ნაბიჯი ll
27.12.2017, 01:39
-სად ხარ,ღმერთო? რას აკეთებ ?! არა,უფრო სწორად,რატომ აკეთებ ამას ?
.....
პასუხი არ არის,პასუხი არასდროს არის.მე კიდე ყველაზე მეტად მინდა შენი ხმა გავიგონო.
საერთოდ ადამიანებს არ მოსწონს სხვის პრობლემებზე საუბარი.ღმერთო ! აქ არავინ არის ვინც მომისმენს და მე კიდე მაინც ყოველთვის როგორ გულით ვცდილობ.ვცდილობ რომ ვთქვა რა მტკივა,მაგრამ ადამიანი როგორ დავადანაშაულო თუ არ მომისმენს,როდესაც შენც კი არ მისმენ?!
- გადადგი ეს წყეული ნაბიჯი! გააკეთე საბოლოოდ ეს.ყველაფერი მორჩება.მერე რა რომ ამით შენს შეკითხვებზე პასუხებს ვერ მიიღებ?!,სამაგიეროდ არაფრის ინტერესი არ შეგაწუხებს...საერთოდ აღარაფერი შეგაუხებს. - მეუბნება ის...
მაგრამ ვინ არის ის? ჩემი გონება ? ტკივილი ? იქნებ საერთოდ ღმერთიც?! არ ვიცი...
ჰაერი არ მყოფნის,ვერაფერს ვხედავ.შენ ამას ალბათ ნაწყვეტ-ნაყვეტ კითხულობ,მაგრამ რატომ?! მე ხომ ეს ნაწყვეტ-ნაყვეტ არ დამიწერია?
ვერ გიტან.ვინც არ უნდა იყო,ვერ გიტან,ეს რა გამიკეთე?
არაფერი ? სწორედაც მაგიტომ ვერ გიტან,რომ არაფერი გააკეთე.მოკლედ ეს ბოლოა,მორჩა.მე არ ვაპირებ რამე ახალი დავწერო.განა იმიტომ რომ ვკვდები...არა,იმიტომ რომ ეს არაფერს შეცვლის...
მოკლედ ვიღაც ყვირის....
- გადადგი ეს წყეული ნაბიჯი! გააკეთე საბოლოოდ და ეს ყველაფერი მორჩება.

ახლა მივხვდი,თვალებში გამოვიხედე,დაბლა ჩავიხედე და ვხედავ,ციღაც უბრალო პოლიციელს.თურმე ის ყვირის.
თურმე ბევრი ხალხი მოგროვილა და ყველა მე მელოდება.მე კი რა არ ვიფიქრე....
ქვეცნობიერი მეთქი,ტკვილი მეთქი,საერთოდ რაღაც მომენტში ღმერთიც მეგონა.თურმე ის უბრალოდ კაცია.ჩემნაირი,დატანჯული.
ეს რომ გავიაზრე მინდოდა ჩავსულიყავი და მაგრად მოვხვეოდი ამ კაცს,მინდოდა ჩემთან ერთად მომკვდარიყო.
-ეი,მაცადე...ეს არც თუ ისე მარტივია ! - ვუყვირი ზემოდან.
დაბლა ბევრი ხალხია.განა ყველას დავაკლდები ? არა,რათქმაუნდა.ეს უბრალოდ შოუს ნაწილია.განა ყველამ იცის შენი მუსიკა? მაგრამ კონცერტზე მაინც მოდიან.აქ ხომ კარგი გარემოა...
ყველას უნდა რომ იდგეს იმ სცენაზე სადაც შენ დგახარ,ყველას აქვს არჩეული სიმღერა.ხოდა აი ჩემიც !
მერე რა რომ ასე არ მოვკვდები? შეიძლება ნარკოტიკების გადამეტებული დოზით მოვკვდე.რა მაგარია,კაიფში ხარ,კარგად ხარ და ბუმ.
შეიძლება დავიძინო და აღარ გავიღვიძო.რა მაგარია,დატანჯული რომ ვები და იძინებ,დილა კი არასდროს აღარ თენდება.აღარ გიწევს რაიმე როლის თამაში,აღარ გიწევს იმის გაწელვა რაც უკვე ყელში გაქვს (როლინგი),
აღარ გიწევს რაიმე ნიღბის მორგება!
მერე რა თუ მე შენსავით ლამაზი სიკვდილი არ მიწერია?! ეს ხომ უბრალო პატარა მოთხრობაა,რომელშიც აზრიც არ დევს.მაგრამ,მე ნუ გამამტყუნებთ რადგან არათუ ჩემ ნაჯღაპნში,არამედ საერთოდ არაფერში დევს აზრი...

ხალხი მიდის,მობეზრდათ ჩემი ყურება და უიმედო ლოდინი.
ტყუილად ხომ არ გადაიხადეს ფული ჩემს კონცერტზე მოსასვლელად?! მუსიკის გარეშე ხომ არ გავუშვებ?!

და ის შედის კულისებიდან სცენაზე.მიკროფონს ხელში იღებს და თუ თქვენ ვერ ნახეთ მისი ნაბიჯის გადადგმის სცენა,ბევრი დაგიკარგავთ.განა იმიტომ რომ საინტერესოა ადმიანის ნახვა თუ როგორ ვარდება უიმედო დაჭრილი ჩიტივით ციდან?! არა! ყველაზე ლამაზი და ოდნავ შემზარავიც კი არის ის თუ რაც შემდეგ ხდება !
სიმღერა იწყება.....
და ეს სიმღერა იმდენად გასაოცარია რომ შეგიძლია იქამდე უსმინო სანამ მორგიდან არ მოვლენ და გვამს წაიღებენ.მერე ფიქრობ,ვინ ჯანდაბამ დარეკა მორგში ? ვის არ მოეწონა ეს მუსიკა ?! ეს ხომ გასაოცარია...

ბოლოს მინდა გკითხო შენ ! ვინც ამას ახლა კითხულობ. რატომ ევრი ჩიტს რომელიც უბრალოდ დაფრინავს?
რატომ უტოვებ მას სვავებს,საგლეჯად ?
ამაზე პასუხი შენგან არასდროს მექნება...ხომ ასეა ღმერთო?
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: i_eteria
ნანახია: 941 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar