მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 17)
08.06.2017, 13:41
ემა ისევ თავის კაბინეტში დადიოდა ხან ერთ კედელს მიაწყდებოდა ხან მეორე კედელს,ბოლოს სკამზე დაჯდა და ჭერს მიაშტერდა,რამოდენიმე ხანი უყურა და მაგიდაზე ავიდა.ჭერს მისწვდა და დაინახა თუ არა მისკენ ხელი წაიღო.
-კამერააა?! აქ როგორ აღმოჩნდა! ერიკმა დატოვა?! მაგრამ იმ დღეს ხომ ყველა მოხსნა! ერიკი რამე შუაშია?! არ იქნება შუაში! ასე კაცთან თავს ბედნიერად ვგრძნობდე და მატყუებდეს რატომ?!
უცბად წერილიც მიუვიდა და მეილი გახსნა: ერიკი ვიღაც უცხო ქალს და ბავშვს იხუტებდა. ემამ მაშინვე დახურა კომპიუტერი და ფიქრებში გაიქცა. ვინ არიან ისინი და ახლა საიდან მოვიდნენ?! ჩემს კითხვაზე პასუხი ახლა ეს არის?! მაგრამ ჩემი ბეჭედი აქ რა შუაშია?! ან ერიკს ან ვინმეს რათ უნდოდათ?!
ქალი ისევ ფიქრებში იძირებოდა.
რამოდენიმე წუთში ერიკი მის კაბინეტში შევიდა.ქალი სკამზე იჯდა ისევ სამკაულების ყუთები ეწყო წინ.
-რა მოხდა ემაა?!
-მთავარი ბეჭედი მოიპარეს ან დაიკარგა! და შენ უნდა იპოვო! -თქვა ბოლოს და თავი მოაჩვენა რომ არაფერი იცოდა.-არავის მივცემ უფლებას ჩვენება ჩამიშალოს!
-კარგი ყველა უნდა დავკითხო მაშინ რამე საეჭვო ხომ არ შენიშნეს ან უცხო ვინმე! და თითების ანაბეჭდებიც ავიღო!
ერიკმა ყველა დაკითხა მესამე სართულზე იწერდა და კითხვებს კითხვებზე სვამდა. მოდელებიც დაკითხა გაირკვა რომ გადაღების მერე ტყიდან ყველა სამკაული უკლებლივ უკან დააბრუნეს და ემას მაგიდაზე დატოვეს.
-ერიკ ეს ამბავი არ უნდა გახმაურდეს და ორ დღეში ეს ბეჭედი აქ უნდა მქონდეს!
-ემაა... მე ყველაფერს გავაკეთებ მაგრამ 2 დღეში იმ ბეჭედს მოგიტან თუ არა არ ვიცი!
და დამშვიდდი ახალი გააკეთე!
-ეს ბეჭედი ჩვენების ფასი დაჯდა! რომც გავაკეთო 2 დღეში ვერ მოვასწრებთ გაკეთებას!
-გამოაცხადე რომ ბეჭედი დაიკარგა და ჯილდო დააწესე,ასე ბეჭედს ვერავინ გაყიდის ვერც ვერავინ გაიკეთებს! მარტო სახლში არ ენდომებათ დება ასეთი ძვირი სამკაულის!
-ჩვენება ჩაიშლება ეს რომ გავახმაურო! ამ ჩვენებას ბეჭდის სახელი ჰქვია!
-ადექი და ჯილდო დააწესე და დანარჩენს მე მივხედავ! რაც უფრო მალე დააწესებ ჯილდოს მით მალე ვიპოვით ვინც მოიპარა!
ერთი დღე დარჩა ჩვენებამდე.ემამ გამოაცხადა ჯილდო და ბეჭედიც აჩვენა ყველას,რომელიც დაიკარგა.მთავარ მოდელს კრისტალს ხელზე დიდი ბეჭედი ეკეთა და მთელი ფოტოები მთელმა საზოგადოებამ ნახა.რამოდენიმე საათში ემას ტელეფონიც აწრიალდა და მოსმენასაც შეუდგა ერიკი.
-მე ვიცი სადაცაა ბეჭედი! მაგრამ 1 მილიონს ვითხოვ! -თქვა და გათიშა.
რამოდენიმე ხნის მერე ისევ ზარი გაისმა: -ხვალ დილის 5 საათზე შეგეხმიანებით და ადგილს გეტყვით სად იქნება ბეჭედი და ფული სად მოიტანო! -და ისევ გათიშა.
დილის 5 საათზე ემამ ისევ უპასუხა ტელეფონს,მისამართი ჩაიწერა და თვითონ წავიდა ფულით სავსე ჩანთა იქვე მიყრუებულ ადგილას დატოვა დიდ კასრში,გარშემო ერთი გზა მოდიოდა და ტბა იყო. ემამ ფული დატოვა და წამოვიდა. ზუსტად 10 საათზე ემას დაურეკეს და ბეჭდის ადგილი უთხრეს.
რამოდენიმე ხანში ერიკის ხელში ბეჭედი ეჭირა. რაღაცეები წაუსვა და ანაბეჭდებიც გამოჩნდა ბეჭედზე.მაშინვე ექსპერტიზაზე გაგზავნა.რამოდენიმე ხანში ანაბეჭდების მფლობელის სახელიც გაიგო. მთავარი მოდელი კრისტალი!
ემამ გაიგო თუ არა კრისტალს ანაბეჯდები ხელზე ახლა მიხვდა ფოტოში ვინც იყო! ყველაფერი დატრიალდა მის გარშემო ცხოვრება უკან დიდი სისწრაფით წავიდა,ბედნიერება შეიცვალა და შავმა წარსულის ტყვეობამ შეცვალა,თავი მახეში გაბმულ ჩიტად წარმოიდგინა, ყველაფერი შავი მოეჩვენა,თეთრი რომელიც მოსწონდა აღარსად აღარ ჩანდა,მხოლოდ ემა იყო ემა ტკივილით სავსე და სკამზე დაეშვა,გაახსენდა ცრემლებიანი ღამეები ბოსტონში,რამდენჯერ გარეთ გასულა ხეებთან დამჯდარა და უტირია,რამდენჯერ ცხენით ცრემლიანს უჯირითია, რამდენჯერ აურევია ლოგინი ტკივილიანი გრძნობების გამო და სადღაც ფანჯრისკენ უსვრია.როიალს შეხებია და ის შავი თეთრი კლავიშები სულ შავად მოლანდებია და შიშისგან როიალი დაუხურავს,თავი დაუდვია როიალზე და უტირია,ცრემლები მოდიოდა და არც წყდებოდა ეს გამჭვირვალე ცრემლებიც კი შავი ჰგონებია და შეშინებია. ახლაც იგრძნო ცრემლებით სავსე სახე და სახეს რაღაც ახალის შეხება და უკუიქცა. ახლა შეხედა კაცს და დაუყვირა. კაციც უკან დამდგარა შეშინებული მის ცრემლებზე და ისევ მისკენ წასულა, რომ გამოეფხიზლებინა ბოლომდე.
-ემააა გამეცი ხმა,რატომ ტირიხარ?! ფულიც დავაბრუნე. ამდენიხანია გელაპარაკები და არაფერს ამბობ?! ნუ მაშინებ!
-კრისტალი შენი საყვარელია?!
-არაა!
მაშინათვე კრისტალიც მოვიდა და ემას შეხედა:-ემააა მაპატიე მე და ერიკი შვილი და ქალი გაჩუმდა.
ემამ კარები გააღო და ერიკს არც მოუსმინა: კაცი კარებში გასვლისასაც იგივეს იძახდა გატყუილებს ეს სიცრუეაო.მაგრამ ემამ ორივე კარებში გააგდო დაცვის დახმარებით და ყველა სამკაული სეიფში შეინახა.
ემა სახლში წავიდა აბაზანაში ჩაწვა და მდივანს დაურეკა: ახლავე უთხარი იმ მთავარ მოდელს დღეს ზუსტად 7 საათზე მზად იყოს ჩვენებისთვის! ყველაფერი ისე გააკეთოს და არაფერი არ შეეშალოს! -უთხრა ქალს და გაუთიშა.
რამოდენიმე საათი აბაზანაში იწვა,მერე ტანი შეიმშრალა. კაბა ჩაიცვა და სალონში წავიდა.
თმები გაიკეთა,მაკიაჟი და მანიკური, საათ ნახევარი სალონში იყო,ფიქრებში მირბოდა ხან გამოაფხიზლებდა ვინმეს საუბარი,ხან ისევ ფიქრებში მიჰქროდა. სახლში შევიდა გაიარა სასტუმრო ოთახი და აბაზანაში შევიდა,უნდოდა სახე მოებანა გამოფხიზლებულიყო მაგრამ მაკიაჟს ხელი ვეღარ ახლო და თავის ოთახში შევიდა. დივანზე ჩამოჯდა და ფანჯარას მიაცქერდა: ლამაზი ბედნიერი მზიანი დღე ჩანდა სამყაროსთვის,მაგრამ არა ემასთვის,და ალბათ არც ზოგი ადამიანებისთვის. კარებზე კაკუნი შემოესმა და კარებისკენ წავიდა.
-ემააა გამიღე თორემ შემოვლეწავ,იმ ქალთან არაფერი მაქვს იტყუილება! ყველაფერი მითხრა როცა ყელში მოვუჭირე ხელები. ვიღაც ნიკო დამუქრებია ბეჭედი მომიტანეო,თორემ შვილს მოგიკლავო,მერე მოიტყუილე რომ შვილი ერიკისგან გყავსო! ემააა გააღე ეს კარები თორემ ჩამოვიღებ!
ემა ხმას არ ცემდა არც კარებს არ აღებდა.
თავის ოთახში გაბრუნდა და არც უსმენდა. რამოდენიმე ხანში ძლიერი ხმაური იგრძნო და უკვე კარებში ერიკიც იდგა. ემას ეცა ხელებში და ქალს უყვირა: იმ ქალთან არაფერი მქონიააა! ვიცნობ მაგრამ არაფერი მქონია ჩემი ძმაკაცის ცოლი იყო!
-ახლა რატომ არაა!
-დაიღუპა მისი ქმარი და მე ვნახულობ ხოლმე მის ბავშვს,მისი ნათლია ვარ!
-ამ ფოტოზე რას მეტყვი?! -და ფოტო აჩვენა კაცს.
-ახლახანს ვთქვი რომ ბავშვს ვნახულობ ხოლმე და აქედან გამომდინარე დედამისსაც!
-ამ ტყუილების არ მჯერავს! ახლა კი წადი უნდა მოვემზადო!
-კრისტალმა ყველაფერი მითხრა.ვინაა ნიკო?! იციი?!
-არ ვიცი და არც მაინტერესებს წადი აქედან!
-ემააა! დამიჯერე!
-ერიკ! დღეს ჩვენებაა უბრალოდ მოხვალ როგორც ადრე ისე მოატყუილებ ყველას რომ ჩემს გვერდით ხარ!
-ჩვენებაზე არ მოვდივარ!
-კარგი! ახლა კი წადი! უნდა მოვემზადო.
-ეს ჩემი სახლია!-უნდოდა ეთქვა კაცს,მაგრამ ქალის წასვლა არ უნდოდა თავისი სახლიდან და უცბად გავიდა კარებში.
ერიკმა კარები გააკეთა და გაიჯახუნა.
ემამ გარდირობი გააღო,კაბა გაიხადა სუნამო დაისხა და ახალი კაბა ჩაიცვა იასამნისფერი მთლიანად გიპიურის კაბა,რომლის შიგნითაც იგივე ფერის სარჩული ჰქონდა. ოქროსფერი ფეხსაცმელები და საყურე,ბეჭედი გაიკეთა,ჩანთა აიღო იასამნისფერი და კარებში გავიდა.
თავისი სამსახურისკენ წავიდა. ლიფტში შევიდა და კარები ნახევრად დაიხურა თუ არა მაშინვე ერიკი გაჩნდა მის წინ.
-ულამაზესი ხარ!-მოესმა უცბად ხმა და კაციც მის გვერდით დადგა.
-რატომ მოხვედი?!
-მიყვარხარ! და შენს გვერდით უნდა ვიყო.
-ნიკო ფიანის არ იცნობ?! 29 წლისაა,სწავლობდა იქ სადაც შენ სწავლობდი და ასევე უყვარდი კიდევაც!
ემა ახლა გამოფხიზლდა გაახსენდა ვინც იყო და ერიკს მიმართა: -ვიცი!
-არადა არ გახსოვდა რამოდენიმე ხნის წინ! ვინ იყო ნიკო!
-მე ის არ მაინტერესებს! არც აქამდე მაინტერესებდა!
-მას აინტერესებ! უნდა რომ კრისტალის შვილის მუქარით ბეჭედი წაგართვას და ჩემთან დაგაშოროს! მისი გეგმა ასეთი იყო: ბეჭედში შენს თავს გაცვლიდა,მაგრამ ფულს დახარბდა,ჩემთან დაშორების მერე კი ხელში ჩაგიგდებდა ალბათ.
-გეყოფა ერიკ! მე ხელში ვერავინ ჩამიგდებს შენს გარდა!
-მართალი ხარ,აი მესმის სიყვარულის ძალა! -უთხრა და ქალს ხელი სტაცა.რატომ არ გჯერავს?! გეუბნები კაცს უყვარხართქო და შენს გამო აკეტებს ამას და მე მადანაშაულებ და არ მისმენ! კიდევ კარგი ჩემს გარდა რომ არავისთან არ იქნები!
-ახლა მოვრჩეთ ამაზე საუბარს! -თქვა ემამ და კარებიც გაიღო და პოდიუმისკენ წავიდა. შეამოწმა ყველაფერი მზად თუ იყო. კრისტალიც დაინახა და მისკენ არ წასულა.ქალმა თვითონ გადმოდგა ნაბიჯი: ბავშვი პოლიციაშია იქ იცავენ მოგატყუე ბოდიში ემააა.
ემამ არ მოუსმინა. სხვა მოდელებისკენ წავიდა და ყველას წარმატებები უსურვა.
იასამნისფერი იებით მოჯედილი კედლიდან მოდელები გამოდიოდნენ და ყვავილიდან იწყებდნენ სიარულს. მთელი პოდიუმი გაიარეს მოდელებმა და უკან გაბრუნდნენ თუ არა ისევ წამოვიდნენ პოდიუმზე და პოდიუმის მთელ სიგრძეზე ადგილი დაიკავეს, ერთმანეთისგან რამოდენიმე სანტიმეტრით იყვნენ დაშორებულები.უცბად პოდიუმის სცენა ჩაიკეტა დიდი მინით მთლიანად დაიკეტა და მოდელებით სავსე პოდიუმი წყლის ნაკადმა მთლიანად შეავსო თუ არა ცურვა დაიწყეს თავიანთ კაბებში და სამკაულებში გამოწყობილებმა,წყლის ლამაზ ქალთევზებად გარდაიქმნენ გოგონები და გაცურეს ცოტაზე თუ არა ფოტაგრაფებმაც ახალი ფოტოები გადაიღეს,მაშინ როცა ჩვენების დამთავრება ეგონათ. რამოდენიმე წუთიანი ცურვის შემდეგ წყალით გავსებულ მინიან ყუთში გოგონებმა ზევით იწყეს გაცურვა და ნელ-ნელა ზევით ავიდნენ გოგონები და წყალი დატოვეს. მთელ წყლიან ყუთში იებით სავსე ყვავილები ჩამოიპნა და მთელი წყალი იებმა დაფარეს.ბოლოს ყუთში ერთი მთავარი მოდელი გადახტა და ფსკერისკენ გაცურა თუ არა ისევ გამოფხიზლდნენ ფოტოგრაფები და სურათები გადაიღეს. გოგონა წყლით სავსე იებში დაცურავდა და თავის ახალ კაბას და სამკაულებს აჩვენებდა, ბოლოს რამოდენიმე სამკაულმაც იწყო ფსკერისკენ ჩაძირვა ბეჭდები,საყურეები,ყელსაბამები ნელ-ნელა წყალში ვარდებოდნენ და ძირს მიცურავდნენ. გოგონამ რამოდენიმე ჰაეროვანი კოცნა გამოაგზავნა თავისი მთავარი ბეჭედით და ყველას დაემშვიდობა თუ არა სამკაულები აიღო და ზემოთ გაცურა. წყლის ზემოთ გოგონას მიეხმარნენ ამოიყვანეს და თბილი პლედიც მოაფარეს. რამოდენიმე ხანში გამოიცვალა და ემასკენ ღიმილით წავიდა.
ემა ჟურნალისტებს ესაუბრებოდა,მან თავისი ახალი მოდელი წარუდგინა საზოგადოებას,რომელიც ბევრს შრომობდა რომ ცურვისას ჰაერი ყოფნოდა,მთელი დღეები საათები ცურვის სპეციალისტთან ატარებდა და მის გაკვეთილებს უსმენდა. ემაც მიდიოდა და ნახულობდა გოგონას,მოსწონდა მისი სახე,მისი სხეული და მისი შრომაც. ემამ გოგონა შეაქო და თავის ახალ მოდელად დანიშნა. ის იქნებოდა ძირითადი მოდელი მისი სამკაულების და სამოსის,რომელიც ყოველ ჩვენებას დახურავდა...
ემამ მადლობა გადაუხადა ყველა მოწვეულ სტუმარს.ყველას ახალი კერძებით უმასპინძლდებოდნენ და ყველა ოფიციანტი თითოეულ სტუმარს დიდ ყურადღებას აქცევდა.
ემამ ბევრი მილოცვები მიიღო და მისმა მეგობარმა ქეტრინმაც,რომელმაც ამ დღის მერე უფრო ბევრი კონტრაქტი და შემოთავაზებები მიიღო.
ემა ქეტრინთან იდგა და ძალით იღიმებოდა,ჯერჯერობით არ შეეძლო მოდელის შეცვლა ამიტომ უნდა აეტანა ცოტახნით დღეს მაინც,ასე უცბად მოდელს ვერ შეცვლიდა, ძალაუნებურად კრისტალსაც ესაუბრებოდა. უცბად ერიკისკენ გაიხედა თუ არა კაცს უცხო ქალი კოცნიდა ტუჩებში და ფოტოგრაფებიც მაშინვე ამ სცენაზე გადაერთვნენ!
-ერიკ! ის თქვენი საყვარელია?!
-ემაა ეს იცოდით?!
-დიახ მალე განქორწინებაზე საბუთებს ხელს მოვაწერთ! განაცხადა ემამ და ერიკთან მდგომ უცხო ქალს შეხედა,რომელსაც ვერ ცნობდა და მაგრამ იცოდა რომ მოწვეულ სტუმარს შორის არ უნდა ყოფილიყო!
გაბრაზებულმა ერიკმა იქაურობა დატოვა,სახლში შევიდა ბოთლით ხელში,ხან მისაღებში მაგიდას დაეჯახა ხან გარდერობს სიბნელეში,მერე ლოგინი მიაგნო თუ არა იქვე წამოწვა ბოთლით ხელში,მთელი ბოთლი დაცალა მერე ჩათვლიმა და გამოეღვიძა შუაღამის 2 საათზე. გასაღები მოძებნა კარები გაიჯახუნა და გავიდა.
ემამ სტუმრები ღიმილით გააცილა,ყველას დაემშვიდობა და დალაგება დაიწყო,ცალკე ტანსაცმელები დაალაგა,ცალკე სამკაულები შეინახა. ხვალე უკვე მაღაზიაში უნდა გამოეტანათ ორივე სართულზე. კაბინეტში ავიდა და იქვე დივანზე დაჯდა. რამოდენიმე ბაკალი ღვინო დალია და წამოწვა,თუ არა ფიქრებით სავსემ იწრიალა,ხან დგებოდა მერე ისევ წვებოდა,მერე ჰაერზე გავიდა აივანზე,მერე ისევ უკან დაუბრუნდა დივანს და წამოწვა,არც ძილი უნდოდა მაგრამ ეძინებოდა,ვერ ისვენებდა. ბოლოს ზარის ხმა გაიგონა და ტელეფონს უპასუხა გაბი რეკავდა.
-სად ხარ?!
-ოფისში!
-გააღე კარები ქვევით ვარ!
ემამ კარები გააღო და რამოდენიმე წუთში მის წინ ქალი იდგა. ხელში შოკოლადიანი ტორტი ეჭირა.
-რამეს ავღნიშნავთ?!
-ჩვენებას და სკანდალებს!
-აღარ გამახსენო!
-ტორტი ვჭამოთ რა მინდა ძალიან და თან ერთად ვიყოთ აივანზე დავჯდეთ.
ემა და გაბი აივანზე იჯდნენ,ჰაერს ისუნთქავდნენ ემა სევდიან ჰაერს სუნთქავდა,გაბი კი მის გამო სუნთქავდა დამძიმებულ ჰაერს,იცოდა რომ ემას უჭირდა ახლა და ტორტის ნაჭერს ისევ უმატებდა.
-ჭამე დღეს არაფერი მოგემატება ბევრი ორი ნაჭერი ტორტისგან და დაქალს დაუდო ისევ შოკოლადიანი ნაჭერი.
-მადლობა რომ ამოხვედი და მოიტანე, გემრიელია. რა ხდება ჩვენებაზე?!
-ძალიან მაგარი იყო,ის აუზი ისეთი მაგარი რომ შენი დაშორება გადაფარა!
ემას გაეცინა,მე არც ისეთი მდიდარი და პოპულარული ვარ რომ ეს აინეტერესებდეთ!
-აინტერესებთ ხვალიდან ოღონდ!
-რაც არის არის!
-და მაინც რამ გათქმევინა გაყრაზე!
-ასე იყო საჭირო! და ვსიო!
ცოტახანი ისევ ისაუბრეს,მერე ორივენი დივანზე მიწვნენ და ჩაეძინათ ცოტახანი.
რამოდენიმე საათში გათენდა კიდევაც და ემამ მოსული კონვერტი ხელში აიღო თუ არა მაშინვე ტელეფონის ხმაც გაისმა მდივნისგან.
-ემაა ბატონი ალბერტო არის მოსული და შენთან შემოსვლა უნდა.
-შემოვიდეს!
ემა გადაეხვია კაცს და მოიკითხეს ერთმანეთი.
-ჯერ არ ჩამოვსულვარ აქ და უკვე შენ და ერიკი მახრჩობთ ისევ!
ემამ კონვერტს ეხლა დახედა, გახსნა და წაიკითხა.
-კალამი აიღო და ფურცელი გაასწორა ხელის მოსაწერად.
-რას აკეთებ?!
-ხელს ვაწერ!
-არაფერი გინდა?!
-არა!
- დაფიქრდი!
ემამ ხელი მოაწერა და გაუწოდა: -არაფერი მინდა მისგან!
ალბერტო წავიდა თუ არა ემა სახლში წავიდა,გამოიცვალა კაბა,რომელიც ღამით არც გაუხდია და აბაზანაში შევიდა.
ალბერტომ ერიკს წინ აუფრიალა ქაღალდი. -აჰაა რაც გინდოდა!
ერიკმა გამოგლიჯა ხელიდან და წაიკითხა თუ არა ემას ხელმოწერა,კაცს ეცა:
-შენც ადექი და ასე დაეთანხმე და ხელი მოაწერინე?!
-ჰო ეგ გინდოდა! შენ გააგზავნე განქორწინებაზე საბუთი და მიიღე კიდევაც!
-ისე რომ არაფერი მოუთხოვია?!
-არააა! აბა რა გეგონა ვიღაც უცხო ქალი როგორ გეცა და გაკოცა,იმ კრისტალთან მომხდარი ამბის მერე,ემა ადგებოდა და ქაღალდს დახევდა?!
-რა სულელი ვარ! -თქვა გაბრაზებით და იქვე ფანჯარასთან დაჯდა.
-ადექი და თავს მიხედე წუხელ მთვრალი დამესხი თავს და მაიძულე ეს საბუთი შემედგინა! ახლა წადი გამოფხიზლდი და გამოიცვალე ეს სამოსი!
-რა მნიშვნელობა აქვს ეხლა რამეს!
-ის მნიშვნელობა, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო!
-არაფრის დაწყებას არ ვაპირებ!
-ემასთან და არა ვინმე სხვასთან! ჯერ არ განქორწინებულხართ ხელი არ მოგიწერია! და საერთოდ სჯობს არ მოაწერო! გზაში ვიფიქრე და შენს ხელისმოწერაში შეგიძლია თავისი კომპანიის ნახევარი მოსთხოვო ვნახოთ რას იზამს! უჰჰ წარმომიდგენია როგორ გაშმაგდება! საინტერესოა! აბა მზად ხარ?! თუ ასე უნდა იჯდე ფანჯარასთან იდიოტივით?! როგორც ემა ამბობდა! და თანაც ჩემს სახლში!
-რა თქვი?!
-რა ვთქვი?!
-განქორწინებულები არ ვართ?!
-ჯერ არაა! და გირჩევ დღეს დაისვენო და ხვალ უკვე მის ოფისში მიხვალ და წილს მოსთხოვ,იმედია თავს დაიცავ მერე რაც მოხდება მე პასუხისმგებელი არ ვარ!
-კარგი... სახლში ემაა...თქვა და კაცს გადახედა თუ არა მანაც დარჩენის უფლება მისცა.
ემა მორჩა აბაზანას,საჭმელი ჭამა,მიალაგა და სამსახურში წავიდა,ისე რომ ერიკს არც შეხვედრია.
პირველ და მეორე სართულზე მოდელები გააწყვეს ახალი სამოსით და სამკაულებით. ბეჭედიც მოდელს ეკეთა და ყველა სამკაულები,ყველა მოდელის ფიგურას დაცვის პროგრამა ჰქონდა,რამე რომ არ მოეპარათ. 50 მოდელი ორივე სართულზე მოძრაობდა.მყიდველები სამოსს ირჩევდნენ და მერე ეცნობოდნენ რა სამოსი რა ნაჭრისგან იყო შექმნილი,და სამკაულები რომელი ქვისგან ან მასალისგან. ემა თვითონ იღებდა დღეს მოსულ სტუმარს და იქვე დივანზეც სასმელზე უმასპინძლდებოდა. მერე ჩვენების სართულზე ავიდა,დაათვალიერა ყველაფერი დალაგებული თუ იყო,მაკიაჟის ოთახი ცოტათი დაალაგა და საღამოს თავის კაბინეტში შევიდა.
-გამარჯობა!-მოესმა უცბად ხმა და აივნისკენ გაიხედა.
-აქ რას აკეთებ დაუკითხავად?! -ემამ მაგიდაზე მდგარ ყვავილებს შეხედა და ხელში აიღო გადასაყრელად გაამზადა.
-ყვავილები არ იყო საჭირო! -თქვა და ბარათიც დაინახა,გახსნა: -ნიკო სიყვარულით! წაიკითხა თუ არა ერიკმაც უთხრა ყვავილები არ მომიტანია და ბარათი გამოგლიჯა ხელიდან.
-აი ნამდვილი მიზეზი ჩვენი დაშორების! ბედავს და ყვავილებსაც აგზავნის! -და კარებისკენ წავიდა.
-ერიკ ეს გავიწყდება! და პატარა კამერა გაუწოდა,რომელიც ჭერზე იპოვა.
-მე ყველა კამერა მოვხსენი იმ დღეს და ეს არ ვიცი! ხელი მოკიდე?!
-არაა ნაჭერით ჩამოვიღე ჭერიდან!
-ჭკვიანი ცოლი ხარ! უკვე ვიცი ესეც ნიკოსი იქნება! ყვავილებსაც ხელი მოკიდა და ქალს მიაძახა გადავყრი! და კარებში გავიდა.
-ყოფილი!-თქვა ქალმა და მაგიდასთან დაჯდა,რამოდენიმე საბუთებს ხელი მოაწერა და ახალი სამკაულებისთვის ქვების სია შეადგინა,ყველა ფერადი ქვა აარჩია. ხვალე ქეტრინს ხვდებოდა და ახალ გეგმებზე ისაუბრებდნენ. ემამ რამოდენიმე საათი ისევ იმუშავა,მერე აბაზანაში წყალი გადაივლო და ახალი კაბა ჩაიცვა,სადა მაკიაჟი გაიკეთა და თმები ჩამოისწორა,ბოლოში ცოტა დაიხვია და მარცხენა მხარეს გადაიყარა მთლიანად.გრძელი საყურე გაიკეთა და კაბინეტიდან გავიდა.
უკვე 8 საათი ხდებოდა,გამოფენაზე ჩავიდა.კარები შეაღო და მრგვალ ოთახში შევიდა,მომრგვალებულ კედლებზე ფოტოები იყო ჩამოკიდებული,შუაში მრგვალი კედელი იყო გამჭვირვალე და შიგნით მაგიდა იყო გაშლილი. ყველა თანამშრომელი იყო დაპატიჟებული,მათ შორის ჟაკლინი,ერიკის და. ფოტოები დაათვალიერეს, ერთმანეთს ჩვენების აზრი გაუზიარეს,ისაუბრეს მეგობრებმა,თანამშრომლებმა. ემა კრისტალის ბეჭდიან ფოტოსთან იდგა და ხმა მოესმა თუ არა შემოტრიალდა.
-ემაა გთხოვ ერიკთან არაფერი მაკავშირებს! ვიღაც ნიკომ მაიძულა ეს მეთქვა!
-კრისტალ! შენ მთავარ მოდელად აგირჩიე და მიღალატე!
-ერიკთან არაფერი მქონია,ის ჩემი ქმრის ძმაკაცია!
-შენ ნიკოს ბეჭედი მიუტანე!
-არაა ემაა,გთხოვ მომისმინე და მოგიყვები ყველაფერს! გთხოვ.
-კარგი გარეთ გავიდეთ!-თქვა მკაცრად ემამ და კარებისკენ დაიძრა და კრისტალიც მიჰყვა უკან.
-გადაღებები რომ მორჩა და ვემზადებოდი ოთახში ჩასაცმელად.ვიღაც უცხო კაცი შემოვარდა და დანა მომიღერა, მითხრა რომ ბეჭედი მიმეცა მისთვის და შენ და ერიკი დამეშორებინეთ,თორემ შვილს მომიკლავდა. მეც იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი. არ მინდა ჩემი შვილის დაკარგვა ის ერთადერთია ვინც მიყვარს და ცხოვრების აზრს მაძლევს!
-კარგი! ისევ იმუშავებ ჩემთან! მაგრამ შემდეგში ასეთ მუქარას მეც მომახსენებ სანამ რამეს ჩაიდენდე!
-ემაა მართლა არ მქონია არაფერი ერიკთან!
-შენ არა ალბათ მაგრამ სხვა ქალს ჰქონდა!
-კოცნა?! ის ქალიც იმ კაცის მოგზავნილი იყო ალბათ.
ემაა დაუძახა უცბად კაცმა და მისკენ შეტრიალდა, მის ხმაზე.
-რა გინდა!
-ნიკოს ანაბეჭდებია და ის ქალიც ნიკომ მომიგზავნა,რომ მაკოცა. ახლა კი უნდა წავიდეთ და ქალს ხელი წაავლო.
-ერიკ ახლა არ მცალია შენი სისულელეებისთვის!
ემას ხელი მოკიდა ბეჭზე გადაიკიდა და ლიფტში შევიდა.
-ერიკ ახლა არააა მერე,თანამშრომლები ვახშამზე მელოდებიან!
-მეც გელოდები მეტს არ დავიცდი!
-ერიკ დამსვი და 2 საათის მერე მეცლება! დამსვი!
-ემაა იცოდე ზუსტად 2 საათს გაძლევ!
-კარგი!
ერიკმა ქალი დასვა და ისევ ააცილა უკან და წავიდა თუ არა ნახევარ საათში უკან მოვიდა გამოწყობილი. შევიდა ფოტოები არც დაათვალიერა და ემა მოძებნა და მის გვერდით დადგა.
-2 საათში უნდა მოსულიყავი!
-უკვე 1საათში წაგიყვან! მანამდე კი აქ ვიქნები შენს გვერდით!
ემა მაგიდისკენ დაიძრა და ყველანი მაგიდას მიუჯდნენ. ემამ ყველას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ყველა შეაქო. მერე ანდრეს და მის უკვე ცოლს ანხელას გადახედა და გაუღიმა გახარებულმა რომ უკვე ერთად იყვნენ. კიდევ ახალი გეგმებისთვის და კონტრაქტების შესასრულებლად იმედია ისევ ასე შემართებით იქნებით მზად ყველას მიმართა და რამოდენიმე ჭიქა დალია. ცოტახანი ისევ იყო ძირითადად ყველას მადლობა უთხრა,მოიკითხა ხომ არაფერი გაქვთ პრობლემაო,მშვიდად რომ მოისმინა არაფერიო მათგან,ისევ მათ მიმართა: ახლა კი რომელიმეს რაიმე საქმე თუ არ გაქვთ ჩემთან მე დაგტოვებთ,თქვენ კი შეგიძლიათ გვიანობამდე იმხიარულოთ და ყველას დაემშვიდობა. კარლო მიმართა კაცს და ხმადაბლა უთხრა: მერე კერძები თუ დარჩა შეინახეთ დანარჩენს ხვალ დაალაგებენ! უთხრა კაცს და კარებში გავიდა. ერიკმა კარები გაუღო და ქალი გაატარა, მერე თვითონაც მიჰყვა უკან.ლიფტში ჯერ ისევ ქალი შეუშვა და მერე თვითონაც შეაბიჯა.
მანქანა გაუღო და ემაც ჩაჯდა. -სად მივდივართ?!
-განყოფილებაში!
-იმედია არ მაპატიმრებ!
-არაა ჯერ მაგრამ თუ რამე ჩაიდინე რატომაც არაა! რა ჩაიდინე ჩემს არ ყოფნაში?!
-არაფერი უშენოდ ძალიან კარგად ვარ!
-კარგიაა მეც! -თქვა გაბრაზებულმა და ქალს შეხედა.
-მართლა მომენატრე! ემააა.
-ტარების დროს ნუ ლაპარაკობ! მალე მორჩი დავიღალე!
მანქანა გააჩერა.ემამ ისევ ის დერეფანი გაიარა სადაც აქ ჩამოსვლისას მოხვდა და ფეხშიშველა მიუყვებოდა,ახლა თავის მაღალ ქუსლებით მიაპობდა ამ გზას. პირდაპირ საკანთან მიიყვანა კაცმა და გაჩერდა: აი შენი სიყვარულიც! რომელმაც აღიარა თავისი დანაშაული!კამერაზე და მოპარულ ბეჭდის გამო დაპატიმრებულია!
-სახეზე რა სჭირს?!
-ცოტა ვცემე!
-ცოტა იმიტომ რომ მე გამოგლიჯე! მაგრამ შენც მოგხვდა და ბევრი უნდა ჭამო რომ ისევ ჯანზე იყო! დღეს არ გიჭამია ეტყობა! -თქვა ფრანკომ და ემას მიესალმა.
-კარგი წავედი აღარ მინდა აქ ჰყოფნა!
-ემაა არ წახვიდე შენთან საუბარი მინდა მიყვარხარ და მენატრებოდი!
-შენი მოჩვენებითი სიყვარული არ მჭირდება!
-ემააა მიყვარხარ არ წახვიდე! -მოესმა ემას კარებიდან გამოსვლისას.
-ემაა! -თქვა ერიკმა და ქალს ხელი გაუწოდა. მერე მეორე ხელი მოკიდა ქალს. მოატრიალა და თავის ძველ ოთახში შეიყვანა და ხელი გაუშვა. ორივეს გაახსენდა ის წუთები როცა ერიკმა ქალს სახეზე შეხედა და მისით მოიხიბლა და კაბა გაურღვია,ემასაც გაახსენდა მისი დაჯახება და გაეცინა. ერიკმა ხელი წაავლო და მიიკრა ახლოს და აკოცა. ბოლოს გაუშვა თუ არა ემამ კარები გააღო და ლიფტში შევარდა. ერიკი მის გვერდით დადგა უცბად,ისევ მოკიდა ქალს ხელი და აკოცა და გაუშვა არც ამჯერად ამოუღია ხმა ქალს. მასთან ერთად ჩაჯდა მანქანაში და სახლისკენ წავიდა მანქანით. -სამსახურში! თქვა ემამ და კაცმაც მოატრიალა მანქანა.
-იქ რა გინდა?!
-ჩემი ოთახი და მერე ყველა ოთახები უნდა შეამოწმო კამერები ხომ არ არის!
ერიკს არაფერი უთქვამს და რამოდენიმე ხანში მანქანა გააჩერა. ემამ კარები გახსნა და კაბინეტში ავიდა მასთან ერთად.
ემა კაბინეტში შევიდა და ერიკს უთხრა ახლავე ამოვალ და გარეთ გავიდა. ემამ რამოდენიმე თეფშით სავსე საჭმელი შემოიტანა და მაგიდაზე დადგა.
-რას აკეთებ?!
-კამერებს ვამოწმებ! ხომ მთხოვე?!
-ჰო მაგრამ დღეიდანვე არა!
-გარედან დავათვალიერებ,ხვალე კი ხელსაწყოს მოვიტან და იმით შევამოწმებ ყველგან!
-დაჯექი და ჭამე!
-არ მინდა!
-ჭამე არაფერი გიჭამია! -თქვა და ქალს ხელი მოკიდა იქვე კალთაში ჩაისვა და საჭმელის ჭამას შეუდგა.ემასაც აძლევდა თავისი ხელით და აჭმევდა. ცოტახანის მერე ცარიელი თეფშები აალაგეს და გასარეცხად ჩაიტანეს სამზარეულოში. ემამ ონკანი გახსნა და ჭურჭლის ნაჭერი დაასველა, სითხე წაუსვა და ჭურჭლებს წაუსვა ქაფი. მერე სარეცხ მანქანაში ჩააწყო.
-კიდე არ გაქვს გუფკა?! ბარემ ამასაც წავუსვათ და ჩავაწყოთ! მიანიშნა დღევანდელ ალაგებულ ჭურჭელზე ერიკმა.
-მეორე უჯრაში უნდა იყოს ნახე.
ერიკმაც ჭურჭლებს ქაფი მოუსვა და სარეცხ მანქანაში ჩაალაგა. რაც არ ეტეოდა იმასაც მოუსვეს ქაფი და დაალაგეს შემდეგ პარტიაზე ჩასალაგებლად.
ერიკი თეფშებს უსვამდა,ემა კი ჭიქებს უსვამდა ქაფს. მაგიდაზე თეფშები ცალკე დააწყვეს ზომის მიხედვით,ცალკე ჭიქები. ემა მალევე მორჩა ჭიქების გაქაფვას და თეფშებზე გადავიდა.
-კრისტალმა შემოგირიგა?!
-ცოტათი კი!
-ბავშვი ჩემს დისშვილთან არის ხოლმე,სულ მარტო ვერ ტოვებს ისევ ეშინია. ამიტომაც გადაღებებზე ბავშვს ჩემს დასთან ტოვებს,იქ კი სიძის დედა უვლის ორივეს. თბილი ქალია არ გავს მის შვილს,რომელიც შეცდომებს უშვებს და დიდად არც ცხვენია ხოლმე.
-კიდევ უღალატა ჟაკლინს?!
-ჯერ არაა,ერთხელ კმაროდა რომ კარგად ვცემე!
-ვინ იყო ის ქალი იცით?!
-კი,ერთი სულელი მდიდარი ქალი,რომელსაც ახალგაზრდა საყვარელი მოუნდა!
-ამ დღეებში ისვენებს ჟაკლინი და იქნებ ისევ წავიდეთ სადმე ერთად?!
-არ ვიცი საქმეები მაქვს და თან ჩვენ უკვე ნათესავები აღარ ვართ!
-ვართ უნდოდა ეთქვა მაგრამ გაჩუმდა. -ჩემი დის ხათრით წავიდეთ მაინც.
-კარგი ვნახოთ,ხვალ არ მცალია ქეტრინს ვხვდები.
-შაბათ-კვირას იყოს,თუ გეცლება.
-კარგი.
მალე ყველა ჭურჭელი მორჩნენ და სარეცხიც გათიშეს. ემამ ქაღალდი აიღო და კალამი: -ყველაფერი გაქაფულია და მხოლოდ მანქანაში ჩაალაგეთ. ხელმოუწერელი დატოვა და ოთახიდან გავიდა.
ემა უკვე 3 საათზე სახლში მიიყვანა და დაემშვიდობა.
ემასაც არაფერი უთქვამს დარჩენაზე და კარები ჩაკეტა,როცა კაცი ლიფტში შევიდა.

დილით გვიან ადგა გაემზადა თუ არა მაშინვე წავიდა სახლიდან ემა. კაბინეტში შევიდა და ცოტა მიალაგა. ქეტრინიც მალევე მიიღო, გადაკოცნა მოსული მეგობარი და მაგიდას მიუსხდნენ. ახალ დაბეჭდილ ჟურნალებს გადახედეს ისაუბრეს ისევ მათ მიერ დაწერილ სიტყვებზე და საქმეებს მიუბრუნდნენ.
-რას დალევ?!
-ყავას თუ შეიძლება.
რამოდენიმე წუთში ქალები ყავას,ჩაის და ტორტს მიირთმევდნენ.
-რა ხდება სამსახურში?!
-ახალი ნაჭრის ქსოვა დავიწყეთ,როგორც გვითხარი მხოლოდ შავში.
-ძალიან კარგი. ქვებს დღეს მოიტანენ და შევუდგებით საქმეს. ამას გადახედე და ხელი მოაწერე უთხრა ქალს და ფურცლები გაუწოდა. ქეტრინმა წაიკითხა და ემას გაკვირვებულმა შეხედა.
-უკვე ასე უცებ?!
-ჰოო ჩვენებიდან ძირითადი სამოსის შემოსავალი ჩვენ წავიღეთ და ვალიც დაიფარა. ახლა უკვე შეგიძლია მხოლოდ ქირის ფული გადაიხადო და დანარჩენი თქვენ წაიღოთ!
ქეტრინს გაუხარდა და ხელი მოაწერა. ემას კომპანიას მხოლოდ ქირის ფულს გადაუხდიდა.
კარებზე კაკუნი იყო და მდივანი შემოვიდა.
ქალბატონო დღეს კარლომ ეს მოიტანა და ქაღალდი გაუწოდა.
ემამ წაიკითხა: -ყველაფერი გაქაფულია და მხოლოდ მანქანაში ჩაალაგეთ.
-ემას გაუკვირდა,მერე რა ხდება?!
-არავინ იცის ვინ დაწერა,ყველამ თქვა მე არ დამიწერია და არც მე გამისუფთავებია ჭურჭელიო,დღეს დილით რომ მოვედით ასე დაგვხდაო.
ემამ ქაღალდი მაგიდაზე დადო,თავისი კალამი აიღო: -კარლო მეცალა და მე გავაკეთე მეგობართან ერთად. -ემა გალიანი. და ისევ გადასცა ქაღალდი. კარლოს მიუტანე.
ქალი წავიდა.
-ემა რამე მოხდა?!-ჩაეკითხა ქეტრინი.
-წუხელ მე და ერიკმა ჭურჭელი გავასუფთავედ და გასარეცხად მოვამზადეთ!
-ანუ შერიგდით?!
-არაა! მართლა შაბთ-კვირას აქ არ ვიქნები მე ჟაკლინი და ის ვაჟბატონი!
-ჩემზე ამბობთ ქალბატონო ემა?! -მოესმა ერიკის ხმა რომელიც კაბინეტში შემოვიდა. მერე ქეტრინს მიესალმა მოიკითხეს ერთმანეთი და ერიკმა განაგრძო:
-თუ ნებას დამრთავთ პირველი სართულიდან დავიწყებ შემოწმებას!
-კარგი! თუ რაიმეს ნახავ დამიძახე!
-დიახ! და რას ამბობდით ჩემზე?!
-შაბათ-კვირას ერთად ვისვენებთ სამნიო გასცა პასუხი ქეტრინმა და გაუცინა. წუხელ ჭურჭელს წმინდავდით და მიკვირს არცერთი არ გაგიტყდათ?!
-არაა! არ გვიჩხუბნია! -თქვა კაცმა და ორივეს დაემშვიდობა. ნახვამდის ქალბატონო ქეტრინ. დროებით ქალბატონო ემა უთხრა ქალს, გაუღიმა და კარები გახურა.
ქეტრინი მალევე წავიდა. ემამ ქვები მიიღო და დაათვალიერა. მერე სახელოსნოში ჩაგზავნა თვითონ კი ესკიზების მზადება დაიწყო. რამოდენიმე ესკიზი მოამზადა და სახელოსნოში წაიღო.
მერე ისევ კაბინეტში დაბრუნდა. მაგიდაზე დაწყობილ შოკოლადიან ქოქოსში ჩადებულ მარწყვს, ქლიავისა და ატმის კუბიკებს,ხიზილალას პურიან კარაქზე და ლეღვს ჩადებულ წვენში გადახედა და თეფში დადგა დანა ჩანგლით და ჭიქა,მაგიდიდან იასამნისფერი ხელსახოცი ამოიღო და თეფშთან დადო.
კარებზე კაკუნი გაისმა.
-შემობრძანდით.
ერიკმა კარები გააღო და შემოვიდა. -პირველიდან 4 სართულამდე არაფერია!
-დანარჩენი?!
-დანარჩენსაც მივხედავ და შევამოწმებ!
ემა დაჯდა მაგიდასთან და საათს შეხედა,უკვე 3 საათი გასულიყო რაც ერიკი სართულებს ამოწმებდა და კაცს მიუბრუნდა:
-ხელები დაიბანე და რამე მიირთვი!
-მადლობთ მაგრამ მარტო არ ვჭამ!
-კარგი მდივანს დავუძახებ! -თქვა ემამ და კარებისკენ გავიდა. კაცმა ხელი მოკიდა მოატრიალა და ისიც თან წაიყვანა ხელების დასაბანად.
-მინდა გითხრათ რომ ყოველ ჭამის დაწყებისას და მერე დასრულებისას ხელებს იბანენ გაეხუმრა ქალს და მასაც ხელები დააბანინა. ორივე მაგიდასთან დაჯდნენ. ემას მარწყვი მიაწოდა,მაგრამ ქალმა არ გამოართვა,მის მაგივრად ხიზილალა შეჭამა. ერიკმა ხელი გაკრა ჭიქას და ქალს წვენი გადაასხა თუ არა ემაც წამოხტა სკამიდან. ტანსაცმლებისკენ წავიდა აბაზანაში.ერიკმაც ხელი მოკიდა და შიგნით შეიყვანა. -ძალით გადაგასხი! მინდა შევრიგდეთ.
-უკვე განქორწინებულები ვართ და საჭირო აღარაა შერიგება!
ერიკმა ქალი კედელთან დააყენა: -თუ ასე ძალიან გინდა განქორწინება თანახმა ვარ მხოლოდ საქმის 30 % ის გადმოფორმების მერე!
-რაა?! კიდევ გამიმეორე!
-ხელს მოვაწერ საბუთებზე მას მერე რაც 30 % მომცემ!
ერიკმა ხელი გაუშვა გაანთავისუფლა თუ არა მაშინვე ხელი მოხვდა,როგორ ბედავ ასე საუბარს! შენ ყველაზე საშინელი კაცი ხარ ვინც კი შემხვედრია! ვისთანაც კი ვყოფილვარ!
-ემაა! და ხელი მიარტყა კარებზე.-არასდროს მითხრა და არ შემადარო ვიღაც ძველ წარსულებს!
-ახლავე გაეთრიე აქედან! და შენ ხელს მოაწერ თუ არა ეგ უკვე აღარ მაინტერესებს! ისევე როგორც შენ აღარ მაინტერესებ!
-შენ დამპირდი რომ გამოისეირნებდი ხვალე ჩემთან და ჩემს დასთან ერთად! ასე რომ პირობა შეასრულე!
-შევასრულებ რასაც დაგპირდი! და ხვალის თუ ზეგის მერე ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს!
გაბრაზებული ემა ჩანთას ეცა და სამსახურის შენობა დატოვა.
ხვალე შაბათი იყო და ეს ორი დღე უნდა აეტანა ერიკი როგორმე. არაა როგორ გამიბედა ამის თქმა! თურმე ფულიც უნდა გავუყო და ამის მერე გამეყრება! ამის თქმას არ გაპატიებ არააა! ეჩხუბებოდა ემა სარკეში ერიკს. და მაგიდას ხელს არტყამდა.
დილას სპორტულები გაამზადა,მერე სამზარეულოში გავიდა და საჭმლების კეთება დაიწყო, მერე შავი შოკოლადიანი ნამცხვარის მასალა გაამზადა.
ტელეფონს დახედა სმსი იყო.
-8 საათზე გამოგივლით,ჩვენ უკვე მზად ვართ.მიყვარხარ.
-თავხედი ბედავს და სიყვარულზეც ლაპარაკობს.
- თავხედი ხარ! ისე იქცევი თითქოს არაფერი მომხდარა!
-რამე მოხდა ჩვენს შორის?! მე არ მახსოვს!
-აწი არაფერი მოხდება!
ემამ ნამცხვარი გამოიღო ღუმელიდან და თვითონ გასამზადებლად დაიძრა ოთახისკენ.
უკვე მზად იყო კარების ხმა რომ შემოესმა. კარები გააღო და ჟაკლინი გადაკოცნა,ერიკს არაფერი უთხრა და ერთად შევიდნენ ლიფტში. იმედია კარგად გავერთობით თქვა ჟაკლინმა და ემას შეხედა: -არ მომწონს რომ იჩხუბეთ!
-დავშორდით! გაასწორა ემამ და ლიფტიდან გამოვიდა პირველი.
ემა უკან არა წინ დაჯექი უთხრა ქალმა და კარები გაუღო,ემაც წინ დაჯდა. ერიკი მძღოლის ადგილას,ჟაკლინი უკან ჩაჯდა. რამოდენიმე საათი იარეს. ქალები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ ძირითადად სამუშაოზე. ერიკს არაფერზე არ ცემდა ხმას. ცოტახანი მაღაზიასთან გაჩერდნენ,ჟაკლინმა წყალს ვიყიდიო და გადავიდა. ერიკმა მანქანა დაქოქა და ემამაც დაუყვირა:
-დაიცადე არ მოსულა ჟაკლინი!
-აღარც მოვა!
-რააა?!
-მე და შენ მივდივართ მარტო!
-არაა გააჩერე! ემა კარებს მისწვდა გასაღებად მაგრამ ჩაკეტილი იყო.- გამიღე!
ერიკმა არაფერი აღარ უთხრა და მანქანის მართვა განაგრძო. ემაც გაჩუმდა ხმას აღარ იღებდა.
ქალაქიდან გავიდნენ,რამოდენიმე კილომეტრი ისევ იარეს,ბოლოს კაცმა მანქანა გზიდან გადაიყვანა და რამოდენიმე მეტრში სახლთან გააჩერა.
ემა ახლა მიხვდა სადაც მოიყვანა,მშობლების და ბებია ბაბუამისის სახლში. ემა გადმოვიდა მანქანა მიხურა ძლიერად და თან ერიკს მიმართა: -მწარედ განანებ!
-გეყოფა მუქარა და როგორც მშვენიერ ცოლს შეეფერება ისე მოიქეცი! -უთხრა ქალს და ხელი მოკიდა და კარებში შევიდა.
-შვილებო უკვე მოხვედით?! როგორ გამახარეთ რომ მესტუმრეთ. -თქვა დედამისმმა და ქალი გადაკოცნა,მერე შვილი. ერიკის ბებიაც ჩაეხუტა ემას. ემამ მოიკითხა და მის გვერდით დივანზე ჩამოჯდა.
ჩანთებს შემოვიტან და ახლავე მოვალ თქვა კაცმა და გარეთ გავიდა,ემას გაკეთებული საჭმელებით სავსე ყუთი შემოიტანა და თავისი დის გამზადებულიც მაგიდაზე დააწყო. ეს ემამ გაამზადა ეს კი ჟაკლინმა. და მე უკვე მშია... თქვა თუ არა მაშინვე დედამისმა სუფრის გაწყობა დაიწყო,რაშინ ემაც ეხმარებოდა და ქალს თავის ამბებს უყვებოდა,რაც კარგი სასიამოვნო მოსაყოლი იყო.
-მამა სადაა?!
-სანადიროდ ფრინველებზე!
-ძალიან კარგი ვჭამ და მეც წავალ!
რამოდენიმე ლუკმა შეჭამა ემას გამზადებული საჭმელი,მერე დედამისის საჭმელბიც გასინჯა, მერე ნამცხვარი და ქალს ხელი მოკიდა როცა მორჩა ჭამას. ჩვენ ოთახში ავალთ. თქვა და კიბეებს აუყვა.
კარები გახსნა და ემასთან ერთად ერთ ოთახში შევიდა. მოემზადე ბუნებაში მივდივართ!
-არ მინდა!
-წავედით! ხელი მოკიდა და ისევ კიბეებზე ჩაიყვანა,მერე იარაღი აიღო ხელში და ქალთან ერთად კარებში გავიდა. რამოდენიმე ხანი მინდორი გაიარა,მერე ხეებისკენ წავიდა,აღმართზე ავიდნენ და მოუხვიეს ზევით მიდიოდნენ და ტყეშიც შევიდნენ. რამოდენიმე ხანი ისევ იარეს,მერე კაცმა იარაღი გადატენა და გაისროლა თუ არა ემამ ყურებზე ხელები აიფარა და იყვირა თუ არა თვალებიც დახუჭა შიშისგან.
-ნუ გეშინია!
-საჭირო არაა ვნახო როგორ კლავ ფრინველებს!
-არ შეიძლება?! ქათამსაც ხომ ვკლავთ და სხვა ცხოველსაც! ესეც დასაშვებია!
-მოდი აქ.- ხელი მოკიდა მის ხელს,წინ დაიყენა და იარაღზე მოაკიდებინა ხელი და მის ხელთან ერთად გამოკრა სასხლეტს ხელი თუ არა ემა ინერციით უკან წავიდა და ერიკს ძლიერად მიეხუტა ზურგით.
-გეყოფა არ მიყვარს ეს იარაღი!
-ამას ამბობ მაშინ როცა მუშტის მოქნევა კარგად იცი!
-მუშტის მოქნევა სხვაა და ეს სხვა!
-კარგი! -თქვა ერიკმა და სახლისკენ დაუყვა გზას. ცოტახანში სახლში შევიდნენ. ერიკმა ძველი ხელთათმანები მოძებნა ოთხი ცალი. ოთახში შევიდა და ლოგინზე ჩამომჯდარ ემას ესროლა ერთი წყვილი ხელთათმანი. -დავიწყოთ! -თქვა და ხელთათმანები გაიკეთა. ემა წამოდგა მანაც გაიკეთა ხელთათმანები და მის წინ დადგა. რამოდენიმე წუთში მუშტი მოიქნია ქალმა,მერე ერიკმა,ორივემ აიცილეს,ბოლოს ერიკმა მოიქნია ისე რომ ემას მოხვდა სახეზე და წაბარბაცდა თუ არა ქალს ეცა და ლოგინზე დააწვინა.
-ბოდიში ვერ მოვზომე,-უთხრა ქალს და ლოყაზე დაადო ხელი,მერე ყბაზე მოუსინჯა -გტკივა სადმე?!
-აღარ!
ერიკმა სპირტი მოიტანა სახეზე მოუსვა და მერე ხელთათმანები მოაშორა მის ხელებს და სპირტი მოუსვა.
-რათ მინდა სპირტი,რა საჭიროა?!
-ხელები ოფლიანი გაქ და დეზინფენქციისთვისაც!
ემა ლოგინს მიეხუტა, პლედი გადაიფარა და თვალები დახუჭა. ცოტახანში გამოეღვიძა,იგრძნო ლოყაზე ხელის შეხება და მიხვდა რომ ერიკი იყო და უკან დაიხია. ნელ-ნელა უკან წავიდა და დაიხია სხეულით თუ არა ლოგინის კიდესთან მივიდა და ერიკმა ხელი სტაცა და თავისკენ მისწია.
-ცოტაც და იატაკზე აღმოჩნდებოდი!
-სჯობდა!
ქალს ხელი წაავლო და ლოგინზე დააწვინა.-თუ ასეა აქ დაიძინე! -უთხრა გაბრაზებულმა და თვითონაც იატაკზე დაწვა.
უკვე ბნელოდა,მთვარე ანათებდა ფანჯრებში,ერიკი ადგა ქაღალდი ამოიღო უჯრიდან და მთვარის სინათლეზე წარწერას შეხედა.
-ემა მოდი შენთვის ახალი ამბავი მაქვს.
-მეძინება,ხვალე მითხარი!
-ადექი,- ხელი მოკიდა და წამოსწია ქალის სხეული და ფანჯარასთან მიიყვანა: -ეს გადაიკითხე! -და ქაღალდი მიაჩეჩა ხელში.
ემამ მთვარის შუქზე დაინახა წარწერა და ხელმოწერაც.
-შენნნ?! გაბედე და ალეხოს ესაუბრე?! შენ ეს როგორ გააკეთე! ნამდვილი... და კაცს ეცა და ხელი გაარტყა.
ერიკმა დაიჭირა. -დღეიდან მე ვარ შენი ყოფილი კომპანიის მთავარი უფროსი! ალეხოს ბრძანებით!
-არაა ეს შეუძლებელიაა!
-საბუთებში ასეა! შენ უკვე აღარ მართავ იქაურობას!
-კარგი! თუ ასეა ზეგიდან საქმეებს უნდა შეუდგე! მე კი შემიძლია თავისუფლებით დავტკბე ვინმე სხვებთან ერთად!
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: iaKO4035
ნანახია: 890 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar