ნაზი მელოდია (მე-2 თავი)
10.04.2016, 19:54
მეორე თავი

საკუთარ აივანზე, სავარძელში იჯდა ვაჩე, ქეთა კი მის კალთაში კომფორტულად მოკალათებულიყო. ორივენი ტრადიციულად ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდნენ და ფიქრობდნენ...ფიქრობდნენ ერთმანეთზე.
_მიყვარს ღამე_დაიჩურჩულა ქეთამ.
_მეც მიყვარს, მაგრამ შენ უფრო მეტად მიყვარხარ.
ღიმილით ახედა მამაკაცს და ნიკაპზე ნაზად აკოცა.
_რაზე ოცნებობ ვაჩე?_ჰკითხა რამდენიმე წუთის შემდეგ ინტერესით.
მამაკაცმა ურჩი კულული გვერდზე გადაუწია და სახეზე მიეფერა.
_ბედნიერ ოჯახზე...ანუ შენს ქმრობაზე და ბევრ ჩვენს სიყვარულის ნაყოფზე.
_მეც_გადაიკისკისა ქეთამ.
_შენი სიცილის ხმა, ყველაზე სასიამოვნო ხმაა ჩემს სამყაროში. ნაზი მელოდიასავითაა...
_მე კი შენი ღიმილი მირჩევნია ყველაფერს_თბილი ტონით გაუმხილა და ძალიან მაგრად მიეკრო გულზე.

ბარში, მაგიდის ირგვლივ ისხდნენ ვაჩე, კახი და საბა, სიყრმის ძმაკაცები. სულ ერთმანეთის გვერდში მდგომი ადამიანები. სამივენი უხმოდ კრავდნენ არაყს არაყზე. ეს ოთხი წელი ვაჩეს ტკივილს იზიარებდნენ, მაგრამ ახლა ზედმეტად დაძაბულები ჩანდნენ. ვერც ვერაფერს ამბობდნენ და ვერც თავს ერეოდნენ, მაგრამ აბა ვაჩე ონიანს რას გამოაპარებდნენ?
_რა ხდება?!_მკაცრი ტონით დასვა შეკითხვა და ძმაკაცებს სათითაოდ, გამომცდელი მზერით მიაჩერდა.
კახიმ და საბამ ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს.
_ვაჩე..._ყოყმანით წამოიწყო კახიმ.
_იცი..._სიტყვა ჩამოართვა საბამ.
_ამოღერღავთ?_დაღლილის ტონი მისცემოდა ვაჩეს ხმას.
კიდევ ერთხელ ახედა ორივეს და არყიანი ჭიქა გადაჰკრა.
_ქეთა დაბრუნდა _მტკიცე ხმით დააბრეხვა კახიმ და ძმაკაცის დაბნეულ მზერას თვალი მოარიდა.
ქეთა დაბრუნდა...
ქეთა დაბრუნდა...
ქეთა დაბრუნდა...
რამდენჯერმე გაიმეორე გულში ერთი და იგივე სიტყვები. იქამდე იმეორა, სანამ მნიშვნელობას არ ჩასწვდა. ის ადამიანი დაბრუნდა ვინც მისი სიცოცხლის აზრს წარმოადგენდა, ის ვინც თავს საჭიროდ აგრძნობინებდა. ის ადამიანი, ვინც მისი გულის ერთადერთ პატრონად ეგულებოდა. ოთხი წლის გაჩერებული გული ორმაგად აუმუშავდა. წამში გაურბინა ბედნიერმა მოგონებებმა. უბედურმა მოგონებამაც.
ოთხი წლის უნახავი ქეთა დაბრუნდა. ალბათ კიდევ უფრო გაზრდილი, დაქალებული ქეთა. ვითომ თმა ხომ არ შეიღება? ყოველთვის უნდოდა ქერა თმა ჰქონოდა. მაგრამ ვაჩეს იმდენად მოსწონდა მისი წაბლისფერი, ოდნავ სიწითლე გადაკრული დალალები, რომ ამ ოცნებაზე უარის თქმა უწევდა.
_ხომ არ..._წამოიწყო ვაჩემ, მაგრამ დასრულება ვეღარ შეძლო. ეშინოდა პასუხის მოსმენის.
_არა, არ გათხოვილა_უმალ მიუხვდა აზრს საბა.
შვებით ამოისუნთქა. წამში გათავისუფლდა. იმედი მიეცა. ყველაფერი უნდა გაერკვია. მთელი ოთხი წელი ღრღნიდა ეჭვი. ასე, ყველაფრის აუხსნელად წასული გოგო უჩენდა ეჭვს. წინა დღეს, რომ სიყვარულს ეფიცებოდა, ის აფიქრებდა.
_სად არის?
_სახლშია.
მაშინვე წამოდგა და გასასვლელისაკენ გაემართა მთვრალი, მაგრამ მაინც მტკიცე ნაბიჯებით. ძმაკაცები უკან დაედევნენ.
_ვაჩე საით ბიჭო, ნასვამი ხარ.
_ახლა ხომ არ დაადგები თავზე?
არავის უსმენდა. ბიჭებთან ერთად ჩაჯდა მანქანაში და გეზი ქეთას სახლისკენ აიღო. უხმოდ მიაქროლებდა მანქანას. არ ანაღვლებდა არაყდალეული რომ გაეჩერებინა პოლიციას. გული გამალებით უცემდა, ენერგია მომატებოდა, სიცოცხლის სურვილი დაჰბრუნებოდა. პირველად, ოთხი წლის განმავლობაში აზრი მიეცა მის არსებობას.
მანქანა კორპუსთან გააჩერა და ტკივილნარევი მზერით ახედა ქეთას ოთახის ფანჯარას, რომლის მიღმაც სინათლე ენთო.
_ალბათ კიდევ უფრო გალამაზებულია_დაიჩურჩულა ღიმილით_მიმზიდველი და ქალური იქნება. თუმცა დარწმუნებული ვარ, ისევ ისეთ მორცხვ ბავშვადვე დარჩა. პატარა ბავშვად, ყოველ ჩემს შეხებაზე, რომ წითლდებოდა.
სადღაც ნახევარი საათის განმავლობაში ჩაკარგულიყო მოგონებებში. შემდეგ მანქანა მოაბრუნა, ბიჭები ჩამოსვა, თვითონ კი სახლში წავიდა და აივანზე, ისევ იმ სავარძელში ჩაჯდა , რომელშიც ოდესღაც ქეთასთან ერთად იჯდა და ძველებურად გაათენა ვარსკვლავების ცქერაში.

_ბიჭი გინდა თუ გოგო?_ჰკითხა მის მკერდზე მოკალათებულ გოგოს და მოშიშვლებულ მკლავზე ცერა თითი აუსრიალა.
_მმმ...ორივე_ჩაიხითხითა ქეთამ.
_ეგ, როგორ?
_აი, ასე ორივე.
_მაშინ ასე: პირველი ბიჭი, მეორე გოგო_შესთავაზა ღიმილით და შუბლზე ეამბორა.
_მთლად ჩვენ გვკითხავენ ახლა_ჩაიცინა გოგონამ, თავი ასწია და მორცხვად დაეკონა სასურველის ბაგეებს. ვაჩე სახეზე მიეფერა, მჭიდროდ აიკრო სხეულზე და ზურგზე თითები აუსრიალ-ჩაუსრიალა.
_იქნებ ახლავე გვეცადა?_ვნებისგად დაბოხებული ხმით ჩასჩურჩულა ყურში და ხელი ბარძაყზე ოდნავ მოუჭირა.
_გარყვნილო_ამოიკვნესა ქეთამ და წელსზევის შიშველი მამაკაცის მკერდს ნაზად შეეხო.
_მიყვარხარ ვაჩე, ძალიან_ამოიკრუსუნა და წამსვე მოექცა მამაკაცის ქვეშაც. ნაზად შეუცურა ვაჩემ ხელი მაისურის ქვეშ და ჩაეღიმა, როცა მისი შეხებისას დახორკლილი კანი იგრძნო. ვნებიანად დაუკოცნა ყელი და ქეთას ხმადაბალი კვნესა, რომ შემოესმა უფრო გათამამდა. სწრაფად გადააძრო თავსზემოთ მაისური და ხარბად დააკვირდა, ლამაზად მომზირალ მკერდს.
_ულამაზესი ხარ_ჩასჩურჩულა და ახლა მკერდის დაგემოვნებას მოჰყვა.
იქამდე ისიყვარულეს, სანამ არ მიხვდნენ, რომ თუ არ გაჩერდებოდნენ შემდეგ უკვე გვიანი იქნებოდა.
_ვაჩე?
_გისმენ საყვარელო.
_ხომ სულ ერთად ვიქნებით?
_სულ ერთად ვიქნებით.
კვლავ სევდიანად გაუღიმა ვაჩემ მოგონებას. დაჰპირდა სულ ერთად ვიქნებითო, ასეც მოხდებოდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: სოფო
ნანახია: 2226 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar