მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 11)
26.05.2017, 17:17
ერიკმა ხელი მოკიდა ქალის შარფს და ისევ იგრძნო სურნელი, ქალის კოცნა გაახსენდა და ლოგინზე წამოწვა:-ემა...რატომ გაქვს ზოგჯერ ცივი და ზოგჯერ თბილი შემოხედვა...რატომ ხარ ხან მკაცრი ხან თბილი...ჩაფიქრებული დაიძრა ქაღალდებისკენ. ლოგინზე რამოდენიმე საქაღალდე დააწყო და ქალის ფოტო აიღო ხელში.-შენ მაინც რაღაც გაკავშირებს,ამ მკვლელობასთან...რაღაც მაინც გაკავშირებს ამ ამბავთან...რატომ მოგცა შენ ფული ფედერიკომ,თუ ერთმანეთს არ იცნობდით...რატომ არის შენს აივანზე იები...რატომ მოხვდა იები მკვლელობის ადგილზე...რას მალავ და რატომ მალავ!!!-თქვა გაბრაზებულმა და ქაღალდები მოიქცია ხელში.რამოდენიმე ფურცელი დაკუჭული იგრძნო თუ არა უცბად გაასწორა და ლოგინიდან წამოკრიბა. ისევ მკვლელობის ადგილს დაუბრუნდა მისი გონება. ისევ გაიხსენა სახელები,გვარები და ჩაფიქრებულმა დადო მაგიდაზე საქაღალდე. ლოგინზე წამოწვა და ფიქრებში მიეძინა...
-შენ,რომ არ წასულიყავი,ახლა შენ იქნებოდი ამ ქალის ადგილას?!-შეეკითხა თავის თავს და უცბად წამოდგა კაცი ლოგინიდან. თავზე ხელი გადაისვა და ისევ გაუმეორა თავის თავს კითხვა. რამოდენიმე ხანში ოთახში სიარულს მორჩა და უცბად დაავლო ხელი საქაღალდეს. სამსახურში შევარდა და ფრანკოც იხმო.
-გაქცევაა...-თქვა ჩუმად და კაცს ახედა,რომელიც მის წინ იდგა და გაკვირვებული მიჩერებოდა.
-ვინ გაიქცა?!-შეეკითხა კაცი და სკამზე დაჯდა.
-ემაა!-დაიყვირა და ფრანკოც წამოდგა:-როგორ სამსახურშიაა...
ერიკმა კაცს ახედა და გაბრაზებულმა გადაშალა საქაღალდე:-ახლა კი არ გაიქცა სამი წლის წინ გაიქცა და ზუსტად იმ დროს დაბრუნდა,როცა მკვლელობა მორჩა!-დაუყვირა და ფრანკოც უცბად წამოდგა ფეხზე:-ეს მან გითხრათ?!
-ეს ქალი ტყუილის გარდა არაფერს არ ამბობს! ყოველთვის ცდილობს მომარიდოს მზერა რაღაც მომენტებში,რომ არაფერი წავიკითხო მის თვალებში! ყველა მისი ფოტო მჭირდება! სასწრაფოდ!!!-დაუყვირა და კაციც უცბად წამოდგა. კარებისკენ წავიდა და ხმაც მოესმა:-ბოსტონში ვის ხვდებოდა უნდა ვიცოდე! ალეხო ტორეს გარდა ვინ იყო მის სიახლოვეს ყველა უნდა ვიცოდე!
ფედერიკოს ნაჩუქარი ფული უკვე ალბერტო როჩემ ღარიბებს დაურიგა და ემას სრულიად აღარ აინტერესებდა არც ფული და არც ეს მკვლელობები. მშვიდად იჯდა თავის კაბინეტში,საქმეებში ჩაფლული.
მაგიდაზე იმდენი ფერადი ქვები დაალაგა, რომ მისი ოთახი გაკაშკაშებული იყო მათი ბრჭყვიალებისგან.ერთ-ერთი ქვა ხელში აიღო და ესკიზებთან მიიტანა,რამოდენიმე ხანი დააკვირდა და ისევ ქსოვილში გაახვია თუ არა ქვები. სახელოსნოში გაუშვა და თვითონ სამკერვალოში წავიდა.
რამოდენიმე საათი დაჰყო სამკერვალოში. თხელი, სრიალა, გამჭვირვალე მასალა მოიქცია ხელში და სულ 30 ცალი დაუკვეთა, ზომების მიხედვით.

ემამ ბედნიერმა დახედა ხელს,რომელიც უკვე მორჩენოდა და თავისუფლად გაიკეთა მაჯაზე საათი. თავის სასტუმროს ოთახს გადახედა და ჩაეღიმა,როგორც კი წარმოიდგინა კაცის აქ ყოფნა რამოდენიმე ხნით. ჩაფიქრებული გაეშურა ნომრის დასაკეტად და უცბად გაშეშდა,როცა კურიერი დაინახა თაიგულით ხელში.
ბარათი ხელში აიღო და გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა:- მსურს თქვენთან ერთად ვივახშმო რესტორანში საღამოს 7 საათისთვის. გთხოვთ შემატყობინოთ სად მოგაკითხოთ... უბრალოდ არა იდიოტი ან კომისარ-გამომძიებელი არამედ ერიკ ფრანკი... -წაიკითხა და გაღიმებულმა გადახედა თაიგულს. მისი სურნელი მალე ქალის სხეულს მოეცვა და სრულიად დაფარა ქალის სუნამო,წამის წინ ნაპკურები. მთელი გრძნობით შეისუნთქა და ბედნიერმა გაიღიმა:-რა სურნელია...ცივი და ამასთანავე დამათრობელი...
სამსახურში მისულმა, თაიგული თვითონ ჩააწყო ლარნაკში და ბედნიერმა გადაავლო თვალი მის კაბინეტში, მომზირალ წითელ თაიგულს.
ემა კაბინეტში იჯდა,წინ თეთრი ბარათი ედო და ოქროსფერი კალმით მადლობას წერდა ერიკს.
კაცმა ბედნიერმა გადახედა ოქროსფერ წარწერას და თავის სამუშაოს მიუბრუნდა კაბინეტში, უნდოდა დრო საქმეებში გაეყვანა და ქალისთვის უკვე საღამოს მიეკითხა სამსახურში,ისე როგორც ქალმა შეატყობინა.
კაბინეტში მოქცეულ ახალ სურნელში იჯდა ქალი და თავის ახალ ესკიზებს ხატავდა...
მთელი საათები ახალ ესკიზებზე ხატვაში გაატარა. რამოდენიმე ხანი ისევ ნახა პირველი კოლექციის საბოლოო ესკიზები. ბედნიერი და გახარებული იჯდა კამილას გვერდით და ჩაის მიირთმევდა,თან ქალთან საუბარში იძირებოდა...
კამილას მოტანილ მოსაწვევებს გადაავლო თვალი და ღიმილიანი სახით მიუბრუნდა ქალს:- ეს ყავისფერი,ძალიან მომეწონა. ძალიან კარგი გამოვიდა წინა დღეებზე გამზადებული ესკიზებიდან ერთ-ერთი,რომ განათავსე საჩვენებლად მთავარ გვერდზე. ერთ ბარათს ხელი შეავლო,მაგიდისკენ წავიდა და თავისი კალმით მოაწერა ხელი და კამილას მიუბრუნდა: -მოწვეული სტუმრებიდან მხოლოდ ერთ გამარჯვებულს უფლება ექნება ფასის გაგებამდე, აირჩიოს ჩვენებაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ის სამკაული,რომელიც თავად მოეწონება და რომელიც მისი უფასოდ გახდება...-უთხრა ქალს და ბარათი დაუბრუნა ხელში:-მხოლოდ ხელმოწერილი იქნება ერთი ცალი,გამარჯვებულის დამადასტურებელი ბარათი,დანარჩენები კი ხელმოწერის გარეშე. ყველა ბარათი გავაკეთოთ ოფსეტური ბეჭდვით A7 ზომა. მოსაწვევები კი A6 ზომით გავაკეთოთ...
კამილას დაემშვიდობა და თაიგულს გადახედა,ხელი გადაუსვა და მაშინათვე დაიძრა გარდერობისკენ.
შავი კლასიკური გრძელი კაბა ეცვა ქალს, მის ყელს ოქროსფერი სამკაული ამშვენებდა წითელი ქვებით...კარებთან მდგომ სილუეტს თვალი ააყოლა კაცმა და ქალს გაუღიმა, მიესალმა და ლოყაზე კოცნა დაუტოვა. მოესმა თუ არა მადლობას გიხდით საოცარი თაიგულისთვისო ბედნიერი ღიმილი შენიშნა კაცის სახეზე და თვითონაც გათბა. მიავიწყდა თავისი ტკივილი და ბედნიერმა გაუყარა ხელკავი კაცს,რომელსაც შავი შარვალ-კოსტუმი ჩაეცვა და სრულიად არ გავდა არც საქმეებზე მორბენალ კომისარ-გამომძიებელს და არც იდიოტს,როგორც ემა ეძახდა. ახლა კაცი სრულიად განსხვავებული, საოცარი და მომაჯადოებელი იყო ქალისათვის,რომელიც ძლივს მიჰყვებოდა კაცის სილუეტს ასე ახლოს,რომ არ დათრობილიყო...
ქალი ლიფტში შეატარა და თვითონაც შევიდა. ქალისკენ დაიძრა მაშინათვე და ქალს აკოცა თუ არა უცბად დაიხია უკან:-ძალიან ლამაზი ხართ...-თქვა და ქალს გაუღიმა:-კაბინეტთან გვიყურებდნენ ამიტომ დავაგვიანე ეს დამათრობელი კოცნა...-თქვა და უკან მიეყუდა სარკეს. მეორე სარკეს თვალი შეავლო და ქალს გაკვირვებულმა ახედა,როგორც კი მოესმა:-მადლობთ...ესე იგი ლამაზი მკვლელი ვარ?! -ჩაეკითხა კაცს და მის სახეზე ქალს გაეღიმა. კაცის სიტყვები გაიგონა ჩუმად ნათქვამი:-მე მგონია,რომ ფიქრებით მკვლელი ხართ...- და უცბად გავიდა ლიფტიდან,რომ კაცის მზერისთვის თვალი მოერიდებინა,რომ არ შესძლებოდა ქალის მზერაში რაიმეს წაკითხვა.
კაცმა ქალს ადროვა. მანქანა დაძრა თუ არა ადგილიდან უცბად დაიძრა თვითონაც ქალისკენ და ჩუმად უჩურჩულა:-აღიარეთ,რომ ერთხელ მაინც იყავით ფიქრებში მკვლელი...
-რატომ უნდა ვყოფილიყავი?! ვინმემ რამე დამიშავა?!
-ალბათ...-თქვა კაცმა და უცბად მოუჩქარა სიჩქარეს. ქალს გადახედა,მიხვდა ქალი,რომ სხვაგან იყო ფიქრებით და ნელა წაიყვანა მანქანა. სიჩქარეს მატებასთან ერთად,ქალს გადახედა,რომელსაც სრულიად არ ესმოდა არც მანქანის სწრაფი და ნელი დინება. კაცმა მანქანა გააჩერა და ქალს თვალებში შეხედა:-ახლა ამ წამს...დღეს...მინდა,რომ მთლიანად დაივიწყო ყველაფერი და სრულიად არ იყო ფიქრებით მკვლელი...-თქვა კაცმა და ქალისგან გაიწია,რომ გაღებული კარებიდან გამოეტარებინა. ქალიც წამოდგა გადმოაბიჯა თუ არა მანქანიდან კაცმა ხელი სტაცა და მანქანასთან ჩაუღობა ხელით და ქალიც უცბად შეჩერდა.
-მახსოვს მანქანაში,რომ ჯდებოდი და მაშინ დაგიძახე...მინდა იცოდე,რომ დღეს მხოლოდ მინდა ის ქალი იყო,რომელიც მომეწონა და ერთად ბედნიერებმა ვივახშმოთ...-თქვა და ქალს წელზე უცბად მოხვია ხელი. ქალი შეირხა და კაცის მხარს დაეყრდნო,ისე ძლიერად იგრძნო კაცის ხელის სითბო და სრულიად მიავიწყა ფიქრები მანქანაში მოვარდნილი... კაცისკენ გადაიხარა და რესტორნის შესასვლელშივე უჩურჩულა:-ახლა სრულიად არ ხართ არც კომისარ-გამომძიებელი და არც იდიოტი...ახლა სრულიად სიმპატიური 32 წლის მამაკაცი ხართ...-თქვა და კაცის სიტყვებზე გაეღიმა:-ჩემი წლოვანება გცოდნიათ, კიდევ იცით რაიმე ჩემზე?!
-თქვენ ვერ შეგედრებით ინფორმაციის მოპოვებაში... თქვენგან განსხვავებით ბევრი რამ არ ვიცი თქვენზე,თქვენ კი ბევრი რამ იცით ჩემზე... კაცმა გაიღიმა და ქალს ადგილი შესთავაზა თუ არა თვითონაც მის წინ დაიკავა ადგილი და ხელში ხელსახოცი აიღო.
მშვიდი,წყნარი მუსიკის ფონზე ორივენი ერთმანეთს უცქერდნენ და ვახშმობას განაგრძობდნენ. ერთმანეთს ათვალიერებდნენ და ფიქრებითაც ერთმანეთზე ფიქრობდნენ... ქალმა და და დისშვილი მოიკითხა. კაცმა სევდიანად უთხრა:- მშობლებთან არიან... კიდევ ერთი სტუმარი აკლია ჩემს სახლს...-უთხრა და ქალის ხელს ხელი ჩასჭიდა:- რატომ გაიქეცით ჩემი სახლიდან?!
-დაპირება დაგავიწყდათ,რომ არ ვისაუბრებდით ასეთ საკითხებზე,-თქვა ქალმა და ფეხზე წამოდგა. კაცი უცბად წამოდგა,ქალს ხელი წაავლო და ბოდიში მოუხადა,იმის შიშით,რომ ეგონა ქალი მიდის და მტოვებსო. უცბად ჩაავლო ხელი ქალის ხელს და თავისკენ მისწია:-ბოდიშით,არ მინდა ჯერ წახვიდეთ და ისევე მიმატოვოთ და გაიქცეთ,როგორც ჩემი სახლიდან...-თქვა და ქალს ახედა. ქალის სიტყვები როგორც კი მოისმინა დამშვიდდა და ქალს მიაყოლა მზერა სააბაზანოსკენ მიმავალს...
მუსიკის ფონზე უკვე ერთად მიახლოებულები, ნაზად და ნელად ირხეოდნენ მაგიდასთან ახლოს... კაცმა ქალის წელს ხელი მოხვია და ქალს თვალებში ჩახედა:- ვინ ხელმძღვანელობს ზაანის საქმეებს არ გაინტერესებს იკითხა უცბად კაცმა და ქალმაც რამოდენიმე ჭიქისგან შემთვრალებულმა უცბად უპასუხა:- სრულიად არ მაინტერესებს რა მოუვა მის საქმეებს... -მოესმა თუ არა კაცს ქალისკენ ნელა დაიძრა და მის ყურთან დაიხარა:- ახლა როგორც გათქმევინე სიმართლე,ისევე იტყვი სიმართლეს შენი ნებით ან ჩემი დახმარებით... როცა დრო მოვა...-თქვა და ქალს კოცნა დაუტოვა ლოყაზე,თან ახლოს მიიხუტა ქალის სხეული,რომელიც გაქცევას ცდილობდა და ისევ გააგრძელა:-გაქცევა გჩვევიათ...ჩემგან კი სულ ყოველთვის ვერ გაიქცევით,უკვე ამის უფლებას აღარ მოგცემთ...-თქვა და ქალს ხელი ჩასჭიდა. ფული დატოვა თუ არა ქალს ხელი არც გაუშვა,ისე დაიძრა გარეთ. ქალი უცბად გაჩერდა და კაცმაც შეაჩერა ნაბიჯის გადადგმა.
-თქვენ პირობა დაარღვიეთ! მხოლოდ იმის გამო დამპატიჟეთ,რომ ჩემთვის დაკითხვა მოგეწყოთ! მე არაფერი დამიშავებია! -თქვა გაბრაზებულმა და კაცს ხელი გამოგლიჯა. კაცი მისკენ წავიდა თუ არა ქალმა უკან დაიხია, მაგრამ კაცი უცბად დაიძრა ქალისკენ, ხელში მოიქცია მისი სუსტი სხეული და ქალს თვალებში ჩახედა:- მე დამნაშავეს კი არ ვეძებ...-თქვა და ქალისკენ ახლოს მისწია სახე:-მინდა,რომ მენდოთ! მინდა,რომ გინდოდეთ ჩემთვის მოყოლა იმის რაც გგონიათ,რომ დააშავეთ! ვაღიარებ, ვიცი რომ ალეხო ტორეს გარდა,კომპანიის საქმეებზე ხვდებოდით ადამიანებს,ასევე გაბის და ალმას...-თქვა ჩუმად და უცბად დაიხია უკან. ქალს თვალებში ჩახედა და მისკენ წავიდა. თავზე ხელი გადაუსვა და ქალს უჩურჩულა:-სასტუმროში წაგიყვანთო და ორივენი დაიძრნენ მანქანისკენ.
კაცმა ქალს გადახედა,მისი ხელი მოიქცია თავის ხელში და ქალის თვალები შეტრიალდნენ თუ არა მის დასანახად გაეღიმა:-ახლა არ გეშინიათ ჩემი და არ ცდილობთ მზერის დამალვას...-თქვა და მანქანა გააჩერა.
ქალმა უცბად გაიხედა წინ და კაცს შეხედა:-აქ რა გვინდა?!
-მინდა,რომ უბრალოდ მენდოთ და დაისვენოთ,ფიქრებისგან და მოგონებებისგან...-თქვა და მანქანიდან გადავიდა. ქალიც უკან მიჰყვა თუ არა ორივენი მალევე ცას უცქერდნენ ღამის სიბნელეში და სიჩუმეში,სადაც არც მათი ხმები არ ისმოდა...
ცოტახანში ქალი მისკენ შებრუნდა და კაცს დახედა,რომელმაც ქალს თვალებში შეხედა.
-მინდა ახლა მკითხოთ რა კითხვაც გაქვთ და მეტი აღარ მომიწყოთ დაკითხვა!-თქვა ქალმა და კაცი წამოიწია თუ არა ქალი უკან წავიდა და გარემოს გახედა.
-და არ გამიბრაზდებით?!
-არა...-თქვა ქალმა და კაცს თვალებში შეხედა.
-რატომ შეიცვალეთ სახელი და გვარი?!
-ჩემი სახელი და გვარი აღარ მომწონდა! დანაშაული არ არის სახელისა და გვარის შეცვლა!
-ეს კარგად დაგიმახსოვრებია,-თქვა კაცმა და ჩაეღიმა,-რატომ დატოვეთ სამსახური?! ისე უცბად,რომ არავის გადააბარეთ თქვენი საქმეები?!
-ჩემი თავი იმ საქმიანობაში უკვე აღარ წარმომედგინა.
-რატომ მოგცათ ფედერიკო რაირამ ფული!
-არ ვიცი.
-რატომ წაგიყვანათ მან და რატომ დაგაბრუნათ უკან!
-არც ეს ვიცი.
ერიკმა გამეორებული კითხვების პასუხები შეადარა ძველ მოსმენილ პასუხებს და ჩაეღიმა,როცა ისევ შენიშნა,რომ ქალი ისევ მალავდა საიდუმლოს და ქალისკენ დაიძრა:-მომწონს...მომწონს თქვენში დამალული საიდუმლო,რომელსაც ხელთათმანების მიღმა ფარავთ ხოლმე,- თქვა და ქალს გაუღიმა:-თქვენი ფოტოები ვნახე ხელთათმანებით და მის გარეშე...
-შეგიძლიათ ახალი საქმე დაიწყოთ!-თქვა ქალმა გაბრაზებულმა და უცბად წამოდგა ფეხზე:- დაფარული საიდუმლო, ხელთათმანების მიღმა! -თქვა და მანქანისკენ დაიძრა თუ არა კაციც მისკენ წავიდა.
-დაივიწყეთ ეს სიცივე და დამშვიდდით...-თქვა და ქალს ხელი წაავლო:-ჯერ არ მივდივართ!
-მივდივარ...-თქვა ქალმა და ნაბიჯი გადადგა. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და კაცმა დაუძახა:-გაიქეცით ემა...გაიქეცით ისევე როგორც წლების წინ გაექეცით რაღაცას!-თქვა და ქალი დაინახა მისკენ წამოსული და უცბად გაჩუმდა და გააჩერა სიტყვა,რომელიც უნდოდა ეთქვა.
-ნუ მესხმით თავს!
-თორემ თქვენც დამესხმებით თავს?!
-დიახხ!-დაუყვირა და უცბად წაიჩურჩულა ქალმა:-არ შემიძლია...თავს დავესხა ადამიანებს...-თქვა სვენებ-სვენებით და კაცს შეხედა:-თქვენგან განსხვავებით! თქვენ ჩამოსვლისთანავე დამესხით თავს და არ მაძლევთ მშვიდად ყოფნის უფლებას! დახურეთ ეს საქმე და დაანებეთ ამ კითხვებს თავი!!!-თქვა გაბრაზებულმა და უკან წავიდა და კაცმაც დაუყვირა:- საქმე უკვე დავხურე! მხოლოდ იმის გამო,რომ ფედერიკო რაირამ აღიარა დანაშაული! მაგრამ მინდა ვიცოდე,რას მალავთ და რატომ მალავთ,რის გამო მპასუხობთ ტყუილებით!
-ჩემი საქმე და წარსული თქვენი საქმე არაა! თქვენი საქმე ახალი მკვლელობების და გატაცებების გამოძიებაა და მიხედეთ თქვენ საქმეს! რამდენჯერაც წავიდა და გადადგა ნაბიჯი ქალმა,იმდენჯერ გადადგა ნაბიჯი კაცმა და უკან მიჰყვა ქალის გაბრაზებულ სხეულს. ქალის ფეხსაცმელი მიწაში ჩაეშვა თუ არა ქალმაც წამოიყვირა,კაცმა ხელი სტაცა და უცბად აიყვანა ხელში:-მართალი ხართ ჩემი საქმე გამოძიება და კვლევაა! ახლა კი ახალი საქმე მაქვს:- დაფარული საიდუმლო, ხელთათმანების მიღმა! -თქვა და ქალის გაბრაზების, ყვირილის მიუხედავად მანქანაში ჩასვა და უცბად დაძრა მანქანა...
ქალის გაბრაზებულ და გამლანძღავ სიტყვებს უსმენდდა კაცი მანქანაში. რამოდენიმე ხანი აცალა ქალს,რომ არ გაჩუმდა ქალი,მანქანა გააჩერა და მის სახეს შეხედა,რომელიც კარების გაღებას ითხოვდა და თან კარებს ებღაუჭებოდა. კაცმა უცბად წაავლო ხელი ქალის ხელებს. თავის ხელში მოიქცია და მის სახეს შეხედა:- გპირდები...გპირდები ემა...არ დავიწყებ ამ საქმის გამოძიებას,არ დავიწყებ ამ საქმეზე არაფერს,მაგრამ დამპირდი,რომ არ გადახვალ ეხლა და უფლებას მომცემ სასტუმროში მიგაცილო...უფლება მომეცი გნახო ხოლმე,გპირდები სიტყვასაც კი აღარ დავძრავ ამ საკითხებთან დაკავშირებით...ოღონდ ასე ნუ გამირბიხარ...ნუ გამირბიხარ...არ მინდა,რომ გამექცე...უთხრა ისე თბილად და ისეთი მომაჯადოებელი ხმით,ქალი უცბად წავიდა მისკენ და ჩაეხუტა. კაცმა ხელები გაუშვა ქალის ხელებს და თბილად მოხვია ხელები. ქალს თვალებში ჩახედა თუ არა აკოცა... ქალი მოლბა, მიავიწყდა ყველაფერი და მშვიდად მიეყუდა საზურგეს და ჩაეძინა კიდევაც.
კაცმა ბედნიერმა გადახედა ქალის მძინარე სხეულს და ბედნიერმა მოხვია ხელები.
ლოგინზე დააწვინა და მის მშვიდ სახეს გადახედა.
როგორ შეეძლო ახლა ამ სილამაზეს მოეკლა ვინმე...მაგრამ ფიქრი...ფიქრში კი შეეძლო,მაგრამ ამის მიზეზი ექნებოდა...გაიფიქრა და უცბად განდევნა ფიქრები გონებიდან. ქალს კოცნა დაუტოვა ლოყაზე. ლოგინის წინ მდგომ დივანზე ჩამოჯდა და ქალის სხეულს თვალიერება დაუწყო. მასზე ფიქრებში ჩაიძირა და ნელ-ნელა თვითონაც მიეძინა დაღლილს. რამოდენიმე ხანში გამოეღვიძა და ქალისკენ დაიძრა. მასთან მისულმა,ქალს თმებზე ხელი გადაუსვა და ქალიც შეირხა თუ არა უცბად უკან დაიხია. ქალის სახეს შეხედა,თითქოს იგრძნო რაღაც შიში და ქალის გვერდით წამოწვა თუ არა ქალს ხელი მოხვია და მიიხუტა. მისი სურნელი...მისი გულისძგერა შეიგრძნო და ბედნიერს ჩაეღიმა,რომ ქალი არა სასტუმროში,არამედ სახლში ჰყავდა. ქალს თავზე გადაუსვა ხელი,კიდევ შეიგრძნო მისი ცივი სუნამოს სურნელი,რომელიც მისკენ მიაქანებდა ფიქრებით და ჩაეღიმა:-ემაა...ემაა...წარმოთქვა ჩუმად და მის ყოველ სიტყვას,რომელიც წარმოთქვა დააკვირდა და კიდევ წარმოთქვა მისი სახელი უფრო ნაზად და თბილად.
ქალი შეირხა თითქოს იგრძნო მისი მიახლოება,შეხება ხელის,მაგრამ ახლა არც წამომდგარა ხელის დასაკავებლად და არც გადატრიალებულა,მისკენ მიიწია და უფრო მიეხუტა. ხელი გადახვია და მშვიდად გააგრძელა ღამის სიზმრები... პირველად ეძინა ასე,მშვიდად ამდენი ხნის მერე. პირველად ხედავდა მშვიდ სიზმრებს მისი ჩახუტებისთანავე და ბედნიერს ღიმილიანი სახე გაუხდა. კაცმა ქალის ლოყას ხელი ჩამოუსვა და ბედნიერმა მისწია მისი ლოყისკენ თავისი სახე. ქალმა თითქოს იგრძნო ხელები,თითქოს იგრძნო მის გვერდით ყოფნა. კაცს ხელი გადაუსვა სახეზე და უკან გასწია კაცის სახე,მისი მსუსხავი წვერის მოსაშორებლად...თითქოს იგრძნო მისგან შორს ყოფნა,კაცისკენ მიიწია და ჩაეხუტა თუ არა თავისი სახე კაცის მკერდს დაადო და მშვიდად გააგრძელა ძილი...
კაცი გაშეშდა,თითქოს გული გაუჩერდა მისი ასეთი სიახლოვისგან. ყველაფერი მიავიწყდა,ყველა ფიქრი და გამოძიება მიავიწყდა და ქალს თავზე გადაუსვა ხელი. მის თმებში დაიძრა მისი თითები და ქალის თმებიც ჩამოეშალა სხეულზე,რომელსაც უკვე თმის რეზინა აღარ ამაგრებდა. ქალს თმები ერთ მხარეს გადაუწია და მის სახეს დააცქერდა. მის მშვიდ სახეს შეხედა და ბედნიერმა წაიღო ხელი ტუჩებისკენ,მაგრამ ქალმა თითქოს იგრძნო...შეირხა და ხელი მიიტანა ტუჩებთან. კაცს ჩაეღიმა და ქალის ხელს,როგორც კი შეეხო ქალს გამოეღვიძა და უცბად დაიხია უკან. ისე სწრაფად წავიდა უკან,შეტორტმანდა და კაცმაც დაიჭირა. ქალის ხმაურის,ყვირილის, გაქცევის მიუხედავად ქალს მდუმარედ უყურებდა და ხმას არაფერზე არ ცემდა. ქალს ხელი წაავლო ძლიერად მოიქნია და თავის ქვეშ მოაქცია. თავი მკერდზე ჩამოადო და თვალები დახუჭა. ქალის მებრძოლი ხელები მოიქცია ორივე ხელში და გააშლევინა თუ არა მისი თითოეული ხელის თითები თავის თითების ხელებში მოიქცია. თავის გარდა სრულიად ვერ მოძრაობდა ქალი. აფორიაქდა...თითქოს შიშმაც შეიპყრო,მორჩა თუ არა ბრძოლას,რომელსაც ხვდებოდა აზრი აღარ ჰქონდა და არც საშიშროება არ ელოდა, თვალები დახუჭა და ახლა თავის თავის შეცნობა დაიწყო. აჩქარებული გული და სრულიად მშვიდი და თავისუფალი ბედნიერი სიცოცხლე იგრძნო და თავის ხელებზე ჩაფიქრდა,რომელსაც სიამოვნებდა ხელებში მოქცევა...დაცვა და დამალვა,კაცის ხელების ქვეშ. ნელ-ნელა სხეულის სუნთქვას დაუგდო გული,იგრძნო სრულიად თავისუფალი ბედნიერი მარია...ქალი,რომელიც მიივიწყა და მიატოვა,იგრძნო სრულიად თავისუფალი ფრენა და ბედნიერება. გულს დაუწყო მოსმენა და შეეშინდა...შეეშინდა ასე სწრაფად მოძრავი გულის,რომელიც კაცის თავის ქვეშ მოქცეულიყო. თავის ფიქრებში წავიდა და ისევ თავიდან დაიწყო თავისი სხეულის შეცნობა ასეთ მდგომარეობაში,როცა კაცის ხმაც მოესმა:-ემა...მშვიდად იყავი,არაფერი არ გემუქრება...ჩემთან არაფერი არ დაგემუქრება...-კაცის ხმა...სრულიად მომაჯადოებელი აღმოჩნდა მისთვის,ახლა ახლა რომ მისი ხელები სრულიად თავისუფლები იყვნენ და ისევ მანქანის ფანჯარასთან იყვნენ,როგორც პირველად ისევ ძლიერად მოუჭერდა ფანჯრის მინას ხელს და ისევ დაატყობდა თავისი ფრჩხილების ნაკვალევს...მაგრამ ახლა სრულიად მოდუნებოდა ყველაფერი...სხეული ბედნიერებით სავსე და აჩქარებული გულით უცემდა...

დილას თვალები გაახილა და ისევ ისე იყო. მისი ხელები,ისევ კაცის თბილი ხელების ქვეშ დამალულიყო,მისი სხეულიც კაცის სხეულს დაეფარა და მთლიანად დაემალა ქალის სხეული. როგორც კი ქალმა თავი გასწია და ჩამოყრილ თმებს დაუწყო სულის შებერვა,უკვე დიდიხნის გამოფხიზლებული კაციც შეირხა,ჩაეცინა ქალის სულის შებერვაზე. თავი ასწია და ქალს სული შეუბერა...ქალის სახე გამოჩნდა,ამჯერად ისევ გაბრაზებული და კაცს მკაცრად ამოხედა:-გამიშვი ხელები! კაცს ჩაეცინა და ქალისკენ წავიდა...ქალმა უცბად დახუჭა თვალები და კაცის კოცნაც იგრძნო და მისი დახევა თუ არა უცბად გაახილა თვალები და კაცის სიტყვებს ახლა დააკვირდა. კაცის ხელებს ისე ძლირად უჭერდა ქალი ხელებს,რომ თვითონ ქალი არ უშვებდა კაცის ხელებს. ღამე ეს სრულიად არ უგვრძვნია. სრულიად ვერ იგრძნო როგორ უწერდა კაცის ხელებს თავის ხელებს...უცბად წარმოიდგინა ფანჯრის მინაზე ჩავლებული ფრჩხილები და უცბად გახსნა ხელები თუ არა თვითონ იგრძნო,ფრჩხილების კანიდან ამოსვლა. უცბად დაიხია უკან,როგორც კი კაცი გაიწია და ფეხზე წამოხტა. აბაზანისკენ გაიქცა და უცბად იგრძნო კაცი კარებში,როგორც კი კარები უნდა მიეხურა. კაცმა ბედნიერმა გაუღიმა და ქალს დილამშვიდობისათი მიესალმა. ქალმა მაშინათვე კარებში ჩავლებული კაცის თითებს დააცქერდა და უცბად წამოიყვირა:-ეს მშვიდი კი არა საშინელებაა და თან ხელი გაიშვირა კაცის ხელისკენ. კაცმა ახლა დაიხედა ხელისკენ,რამოდენიმე აწითლებული ადგილის დანახვისას,მშვიდად ამოისუნთქა,რომ მიხვდა ქალი მხოლოდ ამას გულისხმობს საშინელებაშიო და ქალისკენ ნაბიჯი გადადგა თუ არა ქალმაც უკან დაიხია. ჩუმად მიიწევდა და არც იცოდა სად მიდიოდა ზურგით. კაცი მისკენ მიაბიჯებდა და ქალს თვალებში უცქერდა. ქალი კედელთან აღმოჩნდა თუ არა კაცის ახლოს მოსულ სახეს თვალი მოარიდა და თავი დაბლა დაღუნა. კაცმა ორივე ხელი მის მხრებთან ახლოს კედელზე მიაბჯინა და ქალს დააკვირდა. მისი დახრილი თვალებისკენ წავიდა და ქალს ბედნიერმა უჩურჩულა:-დილამშვიდობისაა...-თქვა რბილად და ქალს რამოდენიმეჯერ გაუმეორა სანამ თვითონაც არ მოესმა იგივე სიტყვები. ქალის ნიკაპს ხელი ჩაავლო და სახე ააწევინა,თვალებში ჩახედა და მისკენ დაიძრა,-თვალები არ დახუჭო,-მოესმა ქალს და უცბად დახუჭა თვალები. თვალებიი!-მოესმა ქალს და უცბად გაახილა,კაცის მოახლოება იგრძნო და თავი გვერდით გასწია. კაცს ჩაეღიმა და უცბად აკოცა ქალს და ხელი ჩაკიდა. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და თბილი წყალი გააღო. ონკანი გახსნა და ქალის ხელები თავის ხელებიანა თბილ წყალს შეუშვირა. ქალის ორივე ხელები თავის ერთ ხელში მოექცია,ალოეს სითხე მეორე ხელიდან დაასხა და თბილ წყალში აქაფებული შეუშვირა ოთხივე ხელი. ქალი კაცის ხელებში მოქცეულ თავის ხელებს დააკვირდა და უცბად დახუჭა და გაახილა თვალები, როგორც კი იგრძნო არა სიცივე ან ტკივილი არამედ სითბო და მზრუნველობა. როგორც კი კაცი მორჩა ბედნიერი დასწვდა პირსახოცს და ქალის ხელები გაამშრალა,თავის ხელები ასწია და ქალს გაუღიმა:-ჩვეულებრივი ფერის ხელები დამიბრუნდა...-თქვა და ქალის ორივე მაჯას წაავლო ხელი,ქალს ხელები მაღლა ააწევინა და მის ხელებს დააკვირდა თუ არა ბედნიერმა წარმოთქვა:-შენი ლამაზი ხელებიც სუფთაა და ჩვეულებრივი შეფერილობის,მაგრამ თბილი...თქვა და ქალის ხელებს თავისი ხელები ისევ ჩასჭიდა და თავისკენ მისწია თუ არა ქალის სხეულიც მიიხუტა და ბედნიერმა უჩურჩულა:-საუზმეს გაგიმზადებ...-თქვა და ქალის სხეულისგან დაიხია და ნელა გაუყვა გზას სამზარეულოსკენ.
ქალი მაშინათვე ტანსაცმლიანი შევარდა შხაპის ქვეშ. მის ზემოთ ნელ-თბილი წყალის ნაკადი ქალის ცხელ სხეულს ედებოდა და მაინც ვერ ამშვიდებდა.
რატომ ვგრძნობ სიმშვიდეს აქ მასთან?! რატომ არ მტკივა ხელები აქ მასთან! რატომ ცდილობს რაიმე მათქმევინოს!-თქვა მკაცრად ბოლო სიტყვა და ონკანი დაკეტა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: iaKO4035
ნანახია: 810 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar