მომავალი წარსულში (სრულად)
08.05.2016, 00:06
დგება მომენტები როცა გიწევს აირჩიო.
არჩევანი უნდა გააკეთო კარგსა და ცუდს ,
ან ცუდსა და ცუდ,
ან კარგსა და კარგ ,
ან მომავალსა და წარსულს შორის.
ჰო..
ყველას გვიწევს არჩევანის გაკეთება:
მეც.
შენც
და მასაც.
არ აქვს მნიშვნელობა კარგი და ცუდი ვარიანტი გვაქვს
თუ ორივე კარგი
ან შეიძლება ორივე ცუდი იყოს.
უნდა აირჩიო.
ყველაზე ადვილი ალბათ კარგსა და ცუდს შორის არჩევანის გაკეთებაა
და ყველაზე რთული ალბათ კარგსა და კარგს შორის.
რომც არ გინდოდეს უნდა აირჩიო, რადგან ყველაფერი არ ხდება ისე როგორც გვინდა.
არც ისეთი ადვილია ცხოვრება და ამას აუცილებლად მიხვდება ყველა ცხოვრების რაღაც ეტაპზე და არ ექნება მნიშვნელობა
ეს დღეს იქნება
ხვალ
ზეგ
ერთი კვირის, თვის თუ წლის შემდეგ.
მოხდება მაინც.
კარგად
ან ცუდად.
მთავარი მაინც ისაა რომ მოხდება.
დგება მომენტები, როცა რაღაცეები ძალიან არ გინდა და მაინც აკეთებ.
არც იმას აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს "რაღაცეები".
* * *
ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო.
სხვანაირი გოგო ვიყავი
ხასიათით
ქცევით
ზედმეტად წყნარი ვიყავი მაგრამ თუ ხმას ამოვიღებდი არ სრულდებოდა კარგად.
ღიმილიანი ვიყავი მაგრამ ძალიან სევდიანი.
ცოტათი არეული
შეიძლება სიგიჟეში გადამდიოდა.
2 საუკეთესო მეგობარი მყავდა და დღემდე მყავს.
ინა და მარიამი.
რაღაცნაირი ცხოვრება მქონდა
არაფერი არ მაკლდა მაგრამ,მაინც ბევრი რამ მაკლდა.
იმდენად, რომ ვერც ვხვდებოდი.
ხანდახან ზედმეტად არეული ვიყავი.
ზედმეტად "ჩემებური"
და ზედმეტად უცნაური"
მახსოვს ერთხელ ერთმა გოგომ მითხრა უცნაური ვარო და გამეცინა, არ მესმოდა ჩემთვის რანაირად უნდა ეთქვა ვინმეს მსგავსი რამ,ალბათ ჩემზე უცნაური არც არავინ არსებობდა.
^ ^ ^
ყველაფერი ჩვეულებრივ დაიწყო
ან შეიძლება არც იყო ჩვეულებრივი და მე აღვიქვი ჩვეულებრივად.
ყველაფერი დაიწყო ისე როგორც იწყება ხოლმე
ან ცოტა უცნაურად.
ვფიქრდები და ვხვდები რომ სიგიჟე იყო ეს ყველაფერი.
20 წლის ვიყავი.
ვსწავლობდი
მეორე კურსზე ვიყავი, ჟურნალისტიკაზე.
ინაც ჩემთან ერთად სწავლობდა
მარი არა.
ჩვენს ჯგუფელს დაბადების დღე ჰქონდა.
არ გვინდოდა წასვლა და არ შეგვეშვა
მარიც წამოიყვანეთო გვითხრა და მერე წავედით.
* * *
ვიცოდი არ ღირდა მისვლა
არც ისე კარგი სიტუაცია იყო, მაგრამ არც მიუსვლელობა გამოვიდოდა.
გადავწყვიტეთ რომ ძალიან ცოტა ხანს გავჩერდებოდით და წავიდოდით.
არც ეს მოხდა ისე როგორც გვინდოდა.
ჩვენს წინ ორი ბიჭი იჯდა
ერთზე გავგიჟდი, სასწაული იყო,
გამოვშტერდი
საშინელებები დამემართა
საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი
აივანზე გავედი
ვიგრძენი ვიღაც გამოვიდა.
ის იყო
გვერდით დამიდგა ეწეოდა მერე უხმოდ შეტრიალდა და წასვლას აპირებდა,
მაგრამ მობრუნდა
-მე ანდრეა -მითხრა და გამიღიმა, ცოტაც და დავდნებოდი
-მე ლანა -ვუთხარი და ხმაც ვერ ვიცანი
მეტი არაფერი გვითქვამს იმ სარამოს, ის ჩემს წინ იჯდა და მიყურებდა, წამითაც არ მოუშორებია თვალი, მე ვერ ვუყურებდი არ შემეძლო.
ბოლოს ვერ მოვითმინე და ავდექი გოგოებს ვუთხარი რომ მივდიოდით, ყველას დავემშვიდობე და წამოვედი.
ვერ ვსუნთქავდი
უცნაურად ვიყავი
კიბეებით ჩავედი, ეზოში ანდრეა დამხვდა
სახლამდე გაგიყვანთ გოგოებოო.
არაფერი მითქვამს უხმოდ ჩავჯექი
ჯერ ინა და მარიამი მიიყვანა.
ისევ მე დავრჩი მარტო
ჰაერი აღარ მყოფნიდა,
ციოდა მაგრამ მე მცხელოდა
არაფერს ამბობდა და რა მჭირდა
წარმომიდგენია რომ ელაპარაკა რა იქნებოდა.
წყნარად მიმიყვანა და წავიდა.
* * *
ერთი კვირა არ გამოჩენილა
რაღაცნაირად ვიყავი
ან რატომ უნდა გამოჩენილიყო?
ვინ იყო ჩემთვის?
ან საერთოდ რამ გამაგიჟა?
მარიამი ვერ დაწყნარდა
ინამ სისულელეა და დაივიწყეო.
მეც ვცდილობდი და არ გამომდიოდა
მისი ღიმილი მედგა თვალწინ და ყოველ გაფიქრებაზე ვდნებოდი.
უნივერსიტეტიდან გამოედი.
წვიმდა
და საშინელი ქარი იყო
მე როგორც ყოველთვის თხელი ჯაკეტი მეცვა
არ ვიცი რამ წამომიარა მაგრამ ამ ამინდში ფეხით გდავწყვიტე წასვლა.
უკვე ძალიან სველი ვიყავი
და უფრო ძალიან მციოდა
ჩემი სახელი გავიგე და მივტრიალდი
-ანდრეა? -ვკითხე მოულოდნელობისგან გაოცებულმა
-წამოდი გაგიყვან სულ სველი ხარ
-არა არ მინდა -რომ გავიფიქრე რა დამემართებოდა უარი ვუთხარი
-ლანა გაცივდები -მკაცრი ხმა ჰქონდა
-არ მინდა-მეთქი -უაზროდ გავჯიუტდი და მეც არ ვიცი რატომ
-გეყოფა წამოდი -ისევ ისეთი იყო მისი ხმა
-არა-მეთქი -ვუთხარი და გზა გავაგრძელე
-კარგი მაშინ ძალით მომიწევს -და ისე აღმოვჩნდი მის მანქანაში გააზრებაც ვერ მოვასწარი
პირველად მაშინ შევატყე ნორმალური რომ არ იყო.
მერე ხშირად მხვდებოდა "შემთხვევით" და ყველა შემთხვევითობა ჩხუბით სრუდებოდა
მე სულ თხლად მეცვა
ის სულ მეჩხუბებოდა.
მთელი თვე ასე უაზროდ ვხვდებოდი
ქუჩაში
ყველგან სადაც ვიყავი
არც ნორმალური ურთიერთობა ერქვა ამას და არც არანორმალური
არცერთხელ დაურეკავს
არცერთხელ მოუწერია
უბრალოდ მხვდებოდა ყველგან სადაც ვიყავი.
ეს შემთხვევითობა უზომოდ მომწონდა.
შემთხვევითობაზე მეტად ანდრეა
და ანდრეაზე მეტად მისი ღიმილი.
მერე რაღაცეები შეიცვალა
ტელეფონზე უცხო ნომრისგან მესიჯი მოვიდა
-ლანა პიცა გიყვარს?
-რა?
-გიყვარს?
-კი
-ხოდა გეპატიჟები
-ვინხარ?
-8ზე გცალია?
-კი
-მოდი
მისამართი მომწერა და მორჩა, არც ვიცოდი რა უნდა მექნა? წავსულიყავი? თუ არა?
ინას დავურეკე
ჩემთან მოვიდა
მიმოწერა წავაკითხე
და ყველაფერი მოვუყევი.
ცოტა ხანს ოთახიდან ოთახში დადიოდა გამაგიჟა, ფიქრობდა მერე თითქოს რაღაც მოიფიქრა.
უნდა წახვიდე -მითხრა დარწმუნებით
-რა? -გაოცება ვერ დავმალე
-უნდა წახვიდე -გაიმეორა ისევ
-დარწმუნებული ხარ?
-ლანა გეყოფა 7 საათია უკვე ჩაიცვი და წადი -კატეგორიული ტონით მითხრა, ისეთით უარს რომ ვერ ვეტყოდი.
ჩავიცვი, ისე როგორც ყოველთვის და წავედი.
ანდრეა დამხვდა, რა თქმა უნდა.
პიცა არ გვიჭამია გარეთ გავედით.
დიდხანს ვსეირნობდით
და უაზროდ ვსაუბრობდით.
ჩემნაირი იყო
რაღაც მომენტში ვიფიქრე კიდეც რომ ვიპოვნე ის ვინც მჭირდებოდა.
სიგიჟე იყო მასთან ურთიერთობა და გიჟი ვიყავი მეც.
* * *
ძალიან ჩემებურად ვიყავით, მეგონა უსიტყვოდაც ესმოდა ჩემი
ერთად ვიყავით სულ
გაზაფხულზეც
ზაფხულშიც და
შემოდგომაზეც.
ოქტომბერი იყო
25 რომ მითხრა მიყვარხარო
შევხედე და მითხრა
-პასუხს მოიფიქრებ ლანა?
ცოტა ხანს გავჩუმდი, ან ეს გაჩუმება რა საჭირო იყო მე ხომ ისედაც ვიცოდი პასუხი
-რა უნდა მოვიფიქრო? მე ხომ ძალიან მიყვარხარ.
ეს დიალოგი იქ მორჩა
მერე იყო ბედნიერი თვალები
ბევრი ბედნიერებები
სიყვარული
სიგიჟეები
საჩუქრები,
ყველაფერი ლამაზი იყო მასთან ერთად.
მე დაწყნარებული
აღარ ვიყავი ისეთი არეული.
აღარც თხლად ვიცვამდი
უკვე სულ მწერდა
მირეკავდა.
* * *
ერთ დღეს ვსეირნობდით
ციოდა
სულგაყინული ვიყავი
მანტო გაიხადა და მომაწოდა ჩაიცვიო
არავითარ შემთხვევაში-მეთქი
აუცილებლად ჩაიცვამო
ჩამაცვა.
ვერ გავთბი
საშინლად მციოდა
აქ ახლოს ჩემი სახლიაო
და იქ მიმიყვანა.
-დეე მოვედი -გასძახა სამზარეულოში მყოფ ქალს
ისიც ღიმლით გამოვიდა შვილის შესახვედრად
რაღაცნაირად გაუნათდა სახე ქალს
მერე ჩაი დამალევინეს
დედამისს მოვეწონე მგონი.
როგორც იქნა გავთბი შევპირდი ისევ გამოგივლით-მეთქი და წამოვედი ანდრეამ მიმიყვანა სახლამდე გადასვლისას მაკოცა და წავიდა.
კარგად ვიყავი
ძალიან კარგად.
^ ^ ^
გაზაფხული იყო
ანდრეამ დამირეკა ჩემთან გამოდიო კარგ-მეთქი და ჩავიცვი.
მივედი და არ დამხვდა
დედამისმა სამსახურიდან დაურეკეს და მალე მოვაო.
ვსაუბრობდით,მასზე მიყვებოდა
ისიც მითხრა სენ რომ გიყურებს სულ სხვანაირი თვალები აქვს, ასეთი უკვე წლებია არ მინახავსო.
ისიც მომიყვა 5 წლის წინ როგორ მიატოვა მისმა შეყვარებულმა, ისიც მითხრა რომ მას ის სიგიჯემდე უყვარდა და ძლივს გადაიტანა.
რაღაცნაირად დავმძიმდი.
მალე მოვიდა ანდრეა
მე უხასიათოდ ვიყავი და ვერ გაიგო რა მჭირდა.
გვიანი იყო სახლში რომ მიმიყვანა.
* * *
ვგრძნობდი რომ ჩვენი ურთიერთობა უკვე სიყვარულზე მეტი იყო.
რომ უმისოდ ძალიან მიჭირდა.
ზუსტად წელიწად ნახევარი იყო გასული ჩვენი გაცნობიდან.
საღამო იყო ვსეირნობდით, წვიმას იწყებდა.
-ლანა ცოლად გამომყვები? -მკითხა და სიკვდილი ვინატრე
-რა?
-ცოლად გამომყვები-მეთქი -ვიგრძენი რომ ხმა შეეცვალა
ვერ ვუყურებდი
-ახლა?
-ჰო ლანა ახლა -გაქრობა მინდოდა
ვერაფერი ვთქვი
-კი თუ არა? -ცოტათი ხმა გაუმკაცრდა
-არ შემიძლია ახლა
-გასაგებია -თქვა და მის სახეს რომ შევხედე ცუდად გავხდი.
უხმოდ წავიდა არაფერი უთქვამს
ვიცოდი
ყველაფერი ვიცოდი.
ვიცოდი რა იყო ეს სიჩუმე
ვიცოდი რომ აქ დამთავრდა
ვიცოდი რომ ეს არ უნდა მეთქვა და მაინც ვუთხარი
ისიც ვერ გავიგე რატომ არ ვუთხარი კი
მე ხომ ასე ძალიან მიყვარდა.
და ყველაზე კარგად ის ვიცოდი რომ ახლა ეს არ უნდა ეკითხა.
აღარ ვიყავი კარგად და ვერც ვერასდროს ვიქნებოდი.
ისევ ისეთი გავხდი
უცნაური.
არეული.
თხლად მეცვა.
სულ გაციებული ვიყავი.
საერთო არ ვუვლიდი საკუთარ თავს
ექვსი თვის შემდეგ საზღვარგარეთ წასვლა შემომთავაზეს
არ დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი.
* * *
წსვლის წინა დღეს მივედი მასთან
კარი დედამისმა გამიღო არაფერი უთქვამს წყნარად შემატარა და წავიდა.
მაგიდასთან იჯდა.
ზურგით.
ეწეოდა.
მივედი და წინ დავუჯექი
აღარაფერი აღარ იყო ჩემი ანდრეასგან დარჩენილი.
თვალები ჩაწითლებული ჰქონდა
აღარ იღიმოდა.
აღარ იყო ის ვინც გავიცანი.
მე კი ზუსტად ისეთი ვიყავი როგორიც გამიცნო.
-მივდივარ -ვთქვი ცრემლნარევი ხმით
-სად? -ისე მკითხა არც შემოუხედავს
-სასწავლებლად
-მე რატომ მეუბნები ამას? -ისევ არ მიყურებდა
-არ ვიცი
არაფერი უთქვამს
არც მე
ის ეწეოდა
მე ვტიროდი
-მიყვარხარ ანდრეა -ვთქვი და უფრო ავტირდი
-წასვლით ამტკიცებ ამას?
-არაფრით არ ვამტკიცებ
-უარი რატომ მითხარი ლანა -ტკივილნარევი იყო მისი ხმა
-არ ვიცი
-ყველაფერი გაანადგურე მეც გამანადგურე -არ ჩერდებოდა ის
-ვიცი
-კარგია რაღაც მაინც რომ იცი
-ჰო ალბათ
-რომ გთხოვო დარჩები? -მკითხა მან
-მთხოვ?
-არ ვიცი
-ვერ
-წადი
უხმოდ ავდექი და წამოვედი,ან რა უნდა მეთქვა მეორედ დავკარგე შანსი და მაინც არ მაწყნარებდა რაღაც.
* * *
მეორე დღეს მივფრინავდი.
მარიამი მეხვეწებოდა დარჩი ეს არ ქნაო
ინა მეუბნებოდა წადი შენი დარჩენა რომ სდომოდა დარჩენას გთხოვდაო.
მეუბნებოდა რომ მომავალზე უარი არ უნდა მეთქვა.
უკვე თვითმფრინავში ვჯდებოდი
არ ვიცი რა გადამიტრიალდა თავში მაგრამ დავბრუნდი.
არჩევანი უნდა გამეკეთებინა,
კარგსა და კარგს შორის და მე ის ავირჩიე.
ინა გაგიჟდა მომავალზე უარს რატომ ამბობ ანდრეა ხომ უკვე წარსულიაო?
ვუთხარი ჩემი მომავალი წარსულშია-მეთქი და წამოვედი.
მის სახლში მივედი
ისევ დედამისმა გამიღო კარი.
ისევ ისე იჯდა
ზურგით
და ეწეოდა
მივედი და წინ დავუჯექი
არაფერი უთქვამს უბრალოდ ადგა და ჩემთან მოვიდა
მაკოცა და ძალიან მაგრად ჩამეხუტა.
იცოდა მან რა იყო ეს დარჩენა
და ვიცოდი მე რა იყო ეს ჩახუტება.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1470 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar