მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 3 -მისთვის ტრაგედია სხვისთვის არაფერი)
17.05.2017, 11:17
ერთ დღეს ალმას კარებზე დააკაკუნა,არ იცოდა რას ეტყოდა,რას მოუყვებოდა და გაანდობდა. მიესალმა თუ არა მაშინათვე დივნისკენ წავიდა და ჩაესვენა შავ დივანზე. მხოლოდ თავისი სახელი და გვარი უთხრა და მაშინათვე წასვლა დააპირა,საუბარი ვერ დაიწყო და დაემშვიდობა ქალს. მეორე დღეს ისევ მივიდა ქალთან და დივანზე მშვიდად დაჯდა.ქალს შეხედა,რომელმაც ფანქარი აათამაშა ხელში. ქალმა ფანქარი გაუწოდა და დახატვა სთხოვა,მერე საუბარში შეიყოლია და ის დღეც მოუყვა:
სწავლის მერე სამუშაო დავიწყე,პირველად გადავდგი ნაბიჯი სამუშაოსკენ და მაშინ დასრულდა ყველაფერი,სწავლაც,მუშაობაც და ცხოვრებაც!
იმ დღეს რამოდენიმე თანამშრომელი ვიყავით ოთახში,ზოგი ადრე წავიდა,ჩვენ ორნი დავრჩით უნდა გვემუშავა,ახალ ინფორმაციაზე. დავიწყეთ მუშაობა და რამოდენიმეჯერ მადლობა გადამიხადა სიტყვით,რომ ჩემი წინა სამუშაო კარგად რომ შევუსრულე,მერე უცბად ხელზე მაკოცა... ეს არ მომეწონა,უბრალოდ საუბარი გავაგრძელეთ სამუშაოზე და მალევე დავასრულეთ თუ არა წამოვედი,კარებიდან გამოვედი და კიბეები ჩავირბინე. ისიც ჩემს გვერდით მოდიოდა,გარეთ გამოვედით და დავემშვიდობე,ორ წამში მოტრიალდა და მითხრა კიდევ როდის ვისაუბრებთ სამუშაოზეო... ეს სიტყვები ცუდად მომხვდა და არ მომეწონა,მარტო რაც მომაფიქრდა ორი დღის მერეთქო,მანამდე ამ საქმეს დავასრულებთქო ვუთხარი.გაგაცილებო სადაც მიდიხარო,ამაზედაც უარი ვუთხარი და სწრაფად ჩავირბინე ქუჩის კიბეები... მოვშორდი და უკვე ვგრძნობდი რომ სუნთქვაც აღარ მინდოდა აღარც არაფერი... ტელეფონი გამივარდა ხელიდან და არც კი დამნანებია გასატეხად,ადრე თუ დამივარდებოდა სახლში იმაზე ვნერვიულობდი,მაგრამ ახლა ტრასაზე დამივარდა და არც მაღელვებდა. ვგრძნობდი რომ გული აღარც მინდოდა მქონოდა,აღარ მინდოდა მესუნთქა...ზუსტად იმ დროს იმ წამს ყველაფერი სწრაფად წარიმართა და ჩემს წინ დიდი შავი ტკივილი გაჩნდა, რომლითაც უკვე სუნთქვა აღარ შემეძლო.
-დამშვიდდი ემაა... რამეს დალევ?! რომ დამშვიდდე?!
-არაა მადლობთ... მირჩევნია ჩემით გადავიტანო,ვიცი შეიძლება მაზოხისტობა გამომდის მაგრამ,მირჩევნია მევე ვიბრძოლო...
-კარგი,ბოდიში შეწყვეტისთვის... გისმენ მინდა ეს დღე ბოლომდე მომიყვე.
იმ წუთას ქუჩაში ვიდექი,არ ვიცოდი სად წავსულიყავი ან რა გამეკეთებინა... ნელ-ნელა გული მეკუმშებოდა და ვაიძულებდი ჩემს თავს მშვიდად ვყოფილიყავი... მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი... გული საშინლად მტკიოდა,რომ ვერ გავარტყი სილა, ახლაც ისე მინდა მქონდეს ძალა და ხელი მოვუქნიო... მაგრამ არ შემიძლია... ეს ერთადერთი ვალია,რომელიც ვერ დავაბრუნე,ახლაც მინდა მოხვდეს სილა,სილა იმ ხელიდან,რომელიც ასე ძლიერ მატკინა...სახლში მივედი და მთელი ორი დღე ვიწექი,მარტო ვიყავი იმ დღეებში და ვიწექი და ვტიროდი... ნელ-ნელა შიში მიტანდა,ღამე სულ იმაზე ვფიქრობდი სულ სხვა რამ რომ მომხდარიყო... ამ ამბის მერე,რამოდენიმე საათის მერე,ტელეფონზე დამირეკა,ძალით ველაპარაკებოდი და მივხვდი რომ მისი ხმაც კი მაგიჟებდა და გულს მიკლავდა. მაშინათვე იმ ღამესვე დავწერე განცხადება წამოსვლის,ვუთხარი რომ მივდიოდი და მისი საქციელი არ მომეწონა... არაფერი უთქვამს,არც ბოდიში არც ის რომ ასე არ მინდოდა გამომსვლოდაო,არაფერი არ უთქვამს,იმ დღის მერე მასთან საერთოდ აღარ მისაუბრია,საქმეების გამო მხოლოდ თანამშრომლებს ვხვდებოდი და თანამშრომლები მეხმიანებოდნენ მისი დავალებით...
მთელი ღამე ამ ამბისგან შეწუხებული ვიყინებოდი. ისე ძლიერ დავიკარგე რომ გეთქვათ გეთქვათ იმ საოცნებო იტალიაში იმოგზაურებო,ან იმ საქმეს მოკიდებ ხელს რაც გსურსო ესეც კი აღარ მსურდა... მტკიოდა ეს ამბავი და სიზმარშიც გრძელდებოდა ეს ტკივილი, როცა იმ ურჩხულს ვნახულობდი და მისგან გავრბოდი...
მხოლოდ უფლის მადლობელი ვარ რომ იმ დღეს მისი ბინძური გეგმებიდან ასე გამათავისუფლა და მიმახვედრა რომ მასთან აღარ უნდა მემუშავა. მილიონი რომც მოეცა იქ არ დავბრუნდებოდი მისი არაფერი მინდა! მხოლოდ ჩემი ცხოვრებიდან მოშორება მინდა და ჩემი ტკივილიდან მოშორება! ის ჩემთვის ერთი ურჩხულია მეტი სხვა არაფერი... იმ დღის მერე თითქოს ყველაფერი ინგრეოდა ჩემში და ჩემს გარშემო,არაფერი აღარ მინდოდა და აღარ მსურდა: არც სიცოცხლე,არც მეგობრობა,არც სიყვარული და არც რაიმე საქმე... ვინმე სამუშაოს თუ ახსენებდა,ამაზე ვგიჟდებოდი,გული მეკუმშებოდა და ისე ძლიერად მეკუმშებოდა მეგონა იქვე მოვკვდებოდი,ფიქრი სამუშაოზეც კი მკლავდა და ისევ მანადგურებდა,მთელს ჩემს ცხოვრებას და სუნთქვას წამში აყენებდა ტკივილს. და თავს ვუმეორებდი ცოტა და დამშვიდდი დამშვიდდი... იმ დღის მერე არც სიცოცხლე აღარ მინდოდა და არც სიკვდილი... ყველაფერი იმ დღეს გაუფერულდა და გაიყინა ჩემში. ყველგან სადაც უნდა ვყოფილიყავი,ეს დღე მახსენდებოდა და ხელახლა ვკვდებოდი. რამოდენიმეჯერ გზაზე მანქანამ კინაღამ დამარტყა, შემთხვევითობა იყო არავითარი განძრახვა. ეს ის იყო,როცა არ იცი წინ წახვიდე თუ უკან თუ გაჩერდე, ეს იგივეა როგორც არ ვიცოდი ცხოვრებაში წინ წავსულიყავი თუ უკან დამეხია... ზოგჯერ მგონია, რომ დავიკარგე სადღაც დავიკარგე და ჩემს თავს ვერ ვძებნი იმ დღის მერე შევიცვალე. რატომ შემცვალა ამ პატარა რამემ?! არ ვიცი... რამოდენიმეჯერ მიგვრძნია, რომ გულიც ჩერდება, მაგრამ მაინც უსუნთქია არც კი ვიცი რატომ ან რისთვის. რატომაა როცა სიკვდილი გინდა და არ კვდები. ვერც ეს გავიგე. როცა ძლიერ მტკივა ამის გამო გული მაშინ თითქოს ვიღაც სხვა ურჩხული ვხდები, რომელიც მზადაა მოკლას მტერი და მერე მოკვდეს თვითონაც რატომ?! მხოლოდ ამ ტკივილის გამო! ზოგჯერ მგონია, რომ ჩერდება გული და სადაცაა დავეცემი, მაგრამ არ ვეცემი და ეს მიკვირს. სადაც უნდა გავქცეულიყავი რაც არ უნდა მეყიდა ან გამეკეთებინა თავს ცუდად ვგრძნობდი და ის ნაყიდი ნივთი აღარ მიხაროდა... მის მერე არაფერი საჩუქარი თუ რაიმე ნივთი რომელიც მომწონებია აღარ მინდოდა და აღარც მსურდა! მხოლოდ მაშინ შეიგრძნობ ტკივილს სხვის ტკივილს როცა ამ ტკივილს საკუთარ თავზე გამოცდი! მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე როგორი იყო სხეულის ტკივილი... როგორია როცა გაქვს ხელი და არ გინდა იმ ხელთან ახლოს ჰყოფნა... თავიდან ჩემი ხელისიც მეშინოდა და მისგან შორს ვიდექი,როცა სხეულზე მეხებოდა გვერდით ვწევდი როგორც კი ეს ამბავი გამახსენდებოდა ჩემი სხეულისგან უცბად შორს მიმქონდა... თითქოს ჩემს ხელს რამე დაეშავებინოს ან გაეფუჭებინოს...
ამ დღის მერე სასტიკი იყო დღეები, რომელშიც მხოლოდ მხოლოდ ეს ერთი საშინელი დღე ერია შიგნით და არავითარი რაიმე ნათელი წერტილი, რომელსაც თუნდაც ჩემი გათბობა შეეძლო,რომ ამ სითბოთი ის სიყვარული და ის გრძნობები არ გამეთელა რაც გარშემომყოფებთან და ოჯახთან მქონდა.თითქოს ამ დღის მერე მეც ისეთი სასტიკი ურჩხული გავხდი,რომელსაც რომ შეეძლოს იმ ადამიანს ცხოვრება დაუნგრიოს და მოიშოროს აუცილებლად გააკეთებდა ამას. ასეთი ურჩხული გაექცა ამ დღეს და წამოვედი ისევ შორს შორს ნაცნობებისგან, ბოსტონში. იმ ქალაქიდან გავიქეცი სადაც ჩემი გული ტკივილით შთაინთქა და გაიყინა... როგორ მინდოდა ეს ამბავი ერთხელ მაინც მომეყოლა ვინმესთვის და მეგრძნო რომ დამნაშავე არ ვიყავი,მე ხომ არაფერი ჩამიდენია! მე არაფერი ჩამიდენია! არ ვარ დამნაშავე არ ვარ! დამნაშავე არ ხარ! სულ ვუმეორებდი ჩემს თავს და არავინ ჩანდა ვინც ამ სიტყვებს მეტყოდა და ჩემს გულს დაამშვიდებდა. ზოგჯერ რა მინდა ვიღაცამ სევდა ამოიკითხოს ჩემს თვალებში და მითხრას შენ არაფერი დაგიშავებიაო! მაგრამ ჩემი თვალების მზერის წამკითხავი არავინ ჩანს და ასე მარტოდ ვიღუპები. მაგრამ ვიცოდი რომ მე თვითონვე უნდა გადამერჩინა თავი! სხვა გზა არ იყო! რატომ?! არაა საჭირო ვიღაცას თავი მსხვერპლად მოაჩვენო რომ შეებრალო.
რატომ მომხვდა ეს ბედისწერა მე ასე?! სიზმრებში ვხედავდი და ვყვიროდი ამ სიტყვებს,გამოღვიძებისას ვტიროდი და აბაზანაში გავრბოდი თუ არა სარკეში ჩემს თავს ვუძახდი: რომ დამნაშავე არ ვიყავი! არ ვიცი ამას რატომ განვიცდი მას მერე! ეს ბედისწერა როგორ უყვარს ადამიანებთან თამაში! ის დღე იყო ბედი გადარჩენისკენ მიმართული და არა იმ ტკივილისკენ,რომელშიც მე აღმოვჩნდი! ამ ამბავზე ძალიან ის უფრო განვიცადე რომ მისი სიკვდილი ფიქრებში დავუშვი! მან ჩემს სულში ღრმა ტკივილი დატოვა ამით! მაგრამ იმ დღეს კარები გამოვიხურე და წავედი,არ ვიცი როგორ მოხდა რომ ასე წავედი. ალბათ იფიქრა რადგან არაფერი თქვაო,დაბრუნდება უკანო და უბრალოდ გამიშვა! არ ვიცი... ალბათ თავისი პოზიცია ასე მოსინჯა?! არც ეს ვიცი,უბრალოდ ერთმა კოცნამ ხელზე, თუნდაც მისთვის ეს უბრალოდ კოცნა ყოფილიყო,ამ ერთმა კოცნამ მთელი ჩემი სამყარო შეაზანზარა და დაანგრია! როგორ მტკიოდა მტკიოდა ეს შეხება ეს ბინძური შეხება და როგორ მინდოდა ახლა ამდენი ხნის მერე სიცოცხლის დასრულება. მინდოდა რომ მოვმკვდარიყავი და არ ვკვდებოდი, ვიგრძენი ზიზღი და მინდოდა ის კაცი მოშორებულიყო, რომ დამჭრა მაშინ როცა მე არაფერი ჩამიდენია. მე ხომ არავისი კოცნა არ მინდოდა ჩემი შესრულებული სამუშაოსთვის?! არც ჩემი სიკეთისთვის მოვითხოვდი ამას და არც ვითხოვდი! მაგრამ ეს მოხდა, მოხდა და ეს საიდუმლოდ დავტოვე! რატომ დავტოვე საიდუმლოდ მე ხომ დამნაშავე არ ვიყავი,მაგრამ შემეშინდა ჩემი თავის შემეშინდა.შემეშინდა და ეს სიმართლე სულ სხვანაირად მოვყევი და ჩემი თავი ნამდვილ დიდ მატყუარად გადავაქციე.ვის გამო მხოლოდ იმ უსირცხვილო ურჩხულის გამო?! ყოველთვის იმ დღეს ვნახულობდი იმ საშინელ სიზმარს და კოშმარებს,სიზმრებში მისგან გავრბოდი და ვყვიროდი: არ მინდა მასთან შეხვედრა,არ მინდა ის ცუდი ადამიანია ცუდითქო.და მეღვიძებოდა მეღვიძებოდა და ვტიროდი. რა საშინლად ვტიროდი და ბალიშს ვეხუტებოდი,არ უნდა მომხდარიყო ეს არ უნდა მომხდარიყო.მე არაფერ შუაში არ ვარ მე არაფერი დამიშავებია, არ მინდოდა ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილიყო ასე მტკივნეულად არა არა ეს არ უნდა მომხდარიყო,როგორ მტკივა როგორ უნდა მოვიშუშო ეს იარა როგორ?! რამდენ სისულელეს აკეთებს ადამიანი და უფალი მაინც გვიცავს იმ დღესაც დამიცვა, რომ უფრო საშინელი რამ არ მომხდარიყო, და უფრო საშინელი რამ რომ მომხდარიყო მაშინ მაშინ ხომ უნდა მოვმკვდარიყავი? მაგრამ ესეც რომ მკლავს და მანადგურებს?! ძლივს ვნახე ისეთი სამუშაო სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ და ახლა ბედნიერი ვარ... მაგრამ გული დაიღალა ხომ შეიძლება მოკვდეს მაგრამ არ კვდება მაინც რატომ არ კვდება,რა არის ჩემი მისია ამ ცხოვრებაში? რა არის?! ვეკითხებოდი თავს. რატომ არ კვდება ადამიანი მაშინ როცა ეს უნდა.რატომ არ მოდის ზუსტად მაშინ ის სიკვდილი?! რატომ არ მოდის როცა ეს ადამიანს უნდა და სურს?! ნუთუ მერე ფიქრობს და სიკვდილი აღარ უნდება და ამიტომ არ მოდის მის სურვილზე სიკვდილი?! არასდროს მიფიქრია თუ რამე ჩემს გულს ასე შეეხებოდა სასტიკად და საშინლად.სიკვდილზე მიფიქრია, მაგრამ არ მეგონა ასეთი საშინელი ამბის მერე როცა სიკვდილს ისურვებ რომ არ მოვა შენთან და არ წაგიყვანს იქ თუნდაც იმ ჯოჯოხეთშიც კი... ერთი კოცნის მერე ყველაფერი ძალზე შეტრიალდა და უკან საშინელ ტკივილისკენ დატრიალდა. უბრალოდ ყველაფრისგან დავიღალე! ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენებისგანაც კი: ადგომა, ჭამა, გამზადება, დარეცხავა, მილაგება, ძილი ყველაფრისგან დავიღალე იმ დღის მერე... ზუსტად იმ დღის მერე დავიკარგე და გატყდა ჩემში ყველაფერი. ერთადერთი ფსიქოლოგი ადამიანია თვითონ და უფალი,ამიტომაც არასდროს მივსულვარ ვიღაც უცხო ადამიანთან სალაპარაკოდ,მაგრამ ახლა აქ ვარ... ადამიანებმა საკუთარ თავს გაუგონ ამას არც კი ცდილობენ! თქვა ემამ და ფანქარი დადო მაგიდაზე.
-დამშვიდდი ცოტახანი ემაა და წყალი მაინც დალიე,აქამდე არ მინდოდა ეს შემეწყვიტებინა შენი საუბარი მაგრამ ახლა მითხარი;
-იქ რას ფიქრობდი?! იმ დღეს?!
-იქ არ შემშინებია მადლობა უფალს. მშვიდი გაწონასწორებული ვიყავი. მშვიდად დავემშვიდობე და წამოვედი. გზაში ვფიქრობდი და მივხვდი რომ მეტკინა გული სულამდე მეტკინა. რატომ?! ეს პირველი სამუშაო იყო! ეს ის იყო, რომ ჩემს თავს ვუმტკიცებდი, რომ შევძლებდი მუშაობას! მაგრამ ახლა ვიცი არავინ არ იქნება ჩემი უფროსი. ასეთ კაცს შევიძულებ და შევიზიზღებდი. სახლში დავფიქრდი და დავითრგუნე უფრო ჩავუღრმავდი. მთელი ღამეები დავფიქრდი და მიჭირდა ამის გადახარშვა.
-თავი ურჩხული რატომ გეგონა?!
-სიკვდილი, რომ ვუსურვე ფიქრებში. მაგრამ ეს ამბავი ძლიერ მეტკინა! და ამის გამო მომივიდა ეს ფიქრები გონებაში!
-მის სახელის გაგონებაზე რას გრძნობ?!
-ეს დიდი ჭრილობააა! მისი სახელი მაშინებს,მთრგუნავს და იმ დღეს რომ მახსენებს,თავიდან ვკვდები. მაღიზიანებს ამ ამბავთან დაკავშირებული პატარა ამბავიც კი! მაგრამ ვიტან და ჩემს თავს ვეუბნები მშვიდად დამშვიდდი ცოტაც და გადაივლის…
-ახსენეთ სიზმარი. აქ რახდება?!
-მის სახელისგანაც შორს მივდივარ და არ მინდა გამახსენდეს! იქაც კი! ეს ძლიერი ინსტინქტია. დახმარებას ვეძებ სიზმარში,რომ მისგან გავიქცე და მეხმარებიან კიდევაც და ეს მშველის,იქაც კი და ეს მამშვიდებს...
ზოგჯერ არა რეალობა არამედ ის სიზმრები მაშინებდნენ სადაც მას ვხედავდი და მისგან გავრბოდი, ვყვიროდი და ხელს ვკრავდი, მთელი ძალითა და სიძლიერით ყველაფერს ვაკეთებდი რომ გავქცეულიყავი მისგან და სხვასთან მივრბოდი დასახმარებლად, სხვაც ხელს მიწვდიდა და მეხმარებოდა, არ ნებდებოდა და არც მე ვნებდებოდი ძუ ვეფხვივით ვიცავდი თავს და მისგან თავს ვიცავდი, ხელს ვკრავდი, ვიშორებდი, დაუძლეველ ბარიკადებს ვძლევდი და მივდიოდი მისი საშინელი სახისგან... სიზმრადაც კი ისეთი სასიამოვნოა, სხვისი დახმარების გამოწვდენა, რომელიც გეხმარება და გიცავს, გიცავს იმისგან რაც აღარ გინდა იყოს შენს სინამდვილესთან ახლოს! ის ჩემთვის ჯერაც ისევ ურჩხული იყო სიზმრებში და ყველა განსაცდელს და დაბრკოლებას ვლახავდი, ოღონდაც ის მომეშორებინა ჩემი სიახლოვისგან!

როცა მე ის მეძებს სიზმარში და იმდენად მინდა მომშორდეს, გულსაც კი ვიჩერებ რომ მნახოს მკვდარივარ და წაეთრეს ჩემგან, მიდის და ვაკვირდები შორს რომ წავა მაშინ ამოვიდე სამალავიდან და უფრო შორს გავიქცე მშვიდად, რომ აღარ მომძებნის და ვეღარც მიპოვის. როცა ფიქრობ ამაზე სიზმარშიც,იქაც თავდაცვის ინსტინქტი ირთვებოდა, თავისთავად გამომუშავებულივით თავდაცვის ინსტინქტი ირთვებოდა რომ მე ის ჩემი სიახლოვისგან გამეგდო და მომეშორებინა სიტყვითაც და ქცევებითაც!
-მშვიდად გძინავთ თუ ამ ამბავს არ გაიხსენებთ?!
-დიახ! მაგრამ მაინც ვიხსენებ.
-რატომ?!
-განა ტკივილი გავიწყდება ადამიანს?!
-მაგრამ რომ დაფიქრდე ეს სტრესია მხოლოდ...
-დიახ, ასეა მაგრამ ჩემს შემთხვევაში სტრესია,დამარცხების! მაშინ როცა სხვებს და საკუთარ თავს მინდა დავუმტკიცო, რომ შემიძლია მუშაობა და ამ ნაბიჯის გადადგმა ეს ხდება და წინ კი არა სადღაც უკან მივდივარ და ვიკარგები! ეს იგივეა მანქანა მოდის და არ იცი გაიარო თუ გაატარო! ბევრჯერ ვერ გამიგია გზაზე გავიარო თუ გავატარო და გადავრჩენილვარ! ასეა ცხოვრებაში თითქოს უკან წავედი და არა წინ არც კი ვიცი სადეთ მივდივარ და რისთვის! არ მიყვარდა ბრძანებები არასდროს! ყოველთვის გულში ვფიქრობდი, რომ ვერ ავიტანდი ბრძანებას ოჯახის წევრების გარდა და ისინიც კი არ მიბრძანებდნენ რაიმეს. დედას ყოველ ჩახუტებაზე ჩემს თავს ვეუბნებოდი დედა ბოდიში ამ ამბის დამალვის გამო მეთქი,რადგან არ მინდოდა გტკენოდათქო...ყოველ მის ჩახუტებაზე ჩემს თავს ამას ვეუბნებოდი დედა ბოდიში,რომ არ გიყვები ჩემს ტკივილს,მხოლოდ იმიტომ რომ არ გეტკინოსთქო...და ამ ამბის დამალვით ჩემს თავსაც ვაყენებდი ჭრილობას....
-როგორ ფიქრობთ, რომ დარჩენილიყავით მერე ამაზე გიფიქრიათ?!
-უფრო დიდ სტრეს მივიღებდი. ყოველ დღე მის დანახვისას გამახსენდებოდა ეს ამბავი და უფრო დავითრგუნებოდი,ალბათ მერე ადვილად მოვკვდებოდი...
-სიკვდილზე ფიქრს თავი უნდა დაანებოთ და მჯერავს ამაზე მხოლოდ ფიქრებში იფიქრებთ და შეეცდებით ესეც დაივიწყოთ.
-ვიცი ეს წარსულის ტკივილის დღე გაფრთხილება იყო წასვლის და ყველას ვუსურვებ ასეთ გაფრთხილებას ცხოვრებაში, რომ მიხვდნენ წასვლის დროს და კარების მიხურვას.
რაც არ უნდა გავაკეთო ბედნიერებას ვერ შევიგრძნობ. იმ დღის მერე ბედნიერებას ვერ ვგრძნობ. თითქოს ეს შეგრძნება სადღაც გაქრა და დაიკარგა ისე როგორც მე დავიკარგე! სადღაც შუაში დიდი კითხვის ნიშანთან დავიკარგე და გავტყდი! რა მინდოდა იმ დღის მერე უკვე აღარ ვიცოდი! აღარც ჩემი ოცნებები მინდოდა აღარც რაიმე გეგმა ან ჩანაფიქრი! მხოლოდ ერთადერთი რაც მინდოდა ეს გულის შეჩერება იყო! ბევრჯერ მიფიქრია აი მოდის დრო და გული ჩერდება მეთქი... ბევრჯერ დავწოლილვარ და ღამე მიფიქრია ახლა მოვკვდებიმეთქი...მეტის ატანა აღარ შემიძლია უკვე გულმაც გადაწყვიტა დანებება და გაჩერებათქო. ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე ვფიქრობდი რომ არ გადამედგა,ყოველ გადაწყვეტილებაზე უკვე ვფიქრობდი რომ შეცდომა იყო და რა გამოდიოდა ყველაფერი რაც მინდოდა და მივდიოდი მისკენ არც მსურდა და ვორჭოფობდი მინდოდა თუ არა!
-შენ კარგად და გაწონასწორებულად უყურებ ყველაფერს,მაგრამ წარმოიდგინე მართლა ვინც მოხვდა ასეთ ინტრიგაში,ვისაც მართლა შეემთხვა საშინელება ზოგს თავს დაესხნენ,ზოგი დაჭრეს,ზოგს გაცილებით მეტი შეურაცხყოფა მიაყენეს ისინი ახლა როგორ იქნებიან,როგორ განიცდიან და ტკივათ,ისე რომ სიცოცხლე აღარ უნდათ და ახლა სიკვდილთან ახლოს დგანან და იმ ჭაობში ვარდებიან. შენ კი შენი თავი შენვე დაამშვიდე და გზა უჩვენე შენ თავს,მაგრამ მაინც ხარ ამ სტრესით შეპყრობილი... შენს თავს უნდა აიძულო რომ ეს სტრესი განდევლო ფიქრებიდან...
-ჩემში იმ დღიდან ყველაფერი დაინგრა სიკეთე სიბედნიერე მხოლოდ ბოროტებამ დაისადგურა, რომ ის ადამიანი ამის გამო მომკვდარიყო და განადგურებულიყო... რადგან მან მე ჭრილობა მომაყენა. დღეების მერე ეს ვინანე რომ ვისურვე, მაგრამ ეს რეალობა იყო რაც იმ დღეს ჩემს გულს ბოროტება შეეხო... იმ კაცმა ჩემი გეგმები დაანგრია გაანადგურა და ფეხქვეშ გათელა ყველა ჩემი ჩანაფიქრი და გეგმა! იმ დღის მერე აღარაფერი აღარ მსურდა! ძნელია ეს ავდგე და ეს დღე განვდევნო ჩემი ფიქრებიდან ეს ძნელია.
-რატომ არ თქვი ეს ამბავი თავიდან ?!
-იმიტომ, რომ ბავშვობიდან მოყოლებული ყოველ სურვილს და ახირებას მისრულებდნენ ყველანი, და არ მინდოდა ამ ტკივილის გამო ჩემი ოცნებები შეესრულებინათ და ეფიქრათ, რომ ასე მოიშუშებს ტკივილსო. ზოგჯერ ადამიანი პრინციპებს იმიტომ აყენებს რომ თავი დაიცვას. უყვებოდა ქალს და თან ფანჯარაში იხედებოდა,სადღაც შორს უყურებდა რომ სადმე იქ სიმშვიდე ეპოვა.
რამოდენიმე დღე მიდიოდა ქალთან და ესაუბრებოდა. ქალმა გამგზავრების წინა დღესაც ნახა და წარმატებები უსურვა და დაარიგა,რომ ეს სტრესი მხოლოდ მას შეეძლო მოეშორებინა და დაემარცხებინა...ქალს ხელი ჩამოართვა და კარები მშვიდად გამოიხურა.

თავის სამშობლოში ჩასვლისას კი იმათ ხვდებოდა და ნახულობდა,ვისაც უნდოდა დახმარება. მათაც უზიარებდა თავის ტკივილს რომ მათ დაემარცხებინათ თავიანთი სტრესი და წინ ევლოთ და არა უკან...თავის ტკივილს უზიარებდა და ცდილობდა ადამიანები დაეშვიდებინა და წინ წასულიყვნენ ცხოვრებაში ყველაფრის მიუხედავად...
როცა იკარგები ცხოვრება გაძლევს გზას სადაც სრულიად სხვანაირი ხდები და სხვა თავს აღმოაჩენ შენში,რომელსაც სულ სხვა სამყაროში მიჰყავხარ ახალი გეგმებით იმედებით სავსე. თუ ერთ დღეს აღმოაჩენ რომ არაფერი გინდა და არაფერი გახარებს ეძებე ის რაც გაგახარებს და მოგცემს ბედნიერებას საქმე, ხელობა, ჰობი თუ ადამიანი. ამ სიტყვებს უმეორებდა იმ ადამიანებს და მათ თვალებშიც ხედავდა უფრო გაცილებით დიდ სევდას.

შენ უნდა იბრძოლო და ის გააკეთო რაც გიყვარს და გაბედნიერებს! ის უნდა იპოვო რაც სიხარულს განიჭებს! ვიპოვე ჩემი კრისტალები! მაგრამ მაშინაც კი ვერ ვგრძნობ ხანგრძლივ ბედნიერებას! ნუთუ ასე პატარა და წარმავალია ბედნიერება?! ნუთუ ასე მცირედია ამ ცხოვრებაში ეს ბედნიერების ნათელი წერტილი?! მაგრამ კარგად იცი რომ ამ მცირედი ბედნიერების ნაპერწკალითაც უნდა დაკმაყოფილდე! რატომ?! ამ კითხვის მერე ყოველთვის ვიხსენებდი იმათ ვისაც სრულიად არაფერი გააჩნდათ ამქვეყნად, არც ბედნიერება არც სიხარული, არც წუხილი, არც სიცოცხლის მამოძრავებელი რამე არაფერი ხელჩასაჭიდი არაფერი ამქვეყნად, იმათ ვისაც არც ტანსაცმელი აქვს არც ვინმე მეგობარი ან სულ მცირე სიყვარული... ეს ცხოვრება გაძლევს შანს... ცხოვრების გაგრძელების შანს! იქამდე სანამ ბედისწერაში წერია. ცხოვრება ყოველთვის გაძლევს შანსს! მთავარია ამის გჯეროდეს და ამის დანახვა შეძლო...
ადამიანი თუ სტრესშია მან უნდა დაინახოს ან დაანახოთ ის რასაც ასეთ სიტუაციაში ჩაეჭიდება და გადარჩენისკენ უბიძგებს. სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ზღვარი გადის ადამიანისგან,რომელსაც სტრესის დროს არღვევს ხოლმე თავისი ხელით. ესეთი ადამიანი დამიჯერეთ სუსტია და ძლიერია! ძლიერია იმით რომ ეს განახორციელა და სუსტია იმით რომ ეს გაიფიქრა. ამ დროს არაა საჭირო მიანიშნო რომ მას დახმარება უნდა ან სტრესშია ან ვინმეს უნდა ეჩვენოს,ძალიან კარგია თუ ამ დროს თავის საყვარელ საქმეს მოკიდებს ხელს და არაა საჭირო სულ მიანიშნოთ რომ ცუდადაა ან დახმარება სჭირდება. კარგია თუ მას მეგობრულად დაელაპარაკება ვინმე თუ რა უნდა რა აწუხებს,რა უნდა მომავალში. ახლა მთავარია მას მომავალი დაანახოთ საჭირო და მნიშვნელოვანი, რომ სიცოცხლე მოუნდეს და საქმეს ან რამეს მოკიდოს ხელი,უნდა იცოდეს რომ ეს ბოლო დასასრული არაა.ეს დასასრულის დასაწყისია! სადაც ყველაფერი კარგი შეიძლება დაიწყოს ჯერ კიდევ ამ ცუდი ამბის მერე...
ერთ ადგილზე ვიყავი გაყინული და ვცდილობდი ის სასტიკი ფიქრები გამეყინა და გამექვავებინა,რომ აღარ მოკარებოდა ჩემს გონებას... ჩამოვდიოდი და მალევე მივდიოდი,ჩამოსვლა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი გამხდარიყო,რომელიც უკან ამ სასტიკ წარსულში მაბრუნებდა... რამოდენიმე თვის განმავლობაში თანამშრომლებისგანაც მოსული სმსებიც კი მაღიზიანებდა და ჭრილობას ისევ მახსენებდა გულში... ვნანობდი რომ იქ მოვხვდი, მაგრამ მივხვდი რომ არა ეს ჭრილობა ალბათ ვერც აღმოვაჩენდი რა მინდოდა და ვერც ვიპოვიდი იმ კრისტალებს,რომელიც ახლა ვიცი რომ ჩემს ხელშია და ელის ახალ საკუთარ მფლობელებს დასრულების შემდეგ...
არასდროს იფიქროთ რომ ვინმეს მონა იყოთ! არასდროს იფიქროთ, რომ ფულის გამო ვინმეს ბრძანებები უნდა შეასრულოთ და თუნდაც ერთი პატარა კოცნა თუნდაც მამობრივი არასდროს დაემონოთ ამის გამო! ვიღაც უღირს ადამიანს!
შეიძლება ვინმემ თქვას ამის გამო გაიქეციო?!
დიახ მე ვარ მე და არა ვინმე სხვა! მინდა ვიყო ისევ მე და არა ვინმე სხვა ვინმეს მორჩილი ან მონა! უბრალოდ შეგიძლიათ ასეთი დღის მერე კარები გამოიხუროთ გაწონასწორებულმა და თქვათ: ცხოვრება გრძელდება ასეთი ტკივილის მერეც და მისგან შორს გაცილებით სხვა ბედნიერი ცხოვრება დაიწყოთ! მაშინათვე ბედნიერება არ მოვა, მაგრამ იმ არა ადამიანებს მოიშორებთ რაც ცხოვრებაში არ გჭირდებათ არც ერთი ფულის! ქონების და სიმდიდრის გამოც კი! ეუბნებოდა იმ ადამიანებს,ვისაც უჭირდათ თავიანთი მძიმე სტრესის დამარცხება და მათ მძიმე ტკივილში ისევ იძულებული იყო თავისი სტრესი გაეხსენებინა...
ყველას ვუსურვებ გაფრთხილებას ცხოვრებაში,რომ დროა წასვლის და კარების იქ მიხურვის და მაშინ გაცილებით ახალი ცხოვრების დაწყების თუნდაც სხვა გრძნობებით,სხვა პროფესიით და სხვა გარემოთი... თქვა ისევ ადამიანების გარემოცვაში და მალევე დაემშვიდობა ყველა მათგანს და წარმატებები უსურვა ცხოვრებაში...
ფანჯარას მოცილდა,დაასრულა თუ არა ბოსტონზე და წარსულზე ფიქრები,კარები გააღო და გარეთ გავიდა.სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა სასტუმროს წინ,რამოდენიმე წუთი დაჰყო ამ გრილ ჰაერში და ცოტახანში ლიფტში შევიდა...
ტირილი დაიწყო დღეს ის დღე იყო საშინელი და სასტიკი,თვალებიდან ცრემლები მოდიოდა და იმ დღეს იხსენებდა. ყველა მომეტი გაახსენდა ყველა დეტალი,ყველა გულში ჩასობილი ტკივილი იგრძნო და უფრო ატირდა.
ლამაზი დღე იყო,ერთი ჩვეულებრივი ლამაზი დღე,როცა სახლიდან გავიდა და სამუშაოზე მივიდა. საქმეების კეთება დაიწყო და მოამთავრა თუ არა,ახალი დეტალების განხილვას შეუდგა უფროსთან, ერთად ილაპარაკეს და ისაუბრეს მხოლოდ საქმეზე. უცბად ქალის ხელი აიღო მადლობა გადაუხადა და აკოცა. პირველად ცხოვრებაში გაიყინა და დაიბნა. ვერც გაეგო რა უნდა გაეკეთებინა.ეყვირა ეტირა ეჩხუბნა?! რაზე მხოლოდ ერთ კოცნაზე?! მაგრამ ეს კოცნა იყო რაღაც სხვა საშინელი,რომელიც გულში ცუდად მოხვდა. რატომ?! იმიტომ რომ ცხოვრებაში მხოლოდ კოცნა ჰქონია მაგრამ ასეთი სასტიკი და ამაზრზენი კოცნიდან არცერთი არ მოჩვენებია და მიხვდა რომ ახლა უნდა ყოფილიყო ის გაწონასწორებული ემა და მშვიდად ყოფილიყო. ყოველგვარი სცენების და აჟიოტაჟის გარეშე,მშვიდად დაესრულებინა სამუშაო და იქიდან გამოსულიყო. მერე კი ყველაფერი უბრალოდ ნაგავში მოესროლა,ეს სამუშაო და წასულიყო. ასეც მოიქცა. რამოდენიმეხნიანი საუბრის მერე მშვიდად დაემშვიდობა, კარები გამოხურა და წავიდა,ისე რომ არც არაფერი უთქვია ამის შესახებ და არც უსაყვედურია. რატომ?! იმიტომ რომ კარგად იცოდა საყვედურს დაცინვა მოჰყვებოდა ან უფრო შეურაცხყოფა. ადგა და უბრალოდ გამოხურა კარები.კიბეები ჩაირბინა და ცივი ჰაერი იგრძნო,მაგრამ მაინც ვერ უშველა... რატომ არ მქონდა გამბედაობა სილა მეთავაზა?! ან რაიმე მეთქვა გამელანძღა მაინც?! უმეორებდა თავის თავს მაგრამ მან კარგად იცოდა თუ რა მოჰყვებოდა ამას მერე და უბრალოდ წასვლა არჩია. გრილი ჰაერი ჩაუსვა ფილტვებში,გზა გადაჯრა და გადავიდა. ჩანთაში ჩაიხედა. ტელეფონი ამოიღო და ხელიდან გაუვარდა. ახლა პირველად არ ჰქონდა ტელეფონის თავი,რომც გატეხილიყო არ დაეძებდა მთავარი ახლა მხოლოდ ემა იყო,რომელსაც უნდოდა ეს გრილი ჰაერი ძლიერ ჩაეშვა ფილტვებში და სიცოცხლეს დაჰბრუნებოდა. პირველად მიხვდა ცხოვრებაში რომ ეს ის სამუშაო არ იყო და ამოისუნთქა რომ ამას მიხვდა! მაგრამ ამის გაგება გაცილებით ძვირი დაუჯდა, მთელი მისი გული სადღაც გაიბზარა და ყველა ადამიანმა დაკარგა მის წინაშე ღირსება! გზებს მიუჰყვებოდა და ფიქრობდა. ახლა რა იქნება. რა უნდა ვთქვა ან როგორ?! ან რა არის სათქმელი?! მაკოცა ხელზე და ეს მაღიზიანებს ისე ძლიერ რომ არავის მივცემ ჩემზე იუფროსოსო! ამის გაფიქრებაზე თვითონაც ეცინებოდა და სხვაც ხომ დასცინებდა. მაგრამ მან კარგად იცოდა რომ წასვლა უბრალოდ ადგომა და წასვლა ყველაფრის მიტოვება,ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო და წავიდა. ბედნიერი და სევდიანი მიუჰყვებოდა გზას და ხალხს უყურებდა. ვინ იცის რამდენი აქვთ სადარდებელი და გაცილებით მეტი სატკივარი ვიდრე შენ ემა! ვინ იცის მათ რა როგორ ძლიერ სტკივათ და თავსაც ვერ შველიან! და შენ შენ?! ამ პატარა რაღაცაზე გტკივა და კვდები! არა ემა არაა! ამის გამო ვერ მოკვდები პირიქით ამის გამო უნდა იდგე მაღლა და ძლიერად! ემაააა! შენ ძლიერი ხარ და არა სუსტი პატარა არსება,რომელიც ამის გამო მოკვდება! შენ უნდა იცხოვრო! გამოუცხადა თავის თავს და ცოტახნით მუსიკებში ჩაიძირა რომ ეს ყველაფერი დავიწყებოდა. სახლში მივიდა თუ არა მარტო იყო,ლოგინზე წამოწვა და ატირდა,მთელი ორი დღე ტიროდა და არ იცოდა რა ეთქვა ან როგორ?! ბოლოს მაინც ვერაფერი თქვა და გაჩუმდა.
რატომ არ ვთქვი სიმართლე?! შემეშინდა ჩემი თავის! მე თვითონვე შემეშინდა! შემეშინდა დამარცხების აღიარების! შემეშინდა ვინმეს ამის გამო სულელი, გიჟი არ ვგონებოდი! იქნებ ვინმეს ეთქვა ასე წახვედი ამის გამოოო და დამცინებდა! მაგრამ უკვე აღარ შეეეძლო აქ გაჩერება! რაღაც შიგნით მანადგურებდა და გულს მისერავდა. ვინმეს რომ ეფიქრა და გაეცინა ამის გამო წახვედიო ეს ჩემთვის მტკივნეული იქნებოდა! შემეშინდა! იმის რომ ლამაზი ვჩანდი! იმ სილამაზეს, რომელიც ჩემთვის არაფერი იყო ამისიც კი შემეშინდა! ალბათ ყველა ლამაზი ქალი რაღაცით ტყვეა თავისი სილამაზის! არ მინდოდა ვინმეს ჩემზე ეუფროსა არასდროს მდომებია ეს და მაინც დავმორჩილდი სხვის ბრძანებას, მაგრამ მართალი ვიყავი ადრე როცა ვფიქრობდი ჩემი უფროსი არავინ იქნებათქო! წარმოგიდგენიათ თვეები გადიოდა და ყველაფერს ვმალავდი ამ ერთ დიდ ტკივილს სადღაც ვმარხავდი და ყოველ მის შეხსენებაზე თავიდან ვკვდებოდი იქ იმ საშინელ დღეს ვუბრუნდებოდი და ვფიქრობდი: ახლა ამას გადარჩენა ჰქვიაა?! ალბათ ალბათ გადარჩენაც ერქვა! მთელი ორი დღე მარტო ვიწექი ვტიროდი და ვფიქრობდი, რო ეს მარტო უნდა გადამეტანა და მე უნდა გადამეწყვიტა და სამუდამოდ გამეწყვიტა ეს ძაფი ეს საშინელი ძაფი, რომელსაც ტყუილი და ტკივილი ახლდა თან! მართლა მინდოდა გაქცევა მართლა შორს მინდოდა სადღაც გაქცევა და აღმოვაჩინე, რომ პირველად ამდენი წლის განმავლობაში პირველად სადღაც დავიკარგე და მოვკვდი! როგორ მტკიოდა ყველაფერი როცა ეს მახსენდებოდა სახე ტკივილით ივსებოდა და ტკივილი სახეს ედებოდა. გასაქცევი იყო და არ მინდოდა გაქცევა! არ მინდოდა გავქცეოდი მათ ვინც მიყვარდა და ვისაც ვუყვარდი! ვიღაც ნაძირალას გამო მე რატომ უნდა დამეზარალებინა ის ადამიანები ვისაც ვუყვარდი და მიყვარდა. დრო გადიოდა და ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, მაგრამ მის გახსენებისას უკან იმ ტკივილს ვუბრუნდებოდი! უბრალოდ აქ ვეღარ ვსუნთქავდი და წავედი... მე მაინც წავედი. სადღაც შორს წავედი, უბრალო პატარა მშვიდი ცხოვრების დასაწყებად!
და ახლა ამდენი წლის მერე აქ ვარ აქ სამშობლოში,მაგრამ ჯერ ისევ ამ სასტუმროში თქვა ხმამაღლა და კარები შეაღო,ცრემლები მოიწმინდა და კარებში შევიდა. ოთახში შევიდა და კაბის გახდა დააპირა როცა ხმაური შემოესმა და მოტრიალდა. მოტრიალდა და ხელში რაღაც ცივი მოხვდა.ემა ბოსტონში თავდაცვას სწავლობდა და ხელი ასწია და სიცივეც იგრძნო მის ხელს როგორ შეეხო,კაცს მუშტი მოუქნია და ისიც მაშინვე გავარდა... არ მინახია ჩემები! ახლა სიკვდილი არ მინდა და ახლა უნდა მოვკვდე როცა ვითხოვდი მაშინ არ ვკვდებოდი უთხრა თავის თავს და ლოგინისკენ დაიძრა ჭრილობა რომ გადაეხვია. ტელეფონი აიღო და დაიყვირა: 7 ში სასწრაფო გამოიძახეთ. და გული წაუვიდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: iaKO4035
ნანახია: 970 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar