მოპარული საქმრო [სრულად]

10.04.2016, 19:33 | |
ძალიან ბევრი ვიფიქრე როგორ დამესათაურებინა ჩემი ისტორია. ამის გამო წერასაც ვერ ვიწყებდი, მერე ერთ მშვენიერ ღამეს გამახსენდა, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი. ორი დღე საკუთარ თავს ვეისტერიკებოდი, აქამდე როგორ ვერ მიხვდიმეთქი. საყვარელი სეზონი, გაზაფხული და შემოდგომა! ამ ექვსი თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა რომ შუაში ზაფხული და ზამთარი მურმანის ეკალივით ეკვეხება, თავს მაინც საოცრად ვგრძნობ. მარტო ამიტომ ღირს ალბათ ცხოვრება! გაზაფხულზე მე ვარ დაბადებული, შუა გაზაფხულის გოგო ვარ. აპრილის 12_ში გამაგორა დედამ. შემოდგომის 12 ოქტომბერს კი მოპარული საქმრო დედამისმა. მაღლივის სტუდენტი ვიყავი ორი წელი, მერე მამაჩემა კვალიფიკაციის და ცოდნის ასამაღლებლად კანადაში გამიშვა. რატომღაც ველოდი რომ ლონდონში ან ბერლინში გამიშვებდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე. რომ ვკითხე კანადაში რატომ მიშვებ მეთქი. « სწავლითაც ისწავლი და ხელფასებია მაღალიო.» დედაჩემს ორი კვირა ვასულიერებდით მერე. «სამუშაოდ უშვებ იქო?» მამაჩემი კიდევ წარბაწეული პასუხობდა, « არა ბიჭო, ჩემს ხარჯზე ვაცხოვრებ მთელი ცხოვრებაო.» განა იმიტომ ამბობდა ამას რომ ვაწუხებდი, არა! ჩემს უფროს ძმებსაც ასე გაუკეთა, ორივეს ადრეულ ასაკში დააწყებინა მუშაბა და თავისი შრომით ნაშოვნი ფულის ყადრი ასწავლა. ზუსტად ამიტომ ვცემ ჩემს მამიკოს პატივს. ნიჭიერი და ჭკვიანი კაცია! ოტავაში ჩასული შესანიშნავად მოვეწყე. ოტავის სახელობის უნივერსიტეტში მქონდა საბუთები ერთ წლიან კურსზე შეტანილი და საცხოვრებელიც თან ახლდა. ლექციების შემდეგ ნებისმიერ სტუდენტს ქონდა საშუალება, ქალქში გასულიყო და დაეთვალიერებინა. მაგრამ, ცხრა საათზე საცხოვრებელ ოთახებში შესასვლელი კარები იკეტებოდა და დროულად უნდა მიგედგა ფეხი სახლამდე. მე სახლს ვეძახი იქაურობას, ბოლოს და ბოლოს ერთი წელი უნდა ვიცხოვრო. ოთახში ჯერ-ჯერობით არავინ არ შემოუსახლებიათ და თავისუფლად ვარ, თუმცა მაინც ვერ შევეგუე ფანჯარასთან მდგარ ცალკე საწოლს, ვიცი რომ სექტემბრის დასასრულამდე აუცილებლად ჩამოვა ვინმე თავისი ქვეყნიდან და დამისახლდება. ბავშვობაში მსგავს სერიალებს და ფილმებს რომ ვუყურებდი, ძალიან მომწონდა ევროპული ცოხვრების სტილი და რიტმი. ახლაც მომწონს და ვირევი, მაგრამ ის ფაქტი მაინც არ მსიამოვნებს ვიღაცაზე რომ ვარ აქაც დამოკიდებული და განრიგი აქვთ შედგენილი. ზედმეტად თავისუფალი და სიცოცხლის მოყვარული ადამიანი ვარ და ალბათ ყველაფერი ამის ბრალია. ვერ ვიტან ჩარჩოებს, რომელშიც როგორც უნდა ისე გსვამენ, მაგას მირჩევნია საერთოდ არსად არ ჩამსვან! ჩემი მოლოდინი სექტემბრის 29_ში გამართლდა და პორტუგალიელი ოლგა შემომისახლეს. თავიდან საშინლად არ მომდიოდა თვალში, დროთა განმავლობაში, ღამე შფოთვები რომ შევატყე რამდენჯერმე გამოველაპარაკე და საერთო ენაც გამოვნახეთ. ძალიან კარგი მეგობრები ვართ-მეთქი ვერ ვიტყვი, უნივერსიტეტის ფარგლებში, ნორმალური ახლობლები ვიყავით. ჩემს კურსზე არ იყო სამწუხაროდ და კონტაქტიც ცოტა გვიჭირდა. ლექციების დრო არასდროს არ ემთხვეოდა და გარეთაც ვერ გავდიოდით ერთად. სამაგიეროდ ჩემს კურზე მყოფ რამდენიმე გოგოს და ბიჭს დავუახლოვდი. ორი ბიჭი ლიტველია დანარჩენი ორი გოგო კი პოლონეთიდან არის გამოსახლებული. პოლონელებზე ასე თუ ისე შთაბეჭდილებები გამიმართლდა. მართლაც რომ არ არიან გადასარევად მეგობრული ხალხი, ერთეულს თუ გამოიჭერ სადმე რომ თბილად გაგიღიმოს და მეგობრული მზერით შემოგხედოს. თუმცა არც ჩვენ, ქართველები არ ვართ მთლად ჯიშიანები. მეც ისე დავაბრიალებ ხოლმე ჩემს კვარკვარა თვალებს ხანდახან,ვისზე რა მაქვს სათქმელი. სამი თვე ისე გადავაგორე ვითომც არაფერი. იმდენად ვიყავი სწავლაზე გადართული გარეთაც იშვიათად გავდიოდი, იმ შემთხვევაში თუ რამე დავალებას მოგვცემდნენ ლექტორები, ან თვითონ უნივერსიტეტი მართავდა გარე შეხვედრებს და ტურისტს სტუდენტებს ათვალიერეინებდა ქალაქს. ჩვენი დიდი თხოვნით და მოთხოვნით, ტორონტოშიც ვყავდით და ნიაგარაც გვაჩვენეს. ჩემთვის ეს ორივე იმდენად წამოუდგენელი ოცნება იყო, რომ ასრულებულს ვერ ვიჯერებდი. ხუთასზე მეტი ფოტოსურატი გადავუღე ჯერ მარტო ჩანჩქერს და მერე საკუთარ თავს. ყველა გამვლელს ვაჩერებდი და უშნოდ ვუღიმოდი აპარატს. მერე კომპიუტერით ეს სურათები ჩემს მშობლებს გადავუგზავნე და გავახარე. მამაჩემი ყოველ დარეკვაზე მახსენებდა რომ სამსახური უნდა მეშოვნა, ვერაფრით ვერ გავაგებინე რომ ხელს არ მიწყობს უნივერსიტეტის განრიგი. დღის საათებში სულ ლექციები მაქვს, ღამის საათებში კიდევ გარეთ გასვლა გვეკრძალება. თავიდანვე შემეძლო შეთანხმება დამედო ჩვენს დეკანთან, მაგრამ რატომღაც ცალკე ცხოვრების შემეშინდა და იმიტომაც დავრჩი. ბოლოს როგორც იქნა დავითანხმე და შევაგნებინე რომ ამ ეტაპზე ვერ ვიმუშავებდი. შობის დღესასწაულზე ოთახი ძალიან ლამაზად მოვრთეთ. მე,ოლგა, ჯოანა და ჩემი ახლადშეძენილი ლიტველი მეგობარი ილია წავედით ფორმების საყიდლად. ხოდა ზუსტად მაგ დღემ გამაცნო ჩემი მოპარული საქმრო. ბაზრობაზე ვყიდულობდით ფორმებს, შედარებით იაფია და თან ზუსტად ისეთი ჩვენ რომ გვინდოდა. მოულოდნელად დამირეკა მამაჩემა და მომიწია ქართულად გავტლეკილიყავი, საუბარი რომ დავასრულე მხარზე ისე მაგრად დამცხო ვიღაცამ ხელი ჩანთა დაბლა გადამიქანდა. წარბაწეულმა გავიხედე, თან მოვემზადე გვარიანად შემოსანლანძღად. -გამარჯობა!_ პირზე შემაშრა, მისთვის განკუთვნილი ლამაზ-ლამაზ სიტყვები. -ქართველი ხარ?_ ასეთ სიტუაციებში სულელური კითხვების დასმა მჩვევია. ბიჭმა თავი დამიქნია და გამიღიმა. «მარტო ქართველს თუ ექნება ასეთი სათნო ღიმილი და ცხოველივით მკლავი..» ჩავიქირქილე გულში. _ მერე შენ არ გასწავლეს გოგოსთან მოქცევის წესები, რა წესია მკლავი ლამის რომ ჩამომიღე?_ გადავედი ჩემებურ შეტევებზე. ეს ერთ-ერთი ჩემი ყველაზე დიდი მინუსია, ბრაზს ვერასდროს ვერ ვმალავ და ნებისმიერ სიტუაციაში ვამღჟავნებ. -იმდენად მოულოდნელი იყო აქ ქართველის ნახვა,რომ ცოტა დაბნეულმა ვიმოქმედე. _ იმართლა თავი. -რახან ეგრეა. მე ელეონორა მქვია._ უცებ გავუშინაურდი ჩემს თანამექვეყნეს. რა მკლავის ჩამოღებაზეა საუბარი ისე გამიხარდა ამდენ, ურჯულოში, ერთი ჩემიანის აღმოჩენა სიხარულით მიწას არ ვეხებოდი. -მე ნოდო. _ გამოწვდილ ხელზე ხელი ჩამარტყა კაი ძმაკაცივით. -ახლაც დაბნეული იყავი?_ ვკითხე მომანჭული სახით და ხელის გული დავიზილე. -ჯერ კიდევ აგონიაში ვარ. _ თვალი ჩამიკრა და ჩემს თანმხლებ მეგობრებს გადახედა._ ქართველი მარტო შენ ხარ?_ მკითხა დაინტერესებულმა. -და შენ. _ ჩავიცინე. _ სხვა არავინ შემხვედრია ჯერ. -კანადაში ბევრი ქართველია, მითუმეტეს დედაქალაქში, მაგრამ ჭირს მათი პოვნა. სასწავლებლად ხარ?_ მკითხა ისევ. -კი. შენც?_ დავინტერესდი მეც და სნეგურაჩკას წითელი კაბა ოლგას მივაწოდე. -არა, მე და ჩემი ოჯახი რვა წელზე მეტია რაც აქ ვცხოვრობთ. _ გაკვირვებულმა წავშტვინე და ბიჭს გავუღიმე. ასე გავიცანი ნოდოს ოჯახი. ნოდოს ოჯახი და მისი ბედოვლათი ძმა, რომელმაც პირველივე ნახვისთანავე გადამრია და ჭკუიდან გადამიყვანა... მაგრამ რა ხეირი, საცოლე ყოლია და ივნისის ბოლოს საქართველოში ჯვარს იწერენ. ნოდოსთან ურთიერთობას მოვუხშირე, ორი მიზეზის გამო. ძალიან კარგი მეგობარია და ძმა ყავს საოცრება! ვერაფრით ვერ შევასმინე ჩემს სუსტ გონებას რომ საცოლე ყავს და არ ღირს. ჩემებსაც მოვუყევი მათი ოჯახის შესახებ, დედაჩემმა ქალბატონი დალიც გაიცნო და დამეგობრდნენ. მამაჩემა ბატონ ემზარს ვაჟკაცუად თხოვა, ცოტა ყურადღება მიაქციოე. ესენი რომ არ გამოჩენილიყვნენ დავიღუპებოდი. შობის დღესასწაულზე უნივერსიტეტის გამართულ ღონისძიებას დავესწარი. ძალიან კარგად მოვილხინე და წაზარხოშებული გარეთ გავბანცალდი, დღევანდელი დღე გამონაკლისია და რა დრომდეც გვინდა იმ დრომდე ვიქნებით ქუჩაში. დღესასწაულებზე და მითუმეტეს ასეთ დღესასწაულზე, ხალხი გვიანობამდეა და ზეიმობს. ნოდომ დამირეკა და შემატყობინა რომ მეგობრებთან ერთად, ბუდას ბარშია და მელოდება. მეც მეტი რა მინდოდა, მოვკიდე ჩემს ილიას და ოლაგს ხელი და ორივე თან წავიყოლე. ილიას სულ ქართველს ვეძახი, ქართული სახელია და მიტომ ხარ კარგი ბიჭი მეთქი! არადა ისეც არ არის ცუდი და უგულო, უბრალოდ ცოტა სულელია და სიმპათიური. ბარში მისულს საცოლიანიც იქ დამხვდა თავის ლამაზმანთან ერთად. ეს გოგოც ქართველია, წინა წელს გაუცნია და იმის მერე სულ ერთად არიანო ნოდომ ასე მითხრა. მათ წინ მოვთავსდი და ფეხი ფეხზე გადავიდე. სნეგურაჩკას წითელ გამომწვევ კაბაში საოცარ ეფექტს ვახდენდი. არც ეს დაკავებული მამაკაცი დარჩენილა უკმაყოფილო და გულგრილი, იმხელა ნერწყვი გადააგორა შემეშინდა რამე არ იტკინოს მეთქი. ქალები მაიმუნები ვართ, თავიდანვე ვამჩნევთ საწინაარმდეგო სქესის ყურადღებას და მერე ვიწყებთ მოქმდებას. ხოდა მეც შევამჩნიე, ბატონი მათეს ყურადღება და დიდ გულზე მოვედი. შობის მერე ბევრი რამ შეიცვალა, ახლა უკვე როცა ნოდოსთან ერთად ვსეირნობდი მათეც თან ახლდა. დიალოგშიც გვერთობოდა და თავის აზრს გვიზიარებდა. რამოდენიმეჯერ კი წამოცდა, სხვა ეროვნების ბიჭი რომ შეგიყვარდეს რას იზამო. თავიდან ვერ მივხვდი რა შუაში იყო, თვითონ ქართველია, ძმა ქართველი ყავს, მერე გამახსენდა ჩემი ილია და სიცილი ძლივს შევიკავე. სერიოზული სახით განვაცხადე, მთავარია შემიყვარდეს და ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვსმეთქი. ნუ ასეც არის, მაგრამ ქართველებზე ვარ გადაკიდებული და რა ვქნა. თებერვლის ოცდახუთში ჩემს ტელეფონზე დაფიქსირდა უცხო ნომერი, ლექციაზე ვიყავი და ვერ ვუპასუხე. როგორც კი დავასრულე ინტერესით გადავურეკე და პასუხს დაველოდე. -ელეონორა მათე ვარ. _ გამარჯობის თქმაც არ მაცადა. -უი მათე, მოხდა რამე?_ აჟიტირებულმა ფეხები ავაბაკუნე და ილიას მხარს დავეყრდენი სიხარულისგან ზღართანი რომ არ მომედინა იატაკზე. -შენი ნახვა მინდა თუ გცალია რათქმაუნდა. _ ამ ბიჭმა ხომ შინაურულად ლაპარაკი ვერ ისწავლა. -ახლახანს დამიმთავრდა ლექცია და მეორე ლექცამდე ერთი საათი შესვენება მაქვს._ ჩავილაპარაკე გაპარული ხმით. -შენი უნივერსიტეტის წინ რომ ყავის სახლია იქ დამელოდე. _ დამიბარა და ტელეფონი გათიშა. ბავშვებისთვის არაფერი მითქვამს ისე დავადე თავი და მოპირდაპირე კაფეს ვესტუმრე. ჩემი საყვარელი ადგილი დავიკავე, ტყავის დივანზე და შეკვეთილ ცხელ შოკოლადს მუსი მოვაცალე. სადღაც ათ წუთში კარები გაიღო და მათე შემოვიდა. პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა და გვერდით მომიჯდა. მერე გაახსენდა შეკვეთა რომ არ მიუცია და ისევ უკან გატრიალდა, რიგმა დიდ ხანს მოუწია მაგრამ ბოლოს ისიც შოკოლადით დაბრუნდა და ისევ გვერდით მომიჯდა. რატომღაც ველოდი რომ ცოტა ისეთ თემებზე დამიწყებდა საუბარს, გრძნობები და ამბები, მაგრამ არამც და არამც! იმდენ სულელურ თემას შეეხო და ბოლოს მაინც არ მივიდა იქამდე. უნივერსიტეტში გადამაცილა და შემითახმდა ხვალაც შევხვდეთო. ასე გახშირდა შეხვედრები, მაგრამ საჩემო მაინც არაფერი არ ხდებოდა. არც მე ვიკალვდი დიდად თავს გრძნობების გამომჟღავნებით. თუმცა დღითიდღე ვრწმუნდებოდი რომ ეს დაკავებული კაცი ძალიან მიყვარდება და შარში ვეხვევი. გრძნობებზე საუბარი არასდროს არ მყავრებია, მაგრამ რატომღაც მიმაჩნია რომ ეს გრძნობა ჩემი ბედია. აბა ამხელა ქალაქში რაღა მაინც და მაინც ნოდოს გადავეყარე და რაღა მაინც და მაინც მათე?! რაღაცა მართლა არსებობს რა. 12 აპრილი მეც ბუდას ბარში ავღნიშნე, ჩემს ახლობლებთან ერთად. ნოდო თავიდანვე მოვიდა, მათე ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდა და ძალიან ლამაზი კულონი მაჩუქა, გადაშლი და ჩემი სახელია მათეს შრიფტით წაწერილი. ეს ყველაზე მაგარი საჩუქარია რაც კი ოდესმე მიმიღია. ერთი ოჯერ, მეცეკვა კიდევაც... მაშინ მივხვდი რომ საბოლოოდ ვარ გაბმული ბადეში და აღარაფერი არ მეშველება. რამდენჯერაც, მოშიშვლებულ წელზე შემახო გახურებული ხელი, იმდენჯერ დენმა დამარტყა გულზე. -საოცრად ლამაზი გოგო ხარ ელეონორა! მართალს ამბობენ მეგრელ გოგონებს რომ გაქებენ და გადიდებენ! ასეთი უცხო კომპლიმენტი პირვლად მივიღე ცხოვრებაში და თანაც ვისგან. კარამელივით ტკვილი კაცისგან.... ჩემია თუ სხვისია მაინც კარამელია და მაინც ჩემია! მაისის ბოლოს ბილეთები დავჯავშნე და საქართველოსკენ წასასვლელად მოვემზადე. მანამდე ორი გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი უმაღლეს ქულებზე. არ მეშინია, მთელი წელი ტყვილა ვაკლავდი წიგნებს თავს?! ასიდან ოცხმოცდათექვსმეტი ავიღე და წამოვედი. რამოდენიმე დღით დარჩენა ნოდოს მშობლების სახლში მომიწია, მათე და ნოდო სხვაგან ცხოვრობენ. ჩემთვის ასე უკეთესია, თანაც ახლა ქორწილისთვის ემზადებიან და სად ცალია ჩემთვის. ივნისის ათში გამოვფრინდი საქართველოში, თან ჩემი ერთ-ერთი კურსელი დამემგზავრა რომელიც ჩემდა გასაოცრად ქართველი აღმოჩნდა. «ქართულად ლაპარაკი არ მიყვარსო.» ასეთი პასუხი გამცა როცა ვკითხე რატომ არ მეხმიანებოდი მეთქი. «მოგიკვდი შენ!» მეთქი გავეცი პასუხი და ყურსასმენები გავირჭე. არ მიყვარს ასეთ უგულო ხალხთან ურთიერთობა და მომკალი. აეროპორტში დამხვდნენ ჩემები, დედაჩემმა ერთი საათი მიკოცნა სახე და ყელი, მერე მამაჩემმა და ბოლოს ჩემმა ორივე ძმამ ბურთივით დამატრიალა ჰაერში. საჩუქრები დავურიგე სახლში და მოსაწვევები გადავეცი რომელიც დალი დეიდამ გამომატანა. ქორწილის დღე, 28 ივნისს დაუნიშნია ბიჭს. აი რატომ ვერ ვიტან ზაფხულს, ყველაფერი ჩემს საწინაარმდეგოდ ხდება. ჩემს დაქალს რომ მოვუყევი ყველაფერის შესახებ, ასეთი პასუხი გამცა. «ადექი და უთხარი რასაც გრძნობ, მოგეშვება მაინცო» მომეშვება კარგია. მერე როგორღა ჩავხედო თვალებში მეთქი. «შენც ახალ ყოველდღე არ ხედავდეიო» დამცინა. მართალია მარგარიტა ავდგები და ვეტყვი, მე რას ვკარგავ. 25 ივნისს ნოდოს დავურეკე ქართულ ნომერზე და ვთხოვე იქნება მათესთან დამკავშირო მეთქი. იმანაც გვერდით მიდგასო და ტელეფონი გადაულოცა. -გამარჯობა მათე. _ მივესალმე ხმაგანაზულმა. რა ვქნა როცა მისი სუნთქვა მესმის, საერთოდ არ მახსოვს ბგერა საიდან ამოდის. -ელეონორა... _ მე რომ მიყვარს იმ ხმით ჩაილაპარაკა და დამადნო. _ როგორ ხარ? -შენთან საქმე მაქვს და თუ გცალია შემხვდი. _ ყოველგვარი შესავლის გარეშე ვაჯახე. -კარგი, მაშინ მისამართს მოგწერ და იქ მოდი. _ მანაც იგივე ტონით მიპასუხა. მითითებულ მისმართზე მივედი, მათეს უკვე დაეკავებინა ადგილი. წინ ჩამოვუჯექი და თითები მინის მაგიდაზე ავათამაშე. -ვიცი ბევრი დრო არ გაქვს, ხოდა ყოველგვარი შესავლების გარეშე დავიწყებ..._ ურცხვად ჩავილაპარაკე. მეც მიკვირს ასეთი სითამამე საიდან. მათე მიყურებდა და ხმას არ იღებდა. «რა გველურად მიღიმის.» წამოვიძახე ფიქრებში გართულმა. _ მოკლედ, ვიცი გოგოსგან ასეთი ფორმით ცოტა ცუდი ტონია მაგრამ, ლოდინის აზრს ვერ ვხედავ და არ მინდა ეს საიდუმლო ბოლომდე გამყვეს. ისიც ძალიან კარგად ვიცი სულ ტყუილად რომ ვამბობ, და ამის მერე ის ურთიერთობაც, არ გვექნება რაც აქამდე გვქონდა, მაგრამ... მაგრამ მიყვარხარ, არა ისე როგორც კარგი მეგობარი, არამედ ისე როგორც საყვარელი მამაკაცი. თავჩაღუნულმა ამოვილუღლუღე და დამტვრეულ თითებზე ნელა გადავისვი ხელი. მათეს პასუხს აღარ დავლოდებივარ თავქუდმოგლეჯილმა დავტოვე იქაურობა. ან რატომ უნდა გავჩერებულიყავი, მისი პასუხი უარესად მომიწამლავდა გულს და ნერვებს, ამიტომ სახლში წასვლა და ზლუქუნი ვარჩიე. მთელი ორი დღე გვარიანად ვიტირე და ვიღრიალე. ჩემი ოთახის სიახლოვეს არავის არ ვაკარებდი, მოახლოვებულ სტუმარს მთელ ხმაზე ვუკივოდი არავინ შემაწუხოთ მეთქი. დედაჩემი იქიდან მოთქვამდა, მამაჩემი იგინებოდა ვინ ჩაგაგდო ასეთ დღეშიო. ჩემი ორი ბედოვლათი ძმა აივნიდან მიძვრებოდა და მუშტებს იქნევდა დედას ვუტირებთო. ქორწილის დღეს გამოვაცხადე ჩემს გარეშე წადით მეთქი. დედაჩემმა მარტო როგორ დაგტოვო_ო. «იქ რომ არ წახვიდე და მერე არ მომიყვე რა მოხდა მოვკვდები» მეთქი ვუთხარი და გავუშვი. მთელი დღე ოთახიდან ფეხი არ გამიდგამს, კონკრეტულად საწოლიდან. ვიჯექი და ვბღაოდი, მერე ვმშვიდდებოდი და მერე ისევ ვბღაოდი. ასე გაგრძელდა მანამ სანამ, კარების ხმა არ გავიგე. კისრის ტეხვით გავედი გარეთ და ყბადავრდნილ დედას გავხედე. -რა ხდება?_ ვიკითხე იმედიანი ხმით. _ პატარძალმა გადაიფიქრა ხომ? -სიძე მოიტაცეს. _ ჩაილაპარაკა გახევებულმა დედამ და დივანზე ჩამოჯდა. გქონიათ ასეთი მომენტი? ძალიან მაგრად რომ გტკივა და სიცილს მაინც ვერ იკავებ. იატაკზე დავჯექი და ბოლო ხმაზე ავკისკისდი. ვერაფრით ვერ დამაწყნარეს ჩემებმა, ბოლოს აღმოვაცინე რომ სიმწრის სიცილით ვიცინოდი და მოვკეტე. -რა ქნეს?_ ვიკითხე კიდევ ერთხელ, საკუთარ ყურთა სმენაში დაეჭვებულმა. -მერე ეს პატარძალიც რომ არ გამოჩნდა. _ აგრძელებდა დედა. -იქნებ გაიპარნენ?!_ მოვიკალი გული. დედაჩემი რაღაცის თქმას აპირებდა ჩემი ტელეფონი რომ აზუზუნდა. ჩემი ძმა იყო, მარგარიტას წყნეთის სახლში ამოდიო. ერთი საათი ვეჯინიანე მანდ რა მინდამეთქი. არსად წასვლის თავი არ მქონა, მაგრამ ისე დამაინტრიგა იმ ელამმა ბიჭმა რომ მაინც წავედი. ჭიშკარი ღია იყო, არცერთის მანქანა არ ეყენა ახლო მახლო. თავიდან ვიფიქრე ხომ არ მეკაიფებიან მეთქი, მაგრამ მერე კარებში მათე რომ გამოჩნდა ემოციები ვეღარ შევიკავე და მწვანე ბალახზე გემრიელად გავწექი. გონს რომ მოვედი, ჩემი საყვარელი მამაკაცი ფერგადასული მიყურებდა, მოფერიანებული რომ დამინახა დაიხარა და ორივე ტუჩი დამგელებულმა დამიკოცნა. ამაზე ვიტყოდი უარს, რომ ჩავაფრინდ საყელოში. ჩემსკენ მოვიზიდე და გამოუცდელი კოცნაში ავყევი. დამეფიცება ასეთი ტკბილი, ის ცხელი შოკოლადიც არ იყო პირვლად რომ დავლიე მათესთან ერთად. მართალია დაუგეგმავად მოიტაცეს და მომიყვანეს, მაგრამ მე რა მენაღვლეა... მთავარია ახლა ჩემთან არის და სარეცელს მითბობს! -დაგინახე თუ არა იმ დღესვე მივხვდი რომ ასე უბრალოდ არ დასრულდებოდა ჩვენი ურთიერთობა! ცარიელი ვნება და გრძნობა ხარ კვარაცხელიების ქალო! | |
ნანახია: 5277 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | |
სულ კომენტარები: 1 | |
| |