მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 4 )
18.05.2017, 16:59
თვალები გაახილა მის გვერდით ანიტა დაინახა შეშინებული სახით. ქალი გამოფხიზლდა: -ბოდიშს გიხდი აქ სიკვდილი რომ დავაპირე.
-ემაა სულ გაგიჟდი რეებს ბოდავ ,ისე შემაშინე მეც და ყველანი!
ემამ ალბერტო დაინახა მარტო და სასწრაფოს ხალხი. -სასწრაფო გაუშვით საჭირო აღარაა კარგად ვარ,-თქვა და თვალები დახუჭა.
ანიტა უცბად მასთან მივიდა,ხელი ჩაჭიდა:- რამე გინდა არ გშია ან რას დალევ?!
ალბერტო მის გვერდით ჩამოჯდა: -დაისვენე და ხვალ მოყოლა მოგიწევს რა შეგემთხვა.
-იმის დანახვა არ მინდა დღეს მაინც დამასვენოს! და აღარ დამენახოს! -მკაცრად უთხრა ემამ. -ბროწეულის წვენი მინდა. სისხლი ხომ არ გადაუსხიათ? -გაახსენდა და იკითხა.
-არა დროულად დარეკე და მოგისწარით!
ახლა გახედა ემამ ოთახს და მიხვდა სხვა ოთახში რომ იყო.
-აქ რატომ ვარ?!
-იქაურობას ათვალიერებენ...- მოესმა ალბერტოს ხმა და ლოგინზე თავი დადო.
-კარგი,- თქვა ემამ და მოტანილი ბროწეულის წვენი დალია.
-წავალ ცოტახნით მერე ისევ შემოვალ, ქალებს მარტო დაგტოვებთ.- უთხრა ორივეს და ქალები მარტო დატოვა ახალ ოთახში ალბერტომ.
-ემა რა მოხდა?! მეტყვი? -უთხრა მეგობარს და ჩაეხუტა.
-არ მინდა ამაზე საუბარი! მარტო ყოფნა მინდა არ გეწყინოს! და თან მინდა აბაზანა მივიღო!
-კარგი მაგრამ ცოტახანი არ უნდა ადგე,მერე მიიღე აბაზანა. არაფერს შეჭამ?!
-არა არ მშია! დიდი მადლობა...-თქვა ჩუმად და ლოყაზე აკოცა.
-რა ხდება ერიკ?!
-არც ანაბეჭდებია და არც კამერამ დააფიქსირა ამ ოთახში ვინმე შემოდიოდეს. მარტო სისხლია და ისიც ემასი.
-ფიქრობ რომ თავს იკლავდა?!
-თუ ასეა ბოლოს რატომ დარეკა საშველად სიკვდილის შეეშინდა?!
-ემაა... ამას არ იზამდა! თავს დაესხნენ,- და ამ სიტყვების გაგონებაზე ორივე კაცი შემოტრიალდა.
-რაა?! რამე მოგიყვა?! -ერიკმა კითხა მის მეგობარ ანიტას უცბად.
-არა, მარტო ყოფნა უნდა და ჯერ არავისი ნახვა.
ემა ადგა ძლივს ადგა ისეთი დაღლილი იყო.სარკეში ჩაიხედა არ შეშინებია საკუთარი თავის არც იმ სიკვდილის მაგრამ ის დღე აშინებდა და მისი სიტყვები.ახლა გაახსენდა როგორ შემოვიდა ოთახში და მაშინვე როგორ იგრძნო რაღაც და ვიღაც მის მკლავებს ეძგერა,ემამ გაიბრძოლა ხელი მოიქნია და მაშინვე ცივი დანაც იგრძნო ხელში. მაგრამ ვერ გაიგო რატომ არ მოკლეს და რატომ ეცადნენ მის შეშინებას ან ერიკი რა შუაში იყო. რატომ თქვეს ეს შურისძიებისა და ერიკისგანო! ან ერთი ან მეორე რა შუაში იყო ესეც იმ ურჩხულს უკავშირდება და ვერ მოიშორა ამ ურჩხულთან დაკავშირებით ეს ტკივილი. მაგრამ მაგრამ ერიკი რა შუაშია მას ჩემთან რა შურისძიება აქვს?! განა სილის გამო ვიღაცა ვიღაცას კლაავს?! და სილის გამო მკლავდა ერიკი?! რა შუაშია აქ ერიკი ვერ გაეგო ემას და თან ტიროდა ტიროდა არა იმიტომ რომ დანა მოხვდა ხელში და არა სხვაგან არამედ იმიტომ რომ ერიკიც იყო ამ საქმეში გარეული.და არ იცოდა ეს რატომ სტკიოდა ასე.ახლა გაახსენდა მისი ხმა რომელმაც მასში რაღაც გამოიწვია და მის სახეს ცეცხლი მოსდო, სანამ ამ კაცის სახეს დაინახავდა. მეგონა მკვლელები ურჩხულები იყვნენ სახითაც და არა სიმპატიურები... იყო თავის ფიქრებში როცა კარებზე დააკაკუნეს.
-ემა შეიძლება?
-დიახ შემოდით,- და აბაზანის კარები მიხურა.
-რატომ ადექი გაგიჟდი?!ჯერ ისევ უნდა იწვე! -და ანიტა მასთან მივარდა.
-არაუშავს კარგად ვარ.
-წეღან რატომ მკითხე სისხლი გადამისხესო?!
-არ მინდა სხვისი სისხლი და მაგიტომ!
-და რომ მომკვდარიყავი?!
-დიდი რამე!
-ისე ამბობ გეგონებოდა თავს იკლავდიიი?! ნუ გამაგიჟე ახლა მორჩი და პირდაპირ მითხარი მე მაინც რა მოხდა! მითხარი ემა!
-მოკვლას გამბედაობა უნდა და არა სისუსტე! ზუსტად ის გამბედაობა ჰქონდა იმ ბიჭს!
-ბიჭი დაგესხა თავს?! -იყვირა ანიტამ.
-ჰოოო! კიდე რის კითხვა დაგაბარა იმან! მიხვდა ემა რომ ერიკი და ალბერტო გამოაგზავნიდა.
-ძალა ხომ არ იხმარა?! ისევ გამოვიძახო სასწრაფო?! ან ფსიქოლოგი?!
-ტანსაცმელი შემოხეული არ მქონია ანუ არა! არცერთი მათგანი აღარაა საჭირო!
-მოიცა არ გახსოვს?!
-მახსოვს! დანა რომ ჩამარტყა და სისხლი რომ იგრძნო გაიქცა. მხოლოდ ხელის მოქნევა მოვახერხე, ამიტომაცაა კარების მინაზე ბზარი...
-დაუძახე იმას და იმასაც ვეტყვი თავის სულელურ შეკითხვებზე პასუხს! -და ემა ლოგინში ჩაწვა.
ცოტახანში ერიკიც შემოვიდა,ნახევრად ღია კარებში!
ანიტა გავიდა და ორივენი დარჩნენ.
-როგორ ხარ? ხომ არაფერი გინდა?!- კითხა ემას და მის სახეს შეხედა.
-კარგად ვარ,არაფერი. -უპასუხა მოკლედ და არც სახეში შეხედა.
ალბერტოც შემოვიდა. -აბა მშვიდობაა?
-ჯერ კი.- უთხრა ემამ და მას სახეში შეხედა.
ერიკს გაუკვირდა რომ მარტო ალბერტოს შეხედა თავის კითხვაზე და მას არა.
უცბად გარეთ ხმაური შემოესმათ და ალბერტო კარებისკენ დაიძრა და ამ დროს კარებიც გაიღო.
-ალეხოოო! -იყვირა გაკვირვებულმა ემამ, ლოგინს გადაახტა, კაცისკენ გაიქცა და ჩაეხუტა.
ემამ მკლავები მოხვია და კაცმაც ქალს მიმართა: -ახლა ყველაფერი კარგად იქნება! -და იქ მყოფ კაცებს მიუბრუნდა. -ბატონო ერიკ!-ალეხო ტორე,-თქვა და ხელი გაუწოდა.
-ემას წაყვანის წინააღმდეგი ხართ საზღვარგარეთ?!
-არა.- ალბერტომ უპასუხა უცბად,ერიკი კი ისევ ჩუმად იდგა ჩაფიქრებული ასე რომ ჩაეხუტა ქალი კაცს.
-არა არსად მოვდივარ აქ ვრჩები! -თქვა ქალმა უცბად და ლოგინისკენ წავიდა.
-ემააა! წამოხვალ უკან ვბრუნდებით!
-არა მეთქი და მორჩი! აქ ამისთვის ტყვილა ჩამოხვედი! მე არსად მოვდივარ, გაქცევას არ ვაპირებ მე არაფერი დამიშავებია და არც გასაქცევი მაქვს რაიმე!
-სულ გაგიჟდი შენი მოკვლა უნდოდათ! ამიტომაც აქ არ დარჩები! ახლავე აეროპორტში მივდივართ! -და ემას ხელი ჩაკიდა.
-მე არსად წავალ აქ მინდა ვიყო! ალეხოოო! -იყვირა და უკან დაიხია ლოგინისკენ. ალეხომ ხელი მოხვია, კარები გააღო და ემა გვერდით მიიხუტა.
-ბატონო ალეხო,- მიმართა ერიკმა. -მასზე ნუ ინერვიულებთ დაცვა ეყოლება, ამაზე მე ვიზრუნებ პირადად!
გაბრაზებული ემა ალეხოს გამოცილდა, ერიკს მივარდა ყვირილით:- შენი დაცვა არ მჭირდება შენთვის შეინახეო. -და ისევ მიტრიალდა და ლიფტისკენ დაიძრა.
-გაუძელი...-მიმართა ალბერტომ ერიკს და მათ უკან გაყვნენ.
ემა და ალეხო ისევ ერთად მიდიოდნენ.ერიკი მათ თვალს არ აცილებდა. ემამ ალეხოს ყურში რაღაც უთხრა გახარებულმა კაცმა ემა ხელში აიტაცა და მანქანაში ისე ჩასვა.
შავი მერსედესი დაიძრა და გზას გაუყვა.უკან ერთი მანქანაც მიჰყვა,ალეხოს და ახლა ემას დაცვა. მათ უკან ერიკი გაჰყვა მოშორებით.
აეროპორტში გაჩერდა შავი მერსედესი.ემა მანქანიდან გადმოვიდა და ალეხოსთან ისევ ჩახუტებული კიბეებს აუყვა...
ორივე თვითმფრინავში ავიდა. ერიკმა მზერა გააყოლა ქალს კიბეებისკენ მიმავალს. -მაინც დაითანხმა და მიჰყავს...მაინც გაჰყვა და გაიქცა...ფიქრობდა ერიკი და მანქანიდან თვალს ადევნებდა ორ მიმავალ სხეულს.
ცოტახანში კიბეებზე დაეშვა ემა და კაციც უკან მიჰყვა:
-ემააა გაგიჟდი?! ხომ დამპირდი მოვდივარო?!
-შენ უნდა წახვიდე,- უთხრა ალეხოს რომელიც უკვე მის გვერდით იდგა. -მე აქ ვრჩები! წადი გთხოვ წადი! არ მინდა ამ საქმეში ჩაერიო დამპირდი რომ არაფერს გააკეთებ და არც ვინმეს დაემუქრები დამპირდი!
-კარგი მაშინ ჩემს დაცვას აქ დავტოვებ და მანქანასაც.
-არა ისინიც შენთან მოდიან! აქ არ დარჩებიან! გთხოვ დაგიჩოქებ გინდა გთხოვ!
-კარგი ემა კარგი ეს მეტჯერ აღარ მითხრა,იცოდე რომ მაწყენინე ამით! ამ საქმეში არ ჩავერევი მხოლოდ იმიტომ რომ ერიკი და ალბერტო კარგი და სამართლიანები არიან.მათი საქმეები ვიცი ორივე სუფთა! და კიდევ ერიკის დას იცნობ!
-საიდან! ვინაა?! -გაუკვირდა და იყვირა ქალმა.
-პატარა ცელქი გოგონა ლიფტში მისი დისშვილია!
-რაააა,ის და ესსს და-ძმანიიი?! სასაცილოაააა! -თქვა გაკვირვებულმა ემამ და ახლა შეამჩნია რომ მანქანიდან უთვალთვალებდნენ. მიხვდა რომ ერიკი იქნებოდა.
-შენ აქედან როგორ წახვალ?! ან აქ რომ რამე მოხდეს?!
ქალმა გამომძიებლის მანქანაზე ანიშნა,კაცს დაემშვიდობა.
ქალმა თვითმფრინავს გააყოლა მზერა და როცა მოტრიალდა მანქანა უკვე მის გვერდით იდგა.
ერიკმა კარები გაუღო და ქალს შესთავაზა ტაქსს გამოვიძახებო,რაზეც ქალმა უარი უთხრა და მანქანაში ჩაჯდა უკვე გაყინული სხეულით.
ერიკმა იგრძნო რომ სციოდა,გათბობა ჩართო და ქალს შეხედა:
-ჩემთან რომ წაგიყვანო წინააღმდეგი ხარ?!
თუ მკვლელს თავისი ანგარიში აქვს მასთან თუ ვიქნები ვერ გამისწორებს,მაგრამ თუ ერიკსაც აქვს ანგარიში ერთ მკვლელს მაინც დავაღწევ თავს მაგრამ მეორეს ჩავუვარდები არაუშავს მოეთათბირა თავის თავს უცბად და უთხრა: -წინააღმდეგი არ ვარ.
-კარგად ხარ?! რამე ხომ არ გტკივა?!
-არაფერი,კარგად ვარ,მადლობ.
-გცივა?! თუ გათბი?!
-გავთბი,მადლობა... -უთხრა ჩუმად და გზას გახედა. ერიკმა სასტუმროდან მისი ნივთები აიღო,ერთი ჩანთა და ერთი პარკი მიაწოდა ემას,სადაც ტანსაცმელები ეწყო წინა დღის მათ შორის ერიკის ნაჩუქარი კაბაც. კაცს მადლობა გადაუხადა და პარკი კალთაში ჩაიდო,ჩანთასთან ერთად.
-ჩემი სახლი,იმ სახლს არ გავს,იმედია არ შეგეშინდება...-თქვა და ქალს გადახედა,რომელმაც არც კი შეხედა ისე უპასუხა:-დიდი სახლები არ მიყვარს,არ შემეშინდება!
-აბა იქ დიდ სახლში რატომ ცხოვრობდი?!
-ეს საქმეს სჭირდებოდა...ალეხო სხვაგან ცხოვრობდა და მე მათხოვა სახლი.
-კარგი,უკვე მოვედით,- თქვა და მანქანა გააჩერა. ფეხით აიარეს რამოდენიმე კიბეები. კარები გააღო და ქალს დაუთმო გზა.
ქალმა გადააბიჯა თუ არა კარების ზღურბლს,ხმადაბლა თქვა:- ბედნიერი იყოს ჩემი ფეხიო და თან დაამატა და ჩაეცინა:-თუმცა მკვლელი გგონივარ და რაღა ბედნიერი იქნება! -თქვა და იქვე ფეხსაცმელი გაიხადა.
კაცს გაეცინა მადლობა მოუხადა და ქალის შიშველ ფეხს შეხედა: -არა გეცვას!
-რატომ? არ მეკადრება გახდა?!
-იმედია,კაბასაც აქვე არ გაიხდი! -თქვა მკაცრად და მისი გაღიზიანება სცადა.
-ოთახში გავიხდი! სად ვიძინებ! -თქვა მკაცრად და იქვე გაჩერდა.
-ამ ოთახში შეგიძლია დაიძინო,-ხელით ანიშნა და კარები გაუღო,-ჩემი დის არის ტანსაცმელი, რომელიც მოგეწონოს შეგიძლია ითხოვო,მგონი მოგერგება.
-ძილინებისა! -თქვა მკაცრად და კარები მიხურა. კაცი ისევ იქვე იდგა,კითხვები ჰქონდა მაგრამ რაღან გამოაგდო ასეთი პასუხით გადაწყვიტა ხვალისთვის გადაედო.
ქალმა კარები მიხურა თუ არა,მაშინათვე ლოგინზე მიწვა.ისეთი დაღლილი და აფორიაქებული იყო,ლოგინს შეეხო თუ არა ჩაეძინა,პირველად ჩაეძინა ასე უცბად. ბალიშს შეეხო თუ არა მშვიდად იგრძნო თავი და თვალების დახუჭვისთანავე მიეძინა. გამოიღვიძა ცოტახანში და გარეთ გამოვარდა,კაბით. შუქები დაინახა და კაცისკენ წავიდა: აბაზანა სადაა?!
კაცი უცბად წამოდგა და კარები აჩვენა. -მეგონა გეძინა.
-მეძინა! -თქვა მკაცრად და კარები ცხვირწინ მიუხურა. უცბად გააღო და კაცს გასძახა: -პირსახოცი არ გაქვს?!
კაცმა უცბად მიაწოდა ხელში და ქალმა ისე ძლიერად გასწია ხელი,კაცს გაუკვირდა და უცბად მოშორდა კარებს.
-რა ჯიუტი და უხეშია! -თქვა ჩუმად და სამზარეულოში შევიდა.
ქალმა ახლა შეუშვირა წყალს სხეული და დამშვიდდა,რამოდენიმე ხანი ინებივრა წყლის ქვეშ და პირსახოც მოფარებული დადგა სარკის წინ. კაბა აიღო და პირსახოციანა გამოვიდა კარებიდან, რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და კარებში შევიდა. კარები მიხურა და ხმაც მოესმა.
-საჭმელი არ გშია?!
-არა! -დაუყვირა კარებს შიგნიდან და პლედში გაეხვია. თმებს ხელი წაავლო და დასუნა რამოდენიმეჯერ,-კარგი სუნია. -თქვა და ნელ-ნელა ჩაეძინა მის არომატში.
დილით თვალები ნელა გაახილა და გამოფხიზლდა,ცოტახანი იკოტრიალა ლოგინში და წამოდგა. ისევ თავისი ტანსაცმელი ჩაიცვა წინა ღამის,თავის სხეულს შეხედა და თავის თავს გაუღიმა:
-პირველად მეძინა ასე, ნორმალურად და მშვიდად! -თქვა ხმამაღლა და კარები გააღო. რამოდენიმე ნაბიჯი ფეხშიშველმა გაიარა,ერთი კარები ღია დაინახა და ოთახისკენ დაიძრა. შიგნით შედგა ფეხი და კრივის ხელთათმანები დაინახა, გაეღიმა და ხელზე მოირგო.-მართალია ცოტა დიდია მაგრამ ცოტახნით ვითხოვებ.- უთხრა თავის თავს და ბალიშს ხელი დაარტყა. მერე ისევ დაარტყა და ცოტახანში აზარტში შევიდა.
ბოსტონში დაბრუნდა მისი გონება: ალეხო ჩხუბობდა და კრივი იცოდა,ემამ თავდაცვას სწავლება სთხოვა და რაღაც ილეთებიც ასწავლა.დილით ადგებოდა და ემაც ჩხუბობდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავის ტკივილს ეჩხუბებოდა და ბალიშზე ხელის მოქნევით თითქოს თავის ტკივილს და გაქცევას ამარცხებდა... ნელ-ნელა შეეჩვია ხელის მოქნევას და არც ხელები სტკიოდა,რამე როცა გაბრაზდებოდა ვინმეზე ან რამეზე მაშინვე ხელთათმანებს ეცემოდა და ისევ ჩხუბს იწყებდა საკუთარ თავთან. ახლა ჭრილობა სტკიოდა მაგრამ მაინც არ ანებებდა მუშტების მოქნევას თავს. ახალ ხელთათმანებს შეეჩვია და ისევ ჩხუბი განაგრძო.
-ახლა გასაგებია ხელის მოქნევა საიდან იცი! -მოესმა მკაცრი ხმა და ემა შემოტრიალდა.
-რომ დამშვიდდე თუ გინდა ხელი დამიბრუნე,სილის გამო!
ერიკმა სხვა ხელთათმანები ჩაიცვა უცბად და ქალის წინ ხელები ასწია ჩხუბის დასაწყებად.ქალთან ახლოს მივიდა და ერთ ნაბიჯში დაუდგა. ემა მიიწია და მათ შორის მანძილი შეამცირა. ემამ ხელი მოიქნია,მოთელვას მორჩენილმა.ერიკმაც უპასუხა და ორივემ მუშტი აიცილა. ემას ხელი ერიკს მოხვდა და სახეს ნაზად შეეხო და ერიკი ახლა მოვიდა გგონს, რომ ჩხუბობდნენ და არ ხუმრობდნენ. ემას ხელი მოუქნია და ქალი ძირს დაეცა,რბილ ლეიბზე. ერიკმა ხელებით დაიჭირა და ადგომა აღარ აცალა.
-გამიშვიიი!!!-თქვა და თვალები დახუჭა,როგორც კი იგრძნო უჰაერობა,მისი შეხებისგან.
-რომ არ გაგიშვა! მესამეჯერ მუშტს მომარტყავ?!
-გაწიე შენი ხელები და სხეულიც! გამიშვიიი!!!
-მშვიდად, რომ იყო ცოტახნით მაინც არ შეიძლება?! რაც შენ ჩამოხვედი ნორმალურად არც მძინებია! ხან მკვლელობა,ხან თვითმკვლელობა და ხან მკვლელები მესმის სულ. ვინ ხარ კი მარა მოურჯულებელი, რომ ხარ გეტყობა მშვიდად ყოფნა არ შეგიძლია ახლაც კი!
-გამიშვი, რომ გითხარი გამიშვიიიი! ხელი მეტკინა!ნამდვილი ტირანი ხარ!
ერიკი უცბად ადგა და ემაც ააყენა ახლა გაახსენდა გაჭრილი ხელი. მერე ემა ხელში ძალით აიყვანა.
-ჯანდაბა დამსვიიიი!!!
გარდერობიდან სახვევები გამოიღო და ემა ლოგინზე დააგდო. ხელებიდან ორივე ხელთათმანი მოხსნა,ნატკენ ხელზე სახვევი მოაშორა და სპირტით გაწმინდა თუ არა ისევ ახალი ბინტით შეუხვია. მეორე ხელს ხელი მოკიდა და სპირტით გაუწმინდა თუ არა ახლა დააკვირდა ხელს.
-ეს რა არის?ვინმე ტირანს ეჩხუბე?!
-ლიფტში ვიტკინე.
-როდის?!
-ბოსტონში პატარა გოგონას ფეხი გაეჭედა კარებში და ლიფტის გაჩერება მომიხდა 2 წუთით.უკვე მოვყევი ეს ამბავი! სხვათა შორის იმ კაბით შენ რომ მითხარი შავი კაბა ეცვა იმ ქალს იებითო! იმ კაბით ვიყავი ლიფტში და მერე ეს კაბა გადავაგდე! არ ვიცოდი,თორემ გაჩუქებდი!
ამის გაგონებაზე ისევ ეცა ემას და ისევ თავის მკლავებში მოამწყვდია.
-ახლა აღიარებ ამ დანაშაულს?!
-მე არაფერი ჩამიდენია! ის კაბა უბრალოდ გავს იმ კაბას!
-ის ვინც დაგესხა თავს იცი ვინაა?! ან რამე არ თქვა?!
-არაფერი, რა უნდა ეთქვა?!
-არ ვიცი!
-სასტუმროდან რომ გავედი მაშინვე რატომ გახვედი სასტუმროდან,როგორც კი მე მომიშორე?!
-საქმეები მქონდა ტელეფონი ვიყიდე,თანხა გადავახურდავე და ვალები გავისტუმრე!
-სულ ყოველთვის აბრუნებ შენს ვალს?!
-კი!
-ამიტომაც ჩამირიცხე შენი ნასაუბრები ალბერტოსთან?!
-კი!
-სულელი ხარ! ალეხოსთან თვითმფრინავში რატომ ახვედი თუ არ მიდიოდი მასთან ერთად?!
-არ მივდიოდი მოვატყუე და თვითმფრინავში დავტოვე,ამიტომაც გაჩერდა და ჩამოვიდა უკან.
-რას გეუბნებოდა ბოლოს მთელი 10 წუთი?!
-დაცვას და მანქანას დავტოვებო!
-მარტო ეგ გითხრა?!
-მე უფრო ვუთხარი ბევრი რამე!
-რა?!
-საქმეში არ ჩაერიო და არც ვინმეს დაემუქროთქო!
-ვის უნდა დამუქრებოდა, მეე?!
-ჰოო!
-მე ვერავინ დამემუქრება და არც შენი საყვარელი!
ემას გაეცინა. -ალეხო რომ ჩემი საყვარელი იყოს ახლა შუბლში გესროდა ტყვიას აქ რომ ხარ!
-შენ არ მოგკლავდა?! ჩემს სახლში ხარ!
-იცის, რომ სხვის ლოგინში არ ვწვები!
-ნუთუ ასე ადვილად დაგტოვა მკვლელთან! თუ არ ეშინია შენ უფრო კარგი მკვლელი ხარ და თანაც კარგად იქნევ მუშტს!
-ჩემი სიტყვის და უდანაშაულობის სჯერა და ისიც იცის, რომ მე რასაც ვეტყვი შევასრულებ!
-მაინც რის შესრულებას დაპირდი!
-დაგიჩოქებ თუ არ წახვალთქო!
-მერე მაგით რა?!
-რა და სხვებისგან განსხვავებით ქალს არ ამცირებს!
-და მე რით დაგამცირე?!
-სახლი საყვარლებისგან გაქვსო,რომ მითხარი!
-ქედმაღალი, რომ იყავი გეტყობოდა,ჯერ მაშინ როცა მანქანაში ჯდებოდი აეროპორტში!
-მაინც რითი შემამჩნიე ეგ მაშინ?!
-პოლიციის მანქანაში ჩაჯდომა რომ არ იკადრე!
-ააა,კაი ასე იყოს!-თქვა ქალმა,როგორც კი პირველი დღე გაახსენდა და გაჩუმდა.
-ის ორი რატომ მოკალი?!
-მე არ მომიკლავს!
-ამას რითი დაამტკიცებ?!
-არ ვიცი შენ ამიხსნა იქნებ!
-ვინაა ის მკვლელი არ იცი?! მისი არ გეშინია?!
-ამ სახლშიც შემოვარდება?!
-არამგონია! თუ გაიქცა ალბათ ჯერ ცოტახნით არ შეგაწუხებს!
-კარგია, მადლობა!
-მადლობას რისთვის მიხდი!
-ცოტახანი, რომ არ შემაწუხებს და დამასვენებს!
-მე რავიცი ჩემი აზრი ვთქვი,თორემ როდის გამოჩნდება არ ვიცი!
-მე მეგონა შენ გეცოდინებოდა!
-რეებს ბოდავ!!!-თქვა კაცმა ხმამაღლა და ქალს თვალებში ჩახედა.
-დამკვეთის სახელი მითხრა!
-რააააა?! აქამდე რატომ არ მითხარი! ვინააა?!-თქვა უკვე გაბრაზებულმა კაცმა.
-შენ!
-რა!!! სულ გაგიჟდი?! და დაუჯერე?! -და ქალს ხელები მოუჭირა ხელზე.
-კიი! ჩამოსული არ ვიყავი რომ მეცი და რატომ არ უნდა დამეჯერებინა კაცი მკლავდა და სიმართლეს ამბობდა!
-ეს ტყუილია! მე ამას რატომ გავაკეთებდი?!
-რავიცი სილის გამო ან რაიმეს გამო!
-სილის გამო ადამიანს არ კლავენ! და არც შენი მოკვლა მდომებია!
-რითი დაამტკიცებ?!
-მე არავინ დამიქირავებია ემა,- და ქალს ხელები ძლიერად მოუჭირა გაბრაზებულმა.-ეს როგორ დაიჯერე! და მაშინ რატომ წამომყევი სახლში?!
-ან ერთ მკვლელს უნდა დავლოდებოდი სხვაგან ან მეორე მკვლელთან ვყოფილიყავი! და მეორე ვარიანტი ავირჩიე!
-მე არავის მოკვლა დამივალებია!
-არ მჯერა!
-გეყოფა ემააა გეყოფა!!! მე ეს არ გამიკეთებია!
-რითი დაამტკიცებ რომ შენ ეს არ დაგივალებია?!
-სიტყვას უნდა ენდო!
-შენ არ ენდობი ჩემს სიტყვას და მე რატომ უნდა გენდო!
-მხოლოდ იმიტომ, რომ მე მკვლელი არ ვარ!
-აბა მე ვარ?!
-ხარ თუ არა გავარკვევ მალე! მე რავქნა მე კი არ გაბრალებ რამეს სამხილებს შენამდე მოვყავარ. შავი იები იქაც იყო, შენს ბაღში და შავი კაბაც!
-ხო აბა რა! კაბა გავიხადე და იქიდან შიშველი წამოვედი?! -ქალს ამაზე გაეცინა.
-რა მოგივა თავში არ ვიცი, იმედია შიშველი არ წამოსულხარ!
-იმ დროს ბოსტონში ვიყავი!
-სხვას დაავალე და შენი კაბის ანალოგი და იები გაატანე?! ზაანიმ და დანიელამ რამე დაგიშავა?! შენი ვალი ჰქონდათ?!
-არავისთვის არაფერი დამივალებია! არც მათ ჰქონდა რაიმე ვალი და არც მე მქონდა მათი ვალი!
-ზაანის ანგარიშზე რამოდენიმე წლის წინ თანხა ჩარიცხა უცხო პირმა! არც ამასთან გაქვს კავშირი?!
-არა!
-რაღაცას მალავ და არ ამბობ!
-მორჩი და დამასვენე!
-თვალებში რატომ არ მიყურებ ზოგჯერ, გეშინია სიმართლე არ წავიკითხო მაგ თვალებში?!
-სიმართლეს, რომ კითხულობდე იმასაც წაიკითხავდი,რომ მე მკვლელი არ ვარ!
-მაგას დამტკიცება უნდა!
-შენც უნდა დაამტკიცო,რომ ჩემი მოკვლა არ დაგივალებია! -უყვირა და სხეულიდან მოშორება სცადა. -გამიშვი ხელი!
-კარგი. ახლა ვჭამოთ.ბოდიში ხელი, რომ გატკინე.-თქვა და წამოდგა, ქალის სხეულს მოშორდა და ადგა.
-არაუშავს! -თქვა მკაცრად და ოთახიდან გავიდნენ ერთად.
-დაბრძანდი.- მოესმა და ქალი მაშინათვე სკამზე დაჯდა. კაცმა თეფშები დაალაგა,მერე დანა-ჩანგლები,ხელსახოცები და ქალს შეხედა,რომელიც მის სიარულს აკვირდებოდა.
-რა იყო?! ბოდიში, მე მოსამსახურეები არ მყავს!
-არც მე მყავს აქ!
-დღეს გყავს! -თქვა და წვენი დაუსხა ქალს და წინ დაუდგა. მერე საჭმელი დადგა და ქალს შეხედა:-კვერცხს შეჭამ?! და სალათას?!
-დიახ! უცხოპლანეტელი არ ვარ! ორივე გამისინჯავს! -თქვა და ჭამას შეუდგა.
-მოურჯულებელი ხარ,და არა უცხოპლანეტელი! -თქვა და გაეღიმა. თვითონაც საჭმელი გადაიღო და მშვიდად შეუდგა ჭამას. ჩანგალი პამიდორს დაარჯო ემამ და პირში წაიღო,საკუთარი ქვეყნის საჭმელი მაინც სულ სხვა,სულ სხვა გემო და სუნი აქვს,გაიფიქრა და გემრიელად ჩაიდო პირში. ერიკმა რამოდენიმეჯერ შეხედა მის მშვიდ ჭამას და ჩაეღიმა,პირველად გრძნობდა, რომ ქალი აინტერესებდა ასე,თანაც ეჭვმიტანილი.ლამაზი ეჭვმიტანილი გაიფიქრა და წვენი მოსვა.ქალმაც ამ დროს მოსვა წვენი და მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ თუ არა ორივემ კარგად დაინახეს მათი თვალების ერთნაირი ფერი...ყავისფერ თვალებში ორივემ ერთმანეთს ჩახედეს და ისე უცბად წამოდგნენ მაგიდიდან თითქოს რაღაც წაიკითხეს ამ თვალებშიო.
-მადლობა... -თქვა ქალმა და რაკოვინაში ჩააწყო თავისი ჭურჭელი.
-არაფრის. დღეს განყოფილებაში უნდა წავიდე. შენც წამოხვალ!
-რატომ?!
-ახლა ცოტახნით ჯობია,ჩემთან ერთად იყო,სახლში ვერ დაგტოვებ,შენს დაცვაზე უნდა ვიფიქრო!
-მარტო დამიცავ?!
-კი! ეჭვი გეპარება?!
-კი! -თქვა მკაცრად და თავის თავს შეხედა. ტანსაცმელი მინდა! განყოფილების მერე წავალ! რომელზე მორჩები საქმეებს?!
-3 საათში!
-3 საათი განყოფილებაში უნდა ვიყოოო?! -წამოიყვირა და თვალები გაუმკაცრდა: -სახლში ვიქნები,ან მარტო წავალ საყიდლებზე!
-არა! სამი საათი განყოფილებაში იქნები და მერე წამოგყვები საყიდლებზე!
-ახლა ასეთი ტანსაცმლით წამოვიდე?! წუხელ მეცვა ეს ტანსაცმელი!
-ჩემი დის ტანსაცმელებიდან აარჩიე რაიმე,ან ის ჩაიცვი მე, რომ მოგიტანე,თუ არ გადაგიგდია.
-კაცის არჩეულ ტანსაცმელს არ ვიცვამ, არც სხვისი ტანსაცმელი ჩამიცვამს არასდროს! მირჩევნია ასე წამოვიდე! -თქვა და ფეხსაცმელებისკენ წავიდა. უცბად კაცისკენ მიტრიალდა,გვერდით ჩაუარა,ფეხსაცმელებით ხელში და აბაზანაში შევიდა. ფეხსაცმელები გაასუფთავა,სახე მოიბანა,ხელებიც გადაიბანა და და კარებთან დადო ფეხსაცმელები. -მე უკვე მზად ვარ! -დაიყვირა და კარებთან დადგა.
ერიკიც მალევე მის წინ გაჩნდა და ახლა აათვალიერა ქალმა. -ჩაცმა სცოდნია! -თქვა თავის თავთან და ფეხსაცმელებისკენ მიტრიალდა,ჩაიცვა და ჩანთას დასწვდა,რომელიც შემოსასვლელთან დადო,პარკი კი იქვე დატოვა. ჩანთა გახსნა,სუნამო ამოიღო და კაცმა გაკვირვებით შეხედა სუნამოს ფლაკონს,რომელიც ისეთი იყო ვერ გაეგო რა იყო,ქალმა როცა დაისხა,მერე მიხვდა, ჩაეღიმა და გასაღები აიღო ხელში. გაიარა და ახლა მოხვდა სუნამოს ჰაერში და ქალს შეხედა. -ეს ქალი მალე ჭკუიდან გადამიყვანს! -გულში თქვა და კარები გააღო.
-სამი საათი განყოფილებაში უნდა იყო,ჯერ ტყვილა იპრანჭები!
-შენ რომ არა ახლა სულ სხვა ფორმაში ვიქნებოდი! შენ შეგხვდი თუ არა წესივრად არაფერი მცმია! -თქვა და ფეხი გადგა კარებიდან. კაცი კარებს კეტავდა,არც დაელოდა ქალი, ნელა ჩაუყვა კიბეებს. კაცი უკან მიჰყვა და მის წინ დადგა და ამოხედა:
-ჩემი დაცვის ქვეშ ხარ! ასე კი არ უნდა გარბოდე! ფრთხილად უნდა იყო და გეშინოდეს! მაგრამ არ გეშინია და ესაა საინტერესო! უშიშრად ადგამ ნაბიჯებს და წინ მიდიხარ!
-უკან უკვე დავიხიე წლების წინ და დავიკარგე! ახლა კი ასე აღარ ვიკარგები და წინ მივდივარ! -თქვა თავის თავთან,გვერდით გაიწია და კიბეების ჩავლა განაგრძო,ისე რომ ახლა მოაძახა უკან მოტოვებულ კაცს: -მე წინ მივდივარ და არ მეშინია წინ წასვლის!
-ოხ ეს მოურჯულებელი ქალი! -თქვა და მანქანა გააღო. მაშინათვე ემამ გააღო კარები და თვითონვე ჩაჯდა მანქანაში.
-ჩემით შემიძლია გავაღო კარები,მოსამსახურე არ მჭირდება! -თქვა უცბად და კაცს მოესმა თუ არა მისი სიტყვები კარები გააღო და მაგრად მოაჯახუნა.
-შენი მანქანის კარებზე იყრი ჯავრს?!
-მინდება ხელი წაგიჭირო და დაგახჩო!
-მიდი მერე! შენ იქნები მკვლელი და არა მე!
-ხმა აღარ ამოიღო აქ და განყოფილებაშიც! -თქვა და გაზს მოუმატა.
ემა ქუჩებს აყოლებდა თვალს,რამოდენიმე ნაცნობი ქუჩაც დაინახა და გაეღიმა,რამდენჯერ გადასულა ამ ქუჩებზე სწავლის დროს,რამდენჯერ გაუვლია ამ მაღაზიებთან ახლოს,კაფეში კი მეგობრებთან ერთად ბედნიერებით სავსეს უქეიფია ეს იმ დროს, როცა ჯერ ისევ სწავლობდა მშვიდად და ბედნიერად...
ერიკმა მანქანა გააჩერა. ორივე აუყვა კიბეებს და განყოფილებაში შევიდნენ. მალევე თავის კაბინეტში შევიდა და ემას ანიშნა სკამზე დაჯექიო. ისიც ჩუმად დაჯდა და ჩანთა მაგიდაზე დადო. ტელეფონი ხელში აიღო და ანიტას მისწერა,დაამშვიდა და უთხრა სადაც იყო. ტელეფონი ჩანთაში ჩადო და ბილეთებს დახედა,გაახსენდა ბილეთებს, რომ ინახავდა.ახლაც სახლში, რომ წავიდოდა ბილეთებს ისევ დაუმატებდა ძველ ბილეთებს და ერთად შეინახავდა ყუთში. ბილეთიც დააბრუნა ჩანთაში და ტელეფონს უპასუხა:
-კარგად,შენ?!
-ხო გათიშული მქონდა ახლახანს ჩავრთე ტელეფონი,კარგად იმგზავრე?!
-ძალიან კარგი,ჩემგანაც მოკითხვა გადაეცი,უთხარი კარგად არის არ ინერვიულოო... -უთხრა და ერიკს შეხედა,რომელიც მის სიტყვებს უსმენდა. ემა კი აგრძელებდა: -დიდი მადლობა გადაეცი მოსმენისთვის...გაკოცეთ.- თქვა და მალევე დაემშვიდობა.
-ვის უგზავნი კოცნას?!
ემა გაჩუმდა და არ უპასუხა.
-შენ გეკითხები!
-შენ თქვი არ ილაპარაკოო?!
-მერე ტელეფონზე რატომ ილაპარაკე?! თუ ასე კარგად დაგამახსოვრდა რა გითხარი!
-ალეხო იყო და ვერ დავტოვებდი უპასუხოდ!
-რატომ?!
-ის ჩემი ახლობელია!
-ვის უნდა გადასცეს მადლობა?!
-დაქალს! რაიყო?! მეგობარმა მომიკითხა და მეც, რომ მოვიკითხო არ შეიძლება?! -თქვა და ფეხზე წამოდგა,კარებისკენ დაიძრა და კაცის ხმაზე მოტრიალდა და მაშინათვე უპასუხა:
-ხელებს დავიბან და მოვალ,თუ გინდა ახლაც გამომყევი! -თქვა და კარები გაიჯახუნა.
კაცმა თავზე მოიკიდა ხელი და ამოიხვნეშა, ისევ განაგრძო საქმეების კეთება,რამოდენიმეჯერ ფრანკო ნახა ელაპარაკა და ისევ დაუბრუნდა თავის ადგილს კაბინეტში. ემა უკვე სკამზე იჯდა,ფეხი ფეხზე გადაედო და სკამის საზურგეს მიყრდნობოდა,თვალები მიეხუჭა და ფიქრებში იძირებოდა. გაახსენდა აქ შემოსვლის პირველი დღე და ახლა გააკანკალა,ახლა გაახსენდა სახეზე მისი წყლიანი ხელის შეხება და უცბად წამოხტა სკამიდან:
-შენნნნ! გაბედე და შემეხე აქ იმ დღეს?!
-რა გეტაკა?! რეებს ბოდავ?!
-რომ წავიქეცი და გავითიშე,შენ შემეხე?!
-შენს სახეს შევეხე,რომ გამომეფხიზლებინე!
-მივდივარრ! -წამოიყვირა და კარებისკენ გავარდა,უცბად აღმოაჩინა ხელში როგორ წაავლეს და ისევ სკამზე დააბრუნეს.
-აქ იყავი წყნარად და მშვიდად! რა გეტაკა მაინც არ მესმის!
-ვერ ვიტან როცა მეხებიიიი! -დაუყვირა და ფეხზე წამოდგა.
-ხოდა თუ არ გინდა შეგეხო დაჯექი და მაცალე მუშაობა! კიდევ ერთხელ იტყვი რამეს ან ფეხზე ადგები და მაშინათვე საკანში შეგათრევ! ამჯერად უტანსაცმლოდ!
-უტანსაცმლოდ რატომ?! -წარმოთქვა და ისევ იგრძნო ხელები და თვალები დახუჭა. გაახილა თვალები თუ არა ისევ გისოსები დაინახა, უცბად ეცა რკინის შავ გისოსებს:
-იდიოტო მორჩი და გამომიშვი აქედან!
-იდიოტოოო!
-იდიოტოოო!
-ნუ ყვირიხართ! -უთხრა ვიღაც უცხომ და ახლა დაინახა ნაცნობი მესაკნის სახე. -შენნნ?! შენნ მანდ ამმმ ფორმით... პოლიციელი ხარრ?! -დაიბნა უცბად და საკნის რკინებს მოშორდა.
-კი! და თუ არ გაჩუმდები! იმის გამო დაგსჯი,რაც იმ დღეს გააკეთე!
-ღირსი იყავი!
-შეხედე ამას არც კი ეშინია! ისე მელაპარაკება!
-შენნაირი და იმისნაირი იდიოტების არ მეშინია! დაუძახე!!!
-ის რომ მოვიდეს, თავის მუქარას შეასრულებს და შიშველი იქნები და გინდა?!
-დაუძახე მეთქი!!! გამომიშვას აქედან!
-მორჩიი ყვირილს! გარეთაც ისმის შენი ხმა!
-მერე გარეთ თუ ისმის,შენს კაბინეტში ვერ გაიგე, რომ მოსულიყავი?!
-მოვედი! და რა ვქნა კაბა მართლა გაგხადო, რომ მორჯულდე?!
გასაღები ამოიღო და კარები გააღო,ნაბიჯი გადადგა და ქალის წინ დადგა. ხელები გადაიჯვარედინა და ქალს შეხედა: -მზად ხარ?! აქ შიშველი, რომ იყო?!
ქალმა ხელი გასწია უცბად და კაცს ლოყაში მოარტყა,კაცმაც უცბად დაიჭირა და ზურგით ჩაიხუტა და კაბაზე ხელი წაავლო და ქალის სხეული ახლოს მიიხუტა კაბაში დაჭერილი: -ახლავე თუ არ მოხვალ გონს სად ხარ! ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! უკაბოდ დარჩები და ეს არ მინდა! ერთი საათიც მოიცადე, წავალთ და დამშვიდდები მაღაზიებში! -თქვა ჩურჩულით ქალის ყურთან და კაბას ხელი გაუშვა.თვითონაც მალევე გავიდა საკნიდან. კარები ღია დატოვა და ქალს ისე მიაძახა არც მიბრუნებულა: -წამომყევი! კაბინეტში! -თქვა და მკაცრი ნაბიჯებით გაუყვა გზას კაბინეტამდე. ქალიც უკან მიჰყვა აფორიაქებული მისი შეხებისგან და ფეხსაცმლის კაკუნიც კი აღარ ჩაესმოდა გონებაში,ისე წაეღო კაცის შეხებას მისი ფიქრები. სკამზე ჩამოჯდა და თავის ჩანთას დასწვდა,რომელიც აქ დატოვა. ტელეფონს დახედა,მძიმედ ჩაისუნთქა ისევ ერთი საათი აქ, რომ უნდა ყოფილიყო და ერიკს შეხედა უცბად და სწრაფად თავი დახარა ძირს. ხელები მაგიდაზე შემოდო, თავი დაადო ზედ და თვალები დახუჭა.
კაცმა შეხედა,მის საქციელს,მიხვდა, რომ დაიღალა და ქალს ყავა მოუტანა და წინ დაუდგა.
-ყავა მოგიტანე და მიირთვი!
-არ ვსვამ!
-რატომ?! მოწამლული არაა!
-ყავა არ მიყვარს!
-რას დალევ?!
-ჩაის! თუ არსებობს აქ. -თქვა ისე, რომ ისევ ხელებზე ედო თავი და იატაკს მიშტერებოდა.
ცოტახანში ხმაც მოესმა ჩაის შეთავაზების და თავი მაშინ ამოსწია და პირდაპირ კაცს შეხედა თვალებში. -რა იყო?! ყავა არ მიყვარს! ჩაისთვის მადლობა! -თქვა და ხელში მოიქცია,შეთბა და პირთან მიიტანა.ბლესკიანი ვარდისფერი ტუჩები წინ გასწია და სული შეუბერა. მოსვა და მთელ სხეულში გათბა.
კაცმა უცბად მოაშორა მზერა,ისიც ცდილობდა ქალი გაეგდო ფიქრებიდან და სამუშაოდან, ახლა ნანობდა აქ რომ წამოიყვანა.
-მადლობააა...გემრიელია.-თქვა რბილად და ჩაის ფინჯანი დადგა.
-არაფრის! ყავა რატომ დაიწუნე?!
-არ ვსვამ...დიდიხანია,არ მიყვარს ბავშვობიდან მოყოლებული!
-რატომ?!
-ერთ დღეს,დაფქვაზე ვერთობოდი მეზობელთან,ყავის რამოდენიმე მარცვალი შევჭამე და ცუდად გავხდი,მერე ბევრი რძე დავლიე, რომ გამოვკეთებულიყავი! ამის მერე ყავა არ მიყვარს,მისი სუნიც კი აღარ მომწონს. დაასრულა სათქმელი და ისევ ჩაი მოსვა და ხელებში მოიქცია. ახლა გაახსენდა, ხელთათმანები, რომ ეცვა შავი გიპიურის და ზედ რამოდენიმე თვლები რომ დაჰყვებოდა. ხელებს შეხედა და ის დღე გაახსენდა,უცბად დადო ჩაი,სკამს მიეყრდნო და ამოისუნთქა.
-კარგად ხარ?!
-კი... თქვა უცბად და ისევ ჩაის დაწვდა.
-არ მეგონა თუ ყავა გაშინებდა. მამაკაცები სულ არ გაშინებენ,თავისუფლად ყვირიხარ მათთან!
-ყავა არ მაშინებს! მისი გემო არ მომწონს! ამიტომაც ჩაი მირჩევნია,ან რაიმე წვენი! -ჩაი მოსვა და კაცს შეხედა. -ბოდიშით გაცდენისთვის,თქვენს საქმეს დაუბრუნდით,მე ჩუმად ვიქნები... -თქვა და ჩაი მოსვა. კაციც მაშინათვე თავის ადგილს დაუბრუნდა, რამოდენიმე ნივთები აიღო და კარებიდან გავიდა. თანამშრომლებს დაელაპარაკა და ისევ კაბინეტში დაბრუნდა. ქალი ახლა ისევ ისე დახვდა,ჩაი დაელია და ისევ მაგიდაზე ედო ხელებთან თავი. სახე არ უჩანდა,არც კარების ხმაურზე ამოხედა ქალმა და ისევ ისე იყო თავდახრილი მაგიდასთან.
-რატომ ზის ასე ვერ ვხვდები.- გაიფიქრა და მისკენ დაიძრა,ახლოს მივიდა.
-წასვლის დროა... -მოესმა ქალს და უცბად გასწორდა და ჩანთას დაავლო ხელი.
კაცს ჩაეღიმა,ამ სიტყვების მოსმენის მერე ქალი ასე უცბად, რომ გამოფხიზლდა. გასაღები აიღო და კარები გააღო. ქალი გავიდა თუ არა უკან გაჰყვა,მკაცრი ნაბიჯებით.
ქალმა მაღაზიის სახელი უთხრა და რამოდენიმე წუთში მანქანაც მაღაზიის წინ გააჩერა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გადადგა მანქანიდან და მალევე კიბეებს აუყვა. გვერდით კაცი მიჰყვა ჩაფიქრებული, რომ ახლა აქ დიდხანს მოუწევდა ყოფნა სანამ ქალი არ იყიდდა ყველაფერს და მძიმედ შევიდა მაღაზიის კარებში. ქალს გააყოლა თვალები,რომელიც სამოსისკენ მიდიოდა ასარჩევად,იქვე დივანი შენიშნა და ჩამოჯდა,თან ქალს ადევნებდა თვალს. ემამ რამოდენიმე სამოსი აიღო ხელში და გასახდელი ოთახისკენ წავიდა. ფარდა გააფარა თუ არა,მაშინათვე გაიხადა ტანსაცმელი.კაბა ჩაიცვა,ახალ მაღალქუსლებზე შედგა და მხოლოდ მერე ჩაიხედა სარკეში. თავის თავი შეათვალიერა,რომ მოეწონა, გამყიდველს მიაწოდა,ფული გადაიხადა და ისევ შევიდა გამოსაცვლელად. ფარდა გადასწია და კაცისკენ დაიძრა. კაცმა ახლა შეხედა მისკენ მომავალ ნაცრისფერ ფეხსაცმელებს,ნელ-ნელა ზემოთ აუყვა და მწვანე კაბაში დაინახა ქალი და ფეხზე წამოხტა. გაშლილ თმებში ახლა დაინახა ქალი,რომელიც უკან კაბის ზურგზე დაეყარა და წინიდან ყურებზე გადაეწია. კიდევ აათვალიერა მისი გამოყვანილი სხეული და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ქალის ხმაც მოესმა.
-წავედით,მშია! -თქვა და პირდაპირ კარებისკენ დაიძრა.
კაცი უცბად უკან მიჰყვა და მიადევნა სიტყვები: -უკვე მორჩი,ასე მალე?!
-ჰოო! რაიყო ახლახანს ჩამოვედი ბოსტონიდან და მთელი მაღაზიის ყიდვას კი არ ვაპირებ! ტანსაცმელი მაქვს!
-აბა რაღას იყიდე თანაც ეს ფერი?! ეხლა შავი სამოსით უნდა დადიოდე, რომ არ მიიქციო ყურადღება! შენ კიდევ რა ფერის კაბა გაცვია!
-რა იყო უკვე გეშინია ჩემი დაცვა?! თუ ასეა შენ შენი გზით წადი მე ჩემი გზით წავალ სახლში, სადაც ტანსაცმელი მაქვს და აღარ დამჭირდება მაღაზიებში სიარული!
მანქანა გააღო და კარები მიხურა ქალმა.
-რას შეჭამ?!
-სახლში გამზადებულ ნორმალურ საჭმელს!
-მე მზარეული არ ვარ!
-გამოდის ყველა დიასახლისი სახლში მზარეულია?!
-არა,ეს არ მიგულისხმია!
-სახლში წავიდეთ და რამე პროდუქტი ვიყიდოთ! მე გავაკეთებ საჭმელს!
-საჭმლის კეთება იცი?! მეგონა მზარეულები გიკეთებდნენ იქ იმ სახლში!
-მიკეთებდნენ ხანდახან! როცა ვასვენებდი მე ვაკეთებდი! ხორცი ვიყიდოთ! კარტოფილი და ხახვი! კვერცხი! პური! -თქვა ბოლოს რბილად.ფანჯრიდან გაიხედა,როცა კაცმა მანქანა გააჩერა მაღაზიის წინ და მანქანიდან გადავიდა. მალევე უკან მიჰყვა და მაღაზიის კარები შეაღო თუ არა,მაშინათვე ორივე მათგანმა იგრძნო,რამოდენიმე ადამიანის მზერა,ქალის მწვანე კაბის შესანიშნავ ფერზე,რომელშიც ემა დიდებულად გრძნობდა თავს,და არც ხალხის მზერა ან მათი აზრი უკვე აღარ აინტერესებდა. საჭმელი აარჩიეს და გადასახდელად დადგნენ. კაცმა ფული მიაწოდა და ორი პარკით გამოვიდა გარეთ. ემამ კი კარები გაუღო და მიხურა თუ არა მანქანაში თვითონაც ჩაჯდა.
კაცს პარკები ხელში ეჭირა,გასაღები აიღო კაცმა და ემამ გამოართვა. გასაღები გადაატრიალა და ჩაუტყდა კიდევაც. კაცს შეხედა და უკან დაიხია.
-არ მინდოდააა...ბოდიში,- თქვა ისე რბილად და საწყლად,რომ კაცმა გაუღიმა: -არაუშავს,რამოდენიმე საათი მოგვიწევს აქ ყოფნა.- თქვა და მანქანისკენ წავიდა. მალევე უკან ამოვიდა იარაღებით ხელში და კარებს დაუწყო გაღება. 30 წუთში შეაღო კარი და ქალი შეატარა,თვითონ კი ისევ კარებს დაუწყო გარემონტება.
ქალი შევიდა თუ არა ფეხსაცმელები შემოსასვლელში დატოვა,თავისი დილის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იქვე პირველ დატოვებულ პარკს მიამატა და სამზარეულოში წავიდა. მალევე უკან დაბრუნდა და კაცს შეხედა:
-დანა და დაფა მინდა.- თქვა და კაცმა შეხედა ქალს,რომელიც ფეხშიშველა ისევ მწვანე კაბით იდგა მის წინ.
-სამზარეულოშია! -თქვა კაცმა და ისევ გააგრძელა კარების საკეტის გაკეთება.
-ეგ ვიცი! სხვის ნივთებს ვერ დავუწყებ ძებნას მომეცი და ისევ დაუბრუნდი კარებს! -თქვა და კაცს დაელოდა,სანამ არ წაყვა სამზარეულოში. კაცმა ყველა ნივთი წინ დაუდო და ქალს შეხედა: -კიდევ რამე გინდა?!
-ქვაბი თუ გაქვს,- თქვა და კაცმაც ქვაბიც დაუდო წინ.
-მადლობაა.- თქვა ქალმა და დაფაზე ხორცის გამზადება დაიწყო. ქვაბში გარეცხილი ხორცი მოათავსა და კაცისკენ წავიდა,როგორც კი ხორცმა ქაფი მოიკიდა.
-ხორცის მოსაქაფი მინდა... -თქვა და კაცს შეხედა,რომელმაც კარები მიხურა და გადაკეტა.
-უკვე მოვრჩი.
-ბოდიში...
-არაუშავს...დასაფიქრებლად ბევრი დრო მქონდა.-თქვა და ქალს სამზარეულოდან საქაფავი მიაწოდა და თვითონ სააბაზანოში შევიდა. რამოდენიმე ხნის მერე გამოვიდა,ახალი ტანსაცმლით და კარები გააღო თუ არა ქალს მაშინათვე ეცა,მისი სურნელი აბაზანიდან და წყალი დალია მძიმედ. ხორციც მოქაფა რამოდენიმეჯერ. სამზარეულოში შევიდა თუ არა კაცი ქალს შეხედა,რომელიც ზურგით იდგა და ხორცს ურევდა. მიტრიალდა,უკვე გამზადებული კარტოფილი ჩაყარა და ქვაბს თავი დააფარა. მწვანილებიც დაჭრილი ჰქონდა უკვე. მიტრიალდა კარებისკენ, კაცს სახეში შეხედა,ახლა თვითონ აათვალიერა და თეფშები და დანა-ჩანგალი მოსთხოვა. მანაც მაშინათვე გამოიღო და მაგიდაზე დააწყო. -სუნელები გააქვს?! -ჩაეკითხა და კაცმაც უჯრა გამოუღო.
-ვინ ალაგებს აქაურობას შენი და?!
-ამრევი არავინ მყავს! -უთხრა მოკლედ და სამზარეულოდან თავის ოთახისკენ წავიდა. კარები მიხურა და სარკეში ჩაიხედა,თავზე ხელი გადაისვა. ქალი გაიხსენა და თავის თავს უთხრა: -რა პრობლემაა ეს ქალიი! -თქვა და ისევ ჩაფიქრდა მკვლელობაზე. რამოდენიმე ხანი მასალებს გადახედა და შეინახა თუ არა,სარკეს მიუბრუნდა,ისევ გაიხსენა ქალი და მისი ლანდიც დაინახა და გაიფიქრა, ისე ვფიქრობ მასზე სარკეშიც მელანდებაო და უცბად მიტრიალდა უკან.
ქალმა ახედა კაცის სხეულს: -საჭმელი მზადაა! -უთხრა და ოთახისკენ ნაბიჯი გადადგა.
კაცი ახლა გამოფხიზლდა ქალი მის ოთახში, რომ იდგა სინამდვილეში,მისკენ წავიდა და კარებიდან,რომ გავიდა დაუყვირა: -დაუკაკუნებლად რატომ შემოხვედი?!
-კარები ღია იყო! ნუ გეშინია სამხილებს და საიდუმლო მასალებს არ მოგპარავ! არ მაინტერესებს!
-მე მივხურე!-უთხრა მკაცრად და ქალს თვალებში შეხედა:-ეს მკვლელობაც არ გაინტერესებს,რასაც შენამდე მოვყავარ?!
-მე ღია დამხვდა! -უთხრა მკაცრად და კაცს თვალებში ჩახედა თვითონაც:-არ მაინტერესებს! ჩემამდე მხოლოდ შავ იებს და კაბას მოყავხარ,მაგრამ შეცდომით! -თქვა და სუფრასთან დაჯდა. კოვზი აიღო ხელში და ახლა შეხედა კაცმა,წვნიანს და სუნიც ეცა და მაშინათვე სკამზე დაეშვა,ისეთი სუნი შეიგრძნო,რომ გასინჯვა მოუნდა და კოვზს ხელი წაავლო. სრულიად გადაავიწყდა ქალთან საუბარი და თავის თეფშს დახედა:-მადლობაა... ამდენი რა საჭიროა მსუქანი ვარ?!
-არა,მაგრამ ძალა გჭირდება რომ დამიცვა! -თქვა და პირში წაიღო სავსე კოვზი.
-გემრიელია.- თქვა კაცმა და ჭამას შეუდგა.
-მადლობა.-თქვა ჩუმად და საჭმელი მიიტანა პირთან. კაცი ადგა წვენი დაასხა და ქალს წინ დაუდგა.
ქალი წამოდგა და თავისი თეფში გასარეცხად აიღო. გარეცხა და კაცმაც მიაწოდა თეფში.
-დაისვენე მე გავრეცხავ.- მოესმა ქალს და გაეცინა.
-ქვაბსაც?!
-კი! არ შეიძლება?!
-კი,როგორ არა.მაგრამ მე მივხედავ და დავალაგებ.
-მწვანე კაბა არ გეცოდება?!
-არაუშავს,გაირეცხება.-თქვა და სამზარეულოს დალაგებას შეუდგა. რამოდენიმე ხნის მერე ერიკის ხმაც მოესმა და ონკანი უცბად დაკეტა და მოტრიალდა.
-ჩანთაში შენი ტელეფონის ხმა ისმის.- მოესმა კაცის ხმა და მაშინათვე ჩანთისკენ წავიდა,ხელიდან გამოსტაცა და გახსნა. ზარები ნახა ალეხოსი და გადაურეკა.
-რა იყო მოხდა რამე?!
-დედაშენმა დარეკა,ამ დღეებში ველოდებიო მე ვუთხარი საქმეზეა წასულითქო! ბილეთსაც იყიდის და რამოდენიმე დღეში მოვათქო.
-კარგი დიდი მადლობა და ბოდიში.
-როდის უნდა უთხრა სიმართლე რატომაც წახვედი?!
-არ ვიცი,ძნელია ადგე და უთხრა,ხომ იცი მეძნელება...
-ვიცი... მეც კი არ მითხარი,მხოლოდ ალმას გაენდე და მერე მალევე უკან გაგვექეცი.
-აქ შევხვდებით ერთმანეთს,დაემშვიდობა კოცნით და ტელეფონი გათიშა.
-მშვიდობაა?! -ჰკითხა ქალს,როცა შეამჩნია რომ ფერი შეეცვალა მის სახეს.
-კი,დედაჩემს დაურეკია ბოსტონში და ხვალ სახლში უნდა მივიდე და ვნახო მშობლები.
-მერე არ გიხარია?!
-რავი არ ვიცი... -თქვა უცბად შემთხვევით, მალევე გაჩუმდა და წყალს მიუბრუნდა. რეცხვა დაასრულა და მოტრიალდა. კაცი ისევ იქ იდგა და ქალს უყურებდა გაკვირვებული,ასე,რომ უთხრა და ჩაფიქრებული წავიდა მისკენ. წყალი დალია და ქალს შეხედა.
-რამე მოხდა?! რატომ არ გიხარია?!
-ეს ჩემი საქმეა! ჩემი პრობლემაა და სხვა მეტი არავისი! -თქვა მკაცრად და აბაზანისკენ წავიდა. ხელები კარგად დაიბანა და მაშინათვე ოთახისკენ წავიდა. კარები ჩაკეტა და ლოგინს მიეკრო. -ახლა როცა სახლში მივალ უნდა ავხსნა რატომ წავედი,რისთვის! არ მინდა ამაზე საუბარი! არ მინდა არაფრის ახსნა! არაფრის მოსმენა ამასთან დაკავშირებით! -თქვა და ბალიშს ჩაეხუტა. სახე ბალიშში ჩაფლო და ატირებული იხუტებდა ბალიშს,რომ ხმამაღლა არ ეტირა. ჩაეძინა, ისევ სიზმარი ნახა რაც ლანდთან დაკავშირებით ნახა და ახალი სიზმარიც ნახა. ახლა თავდამსხმელიც მკვდარი ნახა და უცბად გამოიღვიძა. ლოგინიდან წამოვარდა. რასაც ვხედავ და რაც ლანდთან ერთად ვხედავ ყველაფერი სრულდება ნუთუ ესეც უნდა ასრულდესსს?! არაა აღარ მინდა მეტიიიი! მე მკვლელობა არ დამიგეგმავს არც შურისძიებაზე მიფიქრია! მაგრამ რატომ მოდის ეს ლანდი და რატომ ასრულებს ყველა სიზმარს! ხელები სახეზე მიიდო,ცრემლები მოიწმინდა და ჩანთას ხელი დაავლო. კარებიდან გასვლა დააპირა,როცა კაკუნი მოესმა და კაცის ხმაც:
-ჩაი მოგიმზადე დალევ?!
კარები გააღო,ხელი გაიშვირა და კაცმაც მალევე მოუტანა ბაკალი და ხელში მისცა. ახლა შეეხო ქალის ხელს,ხელთათმანები გაახსენდა თავიდან,რომ ეკეთა ქალს და მის ხელს დააკვირდა და კარებიც შეაღო:
-ემაა... რა მოგივიდა?! შემომიშვი!
-არა! მარტო მინდა ყოფნა! ჩაისთვის მადლობა.- თქვა და კარები მიხურა.
კაცი უკან გაბრუნდა ჩაფიქრებული. უკვირდა ქალის ასე შეცვლა ამ ზარის მერე და ახლა მიხვდა, რომ რაღაცას მალავდა ქალი და ისევ უკან დაიძრა. კარებისკენ წავიდა,უნდა დაეკაკუნებინა,მაგრამ კარები უცბად გაიღო და ქალი დაინახა ჩანთით ხელში.
-სახლში მივდივარ! -თქვა ქალმა, გვერდით გაუარა და ფეხსაცმელები ჩაიცვა უცბად.
-არა ვერ წახვალ! -თქვა უცბად და ახლა დაფიქრდა რაც თქვა, ქალისკენ წავიდა და მის სახეს შეხედა,რომელზედაც დაინახა აწითლებული გუგები და ქალისკენ ხელი წაიღო. ახლა შეამჩნია ხელზე ხელთათმანები და ქალს გაკვირვებულმა კითხა: -რატომ მიდიხარ?! აქ იმიტომ ხარ,რომ მე დაგიცვა!
-ჩემს სახლში მინდა ყოფნა! -თქვა და ტელეფონს უპასუხა.
-მოშორებულია... -გაიგონა და ტელეფონიც გაითიშა.
ემას ტელეფონი ხელში გაუშეშდა და ერიკიც მაშინათვე ტელეფონს ეცა,რამოდენიმე წუთში ქალს დაუბრუნდა: -ახლავე ჩაიცვი და მივდივართ! თავდამსხმელი მკვდარიაა! -თქვა და ქალს ფერი შეეცვალა. უკან გაჰყვა ჩუმად ჩაფიქრებული.
მანქანა მალევე გააჩერა და ქალიც უკან მიყვა.
-იიქქ უნდა შევიდე?! -გააკანკალა ქალს და თვალები დახუჭა. -ფოტო რომ მანახო მკვდრის? არ მინდა იქ შესვლა... -თქვა შეშინებულმა და კაცს შეშინებული თვალებით შეხედა.
ქალის გვერდით იდგა ერიკი და ერთად შევიდნენ ოთახში. ქალმა თავდამსხმელი დაინახა: -ისაა თუ არაა არ ვიცი სახე არ დამინახავს სიბნელეში... -თქვა კანკალით და კარებისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით.
-ჭრილობა აქვს პატარაზე, ბეჭდის ნაკაწრისავით! -უთხრა კაცმა და ერიკს მეორე თანამშრომელმა ყურში ჩასჩურჩულა. ერიკი ემასკენ წავიდა, ხელში წაავლო ხელი და კედელთან დააყენა.
-ვის ესაუბრე როცა შენთან ვიდექი შემოსასვლელში?!
-არ ვიცი!
-ემაააა ვის ესაუბრე?!
-არ ვიცი ვიღაც კაცი იყო...-თქვა ჩუმად და კედელს მიეყრდნო.
-რა უნდოდა რა გითხრა?! მითხარი.- და ისევ ემას წაავლო ხელში ხელი.
-მოშორებულიაო და გათიშა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: iaKO4035
ნანახია: 852 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar