მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 10)
25.05.2017, 09:27
დილას ერიკმა და, და შვილი გააცილა ადრევე,ცოტახნით დედასთან მიდიოდნენ და მარტო დარჩა თუ არა ემასთან ჩაეღიმა. ქალმა გაიღვიძა,სააბაზანოში შევიდა და წყალი გახსნა. შამპუნს ეძებდა,რომელიც ძალიან მოსწონდა,რომელსაც სულ ხმარობდა და თაროზე დატოვა... მაგრამ არსად იყო... მერე ოთახში გავიდა, პირსახოც მოფარებული,მაგრამ იქაც ვერსად ნახა, ისევ აბაზანაში დაბრუნდა...გაახსენდა სითხე სავსე იყო,გამოდის არსად წაიღებდა აბაზანის იქით,ნივთებს აქა იქ არასდროს ტოვებდა.ისევ მიუბრუნდა გარდერობებს და თავიდან დაიწყო გადასინჯვა,რაც ღია იყო... იფიქრა ბავშვს ხომ არ დაუმალეს სადმეო და ისევ გარდერობებს მიუბრუნდა,ზემოთ განლაგებულ მინიან თაროებზე ახედა და რომ არსად ნახა გაკვირვებული დაიძრა კარებისკენ.
-ამას ხომ არ ეძებ?! -მოესმა და უცბად პირსახოცი დაუსრიალდა სხეულიდან,და ფეხი გაუსრიალდა კიდევაც და დაიჭირეს.ახლა იგრძნო მის სხეულზე ცივი ხელები. და იყვირა:
-შენნნ!!! მითვალთვალებდი რა სირცხვილია როგორ არ გრცხვენია!
-შიშველ ქალს ვუყურო თუ არა ამას შენ არ დაგეკითხები!
-გამიშვიიიი! ნუ მიყურებ მაინც! სულ არ გრცხვენია!!!
-ლამაზი ქალის დანახვისას არა!
-გავიყინე! ასე კაფელზე დიდიხანი უნდა ვიდგე?!
ერიკმა ისევ წაავლო წელში ხელი,უცბად გაიყვანა აბაზანიდან და ლოგინზე დააგდო,მერე გადასაფარებელი გადააფარა და ისევ თავის მკლავებში გამოამწყვდია.
-ქალს სულ ასე სულელურად იჭერ?!
-კი პირველად დავიჭირე ასეთი ცივი მშვენიერი ქალი შიშველი აბაზანაში! -ერიკმა მისი ჭრილობა დაინახა ხელზე და გაახსენდა დის ნათქვამი. ქალს ხელი დაუჭირა და თავის ტუჩებთან მიიტანა და თავისი ბაგეები შეახო მის ჭრილობას. ქალს შეაკანკალა გააჟრჟოლა და დაუყვირა: -როგორ არ გრცხვენია ბავშვი და შენი დაა სახლში!
-დედასთან წავიდნენ! ნუ გეშინია მარტონი ვართ! შენვე რატომ არ მითხარი ჩემს დისშვილს თუ იცნობდი და დას?!
-შენ მარტო მკვლელობა გაინტერესებდა! ჩემთან ხომ 70 000$ მოგიყვანა,მაგრამ დააგვიანე ეგ თანხა მე არ მაქვს! ასე, რომ სხვა მდიდარ ქალს შეუვარდი აბაზანაში!
-ვისაც მომინდა იმას შევუვარდი და კმაყოფილიც ვარ! იმის დანახვით რაც დავინახე! შამპუნს ისე ეძებდი ბოლოს მომინდა, რომ გამოვჩენილიყავი! და ეს სხეული უფრო ახლოს მენახა, მოურჯულებელო!
-გეყოფა,მორჩი!- ემა გამოფხიზლდა.გაიბრძოლა და ლოგინში შეირხა თავისი სხეულით. ერიკმა ხელი არ გაუშვა,ისევ გადახედა ქალის ძველ ჭრილობას და ბინტიან ხელსაც და ქალისკენ წავიდა...ქალს აკოცა და უცბად მოშორდა და უკან დაიხია. ქალმა კი გაბრაზებულმა ახედა,კოცნის გამო და კაცს დაუყვირა:-იდიოტოო! ერიკს ჩაეღიმა და ქალს ახედა,რომელიც გადასაფარებელს იფარებდა სხეულზე და ბედნიერმა უთხრა:- კაბინეტიდან,რომ გამომაგდე აბა რა გეგონა...-თქვა და კარებისკენ დაიძრა.
გაბრაზებული ქალი წამოვარდა და პლედიანა შევარდა აბაზანაში. ხელით შეეხო შამპუნს და გაბრაზებულს გაუსრიალდა ხელიდან. -რატომ?! რატომ აღწევს ეს ადამიანი ჩემში! რატომ მავიწყებს ტკივილს...-თქვა და გაბრაზებული დადგა ცივი ნაკადის ქვეშ,რომ გამოფხიზლებულიყო.
-რომ არ გავქცეულიყავი ადრე გავიცნობდი ამ კაცს?! რომ არ გავქცეულიყავი და ეს კაცი გამეცნო მერე ის ამბავი იქნებ არ მომხდარიყო?! რატომ მოვხვდი მაინცდამაინც მის კლანჭებში და რატომ არ მომეცა იმ დროს ძალა რომ მისთვის სილა გამერტყა, რატომ შევიკავე თავი შიშის გამო თუ იმის გამო, რომ იქიდან გამომეღწია სუფთად. მე არაფერი დამიშავებია არაფერი და ისევ ის დღე გაახსენდა.არაფერი დამიშავებია არაფერიიიი! არაფერი დამიშავებია!!! - ბოლო სიტყვები დაიყვირა ხმამაღლა და უცბად მოშორდა სარკეს. პირსახოცს ხელები მოუჭირა და თავი დახარა. ხელის შეხებაც იგრძნო და უცბად ასწია თავი,როცა კაცის ხმა მოესმა:-რატომ თქვი არაფერი დამიშავებიაოო?! რა მოგივიდა ემაა...ამიხსენი!-თქვა კაცმა და ორივე ხელით მხრებში ჩააფრინდა. ემამ გაბრაზებულმა გადახედა და დაუყვირა:-გამიშვიი!!! შენ არაფერი გესაქმებაა! -იყვირა ისევ და კაცის ხელებს ჩაავლო ხელები მოსაშორებლად. კაცის ორივე ხელს ჩააფრინდა და კაცმაც გასწია თუ არა თავის ხელებს დახედა,სადაც რამოდენიმეგან ეტყობოდა ქალის ფრჩხილების კვალი...
ემას გადახედა და გაკვირვებული წავიდა მისკენ. ქალი ხელებს ისველებდა და სახეზე ისხამდა:-არ იფიქროო!!! არ იფიქრო!-შეუძახა თავის თავს და უცბად წამოცდა:-მაინც ვფიქრობ! მაინც ვფიქრობ! ვერ მოვიშორე ეს ფიქრები! ეს საშინელი ფიქრები! -თქვა და ისევ შეისხა სახეში წყალი,-დამანებე თავი! დამანებოს თავი ამ დღემ და მომშორდეს! რატომ მიძვრება ტვინში და რატომ მახსენებს ამ სასტიკ დღეს! როგორ ვნანობ! ვნანობ, რომ იქ მოვხვდი!ვნანობ!!! -თქვა და კაცის ხელის შეხება იგრძნო თუ არა უცბად ახედა და უკან დაიხია. თვალები მოარიდა და უცბად გავარდა ოთახისკენ.
-ემააა! იმ სიტყვების მერე გარბიხარ და იმალები! ამიხსენი რამე!
-დამანებე თავი!-იყვირა კარების მიღმა და ისევ კაცს დაუყვირა.- შენ ვინ ხარ ანგარიში, რომ ჩაგაბარო! არავინ ხარ არავინ! ერიკ! დაუბრუნდი შენს საქმეებს და მე დამანებე თავი!
-კარგი ემაა! -თქვა მკაცრად და ქალის კარებს მოშორდა.
ემამ უცბად ჩაიცვა,თმები შეიშრო და მაშინათვე გარეთ გავარდა,კარებისკენ დაიძრა და კაცს დაუყვირა: -მადლობა ოთახისთვის! -თქვა და კარებში ჩანთები დააწყო. უცბად გამოვარდა ერიკი და ხელი წაავლო მაჯაში: -სად მიდიხარ?!
-სასტუმროში ვიქნები!
-არ მომიცია წასვლის ნება!
-არც მე მითხოვია ნებართვის აღება! მინდა და მივდივარ! -თქვა და ბოლო ჩანთა აიღო ხელში. კარებში გავიდა და უცბად დაეშვა ძირს,ტაქსის მძღოლთან ერთად,რომელსაც ჩანთები მიჰქონდა.
მალევე სასტუმროს ნომერში შევიდა,ჩანთები დადო და იმავე ტაქსით სამსახურისკენ წავიდა. კამილას გამოელაპარაკა და თავის კაბინეტში შევიდა. მაგიდაზე დატოვებულ გეგმას გადახედა და სავარძელში ჩაეშვა ჩაფიქრებული.
ქალი ისევ ფიქრებში წავიდა,თვალები დახუჭა და ჩათვლიმა. ისევ საკუთარ თავს უმეორებდა არაფერი დამიშავებიაო. ხმამაღლა წამოიძახა კიდევაც და უცბად იგრძნო ხელზე შეხება და ხმაც:-ემაა...გამოფხიზლდი,სიზმარი იყო,ცუდი სიზმარი,-მოესმა ერიკის ხმა და ქალს შეხედა.
ემამ თვალები გაახილა და კაცს ხელი კრა: -წადი! წადი!
-არა, ემა არა!
-წადი ერიკ,წადი...-თქვა ჩუმად და წამოდგა,აივნისკენ გადადგა ნაბიჯი.
-არა,აქ მინდა ყოფნა...დღეს ვერ გცნობ,ცუდად ხარ...-თქვა კაცმა და ემაც უცბად მისკენ მიტრიალდა:-ერიკ! უნდა წახვიდე!წადიიი!!!-თქვა ქალმა მკაცრად და ნაბიჯი გადადგა აივნისკენ.
კაცი მას მერე რაც ემას ოთახში შევარდა გაბრაზებული და ქალის ლოგინზე ფული დაინახა გაბრაზდა და მისკენ წავიდა სამსახურში.ქალის ხმა მოესმა და კაბინეტში შევარდა თუ არა შეეშინდა მისი ძილში საუბრის,სულ დაავიწყდა ხელში ჩაკუჭული ფული.
ერიკმა ქალს გახედა და ხელში მოქცეულ ფულს დახედა.-მე ეს ფული არ მინდა! -მაგიდაზე დაუგდო. მეორე ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და ისიც მაგიდაზე დადო:- ეს ფული შენი ბინისაა! კარგად.- თქვა და კარები გაიჯახუნა.
მანქანას მიაქროლებდა და ფიქრებში იძირებოდა: -არაფერი დამიშავებიას იძახდა ნუთუ რამე დააშავა და ამიტომაც სძინავს ასე ცუდად,მე რომ გავიგონე მისი სიტყვები სახლში და კაბინეტშიც, ამიტომაც გამომაგდო?! მაინც რა დააშავა რა დააშავა! არა ასეთი ვერ იქნება, ასეთი ვერ იქნება ქალი, რომელიც მომეწონა ვერ იქნება ასეთიიიი!!! გამწარებული კაცი საჭეს ურტყამდა ხელს.
მდივანის და დაცვის სიტყვები:-ბოდიშით,ვერ შევაკავეთ ერიკიო უკვე ყურადღებას აღარ აქცევდა ქალი. აივანზე გავიდა. დივანზე ჩამოჯდა და გარემოს გადახედა. რამოდენიმე ხანში წამოდგა და თავისი ადგილი დაიკავა სავარძელში. გაბრუებულმა და დაღლილმა ამდენი ფიქრებისგან, მაგიდას მოავლო თვალი და ფულს დასწვდა. უჯრაში ჩააგდო და გაბრაზებული დაიძრა აბაზანისკენ.
ბაკალი ხელებში მოიქცია და შეანჯღრია. ყინულებით სავსე სასმელი მოსვა და ისევ ჩაამატა ყავისფერი სითხე...
გარდერობისკენ წავიდა და ტანსაცმელის დალაგებას შეუდგა. რამოდენიმე კაბა ჩამოკიდა საკიდზე და ისევ ჩანთისკენ დაიხარა,სხვა ტანსაცმელის ამოსაღებად.
ბაკალი ისევ ხელში მოიქცია და მოსვა. კაბების რიადს თვალი გადაავლო და ისევ დასწვდა ყინულიან სასმელს...
-ბატონო არ შეიძლება მეთქი მოესმა ხმა და აბაზანის კარებისკენ შეტრიალდა ემა.
-აქ არა! სადაა?! -მოესმა კაცის გაბრაზებული ხმა ისევ ემას.
-აბაზანაშია ალბათ... -კამილას ხმაც მოესმა და ბაკალი ჩამოდო თაროზე.
-აბაზანის კარების ხმაც მოესმა და კაცის ხმაც: -აქაც არაა!
-მაშინ მეორე კარებშია! -ანიშნა და კაცმა მაშინათვე შეგლიჯა კარები.
-დაგვტოვე!-უყვირა ერიკმა მდივანს. ემამაც თავი დაუქნია მდივანს და ისიც გავიდა.
-ვიფიქრე ფიქრობს ან მუშაობსთქო,შენ კიდე სასმელში იხრჩობი!-იქვე დადებული ბაკალი შენიშნა და ქალს შეხედა,რომელსაც ტანსაცმელი ეჭირა ხელში და გარდერობში აწყობდა.
-ნუ ყვირიხარ!-თქვა ქალმა და ვეშოლკაზე გადაკიდებული ტანსაცმელი გარდერობში ჩამოკიდა.
-მითხარი,ემა რა მოხდა დაგეხმარები...მომიყევი...-მოესმა კაცის ხმა და უცბად დადგა ქალის წინ კაცი. ქალს ხელები მოხვია, მიიხუტა და ჩუმად უთხრა:-დაივიწყე შენი ცივი, ჭირვეული ხასიათი და თბილად ვილაპარაკოთ...-თქვა და ქალს თავზე ხელი გადაუსვა, თავი გადაუწია და თვალებში ჩახედა,ქალის თვალები დახუჭული დაინახა და ქალი ხელში აიყვანა. იქვე მდგარ დივანზე დააწვინა და თვითონ დივანზე ჩამოჯდა და ქალის თმებს ისევ შეეხო:-დაივიწყე ყველა და ყველაფერი... დაივიწყე ალეხო ტორეც და წარსულიც...-მოესმა ქალს და თვითონაც ჩუმად ამოილაპარაკა:-ის ჩემი პარტნიორია...
-ზუსტადაც!
-ბიზნეს პარტნიორი და არა სხვა პარტნიორი,-თქვა ქალმა და გაეღიმა. კაცის ხელი იგრძნო თუ არა სახეზე თითქოს მიხვდა...მიხვდა დამშვიდების და დაწყნარების საშუალებას და უცბად დაუგდო გულს ხმა,რომელიც უფრო ცემდა,კაცის მიახლოებაზე...კაცის კოცნაც იგრძნო და ყველა ტკივილის მივიწყებაც და სხეულის მოდუნებაც. კაცი ნელა დაეშვა სახიდან ყელზე და ქალის ხმაც გაიგონა:-მორჩი...ერიკ...-თქვა და თვალების გახელა გადაიფიქრა ქალმა,როგორც კი მოესმა კაცის ხმა:-ჩუ...დამშვიდდი და დაწყნარდი...დაივიწყე ყველაფერი ცუდი დაივიწყე...-თქვა და ქალს თავზე გადაუსვა ხელი და უკან დაიხია. ქალის თვალებს გადახედა და დაინახა თუ არა მისი თვალები,გაუღიმა. კაცი დივანს მიეხუტა და ქალის სხეულიც მიიხუტა ზურგით.
-სად იყავი წუხელ და ვის შეხვდი?!-მოესმა ქალს და კაცის ხელის მოძრაობას,რომელმაც მიიხუტა ქალის სხეული მშვიდად შეხვდა და უპასუხა:-ჟურნალისტებს შევხვდი.მერე შოკოლადის ქარხანაში ვნახე,როგორ აკეთებენ შოკოლადს და უფროსსაც ველაპარაკე.
-რაზე?!
-ჩვენების საქმეზე,-თქვა და კაცისკენ მიაბრუნა სახე:-ამოწმებ გატყუილებ თუ არა?!-იკითხა და ფეხზე წამოდგომა მოუნდა,კაცმა ისევ ჩაიხუტა და ქალს მიმართა:-არ დაგავიწყდეს მე ვინ ვარ...ყოველთვის ვიცი როდის ამბობ ტყუილს და როდის არა...ვიცი როგორ მალავ გაბრაზებული მომუშტულ ხელს და ხელთათმანიან ხელს...-თქვა და ქალს თვალებში ჩახედა:-ჩემი გეშინია?! ქალმა მის სახეს შეხედა და ჩაეღიმა:-არაო,-უთხრა და კაციც ბედნიერი დაიძრა ისევ კოცნისთვის...
ქალი უცბად წამოდგა,როგორც კი თავი თავისუფალი დაიგულა. ჩანთასკენ წავიდა და ისევ დაიწყო ტანსაცმელების შეწყობა გარდერობში. კაცი მის სიარულს აკვირდებოდა და ჩაეღიმა:-მგონი გამოფხიზლდი და სიარულიც აღარ გიჭირს...-დასცინა და ქალისკენ წავიდა. ბაკალი აიღო ხელში და ქალის ხმაც გაიგონა:-სად მიგაქვს?!
-უკვე აღარ გჭირდება,გადავაქცევ...-თქვა და აბაზანის კარებში გავიდა. მალევე მიბრუნდა უკან და დივანს დაუბრუნდა. ქალს გადახედა და თბილად დაიწყო:-არ მეტყვი რისი გეშინია?! და რა არ გასვენებს?!
-ახლა არაა...-თქვა ქალმა და ჩანთა დაკეტა და გარდერობში ძირს დადო. კაცს მიუბრუნდა და კარებისკენ წავიდა. კაციც უკან მიჰყვა.
ქალი კაბინეტში შევიდა და სავარძელი დაიკავა თუ არა კაცსაც ანიშნა ჩამოჯექიო და მაგიდის კიდეს დაეყრდნო და დარეკა...
უკვე ცივ წვენს სვამდნენ ორივენი და ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. ქალს ჩაეღიმა და კაცს მზერა მოარიდა:-ვიცი გამომძიებელი ხარ,მაგრამ მაინც ვერ გაიგებ რატომ წამოვედი სამსახურიდან...-უთხრა თავის თავს და სავარძლიდან მიტრიალდა თუ არა ნახატი შემოატრიალა და კაცს გადახედა:-რომელიმე მოგწონს?! კაცი ფეხზე წამოდგა ნახატისკენ წავიდა. უცბად გასწია ნახატი,ქალის სავარძელს ხელი ჩაავლო და თავისკენ მისწია:-შენ მომწონხარ...-თქვა და ქალისკენ წავიდა საკოცნელად. ქალი უცბად მოეგო გონს თავი გასწია და კაცმაც უკან დაიხია,ჩაიღიმა და უცბად მიბრუნდა ნახატისკენ:-ყველა ლამაზია...-თქვა და ისევ დაუბრუნდა თავის ადგილს. ქალმა მადლობა გადაუხადა ბინისთვის და კაცს თვალი გააყოლა,რომელიც მისკენ მიიწევდა. უცბად ადგა ქალი ფეხზე და კაცს ახედა:-კმარა! ერიკ! დროა წახვიდე!-უთხრა და უკან დაიხია. კაცმა ქალის ხელი მოიქცია თავის ხელში და მიიხუტა ქალის სხეული. ქალს უცბად გაახსენდა საათისგან გახეული კაბა და კაცს ხმამაღლა უთხრა:-ჩემი კაბა უკვე შეიწირე განყოფილებაში და კიდე ნუღარ შეიწირავ,თორემ თანხას გამოგიწერ,რომელიც ძვირი დაგიჯდება...-თქვა და კაცის საათს დახედა,რომელიც მის ტანსაცმლის ნაწილს ეხებოდა,ჩახუტებისგან. კაცს გაეცინა და ქალს უჩურჩულა:-შენი ბრალია...-უთხრა და ქალის ტუჩებისკენ დაიძრა...
ქალი ძლივს სუნთქავდა მის კოცნაში ჩაფლული. მისი ხელის შეხება,რომ იგრძნო თავზე უფრო მოდუნდა. ეგონა მთლიანად დამიცარიელეს თავი ტკივილისგან და ფიქრებისგანო და მშვიდად მიჰყვა კაცის კოცნას,რომლითაც ტკბებოდა და მასში იძირებოდა. კაცი გაჩერდა,ქალს მოშორდა და მაშინათვე აივნისკენ წავიდა. კედელს მიეყუდა და ჰაერი როგორც კი იგრძნო გონს მოვიდა. გაახსენდა ქალის სითბო და სიმშვიდე კოცნისგან მიღებული და უკან შევიდა. ქალს სავარძელში თვალები დაეხუჭა, ახსენდებოდა კაცის კოცნა,მისი ხელის შეხება თავზე და ტკივილის განდევნა და ჩაეღიმა. კაცმა სავარძელი შეატრიალა და ქალმაც გაახილა თვალები. ნიკაპში ხელი ჩაავლო, თვალებში ჩახედა და ჩუმად უჩურჩულა,ისე, რომ ქალს აღარ აკოცა:-ძალიან მომწონხარ...-ხელი გადაუსვა ქალის ბაგეებს და თვალებში ჩახედა:-მომწონს შენი ტუჩების ყველანაირი გემო...-თქვა და ქალს აკოცა... ცოტახანში ქალის სავარძელს მოშორდა და კარებისკენ წავიდა:-აღარ დალიო...-უთხრა და კარები გააღო:-არავინ დავინახო შენს სიახლოვეს,პარტნიორების გარდა და ისინიც კონტროლში გყავდეს!-უთხრა მკაცრად და კარები გახურა.
ემამ დღის გეგმას დახედა და ჩაეღიმა:-შოკოლადიი...-თქვა და დასახატად წამოდგა. ახლა უკვე ბევრი ჰქონდა დასახატი და აზრებიც მოსდიოდა. 3 საათი იმუშავა და კაცის კოცნაზე ჩაფიქრებული ბედნიერი იძირებოდა თავის ნახატებში... კოცნა ახსენდებოდა,რომელიც გულს უთბობდა და ყველა ტკივილს შთანთქავდა. ბედნიერი იხსენებდა მის სიახლოვეს და ფანქარს ხელში ათამაშებდა.
რამოდენიმე ხანში სმს მიიღო: -ერიკ ფრანკი 1000$.
ერიკს სმს გაუგზავნა: -არ მეგონა ასე იაფი თუ ვღირდი!
-ეგ მხოლოდ შენი კაბის ფულია და თუ აკლია მითხარი.
-კაბაზე მეტი ვალი გაქვს! იმის გამო, რომ მანდ მაყურყუტე კაბით.
-ისედაც ნახევრად გახდილი იყავი, ბარემ გაგეხადა ყველაფერი და გადარჩებოდნენ კიდევაც გადაგდებას.
-კაბა გარეცხილია და არ გადამიგდია!ვერ ვიცმევ იმიტომ, რომ მანდაურობას მაგონებს!
-აქაურობა ცუდია?! დაკერე უკვე კაბა?!
ემამ ღიმილი გაუგზავნა,-არ მეგონა თუ კარგი იყო საკანში ქალის გამომწყვდევა. ჯერ არ დამიკერია.
-მართალია არ იცი როგორია შენაირი ქალის იქ გამოკეტვა!
ემას გაეღიმა და სმსი აღარ მიწერა. ტელეფონს დახედა და კაცის სმსიც წაიკითხა:-ემააა!
-ერიკ!
-მხოლოდ იმიტომ გამოგკეტე საკანში,რომ ისევ არ შემომეხია შენთვის კაბა,ისეთი საინტერესო იყავი...-წაიკითხა ქალმა და უცბად გაუვარდა ფანქარი ხელიდან და გაბრაზებული დაიხარა მის ასაღებად.
-მადლობაც მაქვს სათქმელი?!
-კოცნით...-წაიკითხა და გაბრაზებულმა მიწერა:-ერიკ იმუშავე და ნუ მაცდენ!
-კარგი...შეხვედრამდე!
-შეხვედრამდე,- მისწერა მხოლოდ ეს ერთი სიტყვა ქალმა და საქმეებს მიუბრუნდა.
საღამოსკენ მსუბუქი ვახშამი მიირთვა და ისევ დაუბრუნდა თავის ესკიზებს.
ემა სასტუმროში არ მისულა უკვე 10 საათი იყო.ერიკი ელოდებოდა მერე გაგიჟებული ქალი, რომ აღარ მოვიდა მის სამსახურში შეიჭრა და იქაც ვერ ნახა. ბოლოს ისევ ტელეფონს ეცა და დაურეკა.-უკვე 2 საათია ვურეკავ და არსად არის გამაგიჟებს ეს ქალი! -გაბრაზებულმა შეაღო ისევ სასტუმროს კარები და თან იძახდა: ემა აიღე ეს ტელეფონი თორემ ვერ გადამირჩები! ერიკმა ოთახის კარები შეაღო შევიდა და სინათლე არც აანთო ისე მივიდა ლოგინთან და ფრანკოს დაურეკა: -ახლავე გაიგე სად არის ემა და დამირეკე სასწრაფოდ! 3 წუთში ერიკს ფრანკო ურეკავს: -ვიღაც კაცთან ერთად არის ოთახში და ერიკმა წამოიყვირა და გასაქცევად მოემზადა. -ჰო კაცთან ერთად,- თქვა ქალმა და გაიცინა,ლოგინთან მივიდა ტელეფონი ხელიდან გააგდებინა კაცს. -ფრანკო მადლობა...- მიაძახა და ტელეფონი გათიშა.
-სად იყავი რამდენიხანია გირეკავ! სულ გაგიჟდი?!
-ინერვიულეე?!-იკითხა ქალმა და ისევ გაეცინა. კაცმა ხელი წაავლო და ლოგინზე დასვა და სიბნელეში ჩახედა თვალებში:-რაო რამდენი მაქვს ვალიი?! -შეეკითხა ქალს და ლოგინზე დააწვინა,თუ არა კოცნა დაუწყო...გათავისუფლებულმა ქალმა უცბად აანთო ტელეფონის სინათლე და კაცს შეხედა.
-რა გინდა ჩემს ნომერში?!
-ვალს გადაგიხდი და წავალ!-თქვა კაცმა და უცბად გასწია ტელეფონის სინათლე და შუქი აანთო. ქალს ხელი წაავლო და მანაც უცბად წამოიძახა:-არ მინდაა...-თქვა და უკან დაიხია თუ არა კაცმა გაბრაზებულმა ახედა:-აბა რა გინდა?!
-ზურგი დამეღალა,მასაჟი მინდა,-თქვა და უცბად დაწვა ლოგინზე ქალი. კაცი მისკენ წავიდა...როგორც კი ქალმა იგრძნო მისი შეხება მხრებზე,რამოდენიმე ხანი ფიქრებში წავიდა. უცბად გადატრიალდა და კაცს ახედა,რომელსაც არ აცალა წელამდე მასაჟით ჩასვლა:-უკვე ვსიო,მადლობაა...-თქვა და ზეზე წამოდგა,ჩაფიქრებული:-რას მიშვება ასეთს,რომ მავიწყებს ყველაფერს და ვეღარ ვიხსენებ წარსულის ტკივილს...-თქვა გაბრაზებულმა და უცბად მიუტრიალდა ისევ კაცს:-ძილინებისა...-თქვა და აბაზანისკენ წავიდა და თან გზაში მიაძახა:-სახლში წადი და დამასვენეო. კაცი ლოგინიდან წამოდგა. ჩაფიქრებულმა გაიარა აბაზანის კარებისკენ და დააკაკუნა.
-ემა...მართლა წავიდე?! არ გინდა ვილაპარაკოთ?!
-არაა...-დაუყვირა ქალმა და წყალი გახსნა.
კაცი ტელეფონს დასწვდა და ჩუმად გაიხურა კარები...
ემამ კაცი, რომ ვერსად დაინახა მიხვდა,ერიკის მოთმინების ძაფს,რომ შეეხო და გაღიმებულმა გააღო აივნის კარები.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: iaKO4035
ნანახია: 835 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar