მკვლელობა შავი იებით /2/
16.05.2017, 11:52
თვითმფრინავიდან ჩამოვიდა თუ არა მაშინვე იგრძნო მსუბუქი ჰაერი როგორ შეეხო მის ფილტვებს და რაღაც ბედნიერი გრძნობა დაეუფლა. სრულიად განთავისუფლდა თავისი ტყუილისგან და ტკივილისგან მაგრამ იცოდა, რომ ეს დროებითი იყო,მაინც ყოველ ღამე ახსენდებოდა ეს რაღაც სულელური სასტიკი ბედისწერის დღე.
ჩაისუნთქა ეს 3 წლის უგრძნობი ჰაერი, რომელიც მის გულში აღარ არსებობდა და გახარებული კიბეებს ჩამოუყვა. მზე იყო მაგრამ ქარი მაინც ქროდა.ქალის თმებს არხევდა და კმაყოფილი იყო ამ ნიავით,თითქოს მის თმებს ელამუნებოდა და ეს ახარებდა. თავის გაშლილ თმებს ხელი შეახო და სახიდან გადაიწია.
კაცი მანქანასთან იდგა,ქალი დაინახა თუ არა მანქანის კარები გაუღო.
ქალმა გაუღიმა, მადლობა გადაუხადა.
-კარების გაღება საჭირო არ არის მხოლოდ დღეს ხართ ჩემთან ხვალ ისევ თქვენს სამუშაოს დაუბრუნდებით.-თქვა და კარების გაღებაზე თავისი მძღოლი გაახსენდა და გაიღიმა ახლა ბედნიერი ღიმილით გაეღიმა და მანქანაში მარჯვენა ფეხი შედგა.
კაცმა მის კიბეებზე ჩამოსვლას,მის ღიმილს თვალი გააყოლა და თავის მეგობარს მიუბრუნდა:
-ეს ქალია! -თქვა და გაკვირვებულმა ისევ მზერა მასზე შეაჩერა,როცა მისი ოქროსფერი კაბა აათვალიერა. მისკენ წავიდა, უკან მიჰყვა ქალს სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა და როცა ქალმა ფეხი გადადგა მანქანისკენ ქალს ზურგიდან მიმართა:
-ქალბატონო ემა გალიანი!
-დიახ,- თქვა არაამქვეყნიური ხმით,რომელიც ვერც კი იცნო და უცბად მოტრიალდა. მანქანას მიეყრდნო კაცის ხმის გაგონებაზე, რომ არ წაქცეულიყო.მოტრიალდა და მანქანის გაღებულ კარებს ფრჩხილებით ისე ჩაეჭიდა გეგონებოდა მინები დაკაწრაო.
კაცის მტკიცე და ავტორიტეტული ხმა მოესმა ქალს: -განყოფილებაში უნდა წამოხვიდეთო! უბრძანა ხმამაღლა და მისკენ დაიძრა.
-რამე დავაშავე?!-თქვა და კაცის შავ სამოსს თვალი ააყოლა.
-როცა მივალთ გავარკვევთ!
-და თუ გარკვეული არ არის რატომ მაპატიმრებთ?!
-დაპატიმრება არ მიხსენებია,გამოდის რაღაცის გეშინიათ!
ახლა უკვე მის წინ იდგა კაცი და მის მზერას უყურებდა,რომელსაც სათვალის ქვეშ მალავდა ქალი.
-კარგით,- უპასუხა ემამ და წინ ხელები გაიშვირა: -უნდა დამადოთ ბორკილები თუ შემიძლია მანქანაში ჩავჯდე და უკან გამოვყვე თქვენს ჯართს! -და იმ მანქანისკენ მიიხედა რომელიც პოლიციელის იყო.
-ეს ჯართი არ არის და არც ჩემია! -ბრძანა გაბრაზებულმა მანქანაზე და გააგრძელა: -თუ ამ ჯართში არ ჩაჯდებით,- და თვალი მანქანისკენ გააყოლა,- მაშინ მე უნდა ჩავჯდე ამ შავ ჯართში თქვენთან ერთად!- და მანქანას მოუარა.
ემამ ისევ შედგა მარჯვენა ფეხი მანქანაში და კარებიც მიხურა.
-ჩამოსვლას არ გაცდიან! -უთხრა თავის თავს და ჩაფიქრდა.
-მე მითხარით რამე?!
-დიახ! -ხმამაღლა მიაძახა. -აქ რომ არ დამხვედროდით და სახლში მოსულიყავით არა?!
-სახლში მეპატიჟებით ეგრევე?! -ისე უთხრა ქალს, რომ ახლა მიხვდა ეს კაცი ამას პირდაპირ კი არა სხვანაირად მიიღებდაო! და ემა ისევ მიუბრუნდა: -ჩამოსვლა დაგეცადათ ცოტათი მაინც პირდაპირ აქ რომ მომადექით!
-ბოდიშით სახლში, რომ არ მოგაკითხეთ!
-მორჩით ამ სულელურ ფიქრებს სახლი ვიგულისხმე და არა სხვა რამე?! იდიოტი! -თქვა ბოლოს ხმადაბლა და ფანჯარაში გაიხედა.
-იდიოტი არა, კომისარ-გამომძიებელი ერიკ ფრანკი!
ქალს გაეცინა მისი სიტყვის გამეორებაზე. -მაინც რას იძიებთ ჩემთან დაკავშირებით?!
-განყოფილებაში რომ მივალთ გაგარკვევთ!
ქალმა არაფერი უპასუხა და გაჩუმდა. 5 წუთის მერე გაახსენდა თავისიანები რომ არ ელოდებიან აეროპორტში და ამოისუნთქა,მერე ფანჯარა ჩასწია ბოლომდე და თავი ფანჯარას მიადო...
ცივი ჰაერი იგრძნო და შესცივდასავით,ფანჯარა ასწია და ფიქრებში წავიდა. -მოკვდა თავისი სიკვდილით და მე რა შუაში ვარ?! -კითხა თავის თავს და გააგრძელა,- არავის უთქვამს ჩამოხვალ და დაგიჭერენო ან რისთვის იჭერენ?! რამე დააშავა აქედან რომ გაიქცააა?! -არც არაფერი,მხოლოდ მოიტყუა,ტკივილით სავსე სიმართლე ვერ თქვა და გაიქცა,მეტი მას არაფერი დაუშავებია. არც იცის ის როგორ მოკვდა ან რანაირად, უბრალოდ სიზმარში ნახა და ვსიო! ჩათვლიმა ისევ ის სიზმარი ნახა. მაგრამ ამ სიზმარს სადაც თვითონ შავი ლანდი იყო, ახლა წინ ნამდვილი მომხდარი ამბავი ერთვოდა, რომელიც რამოდენიმე წლის წინ გადახდა,რამაც ემა გალიანს გული მოუკლა და მისი სიცოცხლე აქ თავის სამშობლოში მოკლა და გააქცია.
-ქალბატონო ემა! -მოესმა ხმა და გამოფხიზლდა. ისევ ის კაცი ეძახდა რომლის ხმის გაგონებისას სახე უხურდა და ახლა მას უყურებდა. -მოვედით! -გაიგონა და მანქანიდან გადავიდა.
ქალმა კარები გააღო. გადმოვიდა და უკან მიჰყვა.მერე მძღოლს მიუბრუნდა,მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.
ქალს ხელში მხოლოდ ჩანთა ეჭირა. შიგ საფულე,პასპორტი,ბილეთები ედო,რომელსაც არ გადაყრიდა და შეინახავდა, ყოველ მგზავრობის მერე როგორც ინახავდა.
კარები გაიღო და ოფისში შევიდა კაცი. უკან მიჰყვებოდა ამ კაცს,მერე მის გვერდით დადგა და ლიფტში შევიდნენ. კაცი გაიწია და შეატარა მერე თვითონაც შევიდა და კარები მიიხურა. არცერთს ხმა არ ამოუღია. თავისი ოთახის კარები შეაღო და შიგნით შევიდა კაცი და მერე ქალი შეატარა. კარები მიხურა. ქალმა სათვალეები მოიხსნა და ჩანთაში ჩადო. ემას ფეხი არ ჰქონდა გადამდგარი,ერიკმა ახლა შეხედა მის სახეს, გვერდით ჩაუარა ისე ახლოს გაბრაზებულმა, რომ ქალის კაბას შეეხო თუ არა ორივე უკუიქცა. ემა შეტორტმანდა. როგორ ვერ იტანდა შეხებას და გაახსენდა: ,,თავდასხმა რომ მომხდარიყო“ მხოლოდ ეს სიტყვები და ჩაიკეცა. ერიკმა ხელში დაიჭირა,აიყვანა და სკამზე დასვა. გონს მოიყვანა,მის ცხელ სახეს ხელს უსვამდა და წყალით ეხებოდა,რომ ქალი გამოეფხიზლებინა. ისე გრძნობდა მის სახეზე შეხებულ ხელს კაცი,ეგონა ხელი მეწვისო და ერთი სული ჰქონდა მოესულიერებინა,რომ შორს გაცლოდა. გაახილა თვალები თუ არა, ქალმა კაბას შეხედა.ახლა ეს ოქროსფერი კაბა გახეული იყო,ამ კაცის მიერ და თან შემთხვევით.კაცი ხმას ვერ იღებდა. ქალმა ოთახი მოათვალიერა და მიუბრუნდა: -კამერები არ არის ახლა მეც შემიძლია დაგდოთ ბრალი,თავდასხმაში!
-ამ სისულელეს არავინ დაიჯერებს.-თქვა და ქალს მოშორდა, თავის სავარძელში ჩაჯდა და ქალს შეხედა,როდესაც მოესმა:
-აქ რომ არ ჩამოვსულიყავი რას იზამდით ??!
-კითხვებს აქ მე ვსვამ! -უყვირა კაცმა და მის კითხვას არც უპასუხა.
-აბაზანაში რომ გავიდე შეიძლება?! მერე რაც გინდათ ის მკითხეთ!
-იქიდან რომ გაიქცე მაგიტომ?!
-წამომყევით თუ ასეა და შიგნითაც შემომყევით! -თქვა მკაცრად და ადგა,ჩანთა სკამზე დატოვა.-სანამ დავბრუნდები შეგიძლიათ ჩანთაშიც იქექოთ დრო გაქვთ! -უთხრა და კარებში გავიდა. კაცმა ანიშნა სადაც იყო აბაზანა.ქალმა კარები გააღო არც დახურა და კაცი კარებთან გაჩერდა.
ქალს მიაშტერდა,რომელსაც შემთხვევით კაბა გაურღვია და ზურგი მოუჩანდა. ქალი დაიხარა წყალი გააღო.ხელებიდან ხელთათმანები მოიშორა ზურგით მდგარმა კაცისგან და ხელების დაბანის მერე სახე მოიბანა. ფიქრებში გაიქცა,რამოდენიმეჯერ დაისველა ხელები და სახეც მოიბანა,რომ გამოფხიზლებულიყო, რადგან მიხვდა,რომ აქ არც დრო იყო და არც ადგილი ძველი ჭრილობის გასახსენებლად. ხელებში ისევ დაიჭირა ხელთათმანები,ჩაიცვა და წყალსაც მოშორდა.
ამ დროის მანძილზე კაცი მას მზერას არ აცილებდა, და ფიქრობდა: -მარტო ხელების და ამდენჯერ სახის დასაბანად შემოვიდა აქ?!
-არ გავქცეულვარ! -უთხრა ქალმა და მისი კაბინეტისკენ წავიდა. თვითონვე შეაღო კარები და ისევ სკამზე დაჯდა.
-შეგიძლიათ ახლა დაიწყოთ...
კაცმა ხელსახოცი მიაწოდა სახისთვის.ქალმა არც გამოართვა და სახე არც შეუმშრალებია არაფრით ...
-სახელი და გვარი რატომ შეიცვალეთ?!-ჩაეკითხა კაცი და მაგიდას დაეყრდნო პასუხის მოლოდინში.
-ჩემი სახელი და გვარი აღარ მომწონდა! დანაშაული არ არის სახელისა და გვარის შეცვლა! -თქვა ქალმა ჩვეულებრივი ტონით და კაცს შეხედა,რომელიც მის წინ რამოდენიმე მანძილზე თავის სავარძელში იჯდა.
-კარგით!-თქვა კაცმა და ქალს შეხედა დამკვირვებლის თვალით,-ერთი კვირის წინ სად იყავით?!
-სახლში ბოსტონში!
-რას აკეთებდით?!
-ვმუშაობდი!
-სახლში ვიყავიო თქვით!
-სახლში ვმუშაობდი!
-სიმართლე თქვით ამას გადავამოწმებ!
-გადაამოწმეთ პრობლემა არ არის!
-თქვენი სახლის მისამართი და მეგობრებიც ვიცით ასე, რომ ტყუილს მაინც ვერ დამალავთ!
-გადაამოწმეთთქო მე არაფერი პრობლემა არ მაქვს!
ქალს მისამართი გაუწოდა:- ესაა თქვენი მისამართი?! -სადაც მხოლოდ ერთი მისამართი ეწერა აინტერესებდა თუ მეორესაც იტყოდა.
-დიახ!მაგრამ მეორე მისამართიც არის აქ მივაწერო? ძველი.-ჩაეკითხა და კაცს შეხედა.
-ვიცი საჭირო არ არის!
-ერთი კვირის წინ ზაანი და დანიელა მოკლეს,მათ იცნობდით?!
-დანიელას არა.
-ზაანის იცნობდით?!
-დიახ,რაღაც პერიოდში მასთან ვმუშაობდი.
-კარგით! რატომ დატოვეთ სამსახური?!
-სამუშაომ აღარ დამაინტერესა და დავტოვე.
-უფროსთან კამათი ან რაიმე უთანხმოება ხომ არ გქონიათ?!
-არა,ასეთი რამე არ მომხდარა.
-იცით,რომ დანიელამ თქვენი ადგილი დაიკავა?!
-არა,ეს არ ვიცოდი.უკვე დიდიხანია სამსახური დავტოვე.
-ბოსტონში,თქვენი სახლის მინდორში იები იზრდებოდა?!
-დიახ,შავი იები.
-რა ფერის?!-გაუკვირდა კაცს და ზეზე წამოდგა უცბად.
-შავი ფერის!-თქვა ხმამაღლა ქალმა და უცბად წამოდგა ფეხზე. კაცმა გაკვირვებულმა გადახედა მის ადგომას და ქალმაც მაშინათვე წარმოთქვა:-დიდიხანი ვიყავი თვითმფრინავში,ხომ შეიძლება ცოტახანი ავდგე?!-თქვა და ფანჯრისკენ დაიძრა. კაცმა მზერა გააყოლა და ქალს მკაცრად მიმართა:-რატომ იყო შავი ფერის?! მისმა ფერმა არ გაგაკვირვათ?!
-საღებავებისგან შეეღება ფესვები,ამიტომაც გამოვიდა შავი. მიყვარს იები.მისმა ფერმა დამაინტერესა,რამაც შთამაგონა ახალი კოლექციაც,ამიტომაც დავტოვე როგორი ფერიც გამოვიდა.
-მდიდრული სახლი გქონდათ,ცხენი,მძღოლი მოსამსახურეები?! ამდენი საიდან მიაღწიეთ გავლენიანი საყვარლების დახმარებით?!
ქალი უცბად წამოვიდა ფანჯრიდან და კაცს სილა გაარტყა. კაცმა ძლივს გააცნობიერა რომ ქალმა გაარტყა. უცბად მოაბრუნა სახე,ქალის მკაცრი,ამავე დროს ნაზი ქსოვილში ჩამალული ხელი რომ მოხვდა. ორივე ხელებში ქალს ხელი წაავლო და დაუჭირა მაგრად, ისე რომ ემამ ვეღარ გადადგა ნაბიჯი და კაცს თვალებში შეხედა.
-თუ გგონიათ თქვენი მეშინია ძალიან ცდებით! მხოლოდ ჩემი მუშაობით და არა საყვარლებით! -მიმართა ხმამაღლა და მისგან ხელის განთავისუფლებას არც კი ცდილობდა.
-აქ სახლი ან სამსახური ნუ გგონია,შემიძლია აქედან არც კი გაგიშვა! -თქვა და ქალს ხელები გაუშვა. ემა არც დამჯდარა,-თუ ასეა რაღას უცდით დამაპატიმრეთ და საკანშიც ჩამსვით!
-ჯერ კითხვები არ დამისრულებია,შენი სულელური გამოხტომების გამო!
-მეტ კითხვას აღარ ვუპასუხებ! -უყვირა ქალმა და დაელოდა მის რეაქციას.
-თუ ასეა კარგი! რამოდენიმე საათი ან დღე საკმარისი იქნება რომ აზრზე მოხვიდე ვისთან გაქვს საქმე! და საუბარი მოგინდეს! ფრანკო! გასძახა თანამშრომელს: -საკანი მოამზადე ამ ქალბატონისთვის!
ქალს არაფერი უთქვამს. ჩუმად ელოდა.
ფრანკო მოვიდა. ერიკმაც ემას ხელი წაავლო მკლავში და საკანისკენ წაიყვანა.კარები გაუღო და შიგნით შეაგდო.
ემას გვერდით ვიღაც კაცი იყო და მას ცუდად უმზერდა.ემამ შეხედა, მიესალმა და სკამზე ჩამოჯდა.ცოტახანში მობეზრდა და სიარული დაიწყო ფეხშიშველმა.
-რატომ ჩაგსვეს ლამაზო?! -მოესმა ხმა კაცისგან და მისკენ მიტრიალდა უცბად.
ემას გაეცინა:-ვინ ჩამსვა უნდა გეკითხათ.
-რატომ ჩაგსვესთქო ეგ გკითხე! -მოესმა მკაცრი ხმა,მაგრამ ემა დამშვიდდა და უპასუხა:-მკვლელობის გამო!
-ლამაზი მკვლელი ყოფილხართ!
ემამ გაიცინა,-მადლობთ! თქვენ რატომ ხართ აქ?!
-რამოდენიმე ქალი გავაუპატიურე,- მოიფიქრა უცბად და ქალს შეხედა.
ემას ისევ ის დღე გაახსენდა,ფიქრებში წავიდა და კაცს შეხედა.
-არ გავხართ დამნაშავეს! რატომ ისეთი ქალი ვერავინ ნახე ვინც თავისი ნებით იქნებოდა შენთან?!
-ქალებს ვერაფერს გაუგებს კაცი!
-მართალია! იმ იდიოტ გამომძიებელსაც არ ესმის ქალების!
-გამომძიებელს თუ გალანძღავ აქ დიდხანს მოგიწევს ყოფნა!
-არაუშავს! შენთან ვისაუბრებ თუ არ შეგაწუხებ.
-არა,ლამაზი მკვლელი მაინტერესებს. ვინც მოკალი გაგაბრაზა?!
-ვინც მკვდარია სრულიად არ მაინტერესებს დიდიხანია! ამიტომაც მასთან არანაირი საქმე არ მქონია და ვერც გამაბრაზებდა! ვიღაცამ თუ მოკლა ეს მისი საქმეა და არა ჩემი!
კაცს გაეცინა,- აქ ყველა ამას ამბობს.არ მომიკლავს,არ მომიპარავს უდანაშაულო ვარო!
-მაშინ შენც გეთქვა არავინ გამიუპატიურებია მაბრალებენო!
-მე სიმართლეს ვამბობ ლამაზო.- ფეხზე წამოდგა და მასთან მივიდა,-მე დავაშავე და ვაღიარებ!
-გილოცავ მაშინ ზოგი ამას არც აღიარებს!
-ისევე როგორც შენ არ მიმხელ რომ მოკალი!
-არავინ მომიკლავს!
-მაშინ აქ რატომ ხარ ასე მშვიდად და არ ყვირიხარ უდანაშაულო ვარო?!
-ჩავთვალოთ რომ ეს საკანი მაინტერესებდა და იმ იდიოტის გახარება არ მინდა. წყნარად რომ ვარ ამაზე უფრო გაგიჟდება!
-არცერთ ნორმალურ ქალს არ აინტერესებს საკანი!
-იცი ეჭვმიტანილებს როგორც ვიცი ბანდიტებთან უშვებენ რომ შეეშინდეთ და აღიაროს სიმართლე,მაგრამ შენ ბანდიტს არ გავხარ! კი გაქ ჩალურჯებები სახეზე,მაგრამ არც ქალზე თავდამსხმელს გევხარ!
-იმ იდიოტმა მცემა,როგორც შენ ეძახი!
ემას გაეცინა,-იდიოტმა თუ ცემა იცოდა არ მეგონა,სულელი გამომძიებელი უფროა ვიდრე მოჩხუბარი!
-ისეთი მუშტი აქვს,რომ ალბათ კარგად ვარჯიშობს!
ემა დაჯდა,ცოტახანი ჩუმად იყო,მერე კედელს მიაყრდნო ზურგი და საკანი დაათვალიერა: ორი ლოგინი იდგა მასზე სქელი პლედი ეგდო. ქალმა პლედი გადააგდო და წამოწვა ნახევრად.
-დიდიხანია აქ ხარ გამოკეტილი?!
-ერთი კვირაა,ხან რას მომიტანენ და მაჭმევენ ხან რა საზიზღრობას!
-ის იდიოტიც ალბათ მაგ საზიზღრობას მიირთმევს! -თქვა ქალმა და წამოწვა.
-პლედი დაიგე ლამაზო გვერდები გეტკინება! -თქვა კაცმა და მასთან ახლოს მივიდა.
ემა უცბად წამოხტა. -მადლობა,მაგრამ შენს თბილ ლოგინს დაუბრუნდი!
-რომ არ დავუბრუნდე! -წამოიყვირა კაცმა და ქალს ხელი მოკიდა თუ არა ემამ ფეხი მოარტყა და კაცი ჩაიკეცა,თუ არა ემა გვერდზე გახტა. ერიკი მოვარდა და კარები გაუღო.- ფრანკო მეორე დამნაშავეს მიხედე,- დაიყვირა და ქალს ხელი წაავლო და თავის ოთახში შეიყვანა.
-კაცს დაესხი თავს!
-თვითონ მესხმოდა თავს!
-და ასე დაიცავი თავი?!
-ჰოო! ასეთებს უფრო უარესიც უნდა მოუვიდეთ!
-რაღა უარესი ფეხი ამოარტყი!
-ღირსი იყო!
-იქნებ რომ მოგეკლა ეს სჯობდა მაგას?!
-მე მკვლელი არ ვარ და შეუშვი მაგ შენს იდიოტ ტვინში!
ერიკი წამოდგა და მასთან ახლოს მივიდა.- ჩემი შეურაცხყოფის გამო რომ თავს დაგესხა მეც იგივეს მიზამ?!
-თუ საჭიროდ ჩავთვლი კი!
კაცმა სკამს მოკიდა ორივე ხელი და თავისკენ მისწია ქალი.
-საუბარი ხომ არ მოგინდა მკვლელობაზე?!
-არა! ჩემი შეგეშინდა?! თუ ერთი რამის დაკარგვის?!
-ქალს თავს არ ვესხმი!
-მე კი მგონია, რომ როცა ჩამოვედი უკვე მაშინ დამესხი თავს!
-შენ ადამიანები მოკალი!
-არ მომიკლავს!
-აბა ბრძანება გაეცი მოეკლათ?!
-ამ საკითხთან არანაირი შეხება არ მაქვს!
-კარგი!შენიანებს შეეხმიანე ინერვიულებენ!-თქვა და ქალს ჩანთა გაუწოდა.
-საჭირო არ არის, მადლობთ. იქ დავბრუნდები თუ შეიძლება.
კაცს გაუკვირდა, რომ არც დარეკა და ამავე დროს უკან საკანში დაბრუნება რომ ითხოვა.-კარგი თუ ასეა. კიდევ დავიცდი იქნებ გამოფხიზლდე და მიხვდე სადაც ხარ!
-ერიკ, შენც ხედავ რომ იმ კაცისაც კი არ ეშინია,ისე კარგად ამოკრა ფეხი,რომ ძლივს გადარჩა,- და გაიცინა კაცმა,-რომელიც ჩვენი თანამშრომელია და გეგონა ქალს ბანდიტი ეგონებოდა,შენმა გეგმამ მასზე არ გაჭრა. არც დრომ გაჭრა მასზე უკვე 2 საათია ლოგინზე ზის და რაღაცას ფიქრობს... -მიმართა ფრანკომ, რომელიც ვიდეოებს აკონტროლებდა და ახლა ქალს უყურებდა ორივე.
ქალს ხელი დაედო ლოგინზე,თავისი ხელთათმანებით ეხებოდა ძლიერად და თავი წინ მდგომი კედლისკენ გაესწორებინა. ერთ ცენტრს უყურებდა ჩაფიქრებული, ისევ ეშვებოდა წარსულის ტკივილის დღეებში...
ფრანკომ კარები გააღო და ქალს მიმართა: -უფროსი გეძახით,- უთხრა და ქალმაც კედელს მოაშორა მზერა და ფეხზე წამოდგა.
ემა შევიდა და გაჩერდა მაგიდასთან ახლოს. ჩანთა ისევ სკამზე იდო და ხელუხლებელი, რომ იყო მიხვდა, მაგრამ გაახსენდა რამოდენიმე საათის წინ კაცი რომ შეეხო ჩანთას და მას მიაწოდა,დასარეკად.
-კიდევ დიდიხანი გინდათ საკანში ყოფნა?! ადვოკატს მაინც დაურეკეთ, რომ შევთანხმდეთ და დროებით მაინც წახვიდეთ სახლში.
-რაში მადანაშაულებთ ან რა სამხილით არ მიშვებთ!
-დაუმორჩილებლობისთვის,შეურაწყოფისთვის!
-დამნაშავეებს ჰყავს ადვოკატები,მე კი დამნაშავე არ ვარ და არც ადვოკატი მყავს.
-კარგით მაშინ,-თქვა და ფრანკოს გასძახა.-ადვოკატს როჩეს შეეხმიანეთ, რომ მოვიდეს.
-საჭირო არ არის,- მიმართა კაცს ემამ ამ სიტყვებზე და სკამზე ჩამოჯდა.
-კარგი ადვოკატია და სამართლიანი!
-ტელეფონს თუ მათხოვებთ დავრეკავ!
-ტელეფონი არ გაქვთ?აქამდე რატომ არ თქვით?! -წამოიძახა გაკვირვებულმა კაცმა და ქალს ტელეფონი გაუწოდა.
-დასარეკი წეღან არავისთან მქონდა!
-ახლა გაახსენდა ქალს, რომ ნომერი არც ახსოვდა მთლიანად.- და ჩაეცინა ჩუმად: -ალბერტო როჩეს ნომერი ადვილად მოგეძებნებათ და იქნებ მითხრათ!
ქალს ხელი გაუწოდა ტელეფონი, რომ გამოერთმია.ქალმა როგორც გამოართვა და უთხრა დადევი, ავიღებო და ხელში არ გამოურთმევია,ისევე დაუდო მაგიდაზე და ხელში არ მიაწოდა. კაცი ჩაფიქრდა მის ასეთ საქციელზე და ნომერი აუკრიფა მერე ისევ მაგიდაზე დადო ტელეფონი და ქალმაც ხელში აიღო.
-მე დაგტოვებთ და ისაუბრეთ,- მიმართა ქალს და ფეხზე წამოდგა.
-საჭირო არ არის დასამალი არაფერი მაქვს! დარჩით! -მიმართა და ხმა გაიგონა თუ არა ალბერტოს მიესალმა.
-ემაა! -გაუკვირდა მისი ხმის გაგონება ამ ნომერზე. -როგორა ხარ და ამ ნომერზე რა გინდა?!
-ჩამოვედი, მაგრამ ვიღაც სულელმა ერიკმა ... გვარი დაავიწყდა რაღაცის გამო დამაპატიმრა და ისევ აქ ვარ გამოკეტილი! გამოძინებული, რომ ვიყო ახლა არ შეგაწუხებდი და ხვალ დილით დაგირეკავდი! ბოდიშს გიხდი!
-ერიკ ფრანკი! ახლავე გამოვალ და 20 წუთში მოვალ.
-ჰო ეგ იდიოტი! კარგი მადლობა და ბოდიში.-თქვა და ტელეფონი გათიშა.
-მადლობთ,-თქვა ქალმა და ტელეფონი მაგიდაზე დადო.
ერიკი მიხვდა მასზე, რომ ამბობდა ამ სიტყვას და ამაზე არაფერი უთხრა,ჩაეღიმა და ქალს მიუბრუნდა:
-აკი არ ვიცნობ ადვოკატსო?!
-გვარი რომ ახსენეთ მაშინ გამახსენდა.
-ადრეც შეგიწუხებიათ?!
-არა! ეს ხომ უკვე გადაამოწმეთ მონაცემებში, რომ არაფერი დამიშავებია!
-იმ დღემდე კი და იმ დღეს გავარკვევ რა ჩაიდინეთ!
-აბა თქვენ იცით! წარმატებები!
-დაჯექი და დაელოდე! ფეხზე უნდა იდგე?!
ემა დაჯდა და საფულეს ჩახედა.
-ოჯახის წევრებთან რატომ არ დარეკეთ?! ტყვილა ათვალიერებთ საფულეს არავის უქექია შიგნით!
-უკვე გვიანია არ ღირს გაღვიძება და არც იცოდნენ რომ ჩამოვდიოდი,ზეგ მელოდებიან წესით.
-და თქვენმა სულელურმა საქციელმა ყველას ჩააშხამა თქვენი ჩამოსვლა.
-რატომ?! აქ კი არ ვრჩები ზუსტად 20 წუთში წავალ აქედან!-ირონიულად უთხრა ემამ და გაიღიმა.
-აბა აქ რა ხდება ხომ არ გიჩხუბიათ?! -მოესმათ და მაშინვე ემასკენ დაიძრა და ჩაეხუტა კაცი.
-ჩემო ემა როგორ ხარ ?!
ერიკი ორივეს ეჭვიანობის თვალით უყურებდა,ორივე რომ ასე ჩაეხუტნენ ერთმანეთს.
-3 წელია არ მინახიხარ, და როგორც იქნა დაბრუნდი უკან.
-კი გადავწყვიტე ახლა ჩამოვსულიყავი სახლში და არა აქ! -თქვა გაბრაზებულმა და ერიკს მიხედა,რომელიც მათ უყურებდა.
კაცი ერიკს მიესალმა და მოიკითხა.
-აბა ემა რამე ხომ არ დაგიშავა ამ კაცმა?!
-კი,-თქვა და ქალი მიბრუნდა,-ეს მისი ნამოქმედარია.- და გახეული კაბა დაანახა.
-რაო?! ერთმანეთს უკვე ეჩხუბეთ?! რომელმა მოიგო?! -იხუმრა და მერე სერიოზული ხმით თქვა: -მართლა ეს რა არის?!
-შემთხვევით მოხდა,კარებში შემოვდიოდი, საათი გამოვდე კაბას და გაიხა.
-ჰო აბა რა,ახლა მე გეტყვი ჩემს სიმართლეს: ეს კაცი თავს დამესხა და აი ეს არის ამის დასტური! -თქვა და თან ხმას მოუმატა ემამ,რომელმაც დახეული კაბა დაანახა ისევ ადვოკატს.
-გეყოფა შენი ტყუილები თორემ ვერც ალბერტო გაგიყვანს აქედან! და აქ დარჩები საკანში და მერე ციხეში!
-კარგი ვსიო!-ერიკს მიუტრიალდა კაცი და სკამისკენ წავიდა:- ემას დაველაპარაკები მარტო,-თქვა და ქალის წინ ჩამოჯდა.
ერიკმა კარები გააღო და გაიჯახუნა.
-ახლა მე მომიყევი ყველაფერი,ეს მართლა თავს დაგესხა?! -და კარებისკენ გაიშვირა ხელი.
-არა შემთხვევით მოხდა.არ ვუჩივი ნუ ეშინია. დაუძახე და მოვრჩეთ ამ საქმეს დასამალი არაფერი მაქვს.
ერიკს გასძახა და ისიც შემოვიდა.
-კაბის საქმე გაირკვა შემთხვევითობა იყო,ახლა კი იმას მივხედოთ აქ რატომაც დაიბარე ემა.
-ამ ქალმა 1 კვირის წინ ორი ადამიანი მოკლა, ზაანი და დანიელა, შავი იები დატოვა მკვლელობის ადგილზე!
-ჰო აბა რა პირდაპირი რეისით ჩამოვედი ამის გამო 1 კვირის წინ და მერე ისევ უკან წავედი! მეტი საქმე არ მქონდა!
-მოიცადე ემა! -იყვირა ალბერტომ.
-და რა საფუძველზე დააკავე?!
-მკვლელობის ადგილას ერთადერთი სამხილი იები იყო! ექსპერტიზამ დაასკვნა,რომ იები შავი იყო რაღაც პერიოდში! გადავამოწმეთ და შავი იები იზრდებოდა მის სახლში ბოსტონში. ასევე მის ერთ კოლექციას ერქვა ,,შავი იები“და ამ მოკლულ კაცს იცნობდა.
-მიზეზი რატომ უნდა მომეკლა?!
-ამის მიზეზი შენ უნდა გვითხრა ნებით თუ არა ძალით!
-თუ სხვა რამე სამხილები ან ანაბეჭდები,არ გაქვს სახლში გაუშვი!
-მან შავი იები წამოსვლის დროს გაანადგურა და ასევე შავი კაბა,რომელზედაც იები იყო.
-ის სამხილები რამე მაინც აქ გააქვთ მისი სახლიდან?!
-არა, ის უკვე აღარ არსებობს.მხოლოდ სიკვდილის ადგილზე იყო შავი იები!
-და შენ როგორ ფიქრობ რატომ უნდა მოეკლა,ან რისთვის?!
-არ ვიცი!
-სამხილებს როცა იპოვით მერე დააპატიმრე თუ ასე ძალიან გინდა, ახლა კი ანაბეჭდები აუღე და მერე ჩვენ წავალთ და ქალს მიუბრუნდა: -მე წაგიყვან.
ერიკი წამოდგა ქალს ანიშნა ხელი აქ დაადეო და ქალი ფეხზე ადგა.ხელთათმანებს დასწვდა ხელით,ნელა მოიხსნა ხელიდან და ჩანთაზე დადო,მეორე ხელს დასწვდა და ისიც ნაზად მოიხსნა თუ არა ჩანთაზე დადო. ერიკმა გაბრაზებულმა ახედა,ასე რომ იქცეოდა. ქალმა ხელი დადო სითხეზე და ანაბეჭდები დატოვა. ქალმა თავის შავ ხელებს დახედა,ღრმად ჩაისუნთქა და უცბად გამოსტაცა ხელიდან კაცს ხელსახოცი. შავი ლაქები მოიშორა და ხელთათმანებს დასწვდა. აქამდე ეგონა ვინმე იგრძნობს ჩემს ტკივილს ხელის დანახვისასო და უცბად ჩაიცვა ხელთათმანები და ერიკს შეხედა,რომელმაც ანაბეჭდები გაიტანა კაბინეტიდან.
-აბა როგორი იყო ეს სამი წელი?! -მოესმა ერიკს ალბერტოს სიტყვები და კარების უკან დაიცადა.
-ძალიან კარგი და მშვენიერი...
-აქ დარჩები?!
-სახლში კი და არა აქ! -გაეცინა და ფეხზე ადგა,-როდის გამიშვებს ეს იდიოტი!
-როცა მოიტანენ პასუხებს,ხარ თუ არა დამნაშავე! -თქვა და ამ დროს კარები მიხურა ერიკმა,მაშინათვე დაუბრუნდა თავის სკამს და ქალის სხეული აათვალიერა. ისევ ხელთათმანებზე შეაჩერა მზერა და ჩაფიქრდა მის ქცევებზე.
-დამნაშავე არ ვარ! -წამოიძახა ქალმა და ფეხზე ადგა. წყლისკენ წავიდა. ჩამოსახმელად დააჭირა ხელი და კაცის ხმაც მოესმა: -ჯერ უნდა თქვა შეიძლებაო!
-შეიძლებაო?! იმ ნაძირალასაც არ უთქვამს და ეგრევე გული მომიკლა ისე გადმოვიდა პირდაპირ ჩემს ხელზე! -გაიფიქრა და ხელი მოუჭირა ჭიქას და იატაკზე დაისხა მთელი წყალი. უცბად უკან დაიხია და გამოფხიზლდა.
-ბოდიშით.- თქვა ჩუმად,ხელი მომუშტა,ნაბიჯი გადადგა და სკამზე დაბრუნდა.
-არაუშავს,-თქვა და ქალს უცბად შეხედა თვალებში და მის თვალებში თითქოს სევდა ამოიკითხა და უცბად დაწვდა წყალს. ჩამოასხა და წინ დაუდგა. ახლა შენიშნა ქალის მომუშტული ხელი და სკამზე დაეშვა ჩაფიქრებული. ქალმა ჩუმად თქვა -მადლობა, და წყალი მოსვა. მთლიანად მოსვა და ჭიქის გადასაგდებად ადგა.ფეხი გადაადგა და დასხმულ წყალს შეეხო თუ არა ფეხი აუსრიალდა, წამოიკივლა თუ არა ხელის შეხებაც იგრძნო ზურგზე და ერიკის მზერაც,რომელიც მის სახეს უყურებდა. ქალს ხელი შეახო თუ არა გაითიშა,სრულიად დაავიწყდა სადაც იყო და ქალთან ფიქრებში გადაეშვა უცბად. ქალის ცივი ზურგი შეიგრძნო და მთელ ტანში გააჟრჟოლა. ქალს მისი ხელი მოხვდა თუ არა სხეულზე,თვალები დახუჭა და ძლიერად გადაყლაპა ნერწყვი: ეს შეხებააა...უჩურჩულა გონებას და უცბად გაახილა თვალები,გული უფრო აუჩქარდა და გონებიდან ყველაფრის გათიშვას შეუდგა. კაცმა გაასწორა ხელზე დაწვენილი ქალის სხეული და უცბად დაიხია უკან,ჭიქას დასწვდა და იატაკიდან აიღო თუ არა,ქალის შიშველ ფეხებისკენ გაექცა მზერა. ქალმა უცბად დაიხია უკან და სკამზე დაჯდა ჩუმად. სამარისებური სიჩუმეში იჯდნენ სამივენი, როცა კარებში ფრანკო შემოვიდა და ერიკს წინ დაუდო პასუხები. ერიკმა ქალს დანანებით შეხედა და ფეხზე ადგა: -ჯერჯერობით თავისუფლები ხართ... -თქვა და ემა წამოდგა,ჩანთა აიღო ხელში,კარებისკენ მიტრიალდა უსიტყვოდ და კარებისკენ წავიდა თავისი მშვიდი ნაბიჯებით,რომელიც მისთვის სრულიად არ იყო მშვიდი...
ალბერტო დაემშვიდობა ერიკს და ქალთან ერთად გავიდა გარეთ. ქალმა ნიავი იგრძნო,სახიდან გადაიწია გაშლილი თმები და ალბერტოს მიერ გაღებულ მანქანის კარებში გადადგა ნაბიჯი.
ერიკმა ახლა დაინახა ქალი და გაახსენდა, რომ ფეხსაცმელები გაიხადა საკანში ქალმა და ადვოკატის მოსვლის წინ რომ ჩაიცვა.მის ფეხებს ააყოლა მზერა და კარები მიიხურა თუ არა, მანქანა გამოიყვანა და უკან ჩუმად მიჰყვა ადვოკატის მანქანას. გაახსენდა მისი მოხვედრილი ხელი,ისეთი თბილი ხელი ჰქონდა მაინც ხელთათმანში,ისევ გააჟრჟოლა ამის გახსენებაზე და ასევე ისე ძლიერ მკაცრი სასტიკი,რომ გეგონებოდა კაცმა მოიქნია სილაო. ემააა... ამას არ გაპატიებ! შენს დანაშაულს ამასაც დავუმატებ! მათი საუბარი რომ არ ესმოდა ამაზე ბრაზობდა,ბრაზობდა რომ ერთმანეთს იცნობდნენ და ერთად რომ იყვნენ ახლა მანქანაში.
-სასტუმრო ,,პრემიერში“ დამტოვე სთხოვა ალბერტოს ქალმა და მშვიდად გაუღიმა.
-სასტუმროში რა გინდა სახლი ხომ გაქვს?!
- სახლში პირველად მივდივარ, არ მინდა ასე დეპრესიულ და ცუდ ხასიათზე შევიდე,თორემ ვიცი მთელი წლები ისედაც გამყვება ეს იდიოტის მოგონილი სისულელე!
-კარგი,როგორც გინდა. მაშ ,,პრემიერში“,-თქვა კაცმა და მანქანა მოატრიალა წრეზე.
-როგორ ფიქრობ უკვე ჟურნალისტებმა იციან ამაზე რამე?! და ის კაცი უკან დამიწყებს თვალთვალს?!
-თვალთვალს დაგიწყებს ალბათ,ჯერ კაბა არავისთვის შემოუხევია შემთხვევითაც კი,- და გაეცინა ალბერტოს.
-რატომ ცისფერია?!
-არა რას ამბობ! ეს მას არ უთხრა თორემ მერე მართლა გაგლახავს!
-დიდი რამე უკვე სილა მოხვდა კიდევაც!
-მოიცადე ხელი გაგარტყა?!
-არა მე გავარტყი!
-რააააა?! სულ გაგიჟდი! კი მარა ამდენიხანი იქ რომ იყავი დაგავიწყდა აქაური კაცის ხასიათი და მითუმეტეს გამომძიებლის! ხელს რაღას არტყამდი?!
-სახლი საიდან გაქვს საყვარლებისგანო?! ამიტომაც გავარტყი! რომ მქონოდა საყვარლებისგან არ გავარტყამდი!
ალბერტოს გაეცინა,-მჯერავს რომ მაგ შემთხვევაში უკვე აღარ გაარტყამდი.
მანქანა გაჩერდა შორს ერიკიც გაჩერდა.
ემა მანქანიდან გადმოვიდა ფეხსაცმელები ეცვა.ალბერტომ კოსტუმი მიაწოდა და მოახურა.
-არ მინდა ვინმემ იფიქროს რაიმე სისულელე,კარგად კი გაუხევია კაბა,იმ იდიოტს როგორც შენ ეძახი,- და გაეცინა ისევ.
ქალმაც გაიცინა.
ორივენი აუყვნენ კიბეებს და შიგნით გაუჩინარდნენ.
ემამ ოთახის გასაღები აიღო და ალბერტოს დაემშვიდობა.-გაცილება არ მინდა,ისედაც შეგაწუხე და დიდი მადლობა.თუმცა ცოტახანი ალბათ ისევ შეწუხება მომიწევს.- და დაემშვიდობა,ლიფტში შევიდა და კოსტუმი მიაწოდა.
ქალბატონი ლამის ციხეში იჯდა და ახლა იცინის კიდევაც და ალბერტოც მიჰყავს თან სასტუმროში?! სახლში ვერ მიდის თუ იქ ალბერტოს ვერ დაპატიჟებს! ერიკი ორივეს უყურებდა ეჭვიანი თვალებით,ალბერტოს რომ არ ვიცნობდე ვიტყოდი ადრე საყვარლები იყვნენთქო და იქნებ ახლაც?! გაიფიქრა და მანქანიდან გადმოვიდა და როცა ალბერტო მანქანაში ჩაჯდა დაუკაკუნა ფანჯარაზე.
-რომელ ოთახშია?!
-რაიყო ახლა შიშველიც გინდა ნახო?!
-მითხარი!
-მე-7-ე ოთახში!
-მეტი სხვა ნომერი არ იყო? თუ ჰგონია იქნებ ასე მაინც გამიმართლოსო?!
-გეყოფა და წადი დაიძინე! დაასვენე ეს ქალი,რომელიც ჩემი მეგობარია და ვიცი რომ დამნაშავე არ არის!
-იქნებ შენი საყვარელიცაა?!
ალბერტოს გაეცინა,-მხოლოდ მეგობრები ვართ და ვიქნებით და შენი საყვარელიც კი არ გახდება ეს ქალი ამას ზუსტად გეუბნები ისე როგორც ვიცი რომ დამნაშავე არ არის! ახლა კი მე მივდივარ და ეს ქალი არ შეაწუხო ცოტახნით მაინც ან ხვალამდე! ჰოო მართლა,ოთახამდე არ ამაცილებინა თავი და შეამოწმე თუ ოთახშია! და კიდევ ფული არ აქვს აქაური და აცალე გათენდეს და გადაახურდავოს,მერე ვალს დააბრუნებს 2 დღის სასტუმროს ფულს. გაიცინა კაცმა, მანქანა დაქოქა და წავიდა.
ემა ოთახში შევიდა. ეგრევე აბაზანაში შევიდა და შიგნით ჩაწვა.
ერიკმა მის პირდაპირ დაიქირავა ნომერი და ქალის ფანჯრებს უთვალთვალებდა.
დაინახა აბაზანაში რომ შევიდა,ცოტახანში სამოსი როგორ გაიძრო და როგორ ჩაიმალა წყალში. რამოდენიმე საათის მერე ჩათვლემილმა გამოიფხიზლა, ამოვიდა და პირდაპირ ლოგინში რომ დაწვა. და ცოტახნის მერე ისევ ქალს უყურებდა, რომელიც არც ამდგარა და თვითონაც მიიძინა. ქალსაც ისე უცბად მიეძინა,სულ დაავიწყდა ყველა ფიქრები.

დილით პირსახოც შემოხვეულმა მოსამსახურე ქალბატონი დაიბარა.
-ტანსაცმლის ყიდვა მინდა ხომ შემიძლია თქვენ დაგავალოთ?!
-დიახ,გისმენთ.
-რაიმე სამოსი მიყიდეთ ეს ზომა 37 ,მთლიანი კაბა თუ იქნება კარგია ან მაიკა და შორტიკი რაც იქნება არ აქვს მნიშვნელობა,ასევე ჩანთა ეს ყველაფერი elle-ს ფირმის.და ფეხსაცმელი დაბლები 36 ზომა. -და ფული მიაწოდა,-გადაახურდავეთ. რამდენიც დაჭირდება ყიდვას და უკან დაბრუნებას იმდენი მიეცით ტაქსს,გარეთ გელოდებათ. მადლობთ და ბოდიშით ქალბატონო მერი.
ემა დაემშვიდობა და ისევ აბაზანას დაუბრუნდა.
5 წუთის მერე ისევ კარებზე იყო ზარი.ემა ადგა შემოიხვია პირსახოცი და კარები გააღო.
-რაიმე პრობლემაა ქალბატონო მერი?! და ახლა შეხედა კარებში მდგარ სილუეტს. -თქვეეენნ?!-თქვა ხმამაღლა და კარებში დადგა,ისე,რომ სრულიად დაავიწყდა პირსახოც მოფარებული,რომ იყო.
-დიახ!
-თუ ისევ უკან უნდა წამოვიდე იქ მაშინ ამ პირსახოცით მომიწევს წამოსვლა!
ერიკმა ხელი გასწია მისკენ.-ეს წუხანდელის გამო,- და ქალს სამოსი გაუწოდა მერე გაახსენდა და იქვე ჩამოდო.
-მადლობთ მაგრამ საჭირო არაა თუ 40 წუთს დაიცდით სამოსს მოიტანენ და ჩავიცმევ. დაჯექითქო არ მითქვამს ეს თქვენი კაბინეტი არ გეგონოთ! -თქვა გაბრაზებულმა და კაცს შეხედა.
-აა... კარგი! -თქვა და ერიკი ადგა, ფანჯრებიდან გაიხედა. -ლამაზი ხედია.
-ალბათ! დატკბით 40 წუთი!-თქვა და სანამ ფანჯარაში იყურებოდა,ემა გავიდა.
-ქალბატონო ემა,-და ერიკი მოტრიალდა. სად წავიდა პირსახოცში ჰკითხა თავის თავს როცა ტელეფონმა დარეკა.
-მოსამსახურე პერსონა მერი გააგზავნა სადღაც ემა გალიანიმ.
-ჰო მართლა ახსენა მისი სახელი,გაიგე სად წავა და რას გააკეთებს!
-ტელეფონზე საუბრობდა ხმა რომ გაიგონა აბაზანიდან. ტელეფონი გათიშა.
-აბაზანის კარების კედელს მიეყუდა, მისი შიშველი სხეულის ჩრდილი რომ არ დაენახა კარების მინაში. პოლიციელი ყავს ოთახში ლამისაა დავაპატიმრო და ეს კიდევ ისევ აბაზანაში ნებივრობს?! -უთხრა თავის თავს გაბრაზებულმა.
-ჯანდაბაა! როგორ მოვკლავდი ადამიანს,მაშინ როცა 3 წლის წინ ჩემი თავიც კი ვერ მოვკალი! იმ სასტიკი საშინელი დღის მერე,და ემას ცრემლები წამოცვივდა. ახლაც ტკივა ის შავი ლაქა,ის შავი ლაქა! უკან დაბრუნდა იმიტომ რომ იფიქრა ეს ამბავი დაივიწყესო,ამაზე არც კითხვები ექნებათ და არც პასუხს მომთხოვენო. ან რაზე უნდა აგოს ემამ პასუხი მას ხომ არაფერი ჩაუდენია: ერთ ურჩულ ადამიანს მასთან მიახლოება აპატია მასთან ერთი ნაძირალური კოცნა აპატია და მისგან გაიქცა. ეს ტკივილი ვერავის გაუმხილა,ტყუილი თქვა და წავიდა.ახლა კი ეს ვიღაც იდიოტი მეუბნება მოკალიოოოო! ჰო მე სიზმარში მას მოველანდე ისევე როგორც მე მომელანდა და მელანდებოდა მთელი ეს წლები მაგრამ მე ის არ მომიკლავს.მოკვლა რომ შემძლებოდა ჩემს თავს მე თვითონ მოვკლავდი იმ ტკივილის გადატანის გამო,რადგან ამ ტკივილს აქ ვეღარ ვუძლებდი და ახლა ისევ იგივე მეორდება! ამიტომაა, რომ არავის ვეხები და არც მე მინდა შემეხონ,ამიტომაა, რომ სხვის კოცნას ვიშორებ და ისევ ვიხეხავ წყლით რომ იქნებ ის საშინელი კოცნაც ჩამოვიხეხო ჩემი ხელიდან და ჩემი ჭრილობებიდან. ემას თავი ასტკივდა გაახსენდა 3 ბაკალი, რომ დალია წამოსვლისას და ახლა გაუხსენა თავი. კარებზე კაკუნი შემოესმა და უცბად გამოფხიზლდა ადგა აბაზანიდან სახეში წყალი ისევ შეისხა და სარკეში როცა დაინახა რომ ცრემლები აღარ ემჩნეოდა კარებისკენ წავიდა.
კაცმა 20 წუთში ისევ ტელეფონს უპასუხა:-ფული გადაახურდავა დაახლოებით 500 $. ტანსაცმელი იყიდა,ჩანთა, ფეხსაცმელი,ტაქსი ელოდებოდა არ გაუშვია. ქალი უკან ბრუნდება.
-ქალბატონო ემა თქვენთან არიან,- და ერიკმა კარებზე დაუკაკუნა.
-ახლავე,-თქვა და ქალმა კარები გააღო აბაზანის.მაშინათვე იგრძნო ახალი სურნელის სუნი და კაცმა უკან დაიხია. მისი სახე გაახსენდა მანქანაში და მოსამსახურის სიტყვებზე გამოფხიზლდა.
-ქალბატონო მოგიტანეთ რაც მთხოვეთ! აქ ყველაფრის ჩეკია.
ემამ სამოს შეხედა, ფეხსაცმელი ჩაიცვა,რომ მოერგო მოეწონა და მადლობა გადაუხადა.
ეს კი თანხაა და ემას გაუწოდა.
-დაიტოვეთ! მადლობთ.
-ქალბატონო აქ ხომ 500ა! ამას ვერ დავიტოვებ!
-დაიტოვეთ! და თუ შეიძლება ორივემ დამტოვეთ რომ ჩავიცვა.
-ქალბატონო მადლობთ მაგრამ....
ემამ აღარ დაასრულებინა, და ქალს მიმართა:-გთხოვთ უნდა ჩავიცვა ეს ბატონი მელოდება! - და კარები მიხურა,როცა კაციც გავიდა. კაცი კედელს მიეყრდნო ფიქრებით სავსე. ისევ მასზე ფიქრებში წავიდა და სიარულს მოჰყვა კალიდორში.
Elle-ს კაბა ჩაიცვა,რომელიც თეთრი იყო. და ახლა ემჩნეოდა რომ მისი სხეული თეთრ ფონზე გარუჯული იყო. ფეხსაცმელს დახედა ზომა რომ დაემთხვა გაუხარდა. Elle-ს ჩანთა აიღო,ლოგინზე დადებულ კაბას ახლა დააცქერდა,ხელში აიღო და ხელი მოუჭირა თუ არა უცბად გაუშვა ხელიდან,ისე დენდარტყმულივით მოიშორა ხელიდან,უცბად ხელი დაიბანა და ხელთათმანები გაიკეთა და ოთახიდან გავიდა.
კარებთან, რომ არ დახვდა ერიკი იფიქრა ქვევით არისო და ლიფტში შევიდა. ხელი ღილაკს დააჭირა და ერიკიც მის წინ გაჩნდა ისე უცბად რომ ემას პატარა ცელქი გოგონა გაახსენდა 2 დღის წინ რომ ლიფტში შეუხტა, ემას ტელეფონი შეიწირა და ჩაეცინა.
-რატომ იცინით?!
-რაღაც ამბავი გამახსენდა და ამიტომ!
-მაინც!
-პატარა ბავშვი თქვენსავით შემომივარდა ლიფტში ბოსტონში და მანვე შეიწირა ჩემი ტელეფონი,ისევე როგორც წუხელ თქვენ შეიწირეთ ჩემი სამოსი.
-ქურდი იყო?!
-არა...- და ემას გაეცინა. -პატარა 10 წლის გოგონა, რომელიც დაიკარგა და ლიფტში შემოვიდა და პირდაპირ ლიფტში გაჩერდა, რომელიც იხურებოდა და შიგნით ყვებოდა,ტელეფონზე ვსაუბრობდი ტელეფონი გამივარდა და ბავშვს ხელი ვსტაცე.
-საინტერესო ტყუილია. -მიმართა ერიკმა და მისი მონაყოლი ტყუილად მიიჩნია. -უჩემოდ მიდიოდით?!
-ქვემოთ მეგონეთ! არ მეგონა თუ ასე მაკონტროლებდნენ!
-ქალს ფული რისთვის აჩუქეთ?! შემდეგში ადვილად, რომ დაიმონოთ და ისევ რაიმე სთხოვოთ?!
-არა,ვიკითხე ყველაზე დაბალი ხელფასი ვის აქვს ის გამომიგზავნეთ მეთქი, და ამიტომაც ვაჩუქე ის თანხა.და თანაც ფეხსაცმლის კარგი არჩევაში დაიმსახურა და თავის ფეხსაცმელს შეხედა.
ერიკმა თქმა დააპირა როცა კარები გაიღო და ლიფტიდან არ იყვნენ გამოსულები როცა ემას მიმართეს:
-ემააა! აი საოცრება აქ რას აკეთებ?! თანაც ისე რომ მე არაფერი ვიცი!
-დაო! წუხელ ღამე მოვედი და ვეღარ გაგაფრთხილე,კიდევ დღეს ვიქნები შენი სტუმარი. -და ემა ჩაეხუტა. -მომენატრე...
-ოო ემააა,მეც მომენატრე.- და ემას ისევ აკოცა. საუბედუროდ ემა ყველას კოცნას იშორებდა, იმ დღის მერე, მაგრამ ეს კოცნა იმ კოცნისგან განსხვავებით არ სძულდა და არც აღიზიანებდა, მაგრამ რატომღაც საბოლოოდ არც მის გულს ათბობდა.
-წამოდიიი... რესტორანში დავჯდეთ და ვისაუბროთ! მართლა სტუმრების სიაში შენ არ ხარ!-თქვა ქალმა და ემას გაუღიმა.
-მეგობარმა ალბერტო როჩემ აიღო ნომერი იმის გამო რომ თანხა არ მქონდა, დღეს ორი ვალი უნდა დავაბრუნო. და კიდევ ფული შენს თანამშრომელს ვაჩუქე იმედია პრობლემა არ არის!
-არა ემა რას ამბობ და რომ გეთქვა ჩემს სახელზეა ნომერი და თანხა გადავიხადეო შენც გაგიბრაზდებოდი და კონსიერჟისაც! მაგრამ ის ფულიც უნდა დაიბრუნო უკან!
-არა და მორჩი ასეთ სისულელეებს,ვითომ მე არა ალბერტო იყო აქ თქვა და ემამ გაიცინა.
-წავიდეთ რა და ვილაპარაკოთ თან ჯერ ადრეა და ვჭამოთ აქაური სამზარეულო მოგენატრებოდა,თუმცა არ მოგენატრებოდა შენც გააკეთებდი საჭმელს იქაც აქაურს თან.
-მარტო არ ვარ ამიტომ არ ვიცი სხვა დღეს იყოს,-უთხრა თბილად და ქალს ხელი ჩაკიდა.
-არა რატომ მე პრობლემა არ მაქვს. რამოდენიმე საათის მერე გნახავთ მაშინ და ისაუზმეთ. კაცი ორივე ქალბატონს დაემშვიდობა და წავიდა.
-ანიტა!-მიმართა უცბად რბილად და ქალს ახედა:- სანამ შეკვეთას გაამზადებდნენ გარეთ რომ გავიდე ხომ არ არის პრობლემა და 30 წუთში მოვალ. ოღონდ ტაქსი გამომიძახე!
-კარგი არა პრობლემა,როგორც ყოველთვის?!
-კი ასეა პიცა,სოკო, ანანასი და ბროწეული. უცბად გადაკოცნა,მადლობა გადაუხადა და სასტუმროს კარები გაუღეს თუ არა მაშინათვე გარეთ გავიდა.
მზე სახეში შეეჩეხა თუ არა სათვალეები გაიკეთა და თვალები დახუჭა. ახლა ესიამოვნა მზის სხივების შეხება და გათბა. იმ წამს მიხვდა, რომ წუხელ საკანში გაიყინა, მაგრამ რაღაცა ათბობდა და ეს აშინებდა კიდევაც,აშინებდა ის მომენტი როცა იხსენებდა თუ როგორ შეეხო მანქანის ფანჯრებს მისი ფრჩხილები... ტაქსის კარები თვითონვე გააღო და ჩაჯდა. ფანჯარას შეხედა და ჩამოსწია თუ არა მოძრავ ჰაერს შეახო თავისი სახე და გაეღიმა.
-ერიკ სად ხარ?
-სახლში მივდივარ ცოტახნით რაიყო.
-ახლახანს შენმა ობიექტმა სასტუმრო დატოვა!
-რაააა?! იქ დავტოვე მეგობართან ერთად უნდა ესაუზმათ! ეგ ოხერი ქალი,თვალსა და ხელშუა იტყუილება! ხან ვინ გაგზავნა გარეთ ხან ვინ ნახა ნაცნობი. სად წავიდა ეხლა,სადა?!
-ეხლახანს ტაქსში ჩაჯდა შავი მანქანაა და ნომერიც უკარნახა.
-კარგი! მე გავყვები!
-ბატონო გადასახურდავებელ ჯიხურთან გამიჩერეთ,დამელოდეთ.-უთხრა და ემა მანქანიდან გადავიდა.
მაღაზიაში შევიდა, ხელში რა თანხაც ჰქონდა გადაახურდავა. ამის მერე ბანკში შევიდა და ალბერტოს კარტაზე თანხა დასვა,რადგან იცოდა რომ არ გამოართმევდა.
სხვა მაღაზიაში კი ახალი ტელეფონი და ნომერი აიღო.
ალბერტოს დაურეკა, -ეს ჩემი ნომერია რომ დაგჭირდესო,- უთხრა. მის ხმაზე შეატყო რომ უკვე გაეგო თანხა რომ ჩაურიცხეს. -ჰო არ დაიწყო ეხლა რატომ ჩარიცხეო,- მიხვდა ემა და პირდაპირ მიმართა.
-ემააა! რომ გნახავ პირდაპირ იქ წაგიყვან იმასთან ისედაც წუხელს აქეთია შენზე ფიქრობს ალბათ,- თქვა და ქალს გაუცინა ტელეფონში.
-მორჩი რა საქმეს მიხედე სხვას და ჩემსასაც,ხომ იცი ვალები არ მიყვარს და არის ერთი ვალი რომელსაც ვერ ვაბრუნებ და შენ მაინც ნუღა დამიშლი ვალის დაბრუნებას.
-კარგი ჰო.შეგაწუხა ჩემმა მეგობარმა?!
-ჯერ არა მარა ვიცი მალე შემაწუხებს! კარგი უნდა წავიდე.-თქვა და ემამ ტელეფონი დაკიდა. მერე ჩანთიდან ამოიღო ალბერტოს ნაწერი და ტელეფონს დაუბრუნდა. რამოდენიმე წუთში ოპერაცია განახორციელა გადარიცხვის.
ერიკს სმს მიუვიდა თანხის ჩარიცხვაზე. გაკვირვებული კითხულობდა:- ეს რა არის? საიდან?! უცბად გაახსენდა ემა ვალებს აბრუნებსო ალბერტოს ნათქვამი და მიხვდა. ეს სულელი ქალი! წუხელ რაც ილაპარაკა იმის დამიბრუნა! ემა მანქანაში ჩაჯდა და უკან წავიდა ტაქსით. ჭკუას გასწავლი,ჯერ ამ ყველაფრის და ასევე სილის გამო იმუქრებოდა და თან ემას ტაქსს მიჰყვებოდა.
გადმოვიდა და პირდაპირ დაჯავშნილ მაგიდასთან მივიდა. ანიტა იქვე დახვდა და ერიკმა აღარ შეაწუხა კითხვებით და შორიდან უცქერდა.
ორივემ ისაუბრეს, საჭმელი მიირთვეს ერთი ბაკალი ღვინოც დალიეს და ემამ ბოლოს შეკვეთილი წვენი დააყოლა. იცინეს ძველი ამბები გაიხსენეს. მუსიკის ლექციები,აუდიტორიაში ერთად ყოფნა,გარეთ ერთად მხიარულება,კონცერტებზე სიარული, და ქეიფი დაბადების დღეებზე. ბედნიერი ბავშვობის ისტორიები თუ სასწავლებლის დღეები გაიხსენეს დალოცეს ერთად გატარებული დღეები და 5 საათისკენ ოთახში ავიდა,მუსიკა ხმადაბლა ჩართო ტელეფონში,ფანჯარასთან მშვიდად დაჯდა. ღამის მოახლოებას დაელოდა,ფიქრებში ისევ წავიდა ბოსტონისკენ...

წაიკითხეთ არ ინანებთ
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: iaKO4035
ნანახია: 1072 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar