მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 12)
27.05.2017, 13:00
მნახველებს ვთხოვ გამოხატონ თავისი შეფასება თუნდაც უარყოფითი, ძალიან მაინტერესებს...

--------

სველი გადმოვიდა და სიარულს მოჰყვა აბაზანაში. თავის ხელებს რამოდენიმეჯერ დახედა და ისევ ძირს დაუშვა,რამოდენიმეჯერ გადაუსვა ხელი ერთმანეთს და დასუნა. იგრძნო თუ არა გრილი ალოეს სურნელი და კაცის შეხებაც გაახსენდა და უცბად გავარდა კარებისკენ. კარები გააღო და ყველაფერი გაბრაზება დაავიწყდა,ყველა ამოტივტივებული კითხვები დაავიწყდა და სამზარეულოსკენ წავიდა. კაცი უცბად მოტრიალდა როგორც კი ნაბიჯები მოესმა,ქალის სხეული დაინახა თუ არა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. ქალი აათვალიერა და უცბად გაბრაზებულმა წამოიძახა:-ჩემი დის ოთახში აარჩიე რამე და ჩაიცვი! ქალიც უცბად გატრიალდა მოჯადოებულივით და მაშინათვე გარდერობის წინ დადგა ჩაფიქრებული,რომ არასდროს არავისი სამოსი არ ცმია და არ უთხოვებია. მოკლე სპორტულები მოძებნა და გადაიცვა,ისე რომ არც ერთი თეთრეული არ ჩაუცვია. კარებისკენ წავიდა და უცბად შეტრიალდა უკან,გაიხადა და თეთრეულის უჯრაში დაიწყო ძებნა. გაბრაზებულმა ჩაიცვა ყველაფერი და მშვიდად დაიძრა სამზარეულოსკენ.
კაცმა ქალს ახედა, მისი ლურჯი სპორტულები აათვალიერა და სკამი გამოსწია თუ არა ქალიც მაშინათვე დაიძრა და ადგილი დაიკავა.
რამოდენიმე ხანი მშვიდად ჭამდნენ და არაფერს არ ამბობდნენ,ქალი სრულიად არ უყურებდა კაცს,კაცი კი ქალს აკვირდებოდა და მაინც გამომძიებლის თვალით უცქერდა.
-ვფიქრობ პირველად გეძინა მშვიდად...-მოესმა ქალს და უცბად წვენიც გადასცდა. კაცი ფეხზე წამოდგა და ქალს მხარზე ხელი შეახო და წყალი დაუსხა და მიაწოდა:-შენსავით ცივია და მოგიხდება...-თქვა რბილად და ქალის ზემოთ მოცქირალ თვალებს ჩახედა:-როცა კითხვას გისვამ სულ გეშინია და გგონია,რომ დაკითხვაზე მყავხარ და დაგაპატიმრებ.
-არ გაგიჭირდება ისევ საკანში ჩემი გამომწყვდევა!-მოესმა ქალის ცივი ხმა და უცბად წავიდა მისკენ,ხელი წაავლო კისერში და კოცნის მერე სრულიად მოშორდა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-გაუცემელ კითხვებზედაც მაქვს ჩემი პასუხები,-თქვა კაცმა და ქალმა პირდაპირ გახედა კაცს და გადაიხარხარა:-მაგრამ არა ჩემი პასუხები!-თქვა მკაცრად და ფეხზე წამოდგა. -ახლა კი უნდა წავიდე. -თქვა და კაციც წამოდგა,ქალს ხელი წაავლო და თვალებში ჩახედა:-ვინ გითხრა წადიო,-თქვა და ქალმა არც აცალა:-შენ არავინ გეკითხება!-თქვა მკაცრად და კაცმაც მშვიდად გააგრძელა თავისი სიტყვები:- ჩემი დის ტანსაცმელებით... ქალი უცბად გაშეშდა და ოთახისკენ წავიდა, რაც ეცვა ყველაფერი გაიხადა და სააბაზანოში დააწყო სარეცხს მანქანასთან,თვითონ კი კაბა ჩაიცვა და კარებისკენ დაიძრა თუ არა კაცის ხმაც მოესმა:-აღიარე,რომ მშვიდად გეძინა! ქალმა კარებს ხელი წაავლო და რომ ვერ გააღო უკან მოტრიალდა და კაცისკენ წავიდა. ხელი გამოსწია და კაცს პირველად ახედა ისე,რომ ცალი წარბი ასწია და გაბრაზებული მიაცქერდა კაცს. კაცს ჩაეცინა და ქალის აწეულ წარბს გადაუსვა ხელი:-შენი არ მეშინია...შენ კი გეშინია...
-მომეცი გასაღები!-თქვა ქალმა ხმამაღლა და კაცმაც მაშინათვე მიმართა:-აღიარე,რომ აქ მშვიდად გეძინა!
-არა!-თქვა ქალმა და კაცმა ხელი წაავლო. ქალის ფართხალს თვითონაც აჰყვა, თამაშში ჩართული ჰყვებოდა ქალის მცდელობას,რომ გაქცეოდა ხელიდან. ქალი უცბად შემოატრიალა და მკლავებში დაიჭირა:-იცოდე აქედან ვერსად წახვალ,სანამ მე არ გადავწყვეტ!-აღიარე,აქ მშვიდად,რომ გეძინა! -აღიარე!
-მეძინა!-თქვა ქალმა მკაცრად და ისევ დაუყვირა,გასაღები მომეციო. კაცმა ისევ გაუმეორა კითხვა და ქალმაც წამოიყვირა თუ არა:-აქ მშვიდად მეძინაო!-კაცმაც ხელები გაუშვა,კარები გახსნა და ქალის ნოტიო სხეულს გააყოლა მზერა,რომელიც გაბრაზებული მიდიოდა კიბეებისკენ. კაცმა უცბად დაავლო გასაღებს ხელი და ქალი უკვე გარეთ გასული შენობიდან თავისკენ შემოატრიალა და სანამ ქალი დაუყვირებდა რაიმეს,თვითონ იყვირა:-მე წაგიყვან სასტუმროში,ამ სველი კაბით,რომ არ გაცივდეო! და მანქანაში ჩასვა,მიუხედავად წინააღმდეგობისა.

ახალი ყავისფერი კაბით გამოწყობილი ემა,ალეხოს გვერდით იდგა და ბედნიერი ღიმილიანი ჯდებოდა მანქანაში,როცა ერიკმა დაინახა და გაბრაზებულმა დაარტყა საჭეს ხელი:-ბედავს და ჩემს გოგოს კაბის ელვას უკრავს!!!-თქვა მანქანაში ხმამაღლა და ქალს გახედა,რომელსაც ალეხომ გახსნილი ელვა შეუკრა.
გაბრაზებულმა ერიკმა მოატრიალა მანქანა და სახლში წავიდა,სადაც და და დისშვილი ელოდებოდა.
სასტუმროს ნომერში ემამ ორ კაცზე შეუკვეთა ვახშამი. გაბის დაელაპარაკა და უცბად დატოვა ჩუმად ნომერი. ალეხო შავი შარვალ-კოსტუმით გამოვიდა და უცბად გაჩერდა... მის წინ მდგომ დაბალ შუქზე სუფრასთან მჯდარ ქალს გადახედა. შეათვალიერა თუ არა მაგიდის წევრის რაოდენობა,ჩაეღიმა და თვითონაც ქალის წინ დაჯდა და მის თვალებს მოავლო თუ არა მზერა,შამპანური აიღო და გახსნა თუ არა ქალიც შეხტა. კაცს გაეღიმა და ქალის წინ დადებულ ბაკალს დასწვდა თუ არა სასმელი ჩამოუსხა და ხელში მიაწოდა. მათი ხელები ერთმანეთს შეხვდნენ და თითქოს აქ ამ ქალაქში დაიმუხტნენ ერთმანეთის გრძნობებით. ქალს ხელი წაავლო და უცბად მოახვედრა თავის ხელებში. ბაკალი ქალს წაექცა და უცბად დაიხია შეშინებულმა უკან,რომ კაცს სამოსი დაუსველა. კაცს გაეცინა და ქალს უჩურჩულა:-ყოველთვის როცა გხედავ,ვგრძნობ,რომ ჩემი გეშინია და გამირბიხარ...-თქვა და ქალისკენ დაიძრა საკოცნელად...
რა დიდხანს ელოდა მის კოცნას და აქ ამ ახალ ქალაქში აუხდა ეს ოცნება და გახარებული ალეხოს ხელები მოხვია და ჩაეხუტა.
ქალი დაიძაბა.შეშინებული განთავისუფლდა თუ არა კაცის კოცნისგან,უკან დაიხია და გაიქცა. კაცი ფეხზე წამოდგა სასმელი დაისხა და უცბად დადგა თუ არა სუფრაზე ქალისკენ დაიძრა. ქალის ზურგი დაინახა შეხსნილი და უცბად დადგა მის უკან.
-ამას მე გავაკეთებდიო -უთხრა და ქალი უცბად მოატრიალა,ქალმა სახეში შეხედა და გაეღიმა:-მეე... ელვა გაფუჭდა და გაიხსნა...-თქვა თუ არა კაცმა ხელი მიუტანა ბაგეებთან გასაჩუმებლად და ქალს ბედნიერმა უჩურჩულა:-ძალიან კარგი...-თქვა და ქალის კაბას ხელი წაავლო გასახდელად...
ერიკი უკვე ფანჯარასთან იდგა და ბოლთას სცემდა გაბრაზებული. ლანდი ლანდი, ორი ლანდის ასე ახლოს დანახვისას და კარებზე დააბრახუნა.
ემა დღეს არ მოვიდოდა დაქალთან არის! -თქვა გაბიმ და კაცს შეხედა,რომელიც მის სხეულს იხუტებდა.
-ვნახოთ ის კაცი ხომ არ არის!-თქვა კაცმა და კარებისკენ დაიძრა.
მხოლოდ შარვალში გამოწყობილმა გააღო კარები და იმწუთასვე ყბაში მოხვდა.
-როგორ გაბედეეე! აქ ჩამოთრევა და ჩემი გოგოს ლოგინში ჩაწვენაა შენც მოგკლავ და იმასაცცცც! -ყვიროდა ერიკი და ოთახში შევარდა.
გაბი გამოვარდა და ალეხოს მივარდა. -ემა დაქალთან არის აქ მარტო ჩვენ ვართ!-დაიყვირა და კაცს ახედა,რომელიც ოთახებში შერბოდა.
ერიკმა ყველა ოთახი შეამოწმა, რომ დარწმუნდა ემა არ იყო არსად. ორივე ჩახუტებულ სხეულს თვალი შეავლო,ბოდიში მოიხადა და გარეთ გავარდა.
გაბიმ ალეხოს ცივი დაადო ლოყაზე,მერე ბევრი აკოცა და ჩაეხუტა.ორივეს დილით ჩახუტებულებს გაეღვიძათ. კაცმა ქალს ხელი მაგრად მოხვია და სხეულზე აუტარა ხელი: -ახლა ვისაც არ უნდა ხვდებოდე დღეიდან ვერავის შეხვდები! -უთხრა და ისევ ქალის სხეულს მიეხუტა. ორივენი ისევ ერთად იყვნენ ჩახუტებულები და ალერსს აგრძელებდნენ...
ახლა ანიტას სახლში ისმოდა ერიკის ყვირილი: -ჯერ დაიკარგე და არც მელაპარაკები! მერე კი შენს ნომერში ისინი დატოვე და ეჭვიანობით გამაგიჟე!
-შენ რა სულ გააფრინე! ნომერში მიხვედი და გეგმა გააფუჭე ნამდვილი იდიოტი ხარ!
-ჰო იდიოტი ვარ შენ, რომ გადაგეყარე!
-ჰოო კარგი დამშვიდდით! დაჯექით და მორჩით ყვირილს.-მიუბრუნდა ანიტა ორივეს.
ერიკმა სიტყვა დაასრულა თუ არა არც კი გაუგონია ანიტას სიტყვები.ქალს ხელი წაავლო.
-გამიშვი!!!-ყვიროდა ქალი,მაგრამ ერიკი არც უსმენდდა,გადაიკიდა მხარზე და ქალს დაუყვირა:-გაჩუმდი და ნუ ყვირიხარ! მაინც არ გაგიშვებ ხელს!-თქვა და გაბრაზებულმა ჩასვა მანქანაში.
-არ მინდა არსად წამოსვლა!-დაიყვირა ისევ ქალმა და კაცმაც გაბრაზებულმა წამოიძახა:- მე მინდაო! და მანქანა დაძრა.
ქალი ისევ ყვიროდა,მანქანიდან გადასვლას ცდილობდა,კაცმა ვეღარ მოითმინა და ქალი გაკოჭა,რომ გაჩერებულიყო და გაჩუმებულიყო. ქალს ხელი წაავლო,ისევ მოიკიდა მხარზე და ჩუმად ხმას,რომ არ იღებდა ქალი,გაეღიმა და კარებში შევიდა თუ არა ბედნიერმა თქვა:-ჩუმად იყავი...ემილიას სძინავს!- ოთახში შეიყვანა ქალი და ლოგინზე დააწვინა. ხელები გაუხსნა თუ არა დაანახა რითაც ჰქონდა ხელები შეკრული და ქალს თვალებში ჩახედა:- ეს ხომ იცი?! შენი შარფია...შენი სურნელი აქვს და შენს საიდუმლოს ატარებს ჩემთან ერთად...-თქვა და ქალს აკოცა:-მხოლოდ მე ვიცი მე ვიცი ხელთათმანის საიდუმლო...-თქვა და ბედნიერს გაეღიმა:-დამშვიდდი... მაგრამ რა საიდუმლოა ეს არ ვიცი და ეხლა მხოლოდ რაც მაინტერესებს იმას გავაკეთებ!-თქვა გაბრაზებულმა და ქალს ხელი წაავლო. ისეთი თვალებით უყურებდა კაცი,ქალს ხმა აღარ ამოუღია. კაცი კარებისკენ დაიძრა თუ არა თვალი გააყოლა და ლოგინიდან არც წამოწეულა. რამოდენიმე წუთში კაციც დაბრუნდა და ქალმა გაკვირვებულმა გადაავლო თვალი კაცის ლანგარზე მოთავსებულ საჭმელებს და ხილს.
-დღეს არაფერი მიჭამია! სულ შენი ბრალია! ხან ალეხო გიკრავდა ელვას!ხან შენს სასტუმროს ნომერში ეფერებოდა ქალს!
-რააა! -წამოიყვირა უცბად ქალმა და უცბად მიიფარა პირზე ხელი. -ბოდიში...-თქვა ჩუმად და კაცს ახედა:-ვინ ქალთან იყო?!
-გაბისთან!-თქვა თუ არა კაცმა ქალი უცბად დაიძრა კაცისკენ. ლანგარი გამოგლიჯა ხელიდან და ბედნიერმა დაიწყო ბოლთის ცემა ოთახში,თან საჭმელებს აგემოვნებდა. კაცმა გადახედა ქალს და ლოგინზე ჩამოჯდა:-მე არ მაჭმევ?! -კაცმაც იკითხა და ქალმა უცბად გაუწოდა ხელიდან ლუკმა. ორივენი ჩუმი,საოცარი მზერით გადახედავდნენ ერთმანეთს და საჭმელს თავიანთი ხელიდან აწოდებდნენ.
ერიკმა ქალს ხელი მოხვია და ლოგინზე დააწვინა. ქალი ჩუმად უცქერდა კაცს. კაცმა მიიხუტა და ხელი გადაუსვა თუ არა თავზე,თვალები მიეხუჭა და სრულიად გათბა. მისი სხეული სრულიად დაიცალა წარსულისაგან და ბედნიერმა მოხვია კაცის სხეულს ხელები. -რატომ?! რატომ არ გამოჩნდი იმ დღეს?! -მოეძალა მაინც ფიქრები,რომელთანაც ამდენიხანი ბრძოლობდა და უცბად მომუშტა ხელი:-დაივიწყე დაივიწყეეე! დაუყვირა თავის თავს და თვალები მაგრად დახუჭა. ხელები მომუშტული იგრძნო თუ არა ერიკმა ქალს აკოცა და მისი ხელებიც მშვიდად მოდუნდა და დასაძინებლად მოემზადა თითქოს ქალის მთელი სხეული.
ემამ იგრძნო ორი სხეულის ახლოს ყოფნა,ცივი და თბილი სხეულის შერწყმა და გაინაბა,მასთან მიხუტებული და დამშვიდებული.
კაცმა ბედნიერმა ხელები მოხვია ქალს და მასთან ერთად მიეძინა პირველად თავის სახლში.
დილით ერიკმა გაიღვიძა ადრე,ქალის სხეულს გადაავლო თვალი და ჩაეღიმა,კაბით რომ ეძინა ქალს. მთლიანად შეათვალიერა და უცბად წამოდგა ზეზე. ქალიც შეირხა და თვალები უცბად გაახილა.
-კაბა გახეული გაქვს...-თქვა კაცმა ჩუმად და ქალს გადახედა,რომელიც ხმას არ იღებდა. კაცი კი აგრძელებდა საუბარს:-მე არაფერი გამიხევია,მაგრამ მითხარი და თანხას გამოგიწერ,-თქვა და ქალის თვალებს გადახედა,რომ შენიშნა,ქალს გული არ მიდისო დამშვიდდა და ქალის ხელებს გააყოლა მზერა,რომელიც ქალმა კაბისკენ წაიღო. ნახა თუ არა დახეული,კაცს გადახედა და ბალიშზე დადო თავი,ისე რომ არაფერი არ უთქვამს კაცისთვის.-ოღონდ არ გაბრაზდე და გული არ წაგივიდეს...-თქვა და ქალს გაეცინა თუ არა მისკენ დაიძრა. ხელი წაავლო მკლავში და ჩაიხუტა:-მეგონა გაბრაზდებოდი...-თქვა კაცმა და ქალის ხმაც მოესმა:-ამის გამო გამაღვიძე? მეძინებაა...-თქვა და თვალები დახუჭა. კაცმა ქალს გადახედა,დაინახა თუ არა თვალებ დახუჭული,ისევ დააწვინა ლოგინში და მის გვერდით მოკალათდა თუ არა ქალს გადახედა:-როგორ გეძინა?!
-მშვიდად...-თქვა ქალმა და კაცს იგივე კითხვა დაუსვა თუ არა კოცნაც იგრძნო. ორივენი ერთად უყურებდნენ ოთახს და მშვიდად გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს.
ემა წამოდგა და კაცმა ხელი წაავლო:-სად მიდიხარ?!
-სასტუმროში!
-ჯერ არ წახვიდე.
აბა ამ გახეული კაბით ვიარო?!
-ხოდა ვერ ივლი! მე მოგიტან კაბას და ის ჩაიცვი თქვა და ქალმაც უცბად მიაძახა:-ჩემს ნომერში შენი ნაჩუქარი კაბაა,ჯერ არ ჩამიცვამს და არც დამითვალიერებია,ახლა მინდა ჩავიცვა და მომიტანეო...
ემას ტელეფონის ხმა მოესმა და უცბად წაავლო ხელი ტელეფონს,ჩაფიქრებულმა,რომ ტელეფონი აქ იყო და არა ანიტასთან დატოვებული.
-რომ იცოდე იმ შენმა გიჟმა მუშტი მომიქნია! -მოესმა ხმა და ქალს გაეცინა:-პარტნიორს მოხვდა...-თქვა და გააგრძელა:-მაგიერში გაბი დაგამშვიდებდა და უფრო მოგივლიდა,-უთხრა და კაცის ხმაც მოესმა,რომელმაც შეატყობინა მივდივართ და გასაღებს ვაბარებთ რეგისტრატურასო.
ერიკი დაინახა თუ არა ალეხომ კარებში,მშვიდად გადახედა და კაცმა ხელი გაიწვდინა:-ბოდიშს გიხდით ჩემი საქციელისთვის,გთხოვთ მაპატიოთ...-მოესმა ქალსაც და კაცი აათვალიერა:-აქ რას აკეთებთ?!
-ემამ მთხოვა,თავისი ტანსაცმელი წამომეღო,მხოლოდ ერთი კაბა მის გარდერობშია...
ემა ერიკს კისერზე ჩამოეკონწიალა. კაცმა უცბად მოხვია ხელი. ქალმა დაასწრო და აკოცა თუ არა უცბად გამოართვა კაცს ხელიდან კაბა და კაცს მიმართა:-ეს იმის გამო,რომ კაბა მიყიდე,-თქვა და კაცს გაუღიმა და ოთახისკენ დაიძრა. ქალმა კარები ცხვირწინ მიუხურა კაცს. კაცი კარებთან გაჩერდა,ცოტახანს დაიცადა და სამზარეულოსკენ წავიდა ბედნიერი ღიმილიანი სახით.
ემამ სარკეში ჩაიხედა და ბედნიერმა დაისვა ხელი კაბაზე,ისეთი ნაზი,თბილი და ლამაზი იყო კაბა ბედნიერს გაეღიმა,როცა გაიხსენა,თავიდან გაბრაზებულმა,რომ არ ჩაიცვა კაბა.ბედნიერი დატრიალდა და კარებისკენ წავიდა. კარები გააღო თუ არა ერიკიც მაშინათვე ოთახში შევიდა და ქალს ხელი წაავლო. კარები მიხურა და ქალი აათვალიერა თუ არა ხელი მოხვია და მიიხუტა:-ძალიან...ძალიან ლამაზი ხარ,შენ კი უარი თქვი ამ კაბაზე თავიდან! -მკაცრად უთხრა ბოლოს და ქალს აკოცა. ქალი მოდნა,გათბა და კაცს კოცნაში აჰყვა. კაცმა უკან დაიხია,ისევ აათვალიერა ქალის სხეული და ბედნიერმა ჩაკიდა ხელი და სამზარეულოსკენ დაიძრნენ ორივენი. ემილიას ხმა მოესმა ქალს და ბედნიერმა გადახედა ბავშვს,რომელიც საჭმელს უყურებდა და არ ჭამდა. ემა ჩუმად შევიდა სამზარეულოში და ბავშვს უცბად აკოცა. ბავშვმა უცბად მიიხედა და ქალს ჩაეხუტა,რომელიც მის გაბრწყინებულ სახეს უცქერდა. ბავშვმა სახელი დაუძახა თუ არა ქალმა გაუღიმა,ბავშვს ხელი მოხვია და თავზე გადაუსვა ხელი:-ჭამე პატარა პრინცესა საჭმელი,თუ ისევ მე მელოდები?!-თქვა და ბავშვმაც თავი დაუქნია თუ არა ემამ კოვზს ხელი დაავლო და ბავშვისკენ წაიღო თუ არა მანაც მშვიდად და ბედნიერად მიირთვა თავისი ულუფა.
ბედნიერები იჯდნენ სუფრასთან ყველანი და საჭმელს მიირთმევდნენ. ბავშვთან ერთად მხიარულობდნენ და თამაშობდნენ მის სათამაშოებთან ერთად.
ემა ოთახში შევიდა,ლოგინზე დაინახა თუ არა ბედნიერმა აიღო ხელში პატარა ყუთი.
ერიკი უკან შენიშნა ქალმა და უცნად მიტრიალდა მისკენ.
-როგორც ჩანს ჩემი საჩუქარი მოგეწონა,-თქვა კაცმა და მის ყურებს შეხედა.
-კი ძალიან ლამაზი საყურეებია შენ აარჩიე?!
-კი.კაბაზე,რომ წავედი მაღაზიაშიც შევიარე.
-მაგარია! აწი კაბაც შენ მიყიდე ხოლმე!-თქვა ქალმა და კაცს გადახედა,რას მეტყვისო.
-თანახმა ვარ! -მოესმა თუ არა ქალს გაეცინა და კაცს ხელი მოხვია:-ოღონდ ჩემი ფულითო. კაცს გაახსენდა ტელეფონზე ჩარიცხული თანხა და უცბად წაავლო ქალს ხელი და თვალებში ჩახედა. ისე უცბად წაავლო ხელი ქალს და ძლიერად,ქალმა შეკივლა და უცბად აათვალიერა კაცის თვალები,როცა ლოგინზე აღმოჩნდა. კაცმა კაბა გახადა უცბად და ქალი აათვალიერა,თუ არა ქალმაც კაცის სახელი დაიყვირა. კაცმა ყურადღება არ მიაქცია და მის სხეულზე კოცნა დატოვა და ქალს გაუღიმა,რომელიც აჩქარებული სუნთქავდა.
-ეს იმის გამო,რომ ტელეფონზე თანხა ჩამირიცხე,რაც ილაპარაკე ალბერტო როჩესთან და იმის გამოც,რომ ფული დამიტოვე ლოგინზე და აქედან გაიქეცი...-თქვა და ქალისკენ წავიდა თუ არა უცბად წამოხტა ქალი ლოგინიდან და კარებისკენ გავარდა. კაცს გაეღიმა და ქალს უკან მიჰყვა,რომელიც გზადაგზა ამბობდა:
-იდიოტი გამომძიებლის ვალი არ მჭირდებოდა!
-რატომაა იდიოტიი?!-დააწია სიტყვა კაცმა და კარებში გავიდა.
-ჩამოსული არ ვიყავი, რომ მაშინვე ხელი წამავლო და საკანში შემაგდო.
-ღირსი იყავი!-თქვა კაცმა და ქალი შეატრიალა თავისკენ და თვალებში ჩახედა:-სად მიდიხარ,რომ გარბიხარ!
-საქმეები მაქვს სამსახურში,-თქვა ქალმა და დაამატა:-შენც მიხედე შენს სულელურ გამომძიებლობას.-უთხრა კაცს და კარებისკენ დაიძრა,როგორც კი და და დისშვილს დაემშვიდობა.
-მაინც არ მოგწონდა და ამიტომაც დავანებე თავი,- უთხრა თავის თავს და სკამზე ჩამოჯდა. ემას უნდა ვუთხრა ეს მაგრამ არ ჩერდება, რომ ველაპარაკო ამაზე!
ემა სამსახურში მივიდა თავის ახალ გამზადებულ ესკიზებს თვალი გადაავლო,ზოგი მოეწონა,ზოგი ჩაასწორა შეცვალა და ჩვენების დარბაზში ჩავიდა. ჩვენების ტერიტორიას თვალი მოავლო და ჩაფიქრდა მომავალ პირველ ჩვენებაზე.
-ფრანკო ერიკი სად არის არ იცი?! -იკითხა როცა თავის კაბინეტში ავიდა.
-არა,სამსახურიდან რაც წავიდა 3 დღეა არ მინახავს.
-რააა! რატომ წავიდა?!
-არ ვიცი წასვლა მოითხოვა.
-კარგი და ნახვამდის,-თქვა ქალმა და ტელეფონი გათიშა.
ერიკი თავის დისშვილთან იჯდა და ბავშვს ეთამაშებოდა. დაც გვერდით მიუჯდა და ძმას გადახედა:-ძმაო სამსახური გენატრება?!
-კი!
-მერე რატომ წამოხვედი?!
-ჩემს გოგოს არ მოსწონდა,და აღარც მე მომწონდა.
ჟაკლინს გაეცინა ასეთი არ მინახიხარ ჯერ! -შეყვარებული ჩანხარ!
-ალბათ! ჰოო...ჰოოო,-თქვა კაცმა და გაჩუმდა.
-მერე რაიყო,რატომ დაიბენი?!
-მას არ ვიცი ვუყვარვარ თუ არა.
-კითხე და გაარკვიე. დამშვიდდი ყველაფერი საუკეთესოდ იქნება,შენ მსოფლიოში ყველაზე კარგი და კეთილი ძმა ხარ! -თქვა და ძმას აკოცა.
საღამოს ემას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. მაგიდა 4 კაცზე იყო გაშლილი: ემას,ერიკის, მისი დის და შვილის.
ემა შემოვიდა.ბავშვი მისკენ გაექანა.ემა დაიხარა და ჩაეხუტა თავისი ხელები მოკიდა ბავშვს და ხელში აიყვანა:ლამაზი პრინცესააა...- თქვა და ბავშვს აკოცა. ჟაკლინის შემდეგ, ერიკისკენ წავიდა, ლოყაზე აკოცა და დაჯდა.
-მე ვარ შენზე გაბრაზებული, რომ არ წამომაყვანინე თავი და შენით მოხვედი და კიდევ მკოცნი ლოყაზე?!!!
-დამშვიდდდი! და ხელი შეახო ლოყაზე,თან გაუღიმა.
ქალებმა ისაუბრეს გაიხსენეს ბოსტონში გაცნობის ამბავი.მერე იცინეს.
-ბოსტონში დიდიხნით იყავი? -შეეკითხა ემა ჟაკლინს.
-არა მხოლოდ რამოდენიმე თვით.
-შენ?
- 3 წელი.
-კარგია,რას აკეთებდი თუ საიდუმლო არ არის?!
ემას გაუკვირდა საიდუმლოთი, რომ მოიხსენიეს და გაეცინა: -საიდუმლო არაა ნამდვილად.თავიდან მუსიკას ვასწავლიდი მერე ესკიზებს ვხატავდი.საქმე წინ, რომ წავიდა მეგობარმა სახლი მათხოვა ცოტახნით და იქ გავაკეთეთ სახელოსნო, რომ იქვე მემუშავა ხოლმე.
-კარგია.კარგი დაქალები.
-არაა,ალეხო კაცია და ახლა ჩემი მეგობრის შეყვარებულია. შემთხვევით ბედმა განსაზღვრა ყველაფერი ჩემი სამუშაო და მისი წინსვლა. ახლა გაახსენდა ერიკს, რომ არ უთქვამს სამუშაოზე უარი, რომ თქვა და მას მიხედა, მერე გაჩუმდა. -შენ რას საქმიანობ გარდა ამ ლამაზი გოგონას აღზრდით და ბავშვს შეხედა.
-ბავშვი ჯერ პატარაა და ცელქი ამიტომაც ძირითადად მას ვუთმობ სულ ყურადღებას.
ემა მიხვდა რომ ერიკი აგვარებდა მის საკითხებს.
-რა გიყვართ? ან რაზე გიმუშავია?!
-ერთი პერიოდი ქსოვილებზე ვმუშაობდი ვქმნიდი ნაჭერს, მერე მიზეზების გამო დავანებე თავი და ცოტახანი არ მიმუშავია. ემას სახეში ცივმა ნიავმა დაუბერა თითქოს სახეში წყალი შეასხესო. ყველაფერი წლების წინ დატრიალდა: ოთახში მისი ხმა მისი სიტყვები მისი საძაგელი კოცნა და ემა ადგა,- უკაცრავად ეხლავე დავბრუნდები,- თქვა და მაშინვე გავიდა.
აბაზანაში შევიდა სახეში წყალი შეისხა და თავს შეუძახა: დაივიწყე დაივიწყე! -გაუმეორა რამოდენიმეჯერ თავს და დაიძრა მაგიდისკენ.
ერიკმა მზერა სხვაგან გადაიტანა.სუსტი ქალი მისკენ მოაბიჯებდა და მის წინ დადგა: -ერიკ ძვირფასო როგორა ხარ?!
და ემამ ამ სცენას შეხედა,გვერდიდან და ქალი აათვალიერა.
ქალი კაცისკენ დაიხარა და აკოცა. ერიკი წამოიჭრა და მისი ხელებისა და სხეულისგან შორს გადგა. ნორმალურად მოიქეცი და ქალს ხელებში წვდა და გაიყვანა.
ემამ თვალი აღარ გააყოლა,დაჯდა და წვენი დალია.
-ემა არ ინერვიულო,ეს ქალი ერიკს არასდროს აინტერესებდა და მითუმეტეს არც ახლა...
-არაფერია...არაუშავს,-თქვა ქალმა ჩუმად და ბავშვს გადახედა,რომელიც მაგიდასთან ერთობოდა.
ერიკი მოვიდა, ბოდიში მოუხადა ემას აკოცა და დაჯდა.
ჟაკლინი დაემშვიდობა და წავიდა.
-ემაა ბოდიშს გიხდიი...
-არაფერია ერიკ! ცუდ ნაცნობებს შევხვდებით ხოლმე,ეს არაფერია!
-შენც ასე გეკრობიან ნაცნობები?! -თქვა კაცმა და ქალს შეხედა თვალებში.
-არა... -თქვა ემამ და გაუცინა.
-ემაა...ფრანკომ, რომ თქვა გატაცების დღეს ემა შენ გეძახდაო ეს სიმართლე იყო?!
-კი... -თქვა ქალმა და ჩაეღიმა.
-მე რატომ მეძახდი?!
-მეე... არ ვიცი...ალბათ მეგონა,რომ დამიცავდი...თქვა და ოფიციანტს შეხედა, რომელმაც ანგარიში მოიტანა. ერიკმა თანხას ჩახედა, რომ ფული ამოეღო ჯიბიდან. ოფიციანტმა კი ერიკს მიმართა: -სერ უკვე გადახდილია!
-ვინ გადაიხადაა?! -გაუკვირდა ერიკს და გაცოფებული მზერით მიაშტერდა ოფიციანტს.
-თქვენმა მეგობარმა ქალბატონმა და ემას მიაჩერდა.
-ამ ქალმაა?! -და მისკენ გაიხედა.
-დიახ სერ!
ემა წამოიჭრა:- რა? მე არაფერი გადამიხდია!
ემას სილა გააწნა და მიაძახა: -შენ მე დამამცირე!!!!
-მე არაფერი გადამიხდია ერიკ! -იყვირა ემამ.
-ყველაფერი დასრულებულია. მიახალა ქალს და იქაურობა დატოვა გაბრაზებულმა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: iaKO4035
ნანახია: 846 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar