მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 13)
28.05.2017, 15:53
ემამ ტაქსი გამოიძახა და ნომერში წავიდა.
ემას ერიკთან შეხვედრები გაახსენდა,როდესაც კაცი მასთან მიდიოდა. აბაზანიდან გამოვიდა,სარკეში ჩაიხედა. -ახლა აღარ მოვა!ახლა აღარ ჩამეხუტება!როგორ დაიჯერა,რომ ასე დავამცირებდი!-თქვა გაბრაზებულმა და ლოგინისკენ წავიდა.
ემას ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა:- შენს საყურეებს და ვარდებს უყურებს, რომ გამოუგზავნე და ლოგინზე წევს...
-არაუშავს მოუხდება! არც მომისმინა ისე გამარტყა სილა!
-ხელი გაგარტყაააა?! -წამოიყვირა ქალმა სახლში და ძმისკენ წავიდა ისე,რომ ემას პასუხი აღარ წაუკითხია.
-ემას ხელი,როგორ გაარტყი!-დაუყვირა ძმას და კარები შეაღო.
-გამაბრაზა მისმა სულელურმა საქციელმა და დამცირებამ,თავი მდიდარი ქალბატონი ჰგონია, რომელსაც შეუძლია ყველაფერი იყიდოს! მათ შორის მეც!
-მოგესმინა მაინც! ეგრე ფიქრობდი დამნაშავეაო და ბოლოს შენც კარგად იცი რა მოხდა! -თქვა გაბრაზებულმა და კარები გაიხურა.
დღეები გავიდა. ემა თავის საქმეებს აკეთებდა. ერიკიც ახალ სამუშაოს ასრულებდა. ჟაკლინი კი ქსოვილების ესკიზებზე მუშაობდა ახალ შემოთავაზებულ სამუშაოზე და ბედნიერი იყო,მაგრამ ძმას დაინახავდა თუ არა სახლში მოსულს და ჩაფიქრებულს,მაშინათვე მისკენ წავიდოდა,გაუღიმებდა ბედნიერი აკოცებდა და თავის სამუშაოს ამბებს უყვებოდა და ასე ცდილობდა დაევიწყებინა მისთვის სილა...სილა,რომელიც კაცმა ვერ მოითმინა და ქალს გაარტყა. ახლა კი მისთვის ბოდიშის მოხდა,კაცისთვის უკვე გვიანი და შეუძლებელი იყო.
ემა მაღაზიაში შევიდა საჩუქარს არჩევდა ანიტასთვის. მერე ახალი კაბა მოეწონა და გასასინჯათ შეიტანა ოთახში.
ემამ უცბად იგრძნო ჩახუტება,შეეშინდა,როგორც კი ერიკი დაინახა,გაუხარდა,მაგრამ გაბრაზებულმა მოიშორა კაცი და დაუყვირა,რომ წასულიყო.
-მშვენიერი ხარ...-თქვა კაცმა და ქალს გადახედა სარკეში,- თუ არ მოგენატრე იყვირე გაძლევ ყვირილის ნებას! -თქვა და ქალს აკოცა. ქალმა ხელი მოუქნია და კაცს გაარტყა. ერიკმა უცბად დაიხია უკან და ნელა დაიძრა კარებისკენ. ქალმა უცბად ჩაიცვა თავისი ტანსაცმელი. კაბა დააბრუნა და მაშინათვე დატოვა მაღაზია.
ერიკმა კაბა იყიდა და ხელი მოხვია ქალის კაბას,რომელიც წამის წინ ქალს ეცვა. ჩქარა დაიძრა თავისი მანქანისკენ და ქალს უკან გაჰყვა.
ქალი ბედნიერი იღიმებოდა და მხიარულად საუბრობდა რამოდენიმე ადამიანის გარემოცვაში. ანიტას დაბადების დღის ტორტი ბედნიერმა წაიღო დასაგემოვნებლად და უცბად წამოხტა ფეხზე.
-შენ აქ რას აკეთებ?!
-მე დავპატიჟე,-მოესმა ანიტას ხმა და უცბად გადახედა გაბრაზებულ ერიკს.
-ახლავე წადი აქედან! ან მე წავალ!-თქვა და კარებისკენ დაიძრა. კაცმა ხელი წაავლო და ქალს უჩურჩულა:-მაპატიე...-წავალ,-თქვა და უცბად გაიხურა კარები.
აივანზე დაიძრა ჩაფიქრებული ქალი. გარემოს გადაავლო თვალი და ხელი მოუჭირა ბაკალს:-რატომ ვერ შევძელი გამერტყა მისთვის სილა! ნუთუ შემეშინდა შემეშინდა მისგან სამაგიეროს დაბრუნების!-თქვა და ბაკალი ასწია და მოსვა,- რომ შემეძლოს დავიწყება! დავიწყეება! რომ შეიძლებოდეს დავიწყება და ტვინიდან წაშლა! რა ბედნიერება იქნებოდა! რა ბედნიერება იქნებოდა ტვინიდან ამოშლა და მივიწყება!
რამოდენიმე ბაკალი დაელია უკვე ქალს. ფეხით მისეირნობდა ქუჩაში. სიო უბერავდა და ცრემლებით დასველებულ სახეზე უფრო სციოდა და მაინც უმატებდა ცრემლებს... გული გამალებით უძგერდა, უხურდა მთელი სხეული და ყველაფერი ეძაბებოდა სხეულში. მოითმინეე...-უთხრა თავის თავს და ცრემლები მოიწმინდა,რომელიც ნელ-ნელა ყელისკენ მიდიოდა და მკერდისკენ მიიკვლევდნენ გზას.
ემამ ნომერის კარები შეაღო. შუქი აანთო და უცბად დაიხია უკან. კაცი მისკენ წავიდა და ქალიც კარებს მიეყუდა. კაცმა ხელი მოკიდა ქალს და მაგიდისკენ წაიყვანა. ქალი ჩუმად დაჯდა. კაცი მის წინ დაჯდა და ქალის ხელი ხელში მოიქცია.
-იმ დღეს ცუდად მოგექეცი,ბოდიშს გიხდი...-თქვა კაცმა და ქალის თვალებს გადახედა. ქალმა არაფერი უპასუხა და კაცმა გააგრძელა:-იმ ქალმა გადაიხადა,მან სთხოვა შენზე ეთქვა,რომ გავბრაზებულიყავი შენზე. მაპატიე,ბოდიში. დამიბრუნე ვალი და გამარტყი ხელი...-მოესმა ქალს და უცბად წამოდგა სკამიდან,როგორც კი დაინახა კაბა,საყურეები და ვარდები,რომლებსაც შეპარვოდათ ჭკნობა.
ქალმა კაბას ხელი მოკიდა და კაცის ხმაც მოესმა,კაბის ჩაცმაზე. ქალი მალე გამოეწყო,საყურეებიც გაიკეთა. ოთახიდან გამოვიდა თუ არა ვარდები მაგიდაზე დაინახა და კაცს გადახედა,რომელიც ჩაფიქრებული იჯდა სკამზე. მისკენ წავიდა და დაჯდა თუ არა,კაცმა მაშინ ახედა და ქალი აათვალიერა.
კაცი წამოდგა,ქალს ხელი დაავლო თუ არა მის ტუჩებს შეეხო. იმდენიხანი კოცნა მთელი ისტორია გაახსენდა ამ ქალთან დაკავშირებით:მისი პირველი დანახვა,ქალი რომელმაც ფეხსაცმელები გაიხადა და ისე დაიწყო სიარული თითქოს სახლში ყოფილიყოს,კაბა, რომ შემოახია და უცბად რომ დაიხია უკან, დატყვევებული როგორ იჯდა ლოგინზე, მისი სილა,რომელიც პირველად მოხვდა ასეთი მკაცრი და ამაღელვებელი. მისი ტუჩების გემო,როგორ დარბოდა შამპუნის საძებნელად და რა შესანიშნავი იყო როცა ეს შიშველი ქალი მის მკლავებში იყო ჩაფლული ძალით და მისგან რომ ვერ გარბოდა... ერიკი კოცნას მორჩა და მის ბაგეებს მოცილდა.
-გამაბრაზე ესენი უკან, რომ დამიბრუნე! საჩუქარი უკან არასდროს დამიბრუნო ემააა!-უთხრა ქალს და სკამზე დააბრუნა თუ არა ქალი,თვითონაც დაიკავა თავისი ადგილი და ქალს შეხედა:-ჯერ კიდევ მაშინ დავინტერესდი შენით,როცა შენი ფოტოები ვნახე...როცა ოქროსფერი კაბით დაგინახე კიბეებზე და როცა მანქანაში ჯდებოდი. ისეთი საიდუმლო და საინტერესო იყავი ჩემთვის,სათვალეები,რომ მოგეხსნა თავს ვერ შევიკავებდი და გაკოცებდი მანქანაში,მაგრამ თავს ამის უფლებას ვერ ვაძლევდი. როცა სათვალეები მოიხსენი და შენი თაფლისფერი თვალები დავინახე,მაშინ მხოლოდ ჩემმა საათმა გიშველა,მაგრამ კაბა გაგიხია.იმ წამს ისე შეხტი,იძულებული გავხდი უკან დამეხია,მაგრამ გული წაგივიდა და იძულებული გავხდი,ხელში დამეჭირე და მომესულიერებინე...
ქალის ღიმილი შენიშნა კაცმა და მისი თბილი ხმა მოესმა თუ არა:-ვიცი მანქანაში ჩემსკენ მზერას აპარებდიო,-ქალისკენ წავიდა ხელი მოხვია და ქალს თვალებში ჩახედა:-მითხარი,მაპატიე?!
-თუ ტორტს არ მაჭმევ არა...-თქვა ქალმა და გაეღიმა. კაცი უცბად დაიძრა ტორტისკენ,დანა აიღო და ქალის ხელიც იგრძნო. ორივემ ერთად ჩამოჭრა ტორტის ნაჭრები და თეფშებზე გაანაწილეს თუ არა თავიანთი ადგილი დაიკავეს.
ემამ ტორტი გასინჯა და კაცს გაუღიმა:-ახლა გაპატიე...კაცმა ისევ გადაუხადა ბოდიში და მანაც დაიწყო ტორტის გასინჯვა.
-ფიქრებში იყავი გართული და ფანჯრის ჰაერს აფარებდი თავს,ვერც კი ამჩნევდი, რომ მაღიზიანებდი!!! ეს სილა შენ კი არა მე უნდა გამერტყა! პატარა სულელმა გოგომ და თან იმ დროს დამნაშავემ ჩემი გაგიჟება, რომ მოინდომა.
-უკვე დამიბრუნე სილა,-თქვა ქალმა და კაცის ხმა მოესმა თუ არა:-დავივიწყოთ ეს სილაო და თუ გინდა ხელი გამარტყიო, ქალს გადახედა და თვითონაც ფეხზე წამოდგა,როგორც კი ქალი ადგა. ქალს გააყოლა მზერა. ქალი კაცს გასცდა,უკან მობრუნდა. დაინახა კაცის მზერა მისკენ წავიდა, ხელი მოხვია და თვალებში ჩახედა:-ყოველთვის ვერ დააბრუნებს ადამიანი თავის ვალს...-თქვა ქალმა და კაცს აკოცა ლოყაზე და უცბად კაცის ხელიც შეეხო ლოყაზე,რომელმაც დაუჭირა ლოყა და ქალს ლოყაზე აკოცა,თან უჩურჩულა:-ბოდიში...ბოდიში,რომ ამ თბილ ლოყაზე ხელი გაგარტყი,ძალიან ვნანობ...-თქვა კაცმა და ქალმა გაუღიმა:-რომ დამშვიდდე,ნომერში დაგიტოვებ,ოღონდ ძალიან მეძინება...-თქვა და საძინებლისკენ წავიდა.
კაცი მალევე მისკენ დაიძრა, ქალის მწოლიარე სხეულთან წამოწვა და ქალს ახედა:-რატომ დალიე?! მე რომ გაგარტყი ხელი და გატკინე?!
-არა,შენ არ გიტკენინებია ჩემთვის,-თქვა ქალმა და კაცის ხმაც მოესმა:-არის ვინმე ვინაც გატკინა?! ქალმა თავი დაუქნია და თვალები დახუჭა.-ძილინებისა,-თქვა და კაცის სხეულს მიეხუტა. კაცმა უფრო მიიხუტა ქალის სხეული და თავზე აკოცა:-ბედნიერი სიზმრები ემა... ქალმაც კოცნა დაუტოვა კაცს და ჩუმად წარმოთქვა:-ძილინებისა ერიკ,დაივიწყე ეს სილა,იმ დროს მეტკინა,მაგრამ ახლა არ მტკივა,ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ბედნიერად...კაცს გაეღიმა და ქალს ბედნიერმა აკოცა. მალევე ერთად ჩახუტებულებს ჩაეძინათ,მშვიდად და ბედნიერად.
დილით ქალმა კაცის მზერისგან სიმხურვალე იგრძნო სხეულში და თვალებდახუჭულმა წარმოთქვა:-ნუ მიყურებ ესე...-თქვა ქალმა და კაცს ახლა ახედა,წამოიწია და ფეხზე წამოხტა. გარდერობი გამოაღო,დახურა,უცბად გავიდა და უკან დაბრუნდა. კაცს გაეღიმა და ქალის სხეული უცბად მოსწია თავისკენ. ქალის სხეულს თვალი ააყოლა და მზერა ზურგზე გააჩერა.
-ჯერ არ დაგიკერია?!-თქვა კაცმა და ქალს აკოცა ზურგზე. ქალი უცბად დატრიალდა და გაეღიმა:-ერთი კაცი კი და ამ კაბასაც დავკერავ,-თქვა და უცბად გაიქცა. კაცმა უცბად წაავლო ხელი და ქალიც გაჩერდა:-მინდა,რომ ასე დატოვო...-თქვა და ქალის ზურგს ხელი მოხვია და აკოცა. ქალი გამოსაცვლელად წავიდა. უკან დაბრუნდა თუ არა გაიღიმა. ყვავილებს ხელი შეახო და ბედნიერმა გადახედა სუფრას.
მაგიდა ლამაზი იყო, ნამდვილი იებით გაწყობილი, სანთლებით სავსე.
ორივენი ერთად იცინოდნენ ერთმანეთის კამათებზე და თან საჭმელს მიირთმევდნენ ნომერში. კაცმა ემას უთხრა ჩემი და,რომ მუშაობს თუ იციო,რაზედაც ქალმა ვიციო უთხრა. კაცს გაეღიმა და ქალისკენ დაიძრა საკოცნელად.
-დღეს 20 ჯერ მაინც მაკოცე ლოყაზე...
-რომელზედაც სილა მოგხვდა ტყვილად... ბოდიშს გიხდი დაამატა ბოლოს ერიკმა და ისევ აკოცა ლოყაზე.
-უკვე გაპატიე...-თქვა ემამ.
კაცმა ღვინო ასწია და ქალს გაუღიმა:- იმ დღის იყოს აქ რომ ჩამოხვედი და მაშინვე ჩემი მოჯადოება მოახერხე! ერთმანეთს გაუღიმეს და ჭიქები მიუჭახუნეს. კაცმა ემას ხელი მოიქცია ხელში და ქალს თვალებში შეხედა:
-ჩემი სახლი მოგწონს თუ არა?!
-კიი... ლამაზი მყუდრო ბინაა,თან შეიძლება კაცმა ივარჯიშოს კიდეც!-თქვა ქალმა მხიარულად და კაცის კოცნა იგრძნო თუ არა ხელზე სკამიდან ადგომა მოუნდა,ვერც წამოდგა,ხელის უკან დახევა და გამოწევა უნდოდა,მაგრამ ვერ შეძლო. მთლიანად გაიყინა და მთელ სხეულში დაუარა თბილ-ცივმა არეულმა სისხლმა. კაცმა კოლოფი გახსნა და ქალის ხელს ხელი გაუშვა. იქაურობა ლამაზმა ბეჭედმა გაანათა. ემა შეცბა ფიქრობდა ეს უბრალოდ ბეჭედია თუ ...და მოესმა კაცის თბილი სიტყვებიც:
-მიყვარხარ ემააა...ცოლად გამომყვები?! -მოესმა სიტყვები და მაშინვე გონს მოეგო.
-მე მეე...არაა...არ შემიძლია...-თქვა ძლივს და უცბად წამოდგა ფეხზე:-წადიი...-თქვა ჩუმად და საძინებლისკენ დაიძრა.
ერიკმა მაგრად მოუჭირა ბაკალს ხელი და თავის ხელებში მოიქცია,რამოდენიმე ყლუპი მოსვა და ქალს გახედა,რომელიც ლოგინზე იჯდა ჩაფიქრებული.
-არაა...არაა...ახლა არ შემიძლია,არ შემიძლია ასე ვუთხრა თანხმობა,როცა არაფერი არ იცის იმ წარსული სულელური დღის. არ შემიძლია...ამის გამო არ შემიძლია... არაა...ამ სისულელის გამო,როგორ ვამბობ უარს...უარს მის მზრუნველობასა და სითბოზე,მის სიყვარულზე და მის გვერდით ყოფნაზე...-თქვა ჩუმად და ცრემლები წამოუვიდა. -ის საშინელი ერთი დღე! ის საშინელი! საშინელიი!-თქვა და თავი ხელებში მოიქცია. კაცი ფეხზე წამოდგა,გრილ ჰაერს ძლიერად უშვებდა სხეულში და ვერ გაერკვია როგორ მოქცეულიყო. ქალის ხმა,რომ არ მოესმა ისევ გაგდების დაიცადა და აივანს მიეყუდა,ისე რომ ქალს უცქერდა. -ნუთუ არ ვუყვარვარ...ნუთუ არაფერს გრძნობს ჩემს მიმართ! გრძნობს...გრძნობს! ჩემთან მშვიდადაა...მშვიდად და დაცულად გრძნობს თავს...-თქვა ჩუმად და ქალისკენ წავიდა. მისკენ ნელი ნაბიჯებით მიიწევდა,ისე რომ არც ფეხის ქვეშ ისმოდა ხმა. ქალის ხელებს ხელი მოკიდა და ხელები,როგორც კი ჩამოაწევინა, ქალის თვალებში ჩაიხედა. თითქოს ორივემ ჩაიხედეს ერთმანეთის ტკივილში და უცბად გასწორდა ორივე. ქალიც წამოდგა და კაციც გასწორდა. ორივენი ჩუმად იდგნენ და ერთმანეთის თვალებში იცქირებოდნენ.
-მეე...-მეე...-თქვა ძლივს ქალმა ნამტირალევი ხმით და კაცს ხელი გადაუსვა სახეზე:-არ მეგონა...არ მეგონა,წარმოუდგენელი იყო ეს წინადადება ჩემთვის და...
-ემაა...დამშვიდდი...იფიქრეე... არ გაჩქარებ...-თქვა ნელ-ნელა კაცმა, ქალის თვალებს მიშტერებულმა. მის თვალებს ორივე ხელი გადაუსვა და ცრემლი მოწმინდა:-გპირდები...ცოტახანი არ შეგეხები არ გაკოცებ...ფიქრის დროს მოგცემ... რაც არ უნდა იყოს წარსულში,რასაც არ უნდა მალავდე,ამის გამო არ თქვა უარი...-თქვა ძლივს კაცმა და ქალის სხეული ჩაიხუტა:-არ მინდა ახლა აქედან წასვლა...-არ მინდა წასვლა...
-არ წახვიდე...-მოესმა ქალის სიტყვები და უცბად გამოფხიზლდა,უცბად მიავიწყდა წამის წინ განცდილი სასტიკი -არა და წადიო,- და ქალს თვალებში ჩახედა,ხელები მოხვია და ლოგინზე დააწვინა თუ არა თვითონაც გვერდით მიუწვა. კაცი ქალისკენ გადატრიალდა და მის სახეს დაუწყო შესწავლა თითქოს ისევ თავიდან.
-ბოდიშიი....-მოესმა ქალის ჩუმი ხმა და მისი ჩახუტება,-არ მინდოდა ასე უარის თქმა...
-უარი არც მიმიღია! დრო მოგეცი დაფიქრების და გადაწყვეტის! მართალია,ძალიან მატკინე,მაგრამ ახლა აქ ვარ და ეს მამშვიდებს...-თქვა ჩუმად და ქალს თავზე ხელი გადაუსვა, ქალი კაცის სხეულს უფრო ძლიერად მიეხუტა და კაცს ახედა:-კინოს ვუყუროთ... -კაცის თანხმობა მოესმა თუ არა ბედნიერმა აიღო ხელში პულტი და ტელევიზორის არხიდან არხზე გადართვა დაიწყო.
ორივენი ერთმანეთს მიხუტებულები უცქერდნენ კინოს და იცინოდნენ. კაცის თბილი ხმა მოესმა სიცილის და თვითონაც მიავიწყდა ყველაფერი რაც რამოდენიმე ხნის წინ მოხდა. კაცს ახედა ქვევიდან და მისკენ წაიღო სახე,თვალები გაუსწორა მის თვალებს და კაცს ჩუმად შეპარვით კითხა:-კიდევ გტკივააა?! კაცმა როგორც კი არა უთხრა,ქალმა ხელები მოხვია და ჩაეხუტა,თავი დაადო მკერდზე და კაცს მშვიდად უთხრა:-მე შენთან მშვიდად მძინავს...
-ძილინებისა ემაა...-მოესმა კაცის ხმა დამაშვიდებელივით და კაცსაც მშვიდი ძილი უსურვა და კიდევ ჩახედა თვალებში. კაცმა მისი სახე ხელში მოიქცია და ქალს თვალებში ჩახედა:-მითხარი, რომ იფიქრებ და დღეს სრულიად უარს არ ამბობ...ხომ იფიქრებ?! მშვიდად იფიქრებ...დღეს უარს არ ამბობ...დროს გაძლევ დაფიქრების...
ქალმა თავი დაუქნია და ბოლოს ჩუმად წარმოთქვა:-ვიფიქრებ...ბოდიში,დღეს რომ არა ვთქვი...
-ჩუუუ...არა არ გითქვამს...-თქვა კაცმა და ქალს ხელი მოხვია,-უარი არ გითქვამს! დაფიქრდები რამდენიხანიც გჭირდება გადასაწყვეტად... ქალმა თავი დაუქნია და თვალები დახუჭა. ცოტახანში თვალები გაახილა და კაცის გახელილი თვალები,რომ დაინახა, მისკენ ხელი წაიღო თვალები დაახუჭინა და კაცს დახუჭულ თვალებზე აკოცა...კაცმა მისი კოცნაც და ცრემლიც იგრძნო და უცბად მოხვდა ქალი მის ქვეშ:-არ იტიროო...-შეეხვერწა და თვალებში ჩახედა.
-ბოდიშიი...-ბოდიშიი...მაპატიე...-თქვა ქალმა და კაცმაც მის სახეს სახე მიადო და თავზე ხელი გადაუსვა თან უჩურჩულა:-მშვიდად დაიძინე ემა...უარს არ ამბობ, იფიქრებ...დამშვიდდი და დაიძინე...მეც დავიძინებ შენთან ჩახუტებული,არაფერზე არ ინერვიულო...-თქვა და ქალის სხეული ისევ გადმოატრიალა მკერდზე მიიხუტა და თვალებიც დახუჭეს ორივემ ერთდროულად.
დილას ერიკმა იგრძნო ემას კოცნა და ქალს უცბად მოხვია ხელი და ლოგინზე დააწვინა ზურგით,-ცუდი თამაში დაიწყეთ წუხანდელი ღამიდან მოყოლებული,- თქვა კაცმა და უცბად გაჩერდა ქალი და თვალები დახუჭა,ბოდიში მოიხადა უარის გამო და კაცის ხმაც მოესმა ყურში:-ბოდიშს მივიღებ,თუ საუზმეზე დამპატიჟებო, რაზეც ქალი დაეთანხმა და საუზმეც შეუკვეთა.
ქალმა კაცს მადლობა გადაუხადა წუხანდელი ვახშმისთვის და ისევ ბოდიში მოიხადა თუ არა კაცი გაბრაზებული ადგა და ქალს ხელი წაავლო. ისე უცბად წაავლო და წამოაყენა სკამიდან,რომ ქალმა თვალები დახუჭა შეშინებულმა. კაცმა შენიშნა თუ არა მისი შეშინებული სახე ქალს თვალებში შემოხედვა უბრძანა. ქალმაც თვალებში შეხედა და კაცის ხმაც მოესმა:-ბოდიში აღარ მომიხადო...-იცოდე ძალიან გავბრაზდები კიდევ,რომ მითხრა! ქალის თავის დაქნევაზე ჩაეღიმა და მის თმებს ხელი გადაუსვა,ყურზე გადაუწია და მძიმედ ამოიხვნეშა:-პირობა დავდე და ვერ გკოცნიიო... ქალი უცბად გამოფხიზლდა,კაცს ლოყაზე აკოცა და მკერდზე მიეხუტა თუ არა თვალები დახუჭა. კაცმა ხელში აიყვანა და ლოგინში დააწვინა. ქალი უფრო მიეხუტა კაცს და ხელები მოხვია. -მშვიდად მძინავს...-თქვა და კაცს სახეზე ხელი გადაუსვა და ისევ ჩაეძინა.
კაცი დამშვიდდა. ქალის კოცნამ დაამშვიდა და მისმა ჩახუტებამ. ქალს ხელი გადაუსვა თავზე და ჩუმად წარმოთქვა:-ნეტავ რისი ეშინია,რა აწუხებს.-რა გაწუხებს ასე ემა...-თქვა და თვითონაც ქალის დამამშვიდებელ სუნამოს ცივ სურნელში მიეძინა.
დამშვიდობებისას,ისევ გაუმეორა დროს გაძლევ ფიქრისასო და ქალმაც თავი დაუქნია,კაცს ლოყაზე აკოცა და ნომრის კარები მიხურა.

ემა საჭმელს აკეთებდა.გვერდით ახალგაზრდა ბიჭი ედგა და მასთან ერთად სადილს ამზადებდა. მერე ბიჭი გადაკოცნა და წერილი დაუწერა,როცა ზარის ხმა შემოესმა და ბიჭი მაშინვე კარისკენ გაიქცა.
-სად არის?!!! -იყვირა გაბრაზებულმა და სახლში შემოვარდა. ახლა შეხედა ბიჭს დაინახა მისი ლამაზი სხეული ქალს მართლაც რომ მოეწონებოდა და მუშტის მოქნევა დააპირა მაგრამ შეეცოდა ისეთი ახალგაზრდა იყო და პატარაც.
-ვინ?!!! რაღაც გეშლებათ!!!-დაუყვირა და უკან მიჰყვა.
-რა მეშლება გაჩვენებ ეხლა რომ გცემ!!! -უყვირა და ამ ყვირილზეც ემა გამოვარდა.
-რა ხდება აქ!
-ეს შენ უნდა მითხრა ამ პატარა ვიგინდარასთან რას აკეთებ და თანაც მის ბუნაგში და ემასთან მივარდა.
-წამოდი და ნახე! -უყვირა ემამ მისი ხელი მოიშორა და სამზარეულოში შევიდა.
-პიცას ვამზადებ! -უთხრა ერიკს და ცომის გაპრტყელება დაიწყო.
-ვისთვის ამ პატარასთვის?!
-მე პატარა არ ვარ ბიჭო იყვირა ახლა ბიჭმაც.
-თურმე ენაც ჰქონია?!
-გეყოფათ იყვირა ემამ და ერიკს მიუბრუნდა თან საბრტყელებლით ხელში. მერამდენჯერ უნდა შევარდე ადამიანთან იმის გამო რომ ვიღაცასთან ვარ და ისიც ტყვილა?! ხომ ხედავ რომ ჩემს საყვარელს ვერ პოულობ იმიტომ რომ არ მყავს! ეს კი ჩემი ნათლულია,რომელსაც პიცას ვუკეთებ. ახლა მოკეტე თორემ ამ ჯოხით გაილახები! შენც და მერე იმასაც მიუბრუნდა: -შენც!
-მე რა დავაშავე ეს გიჟი შემოვარდა აქ! -იყვირა ბიჭმა.
ემამ ჯოხი მიაჩეჩა და უთხრა:- შენ ჩემზე კარგად გააბრტყელებ ამას და გააბრტყელე მერე გეტყვი რაც უნდა გააკეთო და მაგიდასთან დაჯდა.
-ემმმ! მე შენზე ძაან პატარა ვარ და ამას ვერ მოვერევი...
-კაი ჰო! -თქვა და გამოსტაცა ისევ საბრტყელებელი. მერე ერიკიც მივიდა და საბრტყელებელი გამოსტაცა ქალს და თვითონ შეუდგა ბრტყელებას. ემამ ერიკს ახედა,რომელიც ცომს აბრტყელებდა. ბოლოს კაცს შეხედა: კაი ეყოფა ნუ გააბრტყელე და მიაწებე დაფას!- თქვა და ცომი უკვე გაბრტყელებული დადო ჟარუნაზე,მერე ტომატი წაუსვა,სოკო,პამიდორი,ბულგარული,ძეხვი, გაანაწილა და ყველი მოაყარა,ხახვი ცოტა მარილში და პილპილში ასვრილი,კვერცხი და ცოტა მაიონეზიც მოასხა. 30 წუთი ჩართეს გაზქურა.მერე ყველაფერი მიალაგა ემამ, ყველაფერი დარეცხა, და სამივენი მაგიდასთან დაჯდნენ.
-ახლა გაიგე თუ რამეა გაურკვეველი?! სჯობს სახლის საჭმელები ჭამო და არა გარეთ ვიღაცეების გამზადებული!
-არა გასაგებია უთხრა ერიკმა.
-შენ არ გელაპარაკები ჯერ ამას ვკითხე უთხრა ემამ და ნათლულს შეხედა.
-გავიგე ყველაფერი,მაგრამ მე მარტო ვარ ცოტახნით და მიწევს გარეთ ვჭამო... ახლა კი ცოტაც და გავსინჯოთ რა გამოვიდა. და გაზქურას შეხედა რომელსაც 10 წუთიღა ჰქონდა დარჩენილი.
ცოტახანი ელოდნენ შეცივებას და სამივემ ერთდროულად ჩაკბიჩა კიდევაც.
-მმმმ... რა სუნიააა ემაა მაგარია მომეწონა...
-კი გემრიელია და ტკბილი... -თქვა ერიკმა და ემას შეხედა ემა მიხვდა და გაბრაზება დაეტყო. სიტყვა ტკბილი რომ გაიგონა და წყალი დალია მერე მზერა მოაშორა ერიკს და ნათლულს შეხედა. -კარგი ბიჭი ხარ და აკოცა.
-მე არაფერი დავიმსახურე გაბრტყელებაში და შექებაში მაინც?!
-ალბათ არა! -უთხრა ემამ და მაგიდიდან ადგა.
-ახლა ჩემი წასვლის დროა და დაემშვიდობა ნათლულს.
-ჩვენი... -გაუსწორა ერიკმა.
-მე ჩემით მოვედი აქ მარტო! და ისევ ეკამათებოდა გზაში ერიკს. ერიკმა მანქანა გააღო და შიგნით ჩასვა ქალი.
-შენ დაივიწყე გაფრთხილება ეს სიტყვა აღარ ახსენო მეთქი!
-შენი გაბრაზება მინდოდა. მართლა საყვარელი იყავი სამზარეულოში, რომ ფუსფუსებდი ეს მომეწონა.და მე რას მომიმზადებ?!
-არც არაფერს!
-გთხოვ! ემა მე ხომ გაპატიე უარი და დროს გაძლევ, შენ სილა მაპატიე,რომელიც იმ ვიგინდარა სულელი ქალის გამო მოგხვდა, რომელიც იმ დღეს კაფეში მოვიდა და ისიც რომ არ გაგაჩერე,სულ მშიერი ვიქნები და შენს მომზადებულ საჭმელს დაველოდები.-უთხრა და ქალს ხელი ჩასჭიდა.
-შენი ეჭვიანობები არ მომწონს,ყველასთან კარებს ამტვრევ და შერბიხარ!
-იმიტომ რომ მეშინია ვინმემ არ წამართვას შენი თავი! რადგან ჯერ ისევ არ ხარ ჩემი ცოლი! მაგრამ მაშინაც ასე დაცვაში იქნები, რომ არ გაიქცე! მე შენ მიყვარხარ შენ! ქალი ნომრამდე მიაცილა და უკან დაიხია:-როდის მომიმზადებ საჭმელს?!
-როცა დრო მოვა...-უთხრა ქალმა დაემშვიდობა სიტყვებით და კარები მიხურა.

დილით ემა სამუშაოზე მივიდა ჟაკლინისს უფროსს და თავის მეგობარს ქეტრინს ხვდებოდა. ქეტრინი ჯერ კიდევ უნივერსიტეტის დროს გაიცნო,მასთან თავიდანვე გაუჩნდა მეგობრობის ძაფი და ერთად დადიოდნენ კაფეში,რესტორნებში თავის სხვა მეგობრებთან ერთად. ქეტრინი როცა გათხოვდა,ემა ბოსტონში იყო და ქორწილს ვერ დაესწრო.ახლა უკვე თავის მეგობარს სამი ლამაზი შვილი ჰყავდა და საუკეთესო ქმართან ერთად ზრდიდა თავის შვილებს,თან თავის სამუშაოს უძღვებოდა. ჯერ კიდევ რამოდენიმე თვეების დაწყილი ჰქონდა სამუშაო,სანამ ემა დაბრუნდებოდა ქვეყანაში... დილით ყველაზე პატარას ბაღში მიიყვანდა თვითონ ქეტრინი,ხან კი მის უკვე დიდ შვილებს მიჰყავდათ პატარა და ბაღში,თვითონ კი სკოლისკენ მიდიოდნენ იქვე რამოდენიმე ნაბიჯში. საღამოს კი ორივეს მოჰყავდათ უკან სახლში თავიანთი პატარა, როცა უკვე ცეკვაზე სიარულს მორჩებოდნენ... მას მერე რაც ემა საზღვარგარეთ იყო იძულებული იყო მეგობრებსაც მოშორებოდა,მაგრამ მაინც შეინარჩუნა მათთან ძველი მეგობრობა და ანიტასთან და ქეტრინთან ერთადაც იკრიბებოდნენ და ერთობოდნენ. ყველას ოჯახი ჰყავდა უკვე გარდა ემასი,ის ამას დიდად არც განიცდიდა,მას მერე რაც მისთვის რაღაცით დამანგრეველი აღმოჩნდა ის სამუშაო,მას მერე მისთვის სრულიად სულერთი გახდა სამყარო და მთელი მისი ცხოვრების ნაწილებიც...
რამოდენიმეჯერ იყო ჩამოსული ემა თავის დაბადების დღეებზე,რამოდენიმე დღესასწაულებზე,მშობლების დაბადების დღეებზე და მეგობრებსაც ნახულობდა.
ემამ რამოდენიმე ესკიზებს გადახედა და სახელოსნოში ჩავიდა,ხელოსნები მოიკითხა და მათთან ერთად საუბარში ჩაება.
ეს ქვა სხვანაირი მინდაა უფრო გამოიყვანეთ და კუთხეები ცოტა შეუცვალეთ! უბრძანა ემამ თავის ხელოსანს.მერე კიდევ რაღაცეები მოიწონა და შენიშვნაც მისცა და ყველას მიმართა: თუ რამე პრობლემა გექნებათ შემატყობინეთ და საჭმელიც მიირთვით თავის დროზე ტყვეები არ ხართ სულ აქ რომ ხართ გამოკეტილი! და გაიცინა.მერე ისევ ლიფტი გამოიძახა და თავის ოთახისკენ გაეშურა.
შიგნითაა უკვე ქალბატონი ქეტრინი უთხრა მდივანმა და ემაც ბედნიერი ღიმილით ოთახში შევიდა.
მისკენ გაექანა და ჩაეხუტა: ბავშვობაში ერთად მუშაობა დავგეგმეთ,მაგრამ მე ჩემი ახირებების გამო სამკაულები ავირჩიე და შენ ტანსაცმელი,ახლა დროა ისევ მოვილაპარაკოთ და შევერთდეთ... და დაჯდა. მერე ისევ გააგრძელა: ქსოვილს რომელსაც ქმნი და მერე სამოსად აკეთებ შემიძლია ადგილი დავუთმო მაღაზიაში,რომელიც პირველ და მეორე სართულზე განლაგდება,ოღონდ სულ სხვანაირად: სამოსები და სამკაულები ერთმანეთს შეეხამება და ასევე ყველა სამოსი ეცმევა მოდელს,ყველა მოდელი იქნება სრულყოფილი ყველაფრიანად. მოდელები განლაგდება წრეში და გასწვრივ რამოდენიმე ხაზებად. კიდევ არის ერთი იდეა რომელსაც მერე გადავწყვიტავ და მივხედავ. თუ თანახმა ხარ მოსალაპარაკებლად მოიფიქრე და როცა მოახერხებ ისევ მესტუმრე. რაც შეეხება სახელს შენი სახელიც იქნება,ალეხო თანახმაა მაგრამ უფლება არ მაქვს სახელი შევცვალოთ და შევერთდეთ უბრალოდ კონტრაქტი გაფორმდება და შენ შენი სახელი დაგრჩება ჩვენ ჩვენი!
-ემა ჩვენ ცოტა ვალი გვაქვს ამიტომ არ ვიცი ამას შევძლებთ თუ ვერა.
-ქსოვილი ხომ მზადდება ეს ქსოვილი განსაკუთრებული და სხვანაირია. შეკერვითაც ახალი სტილები იქმნება,უბრალოდ ტანსაცმელებს აქ მოიტანთ მეტი სხვა არაფერი,ოღონდ ეს სამოსი უნდა ვნახო ხოლმე სანამ მაღაზიაში შემოიტანენ. ვალს ჩვენ გავისტუმრებთ კონტრაქტის დროს. მერე ცოტა თანხას დაზოგავ ნელ-ნელა და ვიღაცის ვალის არ შეგეშინდებათ,მერე სრულ თანხას აიღებთ და ვსიო. მხოლოდ მოგებიდან 20 % იქნება ჩვენი დანარჩენი მთლიანად თქვენი. სამოსი შემოწმდება და ისე დაედება ფასი.
-მარტო 20 % რატომ?!
-ეს 20 % მხოლოდ ადგილის დათმობის გამო და მეგობრობის გამო... ბევრიაა?! -იკითხა გაკვირვებულმა ემამ.
-არა რას ამბობ ძალიან ცოტა...
-მაგრამ თავიდან მხოლოდ 30% ავიღებთ ვალის გასტუმრების გამო. ალეხო თანახმაა რომ მარტო სამკაულები არ იყოს აქ თვითონ მხოლოდ სამკაულები აინტერესებს მეტი არაფერი და თავისი საცოლე. და ემამ გაიცინა. ქსოვილები აქაურობას უფრო გაამრავალფეროვნებს და გაალამაზებს თან არ მინდა მარტო სამკაულები იყოს აქ გამოფენილი. 1,2 სართული მაღაზია იქნება. 3 სართული უფრო დიდია ამიტომ გამოფენებს დაეთმობა,4 სართულიც იგივენაირი ზომისაა და ჩვენებები იქ იქნება,იქვეა მოსამზადებელის და მაკიაჟის ოთახები. 5 სართული ნივთებს ეკუთვნის: ეს არის სკამები,დივნები,მაგიდები ის რაც მერე გვჭირდება ჩვენებებისთვის და გამოფენისთვის. 6 სართული ხელოსნების არის და 7 სართული სამზარეულოს. 8 სართული დაცვას, 9 სართულზე ახლა ვართ. 10 სართული ვერტმფრენისთვისაა. ცუდი ის არის რომ აქ ვერ გადმოგიყვან რადგან შენს ქსოვილებს უნდა მიხედო.თუ რამე პრობლემა მოიფიქრე მანამდე რამე შევჭამოთ.
ცოტახანში წამოდგნენ და ემამაც შიდა ტელეფონს უპასუხა.
-ბატონი ერიკია მოსული და თქვენი ნახვა სურსო.
ერიკმა დაინახა ემას სამსახურში რომ შევიდა ქალი,რომელსაც თავისი დისგან იცნობდა,რომელმაც უთხრა ემას არ ვიცნობო და ახლა უკვე ფიქრობდა,რომ ემამ უშოვა სამუშაო ჟაკლინს. მიხვდა,რომ ჟაკლინის ბედნიერი სამუშაო ემას დამსახურება იყო და მაშინათვე ემას მდივანს დაურეკა,რადგან ემა ტელეფონს არ პასუხობდა.
-უთხარი რომ აბაზანაში ვარ მეგობართან ერთად. და ახლა არ მცალია! და დაკიდა.
ქეტრინს მართლაც შეყვა მაშინვე აბაზანაში და ხელები დაიბანეს ერთად. იქაც ემამ საუბარი გააგრძელა: ლოგო უნდა დავბეჭდოთ ამიტომ სრული ვერსია მოიფიქრე, რომელიც არ შეიცვლება რამოდენიმე წლები მაინც, მერე თუ ახალი მოგინდა შეცვლი.
-რისი ლოგო?!
-ტანსაცმლისთვის!
ემამ გაიცინა და ქეტრინიც აჰყვა და ჩაეხუტა მადლობა ყველაფრისთვის.
-ჯერ ადრეა მადლობის თქმა... და ამ დროს აბაზანის კარებიც გაიღო.
-ემაა! ბოლოს გამოფხიზლდა ქალი რომ დაინახა და თბილი ტონით დაიწყო ბოდიშით რომ შემოგეჭერით... და ქალი, რომელიც იცნო მისკენ წავიდა და მოიკითხა.
-საიდან იცნობთ ერთმანეთს?!
-ჩემი დის უფროსს ვიცნობ,მის ძველ უფროსსაც ვიცნობდი... და გაჩუმდა.
-კარგი ხელები დაიბანე და ერთად ვჭამოთ,უკვე გაშლილია მაგიდა მიმართა ემამ და გარეთ გავიდნენ.
რამოდენიმე ხანში ემა მიუბრუნდა დაქალს ისევ: -არის ვინმე ვინც ტყვილა მუშაობს და იძულებული ხარ ამუშავო?!
-არა ასეთი არავინაა!
-ძალიან კარგი! თორემ მისი გამოსწორება და დასჯა იქნებოდა საჭირო!
-შენ სჯი ხოლმე სამუშაოს არ შერსულების გამო ვინმეს?! -მიმართა უცბად ერიკმა ემას.
-დიახ,რა თქმა უნდა! ერთია რომ ვერ მოასწრო და მეორე რომ დაეზარა და არ შეასრულა და კიდევ სხვაა რომ არ იცოდა და მერე ისწავლა...
-მაინც როგორ სჯი ხოლმე?!
-მწარედ და არც ისე მწარედაც! ყველაზე მეტად დაზარებას ვერ ვიტან! და ასეთ შემთხვევაში ხელფასს არ ვაძლევ და გვიანობამდე ვამუშავებ! პრობლემაა რამე?! ასეთი დასჯის ან ვინაა ამის წინააღმდეგიი?!
-არაფერი პრობლემაა უპასუხეს ორივემ ერთად.
-ძირითადად რამდენი მუშაა შენთან და რამდენი ქალი კაცი ასევე ერთად ვის ააქვს ურთიერთობა ესენი უნდა ვიცოდე, ასევე ისიც ყველა სანდო არის თუ არა!
-კარგი პრობლემა არ არის მათზე ინფორმაციას მოგაწვდი ემა.
ისევ ტელეფონმა დარეკა.მდივანმა იცოდა რომ შეეძლო დაერეკა ყოველ დროს ემასთან, თუ ქალი წინასწარ არ ეტყოდა არავინ შემაწუხოსო.
-გისმენ!
-ქალბატონო ანდრესს უნდა თქვენი ნახვა.
- სამკაულებთან დაკავშირებით?!
-არა,პირადულიაო.
-კარგი შემოვიდეს.
კარებზე დააკაკუნეს მალევე.
-მობრძანდით,- თქვა და ემაც მისკენ წავიდა.
-მაპატიეთ არ ვიცოდი თუ სტუმრები გყავდათ სხვა დროს მოვალლ... და გაჩუმდა კაცი.
-არაუშავს წამოდი და წინ გაატარა კაცი,ჩვენ აივანზე გავალთ თქვენ გააგრძელეთ ჭორაობა. და ორივეს გადახედა.
-ბატონო ერიკ...იმ დღის გამო ბოდიშს გიხდით თქვენს დას,რომ ვუთხარი ემას არ ვიცნობთქო.
-არაუშავს...მესმისს...ვიცი,რომ ემამ სამუშაო უშოვა ჩემს დას. იმედია ჩემი და კარგად მუშაობს...
-დიახ,ძალიან თბილი და კარგი გოგოა... კარგად გამოსდის თავის თავზე დაკისრებული სამუშაო.
ემამ აივნის კარები მოხურა და მოაჯირს მიეყრდნო.
-გისმენ ანდრეს პირდაპირ მითხარი არაფერი პრობლემა არ არის,არც სანერვიულო!
-მე მე და კაცი დაიბნა...და გაჩუმდა მერე ისევ გააგრძელა მე ანხელა მომწონს და არ ვიცი თუ რაიმე პრობლემაა მაშინ სამუშაოდან წავალ... და ისევ გაჩუმდა.
ემას გაეცინა და ორივე შიგნით მჯდომმა მისი სიცილი მოისმინეს თუ არა მათკენ გაიხედეს გამჭვირვალე მინაში.
-მე რამოდენიმე ხნის წინ ვთქვი ტყვეები არ ხართთქო! და შენ კიდევ ამხელა კაცს ჩემთან საუბარი გეშინია! მე ხომ წაგიკითხეთ აქ მოსვლის დროს ის მორალი, რომელიც არ დაგერღვიათ! -და ბოლოს ცოტა საუბარი დაამკაცრა ემამ.
-დიახ,მაგრამ მე ის მომეწონა და მასაც... და გაჩუმდა და თავი ჩაღუნა.
-რამეს უფრო რომ დააშავებ მაშინ ჩაღუნე თავი,თუ დამნაშავე ხარ! ქალი თუ მოგწონს მაგის გამო არაა საჭირო ასე თავის ჩაღუნვა! არ დავუშვებ რაიმე ზედმეტს და ცუდს, სამუშაოს მერე ორივენი თავისუფლები ხართ თქვენს გრძნობებში ეს მხოლოდ თქვენი საქმეა! თუ ქალს არ მოატყუილებ და კარგადაც მოექცევი პრობლემა არ არის მე წინააღმდეგი არ ვარ. თქვენი ურთიერთობა თქვენ ორის საქმეა მხოლოდ თქვენ ორის! და იცოდე სამუშაოში ნუ აურევთ ამ ურთიერთობას ამას ვერ ავიტან! ამიტომაც გადავწყვიტე ქალების და კაცების სხვადასხვა ოთახში განლაგება, რომ სამუშაო და პირადი საქმე ერთმანეთში არ არეულიყო! ახლა მშვიდად შეგიძლია წახვიდე და შენს ქალბატონს უთხრა რომ ბარემ ამოვიდეს! კიდევ რაიმე პრობლემა ან სათქმელი ხომ არ გაქვს?!
-არაა ქალბატონო დიდი მადლობაა! და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
ემამ ხელი ჩამოართვა და ჩაიხუტა კიდევაც: იმედები არ გამიცრუო და დამშვიდდი! არც ისეთი ცუდი და მკაცრი ვარ და გაიცინა! ორივე ამოდით ბარემ!- მიაძახა ბოლოს და აივანზე დაიცადა. -ცოტახანი და შემოვალ ხომ არ მოიწყინეთ?! და იქიდანვე გასძახა ერიკს და დაქალს.
-არა ემა! -უპასუხა მაშინვე დაქალმა და ერიკს შეხედა ქალს აივანზე რომ უყურებდა და თვალს რომ არ აცილებდა.
-ჩვენი სიძეობა გადაიფიქრე?!
არა...ჯერ ემა უნდა დამთანხმდეს,დრო მივეცი!
-ძალიან კარგი...-თქვა ქალმა და წვენი მოსვა.
-ბავშვობის მეგობრები ხართ?!
-არაა,უნივერსიტეტის.ჩვენს მეგობრებთან ერთად სასწავლებლის მერე ხან სად მივდიოდით საქეიფოდ ხან სად,იმდენი დრო გვაქვს ერთად და ფოტოებიც გადაღებული რომ ახლა წლების წინ ჩავლილ ჩვენს სწავლას ვიხსენებთ ხოლმე...
-კარგიაა...მე და ჩემი დაც ვათვალიერებთ ხოლმე ძველ ფოტოებს, კარგი და ბედნიერი იყო ის წლები,მეგობრების გარემოცვაში... საუბარს აგრძელებდნენ და თან ემასაც გახედავდნენ ხოლმე.
კარებზე ისევ კაკუნი იყო და ემამ იქიდანვე გასძახა: -შემოდით!
შემოსული ქალი მიესალმა მაგიდასთან მსხდომებს და აივანზე გავიდა.
-აბა ამ კაცზე რამე გააქვთ სათქმელი მიმართა ემამ ქალს.
-მე, მე ის მომწონს და გაჩუმდა.
-კარგი... უკვე ვიცი მითხრეს ახალი ამბავი და ორივე ჭკვიანად იყავით და სამუშაო და პირადი ურთიერთობა აქ არ აურიოთ დანარჩენი პრობლემა არაა და გახარებული ქალი გადაეხვია ემას, ემამაც ხელები მხრებზე მოხვია და გაუღიმა:- კარგი არჩევანია მშრომელია შენსავით! თან ორი წელია ასაკში განსხვავება! -უჩურჩულა ყურში და ორივეს დაემშვიდობა.
ემამ ალეხოს შეატყობინა ანდრესზე და ანხელაზე,თუ არა მაგიდისკენ წავიდა თავის კაბინეტში,-ბოდიშით რომ ასე მიგატოვეთ.
-არაუშავს თქვა ქალმა და გააგრძელა საუბარი:- რაიმე პრობლემა იყო?!
-ჯერ არაა ერთმანეთი მოეწონათ და ჩემგან აიღეს თხოვნა ერთად იყვნენ თუ რომელიმემ დატოვოს სამუშაო!
-ჯერ არა რატომ?!
-ალეხოს ეს არ მოეწონება! და აი ისიც და ტელეფონს დახედა რომელიც რეკავდა.
-გისმენ!
-კარგია რომ მისმენ ემა როგორ ხარ?!
-კარგად გაბი შენ?! და შენი საქმრო სადა?!
-ჩვენც კარგად! თანახმაა,არაა პრობლემა, იცის რომ სამუშაოს და ურთიერთობას არ აურევთ ამიტომ არაფერია პრობლემა!
-ჰოო?! რა უქენი მაგ კაცს?! იმ დღეს იმ ნომერშიი?! და გაიცინა.
-აზრზე მოვიდა თქვა ქალმა და გაბიმაც გაიცინა!
-ქალბატონებო ნუ ჭორაობთ ჩემზე მოესმა ემას ალეხოს ხმაც და გაიცინა.
-კარგი კარგი აბა თქვენ იცით! და როდის ჩამოვა ის ცივსისხლიანი?!
გაბის გაეცინა და უთხრა: ხვალ ადრე ჩამოდის მოენატრე ალბათ!
-ჰოოო?! ჯანდაბა მაგას რა გაუძლებს! აქაურობას ჰაერში ასწევს!
-შენს ნომერში დაპატიჟე ვინმე ქალთან ერთად და იქნებ შეუყვარდეს! ოღონდ ერიკს არ გააკარო იმ დღეს თორემ ვინ ვის მოერევა არ ვიციი! და გაიცინა.
-ხოო ეგ კარგი აზრია მოვიფიქრებ! თუმცა ისედაც ვიცი რომ ჩემს კაბინეტში ჩასახლდება და არა სასტუმროში! კარგი წავედი, ხვალისთვის უნდა მოვემზადო ცივსისხლიანთან შესახვედრად! და ტელეფონიც დაკიდა.
-ვინ უნდა მოვიდეს შენთან ნომერში?! ახლაღა გამოიღო ერიკმა ხმა და ქალს ჩააშტერდა თვალებში!
-ბოსტონელი არქიტექტორი,რომელმაც უნდა გააკეთოს პირველი და მეორე სართულზე მაღაზია.
-ცუდი კაცია?!
-არა, პირიქით ძალიან კარგია, მაგრამ მკაცრი! იმედი მაქვს ორი დღის მერე წავა უკან!
-ორი დღე ეყოფა მაღაზიას?! -იკითხა გაკვირვებულმა დაქალმა.
-არა ორი დღე უნდა ავუხსნა, რომ გავაგებინო რა მინდა და რატომ მერე წავა, რომ მოიფიქროს და გაამზადოს რაც გვინდა! თუმცა ორი დღე დარჩება თუ მეტი ჯერ არ ვიცით!
ცოტა ხანი ისევ იჭორავეს ცოტა ისევ მიირთვეს და წასასვლელად მოემზადა ქეტრინი. ერიკიც წამოდგა,მოიმიზეზა საქმეები გამომიჩნდაო.ორივეს დაემშვიდობა და წავიდა,რადგან გადაწყვიტა საღამოს სტუმრებოდა ქალს და ახლა არ მოეწყო მისთვის დაკითხვები.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: iaKO4035
ნანახია: 806 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar