მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 7)
21.05.2017, 23:59
-მართლაც გემრიელია! -თქვა კაცმა.ანანასის დესერტი გასინჯა და ფეხზე წამოდგა. -ჩემი ნომერი უკვე იცით ქალბატონო ემაა,როცა მანქანა დაგჭირდებათ დამირეკეთ,-თქვა და დაემშვიდობა,კარებისკენ წავიდა და მალევე ისევ სარკეებიან ლიფტში შევიდა. ამჯერად მარტო იდგა,მაგრამ სარკის ანარეკლებში ისევ ქალის სხეულს ხედავდა და მძიმედ მიეყრდნო კარებს. გაიღო თუ არა უცბად გამოვარდა,დაცვას დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა გაბრაზებული,მოპარული კოცნა ახსენდებოდა და მხოლოდ ამით ცდილობდა დამშვიდებას,მაგრამ უფრო და უფრო ირეოდა მის გონებაში ყველაფერი...
ემამ დესერტი დაასრულა,თან კოცნაც ახსენდებოდა და ვეღარ გაიგო ანანასით ტკბებოდა ასე თუ კოცნით. გაბრაზებული მორჩა ჭამას და მესამე სართულზე ჩავიდა. გამოფენისთვის განკუთვნილი დარბაზი მოათვალიერა,რადგან დრო ჰქონდა და კარებში შევიდა,სადაც უნდა მიეღო თანამშრომლები.
ერთმანეთის მისალმებისა და მოკითხვის მერე, მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ და ემას უსმენდნენ.
ემამ იგივე კითხვები დასვა,რომელიც მდივანს დაუსვა:ხელოსნებზე,ხელფასზე და სამზარეულოსთან დაკავშირებით და კატალოგის სამკაულების მომზადებაზე. იგივე პასუხები მიიღო და მდივან კამილას გაუღიმა,რომ ქალმა ყველაფერი იცოდა ზედმიწევნით. კიდევ დაელაპარაკა ესკიზებზე ხელოსნებს და მზარეულს მიუბრუნდა მადლობა მოუხადა და ხმამაღლა მიმართა:
-მენიუზე მინდა გითხრათ,ხელოსნებს და დაცვას რაც მოუნდებათ ის მოუმზადოთ,ამიტომაც წინასწარ შეთანხმდით მენიუზე,რომ ის ჭამოთ რაც თქვენ გენდომებათ და თქვენს ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს... -თქვა და ყველას ერთად მოავლო თვალი. -ისე მიყურებთ მგონია სასტიკი უფროსი ვარ... -თქვა და გაეცინა,როცა ყველას მხიარული სახე დაინახა. -თუ რამე გინდოდეთ ან რამე პრობლემა შეგექმნათ შემატყობინეთ,ან თუ დასვენება დაგჭირდეთ არ მოგერიდოთ. ერთი დღე ერთად დაისვენებთ და სადმე გავისეირნებთ ქალაქ გარეთ.- თქვა და ფეხზე ადგა. -ბატონ კარლოს მოელაპარაკეთ მენიუზე თუ ასე გაწყობთ ახალი მენიუ. -ბატონო კარლო თქვენ კი მერე დამელაპარაკეთ,თუ რამე დაგჭირდეთ ან რაიმე პრობლემა იყოს. სახლში დილით თუ ჭამთ აქ მინდა ნორმალურად ორჯერ იკვებოთ ერთი ნახევარი საათის და მეორე ერთი საათის შესვენებით,რაც შეეხება სიგარეტს ახლომახლო ვერ ავიტან! თქვენი ჯანმრთელობისთვისაც სჯობს თავი დაანებოთ... მერე ყველას მიუბრუნდა და მიმართა: -თუ რამე დაგჭირდეთ შემეხმიანეთ.- თქვა და ყველას დაემშვიდობა.
კაბინეტში შევიდა და მალევე მდივანიც უკან მიჰყვა. მაგიდაზე დადებული თეფშები და ჭიქები ერთად დაალაგა და ქალის ხმაც მოესმა:
-მე ავალაგებ,არ შეწუხდეთ...-მოესმა კამილას ხმა და უცბად ახედა ქალს:
-კამილა... არ ვწუხდები,არაფერია. გინდოდა რამე?! სახლში უნდა წავიდე,უფრო სწორად დაქალთან,ცოტახანი კიდევ მინდა დავისვენო და ხვალ დილიდან მოვალ.
-არა,არაფერი... ყველამ მადლობა გადაგიხადათ,თბილი და კეთილიაო...
ემას გაეცინა: -კეთილი კი და თბილი არამგონია...-უთხრა თავის თავს და მდივანს ნომერი მისცა თავისი და დაემშვიდობა. ლიფტში შევიდა და სარკეში ჩაიხედა,თავისი თავით კმაყოფილი გამოვიდა და დაცვას ხმაც გაიგონა:
-ქალბატონო უკვე გელოდებათ თქვენი მძღოლი.
ემამ ნაბიჯები გადადგა და დაცვას გაუღიმა,მადლობა გადაუხადა და კარებისკენ წავიდა.
-ხომ გითხარი წადითქო ერიკ?!
-წავედი ცოტახანი თავს მივხედე და მოვედი! სად წაგიყვანოთ?!
-მართლა ჩემი მძღოლი კი არ ხარ! სახლში წადი დაისვენე და დაიძინე უკვე ღამდება!
-სახლში წაგიყვან ემა...მერე მეც დავიძინებ და დავისვენებ.
ქალს კარები გაუღო და ემაც მის გვერდით დაჯდა. კაცმაც მშვიდად დაძრა მანქანა.
-სახლი არ მაქვს შენს გამო! -უთხრა მკაცრად და ჩანთა ჩაიდო კალთაში. მშობლებთან წამიყვანე!
-მე რა შუაში ვარ?! ის მკვლელი შევიდა შენს სახლში და ლოგინში ჩაგაწვინა!
-კიდევ კარგი, რომ არ თქვი ჩაგიწვინაო! -თქვა გაბრაზებულმა და კაცს გადახედა,უცბად კოცნა გაახსენდა და უფრო გაბრაზდა,ხელები მომუშტა,როცა კაცის სიტყვები მოესმა: -მკვლელმაც კი იცის გადარეული, რომ ხარ და რომ არ ჩაიწვენდი ადვილად! ისეთი მუშტი და ცემა იცი!
-მოკეტე და მანქანა ატარე!-დაუყვირა და წინ გახედა ღამით განათებულ ქუჩებს.
-ხელი როგორ გაქვს?! გტკივა?! -კაცმა ჰკითხა და ქალს შეხედა,რომელმაც იმ დროს ხელზე დაიხედა.
-არაუშავს,ისე ძალიან აღარ...-თქვა ჩუმად და კაცის შეხება გაახსენდა გული,რომ წაუვიდა და უცბად გაჩუმდა.

ემა უკვე დედამისთან იჯდა დივანზე,ქალს მიხუტებოდა და ამშვიდებდა,რომელიც ისევ ნერვიულობდა შვილის მოყოლილ სამუშაოს ამბავზე.
დედას ჩაეხუტა და გაუღიმა:-რომ იცოდე რა სულელური სამუშაო იყო შენც ხომ იცი მიხარია კიდეც, რომ წამოვედი. ბედნიერებით ვარ სავსე, რომ წამოვედი იმ სულელი კაცის სამუშაოდან! შენ გგონია ეს ტყუილი და ფარსი მასულდგმულებდა?! ეს უფრო მეტად მკლავდა და მახრჩობდა! ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა.მე იქ მშვიდად და ბედნიერად ვცხოვრობდი!
-მაგრამ ჩვენგან შორს იყავი შვილო და მარტო!
-ხელოვნებაა ის რაც მასულდგმულებს, ამიტომაც არ ჩამითვლია, რომ მარტო ვიყავი. მხოლოდ სამი წელი სამი წელი დედა,ახლა მე აქ ვარ და ეს მიხარია...აღარ მინდა ამ სისულელეზე საუბარი და ფიქრი! ვინ რა თქვა ან რა იფიქრა ესეც კი აღარ მაინტერესებს! მე მაქვს ჩემი საქმე და ჩემი გადაწყვეტილებები! ახლა ვიცი,რომ ჩემი თავის წინ არავის დავაყენებ უცხოს,არავის მივცემ უფლებას მეუფროსოს და რაიმე მიბრძანოს! აქ ვრჩები და ჩემს სამუშაოს უნდა დავუბრუნდე.ამაზე ნუღარ ინერვიულებთ.ის დრო მორჩა და დასრულდა! მხოლოდ ერთ დღეში მორჩა და დასრულდა! რაღაც ცუდში არის რაღაც კარგიც,რომლის დანახვაც ადამიანმა უნდა შეძლოს და იპოვოს ეს რაღაც კარგი თუნდაც სიკვდილის ბოლომდე, რომ დაჭირდეს უნდა იპოვოს! მე ვიპოვე. წავედი იქ რამაც ჩემი თავი და ბედნიერება მაპოვნინა...
-ახლა შვილო ხარ ბედნიერი?!
-კი დედა! მიყვარს ჩემი სამუშაო და ეს მიხარია,რომ ვარ ჩემი თავის უფროსი!-თქვა და ქალს აკოცა და ბედნიერი დამშვიდებული წავიდა საძინებლისკენ.

ერიკი სახლში წავიდა. თავის ოთახიდან საბუთები გამოიტანა და დის ოთახში შევიდა. ლოგინზე ჩამოჯდა და ბედნიერმა გადახედა ბალიშს,რომლიდანაც ისევ იგრძნობოდა ქალისგან დატოვებული არომატის სურნელი. გაღიმებულმა გადაშალა საბუთები,რომ ქალის მძღოლობა გადაწყვიტა. მთელ ლოგინზე გაშალა საბუთები და ახალ მასალებს გაეცნო ფედერიკო რაირაზე,რომელიც გაარკვია,რომ დანიელას შეყვარებული იყო და ერთმანეთს ჩუმად ხვდებოდნენ.

ემამ ბედნიერმა ისაუზმა მშობლებთან ერთად და ანიტასთან წავიდა სახლში. ახალი სამოსი მოირგო ტანზე და ბედნიერი გამოვიდა სახლიდან.
მაღალი ქუსლებით მისეირნობდა ქუჩებში და ღიმილით უცქერდა დილის, ჯერ კიდევ სუფთა ჰაერს,სადაც სრულიად კარგად იგრძნობოდა გაუღვიძებელი მანქანების სიჩუმე.
ტაქსს ხელი აუწია და დაუშვა თუ არა ხელი,თავის ხელთათმანებზე შეაჩერა მზერა. ორივე ხელი მომუშტა და ჩაფიქრებულმა გამოაღო ტაქსის კარები.
-არ მესმისს...არ მესმის და ჩემთვისაც ძნელი დასაჯერებელია,რატომ,ან რისთვის აღმოჩნდა ეს ერთი პატარა ამბავი ჩემთვის ასეთი შემაშინებელი,დამთრგუნველი,რომ დავიკარგე დავიკარგე და სრულიად აღარ მომინდა ვყოფილიყავი ის ვინც სინამდვილეში ვარ...სრულიად სხვა ახალ უცხო არსებად ვიქეცი,რომელიც ვეღარც ცნობს საკუთარ თავს და აღარც უნდა იყოს ნამდვილი მარია...-თქვა ჩუმად და კაცს ახლა შეხედა,რომელიც ისევ უმეორებდა სად მიბრძანდებითო. ქალი უცბად გამოფხიზლდა მისამართი უთხრა და ისევ ფიქრებში ჩაიძირა:-აქამდე მეგონა,რომ ტყუილი ძნელი სათქმელი იყო,მაგრამ ახლა ვხვდები,რომ ადვილია ადვილია მოატყუო საკუთარ თავს და სხვებს,რომ ბედნიერი ხარ...-თქვა და მანქანიდან გადავიდა.
დაცვასთან მისალმების მერე ლიფტში შეაბიჯა. სარკეში ჩაიხედა და ისევ ფიქრებში გადაეშვა. -ფიქრები...ფიქრები ბუმერანგივით ტრიალებენ უკან.გაბრაზებულმა და გულნატკენმა ადამიანის სიკვდილზე ვიფიქრე და მართლა მომხვდა მკვლელის სახელი...-თქვა და ხელი მომუშტა და ისევ გაშალა თუ არა ხელს დახედა:
-რატომ...რატომ არ მშორდება ეს ტკივილი,ეს პატარა ტკივილი,როგორი საბედისწერო აღმოჩნდა ჩემთვის,რომ სრულიად დამიმონა,ისე რომ საკუთარი სახელი და გვარი დამაკარგვინა!-თქვა და ლიფტიდან გავიდა. წინ მომღიმარი ქალი დაინახა და თვითონაც ჩაეღიმა. ქალს ახედა, მისალმების და მოკითხვის შემდეგ კაბინეტს მიაშურა. ნელა მიხურა კარები და კარებს მიეყუდა. ხელში მოქცეული ჩანთა დივანზე მიაგდო და აივნისკენ დაიძრა.
ჰაერი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში. გარემოს მოავლო თვალი და დილას მდივანის მოტანილ ყვავილებისკენ წავიდა. გაეღიმა და ყვავილების ფურცლებს ხელი შეახო.
-რა ნაზია...ნაზია და სათუთი,თითქოს ერთი ხელის შეხება,პატარა შეხებაც კი მისთვის სასიკვდილო და საბედისწერო აღმოჩნდებაო. ხელი გადაუსვა ბარხატის სქელ ფოთლებსაც და წაიჩურჩულა:-თითქოს ეს სქელი ფოთლები იცავენ თავის ყვავილებს და მფარველობას უწევენ,მაგრამ მე...მე ვინ დამიცავს მათსავით და ვინ დამიფარავს...მხოლოდ მე ვიცი...მე ვიცი,კრისტალებივით მბზინავი დროებით,რომ ვარ,რომელსაც შეუძლია ძირს დავარდეს და მილიონ ნამსხვრევებად დაიშალოს და დანაწევრდეს...ისე,რომ ვერ აღდგეს...-თქვა და იებს მოშორდა.
-ისე როგორც წამში იცვლება ცაზე განლაგებული ღრუბლები,ისე შეიცვალა წამში ჩემი ცხოვრებაც,რომ მარიადან ემა გავხდი და დავივიწყე...დავივიწყე,პატარა თბილი გოგონა ბედნიერი სიცოცხლით სავსე...-თქვა და თავის კაბინეტში შეაბიჯა.
ყუთებიდან რამოდენიმე ნივთები ამოალაგა. მაგიდასა და თაროებზე დააწყო და ისევ დაიძრა ყუთებისკენ. თავისი მაგიდის უჯრა გამოაღო,ფანქრებისა და საღებავების ყუთები ჩააწყო და ხელი გადაუსვა მრავალ ფერთა პალიტრას.
-ადამიანებიც ფერებივით არიან...მათთაც შეუძლიათ შეიცვალონ და გახდნენ სხვადასხვა ფერები დროის და გარემოს მიხედვით...-თქვა და უჯრა მიხურა. ქაღალდების მთელი შეკვრა იქვე ჩააწყო დიდ ყუთში და ფეხზე წამოდგა.
აბაზანაში ხელები დაიბანა და მაშინათვე დაიძრა კარებისკენ. როგორც კი მდივანს მოახსენა სახელოსნოში ჩავდივარო, მაშინათვე დაიძრა ლიფტისკენ.
ხელებიდან ხელთათმანები მოიშორა,შესასვლელში მდგარ თანამშრომელს ხელთათმანები გამოართვა და მაშინათვე დაიძრა ხელოსნების უფროსისკენ. ბედნიერმა გაუღიმა კაცს,მოიკითხა და მის გვერდით დადგა. ხელში მოიქცია ახალი ქვა და მის ფერებს გადახედა. ლამაზი მწვანე,ლურჯი, ყვითელი ფერთა გამა ერთმანეთში შერწყმულიყო და ალაგ-ალაგ მოჩანდა ყავისფერ ქსელში გადაკრულ ფერებში.
-ხელთათმანიანი ხელი გადაუსვა და კაცს შეხედა:-საოცრებაა...ნამდვილი საოცრება...ჯადოსნურ ქვას,ჰგავს,რომელიც მთელ საიდუმლო ფერს ინახავს და არაამქვეყნიურ გრძნობებს აღვიძებს,მასთან შეხება...-თქვა და კაცს გაუღიმა:- ასე თბილად ეპყრობით და ხელთათმანით ეხებით,ვიცი,რომ ასეც გრძნობთ მის სულს,მაგრამ არ გინდებათ ხელით შეეხოთ და უფრო ახლოს იგრძნოთ?!
კაცს გაეღიმა და ემას შეხედა:-მასთან ახლოს შეხება უფრო მიმაჯაჭვებს თავის ფერებში და ჭაობივით გამხვევს თავის ყავისფერ ქსელში...-მოესმა თუ არა ემას გაეღიმა,ნაზად დადო რბილ ქსოვილზე ოპალის ქვა და კაცს ახედა:-ჯერ კიდევ მჭირდებით და სრულიად არ მინდა მის ქსელში მოხვდეთ,-თქვა და ბედნიერი დაემშვიდობა კაცს. რამოდენიმე თანამშრომელთანაც მივიდა. რამოდენიმე ქვებს შეავლო ხელი და კარებისკენ დაიძრა. ხელთათმანები გაიხადა,მაგიდაზე დატოვა და ჩაფიქრებული გაუყვა გზას ლიფტისკენ.
მდივანს გაუღიმა და ისევ კაბინეტში შეაბიჯა. თავისი სავარძელი დაიკავა. დაფაზე ქაღალდის დამაგრების მერე, ხელში ფანქარი და სახაზავი აიღო. ნელ-ნელა მის ყავისფერ ქსელში გადაკრულ ფერებში იძირებოდა და ახალ ესკიზებს ხატავდა.
თვალწინ წარმოუდგა დიდ ზღვაზე გაშლილი ოპალის ქვები,რომელიც მთლიანად ანათებდნენ ღამის სიბნელეში და იქაურობას საოცარ, საიდუმლო და ჯადოსნურ იერს აძლევდა. საოცარი მზერით შეხედა ნახატს და ფანქარი დაფაზე დაამაგრა თუ არა ჩაფიქრებული დაიძრა ფერთა პალიტრის გასამზადებლად.
ქალის ხელები ხელთათმანის მაგივრად სხვადასხვა ფერებით იყო სავსე. პალიტრას დახედა,რამოდენიმე ფერი დაამატა და ისევ დაუბრუნდა ახალ ესკიზებს.
რამოდენიმე საათი კაბინეტში მოძრაობდა ხან ახალ ესკიზებზე ფიქრებში, ხან უბრუნდებოდა თავის დაფას. ბოლოს გადახედა თავის რამოდენიმე ესკიზებს, პალიტრა მაგიდაზე გადადო და აბაზანისკენ დაიძრა.
ალმას რამოდენიმე ხანი ესაუბრა და მშვიდად და თან აფორიაქებულმა,რომ მასთან საუბრები გაახსენდა და ძალაუნებურად წარსულის დღეც ამოუტივტივდა,აივანისკენ დაიძრა გონების გასათავისუფებლად... გარემოს გახედა თვალი მოავლო ცას,ქუჩებს და მის გარშემო მდგარ მოძრავ და უძრავ სივრცეს,ცოტახანში ისევ დაიძრა ესკიზებისკენ,შორიდან გადახედა ფერებს და ისევ დაუბრუნდა პალიტრიანი ხელით დაფას...
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: iaKO4035
ნანახია: 884 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar