მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 15)
02.06.2017, 23:24
რობერტომ თავისი საბოლოო გეგმა აუხსნა ემას.ისევ იჩხუბეს და იკამათეს კაბინეტში.ბოლოს როგორც იქნა შეთანხმდნენ. მალე რობერტოც გაემგზავრა, რომ კედლების ნიმუშები გაემზადებინა და ჩამოეტანათ.
ემა გახარებული იყო, ისეთი გამოდიოდა პირველი და მეორე სართული როგორიც მას ჩაფიქრებული ჰქონდა...
-ემა! მე სულ დაგავიწყდი! ბევრი გირეკე მოგწერე მაგრამ მაინც არ შემეხმიანე! და ერიკმა კაბინეტში შეგლიჯა კარები.
-როცა შენს სისულელეებს მოაშორებ აქედან მაშინ ვილაპარაკოთ დანარჩენზე!
ერიკმა ყველგან მოხსნა მოსასმენები და ემას მაგიდაზე დაუყარა.
ემამ შეხედა და მიუგო: -მე ჩემი სიტყვა არ მავიწყდება და არც შენ დამვიწყებიხარ ჯერ!
-და ვერც დამივიწყებ ემა რომც ეცადო მაინც! და ქალს ხელებში წაავლო ხელი და თავისკენ მიიზიდა. პირდაპირ მკერდს ეძგერა მისი სუნთქვა რომ დაინახა.- და კარებზეც დააკაკუნეს.
-ჯანდაბა!- იყვირა ერიკმა და ქალს მოცილდა.
-მობრძანდით.
-მაპატიეთ ქალბატონო,ქეტრინის გამოგზავნილი საბუთებია,რომელსაც უნდა გადახედოთ,თანამშრომლების შესახებ.
-კარგი მადლობა უთხრა მდივანს და ქაღალდები გამოართვა,ხელში დაიჭირა და ერიკმა გამოგლიჯა და მაგიდაზე დააგდო.
-სულ ასე უნდა შემაწყვეტინონ ხოლმე?!
ემას გაეცინა.-და ვინ გითხრა გაჩერდითქო?! მე არც მითქვამს კარებზე აკაკუნებენ და მორჩი გავაღებთქო!
კაცი გაბრაზებული წავიდა ქალისკენ,ხელი მოხვია და კოცნა დაუწყო. ყელისკენ გადავიდა და ქალმაც შესძლო საუბარი:- კარები ღიაა ერიკ... კაცს მოესმა,თუ არა უცბად წავიდა კარები გადაკეტა და ქალს ხელი წაავლო და კოცნა დაუწყო.
-კარები სულ ღია რომც იყოს არასდროს გამაწყვეტინო კოცნა! -თქვა და ქალის თვალებში სითბო დაინახა და უფრო ძლიერად მოხვია ხელები და კოცნას შეუდგა ქალის სხეულის...მის თვალებში ცეცხლი დაინახა,სულ ახლახანს გაღვიძებული კოცნისგან და ცივი სველი ხელი ჩასჭიდა ყელში და თვალებში ჩახედა. ქალს გააკანკალა ცივი ხელის ყელზე შეხებისგან და კაცს მოდუნებული გამთბარი მზერით ახედა.
-მითხარი ემა,რომ გიყვარვარ... ქალის თბილი სიტყვები გაიგონა თუ არა,ისევ წაავლო ქალის სხეულს ხელი და ახლოს მიიკრო,თან უჩურჩულა:-მიყვარხარ...მიყვარხარ ემა...-თქვა და უკან დაიხია კოცნის მერე. -ახლა სჯობს წავიდე...-თქვა კაცმა,თავის მაგიდაზე დაყრილ ნივთებს დასწვდა და ქალს გადახედა,ისევ აკოცა და გაუღიმა:-დროებით ემა...-თქვა და კარებისკენ წავიდა.
ერიკი ლოგინზე წამოწვა და ქალის სითბოზე ფიქრობდა და ქალის კოცნით თითქოს თავიდან ახლა კიდევ ძღებოდა... რამოდენიმე ხანში საჭმელი ჭამა მარტომ,მერე სახლი მიალაგა თავისი ჭკუით და ემას ნომრის გასაღების დუბლიკადი ამოიღო ჯიბიდან.
უკვე გვიანი იყო ემას დაურეკა და იკითხა სად იყო,მაშინათვე დატოვა სახლი და ქალისკენ წავიდა.
ემამ სამ კონვერტში გაანაწილა ფოტოები და ჩანთაში ჩაიდო. დაემშვიდობა დაცვას და სასტუმროსკენ წავიდა. თავის ნომერში შევიდა და შუქები აანთო. თავის ოთახში შედგა ფეხი და შუქის ჩამრთველს დასწვდა,მაგრამ შუქი არ აინთო.
-ჯანდაბააა! რა მოხდაა?! დაიძახა და ტელეფონს დასწვდა,გასანათებლად. რამოდენიმე ნაბიჯი გაიარა და კაცის ხმა მოესმა: -მომენატრე! -თქვა და ქალს ხელი წაავლო თან,ქალმა იკივლა და დაუყვირა:-ერიკ! შენ ჩააქვრე შუქი?!
კი...
-რატომ?!
-შუქი მოვა! თუ ჩანთებს ჩაალაგებ!
-მერე?!
-ჩემს სახლში წამოხვალ!
-ჯერ არა!
-მაშინ შუქი არ გექნება! არც აბაზანაში!
-ერიკკ!-ერიკკკ! უძახდა კაცს,მაგრამ კაცი ხმას არ სცემდა.
ემამ ყველაფერი ჩაალაგა და ერიკთან გადაბარგდა.
ერიკმა ჩანთები დააწყო ოთახში და ბედნიერმა მიიხუტა ქალი.
ემა კაცისკენ დაიძრა კონვერტით ხელში. კაცმა გახსნა თუ არა ბედნიერმა აკოცა ქალს და ისევ დაუბრუნდა ფოტოებს,ყველა ფოტო დაათვალიერა და ქალი კედელთან მიიმწყვდია:-ეს გემიდან გადაგვიღე?! ქალმა თავი დაუქნია და კაცს გაეღიმა,მის დუმილზე. -კარგი სიურპრიზია მადლობა...-თქვა კაცმა და ქალს აკოცა. კონვერტები დადო და ისევ წაიკითხა და-ძმის სახელები კონვერტის ყდაზე. -დიდი მადლობაა ემაა,ძალიან კარგიაა,-უთხრა ისევ ქალს და ხელში აიყვანა. ლოგინზე დააწვინა და ქალს ჰკითხა საჭმელი გინდაო? რაზედაც ქალი დაეთანხმა. კაცმა კოცნა დაუწყო და ქალს გაეცინა:-ესაა შენი შემოთავაზებული საჭმელიო. კაცმა კიო... ცოტახანში უკან დაიხია და მალევე სამზარეულოდან დაბრუნებული ლანგრით დაიძრა ქალისკენ.
-აბა ამოალაგე ეხლა ტანსაცმელები,უკვე მზადაა გარდერობი! თუ გარდერობი არ მოგწონს ახალს ვიყიდი ხვალ,რომელიც მოგეწონება.
ქალმა თვალი მოავლო ოთახს: -კარგი ოთახია,გარდერობიც მომწონს დიდია და ნორმალური,მაგრამ რათ უნდა ამოლაგება,იქნებ არ მოგყვები ცოლად...თქვა და კაცი გაეკიდა: -იცოდე ემაა ახლა დაგიჭერ და ძალით ჩაგიწვენ ლოგინში! მერე ვერსად გაიქცევი!
-ერიკკ! ერიკკკ! -იყვირა და ლოგინზე დაგდებაც იგრძნო. ქალს კაბა გააძრო და ისროლა. ახლა ჩემს ხელში ხარ ემაა და ვერსად წახვალ!
-კაიი ერიკკ! ამოვალაგებ ყველაფერსს,ოღონდ გამიშვი...მიდი გამიშვი უთხრა რბილად და კაცის ხელი მოშორდა თუ არა მკლავზე, ამოისუნთქა,რომ ხელი გაუშვა კაცმა.
ქალმა კარგად დაკეცა რამოდენიმე მაიკები და თაროზე დააწყო,მერე ჩანთიდან შარვლები ამოიღო ისიც გაასწორა ჩამოკიდა. მთელი ორი ჩანთიდან ტანსაცმელები კაბები,მაიკები,შარვლები,შორტიკები,რამოდენიმე პალტო,სვიტრები სულ დაახარისხა და გარდერობში შეაწყო. გარდერობის რამოდენიმე უჯრა გამოაღო,ცარიელი,რომ იყო გაეღიმა და ჩანთისკენ წავიდა. შიდა თეთრეული წამოიღო და პირდაპირ ჩააწყო უჯრებში,დაკეცილი, და მალევე მიხურა უჯრები. ერთ თაროზე რამოდენიმე ფერის სხვადასხვა სტილის ჩანთები დააწყო, მერე შარფებიც დაკეცა, ჩაალაგა ერთ უჯრაში და გარდერობიც დახურა. ლოგინის თეთრეულიც დააწყო ერთად ერთ დიდ თაროზე და კაცს მიუბრუნდა,რომელიც უყურებდა.
-ესენი მოვრჩი...თქვა და ხელი შემოიწყო დოინჯზე. სად წავიღო სუნამოები,სამკაულები და სახატავის რაღაცეები?!
-ეს ამდენი რამე ჩანთაში გაქვს კიდევ?!
-ხოო!
-ეს სარკიანი უჯრები სულ შენია და ყველაფერი ჩაგეტევა უთხრა და ცარიელი უჯრები გამოუღო.
ქალი სკამზე დაჯდა,და სუნამოები დაალაგა რამოდენიმე. წამოდგა სამკაულების ასაღებად და დაჯდა.
-მე მოგიტან რა მოგიტანო?! -იკითხა კაცმა და ჩანთასთან დაიხარა.
-ისევ სამკაულების კოლოფი! -მიაწოდა მალევე და ისევ გასცა ბრძანება.
ქალს აწოდებდა რასაც ეტყოდა და ქალი ალაგებდა თავის გემოვნებით. რამოდენიმე ხანში ჩაალაგა: სუნამოები,სამკაულები,სათვალეები,თმისამაგრები და თაროები დახურა. მერე საღებავები და სამხატვრო ნივთები ბოლო ორ უჯრაში გაანაწილა და დაკეტა.
-დღეს მოვჩი! მადლობა...თქვა და წამოდგა.
-ბარემ ბოლომდე ამოალაგე! და ამ ჩანთებსაც შევინახავთ თქვა და ქალის ჩანთისკენ დაიხარა. ფეხსაცმელები დაინახა და ქალს მიუბრუნდა: -რომელი ფერის გნებავს ჯერ?!
-ერიკკ! მორჩი საუბარს და შავები მომაწოდე უთხრა და გარდერობის წინ დაჯდა ფეხმოკეცილი.
-შავების მაგივრად თეთრი მიაწოდა და ქალმაც მიხედა: -დალტონიკი ხარ?!
-რა თქვიიი!-ისე იყვირა კაცმა,რომ ქალი შეხტა. კაცი მისკენ წავიდა ხელი მოხვია ქალს,თავზე აკოცა და თვალებში ჩახედა:-საიდუმლო ხარ!-თქვა და უცბად აიღო ხელში გასაღები. ქალს აკოცა და თვალებში ჩახედა:-არაფერი მიალაგო,სანამ მე არ მოვალ!-თქვა მკაცრად და უცბად გავარდა გარეთ.
ერიკმა სამსახურში მიირბინა,ყველა საბუთი გამოართვა ფრანკოს და მის კაბინეტი დაიკავა. ყველა საბუთს, ყველა ჩაწერილ დეტალს გადახედა და მხოლოდ ერთმა სიტყვამ ამოხსნა მისი მკვლელობის სიუჟეტი. რამოდენიმე ხანში ჩააბარა მასალები ფრანკოს და სახლისკენ დაიძრა.
სახლში შევარდა და ქალი დაინახა,რომელიც ელოდებოდა ქალს უცბად მოხვია ხელები და თვალებში ჩახედა. ჩახედა და თითქოს მიხვდა...მიხვდა ყველაფერს და თავისი წამის წინ აწყობილი გამოძიების მასალა დაუდასტურდა,ამ ერთი შეხედვით,რომელშიც თითქოს ქალის თვალებს ჩასწვდა,რომელსაც უმალავდა ხოლმე როცა კაცს არ შეხედავდა და ახლა მიხვდა. სასმელს ხელი წაავლო და მოსვა. ქალი მისკენ დაიძრა გაკვირვებული და კაცს ბოთლი დაუჭირა.
-არ გითქვამს ცუდი უფროსი იყოო...არადა უნდა გეთქვა...-თქვა კაცმა დაბოხებული ხმით და ქალს ხელი ნიკაპზე ჩაავლო და თვალებში ჩახედა:-ცუდი კაცი იყო ზაანი?!
-კი თქვა ქალმა ჩუმად და ერიკმა ბოთლი მოისროლა. ჯანდაბა ამიტომაც მოიშორა ფედერიკომ ის! რატომ არ მითხარი,ყველაფრის მოყოლას არ ვითხოვდი,მხოლოდ ის გეთქვა რაზეც გკითხე- გეთქვა ცუდი ადამიანი იყოო!
-მერე იმასაც მკითხავდი რატომ იყო ცუდიო! -თქვა ქალმა გაბრაზებულმა და აივნისკენ გავარდა. კაცი უკან მიჰყვა. მხოლოდ ერთი სიტყვა ერთი სიტყვა კმაროდა,რომ გეთქვა და გავიგებდი შენს გრძნობებს... დავინახავდი შენს თვალებში დამალულ საიდუმლოს, დავინახავდი შენს ხელთათმანების მიღმა დამალულ საიდუმლოს!
-ერიკ! -თქვა ქალმა და თავის ახალ ოთახისკენ დაიძრა,-დროა ახლა შავები მომაწოდო,-უთხრა და ისევ ჩამოჯდა გარდერობის წინ.
ერიკი მისკენ დაიძრა და შავი ფეხსაცმელები მიაწოდა. ქალმა გაუღიმა და მადლობა გადაუხადა. რამოდენიმე ხანი ფეხსაცმელებს აწყობდნენ, თავის ფიქრებში ჩაძირულები. ემა წამოდგა ფეხსაცმელებს გადახედა და ტრილიაჟისკენ დაიძრა,სარკეს თვალი მოავლო და კაცის სილუეტიც დაინახა მისკენ წამოსული. კაცმა ხელები მოხვია და ჩაიხუტა. თვითონაც გადახედა ქალს სარკეში,თვალი სუნამოებს მოავლო,იცნო ნაცნობი ფლაკონი და ჩაეღიმა.
-აბა კმაყოფილი ხარ ოთახით თუ არა?!-ჩაეკითხა ქალს და ლოყაზე აკოცა.
-მე შენთან ყველაფრით კმაყოფილი ვარ! -უთხრა და კაცს კისერზე ჩამოეკონწიალა: მეძინება ერიკ!
-მერე ლოგინი აქვეა!-უთხრა და ქალს ხელი მოკიდა.
-ერთი წამით!!! შენ აქ არ დაიძინებ!-თქვა ქალმა და კაცს გაუღიმა.
-დავიძინებ!
-არა!
-დავიძინებ! ჯერ არ დამისრულებია შენთან ეს ღამე! -უთხრა და ქალს ხელი წაავლო და ლოგინზე დააწვინა.
-რას აპირებ?!-თქვა ძლივს ქალმა და თავი გასწია,რომ კაცის თვალებში ჩაეხედა და წაეკითხა მისი ფიქრები მაინც.
-სალაპარაკო გვაქვს. არ გაინტერესებს სად გავიქეცი ამ ღამეს?! ან გამოძიება,რომ დავხურე მხოლოდ ფედერიკოს აღიარების შემდეგ და მიზეზი არ გაგვირკვევია,არ გაინტერესებს მკვლელობის მიზეზი?!
-არა...-თქვა ქალმა და უცბად წამოდგა ლოგინიდან, როგორც კი მისი პასუხით გაკვირვებულმა კაცმა გაუშვა ხელი.
-რატომ?! იცი ამის პასუხი და ამიტომ არ გაინტერესებს?!
-მორჩა ერიკ! ახლა ისიც მითხარი ბარემ შენ დაგეგმე ეს მკვლელობაო!-თქვა გაბრაზებულმა და პირსახოცს წაავლო ხელი,თან გააგრძელა,-აბაზანაში შევდივარ და გთხოვთ დატოვოთ ჩემი ოთახი...
კაცმა ქალის მიმავალ სილუეტს გადახედა და ლოგინზე მიწვა. ჭერს ახედა და ისევ წავიდა ფიქრებში ქალის საიდუმლოებაზე.
ემა წყლის ქვეშ ფიქრებში ატარებდა. ახლა მისი ფიქრები მკვლელობას და თავის თავზე გადახდენილ ამბებს უკავშირდებოდა. გაბრაზებულმა დაკეტა წყალი და მაშინათვე გამოვარდა პირსახოციანა. გარდერობისკენ დაიძრა,პიჟამას დაავლო ხელი და კაცს გადახედა,რომელსაც თვალები მიეხუჭა. ჩუმად დაიძრა აბაზანაში,პიჟამა ჩაიცვა თუ არა ჩუმად დაიძრა აივნისკენ. თმებს ქარი ურხევდა,მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. ფიქრებში გართული უცქერდა სამყაროს და თავს ხან წინ ასწევდა,ხან დაღუნავდა. კაცი ჩუმად წავიდა მისკენ,რომელსაც არ ეძინა. ქალის სხეულს გადახედა და ჩუმად წარმოთქვა:-ხელთათმანებს,მხოლოდ იმიტომ აღარ ატარებ,რომ ეჭვი გამიფანტო?! ქალი მისკენ შეტრიალდა,მუაჯირს მიეყრდნო ზურგით და კაცი აათვალიერა. -და გავფანტე ეს ეჭვი?! -იკითხა ქალმა და კაცს ჩაეღიმა.
-მე კითხვა დაგისვი და მიპასუხე ემა...-თქვა და ხელი მოკიდა ქალს მკლავში.
-დაკითხვაზე ვარ ისევ?!-გაეცინა ქალს და ოთახისკენ დაიძრა,-ვცდილობ,რომ ეჭვი გაგიფანტო.-თქვა ქალმა და ლოგინში დაწვა. ერიკი უცბად დაიძრა მისკენ და ქალს გვერდით მიუწვა თუ არა,ქალმა ოთახიდან გაუშვა და თვალები დახუჭა.
ქალი წამოდგა. რამოდენიმე ჭიქა დალია. ლოგინისკენ დაიძრა და ლოგინზე იკოტრიალა ჩაფიქრებულმა,უნდოდა ერიკისთვის მოეყოლა ყველაფერი,მაგრამ არ ეგონა ასე უცბად თუ მოვიდოდა ეს დღე...
-ჯანდაბა!...მინდა ვუთხრა,მაგრამ როგორ მოვუყვე ან საიდან დავიწყო! მინდა იცოდეს სიმართლე...სიმართლე...ეს საშინელი სულელური სიმართლე! ყურებზე ხელი მოიჭირა და თავი გააქნია: წადი! წადი ჩემი გონებიდან წადი! უნდა დავივიწყო დავივიწყო! -თქვა და ფეხზე წამოხტა. სამზარეულოში გავიდა და სასმელის ძებნა დაიწყო. ყველა უჯრა გააღო და ბოლოს მიაგნო თუ არა,თავი მოხსნა და მოიყუდა. ის დღე გაახსენდა,უფრო აეშალა ფიქრები და სასმლით ხელში წავიდა ფეხშიშველი,ფეხები სულ მთლად გაყინვოდა გრანიტის ფილებზე,მაგრამ ამას უკვე ვეღარ გრძნობდა,სასმელი მოიყუდა და პირდაპირ დალია რამოდენიმე ყლუპი.
-ერიკ! -მოესმა კაცს ემას ხმა და უცბად წამოდგა ფეხზე.

-არრააა არ შემიძლია არ შემიძლია! -თქვა და ისევ მოიყუდა ბოთლი პირზე.
ერიკმა მალევე გააღო კარები და ქალისკენ წავიდა. დაინახა ბოთლით ხელში ქალი,რომელიც ლოგინზე იჯდა და ცრემლები მოდიოდა.
-ემააა...
-აქქ რა გინნდაა?! -თქვა ძლივს და კაცს არც შეხედა.
-ემააა! რატომ დალიე?! რამე მოხდა?!
-არაფერი! -თქვა მკაცრად და ისევ მოიყუდა ბოთლი და ფეხზე ადგა.
-გასაკვირი არ არის?! იმ რიცხვში თვრები როცა ის ადამიანები მოკვდნენ?!
-მომშორდი არ მინდა შენი დახმარება! მოიშორა კაცი და ოთახის კარებთან დადგა.
-ემაა! ძლივს დადიხარ!
-მერეეე შენნნ რაა?! ახლა გიინდა მთვრალს მაინც მათქმევინო სიიიმართლე?! ისეთი მთვრააალი არასდროს ვარ რომ ის ვთქვა რაც არ მიინდა! -თქვა ძლივს და კაცის სხეულისგან გაიწია.
-ემააა დამშვიდდიი...აღიარე,რომ იცი ამ მკვლელობის მიზეზი.მე მაინც მომყავხარ ცოლად... უბრალოდ მინდა სახეში მიყურო და მითხრა სიმართლე!
-მეტი საქმე არ მქონდა! ვიღაც ნაძირალას გამო ციხეში ვიჯდე! მე მართალი ვარ ჩემს თავთან და უდანაშაულო ვარ! თვალებში კი ზოგჯერ იმიტომ არ გიყურებ,რომ არ მინდა სიმართლის თქმააა! -და გაეცინა,-არაა მინდააა...თქვა და ლოგინზე დაჯდა და ატირდა.
-ემააა...მე შენს გულს ვცნობ,მითხარი ყველაფერი,რა გაწუხებს ასე...რა არის რისი თქმაც გინდა და ვერ ამბობ...მითხარი მოგისმენ...
-არ მინდაა!-წამოიყვირა ქალმა და უცბად წამოდგა ფეხზე. კაცმა ხელში დაიჭირა და ლოგინზე დააწვინა.
-კარგიიი ემაა,დაიძინე! ვნახოთ ხვალ რა გემახსოვრება!
-ყველაფერი მემახსოვრება და კარგად დავიმახსოვრებ!
-ეს დალიე და თავის ტკივილი გაგივლის! -უთხრა და ჭიქა გაუწოდა.
-არ მინდა!- ადგა, მაგრამ ყველაფერი დატრიალდა იქვე ლოგინზე ჩამოჯდა უცბად, ჭიქისკენ დაიხარა და ერთბაშად დალია.
-ნელა დალიე!
-რა გინდა?! თქვი და წადი!
-წეღან მითხარი ღირსი იყო და მოვკალიო!
-მართლაა?! -გაიკვირვა ქალმა. მე კი მეგონა გითხარი ერთხელ გავიფიქრე, მაგრამ არ განმიხორციელებიათქო!
-ეგეც მითხარი! მერე აღიარე!
-ის რაც არ ჩამიდენია არ ვაღიარებ! იმიტომ რომ არ ჩამიდენია!
-ძალიან მოურჯულებელი დამნაშავე ხარ!
-დამანებე რააა თავი!
-ჩემთან ტონს დაუწიე ხოლმე!
-რისთვის მოხვედიიი?! -წამოიძახა ისევ ხმამაღლა.
ხელში წვდა და ქალის სხეული ახლოს მოსწია: -ხმადაბლა მელაპარაკე! მთვრალმა დამიძახე და მოვედი,შენზე ვნერვიულობ ემააა...ამიხსენი უბრალოდ მომიყევი რაც სათქმელი გაქვს,შენ დალიე თანაც იმ რიცხვში როცა ისინი მოკვდნენ!
ემას ფერი ეცვალა: ნუთუ დამთხვევაა ზუსტად იმ რიცხვში როგორ მოკვდნენ როცა ეს ამბავი გადამხდა?!
-როდის მოკვდნენ გამახსენე თვე და რიცხვი!
მოისმინა თუ არა ისევ ფიქრებში წავიდა: -ზუსტად მომხდარი ამბავის რიცხვი დაემთხვა! წარმოუდგენელია! ასეთი დამთხვევა!
-ამდენი ხანი კითხვის პასუხებს ეძებ?!
-რა კითხვა გაქვს?!
-რატომ გინდოდა მათი მოკვლა?!
- არ მომიკლავს! მაჩვენე დამამტკიცებელი საბუთი და დაპატიმრების ორდერი და წამიყვანე!
-მე არ მითქვამს შენ გაბრალებთქო,მე მაინტერესებს რატომ მოგინდა მათი მოკვლა?!
ქალი უცბად წამოდგა და კაცს გაბრაზებულმა შეხედა:-დანიელას არ ვიცნობდი! მას არაფერი დაუშავებია ჩემთვის!
კაცი წამოდგა ქალის სხეული ჩაიხუტა და თავზე აკოცა:-ვიცი...ვიცი იმ კაცმა გატკინა,მაგრამ არ მეუბნები არ მიყვები არაფერს...-კარგი დამშვიდდი და დაიძინე...-თქვა და ქალს ხელი გადაუსვა თავზე.-ამდენი არ უნდა დაგელია,ან ესე უცბად,როგორ მოასწარი...
-ერიკ...-თქვა ჩუმად ქალმა და თვალები დახუჭა.
-გისმენ... ემააა...-თქვა კაცმა ისეთი რბილი დაბალი,ნაზი ტონით ქალს გულში სითბო ჩაეღვარა და კაცს ხელი მოხვია.
-არ მინდა ტიროდე...არავის გამო...-მოესმა და ქალს სახეზე გადაუსვა ხელი,-დაივიწყე ყველაფერი,ყველაფერი ცუდი დაივიწყე და მოიშორე...-თქვა და ქალის სახეს სახე მიუახლოვა და აკოცა.
-მინდა ვილაპარაკოთ...თქვა ჩუმად და ლოგინზე დაჯდა და თავი დახარა ძირს.
-ემაა...კარგად ხარ?! -გისმენ მოდი ჩემთან,რისი თქმა გინდა,მოგისმენ,- თქვა და ქალი კალთაში ჩაიჯინა. რატომ დალიე...რა მოხდა ისეთი,რომ მეც გავედი და სასმელი დალიე. მომიყევი მე ყველაფერს გავიგებ...ეს კიდევ დალიე უთხრა და ჭიქა გაუწოდა ქალს. ხელი მოკიდა და კაცის ხელში მოქცეული ჭიქა მოიყუდა და თავი დაადო მხარზე კაცს.
-როგორ დავიწყო...ან საიდან...საიდან...ფიქრობდა და ცრემლები სცვიოდა თვალებიდან. კაცის ხელი იგრძნო როგორ გადაუსვა თავზე და მისი კოცნა: -ემააა...განთავისუფლდი ამ ტკივილისგან მომიყევი...მომიყევი რაც გაწუხებს...მომიყევი და განთავისუფლდები...მომიყევიი ეს ამბავი ნუთუ არ მენდობი! მე ხომ მიყვარხარ...მიყვარხარ და შენთან ყოფნაზე ვოცნებობ...მომიყევი ემაა...გგონია ვერ გავიგებ და შენს ტკივილს ვერ გავიზიარებ?!
-ის კაცი რომლის მკვლელობასაც მაბრალებდი მართლა მინდოდა მისი სიკვდილი...
-რატომ?!!!
-მართლა გჯეროდა,რომ მე ჩავიდენდი ამას?!
-არაა...ემააა...გულის სიღრმეში მჯეროდა,შენი უდანაშაულობის..
აცრემლებულმა თავი დაადო მკერდზე და კაცს ქვევიდან ახედა,კაცმა სახეში შეხედა და თვალებზე დასწვდა,აკოცა და ხელი მოუსვა ლოყებზე: ემააა...არ მინდა ტიროდე...არ მინდა გტკიოდეს და ვერ მეუბნებოდე შენს ტკივილს...მინდა მენდო და მომიყვე შენი ტკივილი...გაგიგებ...დამიჯერე...
ქალმა ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა,ისე დაიწყო საუბარი. ყველაფერი მოყვა პირველი სამუშაო დღიდან მოყოლებული,ყოველი დეტალი,ყოველი წვრილმანი. სახეზე ხან თვითონ იმშრალებდა ცრემლებს,ხან კაცის ხელების შეხებით გამთბარი დუნდებოდა და ძლიერდებოდა. კაცმა სახეში ჩახედა და თვალებზე აკოცა,ქალმა უცბად გაახილა თვალები და უცბად დახუჭა. კაცის მკაცრი,სევდიანი თვალები დაინახა და უცბად დახუჭა თვალები. გაჩუმდა,ამოისუნთქა და სათქმელი გააგრძელა:
იმ დღეს უფროსთან ერთად ვამოწმებდი მასალებს...სამუშაოზე მესაუბრებოდა, ცოტახანი გაჩერდა...ჩემი...ჩემი ხელი დაიჭირა ხელში...უცბად გაჩუმდა ქალი და კაცს მიეხუტა და თვალები მაგრად დახუჭა,-უცბად მაკოცა ხელზე და მადლობა გადამიხადა შესრულებული სამუშაოსთვის...იმ დღესს იმ დღესს არ ვიცი რატომ მივედი იქ იმ წყეულ კაბინეტშიი! ან საერთოდ რატომ აღმოვჩნდი იქქ იმ სამუშაოზეე! არ ვიცი იმ წამს მისი შეხებისას რა დამემართა...არაფერი არ ვიცი გულში არაფერი მიგვრძვნია ყველაფერი სრულიად გამეყინა...რამოდენიმე ხანი ისევ საუბარში გავაგრძელეთ და მოვრჩი თუ არა დავემშვიდობეთ ერთმანეთს უბრალოდ და კარებისკენ წავედი. კარებში გავედი და მალევე გამოვიდა კარებიდან,კარებში მითხრა... ისს ისს რასაც ვერ ვიტან რომ მეუბნები:-ტკბილი... და იმ დღესს მახსენებსსს...ვერ ვიტან იმ დღიდან იმ სიტყვას მძულს და მეზიზღება,იმწამსვე ეს სიტყვა მის ერთ საშინელ კოცნას მახსენებს და ვკვდებიი! თქვა და კაცს ხელები მოუჭირა სხეულზე...იმ წამსვეე ისე დავეშვი კიბეებზე არ მახსოვსს...რამოდენიმე ხნის მერე ჩემს გვერდით ქუჩაში იდგა და მითხრა: წაგიყვან სადაც მიდიხაროო... არა მადლობთ მეთქი და დავემშვიდობე,ჩვეულებრივად,ისე რომ არ მიგრძნობინებია რაიმე...მალევე უკან მოტრიალდა და შემეკითხა: კიდევ როდის შემხვდები სამუშაოზე სასაუბროთო,მასალები ისევ დასალაგებელი გვაქვსოო...უცბად მოვიფიქრე ორ დღეში ამათ გავამზადებ მეთქი და დავემშვიდობე...კიბეებზე ჩავირბინე და მეორე ქუჩაზე გადავედი... რამოდენიმე ხანი ქუჩებში ვიარეე...ტელეფონი გამივარდა,უბრალოდ ავიღე და ჯიბეში ჩავიგდე ისე რომ არც მაინტერესებდა დაიფშვნა გადარჩა თუ იქ დარჩა ტრასაზე რაიმე ნაწილი. ქუჩებში დავდიოდი და არ ვიცოდი სად წავსულიყავიი...არც სახლში წასვლა მინდოდა და არც არაფერიიი...იმ დროს იმ კაცის მოკვლა მინდოდა და რომ შემძლებოდა დავახჩობდიი! როგორ მინდოდა იმ დღეს იმ წუთას,შემძლებოდა და მისთვის სილა გამერტყა...ახლა ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი რომ გამერტყა მისთვის სილა...სახლში მივედი ისევ ჩაფიქრებული და გულამოცლილი შევედი სახლში. ჩემები სახლში არ იყვნენ,ორი დღე წასულები იყვნენ და ლოგინში ორი დღე ვიწექი და ვტიროდიი...საჭმლის ჭამაც მეზარებოდა... ყველაფერი მძულდა და მეზიზღებოდა...ჩემი თავიც მეზიზღებოდა და მძულდა...ხელს რომ დავინახავდი ახლოს სადღაც შორს მიმქონდა,რომ არ შემხებოდა...ხელს ავიღებდი და სადღაც შორს გადავსწევდი,რომ ახლოს არ მქონოდა. მთელი დღე ის დღე ტირილში დავიარებოდი სახლში...რამოდენიმე საათში მისი ზარი შემოვიდა ტელეფონში და ზიზღით ავიღე ხელში...მისი ხმა,რომ გავიგე ისეთი სიძულვილი ვიგრძენი მალევე დავასრულე საუბარი და იმ ღამესვე მივწერე სამუშაოდან მივდივარ მეთქი,არც თქვენი მამობრივი მზრუნველობა არ მომეწონა და არც თქვენი საქციელი მეთქი! იმ დღის მერე აღარც მასთან მისაუბრია და არც მისგან არ მომსვლია რაიმე ერთი პატარა სიტყვა მაინც: არ მინდოდა და არ მეგონა ასე ცუდად თუ გამოვიდოდაო...არც ბოდიშიი! არც არაფერი უთქვამს! სრულიად არაფერიი...მე კი მთელი საათები და ღამეები ვიწექი ლოგინში და ვტიროდიი...მეგონა იმ დღეს მოვკვდებოდი...მინდოდა სიკვდილი მინდოდააა...არ მეგონა თუ ასე ვინმე შემოაღწევდა ასე ერთი კოცნით და ასე მატკენდა გულსს... მის მერე თანამშრომლებს გადავეცი ჩემი მასალები და ყველაფერი მივაწოდე თანამშრომელს...თანამშრომლებთან საუბარი ან მათი შემოსული ზარიც კი მაღიზიანებდა და ყველაფერს მინადგურებდა... მთელი დღეები სახლში ვტიროდი და თან იმას ვფიქრობდი,ჩემებს როგორ ვუთხრა რბილად,რომ გული არ ეტკინოთ ჩემი ტკივილის გამო მეთქი...ბოლოს პირდაპირ ვუთხარი არ მომეწონა სამუშაო და წამოვედიმეთქი! მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე! მთელი თვეები გადიოდა,ღამეები ლოგინში ვიწექი,ბალიშს ვეხუტებოდი და ვტიროდი...ვტიროდი რომ სილა ვერ გავარტყი...ვტიროდი,რომ გაწონასწორებული ხასიათი მქონდა და მშვიდად,რომ გამოვედი კაბინეტიდან. მთელი ღამეები ვფიქრობდი...ამ ამბავზე და მის დავიწყებას ვცდილობდი,მაგრამ ვიძირებოდი ამ ტკივილში. იმ დღის მერე ბედნიერება,სიცოცხლის სურვილი,იმედები,გეგმები,ოცნებები ყველაფერი სადღაც გამიქრა და დაიკარგა.არაფერი არ მინდოდა არაფერიი...ლოგინში ვიწექი ღამე და ვტიროდი,ისე ვტიროდი გული ისე ძგერდა მეგონა დრო მოვიდა და ვკვდებითქო...ლოგინში ვიწექი და ველოდებოდიიი...ველოდებოდი რომ მოვიდოდა სიკვდილი და ამას მშვიდად ცრემლებით ველოდებოდი,რადგან მტკიოდა და მინდოდა სიკვდილი...მინდოდააა...მინდოდა ჩემი ცხოვრებიდან მისი წაშლა ამოშლა და გადაგდებაა...არ ვიცი ამ კოცნამ რატომ მოახდინა ჩემზე ასეთი დამანგრეველი ძალა...იმ დღის მერე არც სუნთქვა მინდოდა,არც სამუშაო...რაიმე სამუშაოს ხსენებაზე,მისი სიტყვის გაგებაზე ან რაიმე ამ სამუშაოს შესახებ გაგებაზე და მოსმენაზე,მაშინათვე ხელებს მაგრად ვმუშტავდი და თავს ვეუბნებოდი: მოითმინე მარია მოითმინე! ცოტაც და დასრულდება! ეს ტკივილიი...არც რაიმე საჩუქრები აღარ მომწონდა,რასაც მაჩუქებდნენ და არც რაიმეს ყიდვა მინდოდა...რასაც ვიყიდიდი აღარ მინდოდა და უკან ვაბრუნებდი...ვყიდულობდი ნივთს და უკან მიმქონდა,აღარ მინდოდა,ის ნივთი,რომელიც ასე ძლიერ მინდოდა მქონოდა,აღარ მინდოდა და მეზიზღებოდა...ყველა ნივთი,რაც მითხოვია მშობლებისთვის,აღარ მდომებია და უკან დაბრუნება მდომებია,მაგრამ ყველა ნივთს უკან ვერ ვაბრუნებდიი... ერთადერთი ნივთი იყო,რომელიც უკან დავაბრუნე,ძალიან მინდოდა მაგრამ უკან დავაბრუნეე... ყველაფერი აირია ჩემში...რა მინდოდა ან რა უნდა გამეკეთებინა აღარაფერი აღარ ვიცოდი...მხოლოდ მინდოდა სიკვდილი,რომ დავმშვიდებულიყავი და ეს ტკივილი დამვიწყებოდა...რამოდენიმე დღეები ასე ვიარეე...მერე უფრო ვუღრმავდებოდი იქ მომხდარ ამბავს...თავს ვუმეორებდი უფრო სხვა რამე რომ მომხდარიყო,მერე რას ვიზამდი ან რას გავაკეთებდი მეთქი... უფრო ვიძირებოდი ამ ტკივილში და ყოველ წამს ჩემს თავს ვეუბნებოდი სხვა რამე რომ მომხდარიყოთქო... ღამე ვიწექი და ვფიქრობდი ამ ამბავზე,ვფიქრობდი და უფალს ვეკითხებოდი,რატომ მიმატოვე იმ დღეს მეთქიი...და იცი რა მივხვდიი?!მივხვდი ერთ დღესს: უფალს იმ დღეს არ მივუტოვებივარ,იმ დღეს ამით მანიშნა,რომ იქიდან წამოვსულიყავი...და უფრო ძლიერს გამეგრძელებინა ცხოვრება...იმ წუთიდან როგორც კი მივხვდი,რომ არ მივუტოვებივარ ვეუბნებოდი მადლობაას...რომ არ მიმატოვე უფრო დიდი ჭრილობისგან რომ მიხსენი და რომ ჩემს გვერდში იყავი მეთქიი...ეს ისე მაბედნიერებდა,რომ ბედნიერება მიბრუნდებოდა,მაგრამ მაინც არ მინდოდა სამუშაო არავისთან და არსად! არავინ არ მინდოდა ჩემი უფროსი ყოფილიყო! ქალიც კიი! იმ დღის მერე შევიცვალე თითქოს შიგნით ჩემში შევიცვალე...აღარ მინდოდა აღარც სახლი,სახლს,რომ ვუახლოვდებოდი იმ სახლში შესვლაც კი არ მინდოდა და მაინც მთელი დღეები,თვეები სახლში ვიჯექი ფიქრებში და სახლის საქმეებში ჩაფლული...სამუშაოზე ერთი სიტყვაც კი მაგიჟებდა და მაფორიაქებდა,გულს მისერავდა და მგლეჯდა თითქოს,ისევ თავიდან განვიცდიდი და თავიდან ვხვდებოდი იქ იმ კაბინეტში მარტო მეეე...ახლა რას ვნანობბ?! მარტო იმას რომ მისი ან ჩემი სიკვდილი,რომ გავიფიქრე გონებაში...მაგრამ ვნანობ ვნანობ,რომ წონასწორობა გამოვიჩინე და სილა არ გავარტყიი...მაგრამ ალბათ ჩემმა თავშეკავებამ მიშველა იმ დღეს,რომ სილა არ გავარტყი,რადგან მჯერავს,უფრო გაცილებით უარესი და სასტიკი რამე მოხდებოდა... დრო გავიდა და უბრალოდ სახლიდან წასვლა მომინდა და წავედიი...ბოსტონში...ავდექი და წავედი აქედან,აქ თითქოს რაღაც მაშინებს მანადგურებს და მყინავს,აქ ყველაფერი ცივი სასტიკი და საშინელი მეჩვენებოდა... ჩემი საყვარელი ადგილი საფრანგეთი და იტალია იყო,არცერთ ქვეყანაში არ მდომებია წასვლა,რადგან არ მინდოდა ამ ტკივილით მომევლო ის ქუჩებიი...ის ადგილები,რომლებიც ძალიან მაინტერესებდა და მიყვარდა შორიდან...იმ დღეებში,რომ ეთქვათ მარია იტალიაში წახვალ თუ საფრანგეთშიო ვიტყოდი: დავიწყების ადგილას სადაც ამ ამბავს დავივიწყებ და მშვიდად ვიცხოვრებ,ჩემს მოწონებულ სამუშაოზე მხოლოდ,სადაც მე ვიქნები უფროსი მეთქი...მხოლოდ ამას ვიტყოდი... მხოლოდ იმ ერთ დღეს ვცდილობ,სასმელში დავიცალო იმ ტკივილის მარწუხებისგან,რომელიც იმ დღემ მომიტანა,იმ წარსულის დღემ...გადარჩენასა და თავის ბედისწერასთან ერთად... მერე კი ახალ გარემოში ახალ სამყაროში,ახალი იმედებით,ახალი სახელით და გვარით თითქოს სიცოცხლე შევიძინე,მაგრამ ბოლოს გამიჭირდა და ალმას ამაზე ვესაუბრებოდი...მასთან მივდიოდი და ვესაუბრებოდი...აქ ჩამოსვლის მერე ამდენი ხნის მერე კი მშობლებსაც მოვუყევი ყველაფერი და თითქოს დამშვიდდი,მაგრამ მაინც მახსენდება ის დღე... იმ წამის შეგრძნობილი ახალი საშინელი გრძნობები,გულში დამყვებოდა ყველგან და არ მშორდებოდა,ისე იყო მიკრული ჩემს სხეულს,თითქოს მაგნიტივით მიზიდავდა ამ ტკივილის გახსენება... -თქვა ჩუმად და მძიმე ამოხვნეშის მერე გაიღიმა და დამშვიდებულმა წარმოტქვა:-შენთან ყოფნა მამშვიდებს...და ერიკის ხელები იგრძნო სახეზე თუ არა უცბად გაახილა თვალები და კაცის ხელს დახედა:
-ერიკკ...ერიკკკ...-იყვირა უცბად ქალმა და ლოგინიდან წამოხტა.კაცის ხელს ხელი მოკიდა და აბაზანისკენ დაიძრა:- ეს იმიტომ კი არ ვთქვი რომ გეტირაა და ეს გაგეკეთებინაა იყვირა და კაცს ჩაეხუტაა. წყალი გახსნა და როგორც კი ხელი გადააბანინა სისხლიანი,სახე მობანა თავისი ხელებით. მერე თვითონაც დაიბანა ხელ-პირი და კაცს მიეხუტა.
-შენ ჩემს დას ეხმარებოდი ასეთი ტკივილის გამო და მე კიდე ეს ახლა გავიგეე,და თანაც მეც მოგიყევი ესეთი ისტორია. მე კიდე რა სისულელეებს გაბრალებდიიი... რომც მოგეკლააა...ღირსი იყოოო...
-არ მინდოდა შენც გტკენოდა გული ერიკკ,ამიტომაც არ მოგიყევიი...
-ახლა ემააა?!
-რა ახლააა?!
-ახლა გტკივა ისევ ეს ამბავიი თუ მოიშუშეე?!
-არის ტკივილი რომელსაც ადამიანი იშუშებს, არის რომელსაც დრო ისევ სჭირდება ან საერთოდაც ვერ იშუშებს,არ ვიცი ჯერ ეს ტკივილი მახსოვს რადგან ფიქრებში ყოველთვის მომდის ის აზრი: რა იქნებოდა რომ კოცნის გარდა სხვა რამე მოენდომებინა და განეხორციელებინა მაშინ ხომ მაშინ აქ არ ვიქნებოდი და არც დედამიწაზე...
-ემაა ამას ნუ ამბობბბ,მე გავაკეთებ ყველაფერს რომ დაივიწყო ის ტკივილიიი როგორ გტკივებია და მე კი შენთან ასე გვიან მოვხვდი და არა ადრეეე... და ქალს მთელი ძალით ჩაეხუტა ისე რომ ქალმა იგრძნო მისი ცრემლებიც და თვითონაც ცრემლები წამოუვიდა... ერიკმა თვალებში ჩახედა და ცრემლები მოწმინდა იმ ურჩხულის გამო არასდროს იტირო ემაა შენ მან ვერ დაგამარცხა! შენ მან ვერ დაგამარცა და ვერ დაგიმორჩილა!ემაა ის მკვდარიაა...შენ ის აღარ შეგეხება აღარრ! აღარ მოვა შენთან და აღარ გატკენს გულს! შენ ის ახლა აღარასოდეს შეგეხება ის უკვე იქ არის და შენ ახლა ჩემთან ხარ და სამუდამოდ ასე იქნება!
-ზოგჯერ მგონია რომ მართლა შავი ლანდი ვარ იებით ხელში...ან ცოცხალ-მკვდარი დავიარებიიი...
-არაა ემაა არააა...შენ ცოცხალი ხარ ცოცხალი და ბედნიერი იქნებიი...ჩემთან ერთად იქნები ბედნიერიი...შენ სამუდამოდ ჩემი იქნები ჩემი ემააა და არა ის ლანდი შავი იებით ხელში...მე მხოლოდ შენ მიყვარხარ შენნ! დანახვისთანავე შემიყვარდი, როგორც კი შენი ფოტო დავინახე,მაშინათვე ჩამივარდი გულში...რომ იცოდე იმ დღეს იმ დღესს მანქანაში და კაბინეტშიც,როგორ ვიკავებდი თავს,რომ არ მოაგხლოებოდი...თვალს,როცა მაცილებდი ვგრძნობდი,რომ რაღაცის დამალვა გინდოდა და ჩემგან გინდოდა დაგემალა... მაგრამ ახლა მენდე და მომიყევიიი...მიხარია,რომ მენდეე და გამანდე ეს ტკივილიი...
-ერიკკ...ხელიი მოდი შეგიხვევვ!
-ემაა არ მტკივაა...ეს შენს ტკივილთან შედარებით არაფერიაა...
-ერიკკ! მე არ მტკივაა! ახლა ბედნიერი ვარრ! პირველად მოვყევი ეს ისტორია ჩემი ნებით და თანაც შენთანნ! -თქვა და კაცს ხელები მოხვია: -ბედნიერი ვარრრ! უჩურჩულა და ლოგინზე დააწვინა კაცმა და ზემოდან დახედა.
ქალი ერიკს მიეხუტა და ხელები მოხვია,მალევე წამოდგა და გაჭრილი ხელი შეუხვია.
ემა უკვე გამოფხიზლებული კაცს მიხუტებოდა. კაცს თავის ხელებში მოექცია ქალის ხელები და მის ხელებს ხელებში იქცევდა.
-ახლა გასაგებია,რატომაც დადიოდი იმ ორგანიზაციაში...შენ მათი წევრი ხარ და იმ ქალებს ეხმარები,ვისაც სტკივათ რაღაც?!
-კი და ესეც დანაშაულიაა?! -გადაიხარხარა ქალმა და კაცს აკოცა.
-არაა! ამას ვაფასებ ემაა! შენი მხრიდან ეს დიდი ძლიერი ნაბიჯია.
-მათ ვურჩევ შეძლებისდაგვარად,როგორ გაუმკლავდნენ ამ ტკივილს,მაგრამ მათთან საუბარში ჩემს ტკივილსაც ვეხები და ძალაუნებურად ვიხსენებ ყველაფერს თავიდან...
-ამ ისტორიას უყვებიი?!
-გაქვს დაკითხვის ფურცელიი?! -ჩაეკითხა კაცს და ლოყაზე აკოცა.
-არააა...თქვა კაცმა და ქალს ხელი მოხვია წელზე.
-ვუყვები მაგრამ არა ისე,როგორც შენთან მოვყევი...შენთან მთლიანად ყველაფერი მოვყევი...უთხრა კაცს და სახეში ჩახედა: ახლა დროა ისევ სახე დავიბანოთ ორივემ.ისე ვიყავი გართული,მოყოლაში,როგორ გაიჭერი არ გამიგიაა...ბოდიშიიი...
-ემაა...მე გიხდი ბოდიშს...-უთხრა რბილად და ქალს აკოცა:-ბოდიში,რომ საკანში მოხვდი...მაგრამ მიხარია...
-ანუ დამნაშავედ, რომ მოვხვდი შენთან ეს გიხარიაა! -გადაიხარხარა ქალმა და კაცი მოიშორა სხეულიდან.
-ემააა...უთხრა ქალს და ხელში აიყვანა,ქალი ლოგინში დააწვინა და გვერდით მიუწვა:ახლა გასაგებია ხელთათმანებს იმიტომ ატარებდი,ხოლმე,რომ ის კოცნა დაგევიწყებინა... და შენი ხელი დაგემალა...
-და რომ არავინ არ შემხებოდა...ამიტომაც ადამიანებს ხელს არ ვართმევ...მაგრამ ნუ მკითხავ,რომელი ხელი იყო,უბრალოდ იცოდე,რომ მე შენი კოცნა, არ მტკივაა...ეს ძალიან მაბედნიერებს და ტკივილს მავიწყებს...უთხრა და ტუჩებს ხელი მოუსვა: შენ ჩემთვის დიდი ბედნიერება ხარრ...დიდიი ბედნიერებააა... იმ დღეს კი უარი იმიტომ გითხარი,რომ ამ ამბის მოყოლის გარეშე ვერ მივიღებდი ამ წინადადებას...-თქვა ჩუმად და კაცს შეხედა.
-ემააა...ჩემოო ემაააა... ანუ უარს არ მეტყოდი და თანახმა ხარრ?!
-რაზე ვარ თანახმა?!-იკითხა ქალმა და კაცს გაუღიმა. როგორც კი მოესმა ისევ:-თანხმა ხარ ჩემი ცოლი გახდეო,-ქალი წამოიწია ხელები მოხვია და ბედნიერმა წამოიყვირა:-თანახმა ვარო...
-ჩემიი ერთადერთი ბედნიერება ხარრ.მიყვარხარრ,ისე როგორც ჯერ არავინ არ მყვარებიააა...უთხრა და ქალს შეხვეული ხელი მოხვია წელზე. ქალის თმებში შეაცურა მეორე ხელი და ქალს კოცნა დაუწყო. მის ალერსში ჩაიძირა ქალი,ბედნიერს სრულიად მიავიწყდა მის კოცნაში,წინა წამების დროს გადატანილი ტკივილი და ბედნიერი იღიმებოდა კაცის კოცნაზე. თავის ხელს უყურებდა და ბედნიერი იღიმებოდა ბეჭდიანი ხელის დანახვაზე, კაცს კი მისი ორივე ხელი მოექცია ხელში და ქალის ხელებს კოცნიდა...
-იმ სილით ისე გამომიწვიე,რომ არსად არავისთან არ გაგიშვებდი...-თქვა და ბედნიერმა აკოცა ქალს...
ემას დილას გაეღვიძა და ვეღარ გაინძრა,მთელი სხეულით მიეკრო კაცს ქალი და აღარ უშვებდა.
-ერიკკ...ერიკკკ! დაამკაცრა ხმა და კაცისთვის უნდოდა ხელი შეეხო და გაეღვიძებინა,მაგრამ ხელებსაც ვერ ამოძრავებდა,ბოლოს კაცის ბეჭთან კბილებით მიიწია და უკბინა.
-ეს რა იყოო?! -დაიყვირა უცბად და კაცმაც გამოიფხიზლა.
-მკვლელის კბილებიი! გამატარეე! -დაუყვირა და ისევ გაფართხალდა ქალი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: iaKO4035
ნანახია: 818 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar