მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 6)
20.05.2017, 21:47
-გამარჯობათ...ქალბატონო ემაა...ყველა ჩანთა აქ არის. -მოესმა კაცის ხმა ერიკს და გაბრაზებული იცდიდა,ქალმა ასე რომ გააღო კარები.
-გამარჯობათ ბატონო კარლო...დიდი მადლობა ყველაფრისთვის,მე შევიტან ყველაფერს.- თქვა და კაცს დაემშვიდობა. ერიკი უცბად გამოვიდა და ჩანთებს დასწვდა. კარებში შემოიტანა რამოდენიმე ჩანთა და ქალმაც მიხურა კარები.
-ასე აღებ ხოლმე კარებს?!
-მორჩი! ტანსაცმელი არ მქონდა! გამახსენდა, რომ ოფისში მიიტანეს! დავრეკე და ეხლა მომიტანეს! გიჟი კი არ ვარ ესე გავაღო კარები!
-უკვე გააღე ეხლა ორი კაცის წინ და სასტუმროშიც!
-თუ აქ საჩხუბრად ან ჭკუის დასარიგებლად მოხვედი წადიი!
-დასაძინებლად მოვედი!
-რაა?! ვითომ რატომ უნდა დაიძინო აქ?! ეს ანიტას სახლია მე კი მისი სტუმარი ვარ!
-შენ ჩემს სახლში გეძინა! ახლა დროა ვალი დააბრუნო და მე დავიძინო აქ! გაახსენდა უცბად ქალის ვალის დაბრუნება და მიხვდა,რომ ემა უარს ვერ იტყოდა. მოაფიქრდა და უცბად მიახალა ქალს ეს ვალიც დაებრუნებინა.
ანიტამ გაიგონა და კაცისკენ წავიდა: -რა პრობლემაა ემაა ოთახი არის! ამ ოთახში დაიძინე! -თქვა ქალმა და კაცს აჩვენა ხელით. ემა ჩანთებს დაუბრუნდა. ერთ-ერთი ჩანთა გახსნა და ღამის პერანგი ამოიღო და ოთახისკენ წავიდა. კაცის მზერას ყურადღება არ მიაქცია. კარები მიხურა თუ არა,პირსახოცი მოიშორა. ჩაიცვა ყველაფერი რაც ჩანთიდან ამოიღო და პირსახოცი აიღო იატაკიდან,გაფინა და ისევ ჩანთას დაუბრუნდა. ამჯერად თავისი ხელჩანთა გახსნა,ბილეთები ამოიღო და ჩანთაში ჩააწყო. თავისი ოთახისკენ წავიდა,მერე გაახსენდა კაცი აქ, რომ იყო და მის კარებზე დააკაკუნა.
-ემაა აქ ვართ მოესმა ანიტას ხმა და მათკენ წავიდა.
ორივე მაგიდასთან იჯდნენ და ჩაის მიირთმევდნენ. მშვიდად ესაუბრებოდა ქალს ბოლო მოვლენებზე და ემას შეხედა,რომელიც მათთან დადგა გაბრაზებული.
-აქ რა გინდა! წადი შენს სახლში!
-მე ანიტას სტუმარი ვარ!
-იდიოტიიი! -თქვა გაბრაზებულმა და ოთახისკენ გავარდა.
-ემააა ჩემი ვალი გაქვს ეს შენი სახლი არაა! -მოესმა კაცის ხმა და გაბრაზებული მისკენ წავიდა.
-მე სახლი არ მაქვს ჯერ! შენს გამო! ვიღაც მკვლელი შემოვიდა ჩემს სახლში და ჩემი გასაღები ჰქონდა! იმ სახლში აღარ ვაპირებ ცხოვრებას! სულ შენი ბრალია!!!
-სწორია!!! დროა ახალი სახლი მონახო!
-შენ ყველაზე კარგად იცი, რა სადაა, ვინ როდის სად წავიდა! დადექი და მოძებნე ერთი ნორმალური სახლი სამ ოთახიანი და იქ გადავალ და შენს ვალსაც დაგიბრუნებ.- დაუყვირა და ოთახში შევარდა. კაცმა ღიმილით გააყოლა თვალი მის თხელ სარაფანას და ანიტას შეხედა: -ბოდიშიით ასე შემოჭრისთვის.
-არაუშავს,კიდევ რამდენჯერ უნდა მომიხადო ბოდიში,მიირთვი მიირთვი და მერე დაიძინეთ.- თქვა და კაცს დაემშვიდობა.
კაცმა ჩაიც მოსვა და თავის ოთახისკენ დაიძრა,მაშინათვე დარეკა,ცოტახანი ილაპარაკა და რამოდენიმე ხანში დასაძინებლად დაწვა ტანსაცმლიანა.
დილას ადრე წამოდგა და მაშინათვე ემა მოძებნა, მისკენ წავიდა. ქალი უცბად მიტრიალდა და არაფერი უთხრა.
-დილამშვიდობისა! ემაა.
-დილამშვიდობისა! -თქვა ისევ მკაცრად და მიტრიალდა.
-სახლს გაყიდი?!
-კი! აბა რად მინდა!
-მყიდველი გიშოვე.
-რააა?!
-ახალი სახლი, ხომ უნდა იყიდო,ეს კი უნდა გაყიდო.
-ვის უნდა მერე შეენ?! შენ არ მოგყიდი!
-მე მაქვს სახლი უკვე! მართლა გინდა გაყიდვა?!
-კიი!-თქვა ქალმა მკაცრად და ფანჯარაში გაიხედა.
-გასაღები მომეცი და მყიდველს ვაჩვენებ.
-ასე ადვილად როგორ გაყიდი?!
-ახალი გარემონტებულია,ლამაზია და კარგი ბინაა.
ერიკს გასაღები მიაწოდა და თან მისკენ მიტრიალდა: -ერიკკ! -მოესმა ქალის ნაზი ხმა და მისკენ მიტრიალდა კაციც. -მართლა არ მინდა შენ იყიდო ის ბინა,ის სახლი ჩემთვის არაფერს ნიშნავს და არც მომწონდა... -თქვა და ჩაფიქრდა: -მას მერე რაც შენს სახლში მეძინა მის მერე...თქვა ჩუმად და კაცის ხმაც გაიგონა: -მართლა თუ მოეწონებათ გავყიდი და რამდენს დააფასებ?!
-რამდენსაც გადაიხდიან.- თქვა რბილად და ისევ მიტრიალდა ფანჯრისკენ. კარების ხმა მოესმა და იქვე ჩამოჯდა დივანზე. ფიქრებში ჩაიძირა და უცბად გამოფხიზლდა,ანიტასთან ერთად გემრიელად მიირთვა საჭმელი და დაქალს შეხედა: -მშობლებთან უნდა წავიდე და შენთან დავტოვებ ჩანთებს,ვეცდები დიდხანს არ შეგაწუხო მე და იმანაც! -დაამატა გაბრაზებულმა და დაქალს გადაეხვია. ქალს გაეცინა: -აბა შენ იცი დიდხანს არ შემაწუხოთ,- უთხრა და გაეცინა ისევ.
ერიკმა ერთ წყვილს ანახა ბინა და მოეწონათ თუ არა რამოდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად. თვითონ კი სამსახურში შეიარა,რამოდენიმე საქმეს გადახედა უცბად და ისევ ემაზე ფიქრებს დაუბრუნდა.
ემამ უკვე მშრალი სარეცხი აიღო და ჩანთაში ჩაკეცა, გაემზადა და ახალი კაბითა და ჩანთით ხელში გავიდა სახლიდან. ათ წუთში უკვე ტაქსში ჩაჯდა. ემა ტაქსიდან გადმოვიდა,ორი ჩანთა ეჭირა ხელში და სადარბაზოში შევიდა.
მალე კარების წინ იდგა. ზარი დარეკა და დაიცადა.
- შვილო! -მოესმა დედის ხმა კარების გაღებისთანავე.
-დედა... -თქვა რბილად და დედასს ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა. ქალის კოცნაც იგრძნო და უცბად მოლბა,ყველაფერი გადაავიწყდა და ბედნიერმა გაუღიმა მამას,რომელიც მისკენ წამოვიდა ჩასახუტებლად.
-როდის ჩამოხვედი?!
-წინა დღეებში, მაგრამ დღეს მოვახერხე მოსვლა.- თქვა ჩუმად და ორივეს შეხედა.
-რატომ არ გაგვაფრთხილე შვილო დაგხვდებოდით.
-სიურპრიზი მინდოდა.- თქვა და გაიფიქრა: კიდევ კარგი ის სულელური ბრალდება არ იციან ჩემებმა! იდიოტმაც დამახვედრა სიურპრიზი თურმე მკვლელი ვყოფილვარ და არ ვიცოდი! გაეღიმა ძალით და მშობლებს ისევ ჩაეხუტა. ჩანთა დადგა და ხელების დასაბანად შევიდა აბაზანაში. საჭმლის ჭამას შეუდგა მშობლებთან ერთად. სამუშაოს ამბები მოყვა ისევ და დივანზე გადაინაცვლეს მალევე. დედა სამზარეულოს ალაგებდა ცოტას მიეხმარა და სამივენი ერთად დაჯდნენ ტელევიზორის წინ.
-შვილო...გვითხარი რატომ მოინდომე ასე უცბად იქ წასვლა და ამდენი წლით?!-იკითხა დედამისმა და ემამაც ჩაისუნთქა და ქალს თვალებში შეხედა:
-მხოლოდ 3 წელი იყო დედა... თქვა და გაჩუმდა. მერე უცბად მიაყოლა ჩამოსვლის ამბები,მშვიდად აუღელვებლად მოყვა შავ იებზე და კაბაზეც, მთავარზე გადავიდა და ჩაისუნთქა თუ არა თხრობაც დაიწყო. დედას შეხედა,როგორც კი დაასრულა თხრობა. ქალს გაუღიმა, ხელი შეახო და ჩუმად უთხრა:-ახლა არაფერი იკითხოთ! არც მაქვს მეტი სათქმელი! ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და სულაც აღარ მაინტერესებს ეს ამბები... თქვა და ფეხზე წამოდგა. ახლა უნდა წავიდე... ჩემზე ნუ ინერვიულებთ მოვალ და აქაც ვიცხოვრებ ხოლმე. ახლა კი ჩემს სამსახურს უნდა მივხედო თქვა და ჩანთას დასწვდა. გახსნა და მშობლებს შეხედა. ასე ნუ მიყურებთ... ახლა კარგად ვარ თავიდან მიჭირდა ამ სამუშაოს ამბავზე ფიქრი,მაგრამ ახლა კარგად ვარ... თქვა და ორივეს ჩაეხუტა. ახლა არ დაიწყო რა ტირილიიი... დედააა... იცოდე წავალ! ორივენი დამშვიდნენ და სათქმელიც აღარ ათქმევინა ამ ამბავთან დაკავშირებით. ჩანთას დასწვდა და საჩუქრები ორივეს დაურიგა და აკოცა. დივანზე დაბრუნდა და თან იღიმოდა, საჩუქრებს რომ ხსნიდნენ მშობლები. რამოდენიმე ხნის მერე ერთად დალიეს ჩაი და ნამცხვარიც მიირთვეს მშვიდად და წყნარად.
ერიკი მანქანაში იჯდა,ემას სახლთან ახლოს და მის გამოსვლას ელოდა, მაგრამ უკვე ოთხი საათი იყო, რაც მშობლების სახლში იყო.
-მეც ველოდები რა ტყვილა! ალბათ აქ რჩება! ისე დადის თითქოს საერთოდ არაფერი დაეშავებინოს! შენ ჯერ მხოლოდ ის დაგიშავა, რომ სილა მოგარტყა მოესმა თავისი მეორე ხმა და გაბრაზებულმა დაქოქა მანქანა. ნელა გაუყვა გზას,ფიქრებში ჩაძირული.
ემაც გამოვიდა სადარბაზოდან და ტაქსს ხელი აუქნია თუ არა ერიკმა მოსახვევში დაინახა. სწრაფად დახია უკან მანქანა და დაასიგნალა თუ არა, ქალმაც დიდი სიჩქარით უკან მომავალ მანქანას გახედა. ერიკმა მანქანა გააჩერა და ქალს დაუძახა:- ჩემთან დაჯექი!
-ტაქსში ვჯდები!
კაცმა გაბრაზებულმა გაუშვა ტაქსი. ქალს მანქანის კარები გაუღო თუ არა, ქალმაც გაბრაზებულმა დაიკავა წინა ადგილი.
-რა მოატყუე მშობლებს?!
-არაფერი!
-აბა უთხარი მკვლელი ვარო?!
-არ ვარ მკვლელი და არც მითქვამს ეს სისულელე! ეს შენი მოგონილი ბრალდება იყო, რომელიც უკვე დასრულდა! და ტყვილა ნუ მემუქრები!
-სად მიდიხარ?-ჰკითხა და ქალს შეავლო მზერა,რომელსაც შავი კაბა ეცვა.
-სამსახურში! -მისამართი უთხრა და მიუბრუნდა: -თუმცა უკვე გეცოდინება მისამართი,ყველაფერი იცი ერთის გარდა!
- რა არ ვიცი?!
-მკვლელი, რომ არ ვარ!
-ლამაზი მკვლელი იქნებოდი! -თქვა და ქალს გადახედა,რომელიც არ უყურებდა სახეში საუბრისას. -ბინა ვანახე ერთ წყვილს, მოიფიქრებენ და შემეხმიანებიან,-გააგრძელა საუბარი და ქალს გადახედა,რომელმაც ისე უპასუხა არც კი შეხედა:-ძალიან კარგი!
-გასაღები მოგცე?!
-არა! დაიტოვე,არაფერში არ მჭირდება.იმ სახლიდან ყველაფერი წამოვიღე.
-მე მეგონა უშიშარი იყავი,თურმე გეშინია!
-მე არ მეშინია! ის სახლი აღარ მჭირდება!
-კარგია! ახალ ბინას მე გიშოვი,ოღონდ დრო მომეცი!
-ვნახოთ კარგი! -თქვა მკაცრად და ჩანთაში ჩაიხედა.
ემა მალევე მიიყვანა სამსახურთან.ქალმაც მალევე გახსნა კარები და მიაჯახუნა. კაციც უკან გაჰყვა და კარები შეაღო თუ არა ემამ,კაცს მოუტრიალდა:
-ხომ მორჩი ამ საქმეს! ახლა დამანებე თავი! წადი შენი გზით იარე!
-ჩემი გზა შენთან მოდის! -თქვა ჩუმად და ქალს მიმართა:-ჯერჯერობით საქმე დახურული არ არის! ქალთან ერთად გაიარა პირველი სართული,რომელიც ცარიელი იყო,მალევე ნაცნობი დაცვაც დაინახა და ემა მიესალმა ყველას,ბედნიერი დღე უსურვა და მალევე ლიფტისკენ წავიდნენ ორივენი. ერთად იდგნენ შუქით განათებულ სარკეებიან ლიფტში. კაცი ისევ ემას უყურებდა და მის სხეულს ათვალიერებდა. ლიფტი მალევე გაჩერდა 9 სართულზე. ემა ოთახისკენ წავიდა თავისი მკაცრი ნაბიჯებით და მდივანიც მიესალმა,რომელმაც რამოდენიმე ესკიზების კატალოგი მიაწოდა,ემამაც გამოართვა და თავისი კაბინეტისკენ წავიდა.
-ქალბატონო ყველაფერი უკვე მზადაა.თქვენი ნივთებიც უკვე კაბინეტშია. ჩაის მიირთმევთ?!
-კარგი მადლობა კამილა,ემა დამიძახე მხოლოდ. ჩაისაც დავლევთ და შენთვისაც წამოიღე,-უთხრა და კარები შეაღო. ფეხი გადადგა თავის ახალ კაბინეტში და ბედნიერებით სავსე,სიცოცხლითა და სრულყოფილებით სავსე წავიდა თავისი მაგიდისკენ. თავის სავარძელში დაჯდა,ჩანთა იქვე დადო ძირს და მოცემული ესკიზები გადაშალა. ფეხი ფეხზე გადაიდო და თვალიერება განაგრძო.დაასრულა თუ არა და გაიხსენა ბოსტონში შექმნილი ახალი კოლექციის ნიმუშები სახლში და მინდორში როგორ შექმნა...ესკიზებიც დაალაგა თანმიმდევრობის მიხედვით და მაგიდაზე დადო.
ახლა შეხედა ფეხზე მდგარ კაცს და ქვევიდან ახედა.
-ასე უნდა იდგე?!
-ეს შენი კაბინეტია და ვიცი არ მოგეწონებოდა, რომ დავმჯდარიყავი!
-თუ არ მიდიხარ დაჯექი! -თქვა მკაცრად და კაცს შეხედა.
კაციც მაშინათვე დაჯდა, როგორც კი ქალმა ნება დართო.
-შენ მგონი მართლა მაქცევ მკვლელად, რომ ვინმე მოკვდეს და შენ გამოსაძიებლად წახვიდე და მომშორდე! -თქვა და კარებზე ხმაც გაიგონა და რბილად დაიძახა: -მობრძანდითო.
კაცმა მხოლოდ გაღიმება მოახერხა და ემას შეხედა,რომელმაც ასე რბილად დაუძახა ქალს,რომელიც სამი ჩაით მოდიოდა. ქალმა ჩაი გაანაწილა გვერდით მდგომ პატარა მაგიდაზე. სამივენი ერთად მიუჯდნენ მაგიდას. ქალმა მალევე მოიტანა მეორე ლანგრით ტკბილეული და ემას შეხედა,რას დამავალებთო.
-შენც მიირთვი და დაისვენე ცოტახნით,- თქვა და ქალს შეხედა,რომელსაც შეამჩნია შეშინება,რომ ასე რბილად უთხრა და დაპატიჟა მაგიდასთან.
ემამ გაიცინა და ქალს შეხედა: -დაჯექი და მიირთვი,მერე აქაური ამბები მომიყევი თქვა და ქალს შეხედა,რომელიც სკამზე ჩამოჯდა და ჩაის დაწვდა. ერიკს უკვე ყურადღებას არ აქცევდა. ჩაის მიირთმევდა და თან ტკბილეულს სინჯავდა.
ჩაი მორჩა ემა და ქალს შეხედა: -სამზარეულოში მშვიდობაა?! უკმაყოფილო არის ვინმე?!
-არა,ყველას ძალიან მოსწონს იქაურობა როცა შესვენებაზე გადიან.
-ხელოსნები კარგად მუშაობენ?!
-დიახ.ყველაფერი მზად ექნებათ ამ დღეებში.
-რამდენი ხანი მოუნდნენ ამ კატალოგს?-შეეკითხა და მაგიდაზე დადებულ ესკიზებს გადახედა ქალმა.
-მხოლოდ სამი თვე.
-დაცვა რას შვრება?!
-სიწყნარეა,ერთმანეთს ცვლიან და კარგად მუშაობენ.
-შენ რას აკეთებ?!
-ხელოსნებს ვნახულობ,მზარეულს,დაცვას,მოსაწვევებს ვამზადებ და ჩვენების ოთახს...
-კარგია. ხელფასით კმაყოფილი ხარ?!
-დიახ...
-დანარჩენები?!
-ყველა ქალბატონო...-თქვა ჩუმად ქალმა და ჩაი მოსვა.
-ემაა...ემაა მქვია! -თქვა ემამ. მაგიდიდან ადგა და ქალს კატალოგი მიაწოდა. ისეა დალაგებული,როგორც უნდა იყოს თანმიმდევრობა! -თქვა და ქალს მიუბრუნდა: -ხელფასები ამ სამ თვეში ზუსტად რიგდებოდა?!
-დიახ...
-კარგი,მადლობა.ახლა დაისვენე თუ არაფერი საქმე გაქვს და ყველა შეიკრიბოს მე-3-ე სართულზე დარბაზში -თქვა და მადლობაც გადაუხადა ჩაისა და ტკბილეულისთვის.
ქალი მაშინათვე წავიდა მაგიდისკენ და ჭურჭელს დასწვდა,როცა ემას ხმაც მოესმა: -იყოს... თქვა და ქალიც მალევე გავიდა კატალოგით ხელში.
-ქედმაღალი,მკაცრი და რბილი უფროსიც ყოფილხარ... მოესმა ემას და კაცს ახლა შეხედა.
-ერიკკკ... საქმე არაფერი გაქვს სამსახურში?!
-არა ემააა... -თქვა და ქალს გაუღიმა.
-თუ ასეა სხვა სამსახური მოძებნე! ამ სულელურ სამსახურს მაინც აჯობებს ან მძღოლი გახდი და მე დაგიქირავებ!
-მართლააა?! -გაუკვირდა კაცს და ქალს ღიმილით შეხედა.
-მართლა! -თქვა უცბად ქალმა და ენაზეც მოუხვდა კბილი.
კაცმა ხელი გაიწვდინა ქალისკენ: -მაშინ მძღოლობას დავიწყებ! სანამ უსაქმურად ვიქნები ჩემს სულელურ სამსახურში!
ემამ ხელი გაუწოდა და ჩამოართვა: -გილოცავ! -თქვა და კაცის თბილი შეხებაც იგრძნო ხელზე,მალევე კარებზე ხმაც მოესმა და უცბად გამოსტაცა კაცის ხელს თავისი მარჯვენა. მეორე ხელს შეახო უცბად,რომ მოეშორებინა კაცის თბილი ხელის შეგრძნებაც,რომელმაც ხელთათმანის ქსოვილში მაინც შეაღწია.დაუძახა თუ ემამ -მობრძანდითო.- ქალიც მისკენ დაიძრა:-ბოდიშით, ყველა გავაფრთხილე და ეს კარლომ გამომატანა აუცილებლად წაუღეო. ბოდიშით მოგიხადათ ადრევე ვერ მოვამზადეო... თქვა და ქალს წინ თეფშით დაუდო ახალი დესერტი. ემას გაეღიმა და თეფში გამოართვა,-დიდი მადლობა გადაეცი... თქვა და გაუღიმა. მდივანი მალევე გავიდა და ემაც მაგიდასთან წავიდა.
-მოდი გასინჯე და წადი!
-უკვე მაგდებ?! შენი მძღოლი ვარ და თბილად მელაპარაკე, თორემ სამსახურიდან წავალ... -თქვა და მის წინ დაჯდა.
ემამ გაყო ანანასის დესერტი და კაცს მიაწოდა მეორე ნახევარი,თვითონ კი ერთი ნახევარი გასინჯა და თვალებიც მიეხუჭა: -უგემრიელესია... თქვა და უცბად თვალები გაახილა,როცა კაცის კოცნაც იგრძნო.
-ერიკკკ! -წამოხტა უცბად და ტელეფონის ღილაკს დააჭირა,ახლავე წადი! ან დაცვა გაგაგდებს აქედან!
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: iaKO4035
ნანახია: 889 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar