ნურას უკაცრავად
02.01.2019, 17:06
ამ მომენტის ხელიდან გაშვება არ იქნებოდა.მოლაშქრეები სადღაც გაკრეფილიყვნენ და მარტო მისი ბიჭი იჯდა მიმქრალ დილის ცეცხლთან,სულ რაღაც ოციოდე ნაბიჯში.სწორედ რომ მოქმედების დრო იყო ახლა.კარვის კარი ფრთხილად გადასწია და ისე გახედა ბიჭს,დარწმუნდა რომ კარგად ჩანდა მისგან.გულს ბაგაბუგი გაჰქონდა,რა მჭირს რა პატარა გოგოსავით ვღელავო-გაიფიქრა,ხელის სწრაფი მოძრაობით გადაიძრო სვიტრი და დარჩა ლიფის ამარა.ბიჭი არ მოტრიალებულა.იჯდა ასე ერთხანს ღია კარავში,სახეზე ალმური ასდიოდა,მანძილი ბიჭამდე თითქოს უფრო შემოკლებულიყო.ბოლოს აჩეჩილი თმა შეისწორა,სწორედ ასეთი წუთებისთვის ღირს სიცოცხლეო-გადაწყვიტა და ლიფიც შეიხსნა თავი თავში უკვე მტკიცედ დარწმუნებულმა,მაგრამ ნურას უკაცრავად.სწორედ მაშინ როცა შიშვლდებოდა,ბიჭი მოტრიალებულიყო,დაბნეული იქვე ცეცხლთან მდგომ ქვაბს წამოედო და აყირავდა,აფართხალდა.მერე როგორც იქნა წამოხტა და აწითლებულმა მოკურცხლა ტყისკენ.
ბედი არ გინდა,რაღა მაშინ მიიხედა როცა ნანა მასწი იცვლიდა?!ეხლა საერთოდ ვეღარ გაუსწორებს თვალს.თან ეს ხო პირველი შემთხვევა არაა,ამ ბოლო დროს სულ ესეთი იაღლიშები მოსდის.მარტო გუშინ,ჩანჩქერის სანახავად რომ იყვნენ,სამჯერ მაინც მოხდა უხერხული შეხება და გუშინაც მხოლოდ ისღა მოიფიქრა,რომ შორს დაიჭირა თავი და საერთოდ აღარ ეხმარებოდა რთულ გზაზე ასვლა-ჩამოსვლაში.ისევ ეს ჯობდა იმ სამარცხვინო მომენტებსა და გულის გაწყალებას თავის მოუხერხებლობით.ტფუი!მასწავლებელი,მეგობრის დედა და უბრალოდ ძალიან კაი მეგობარი.ამას კიდე რეები მოსდის.არა,ასე არ შეიძლება!თბილისამდე ახლოს აღარ გაეკარება და მერე ვნახოთ,იქნებ გაიფანტოს ეს გაუგებრობა და აღდგეს ძველი,სუფთა ურთიერთობა.მაგრამ არა.ურთიერთობა აღარც თბილისში აეწყო.შავმა კატამ გაირბინა მათ შორის.სადღა იყო პოეტური საღამოები ნანა მასწთან,ცნობილი პოეტებისა თუ საკუთარი ლექსების განხილვა.აღარაფერი,სრული ზერო,შემთხვევითაც კი არ შეხვედრიან ერთმანეთს.ეგ კი იყო რომ 2ვე წერდა.ბიჭი ლექსებს,ხოლო ქალი დღიურს.და სწორედ ეს დღიური თუ შეცვლიდა რამეს.განსხვავებით ბიჭისგან,რომელსაც აზრადაც არ მოსდიოდა ლექსები მასწავლებლისთვის ეჩვენებინა,ქალს უცებ ძალიან მოუნდა თავის დღიურის გაზიარება.ყველაფერი კარგად იყო იქ აღწერილი,რისი თქმაც ბიჭისთვის სურდა:როგორი იყო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალის ცხოვრება,როგორ მიატოვა ჯერ ქმარმა და მერე უმადურმა შვილმაც,რა ძნელი იყო მარტოსათვის შემოღამებებით ავადმყოფობა,რომ მხოლოდ ბიჭთან გატარებული წუთები უხალისებდა ერთფეროვნებას და ესეც მოისპო.რომ მოენატრა ძლიერ,თვითონ,მისი ლექსები,მისი თვალების ბავშვური,თითქმის გულუბრყვილო გამომეტყველება და ბლა,ბლა,ბლა.რომ ბიჭს ალბათ კახპა ჰგონია იმის მერე რაც ლაშქრობაზე მოხდა და რომ ეს ასე არაა,რომ ეს ნამდვილი,მისი უკანასკნელი სიყვარულია და ქმრის მერე გულის კარი არავისთვის გაუღია..მოკლედ,ყველაფერი.ლამაზად და მხატვრულად.არ შეიძლებოდა ამ დღიურს მისი უმანკოთვალება ბიჭი არ დაებრუნებინა.მაგრამ ნურას უკაცრავად.უფრო სწორედ დაბრუნებით კი მართლა დააბრუნა,მარა უმანკოთვალება აღარ.მთვრალი მიადგა ცხოვრებაში პირველად და საკმაოდ ამღვრეული თვალებით.
თამამი უნდა ვიყო,ღლაპობა არ უნდა შემეტყოსო-ამიტო გაუღეს თუ არა კარი დაუკითხავად შეალაჯა ოთახში,ქალიც ძალაუნებურად უკან მიჰყვა.ბიჭმა დემონსტრაციულად აუარა გვერდი თავის ჩვეულ ადგილს და დივანზე დაეშვა მოწყვეტით.მერე უბიდან დღიური ამოიღო,ხელში შეათამაშა და ქალს თვალი თვალში გაუყარა.ეხლავე მოვალო-ჩაილაპარაკა ქალმა და გავიდა.ბიჭი პირველ გამარჯვებას ზეიმობდა:"აბა რა ეგონა..ნეტა რას იტყვის..ან კი რა უნდა თქვას..მთავარი მერეა..არაფერი უნდა შემატყოს.."მიხდება?-მოესმა მოულოდნელად ოთახში დაბრუნებული ქალის ხმა,რომელიც ხან თავის გულამოღებულ კაბას უცქერდა,ხან მას და 360გრადუსით ტრიალებდა ზედ მის წინ.კიო-უპასუხა ამანაც სწორედ იმდროს როცა "ვაიმე,ძუძუები"მ გაჰკრა თავში.ქალი მიუჯდა.ბიჭმა გაუბედავად დაადო მოშიშვლებულ მუხლზე ხელი,მეტი ვერაფერი შეძლო.პირი ისე გაუშრა ნერწყვს ვეღარ ყლაპავდა,რისიც ეშინოდა სწორედ ის დაემართა,ხელი ვეღარც უკან მოჰქონდა,ვეღარც მეტს ბედავდა.ქალი უფრო მიიწია,მერე გადაიხარა და აკოცა.ბიჭიც აყვა,მოეშვა,მიენდო ინსტინქტებს,აირივნენ ერთმანეთში,სუნთქვა,ხვნეშა,ალკოჰოლის და თმის სუნი,მერე ლიფი,ეს ოხერი ლიფი ვერა და ვერ გახსნა.მოიცა,მე თვითონ-ისევ ქალი.არაუშავს,იცის როგორც უნდა,ვზროსლებისგან მოუსმენია,მაგრამ არა,ეგრე არაო-ჩასჩურჩულეს,აი ასე მომწონს,ნელა,უფრო ნელაო.ბიჭი სულ აირია,მერე მაინც მიყვა,ალღო აუღო კარნახს და გამოუვიდა-ერთი,მეორე,მესამე-ეს ნამდვილი ტრიუმფი იყო.ქალი სიამოვნებისგან ბოლო ხმაზე კიოდა,ფხაჭნიდა და ეკვროდა,როგორი ყოფილა ქალი,მაგრამ ეს ხომ ნანაა,ნანა
შეისვენეს.ბიჭს სასმელი გამოუნელდა.შერცხვასავით.მე უკვე რამდენჯერმე ვისიამოვნე და შენ არცერთხელ,ასე როგორ შეიძლებაო-ისევ მიეტმასნა ქალი.არა,კი მეც ძალიან ვისიამოვნე-ლამის ნანა მასწ წამოსცდა დროზე დააჭირა ენას კბილი.ხო არა-გადაიკისკისა ვნებიანად ქალმა-ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო და ხელი წაატანა იმ ბოლოზე რომელიც ასე აკვირვებდა.ყველაფერი ახლიდან დაიწყო და რიჟრაჟამდე არც დამთავრებულა,სანამ ქალი არ მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა,ამაოდ ჩალიჩობდა და დაღლილს არ ჩაეძინა.საბოლოოდ გამოფხიზლებული ბიჭი კი თავის საკვირველი ბოლოთი უჩუმრად გაიპარა იმ ფიქრით რომ აქ აღარასოდეს დაბრუნდებოდა,მაგრამ ნურას უკაცრავად.ზუსტად მეორე საღამოს ისევ ნანასთან იჯდა და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა,რომ დროზე დამთვრალიყო და შესდგომოდა საქმეს.ქალიც მოთმინებით ელოდა და სიტყვებით ითაფლებოდა.იმის მერე,რაც "აღარ მოვალ"ზე ტელეფონში დღე აყარა საწყალ ბიჭს,ეს ტკბილი სიტყვა ნამდვილად დროული იყო,სასმელივით დროული.საერთოდ ეს მათი პირველი ჩხუბი იყო,რომელიც ცალ ხმაში მიმდინარეობდა და ქალის სრული გამარჯვებითვე დასრულდა.მერე და მერე ჩხუბი და დალევა ტრადიციად ექცათ.სასმელი ის გასაღები იყო,რომელიც ნანამ ბიჭს მოუძებნა და ურთიერთობის დასაწყისში ყოველთვის ჰქონდა დამარაგებული.ჩხუბი კი,ჩხუბი ნებისმიერ წვრილმანზე ხდებოდა.რაც მთავარია ამ კრავივით ბიჭმაც ამოიდგა ენა და რა ამოიდგა-არაფერს უთმობდა მასწავლებელს,სიტყვას არ შეარჩენდა,შანსს არ გაუშვებდა თავი არ დაეყვედრებინა და იყვნენ ასე.დალევის გამო სასწავლებლიდანაც გარიცხეს,ოჯახშიც მოიძულეს და ლამის ნანასთან გადავიდა საცხოვრებლად.უბანში საეჭვო ელემენტებთანაც დაიწყო მოძრაობა და ხან ვინ აჰყავდა დასალევად,ხან ვინ.ჩხუბს არც სხვების თანდასწრებით ერიდებოდნენ.ერთხელ,როცა ალიაქოთი თემაზე "დაგინახე ბოზ ნათიას როგორ შეყევი პადიეზდში" დაამთავრეს,დაღლილი ნანა მიუბრუნდა იქვე სუფრასთან გამოჭიმულ ერთ ასეთ საეჭვო ელემენტს და დანანებით უთხრა:
-იცი რა ნიჭიერი იყო?იცი რა ლექსებს წერდა?
-ქალს რათ უნდა ლექსები,ქალს უნდა ყლე!განა ასე არ მასწავლე ნანა მასწ?-მოუჭრა სიტყვა ბიჭმა და გულიანად ამოსცხო ტრაკზე ხელი.რაო?ეგ გასწავლე არა,აი თუ ეგ გასწავლეო და გავარდა მეორე ოთახში,გამოიტანა ბიჭის ძველი ლექსების რვეული,რომელიც თითქოს ამ ამბისთვის შემოენახა და ნაფლეთებად აქცია.გადააყარა ეს ნაფლეთები ბიჭსა და მის ამფსონს თავზე.ამაოდ ცდილობნენ ვეღარ დააწყნარეს.და ეს იყო მათი ბოლო ჩხუბი,დაშორდნენ.და ეს უბადრუკი ამბავიც აქ უნდა დასრულებულიყო წესით,მაგრამ ნურას უკაცრავად
-აი ,რა არ მესმის იცი?რატო გამოყავთ გმირებად ისინი ვინც თუნდაც 1 სიცოცხლე გადაარჩინა,რატო?დარწმუნებული ხარ რო გმირია?-ეკითხება ბოზ ნათიას ეს ერთ დროს ბიჭი და მის უბეში ჩაყოფილ ხელს მეორე ძუძუს უნაცვლებს.-არადა,არავინ იცის რა ხდება სიკვდილის მერე,იქნებ იქ უკეთესია და პირიქით ამ ტანჯვისგან გათავისუფლების ნებას არ აძლევენ ადამიანს ეს ეგრეთ შერაცხული გმირები-ფაციფუცობენ ლიფტში და საროჩკის სახელოში მალავენ წეღან ნაყიდ წამლის მორიგ დოზას.-სინამდვილეში დანძრეული სწორედ მაშინ გვექნებოდა სიკვდილი რო არ არსებობდეს,ტურფავ,აი მაშინ გენახა,თორე ეხლა რა გვიჭირს-ასკვნის საკუთარი შარდის სუნით წამიერად გამოფხიზლებული.ბოზი ნათია კი ევროპის ცას აჰყურებს.
თბილისში კი,შემოდგომის თბილისში,როცა ცა მოიქუფრება და ნაცრისფერი დღეები გადაებმება ერთმანეთს უკვე ხანში შესული და ეს ერთ დროს მასწავლებელი ნანა ძალიან წვალობს უმზეოდ.ასეთ ამინდებში ვეღარ სწევს ფარდებს ბოლომდე,რომ მზემ გაავსოს მისი ოთახის და მისი სულის ყველა კუთხე-კუნჭული.და რადგან პაემანი მზესთან ჩაშლილია,უბრალოდ ჩუმად უმეორებს ხოლმე თავისთავს:"ცოტაც მოითმინე,ნანა,სულ ცოტაც და.."
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: petr
ნანახია: 127 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar