მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 16)
05.06.2017, 20:16
-ხოდაა ამ მკვლელს მოხვდებაა! -უთხრა და ქალს ხელი მოუჭირა წელზე და მის სხეულს მიეკრო.
-ერიკ! გამიშვიი!
-სად მიდიხარ?! სამსახურში?!
-აბაზანაშიი!
-მაშინნ თავისუფლებას გაძლევ! -უთხრა და გვერდით გაიწია. ქალი მალევე გამოვიდა აბაზანიდან,ტანსაცმელები აიღო და მაშინათვე ჩაიცვა.
-აბაზანაში გაგიშვი მე და არა ჩასაცმელად! -უთხრა კაცმა და ხელი წაავლო ქალს.
-დღეს კონტრაქტი მაქვს დასადები!
-სხვა დღეს დადებ! არაუშავს!
-არა ერიკ! გამიშვი!
-არა ემააა!
-ერიკ! მე შენს ბრძანებებს არ ავიტან! -თქვა და ჩანთას დასწვდა. კაცი ლოგინზე ჩამომჯდარი დაინახა და მასთან მივიდა,კალთაში ჩაუჯდა და ხელები მოხვია: ერიკ! მე შენ მიყვარხარ! შენი ბრძანებებიც მიყვარს და შენი ჩახუტება.მაგრამ კონტრაქტი უნდა დავდო! ალეხო ჩემი მეგობარის გარდა პარტნიორია სამსახურის და არ შემიძლია დავაღალატო! -უთხრა და კაცს აკოცა,უცბად წამოდგა და კაცს გაღიმებული დაემშვიდობა.
ემას თეთრი მოკლე იუბკა ეცვა,ზემოდან შავი მაიკა ჰქონდა ჩაცმული წინ მოკლე და უკან გრძელი,რომელიც იუბკას ფარავდა ნახევრამდე.შავი საყურეები ეკეთა და თავის მაგიდასთან იჯდა.

ქეტრინთან კონტრაქტის გაფორმების დასრულებისთანავე, აღნიშნეს კიდევაც ახალი საქმეების დაწყება.
ერიკი სახლში დარჩა თუ არა საჭმელი ჭამა,რამოდენიმე ხნის მერე სამუშაოზე წავიდა და ნახაზებს ამზადებდა. ქალზე ფიქრობდა და ისევ ნახაზებს ჩაკირკიტებდა. ქალის გრძნობებზე და მის ნაამბობზე ფიქრობდა და ნერვები ეშლებოდა,თვითონაც სტკიოდა და ცდილობდა ტკივილი დაეძლია...ქალის ტკივილს იხსენებდა და გული ეწურებოდა. მისი ნახვა და ჩახუტება სურდა. რამოდენიმე ხანში ქალთან მიირბინა,კოცნით იჯერა თუ არა გული,მაშინათვე ბოდიში მოიხადა და კარებიდან გაუჩინარდა. ქეტრინი კი მისი წასვლის მერე ისევ კაბინეტში დაბრუნდა და ერთად განაგრძეს ვახშამი.
-ერიკ! ერიკ! -დაუწყო ყვირილი სახლში როცა შევიდა.
-გისმენ აქ ვარ...-თქვა რბილად და ქალს შეხედა,რომელსაც სხვა კაბა ეცვა.
-ეს კაბა საიდან?!
-სამსახურის გარდერობიდან! რა იყო დღეს,რომ მომივარდი და ქეტრინი გააგდე ოთახიდან?!
-მომენატრე...შენი საუბარი გამახსენდა,რომ ასე მენდე და მომიყევი და შენი ნახვა ძალიან მინდოდა...-თქვა და ქალისკენ მიიწია.
-ააა! კაი.-თქვა ქალმა და ხელი მოხვია,თან აკოცა: მაშინ გაპატიებ უჩურჩულა და კაცის ხელის შეხებაზე,უფრო დადნა და მოდუნდა...
ერიკი და ემა სამზარეულოში იჯდნენ და ბედნიერები საუბრობდნენ და იცინოდნენ...სრულიად მიევიწყებინათ ყველა საქმე და სიცილში მიირთმევდნენ საჭმელს...

პატარა ვარდების რკალში, ორი სანთელი ანათებდა მაგიდაზე. ერიკი ქალის წინ ცდილობდა მშვიდად მჯდარიყო და მშვიდად მიერთმია ვახშამი. ქალის ღიმილიან სახეს უცქერდა და ბედნიერს თვითონაც ეღიმებოდა,როცა იხსენებდა თავის კაბინეტში ქალის გაწნულ სილას. ქალს ხელი დაადო და თავის ხელში მოიქცია:-ვერ წარმოვიდგენდი,ასეთი ქალი თუ სილას გამარტყავდა...-თქვა და ქალის ხელის შერხევაც იგრძნო და არც გაუშვა თავის ხელში მომწყვდეული ქალის ხელი. -ვიცი...ვიცი ეს ისეთი სილა იყო თითქოს იმ კაცს უბრუნებდი ტკენის სამაგიეროდ...მაგრამ როგორც კი წახვედი როჩესთან ერთად,მივხვდი,რომ ეს სილა...იყო,რომელიც თბილიც მომეჩვენა და ცივიც...
-მეე...-მოესმა ჩუმი შეშინებული ხმა ქალის და კაცს გაეღიმა:- ვიცი ჩემმა კითხვამ გაიძულა ასე მოგექნია ხელი...მაგრამ ამ სილაში შენ ტკივილიც გაურიე და იმ წამს ვიგრძენი,რომ ხელი გეტკინა...-ქალის ხელი ამოატრიალა და ხელისგულზე აკოცა:-გეტკინა მოქნეული ხელი.
-მეე...არ მინდოდააა...-თქვა ჩუმად და კაცს თვალებში ჩახედა:-ეს...იმის გამოც იყო,რომ მომეწონეე...-თქვა ჩუმად და კაცის ხელის შეხებაც იგრძნო წელზე და უცბად გამოფხიზლდა. კაცს უკვე შუა დარბაზისკენ მიჰყავდა. ქალი ვერც კითხვას და ვერც რაიმე სიტყვას ვეღარ უყრიდა თავს. კაცს ეღიმებოდა,მის ასეთ დაბნეულ ხასიათზე. ქალს ხელი მოხვია და ახლოს მიიხუტა ნაზი ჩუმი მუსიკის ფონზე... ქალს ჩამოვარდნილი თმის ნაწილი გადაუწია ყურს უკან და ქალს უჩურჩულა:-მშვენიერია შენთან ერთად ცეკვა...შენი ასე ახლოს ყოფნა და შენი გულის ძგერის შეგრძნება...
-მეე...-თქვა ქალმა და კაცს ჩაეღიმა:-,,ICEWINE''-ით მთვრალი დაბნეული ძალიან საყვარელი ხარ...
ქალს სიცილი აუტყდა და კაცის კისერს ხელი მოხვია,მეორე კი სახეზე ჩამოუსვა,-წყალი,რომ შეგასხი...-ამ ბაგეებიდან,-თქვა კაცმა და ქალის ბაგეებს ხელი გადაუსვა და ჩაეღიმა:-იმ წამს ძალიან ცუდი გოგო იყავი!
-ბოდიშიი...ბოდიშიიი...-თქვა ქალმა და კაცს თავი მკერდზე დაადო,-არ მინდოდა ცუდი გოგო ვყოფილიყავი,მაგრამ გამაბრაზე...გამაბრაზე...-თქვა და კაცის თავზე შეხება იგრძნო და თავი ასწია,კაცს თვალებში ქვევიდან ახედა და ჩაეცინა:-მოგიხდებოდა...-დაამატა ბოლოს და უცბად შეწყვიტა ღიმილი,როგორც კი კაცმა მაკრად მიიხუტა გვერდზე და გასასვლელისკენ დაიძრა ქალიანა.
ორივენი მიხუტებულები მისეირნობდნენ ღამის გრილ ქუჩებში. პირველ შეხვედრას იხსენებდნენ და იცინოდნენ. კაცს ქალი ფეხშიშველი გაახსენდა და უცბად წაავლო ქალს ხელი იქვე ხის ქვეშ სკამეიკაზე ჩამოაჯინა და ქალის მოულოდნელ კივილზე გაეცინა,ქალს ფეხში ხელი წაავლო და მის ფეხსაცმელებს დახედა,-რატომ დაიწყე ფეხშიშველა სიარული?! ან იმ საკანში რაზე ფიქრობდი?!
ქალს გაეცინა:-დაკითხვაზე ვარო?! -კითხვა შეუბრუნა და კაცის ხმაც მოესმა თანხმობის თუ არა გაეცინა:-ისე მცხელოდა,ცივი გრილი პოლი მსიამოვნებდა და მაფხიზლებდა,რომ არ მეფიქრა სააბაზანოში და საკანში დიდხანს იმ ერთ დღიან წარსულზე... კაცმა მძიმედ ამოიხვნეშა და ქალი მიიხუტა:-ჩემი ძლიერი გოგოო...-თქვა და მის გვერდით გააგრძელა გზა...

დილას ავტობუსი მზად იყო,ყველა ქალაქგარეთ მიდიოდა დასასვენებლად ემასთან ერთად. მისი მდივანი,შეფმზარეული და ხელოსნები ყველას მოეყარა თავი და უკვე ავტობუსში ადგილებს იკავებდნენ. მხიარულებაში გაატარეს მთელი გზა, ხმადაბლა მუსიკებიც ჩაერთოთ და მხიარულად ატარებდნენ საათებს. ემაც ხან დაჯდებოდა ხან ადგებოდა და გაივლიდა ავტობუსში. გამოელაპარაკებოდა თანამშრომლებს და ისევ თავის ადგილს უბრუნდებოდა. რამოდენიმე საათის მერე ქალაქგარეთ აღმოჩნდნენ, მწვანე ტყეებისკენ გადაუხვიეს და რამოდენიმე ხნის მერე ავტობუსიც ლამაზ მწვანე მინდორთან გაჩერდა. ყველამ დატოვა ავტობუსი და ფეხით განაგრძეს სიარული. ლამაზ მწვანე ბალახებისკენ მიაბიჯებდნენ და წინ მიიწევდნენ ლამაზი ქვით ნაგები ფიგურებიანი შენობის სანახავად. შენობა სამად იყო გაყოფილი და მრგვალად განლაგებული, მის შუაში სამი როიალი იდგა, ყველა როიალის გვერდით ორ ადგილას ლამაზი მწვანე პალმები იდგა. ქვის ნაგებ შენობებზე ამოტვიფრული იყო ნახატები და წარწერები. შენობის შიგნით კიბეები მიუყვებოდნენ ზევით ასასვლელად,სადაც ზემოთ მრგვალ მოედნებზე მწვანე ბალახი ხასხასებდა. იქ შეგეძლო მშვიდად დაჯდომა, ქეიფი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა: შუაში ერთ მხარეს სამი როიალი იდგა, მათ გვერდს პალმები ამშვენებდნენ. მეორე მხარეს კი ყვავილები სამ სვეტად იყო განლაგებული. მის მერე ტყე მოდიოდა, საიდანაც დამატკბობელი ხმები მოისმოდა ჩიტების ბედნიერი ჟივილ- ხივილის. ფოტოები გადაიღეს სამი როიალის შუაში, მერე კიბეებს აუყვნენ და სადილიც გაშალეს, ზემოთ მდგარ მრგვალ ადგილას, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლებოდა ქვევით. სასმელები: წვენი და ღვინო ერთმანეთს ენაცვლებოდა, რამოდენიმე სადღეგრძელოც დალიეს და ტკბილეულობაც გასინჯეს თვით შეფმზარეულის შთაგონებული. მშვიდ გარემოში იჯდნენ ლაპარაკობდნენ და ერთობოდნენ, ცოტა მუსიკაც აახმაურეს და ისევ დაუბრუნდნენ გემრიელ საჭმელებს და ღვინოს. ფოტოებიც ერთმანეთს ენაცვლებოდა და მატულობდა. ემას გვერდით ერიკი და ქეტრინი იჯდა, მის გვერდით კამილა და კარლო იჯდნენ. საუბარი მაინც საქმეებს შეეხებოდა ხოლმე, ხან პირად შეხედულებებს სამუშაოსთან დაკავშირებით. რამოდენიმე საათის მერე ერიკიც ადგა და ყველას გადახედა, თქვენს უფროსს ცოტახნით მოგაშორებთ და მშვიდად გაერთეთო გაიხუმრა და ყველას გაეცინა კიდევაც. ემას ხელი მოკიდა, წამოაყენა და კიბეზე მშვიდად ჩაუყვნენ, ემა კი ფიქრობდა მის ასეთ ქცევაზე.
-ერიკ! სად მიგყავარ?!
-აქვე ტყეა უმშვენიერესი და უღრანი! იქ უნდა დაგტოვო!
-რატომ?!
-არც იცი რატომ?! ჩ-აეკითხა ქალს და თან კიბეებზე შეაჩერა და კედელთან დააყენა დატყვევებული თავის მკლავებში.
-არა... -უპასუხა აღელვებულმა და კაცს სახეში შეხედა. ისიც უცბად დაიძრა ქალისკენ და ტუჩები გაუსინჯა თუ არა ღვინისა და წვენით გაჯერებული მოშორდა და მხარზე გადაკიდებული ჩაუყვა კიბეებს, მაგრამ რამოდენიმე კიბეების მერე ქალის თხოვნას ასე ცუდად გავხდებიო დაემორჩილა და ისევ ერთად თავთავიანთი ფეხით განაგრძეს კიბეებზე ჩასვლა. ყვავილების სვეტებისკენ წავიდნენ და რამოდენიმე ნაბიჯში ტყისკენ წავიდნენ გვერდიგვერდ.
-რას მიპირებ?!
-მალე ნახავ!
-კარგი მითხარი!
-რაიყო ვერ ითმენ?!
-ვერა!
-ისე ვერც მე ვითმენ უშენობას თქვა და გაჩერდა, უცბად ქალს ხელი წაავლო და ხეს მიაყუდა ზურგით და ქალის სხეულს ხელი მოკიდა. ქალის სხეული უფრო ახლოს მიიხუტა,კოცნა დაუწყო და ყელისკენ წავიდა თუ არა ქალმაც დაუყვირა:-ერიკ! რას აკეთებ,ზედმეტი მოგდის!
-ემა! შენ თქვი ვერ ვითმენო და ვერც მე მოვითმინე! -თქვა და მაშინათვე დაიხია უკან. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და ქალს სთხოვა თვალების დახუჭვა და ხელის წინ გამოწევა. ქალიც დაემორჩილა და თან ეშინოდა წინ წაწეული ხელის.
-რატომ უნდა გამოვწიო ხელი?!
-ემაა გამოსწიე ხელი! -თქვა ისე ემას მისი პირველი მკაცრი ხმა გაახსენდა და უცბად გამოსწია წინ ხელი. იგრძნო კაცის ხელზე შეხება, მისი გადმოტრიალება და ხელისგულზე რაღაცის შეხება. უცბად თვალები გაახილა და წამოიყვირა გახარებულმა:
-ჭიამაიაააა... რა საყვარელიააა... ახლა აქ სად იპოვე?!
-შენს ლამაზ თმებში დასეირნობდა!
-მერე იქნებ იქ სეირნობა ერჩივნა!
-ვერ ავიტან ვერავის სეირნობას აქ ამ თმებში თქვა და მის თმებში ჩაეფლო თავისი ხელებით, ემას თმებს ორივე ხელი შეახო და ქალს ორივე ლოყაზე აკოცა და შუბლი მიადო მის შუბლს: -ემაააა! სულით და გულით მიყვარხარ...
-დავიჯერო?! -ჩაეკითხა და კაციც გააბრაზა ასეთ კითხვაზე. ქალს ხელი წაავლო და მასთან ერთად გაიქცა ტყისკენ.
-აქვე ტბაა! იცოდე იქ დაგახჩობ და...
-თუ დავიხჩვი ერიკ მითუმეტეს ვერ დავიჯერებ შენს სიყვარულს! ნუ მიმარბენინებ,დამსვი! მიყვარხარ! მეც მიყვარხარ! სულით, გულით, სხეულით! ერიკკ! დამსვი მიყვარხარ და მჯერავს შენი ყველა სიტყვის! დამსვი!
-ტბაზე მუქარამ ასე შეგაშინა?! -ქალი დასვა და ხელი მოხვია.
-ჰოოო!
-რატომ?! ცურვა არ იცი?!
-არა!
-მართლა?! მაშინ ვისწავლოთ!
-არა! არ მინდა! მადლობა! ახლა კი უკან დავბრუნდეთ!
ისევ შეუერთდნენ სუფრის წევრებს და მალევე ყველამ ტყისკენ გასწია. ტყეც სამად იყო გაყოფილი,ტყეების შუაში თითო-თითო შენობა იდგა, რომელშიც პირველ სართულზე ყვავილების ორანჟერეა იყო გაკეთებული,მეორე სართული მთლიანად სურათებს ეკავა,მესამე სართულზე განლაგებული იყო ოთახები,სადაც ფილიპე თავისი ცოლით ფელისიასთან ცხოვრობდა. ულამაზესი კლასიკური სტილით გაწყობილი ოთახები ერთმანეთს სილამაზითაც განსხვავდებოდნენ. ლოგინის თავთან ამოტვიფრული იყო ცოლ-ქმრის სახელი,რომელიც სახლის მფლობელებს ეკუთვნოდათ.
მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ქმარმა თავის ცოლს,ყვავილების სიყვარულის გამო პირველი სართული მთლიანად ყვავილებს დაუთმო და მთელი მოგზაურობა თავის ცოლს ყვავილებს უგზავნიდა,მებაღე კი ამ ყვავილებს პირველ სართულზე აშენებდა. საუკუნეების მიერ დამჭკნარი ქმრის გამოგზავნილი ყვავილები ისევ ერთად იყო მოგროვებული პირველ სართულზე და ყველას თავისი გამოგზავნის თარიღი და სახელი ეწერა,ზემოდან მინის შუშაში იყო გამომწყვდეული და ასე მინის მიღმა უძლებდა საუკუნეებს. მრავალი გადაღებული ფოტო ამშვენებდა მეორე სართულს. სახლის ყველა კუთხეში გადაღებული ფოტოები ისევ ეკიდა კედელზე და თითქოს საუკუნეების წინანდელ ამბავს ახლა ყვებოდა თავისი ჩარჩოებიდან. მესამე სართულზე მოწყობილი ოთახები თავისი ნოხებით,ავეჯით,ფარდებით ყველა ერთად ნაყიდი ჰქონდათ ცოლ-ქმარს. მას მერე რაც მოგზაურობიდან დაბრუნდა ქმარი,ცოლის თხოვნით ორი შენობა ააშენებინა თავისი დების გამო,რომლებიც შენობების დასრულებისთანავე გადმოვიდნენ თავიანთ ახალ საცხოვრებელ სახლში. სამივე შენობას მათი ცხოვრების დეტალები ჰქონდა ამოტვიფრული,როიალთან მდგარ შენობასაც მათი ცხოვრების რაღაც ნაწილი ჰქონდა შემორჩენილი. სამივე და აქ ამ შუა წრეში როიალთან იჯდა და ერთად უკრავდნენ თავიანთი ნაზი თითებით კლასიკას. სამივე და როიალთან განლაგებულ შენობებში იმალებოდნენ და უცდიდნენ თავიანთი ქმრები ვის რომელ ქალს მიაგნებდა,მხოლოდ ფილიპე იყო ის კაცი,რომელსაც ცოლი ისეთი სულითა და გულით უყვარდა,რომ ის ყოველთვის ყოველ ჯერზე აგნებდა თავის სიყვარულს,ქალს ხელს მოხვევდა და მთელი დღეები იქვე მინდორში წამოწვებოდნენ,გადახედავდნენ თავიანთ სამფლობელოს და ქალს თავის ჩანაწერებს უკითხავდა,მოგზაურობებსა და თავის გრძნობების შესახებ. სიყვარულთან დაკავშირებული გრძნობები კი მას მხოლოდ თავის ერთადერთ სიყვარულთან თავის ცოლთან აკავშირებდა...

ერიკმა ყველა მოათვალიერა, ემა ვერსად დაინახა და მაშინათვე მრგვალ კიბეებზე დაეშვა ყვავილებისკენ წავიდა და დაინახა კიდევაც, გული აუჩქარდა მისი დანახვისგან ისე უცქერდა მისი თვალები ყვავილებს, ისეთი ფიქრიანი და ნაზი თვალებით, კაცი ჩუმად დაიძრა მისკენ და ქალს ხელი მოხვია: თუ სადმე დამეკარგე ესე იგი სადმე ყვავილებთან უნდა დაგიწყო ძებნა, განსაკუთრებით კი ამ იასამნისფერ იებთან. ქალმა მის მოხვეულ ხელებს ხელები ჩასჭიდა და ისევ ყვავილებს შეხედა: რამდენი ფერიაა სამყაროში, მაგრამ ეს ფერი განსაკუთრებულად მოქმედებს ჩემზე, ისეთია საინტერესო საიდუმლოებით აღსავსეც ამოუცნობიც და საშიშიც...
-მაშ შენ გგავს ემააა...
ქალმა კაცს გადახედა და ისევ ყვავილებს მიუბრუნდა,მის ფერს თავისი ყავისფერი თვალები მოავლო და კაცს შეეკითხა:-
-ახლა ვდგავართ ნამდვილ იებთან,და არა შავ იებთან...-თქვა ქალმა და კაცს შეხედა:-შავი ლანდი იებით ხელში ნანახი სიზმარი მოუყვა კაცს და მის თბილ მზერას გაუღიმა:-მინდა ახლა გავიგო მკვლელობის მიზეზი...-თქვა ჩუმად და კაცს ხელი მოხვია. კაცმა იებს გადახედა და ქალს ლოყაზე აკოცა თუ არა ჩუმად უჩურჩულა:
ფედერიკოს დანიელა ჰყვარებია,ერთმანეთს ჩუმად ხვდებოდნენ. ქალი ჩვეულებრივი ოჯახიდან იყო,კაცი კი მდიდარი ოჯახიდან. მისი მშობლები ვერასდროს მიიღებდნენ ოჯახში დანიელას მსგავს რძალს,ამიტომაც ერთმანეთის შეხვედრებს მალავდნენ. ქალი დაიღალა კაცთან ურთიერთობის გაწყვეტა მოინდომა,რადგან გრძნობდა,რომ შეყვარებულის ოჯახი არ მიიღებდა. მათ შორის უთანხმოება იყო,რაც დანიელას უფროსმაც გამოიწვია,რომელიც ქალის მიმართ ინტერესს იჩენდა. ფედერიკომ ეს ამბავი გაიგო და გაბრაზებული ცდილობდა კაცის თავიდან მოშორებას,მაგრამ ქალი სამუშაოს თავს არ ანებებდა.
ფედერიკომ რაც გაიგო დანიელას უფროსზე,რომელიც ქალთან ახლო ურთიერთობას ცდილობდა,გაბრაზდა და მთელი თვეები შხამზე ექსპერიმენტს დაუთმო...შხამს,რომელსაც საყვარელ ქალს კაცს ჩამოაშორებდა. უფროსმა ვერ გათვალა დანიელათი დაინტერესება და მისკენ გადადგმული ნაბიჯები საბედისწერო თუ იქნებოდა და სიკვდილთან დამაახლოვებელი.
ერთზე გათვლილმა მკვლელობამ ორი მკვდარი წარმოშვა.
ფედერიკომ მოწამლული შავი იებით მკვლელობა დაგეგმა და განახორციელა. როგორც კი ქალმა მოკრიფა ბაღიდან მაშინათვე მის ჭიქაში ანტიდოტი ჩაყარა და იებიც მოწამლა. მაგრამ საბედისწერო აღმოჩნდა ის რასაც არ ელოდა ღვინის წვეთმა მთლიანად გაანადგურა ქალის სხეულში ანტიდოტი და მანაც შეისრუტა ფედერიკოს გამოგონილი ახალი შავი ნივთიერება,რომელმაც რამოდენიმე ხანში ჰაერში მოქმედებმა დაკარგა და სრულიად იისფერი შეფერილობა დაიბრუნა ყვავილებმა,მაგრამ ამსთანავე ორი მკვდარი. ფედერიკომ ის ვეღარ გაითვალისწინა,რომ ქალი ღვინოს დალევდა და მოწამლული შავი იები მასზედაც იმოქმედებდა. უფროსი კი გაკვირვებული დააშტერდა ყვავილებს შავი ფერის გამო. ქალი კი ფერს ვერ ცნობდა რადგან მისთვის ყველაფერი შავი ფერის გამხდარიყო,მხოლოდ იმიტომ რომ დალტონიკი იყო,ის სრულიად ვერ შეამჩნევდა იისფერის მაგივრად შავ იებს...
დალტონიკი როცა ახსენე მაშინ მივხვდი,რომ ყველაფერი თავიდან უნდა გადამეკითხა და თავიდან უნდა ამეწყო ყველა დეტალი მკვლელობისა.
ფედერიკოს არ სურდა ქალის მოკვლა, მხოლოდ კაცის სიკვდილი სურდა,მაგრამ არ მესმოდა რატომ უნდოდა მისი სიკვდილი,მხოლოდ მაშინ მივხვდი,როცა ჟაკლინის უფროსი გავიხსენე...
ყველაფერი თავიდან გავიხსენე და მივხვდი...მიხვდი,რომ ის უფროსიც ისეთივე იყო...

სასტუმროში შენზე თავდასხმა კი იმიტომ მოხდა,რომ მისმა შვილმა გაიგო ის რასაც არ ვამხელდით,რომ შენ ჩვენთან დაკითხვაზე გვყავდი ამ მკვლელობაზე. ამიტომაც არ მოგიწია არც სასამართლოში მისვლა,არც სხვაგან დაკითხვებზე წასვლა და არც სხვა დაკითხვებზე მოსვლა...
ფედერიკომ კი შენზე გაიგო,გაიგო,რომ შენც გაქცეული შეშინებული ქალი იყავი,ამიტომაც უნდოდა შენი დახსნა და გაგიტაცა,მაგრამ ბოლოს დაგაბრუნა...
დაგაბრუნა...ჩემთან დაგაბრუნა...-თქვა კაცმა და ქალს ხელი მოხვია. ქალის თმებს ხელი გადაუსვა და მის მზერას თვალი შეავლო. თვითონაც გაიხედა იებისკენ და მინის მიღმა დატოვებულ იებს ხელი გადაუსვა:-მართლაც რომ ცივია...საიდუმლოა და ლამაზია...-შენსავით დააბოლოვა სიტყვა და ქალს ნიკაპში ხელი ჩაავლო და თვალებში ჩახედა.
მას შეეცოდე...იგრძნო,რომ გაიქეცი და ფული გაჩუქა,შენ კი ის გააჩუქე...ნახევარზე მეტი კი მის ოჯახს გადაეცი.
-მე არა ადვოკატმა,- თქვა ქალმა და გაიცინა,-შენ რა იმ ფულს მისტირიი?!
-არაა... მე შენ გატაცებას უფრო მივსტიროდი! შენ არ უნდა გამქცეოდი! -თქვა კაცმა და ქალს აკოცა. -და არ გამქცევიხარ,ვერ გაიქეცი და ვერც გაიქცევი...
-ვწუხვარ...ასეთი ბედისწერის გამო,მაგრამ არანაირ შურისძიებას არ ვეთანხმები და არ ვამართლებ! ეს ადამიანმა არ უნდა ჩაიდინოს,უნდა ეცადოს რომ არ ჩაიდინოს შურისძიება...ის მოწამლული შავი იებიც კი საშინელებაა...-თქვა ჩუმად და კაცს ჩახედა თვალებში:- დაე მშვიდად იძინონ იქ იმ სამფლობელოში ოთხივემ,რადგან მე ტკივილის მომნიჭებელ ადამიანს უკვე ვაპატიე...-თქვა და კაცს ხელები მოხვია. კაცმა თავზე ხელი გადაუსვა და ლოყაზე აკოცა თუ არა უცბად დაიხია უკან,როგორც კი ხმა მოესმათ კიბეებზე ჩამომდინარე ხალხის.
ქალს გაეღიმა და კაცისკენ მიბრუნდა: -დროა წავიდეთ ავტობუსისკენ.
ყველა ახლა მხოლოდ ამ სამ შენობებზე და ამ ახლად ნახულ გარემოზე საუბრობდა. რამოდენიმე ხნის მერე ავტობუსიც მივიდა დანიშნულ ადგილას, და მალე ყველა დაუბრუნდა თავიანთ სახლს.
-ემააა! ლოგინი იყო განსაკუთრებული!-მოესმა ქალს სახლში შესვისთანავე ერიკის ხმა.
-ლოგინი იყო კლასიკურად გაწყობილი, ლამაზი მდიდრული ორნამენტით და გადასაფარებლით!
-ეგ არ მიგულისხმია! მათ 3 ლამაზი კეთილი და კარგი შვილები გაუჩნდათ!
ქალს გაეცინა და კაცს მიუბრუნდა: -იმათსავით იმედია სახლში ლოგინში არ გამაჩენინებ შვილებს და სამშობიაროში წამიყვან!
კაცმა გაიცინა და ხელი მოხვია: მე ყველაზე კარგი ქმარი და თბილი მამა ვიქნები და შენი ქმარიც! მაგრამ მამა რომ ვიყო, საჭიროა პატარა არსებები მაჩუქო!
-მოვა მაგის დროც! ერიკ! ახლა დამასვენე,მეძინება! შენ კიდე რამდენი რამ დამავალე ამ ღამეს,-გაეცინა და აბაზანისკენ წავიდა ლაპარაკით:-ცოლობა და სამი ბავშვი...-თქვა და გაღიმებულმა შეაბიჯა აბაზანაში.
-მალევე კარებზე დაუკაკუნა კაცმა: -ემა ფოტოები?!
-ხვალ მოიტანენ სახლში!
-ძალიან კარგია! მაინტერესებს როგორი ხარ ამ ფოტოებში!
-ისე ცუდი ვარ?! -გამოხედა გაბრაზებული სახით.
-ასე ძალიან საყვარელი, ჯიუტი, ცივი,ქედმაღალი და ლამაზი ხარ!
ქალს გაეცინა, გვერდით აუარა და პირდაპირ ლოგინზე წამოწვა, ისე რომ მთლიანი ლოგინი დაიკავა სხეულით.
-ჩემი ადგილიც დატოვე და მიიჩოჩე! -მოესმა კაცის ხმაც და არც ამოტრიალდა, არც გაინძრა ისე უპასუხა:
-ის ლოგინი მოგეწონა წადი იქ დაიძინე! დღეს აღარ მაქვს სატირელი არაფერი და არ მჭირდება თანაგრძნობა... უცბად წამოდგა კაცის ხელი მოიქცია ხელში და ისევ ახალი სახვევის დადება დაიწყო. კაცმა გადახედა ქალის მზერას ხელისკენ მიმართულს:
-მისმა ქმარმა მომკლას გინდა?!
-შენ ლოგინზე წვები, თუ მკვდარი ქალის გვერდით?! -გადაიხარხარა ქალმა და უცბად წამოხტა ზეზე, როცა ფეხზე მოღუტუნება იგრძნო.
-ერიკ! წადი მოწესრიგდი და დაიკავე ლოგინი, თუ იმ ქალთან არ მიდიხარ! -გაიხუმრა, გადაიხარხარა და ლოგინისკენ წავიდა და წამოწვა.
ერიკი რამოდენიმე ხანში მისკენ დაიძრა და ქალს ძლიერად ჩაეხუტა: -ჩემიიი სიყვარულიიი ხარ შენნნ...მხოლოდ შენნ...
-მართლააა?! არავინ გყვარებია?!
-კიი...მაგრამ ასე არავინ!
-არც მე მყვარებია ასე არავინ...-უთხრა და კაცს ბედნიერმა მოხვია ხელები და შუბლზე აკოცა: მიყვარხარრრრ....
დილას გემრიელად მიირთვეს ბედნიერებმა საუზმე.
გამოგზავნილი ფოტოები ერიკმა გამოართვა კამილას და ბედნიერი წავიდა დივნისკენ. ქალიც მისკენ წავიდა თუ არა კაცმა ფოტოები ასწია და ქალს არ მისცა ნახვის უფლება. მიუხედავად თხოვნისა,ქალს მაინც არ ანახებდა ფოტოებს და თვითონ საუბრობდა ბედნიერი:-მაგარია...ძალიან საყვარელი და ლამაზი ხარ...-ქალს აკოცა უცბად შუბლზე და ისევ ასწია ხელი მაღლა,ქალი,რომ ვერ მიმწვდარიყო. ემამ ფოტოებს შორიდან ახედა:-შენც არა გიშავს...-თქვა და უცბად წაავლო თუ არა კაცმა ხელი,თვითონაც ხელი ჩაჭიდა და გაუღიმა:-ძალიან საყვარელი და სიმპატიური ხარ...-უთხრა ჩუმად და კაცს ჩაეხუტა,აკოცა ლოყაზე თუ არა კაცმაც ხელში აიყვანა,კალთაში ჩაისვა და ქალთან ერთად დაიწყო ფოტოების თვალიერება.

ემა ქეტრინთან მივიდა. საქსოვი მანქანებით სავსე, დიდი დარბაზი გაიარა, ყველას მიესალმა და კაბინეტთან მივიდა თუ არა დააკაკუნა.
-ქეტრინ! რა მაგარია ახალი მანქანები დავინახე.
-კი ემააა, ბოლოს აქ რომ იყავი არ გვქონდა და მერე ვიყიდეთ. რას დალევ?!
-ყავას ცოტა გამოფხიზლება მინდა.
-რატომმ?!
-ერიკთან საუბარში გვიან დამეძინა...-თქვა და გაეცინა. მასთან თავს ბედნიერად და მშვიდად ვგრძნობ. პირველად ვარ ასე მშვიდად და დაცულად...-თქვა და ბედნიერმა დახედა უკვე გამზადებულ ესკიზებს ჩვენებისთვის.

თბილი მგრძნობიარე დღეები სუფევდა ორივეს გულში. ერთმანეთს ბედნიერებით უცქერდნენ და საღამოს ვახშამს ხან სახლში,ხან რესტორანში მიუჯდებოდნენ. ორივე სხვადასხვა კერძს უკვეთავდა და ღიმილიანი სახით ერთმანეთს ასინჯებდნენ თავიანთი ულუფიდან.

-ერიკ! მე შენ დახმარებას შემპირდი და არა არევას,- თქვა და ემას გაეცინა ერიკის შეშინებული სახე რომ დაინახა,როცა კაცმა ფეხი წამოკრა ყვავილებით სავსე ყუთს და ისე ძლიერად რომ ყვავილები ჰაერში მთლიანად გაფრინდნენ და ციდან დაიწყეს ცვენა.მეგობარი იქვე იყო ციფრული მოიმარჯვა უცბად და ამ სცენის გადაღებას შეუდგა. ემას თავზე ყვავილები ცვიოდა ერიკი მისკენ მიდიოდა და სიამოვნებდა ქალის სიცილი რომელსაც თავზე ყვავილები ეცემოდა და ზევით იხედებოდა და ამ სილამაზით ტკბებოდა. ერიკი მასთან ახლოს მივიდა აკოცა,-მაპატიე, არ მეგონა ასე თუ გაფრინდებოდნენ ყვავილები,-თქვა და მასაც გაეცინა.
-გადარჩი,რომ ეს უბრალო ყვავილები იყო და არა კრისტალების ყვავილები! თორემ მერე ვეღარ გადამირჩებოდი!-თქვა მკაცრად ქალმა და მიმოპნეულ ყვავილებს გადახედა.
-კიდევ ვიხდი ბოდიშს...-მოესმა კაცის რბილი ხმა და ქალმაც დასამშვიდებლად აკოცა.
მთელი დღე ყვავილებს ალაგებდა ემა კედელზე და ქვებს, რომელიც რამოდენიმე ყუთით ჩამოიტანეს. კედელზე ამაგრებდა ისე როგორც ესკიზში ჰქონდა გადაწყვეტილი.საღამოს მარტო ერიკი და ემა დარჩნენ ოთახში და ისევ აგრძელებდნენ თავიანთ საქმეს: ემა ყვავილებს და ქვებს ალაგებდა კედელზე,ერიკი კი იატაკზე მოდელებს და აუზის დეტალებს ამზადებდა. ემას კიბეზე ასვლა მოუნდა და ფეხი გადადგა რამოდენიმე კიბე აიარა და მაღლა აიწია ყვავილებით ხელში.ერიკი მოტრიალდა და ემას მიაძახა: -ახლავე ჩამოდი მადედან მე ავალ რას აკეთებ!
-ნუ გეშინია ბოლო მონაკვეთიღა დამრჩა და ამ კედელსაც მოვრჩები და ხვალე მეორე სართულზე გადავალ მე, შენ კი ისევ აქ იქნები და კოცნა გაუგზავნა კაცს.
ერიკი კიბეებზე ავიდა მასთან მივიდა და წელზე მოხვია ხელი,- რომ გეუბნები ჩამოდითქო უნდა ჩამოხვიდე! -და ქალს აკოცა ტუჩებში უცბად ტუჩები გაუშვა მის ბაგეებს,იფიქრა არ ჩამოვარდესო ემაო და მასთან ერთად ბოლო მონაკვეთიც დაამაგრა კედელზე და კიბეებს ჩაუყვა. ემას მესამე კიბედან ხელი გაუწოდა და ხელში ატატებული ჩამოიყვანა, გულში ჩაიკრო და საფეთქელთან აკოცა.
-მშვენიერია ერიკ თქვა ემამ და კედლებს შეხედა სადაც უკვე ქვები და ყვავილები ანათებდნენ სილამაზისგან და ბრჭყვიალებისგან. -ჩემს კოცნაზე მშვენიერია დავიჯერო?!
-ერიკის კოცნა უფრო მშვენიერი და გემრიელია.-უთხრა ქალმა და მის ბაგეებს მიუბრუნდა საკოცნელად.მერე ყელს ჩამოუყვა კოცნით პირველად და კაცის დაბოხებული ხმაც მოესმა:-ემაა კარები ღია არის!
-არაუშავს,კოცნის გარდა არაფერს ვაშავებ...-თქვა და მალევე მოშორდა კაცს და კიბეებისკენ დაიძრა.

უკვე ორივე სართული გამზადებული იყო...მშვენიერი სილამაზე სუფევდა ორივე სართულზე.
რამოდენიმე მანქანა მაღალი შენობის წინ გაჩერდა. სტუმრები ,,AMEthyst"-ის პირველ სართულისკენ მიაბიჯებდნენ,ყველა დაიძრა მეორე სართულის კიბეებისკენ. ყველა კედლები სარკეებით იყო მოჭედილი,შუაში როიალი იდგა,რომელიც მთელ ლამაზ ყვავილებიან ქვებიან ბრჭყვიალებას სარკეებში ირეკლავდა და იქაურობას საოცარ ელფერს სძენდა. ნაზი მუსიკის ხმა გაისმა და მეფე-პატარძალმაც თავიანთი ადგილი დაიკავეს. ხელის მოწერის შემდეგ,ბედნიერ მეფე-პატარძალს ნათესავები,მეგობრები,თანამშრომლები ულოცავდნენ გაბედნიერებას.
ერიკის გვერდით ალეხო ტორე იდგა. ერიკი ემას უცქერდა,რომელიც ბედნიერი იღიმებოდა და მეგობრებთან ერთად ფოტოებს იღებდა. ალეხოს გადახედა და ბედნიერმა რამოდენიმეჯერ გადაუხადა მადლობა ემაზე მზრუნველობის გამო...

კედლები ბრწყინავდნენ თავიანთი სილამაზით ემამ რამოდენიმე ფოტო გადაიღო მარტო და ერიკთან ერთადაც ყვავილებში. ყვავილებში ჩაფლულ როიალთან დაჯდა ემა. ერიკის საყვარელი ნოტების ხმა გაჟღერდა და კაცი მისკენ დაიძრა და ყურში ჩასჩურჩულა:-ამდენი ხალხი, რომ არ იყოს ახლავე მოგესიყვარულებოდი,ახლა მივხვდი ასე ნაზად და სასიამოვნოდ შენი ხელები ჩემს სხეულს,როგორ ეხებოდნენ ჩახუტებისას და ქალს ტუჩებში აკოცა და ეგრევე გაანთავისუფლა მისი ბაგეები. ქალმა დაასრულა დაკვრა და ერიკთან მივიდა. მოფარებულ ადგილას გაიყვანა კაცი და მის სხეულს ეძგერა, ერიკიც აჰყვა მაგრამ ემამ უკან დაიხია და გაიქცა და ხალხს შეუერთდა.
ერიკმა ემას ხელები წელზე მოხვია. ყურთან ტუჩები მიუტანა და უჩურჩულა: ამ როიალზე რომ მოგეფერო შეიძლება?!
ემამ გადაიხარხარა: -ყვავილებით გარშემორტყმულია როიალი ამიტომ არ შეიძლება!
მარტოდ დაიგულა თუ არა ქალი კაცმა,მაინც წაავლო ხელი და როიალთან დააყენა. ქალს ხელები შემოხვია და კოცნას მორჩა თუ არა ქალს ბედნიერმა გაუღიმა და უჩურჩულა:-სახლში წასვლის დროა...
სახლში შევიდნენ. ერიკმა ემა მოიმწყვდია მაშინვე და ქალს კაბა გახადა.ლოგინზე დააწვინა ქალი და ტუჩებს დაეწაფა მთელი გრძნობითა და სიყვარულით. ახლა ორი შიშველი სხეული ერთმანეთს ეკვროდა და ეალერსებოდა ისე თითქოს ერთნი გამხდარიყვნენ და ერთმანეთს თავიანთ ცეცხლის ალერსში ხვევდნენ პირველად.

დილით ერიკმა ემას ყვავილები მიართვა და საჭმელი.
-დღეს არ უნდა ადგე! -უბრძანა ცოლს და ტუჩებში აკოცა.
-რატომ?!-წამოიძახა უცბად ქალმა და ლოგინიდან წამოიწია. წამოიწია და კაცმა ხელი წაავლო და გვერდით მიუჯდა. -უნდა იწვე ლოგინში და ჩამეხუტო მე ასე მინდა! და შენ სამუშაოზე მიდიოდი?! -გაბრაზებულმა თქვა კაცმა და თან ქალს თითით დაემუქრა.
ემას გაეცინა ისე მემუქრები ასე მგონია აბაზანაშიც არ შეიძლება ავდგე და გავიდე! აბაზანა და აივანზე რომ გავიდე ისიც არ შეიძლება?!-ჩაეკითხა კაცს და სახეში შეხედა.
-კი თუ მერე ისევ აქ დაბრუნდები,- და ლოგინზე დადო ხელი.
ემამ აბაზანის კარები მიხურა.
-ცელქი გოგო მიაძახა ხმამაღლა და ემამ კარები გააღო,-შეცდი მკვლელი გოგო! გააჯავრა თავიდან, რომ მკვლელი ეგონა და ისევ კარები მოხურა.
-ამ მკვლელმა გოგომ ჩემი სამუშაო შეიწირა! და ჩემს დას სამუშაო უშოვა მაგიერში!
-არ დაგეპატიმრე მერე ვინ გაძალიდა! და შენს დას სამუშაო არ ვუშოვე,ის რაც კარგად გამოსდიოდა და უნდოდა იქ გავუშვი,მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩემთან მოდის ის ქსოვილები და ტანსაცმელი! და კიდევ შენ, რომ გამაბრაზებ მასზე ვიყრი ჯავრს და ფრთხილად იყავი! და ერიკს,რომელიც ლოგინზე იჯდა ლოგინი გადაიარა ფეხებით და კაცს კალთაში ჩაუჯდა. -გასაგებია გაფრთხილება?! -ჩააშტერდა თვალებში და ცხვირზე თითი შეახო, შეახო და კაცმა წელში წაავლო ხელი და ლოგინზე დააწვინა და მაშინვე ზემოდან მოექცა ქალს.
-ტუჩები შენი გემრიელი ტუჩები და სხეული მინდა უთხრა ქალს და მის ტუჩებს თითებით შეეხო და სხეულს.
-როგორ ახერხებ ასე უცბად ქალი ასე დაატრიალო არ მესმის უთხრა კაცს და გაუცინა.
-ჩუ... ემი მე შენზე ძლიერი ვარ და ამიტომ!
-შენი სიძლიერე იმ დღეს ვნახე,კაბა,რომ შემომახიე!
კაცს გაეცინა და ქალის სხეულს ხელები შეახო...
-ბიჭი მინდა უთხრა უცბად და ქალს თვალებში ჩააშტერდა. ქალმა ხმა არ ამოიღო,ბოლოს კაცი გასწია და სახეში შეხედა:-მე რავიცი ვინ იქნება! გოგო,რომ იყოს არ გინდა?!-ჩაეკითხა გაბრაზებულმა და ბალიშზე დადო თავი და ჭერს ახედა. კაცის სიტყვები მოესმა თუ არა:-ბავშვი მინდა და არ აქვს მნიშვნელობა გოგო იქნება თუ ბიჭიო,-კაცს ხელები მოხვია და აკოცა. აკოცა თუ არა კაცმაც პლედი გადაიფარა და ქალის სხეულის ისევ შესწავლა დაიწყო...

ემა და ერიკი ბოსტონში ჩაფრინდნენ თუ არა ალეხო და გაბი დახვდნენ. მანქანამ მინდორი გაიარა და სახლის წინ გაჩერდა. ერიკმა თვალი მოავლო სახლს და გაეცინა,გაახსენდა ქალს რომ უთხრა საყვარლებისგან გაქვს სახლიო და სილა რომ მოხვდა პირველად, ქალს ხელი მოხვია და აკოცა,უკან დაიხია და ქალს თვალებში ჩააშტერდა:
-ეს სახლია რის გამოც სილა მომხვდა პირველად ქალისგან?!
-ჰო! ესაა ის სახლი საყვარლებისგან! -თქვა ქალმა და გადაიხარხარა.
-აი იებიც! -თქვა კაცმა და ორივე ახლა მისკენ წავიდნენ. კაცი პატარა წყალთან გაჩერდა და ქალს ხელი მოხვია:
-ლამაზი ფერი აქვს ამ ყვავილს: საიდუმლო და ამოუცნობიც!
-კი ასეა!-თქვა ქალმა და კაცს აკოცა ლოყაზე. კაცმა ქალს ხელი მოხვია,უცბად აიტაცა ხელში და ქალს ბედნიერი ღიმილით შეეკითხა:-სადეთ წავიდეო? -ქალმაც ხელით ანიშნა. მალევე ოთახთან მიიყვანა ქალის სხეული და კარები შეაღო თუ არა მაშინათვე ლოგინისკენ წავიდა. ქალი ლოგინზე დააგდო და ზემოდან დახედა მის სხეულს. თბილი სამოსი შემოაძარცვა და კოცნისა და ალერსის მერე ახლა წამოწვა ლოგინზე ქალთან და ახლა შეავლო თვალი ოთახს.
-ისევეა აქ ყველაფერი როგორც ადრე?!
-კი მარტო ამ ოთახში!
-ლამაზი ოთახია,შენ გგავს. ეტყობა ვისი ხასიათით არის დალაგებული.
-ჩანთებიი... ამოსატანია და დასალაგებელიი. ახლა გაახსენდა ქალს და ფეხზე წამოდგომა დააპირა,მაგრამ კაცმა ხელი მოხვია და ქალს გაუცინა: -ახლა სამოსი არ გვჭირდება! -უთხრა და ისევ კოცნა დაუწყო. ცოტახანში მოშორდა და წამოაყენა ლოგინიდან,ახლა საჭმელი გვშია და მერე დავალაგოთ ტანსაცმელი... უთხრა და ერთად წავიდნენ სამზარეულოსკენ,რომელიც ქალმა ანახა სადაც იყო. მშვიდად ჭამდნენ ორივენი სახლში,ალეხოს და გაბის ხმა არსად ისმოდა,ამიტომაც მშვიდად ჭამეს და მალევე ჩანთების ამოსალაგებლად დაიძრნენ ოთახისკენ. გარდერობში შეალაგეს თავიანთი ორი პატარა ჩემოდანი და აივანზე დაჯდნენ ორივენი. მზის ჩასვლას ბედნიერებით სავსენი უმზერდნენ და ფიქრობდნენ,ამ ლამაზ მრგვალი მზის ჩასვლაზე,როცა უკვე დრო იყო დაეთმო თავისი განვლილი გზა ახლა მთვარისთვის. ერთმანეთს მიეხუტნენ და თვალები დახუჭეს,ჩაისუნთქეს ახალი გრილი ჰაერი და გარემოს გადახედეს თუ არა მთვარეც გამოჩნდა და დაღამებულ მინდორს გადახედეს.რამოდენიმე შუქი მოჩანდა სიბნელეში და საოცრად ანათებდა მწვანე მინდორს და ყვავილების მწკრივს. ხეებიც ირხეოდნენ და შრიალებდნენ,ფოთლები ჰაერში ფრიალებდნენ და ქარის მოძრაობით მისკენ მიჰქროდნენ საიდანაც ნიავი უბერავდა.
დილას საჭმელი ჭამეს თუ არა ქალაქში გაისეირნეს და დაათვალიერეს ბოსტონის ზღვის ხედები და ფოტოებიც ბევრი გადაიღეს. გემზე ავიდნენ და თავიანთი ადგილი დაიკავეს და ზღვის ტალღებს თვალს აყოლებდნენ,მის აზვირთებულ ტალღებს უცქრდნენ და გარემოსაც ათვალიერებდნენ,გემზევე ისადილეს და ისევ გემის კიდესთან დადგნენ ერთად,ზღვას უცქერდნენ,რომელიც ტალღებს ჭრიდა და წინ მიიწევდა ქალაქისკენ. გემი ირხეოდა და წინ მძლავრად მიაპობდა აზვირთებულ ტალღებს. ქალაქთან ახლოს სადგომზე გაჩერდა გემიც და ზღვის ქვაფენილზე გადავიდნენ. ემა უკვე დაღლილი იყო ამდენი რწევისგან და ძლივს დადიოდა,ერიკის მის წელზე ხელი შემოეხვია და ქალს ლოყაზე კოცნიდა,თან ესაუბრებოდა. ერთმანეთს უყვებოდნენ გემის შთაბეჭდილებებს და თან სახლისკენ მიუყვებოდნენ გზას...
სახლში შევიდნენ თუ არა მაშინათვე წამოწვა ემა,ერიკი გამოვიდა თუ არა აბაზანიდან ქალისკენ გაიხედა,რომელიც ფოტოებს ათვალიერებდა და თან ნელ-ნელა ეძინებოდა. ქალს ხელი მოხვია და უცბად გამოფხიზლდა ცივი ხელის შეხებაზე. თვალები გაახილა და ციფრული გათიშა. ერიკს ხელი მოხვია და მიიხუტა: დავიღალე მეძინებაა... მოესმა კაცს და გაეცინა. დაიძინე მერე რამეს ვითხოვ თუ რა არის?! სულ არ ვითხოვ მოფერებას თავი მაინც არ გაქვს გძინავს თქვა და წამოდგომა დააპირა,მაგრამ ქალმა ორივე ხელი მოხვია ბეჭებზე და პირსახოცი მოისროლა თუ არა ტუჩებში აკოცა და ნელ-ნელა ერთი ხელი თმებისკენ მიიწევდა,მეორე კი მის ზურგზე დაატარებდა. კაცს ჩაეღიმა,ყელზე აკოცა და ტანსაცმელი შეუხსნა თუ არა მაშინათვე ხელში აიყვანა და აბაზანისკენ დაიძრა თუ არა,მაშინათვე აყვირდა ქალიც და გაქცევას ცდილობდა.
-არაა ერიკკ... არ მინდა ახლა წყალი!
-გინდა გამოფხიზლდები და გემახსოვრება რეებს აკეთებ ჩემთან! -თქვა და გაიცინა თუ არა წყალი გახსნა ქალის თავთან და თვითონაც ისევ ბანაობას შეუდგა...
ცოტახანში პირსახოცი მოაფარა და ქალმაც მაშინათვე გაიმშრალა,უცბად ჩაიცვა პიჟამა და მაშინათვე შევარდა ლოგინში.
-ძილინებისა! -მოესმა კაცს და გაეცინა,ქალისკენ წავიდა და ძილის უფლება არ მისცა,ისე მოხვია ხელები წელზე და ტუჩებზე შეეხო,მის სხეულს ეხებოდა და ეფერებოდა,ნელ-ნელა ქალიც აჰყვა კოცნაში და ბედნიერებს მიეძინათ კიდევაც...
დილას ემას გაეღვიძა თუ არა ხელში პატარა ტორტი ეჭირა და ერიკის სხეულს ზემოდან ჩუმად მოექცა და დაიძახა: -ერიკ! ერიკ! ერიკ! -მოესმა კაცს და გაახილა თვალები სწრაფად და ქალი დაინახა თუ არა ასე მის ზემოდან ამ დილაუთენია და ქალს გაკვირვებულმა შეხედა,მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ქალს ხელი მოხვია წელზე.
-აბა ამ დილაუთენია ჩემს სხეულზე რატომ ხარ?!-იკითხა გაკვირვებულმა კაცმა და ქალი აათვალიერა.
-ერიკკკ....დაბადების დღეს გილოცავვვვვ...-დაუყვირა ხმამაღლა, გადაიხარხარა, ტორტი მიუტანა ახლოს მკერდზე დაადო და კაცმა გვერდიდან შეხედა და გაეცინა. ქალის სხეული ჩასწია და წამოიწია თუ არა სანთელს სული შეუბერა და ქალს აკოცა.
-მადლობა ჩემო ლამაზო ცოლო...
-ახლა ვჭამოთ იუბილარის ტორტიიიი... -წამოიძახა და უცბად წამოდგა,ლოგინზე გადაიარა და როიალზე შემოდო ტორტი.
-ასე შიშველმა უნდა იარო?!
-ჰოოო! ესაა შენი საჩუქარი! მეტი სხვა საჩუქარი გინდა?!
-სხვა საჩუქარიც მინდა!-თქვა კაცმა და ქალს წელზე ხელები მოხვია,ქალი მოატრიალა და აკოცა თუ არა თვითონვე უთხრა:-პატარა ბავშვი!
ქალს გაეცინა და დანა აიღო ხელში: -ჯერ ადრეა პატარა ბავშვებამდე! ასე უცბად ბავშვს ნუ დაელოდები და ტორტი დაჭერი, მშია!-თქვა და დანა გააჩერა ხელში.
ერიკმაც ხელი წაავლო მის ხელს და ტორტი ჩაჭრა თუ არა ქალს უჩურჩულა:-
როიალია შენი ახალი მაგიდა?!
-კი! მე სუსტი ვარ და შემიძლია როიალზე ჩამოვჯდე და შენ სკამზე დაიკავე ადგილიი ანიშნა და დაჭრა თუ არა კაცთან ერთად ტორტი თეფშებზე გადმოიღო და კაცისკენ წაიღო ჩანგლიანი ლუკმა.
-მარტო ამას გაჭმევ! დანარჩენი შენით მიირთვი...
-შენ მაჭამე!-უთხრა რბილად კაცმა და ქალს ბედნიერმა ახედა,რომელიც როიალზე იჯდა.
-აქედან ვერ გაჭმევ ერიკ... -მოისაწყლა თავი და უცბად ხელი სტაცა ერიკმა და კალთაში ჩაიჯინა: -აი აქედან მაჭამე! დღეს იუბილარი ვარ და ყველაფერი უნდა შემისრულო!
ქალს აკოცა უცბად და ტორტი გასინჯა ძალიან მოეწონა და ქალსაც აჭამა თავისივე ლუკმიდან ტორტი და ისევ უკან გადასვა როიალზე.
-აქ ძალიან ლამაზი ხარ...-იჯექი და მიირთვი შენი გემრიელი ტორტი და მერე საჩუქარს დაველოდები!-უთხრა კაცმა და ქალის ჩუმი ხმაც მოესმა:- რა საჩუქარი?!
-მორჩი ჭამას და ლოგინს დაუბრუნდი! -თქვა უცბად და ქალს აკოცა: დროზე ჭამე... -უჩურჩულა და სკამს მოცილდა. ქალიც მაშინათვე უკან მიჰყვა და მოტრიალდა თუ არა კაცი ხელში დაიჭირა ქალი და თვალებში ჩახედა: -აბა სად მიდიოდი?!
-შენ მოგყვებოდი!
-ჰოოო?! კარგი მაშინ,- თქვა და ხელი წაავლო, ლოგინზე დააწვინა. ხელები მოხვია წელზე და მუცელზე აკოცა: -პატარა ბავშვები მინდა ემააა...
-დღეს ვერა და სხვა დღეს შეგისრულებ ერიკკ...ასე უცბად ვერ შეგისრულებ! -გაეცინა და კაცის სახეს ხელი შეახო: -სხვა საჩუქარი მაქვს და თუ გამიშვებ მოგიტან! ქალს ყელზე აკოცა და უჩურჩულა: -ჯერ ეს საჩუქარი მინდა და მერე მეორეს ვნახავ...თქვა და მისი სხეულის კოცნა დაიწყო...
ცოტახანში ემა ერიკს ჩაეხუტა და ტორტს გახედა თუ არა ბედნიერმა წამოიძახა:-ტორტი მე გამოგიცხვეეე...
-რააა?! როდისსს?!-იკითხა გაკვირვებულმა კაცმა და ქალს თვალებში ჩახედა.
-წუხელ გვიან!
-როგორ!ერთად დავიძინეთ!
-შენ დაიძინე მე არა!
-რას მიმალავ?!-იკითხა კაცმა და ქალს გადახედა ზემოდან და თვალებში ჩააშტერდა:-აბა აღიარე რა ჩაიდინე!
-ცოტა დასაძინებელი დალიეეე... -თქვა ჩუმად და ლოგინიდან წამოხტა: -არ გაბრაზდე... არ მინდოდა გაგეგო,ტორტს რომ გიცხობდი... -თქვა და ლოგინიდან უკან დაიხია,კაცი წამოდგა დაეწია ხელი მოკიდა და ისევ ლოგინში დააბრუნა: -ახლა ვეღარ გადამირჩები! ცუდო გოგო!
-აუ ერიკკკ... სიურპრიზი მინდოდა და სულ ცოტა დასაძინებელი დაგალევინე... გამიშვი მეორე საჩუქარს მოგიტან...-თქვა ჩუმად და კაცს საწყლად შეხედა პირველად. კაცს გაეცინა და ქალს ხელები მოხვია:-პირველად ვხედავ ასეთ ემას...-თქვა და ქალს ლოყაზე აკოცა:-მესამე საჩუქარია ეგ და მომიტანე! მერე ისევ დაგსჯი!-თქვა და ქალს ხელი გაუშვა. უცბად ქალს ხელი წაავლო და ქალმაც წამოიყვირა,კაცს გაეცინა და ქალს კოცნის მერე უჩურჩულა:-ჩემი ცოლიიი... ძალიან გამიხარდა ტორტი, რომ გამიმზადე,დიდი მადლობაა ჩემო ლამაზოოო... საჩუქარი მანახე და მერე ვჭამოთ და ისევ დავიძინოთ და დაისვენებ რომ გაათენე ისე რომ მე დამაძინე! დაამკაცრა ბოლოს ხმა და ქალს მოუღუტუნაა: წადი ეხლა გაიქეცი მანახე საჩუქარი და მაჭამე კიდევ რამე! თორემ შენ შეგჭამ! -თქვა და ქალი გაუშვა ხელიდან თუ არა ისიც წამოხტა და საჩუქრისკენ გაიქცა. ჩანთიდან ამოიღო და კაცს გაუწოდა.
კაცმა ხელი მოხვია ქალს და კალთაში ჩაისვა თუ არა, საჩუქრის გახსნა დაიწყო. კოლოფს თავი ახსნა და ემამაც უთხრა: ყოველთვის დაგიცავს სადაც არ უნდა იყო,ყოველთვის შეისმენს შენს გულწრფელ თხოვნას და შენს გვერდით იქნება...თქვა და კაცმაც ხელი შეახო კულონს და ქალს აკოცა: ახლა გეპატიება ჩემი დაძინება და ქალმაც გაღიმებულმა კულონი ყელზე გაუკეთა.
ერთად იჯდნენ ლამაზ გაწყობილ სუფრასთან მინდორის შუაში და ბედნიერები მიირთმევდნენ დაბადების დღის საჭმელებს. მხოლოდ რამოდენიმე საჭმელები ეწყო პატარა მაგიდაზე და ერიკის სადღეგრძელოსაც სვამდა ქალი.
-ყველა საჭმელი რაც აქაა წუხელ გაამზადე?!
-კიი...
-ამდენი ხანი დამაძინე?!
-ერიკკ...
-კარგი...მადლობა, ყველაფერი ძალიან ლამაზი და გემრიელია,ისეთი რომ ჭამისთვის მეცოდებიან თქვა და ქალს აკოცა: ჩემი ლამაზიი კეთილი ცოლი... ახლა საჭმლის მერე დავიძინებთ ერთად და დავისვენეთ...აკოცა ცოლს და ცოტახანში ერთად ჩაეძინათ ლოგინში...

ერთი კვირა ბოსტონში სეირნობდნენ მინდორშიც და ცხენითაც რამოდენიმეჯერ იჯირითეს. ემა ისევ თავის ოთახში იყო ახლა უკვე ერიკის გვერდით მშვიდად იწვა და ქმარს ეხუტებოდა. ორივე როიალისკენ იხედებოდა და ემაც უცბად წამოდგა: კლასიკური ნაწარმოები დაუკრა და კაცისკენ შებრუნდა,რომელიც უკვე მის წინ იდგა და ქალს ხელი მოხვია და ამჯერად ისევ როიალთან დაუწყო ფერება...
ემა როიალს მოშორდა და გარეთ გავიდა აივანზე,ისეთი გრილი სიო უბერავდა,ცოტათი შეამცივნა და კაცმაც თავისი თბილი ხელები მოხვია და ქალს ისევ ფერება დაუწყო.
ორივენი ქუჩაში გავიდნენ. რამოდენიმე ქუჩები გაიარეს ფეხით და ლამაზ მინდორისკენ წავიდნენ,სადაც სკამები და მოსასვენებელი ადგილები იყო ლამაზად მოწყობილი. ორივე დაჯდა გვერდი-გვერდ და ერთმანეთს მიეხუტნენ,ჩიტების ჭიკჭიკი მოესმათ და მის ნაზ მშვიდ ხმას ყური მიუგდეს. მაღაზიებში სეირნობდნენ და ერთად მიუყვებოდნენ ზღვის ნაპირს. უკვე ციოდა და ზღვის დრო აღარ იყო,ემას თბილად ეცვა და ბედნიერი ეხუტებოდა ერიკს,რომელიც მის თმებში ხელებს დაასრიალებდა და ქალს კოცნიდა დიდი სიყვარულითა და სითბოთი.
რამოდენიმე დღეები გაბისთან და ალეხოსთან ერთად გაისეირნეს ქალაქში და გვიან დაბრუნდნენ სახლში ოთხივენი დაღლილები,მაშინათვე საჭმელთად დასხდნენ და მშვიდად შეუდგნენ ვახშამს. ახალ ფოტოებს ათვალიერებდნენ და თან იცინოდნენ,ზოგ სურათებზე.
ერიკმა ქალს ხელი მოხვია,ორივენი ხეებთან ამოზრდილ ნამდვილ იებთან მისეირნობდნენ,წყლის დინებას გაუყვნენ:
-ძალიან მიყვარხარ!-მოესმა ქალს და კაცის კოცნაც იგრძნო.
-მეც მიყვარხარ,ჩემი სიმპატიური და თბილი... -თქვა და ხელები მოხვია და მიეხუტა: -ერიკკ...ძალიან მიყვარხარ და ბედნიერი ვარ!
-მეც ძალიან მაბედნიერებს შენს გვერდით ყოფნა.-თქვა კაცმა და ქალი ხელში აიყვანა.
ლოგინზე დააწვინა თუ არა ქალს თვალებში ჩახედა და შეეკითხა:-ახლაც გტკივა წარსულის ამბავი თუ არაო,-ქალმა კი გაღიმებულმა ჩახედა თვალებში და კაცს აკოცა თუ არა ბედნიერმა უთხრა:-შენ მე სიცოცხლის სურვილი დამიბრუნე...მიხარია და მაბედნიერებს შენს გვერდით ყოფნა.არ იფიქრო,რომ ძველებურად მტკივა,მტკივა მაგრამ არა ისევ ისე,როგორც ადრე მტკიოდა. გული ახლა სხვა კაცს აქვს სიყვარულით დატყვევებული...-თქვა და კაცს ძლიერად ჩაეხუტა:-ერიკ მე შენ მიყვარხარ...შენ და ყველა ჩვენი ოჯახის წევრები,ნათესავები და მეგობრები...-კაცმა ქალს აკოცა და ბედნიერმა დაადო მკერდზე თავი,- ემაააა მიყვარხარრრრ მიყვარხარრრ მიყვარხარრრ და სულ მეყვარებიიიი!
-მჯერავს!
ახლა კი ძილის დროა,- თქვა ქალმა და კაცს მიეხუტა.მალევე მშვიდად ჩაეძინა,კაცის მკლავებში და სრულიად დაავიწყდა ყველა გონებაში დაბრუნებული წარსული მოგონებები...

დილას წყალზე წავიდნენ ფეხით გაისეირნეს და წყალს მოავლეს თვალი. მწვანე კრიალა წყალში ირეკლებოდა ნაპირზე მდგარი ბალახები და ხეები,რამოდენიმე ადგილას სკამებიც იდგა,ერთ-ერთ მათგანზე ჩამოჯდნენ და წყალს მიაცქერდნენ. ქარისგან ტალღები ირხეოდა და ხეების ფოთლებს ჰაერში აფრიალებდა. სახლში უკან დაბრუნებულებმა ჩაალაგეს ნივთები.ალეხოს,გაბის,ალმას,რომელიც ერიკს ქორწილის დღეს გააცნო ახლოს და ნაცნობ მეგობრებსაც დაემშვიდობნენ და აეროპორტისკენ დაიძრა მანქანაც...
რამოდენიმე დღის მერე საჩუქრებიც გახსნეს და თავისი ადგილი მიუჩინეს ყველაფერს. ქორწილის ფოტოებიც დაათვალიერეს და კამილასგან გამოგზავნილი ფოტოებიც სადაც ემა და ერიკის თავზე ყვავილები ცვიოდა, რომელიც ერიკის დაჯახებისას ჰაერში გაიფანტნენ, იმ დღეს როცა ემას მაღაზიების გაკეთებაში ეხმარებოდა. ლამაზი ჭურჭელი სამზარეულოში შეინახეს, ზოგი ჰოლში, რამოდენიმე სტატუეტკა შემოსასვლელში განალაგეს და ოთახებში, რამოდენიმე ფოტოებსაც ჩარჩო გაუკეთეს და შესასვლელში კედელზე განალაგეს.
დღეები ერთად მხიარულებასა და საქმეებში გავიდა. დის გახარებულ სახეს იხსნებდნენ ერთად ფოტოების დანახვისას და თვითონაც უხაროდათ მისი მხიარულება და ბედნიერი სახე. ბავშვსაც ეფერებოდნენ ერთად და ერთად მიჰყავდათ ორივეს სადმე გასართობად. ერიკი ხან თავის ნიმუშებს ხაზავდა სამსახურში,ხან ემასთან იყო კაბინეტში და ქალის სხეულს შორიდან უცქერდა,როცა ქალს არ ეცალა,ხან მის გვერდით იყო ჩახუტებული და ბედნიერებით სავსენი 9 სართულის აივნიდან იცქირებოდნენ.
ერთ დღეს ერიკმა ემას ხელი წაავლო და მეათე სართულისკენ წაიყვანა ქალის სხეული. ავიდნენ თუ არა ზემოთ ქალს ხელი მოკიდა ჰაერში ააფრიალა და დააბზრიალა,ორივეს ეცინებოდა ბედნიერებისგან. ჰაერი ქალს თმებს ურხევდა და მის სახეს ეფინებოდა. თავისი თხელი თითებით თმებს სახიდან იშორებდა და ბედნიერი შესცქეროდა კაცის სახეს. ატატებულ ქალის ბაგეებს მოშორდა თუ არა ქალიც ძირს დასვა და სახეში შეხედა.
ერიკკ...ბედნიერი ვარ ბედნიერიიი...თავისუფალი,ვარ და ბედნიერი,ვატარებ შენს ნაჩუქარ ბეჭდებს თქვა ბედნიერმა და კაცს ორივე ხელი დაანახა,სადაც უკვე დიდიხანია აღარ ეკეთა ხელთათმანები.

ბედნიერებით სავსემ ჩაისუნთქა ჰაერი,მიხვდა კაცის გულის დამშვიდებულ სუნთქვას და ბედნიერმა ახედა კაცს: -მე ბედნიერი ვარ... შენ ერიკ?!
-ძალიანნნ...ასეთი ბედნიერი ჯერ არ ვყოფილვარ არავისთან! შენ ხარ ჩემი ერთადერთი სული, გული და ცხოვრება! ერთადერთი ჩემი დიდი ძლიერი სიყვარული! რომელიც მხოლოდ ჩემი ჩემი ცოლია... თქვა და ქალს ისევ აკოცა. ქალის თმები ისევ ირხეოდნენ და ორივეს სახეს შეეხნენ თუ არა ორივეს გაეცინათ და კაბინეტისკენ დაიძრნენ ბედნიერებით სავსენი.
დილიდან მოყოლებული ემა სახლის დალაგებას შეუდგა,რამოდენიმე საათის მერე სამზარეულო დაიკავა და საჭმელების მზადება დაიწყო სტუმრებისთვის. საღამოს ისევ მაღაზიაში ჩავიდა და რამოდენიმე პროდუქტი იყიდა. ისევ სამზარეულოს მიაშურა და საჭმელების გამზადება გააგრძელა ისევ. უკვე დაღლილი ცხრა საათზე დაწვა და დაიძინა.
დილას ადრე ადგა საჭმელი დაადგა ისევ გაზზე მოსახარშად და მაგიდა გაშალა. რამოდენიმე ხანში აბაზანა მიიღო,გაემზადა და გამოპრანჭული შეუდგა მაგიდის გამზადებას. უკვე 2 საათი ხდებოდა კარებზე ზარის ხმა შემოესმა,გახსნა თუ არა კარები, ერიკი შერჩა მარტო და კაცს გაეცინა:
-მე არ მელოდებოდი?!
-შენ ჯერ არა!
-მომენატრე და მოვედი! და უკან გაიხედა,სადაც უკვე მოსულიყვნენ სტუმრები. ერიკი გვერდზე გაიწია დამწუხრებული,რომ ვერ მოასწრო ემასთან ჩახუტება და კოცნა. სტუმრები მოიკითხა და მალევე ერთად მიუჯდნენ ემას გამზადებულ კერძებს. თავიანთი ამბები მოყვეს ნათლულის მშობლებმა,ემამაც მოუყვა თავისი ამბები და მხიარულებაში განაგრძეს სუფრასთან ქეიფი.მშობლებიც წავიდნენ თუ არა საღამოსკენ,ერიკი ემას შეუტრიალდა კარებშივე და კარები მიხურა თუ არა მაშინათვე ემას წაავლო ხელი და კოცნა დაუწყო. ემას ეცინებოდა,ხვდებოდა რომ კარებში რომ ვერ მოასწრო ჩახუტება ერიკმა და უფრო იცინოდა და ერიკიც გიჟდებოდა მის სიცილზე.
-რა საოცარი სიცილი გაქვს ემააა! ისე გიხდება მკვლელი რომც იყო მაინც მომხიბლავდა ეს ღიმილი.
ემას ახლა უფრო გაეცინა და ვერც კი მიხვდა როგორ უცბად აღმოჩნდა ლოგინზე ერიკის გვერდით.
-ერიკკ საჭმელების ალაგების დროა!
-დროა გაკოცო და მოგეფერო! -თქვა და ცოტახანი ემაც დაიმარტოხელა თავის ხელებში...

მალე ახალი სამკაულები და სამოსი უნდა გამოეტანათ მაღაზიაში. რამოდენიმე მოდელსაც გაუგზავნა შეტყობინება და ჩამოსასვლელად ემზადებოდნენ. ერთ კვირაში ყველა ესკიზი მზად იყო. სულ 50 სამოსი იყო და 100 სამკაული სადაც საყურეები,სამაჯურები,ყელსაბამები შედიოდა. ალეხოც ჩამოდიოდა ცოლით,რომელსაც უკვე მუცელი დასტყობოდა კარგად. ყველა იკრიბებოდა ჩვენებაზე: ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ცნობილი ადამიანები.
ემამ მთავარი მოდელი კრისტალ დელევინი დაიბარა გადაღებაზე.
კარებში მაღალი სუსტი ქალი შემოვიდა, ყავისფერი თმები აწეული ჰქონდა,თვალებზე ყავისფერი ბრჭყვიალა და შავი ფანქარი ესვა,პომადა წითელი.ქალი ულამაზეს ქალთევზას გავდა და ემასკენ წავიდა ღიმილით. ქალმა ჩაიხუტა და გადაკოცნა.
დღეიდან გადაღებები გექნება ახალი პორტფოლიო,სადაც მინდა 50 ფოტო შევიდეს,მაგრამ მხოლოდ სტუდიაში არ მინდა ეს ფოტოები.სხვადასხვა ადგილას გადაგიღებენ,მაგრამ დროს გაძლევ და 1 კვირაში ყველა ფოტო უნდა მქონდეს მზად ჩვენებისთვის!
გოგონას გაუხარდა და უკვე გასახდელისკენ მიდიოდა,რამოდენიმე გაკვეთილი გაითვალისწინა ფოტოგრაფისგან მიცემული და გადაღებისთვის მოემზადა.
ემამ ცოტახანი უყურა გადაღებას,მერე დაემშვიდობა ყველას და სახლში წავიდა.
გადაღებები 1 კვირა გაგრძელდა.ფოტოებში გოგონა ბუნებაში იდგა და ყვავილებს ჰაერში ყრიდა და სულს უბერავდა. კაბით, მაღალ ქუსლებზე, როიალზე იდგა,ცა მთლიანად ლურჯი ფერის მოჩანდა. გოგონა მთელ სამკაულებში იჯდა მწვანე ტყეში და მთელი შიშველი ზურგით იდგა,წინ რამოდენიმე სამკაულები ეწყო, განსაკუთრებით ერთი დიდი ყელსაბამი ხელში ეჭირა და მოტრიალებული ზურგზე ეკეთა. გოგონა საჰაერო ბუშტში იჯდა და მთელი სამკაულები ერთმანეთზე გადაბმული ბუშტიდან მიწას ეხებოდა. ქალი ზღვაში იწვა თავისი მწვანე კაბით და ლურჯ ყელსაბამს კისერზე იკეთებდა.ქალი შიშველი სხეულით ზურგით იდგა,ხელები ზევით აეწია და მხოლოდ ბეჭედი ეკეთა ხელზე, რომელიც ჩვენების მთავარი ნაწილი იყო...
გადაღებები დასრულდა,ფოტოებიც მზად იყო ყველა,ახალი ქეტრინთან შეკვეთილი სამოსიც უკვე მზად იყო. ჩვენებაზე ემზადებოდა ყველა მოდელები, თანამშრომლები,ემა და ქეტრინიც. ემა სცენაზე იდგა,ჩვენებისთვის სცენას ამზადებდა. სარკის ფილები ეგო სცენაზე,სცენა გააფართოვეს და გაადიდეს. ემამ რამოდენიმე სკამები უკან ჩასწია და სცენას მოაცილა. მერე ყველას დაემშვიდობა და თავის ოფისში ავიდა. რამოდენიმე ესკიზებს თვალი შეავლო და სკამზე დაჯდა.
ყველა სამკაული მის მაგიდაზე იდო თავისივე ყუთებით,რომელიც იასამნისფერი იყო და ზედ ამოქარგული იყო წარწერა ,,AMEthyst". ემამ ყველა სამკაული გახსნა დაათვალიერა და ისევ ყუთებში მოათავსა. ბოლო 50-ე ძირითად სამკაულს ბეჭედის კოლოფს ხელი მოკიდა და ახლა იგრძნო სიმსუბუქე სიმჩატე და სკამზე მძიმედ დაეცა. სულ რაღაც ორ დღეში ჩვენება იყო და ეს სამკაული იყო მთავარი ძირითადი,სამკაული რომელიც ახლა თავის სიმძიმეს აღარ შეიგრძნობდა ქალის ხელში და ხვდებოდა რომ სამკაული აღარც იყო.კოლოფი გახსნა თუ არა სკამიდან წამოხტა და პოლიციას დაურეკა ყველა კარები ჩააკეტინა და ყველას უბრძანა ბეჭედი მოეძებნათ,ვერავისზე ვერ იფიქრებდა,ვერცერთ თანამშრომელზე,ვერცერთ წევრზე. ბოლოს ვიდეოები ნახა და არაფერი საეჭვო არ უნახავს კასეტაზე და მერე ერიკი გაახსენდა.
-ერიკ ახლავე უნდა მოხვიდე! -უბრძანა კაცს და ტელეფონი გათიშა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: iaKO4035
ნანახია: 857 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar