარიანად წოდებული ვარ უკვე ოფიციალურად.დავიღალე.
-შენი მონონოლოგებით მეც დავიღალე.
-სანდრო შენ გამო ვართ ახლა აქ,ეს რა ხმაა?მგონი შენი მობილურის ზარი მეჩვენება.
-არ გეჩვენება.-სიცილით ამოიღო მობილური და მშვიდად უპასუხა.
-გისმენ დემეტრე,აჰამ,კარგი მაშინ მოვდივართ.
-საშინლად გაბრაზებული და გაცოფებული ვარ,არ ამიხსნი რა ხდება?-დოინჯ შემორტყმული დავუდექი წინ.
-ჯერ არა,დრო არაა.
-რისი დრო.
-მალე გაიგებ.-ხელი ჩამკიდა და სწრაფად წამიყვანა,ამან გზა მშვენივრად იცის,ხუთი წუთიც არ დაგვჭირდა სინათლე დავინახე და მივხვდი თავი დავაღწიეთ ტყეს.მაგრამ სანდრომ იცოდა,როგორც კი გავიდოდით მაშინვე პასუხს მოვთხოვდი ამასზე.
-თვალები დახუჭე.-გამაჩერა მან.-ლენ,გთხოვ.-დააყოლა როცა გავჯიუტდი.ამოვიოხრე მაგრამ მაინც დავემორჩილე.
-თქვენ სულ გაგიჟდით?-ამომხდა გაოცებისგან როცა თვალები გავახილე,ხეებიც კი მორთული დამხვდა პატარა,ფერადი ნათურებით.გაბრაზებული ვიყავი ცოტა მაგრამ მომილბა გული.-ეს შენი ნამოქმედარია?-შევხედე სანდროს.
-ლენ ჩვენ ვართ თქვენი ხელის თხოვნის კრეატივ ჯგუფი,ჩვენი მოწყობილია ეს, გეგმა ეკუთვნის მხოლოდ მას.-გაიკრიჭა ცოტნე.
-ჰა ბიჭო მიდი კულმინაციაზე,ნუ დაგვტანჯე.-წამოიძახა დემეტრემ.
-ახლა გავაფრენ.-სახეზე ხელები დავიწყე.
-კარგი-ჩაახველა მან.
-არა,არა დაიცადე ასე ნუ იღიმი.
-ლენ.
-არა,არა ერთი წამით უნდა მოვემზადო.
-ლენ-ახლა დანარჩენებმა იღრიალეს.როცა სანდრო თითზე ბეჭედს მიკეთებდა მაშინ ისეთი იდეა მომივიდა თავი ყოვლისშემძლე ჯიმ ქერი მეგონა ღმერთმა თავის ადგილას რომ დატოვა.
-----------------
-რას ეძებ ასე გამწარებული?
-პირველადი დახმარების ყუთი შენთან ჩავდე?
-ცუდად ხარ?-შემომხედა სანდრომ.
-ო,რა ცუდად,ისეთი მაგარი რაღაც მოვიფიქრე გაგიჟდები.-გვერდით გავიყვანე.
-ნიკოლოზი და დემეტრე ისე არიან,ცოტნეს და ლიკას მარტო ვერ დავტოვებთ,ასე რომ ძილის წამალი უნდა ჩავუყარო ორივეს რომ გაითიშონ.
-ხომ არ გაგაიჟდი.-ეცინებოდა მას.
-შენ ჩუმად.-ჭიქებში ჩასაყრელი ჩავყარე.-ლიკა სად არის ის ორი ნაგიჟარი?
-არ ვიცი,ცოტნე სად არიან?
-აა,იქით ცხენი დაინახეს და იმას გაეკიდნენ.-ჭიქები მაგიდაზე დავაწყვე და მათ მოსაძებნად წავედი.როცა მათ მივუახლოვდი სიცილი ამივარდა.
-ლენ შეხედე ცხენი.-დამიძახა ნიკოლოზმა.მე მასთან მივედი და ცხენზე ამხედრებულ დემეტრეს გავხედე.
-დემეტრე ჩამოდი ღამეა რაღა ამ დროს მოგინდა ცხენზე ამხედრება.
-ციცინოს თეთრ რაშზე ამხედრებული ბიჭი უნდოდა მთლად რაში არაა მაგრამ წავა არა?-ახარხარდა ორივე.
-რა გეშვეელბათ.
-ვაიმე.
-რა იყო დემე?
-მგონი ცხენზე ვზივარ.
-რამ დაგალევინათ შვილო ამდენი,ჩამოდი დროზე.
-კარგი დედიკო ლენ.აი ემ ქომინგ.-ამათ არაფერი ეშველებათ მეთქის ვიმეორებდი გონებაში როცა სანდრო შემეფეთა.
-ლენ რა ქენი დაალევინე?
-არა.არ წამომიღია ჭიქები იქ დავტოვე.
-სად?
-ვაიმე-შუბლზე მოვისვი ხელი.მე მივრბოდი სანდროც მომდევდა.
-ახლა ვიტირებ.-სახე დამვანჭე.-რა სულელი ვარ.ლიკას და ცოტნეს ერთმანეთზე მიყუდებულებს მშვიდად ეძინათ.
-ხომ გეუბნებოდი ჩარევა საჭირო არაა,თავისით მოგვარდება მეთქი.წამოდი კარავში შევიდეთ.
-ის ორი გარეკილი მარტო დავტოვოთ?-დემეზე და ნიკოლოზზე ვანიშნე.
-მიხედავენ ეგენი თავს უშენოდაც,მე კი ვერ-თვალი ჩამიკრა,მეც მეტი რა უნდა მეთქვა,იმაზე კარგად აეწყო ყველაფერი ვიდრე წარმომედგინა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1533 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar