ნაზი მელოდია (1-ლი თავი)
10.04.2016, 19:46
ნაზი მელოდია
პროლოგი

_მივდივარ.
_ვერ გავიგე?!
_გშორდები.
_რა? რატომ?
_მივხვდი არ მყვარებიხარ.
_ასე ვერ წახვალ!
_წავალ!
_ქეთა..._ხელი გაუწოდა, მაგრამ მალევე ჩამოუვარდა უღონოდ.

პირველი თავი

თავის ოფისში იჯდა ვაჩე ონიანი და მოგონებების უკუგდებას ცდილობდა, რომ რამენაირად საქმეზე მოეხდინა კონცენტრირება. არადა ყოველ წამს წარმოდგენილი მონატრებული ხმა და სახე არ ასვენებდა. ილუზია იმდენად რეალური ეგონა, რომ თავს გიჟად რაცხავდა. ისე ნათლად შეიგრძნობდა მისი სათუთი, ნაზი კანის არომატს, მის აბრეშუმივით თმას ყოველთვის იასამნის სურნელი რომ ასდიოდა. უძირო, ტოპაზივით თაფლისფერ თვალებს, მასში ასე რომ იკარგებოდა. თავისდაუნებურად უტივტივდებოდა ბედნიერი მოგონებები და შემდეგ ამ მოგონებებს სევდიანად უღიმოდა.

დედამისთან ადიოდა ბინაში. ახსოვს გაბრაზებული იყო, რადგან ლიფტი მაინც და მაინც მაშინ გაფუჭებულიყო და მე_9 სართულზე ფეხით უწევდა ასვლა. სამი წელი იწურებოდა, რაც მარტო გადავიდა საცხოვრებლად. მამა არ ჰყავდა, მხოლოდ დედა და ორი და. ქალების გარემოცვაში ყოფნა აღარ უნდოდა და რადგან ძალიან კარგი სამსახურის პატრონი იყო, თან ფულიც არ უჭირდა, ცალკე გადასვლა არჩია.
ღიღინის ხმა მოესმა, კიბეებზე ვიღაც ჩამორბოდა. მე_6 სართულზე იყო, ყველაზე ჩაბნელებულ სართულზე. ფრთხილად დადგა ფეხი პირველ საფეხურზე, მაგრამ ისე, რომ ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო, ბიძგითა და ქალის სუსტი წამოკივლების ფონზე, ქვის იატაკზე ზურგით მოადინა ზღართანი.
_ახ, შენი..._ამოიკვნესა ტკივილისაგან გონებადაბინდულმა და ხელი ნატკენ ზურგზე შეიცურა. ღმერთს გულში მადლობა გადაუხადა, რომ თავი არ დაარტყა და მე_6 სართულის სადარბაზოს იატაკზე არ დაიტოვა ტვინი.
როგორც კი ტკივილმა ოდნავ გადაუარა, მისი დამზარალებელი მოაგონდა და თვალებიც უმალ ჭყიტა. ლამპიონის მკრთალ შუქზე, სულ ოდნავ გაარჩია მის სხეულზე მოკალათებული გოგოს შეშინებული თვალები, სატირლად დაბრეცილი ვარდისფერი ტუჩები და უნებურად ჩაეღიმა.
_დიდხანს იწვები ასე?_ჰკითხა დამცინავად და სახეზე ჩამოშლილი მუქი ფერის თმა, ყურსუკან გადაუწია.
_ბოდიში_დაიწკრიალა გოგონას ხმამ და წამოიწია.
ვაჩემ გოგონას ხმისგან გამოწვეულ დავლილ ჟროანტელს ყურადღება არ მიაქცია და წამოდგომაში მიეხმარა სუსტ სხეულს. როცა უკვე საიმედოდ და მყარად მდგარი დაიგულა, მის მკლავებს ხელები შეუშვა და გაუღიმა.
_ფრთხილად უნდა იარო ხოლმე, მითუმეტეს მაშინ, როცა ბნელა_თბილად უსაყვედურა გოგონას და თავად გაუკვირდა, როგორ შეეძლო მის ხმას, ასეთი თბილი ტონი მიეღო.
_ვიცი, ძალიან მოუხერხებელი ვარ_მორცხვად დახარა თვალები, წამის შემდეგ კი გულუბრყვილო, წრფელი, მაგრამ ვაჩესთვის საშინლად მწველი მზერით ამოჰხედა.
_ვაჩე ონიანი_ხელი გაუწოდა გაბრუებულმა მამაკაცმა.
_ქეთა მიქავა_ხელი ყოყმანით ჩამოართვა გოგონამ.

_ვაჩეე_მოგონებებიდან გამოიყვინა ქალის წიკვინა ხმამ. წითელი, ლაქის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით შემოკაკუნდა კაბინეტში ქერათმიანი, წითელპომადიანი ქალი და მოღუშულ მამაკაცს კალთაში ჩაუსკუპდა.
_ხომ გითხარი სამსახურში არ მომაკითხო-მეთქი ანიტა?
_ვაჩეე, მომენტრეე_გაიწელა ანიტა და ტუჩებზე დააკვდა მობეზრებულ მამაკაცს. უხეშად მოიშორა ვაჩემ ქალის სახე და ტუჩები ხელის მტევნის ზურგით მოიწმინდა.
_ვერ ვიტან ასეთი პომადები, რომ გისვია ანიტა!_სიმკაცრე გამოერია ხმაში და ქალი მისი კალთიდან წამოაყენა.
-აუ, ვაჩეე დღეს რა ხასიათზე ხარ?_დოინჯი შემოირტყა ქალმა.
_საქმეები მაქვს ანიტა, მერე გნახავ.
_შენთან თუ ჩემთან?_კეკლუცად გაიღიმა და ქვედა ტუჩი ვნებიანად მოიყოლა კბილებსშორის.
_შენთან, როგორც ყოველთვის_უპასუხა ხმადაბლა და ლეპტოპს მიუბრუნდა.
_კარგი საყვარელო_დაიჭყივლა ქალმა და ოთახიდან უკანალის რხევით გაკაკუნდა.
ღრმად ამოიოხრა ვაჩემ, ქალის სუნამოს შეგრძნობისას კი სახე ზიზღით დამანჭა. ვერ იტანდა ამ გადაპრანჭულ, სულელ ქალს, მაგრამ მაინც ცოლად მოჰყავდა. დედამისმა შეურჩია გოგო იმით გახარებულმა, რომ მისთვის არასასურველი სარძლო სამუდამოდ გაქრა მათი ცხოვრებიდან. არც ვაჩეს გაუწევია წინააღმდეგობა. მაინც არც ერთი ქალის შეყვარებას არ აპირებდა და მისთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ვინ დაუმშვენებდა გვერდს. რაღატომ ეშალა ნერვები უაზროდ? მითუმეტეს ანიტა ლოგინში კარგი პარტნიორი იყო.

უკვე ბნელოდა, როცა მოგონებებთან ჭიდილით, ძლივ-ძლივობით ჩაამთავრა საქმე და მანქანაში ჩაჯდა გადაღლილი. გაახსენდა გოგონასთან მეორე შეხვედრა და კვლავ ბედნიერმა გაუღიმა მოგონებას.

საშინლად წვიმდა. ცა ლამის ჩამოქცეულიყო. თავისი ძმაკაცისგან მოდიოდა. ეჩქარებოდა. პროექტი დასასრულებელი ჰქონდა, მაგრამ თავსხმა წვიმა სწრაფად სიარულის საშუალებას არ აძლევდა. ნერვები ეშლებოდა ასე უცებ შხეფად წამოსულ წვიმაზე, მაგრამ მისთვის საძულველი მარტის თვე იდგა და სხვა რამის მოლოდინი, არც უნდა გქონოდა. მთავარ გზაზე გადადიოდა, როდესაც ქუჩაში ზუსტად მისი მანქანის წინ, ფარების შუქზე სილუეტი დალანდა. დროზე დაამუხრუჭა და გაავებული სულ გინებ-გინებით გადავიდა მანქანიდან.
_თქვენ ნორმალური ხართ?_დაუღრიალა ერთიანად გალუმპულ, თავჩახრილ გოგონას, მკლავზე ხელები წაავლო და შეანჯღრია. მაგრამ, როგორც კი გოგომ ამოჰხედა მასზე ერთი თავით მაღალს და დამფრთხალი თვალები მისას გაუსწორა, ერთიანად დაუარა ჟროანტელმა, გააკანკალა და მიხვდა, ეს არ იყო წვიმის და სიცივის ბრალი. ეს ამ გოგონას თაფლისფერი, ყოვლად მწველი თვალების ბრალი იყო.
_ქეთა?_მაშინვე იცნო ონიანმა_შენ ხარ?-დაიჩურჩულა გაკვირვებულმა.
_ვაჩე?_კვლავ დაიწკრიალა გოგონას ხმამ ისე, როგორც ამ ორი თვის წინ. ვაჩესაც ზუსტად ისე გააკანკალა, როგორც პირველად.
_ამ წვიმაში აქ რა გინდა? ან გზას არ უნდა უყურო?_მიაყარა საყვედურები და ქეთა გზიდან გადაიყვანა.
_ბოდიში_დაიჩურჩულა და დამნაშავის თვალებით ახედა მამაკაცს.
ვაჩეს ჩაეღიმა.
_წამოდი სახლში წაგიყვან_შესთავაზა უცებ, სულ აღარ ახსოვდა დასაწერი პროექტი.
_არა იყოს_მორიდებულად იუარა და თავი გადააქნია.
_ნუ მორცხვობ წამოდი, თორემ ორივე გავცივდებით.
ქათამ გაუღიმა და თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დაუქნია.
მანქანაში ჩასხდნენ თავიდან-ფეხებამდე სველები. მიუხედავად იმისა, რომ ვაჩეს გათბობა ჰქონდა ჩართული, ქეთა მაინც სიცივისგან კანკალებდა და კბილებს აკაწკაწებდა.
_გაიხადე ეგ ჟილეტი, თორემ გაცივდები_მზრუნველი გაუხდა ტონი ვაჩეს.
ქეთა დაემორჩილა, ჟილეტი გაიხადა და მუხლებზე გადაიფინა.
_რამდენი წლის ხარ ქეთა?
_თვრამეტის_ლოყებაფაკლულმა უპასუხა_შენ?
_ოცდაოთხის.
_დიდი ხარ_გულღიად გაუღიმა ქეთამ.
_გიხდება ღიმილი_უთხრა კომპლიმენტი, მისით მოხიბლულმა ვაჩემ.
ქეთამ კიდევ ერთხელ გაუღიმა და ლოყებაწითლებული დააშტერდა საკუთარ ერთმანეთში ახლართულ თითებს.
იმ დღის შემდეგ ვაჩე ონიანს, მარტიც შეუყვარდა და წვიმაც.

მოგონებებიდან მანქანის ფარების შუქმა და ხმაურმა გამოიყვანა. ძლივს ასცდა ავარიას. მანქანა გზიდან გადააყენა და თავი საჭეს ჩამოადო. დაღლილი იყო. დაღლილი ყველაფრისგან...
რეალობისგან...აწმყოსგან...მაგრამ არა წარსულისგან.

____________________________________________________________
ეს ისტორია ადრე ოთხ თავად მქონდა გათვლილი, მაგრამ სრულად დავდე. ახლა თავებად დავდებ და ისე დავდებ. იმედია მოგეწონება ♥♥♥ გილოცავთ საიტის დაბრუნებას! ♥♥♥
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: სოფო
ნანახია: 2374 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
სოფ ეს შენი ისტორიაა?? როგორ მომეწონა.❤❤❤
avatar
0 Spam
2
კი ჩემია ♥ მიხარია, რომ მოგეწონა ♥♥♥
avatar