ნაზი მელოდია (მე-4 თავი)

10.04.2016, 20:01 | |
მეოთხე თავი _დედაშენმა მაიძულა უარი მეთქვა შენზე. მიმეტოვებინე და ჩემს გზაზე დავმდგარიყავი. შენ გგონია მე მილხენდა? ვკვდებოდი შენგან ასე შორს, რომ მიწევდა ყოფნა. არც სწავლა მეხალისებოდა და არც ახალი ცხოვრება. შენთან მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო. მეშინოდა, არვიცი ახლა რატომ ჩამოვედი. გულის სიღრმეში ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ყველაფერი ძველებურად იქნებოდა, რომ მაპატიებდი. _დედაჩემმა?_ამოიბლუკუნა გაოცებულმა. _დედაშენმა_ჩურჩულით დაუდასტურა და თავი საზურგე მიადო. გაბრაზება შეპარულმა მოატრიალა მანქანა და გეზი დედამისის სახლისკენ აიღო. თან დაჯერება არ უნდოდა, თან სხვა ახსნას ვერ პოულობდა. როგორ შეეძლო დედამისს ასე მოქცევა. როგორ შეეძლო ბედნიერების ყოველი იმედი ჩაეკლა საკუთარ შვილში? როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი უგულო? საკუთარი ახირებებისთვის ერთადერთი ბიჭის შეწირვა, როგორ შეეძლო? უკვე მრისხანება მოაწვა წლების წინ ქეთას დაღვრილი ცრემლების გახსენებისას, როდესაც დედამისი მწარე სიტყვებით შეამკობდა ხოლმე. _რატომ ვერ მიტანს გამაგებინე ვაჩე_ამოიტირა ქეთამ, მამაკაცს მიეხუტა და ისედაც დასველებული პერანგი, ცრემლების ახალი ნაკადით კიდევ უფრო დაუნამა. _ასე არ არის_თავზე ხელი გადაუსვა ვაჩემ. _ასეა ასე. ვერ ხედავ, რომ არ მოვწონვარ? ორი წელია ერთად ვართ, ის კი გამუდმებით ახალი გოგონების პოვნაშია შენთვის. მამაკაცს ჩაეღიმა და გაბუსხული ტუჩები დაუკოცნა. _სულ არ მაინტერესებს ვის პოვნაშია, მე ჩემი იკვე ნაპოვნი მყავს. _აღარ ავიდეთ მასთან კარგი? _კარგი, თუ არ გინდა აღარ აგიყვან, მაგრამ ხომ იცი ჩემი ცოლი, რომ გახდები მასთან ურთიერთობა მაინც მოგიწევს. _უარესად გამამწარებს ვაჩე აი, ნახავ_ტირილს უმატა ქეთამ. _ქეთა, მართლა ბავშვივით იქცევი შენს თავს ვფიცავარ_გაეცინა მამაკაცს. _მაშინ გამაგებინე რა აქვს ჩემი საწინააღმდეგო_ტირილი სლუკუნში გადაუვიდა მიქავას. _ასეთია, არასდროს არავინ მოსწონს_მხრები აიჩეჩა და ცრემლები კოცნით შეუმშრალა ვაჩემ. _სხვა გოგოები, რომ მოსწონს? _მოეშვი ამაზე დარდს პატარავ. მისი აზრი არ მაინტერესებს, მთავარია შენ ხარ ჩემტან, მორჩა! _მაგრამ... _ქეთა!_ხმა გაიმკაცრა ონიანმა. _მე მინდა ჩემი საყვარელი კაცის დედასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს. _ჩემი ცოლი, რომ გერქმევა სხვა გზა აღარ ექნება და შეგეგუება. _მაგრამ... _ქეთა გეყოფა!მერამდენედ უნდა ღვარო ცრემლები ერთი და იგივეზე? _მე... _დამთავრდა! ამაზე სიტყვა აღარ დაძრა, თორემ ვიჩხუბებთ, გესმის? ქეთამ თავი უღონოდ დაუქნია და ტირილით გამოფიტულს მალევე მის მკერდზე აკრულს ჩაეძინა. კორპუსთან გააჩერა მანქანა. მკლავზე ჩაავლო ხელი ქეთას, არც ლიფტს დალოდებია, ისე აარბენინა კიბეები მე-9 სართულამდე. გიჟივით დააბრახუნა რკინის კარებზე, თან ცრემლებად დაღვენთილ, უხმოდ მდგარ ჯერ კიდევ მონატრებულ სხეულს ხელს არ უშვებდა. კარი კატომ გააღო, ვაჩეს უმცროსმა დამ. თმააბურძგნული, პიჟამოს ამარა ატუზულიყო, ეტყობოდა ეძინა. _ქეთა..._დაიკივლა გაოგნებულმა და მთელი ძალით გადაეხვია მონატრებულ მეგობარს. მისი უფროსი დისგან განსხვავებით, თავისი ძმის რჩეულთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. მეტიც იქამდეც კი ემეგობრებოდა, სანამ ვაჩე გაიცნობდა. ქეთას მამიდა მათ კორპუსში ცხოვრობდა. მარტოხელა ქალი იყო და ძმისშვილმა იკისრა მისი მოვლა-პატრონობა. აქ სიარულს, სწორედ ბოლო სამი წლის განმავლობაში მოუხშირა. აი, ამიტომ არ ჰყავდა ვჩეს ადრე შემჩნეული. _ქეთა შენ აქ..._წინადადება ვერ დაასრულა ზედმეტ ემოციებში მყოფმა და კვლავ კისერზე ჩამოეკიდა. _კატო..._გაიკანკალა ქეთას ხმამ და ამჯერას მონატრების ცრემლები გადმოსცვივდა, აწითლებული თვალებიდან. _ესე იგი დაბრუნდი? ისევ ერთად ხართ?_სახე გაუნათდა კატოს. _დედა სად არის?_უპასუხოდ დატოვა კითხვა ვაჩემ და ზედმეტად ცივად მოსთხოვა პასუხი დას. _სძინავს. _ახლავე გამოვიდეს. _მაგრამ..._დაბნეული თვალები მიაპყრო ჯერ ერთს, მერე მეორეს. _კიდევ გაგიმეორო კატო?_დაიგრგვინა ვაჩემ და საძინებლისკენ გაქცეულ დას თვალი გააყოლა. ქეთა სასტუმრო ოთახში გაიყვანა და ერთიანად აკანკალებული დივანზე ჩამოსვა. რამდენიმე წუთში მოპირდაპირე ოთახიდან ხანში შესული, მაგრამ მოვლილი ქალი გამოვიდა. 50-ს კარგად გადაცილებული იქნებოდა , მაგრამ საერთოდ არ ეტყობოდა. მუდამ ყორანივით შავი თმა მკაცრ იერს სძენდა. გაგიკვირდებოდათ ვაჩეს და კატოს დედად რომ გაიცნობდით, თუმცა მისი უფროსი ქალიშვილი ლელა, რომელიც ახლა გვერდს უმშვენებდა სწორედ, რომ ასლი გახლდათ დედამისის. დინჯი, მშვიდი ნაბიჯებით მიუახლოვდა შვილსა და ფეზე ფეთიანივით წამოვარდნილ, ყოფილ სარძლოს და სახეზე აკიაფებული ცინიკური ღიმილით, ორივეს მონაცვლეობით ჩააშტერდა თვალებში. ქეთას ზუსტად ისეთი მზერით ათვალიერებდა, როგორც ადრე. ზიზღიანი მზერით. _ვხედავ დაბრუნებულხარ_დაისისინა და ფეხის თითებიდან თმების წვერამდე აათვალიერა აცახცახებული ქეთა_და ისეთივე გომბიოდ დარჩენილხარ. -დედა!_დაუყვირა ვაჩემ. _რა, ტყუილს ვამბობ? რისთვის მოხვედი ვაჩე?_ზედმეტად მშვიდი იყო ქალის ხმა. _სიმართლის გასარკვევად!_ძლივს დაიმორჩილა თავი, რომ ისევ არ ეყვირა. _ალბათ ყველაფერი ჩაგიკაკლა ამ ალქაჯმა. ჩემი დადასტურება რაღაში გჭირდება? _ხმა!_საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად ასწია ვაჩემ_მასზე ცუდი სიტყვა არ დაგცდეს დედა. _ბევრად უარესი სიტყვებიც დამცდება შვილო. ნუთუ ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებ? ანიტასთან თავს ხომ მშვენივრად გრძნობ? რაღატომ მოათრიე ეს არსება?_ზიზღით აიქნია ხელი ქეთასკენ. _მერამდენედ გაგიმეორო?!შენგან მინდა იმ მიზეზის გაგება, რის გამოც მთელი ოთხი წელი ვიტანჯე. _კარგი რა შვილო. ეს შენ მოინდომე მთელი ოთხი წელი ცრემლებში გაგეტარებინა. პასუხს მე ნუ მთხოვ, ვინც დამნაშავეა გვერდზე გიდგას. _ტყუით!_დაიყვირა ქეთამ. ვაჩეს ხელი გამოსტაცა და ქალს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. _თქვენ, თქვენ ხართ დამნაშავე ყველაფერში. ჩემი და თქვენი შვილის ცხოვრების დანგრევაში. თქვენ არ მაიძულეთ? თქვენ არ დამემუქრეთ, რომ მამაჩემს რაც გააჩნდა იმასაც წაართმევდით? გავლენა გქონდათ და ამას იყენებდით. ვერასოდეს ვერ მიტანდით, სულ მამწარებდით. სათავისოდ იყენებდით იმას, რომ ვაჩეს არაფერს ვეუბნებოდი. გგონიათ ვერ ვხვდებოდი, რომ ერთი სული გქონდათ თავიდან მოგეშორებინეთ?მაგრამ იცით რა? არც მე მეხატებოდით გულზე._გაჰყვიროდა ბოლო ხმაზე და სულ არ აინტერესებდა, რომ ასეთი ტონით მასზე ბევრად უფროსს ელაპარაკებოდა. _რა თქმა უნდა, ისევ ისეთ ეშმაკ გოგოდვე დარჩენილხარ_გადაიხარხარა ქალმა_დიახაც! ვერ გიტანდი! ოჯახში შენნაირი ღარიბი, მდაბიო რძალი რაში მჭირდებოდა? ჩემი შვილი გაასულელე, მაგრამ შენი აზრით ჩემთან ეგ ხრიკები გაგივიდოდა? დედა შენ არ გყავდა, მარტო ჯიბეგახვრეტილი მამა ძლივს რომ გარჩენდა. ჩემი შვილის სახით მშვენიერი ხელჩასაჭიდი იპოვე წუმპედან ამოსაძრომად, მაგრამ ვერ მოგართვი. ჩემი შვილისთვის ისეთი გოგონები მყავდა შერჩეული შენ რომ არც დაგესიზმრება. მდიდარი, ჭკვიანი, ლამაზი გოგონები. შენ ვინ ხარ მათ კარს? ნამდვილი ნაგავი! გამოპარული ცრემლი მუჭით მოიშორა ქეთამ. საკუთარ თავს ტირილის უფლებას ვერ მისცემდა. მტკიცე და მყარი უნდა ყოფილიყო, რომ ამ ქალისთვის საკადრისი პასუხი გაეცა. სახეზე პირველად გამოესახა ზიზღი. ზიზღი ამ ქალის მიმართ. თვალი თვალში გაუყარა და კიდევ უფრო მიუახლოვდა. _თქვენ ყველაზე ამაზრზენი ქალი ხართ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. რა დედა ხართ? მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ, შვილებს აინუნშიაც არ აგდებთ. სიმდიდრე! აი, ეს არის თქვენთვის მთელი ცხოვრება. ვერ გიტანთ, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ვაჩეს, რომ საკუთარი ხელით გამოუთხარეთ ბედნიერების ფესვები ეს ნორმალურია? ან მე, რომ გამაუბედურეთ და სადღაც იმ დაწყევლილ ქვეყანაში გამიშვით, ეს ნორმალურია? ვერაფრით გამოისყიდით ამ ცოდვას. ჩვენი ცხოვრების დანგრევა ასე არ შეგრჩებათ._გაჰკიოდა და ცრემლებს რის ვაი-ვაგლახით იგერიებდა. ვერ წარმოიდგენდა მისი სუსტი სხეულიდან ამხელა ხმა თუ ამოვიდოდა. ოთახში სიჩუმე გამეფდა. ვერავინ ხმას ვერ იღებდა. ყველა გაოგნებული იყო. ქეთამ თვალები დახარა და ასე, უკანმოუხედავად გაიქცა საძულველი ადგილიდან. _ჩათვალე, რომ ჩემი სახით შვილი აღარ გყავს!_კბილებს შორის გამოსცრა ვაჩემ და მის აწ უკვე ნამდვილ მომავალს დაედევნა. წვიმამ დასცხო, თუმცა რა გასაკვირი იყო, მარტი იდგა. ქეთა არსად ჩანდა. სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და გზაზე გავიდა. გული ლამის ამოვარდნოდა. წესით მწუხარება უნდა ეგრძნო დედამისის საქციელის გამო, მაგრამ პირიქით უხაროდა. უხაროდა ისე, როგორც არასდროს არაფერი გახარებია. როგორც იქნა გაიგო ყველაფერი. მარტალია მძიმე სიმარტლე აღმოჩნდა, მაგრამ სიმართლე არასოდესაა მარტივი. ახლა აღარსად გაუსვებდა, აღარავის მისცემდა უფლებას დაეჩაგრა და აბუჩად აეგდო. ეყვარებოდა და იზრუნებდა მასზე ისე, როგორც არასოდეს. ქეტას გრძნობებშიც დარწმუნებული იყო. რომ არ ყვარებოდა არ დაბრუნდებოდა, არ დაენახვებოდა. ისე წვიმდა რთული იყო რამე გაგერჩია, მაგრამ გაარჩია. მის სილუეტს ათასში გამოარჩევდა. გულზე ხელებდაკრეფილი მიაბიჯებდა, ერთიანად გალუმპული და აქედანაც ეტყობოდა, როგორ კანკალებდა. მანქანა გააჩერა, სირბილით დაფარა მათ შორის მანძილი, გაყინულ მკლავზე ხელი წაავლო, მისკენ შეაბრუნა და ოთხი წლის ნანატრი აისრულა. მთელი ძალით მიიხუტა გულზე. ძველებურად ჩარგო მის თმაში ცხვირი, ისევ იასამნის სურნელი, რომ ასდიოდა წვიმის სურნელთან შერეული. _ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ასე არ დამტოვებდი. ვგრძნობდი, რომ რაღაც სერიოსული მიზეზი გქონდა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ არ გიყვარდი_ბუტბუტებდა და თან შუბლზე პერიოდულად ჰკოცნიდა_არ იტირო გთხოვ. ქეთას ტირილისა თუ სიცივისაგან მხრები უცახცახებდა, სლუკუნებდა და დრო დ ადრო კისერზე ჰკოცნიდა მამაკაცს. _მიყვარხარ ვაჩე, მაპატიე_ამოიტირა მიქავამ და ოდნავ მოშორდა მამაკაცს, რომ თვალებში ჩაეხედა_მაპატიე გულის ტკენა. მაპატიე, რომ ეს ოთხი წელი ტანჯვასა და გაურკვევლობაში გაგატარებინე. მე...მე გაგიგებ თუ შენ სხვა..._ხმა აუკანკალდა და დასრულება ვეღარ შეძლო, მაგრამ ვაჩე მიხვდა რასაც გულისხმობდა მისი გოგო. სახე წაეშალა და თავის მექანიკურად უარის ნიშნად რხევას მოჰყვა. _ ეს როგორ იფიქრე? არასოდეს დამვიწყებიხარ. შენს გარდა არავინ არასოდეს მყვარებია, ეს როგორ... _აბა ანიტა?_ამოიკნავლა და გათქვა, რაც აწუხებდა. ვაჩეს სიმწრისგან ხმით ჩაეღიმა. _ანიტა, ანიტა_ღიმილით გადააქნია თავი_ის ერთი ჩვეულებრივი ბ*ზია ქეთა. შენსა და მას შორის განსხვავება ცასა და დედამიწასავითაა. მეტიც, სართოდ არ შეიძლება შენი მასთან შედარება. ანიტა დედაჩემის არჩევანია. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვის მოვიყვანდი ცოლად. შენ ყოველთვის ერთადერთი იყავი ჩემს გულში. ის გასართობი იყო. ვცდილობდი სიამოვნების მიღებისას მაინც გამომედევნე გონებიდან, მაგრამ ამაოდ_წამით გაჩერდა და ლოყაზე მიეფერა_მიყვარხარ ქეთა, იმაზე მეტად ვიდრე ადრე. ქეთას ბაგე თვალისმომჭრელმა ღიმილმა გაუპო. _უჰ_ამოისუნთქა უეცრად გამხიარულებულმა_არადა, მე რაები არ ვიფიქრე_გაიცინა და ვაჩეს კისერზე შემოჰხვია ხელები. _ვაჩე? _რა? _სიგარეტის მოწევას, ხომ თავს დაანებებ?_ფრთხილად შეაპარა მამაკაცს. ვაჩეს გაეცინა გოგოს გაუბედავ გამომეტყველებაზე. _აბა რას ვიზამ. ისე ხვდები, რომ წვიმაში ვდგავართ?_სიცილით მოჰხვია ხელები წელზე. _ხო ვხვდები_თავი ღიმილით დაუქნია და უცებ დაეხსნა მკლავებიდან_და ძალიან მიხარიააა_დაიყვირა ხელებგაშლილმა, ცაში აიხედა და დატრიალდა. კვლავ წელზე შემოაჭდო ხელები მოკისკისე გოგონას და ყელზე აკოცა. _ისევ ისეთ ბავშვად დარჩი. _მერე გამზარდე. _ამჯერად მართლა გაგზრდი_დაიხარა და ყურში უჩურჩულა_ამჯერად მართლა გახდები ჩემი ცოლი. _გავხდები_დაეთანხმა ღიმილით. ვაჩესაც გაეღიმა და მაშინვე წაეტანა მონატრებულ ბაგეებს. წვიმამ უფრო დასცხო. კისკისით მოშორდა ქეთა მამაკაცს და კიდევ ერთხელ დატრიალდა სულით-ხორცამდე ბედნიერი. ვაჩე ზურგს უკან დაუდგა, გულისჯიბიდან წითელი ყელსახვევი ამოიღო და თავისი ხელით გაუკეთა ყელზე. შემდეგ დაიხარა და რამდენიმე წლის წინ ნათქვამი უჩურჩულა. _შენი სიცილის ხმა, ყველაზე სასიამოვნო ხმაა ჩემს სამყაროში. ნაზი მელოდიასავითაა... თვალებში ცრემლჩამდგარი მიტრიალდა ქეთა და ვაჩეს მიეხუტა, მამაკაცმაც მოჰხვია ხელები. _მე კი შენი ღიმილი მირჩევნია ყველაფერს_ გაიმეორა ქეთამაც და მოწოლილ მოგონებას ახლა თვითონ გაუღიმა. დასასრული... | |
ნანახია: 2054 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |
| |