ორი მოწმე (1-5 თავი)
13.09.2018, 15:07
დილის ხუთი საათი იქნებოდა დაჩი ტელეფონის ხმამ რომ გააღვიძა. მიჩვეული იყო, ამიტომ წამში გამოფხიზლდა და სამორიგეოს ნომერს რომ შეხედა წამოჯდა.
-გისმენ ნათი
-დაჩი მკვლელობაა, გიძახებენ.
-კარგი, მისამართი როგორც ყოველთვის შეტყობინებით არა?
-კი დაჩი, რა თქმა უნდა.
მაშინვე წამოდგა და კარადის კარი გამოაღო ჩასაცმელად. თავის საქმეზე საოცრად შეყვარებულია, არამგონია არსებობდეს კიდევ ისეთი გამომძიებელი ღამე ზარი საერთოდ რომ არ აწუხებს, მისთვის დამნაშავეების, მკვლელების პოვნა და მათი დამარცხებული სახის ყურება ბედნიერებაა, უყვარს მათ სახეზე გამოჭერისას ჩრდილს რომ ხედავს და ხვდება მეორედ იგივე საშინელებას ვეღარ ჩაიდენენ. არ გეგონოთ მისი ახლობელი დაიღუპა და მთელ კაცობრიობაზე უნდა ჯავრი იყაროს, არა, უბრალოდ ის თავისი საქმის პროფესიონალია. მამის და დედის ხვეწნა არაფრათ ჩააგდო და მაინც თავის საოცნებო პროფესიას დაეუფლა. უკვე 30 წლის ხდება და მხოლოდ რამდენიმე საქმე აქვს ჩაგდებული, ასე ემართება, როცა ახალ საქმეს იღებს შეიძლება კვირაობით არ გამოჩნდეს სახლში, ამიტომ დედის ბუზღუნი რომ არ ესმინა სულ ცალკე გადავიდა და ყველა ამოასუნთქა. აღარავინ უკონტროლებდა მისვლა-მოსვლას და მშვიდადაც მუშაობდა. გასასვლელში მოსაცმელიც აიღო და მანქანის გასაღებს დაწვდა. დაქოქვის შემდეგ ჩახედა მისამართს და გაუკვირდა. ეს ადგილი ქუთაისიდან საკმაოდ დაშორებული იყო, საღორიის ტყის ბოლო ხეებიც ჩაამთავრა ლამის გადაყენებული და პატრულის შემოსაზღვრული ადგილი რომ დაინახა. იქვა გააჩერა და მკაცრი სახით გადავიდა. ქუთაისი პატარა ქალაქია, მოწმობის ამოღება არც დაჭირდა ისე იცვნეს პატრულის თანამშრომლებმა და მაშინვა აუწიეს ბარიერი.
-ბატონო დაჩი ექსპეტიზა სადაცაა მოვა, მაგრამ როგორც გაგვაფრთხილეთ თქვენამდე მაინც არ მივუშვებდით.
-მადლობა გიორგი_თავი დაუკრა და მანქანისკენ წავიდა.ჯერ მანქანას შემოუარა და გარედან დაათვალიერა. მსხვერპლზე შეხედვის დრო რომ მოვიდა ადგილზე გაიყინა, თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და ლოცულობდა ეს სახე შეიცვალოსო. საჭესთან არც მეტი არც ნაკლები მისი უმცროსი ძმა იჯდა, ტყვია პირდაპირ საფეთქელში ქონდა მორტყმული, ხელები გვერძე ქონდა მოქცეული თითქოს გვერდით იყო გადაწეულიო, ამის გაფიქრებაზე გვერდითა სკამსაც გახედა და თვალები გაუფართოვდა. უკვე ათი წელია ამ თანამდებობაზეა, მაგრამ დღემდე ვერ ეჩვევა ასეთ სისასტიკეს, 20 წლამდე ასაკის საოცრად ლამაზ გოგოს პირდაპირ შუბლი ქონდა გახვრეტილი და სისხლი სახეზე ქონდა შემხმარი. ცალი ხელი კარებზე ედო, ალბათ გაქცევა უნდოდაო გაიფიქრა დაჩიმ და ისევ ძმას დაუბრუნდა მისი მზერა. ორი წუთით მდუმარედ უყურებდა, შემდეგ კი მისი ცივი ხმა ლამის მთელი ტყის ტერიტორიაზე გაისმა:
-დემნა გამოიძახეთ.
15 წუთიც არ იქნებოდა გასული შავი პასატი რომ მოვარდა დანაშაულის ადგილზე. ლამის გაჩერებული მანქანიდან გადმოვარდა დემნა და დაჩისკენ წამოვიდა. მანქანას ქორივით ედგა წინ და მიკარების უფლებას არავის აძლევდა. დაჩის მიერ დამხმარის გამოძახება რაღაც საოცარს ნიშნავდა, დიდი ხანი პარტნიორები იყვნენ და დემნამაც იცოდა ეს, ანუ რაღაც სერიოზული მოხდა და მიტო გააგებინეს. არ დაიჯერა საქარე მინას რომ შეხედა და გაკვირვებული გადახედა დაჩის.
-რომ გაიგებენ ჩემი ძმაა საქმეს ჩამომაშორებენ, ამიტომ სანამ ვინმე სი*ს მიუგდებს ჩვენი უფროსი ამ საქმეს შენ უნდა აიღო და მეც საქმეში ვიქნები.
-არც კი შემომეპასუხო_ხელი გამაფრთხილებლად აუქნია დემნას და მანქანაში შეძვრა.
ორივე ფრთხილად დაძვრებოდა წინ და უკან და ირგვლივ გაოცებულ მზერებს აიგნორებდნენ. ყველამ გაიგო ვინც იყო მსხვერპლი, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიოცეს დაჩის პროფესიონალიზმით, როცა კაცმა ყველანაირი გრძნობა გათიშა და დემნასთან ერთად ხმამაღლა მსჯელობდა.
-დემნა, სისხლის კვალს დაუკვირდი, ნახე დემეტრე ადგილზე ყავთ მოკლული სკამი სისხლითაა მოსვრილი, მაგრამ ნახე ამ გოგოს შუბლი გაუხვრიტეს და მისი ერთი წვეთი სისხლიც კი არაა მანქანაში, მგონია რომ...
-გგონია საქმე გოგოშია, გარეთ მოკლეს და შენი ძმა უბრალოდ შემოსწრებული მოწმეა?
-არა, ჯერ ერთი მგონია რომ ახლომახლო ტყეში თუ დავათვალიერებთ, რომელიმე ხესთან სისხლის კვალიც იქნება და ბაწარიც რითიც ეს გოგო ეყოლებოდათ მიბმული და მეორე, ხო ჩემი ძმა სავარაუდოდ უბრალოდ მოწმეა და ცუდ დროს ცუდ ადგილზე მოხვდა. სასწრაფოდ ფარნები და ტყეს ვათვალიერებთ_დასჭექა ბოლო ხმაზე და თითონაც ტყისკენ წავიდა ფანარ მომარჯვებული. გზიდან გიორგის მოხედა -გიორგი, აქ არ დამჭირდება, ჩემს აქ საქმის მოლევამდე იქნებ გოგოს ვინაობა დამიდგინო.
-რა თქმა უნდა ბატონო დაჩი_გამომძიებელი ზევიდან არავის უყურებდა, აქაოდა თქვენზე მაღლა ვდგავარ და გიბრძანებთო, თითოეულ თანამშრომელს რიდით და თავაზიანობით გაჟღენთილი ხმით მიმართავდა, ამიტომაც დაიმსახურა სამსახურის პირველივე თვეებში მათი პატივისცემა და ახლა როცა მსხვერპლის ვინაობა იცოდნენ ყველა თვალებში უყურებდა რითი შეეძლოთ დახმარება. გიორგისაც გაუხარდა შანსი მიეცა და მაშინვე უკან მობრუნდა.
დაჩი მართალი აღმოჩნდა, რამდენიმე მეტრის მოშორებით რიჟრაჟის ფონზე მოკრა წითელ ლაქებს ერთ-ერთ ხეზე თვალი. მაშინვე დაიძახა და ყველა შეჩერდა.
-ბიჭებო, თითქმის გათენებულია, ნახევარ საათში სრული სინათლე იქნება, ხეს არავინ ახლოს არ ეკარება, დარწმუნებული ვარ ამ გოგოს მოსაკლავად მათთვის რაღაც მიზეზი იქნებოდა, ამ მიწის გადათხრაც რომ მოგვიწიოს რამე ხელჩასაჭიდი მაინც უნდა ვიპოვოთ.
ყველამ დაიწყო ირგვლივ ხელების მიწაზე ფათური, ერთი ფოთოლიც კი არ დარჩენიათ ამოუტრიალებელი, მაგრამ ვერაფერი ნახეს. ხესთან როგორც დაჩი ვარაუდობდა ბაწრის ნარჩენები, სისხლის დიდი გუბე და გაქექილი ბალახი იყო, ანუ გოგო შველას ითხოვდა და პირ აკრული ფეხებს წინ და უკან ახახუნებდა.
-რაღაც ვიპოვე_დაიძახა დემნამ.-სამაჯურია.
-მეც ვხედავ რომ სამაჯურია დემნა, ექსპერტიზაზე გავუშვათ ახლავე, მაპატიე ნერვები უკვე აღარ ვიცი სად მაქვს_ხელები აწია მობოდიშების ნიშნად დემნას გამოხედვას რომ შეხედა.
მართალია მეგობრები იყვნენ, თანაც უახლოესი, მაგრამ ბავშვობიდან არა. დაჩის ბავშვობის მეგობრები არ ყავდა შემორჩენილი, დემნა სამსახურში გაიცნო. გამომძიებლის მოწმობა რომ მისცეს, ჯერ ახალბედა ხარო და წყვილში დააყენეს დემნასთან. 5 წელი ერთად მუშაობდნენ, ერთმანეთს ყველანაირს იცნობნენ, იმდენი რამ ჰქონდათ ერთად გამოვლილი ასეც უნდა ყოფილიყო.
-ყველაფერს გავარკვევთ დაჩი, აი ნახავ.
-ვიცი დემნა, უბრალოდ დემეტრე, ის.... ისეთი..... ის პატარა იყო._ვეღარ მოითმინა დაჩიმ და თავი ჩახარა, მხოლოდ ორი წამით, შემდეგ ჰაერი ღრმად შეისუნთქა და ჩვეული გამომეტყველება აიკრა სახეზე. სანამ დემნა რაიმეს თქმას მოასწრებდა დაჩის ტელეფონი აწკრიალდა.
-გისმენ გიორგი.
-ვიპოვე ბატონო დაჩი, გოგონა ვიპოვე.
-სახელი გვარი მისამართი?
-დიახ, ორ წამში შეტყობინებათ მოგივათ.
-მადლობა გიორგი.
-რას ბრძანებთ ბატონო დაჩი, თუ რაიმე შემეძლება შემაწუხეთ.
-წავედით დემნა_ტელეფონს დაჰყურებდა ისე ჩაუჯდა ბიჭს მანქანაში.-ჯავახიშვილზე ცხოვრობს, ქალაქის მეორე ბოლოში რა ჯანდაბა უნდოდა_ბურდღუნით გადაიკრა ღვედი და ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა. (1)
ლილია ღამის გათენებას მიჩვეული იყო, ხატვისას ისე შემოათენდებოდა ხოლმე ნიას ხმაზე ფხიზლდებოდა. ახლაც ხატვისთვის გადადებული „საროჩკა“ ეცვა სახლის მაღალ რბილ ჩუსტებზე და კიდევ ერთ ნახატს ასრულებდა კარზე ზარი რომ დარეკეს. არც დაუხედია რა ეცვა, ფუნჯი გადადო და კარებისკენ წავიდა, კოსა შეისწორა და ღიმილით გააღო კარები სანამ ბრახუნზე გადასული სტუმარი კარს ჩამოიღებდა.
-გისმენთ? _გაკვირვებაში გადაუვიდა ტონალობა ორი ახმახის დანახვაზე და წამიერად ინანა კარის გაღება.
-ვინ ხართ?_უხეში ტონი იმდენად გაუკვირდა წარბები აზიდა მაღლა და გაკვირვებულმა ახედა ერთი თავით მაღალ კაცს.
-უკაცრავად, მაგრამ სახლში თქვენ მივარდებით და აქეთ მთხოვთ ახსნა განმარტებას?
-გვაპატიეთ, ასე უხეშად არ უნდოდა,_მეორე მამაკაცი ჩაერთო უცებ და პირველი გვერძე გაწია._ჩვენ მეორე სამმართველოდან ვართ, გამომძიებლები დემნა დემეტრაძე და დაჩი თაბაგარი_უცებ მიუთითა უხეშზე.
-გამომძიებლები? _ახლა უკვე შეშინებულმა გაუშვა ხელი კარის სახელურს და მისაღებისკენ გაუძღვა. დიდი სახლი მაინც არ ქონდა, ძლივს დაითანხმა ნია ერთ ოთახში ეცხოვრათ და მეორე ოთახი მთლიანად სამუშაოსთვის დაეთმოთ. დიდი ხვეწნა არ დაჭირვებია, ნიას ფოტოგრაფობა იტაცებდა და სამუშაო ოთახი მასაც სჭირდებოდა. დივანზე ჩამოჯდა და შეშინებული ახედა მდგარ გამომძიებლებს.
-გვაინტერესებს იცნობთ თუ არა ნია ონიანს_უხეშმა დაჩიმ პირდაპირ მიახალა და ლილიაც ფეხზე წამოხტა.
-არა, არა გეხვეწებით ოღონდ ნია არა, გთხოვთ მითხარით რომ კარგადაა გეხვეწებით რა, ოღონდ ნია არა_ცრემლებით დასველებული სახით ეცა დაჩის ხელებში და თავისი ხელები ჩასჭიდა.
-ვწუხვარ.
-არაააა_მისი კივილი მთელმა ქუთაისმა თუარა ჯავახიშვილმა ნამდვილად გაიგო_ოღონდ ნია არა_ჩაიჩურჩულა და ისე ჩაიკეცა დაჩიმ ძლივს მოასწრო დაჭერა.
გოგოს კივილზე 5 წუთში მთელი ბინა შეიყარა. როგორ ვერ იტანდა დაჩი ასეთ სიტუაციებს, დემნას თვალებით ანიშნა და გოგო მეზობლებთან დატოვეს, ახლა დალაპარაკებას აზრი მაინც არ ქონდა.დემნას მანქანის კარი ლამის ჩამოუხსნა ისე მიიჯახუნა დაჩიმ.
-ეე ჩემი მანქანაა დაჩი.
-როგორ ვერ ვიტან ამ სცენებს.
-დაჩი მან ახლობელი დაკარგა.
-არც კი ვიცით ვინაა იმ ნიასთვის, დემეტრეს მკვლელი კი არხეინად დასეირნობს. ჯანდაბა, ნანი.
-ჩვენ უნდა ვუთხრათ ხო?
-აბა დედაჩემთან სხვა გავუშვა და დემეტრეს სიკვდილი აცნობონ ჩვეული გაცვეთილი ფრაზებით?
უსიტყვოდ დაძრა დემნამ მანქანა და დაჩის მშობლებისკენ წავიდნენ. ორივე ადგილზე გაიყინა, ხმა ვერცერთმა ამოიღო. დედამისმა ერთი ცრემლიც კი ვერ გადმოაგდო ისეთი გაყინული სახით მიაჩერდა დაჩის
-დაიჭირეთ?
-ხომ იცი რომ დავიჭერ დედა_გაბზარული ხმით უპასუხა ქალს, მაგრამ საპასუხად მიმიკაც კი არ შეცვლია ქალს.
-შვილი მაინც ვეღარ გაგვიცოცხლდება_ჩაილაპარაკა მამამისმა და დივნის საზურგეს დაეყრდნო.
გარეთ გამოსული დაჩი გიჟს გავდა -წავედით, ისევ იმ გოგოსთან_ და საპასუხოდ პირდაღებულ დემნას თითი დაუქნია. გზაში სამმართველოში გადარეკა, ახალი არაფერი იყო, ეს ხომ ქუთაისი, სათვალთვალო კამერებად მეზობლები ყავთ ხოლმე, მაგრამ ტყეში ვინ მოეძებნა.
შესასვლელი კარი ღია დახვდათ, შევიდნენ დაიძახეს, მაგრამ გოგო აღარ ჩანდა. ბოლოს ერთ-ერთ ოთახში მიაგნეს, იატაკზე იჯდა, ირგვლივ ფოტოები გაეშალა და სათითაოდ ყველას დაყურებდა. ცრემლი შეშრობოდა, მაგრამ მაინც ისე საცოდავად მობუზული იჯდა ბიჭებს სახე შეეცვალათ, თვით დაჩისაც კი. ოთახი გაკვირვებული თვალებით მოიარეს. გეგონებოდათ ოთახი ორად იყო გაყოფილი, ერთ მხარეს ფუნჯები, საღებავები, ნახატები, უამრავი ნივთი ეყარა. კედელზე ფერადი ნახატები იყო გაკრული და სხვათაშორის საკმაოდ ლამაზებიც. აი მეორე მხარე კი ნამდვილი გამოცანა იყო, კედლის თითოეული სანტიმეტრი იყო დაკავებული სხვადასხვა ზომის ფოტოებით, კუთხეში გასამჟღავნებელი აპარატი იდგა, გაბმულ ბაწრებზე დამატებით ფოტოები იყო და ოთახის ნახევარი ობობის ქსელს გავდა. დაჩი გოგოს ნელა მიუახლოვდა და ბეჭზე ხელი დაადო. გოგომ წყნარად ამოხედა და ფრთხილად წამოდგა
-ვიცი რატომაც მოხვედით, ვეცდები ყველაფერში დაგეხმაროთ, უნდა დაისაჯნონ. მძიმე ნაბიჯებით წავიდა დივნისკენ და ჩამომჯდარი ბიჭებს დაელოდა.
-კარგი, ჯერ თქვენ გაგვეცანით_ დაჩიმ დაიწყო და დემნამ თვალები გადაატრიალა, რომ გეკითხა შენ გაუძეხი საქმესო.
-მე ლილია ვარ, ლილია ჟღენტი, ნია ჩემი არაბიოლოგიური დაა, აქ ერთად ვცხოვრობთ...ვცხოვრობდით_გადაასწორა და ცრემლის შესაკავებლად ტუჩი მოიკვნიტა.
-შეგიძლიათ სულ თავიდან დაიწყოთ? ჩვენთვის თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია._ჩაერია დემნაც.
-კი ბატონო. მე და ნია ბავშვთა სახლში გავიზარდეთ, არცერთმა ვიცით მშობლები ვინ არიან, 21 წლის იყო, ღმერთო მასზე წარსულში ვლაპარაკობ_სახეზე ჩამოისვა ხელები და ორი წამით შეისვენა. _ მე მასზე 4 წლით უფროსი ვარ, მაგრამ ურთიერთობაში არასდროს გვეტყობოდა, დებივით ვიზრდებოდით, ერთმანეთს გვერდში ვედექით. მოკლედ 18 რომ გავხდი იქ აღარავინ გამაჩერებდა და დირექტორს ვთხოვე, მხოლოდ ღამის გათევის უფლება მოეცა, სამაგიეროდ ბავშვების მოვლაში დავეხმარებოდი. თავისუფან დროს ერთ-ერთ ბარში მიმტანად ვმუშაობდი, შემდეგ ღამით თეფშებსაც ვრეცხავდი და ფულს ვაგროვებდი. ნიაც რომ თვრამეტის გახდა ჩემი 4 წლის ნაგროვები უკვე გვეყოფოდა თავზე ჭერი გვქონოდა და ერთად წამოვედით. ეს ბინა ვიქირავეთ და უკვე ნიამაც დაიწყო მუშაობა. ისიც მიმტანად მუშაობდა ერთ-ერთ ცნობილ კაფეში. იმდენი ვაგროვეთ გირაობა შევძელით ბინის და ქირაში ფულის გადაყრამ ამოგვასუნთა, ძლივს შეკოწიწებული ფულით ნიამ ფოტოაპარატი იყიდა, გიჟდებოდა გადაღებაზე, მე კი თუ რამეს შევაგროვებდი საღებავებში ვხარჯავდი. ბოლოს გადაწყვიტა პროფესიონალურად შეესწავლა და კურსებზე ჩაეწერა. ამ დრომდე ასე ვცხოვრობდით, მეტი არ ვიცი რა გაინტერესებთ.
-შეყვარებული, ტაყვანისმცემელი, ვინმე ყავდა?
-კურსებზე ერთი ბიჭი გაიცნო, ძალიან მომწონდა, ნია ისე საოცრად უყვარდა, რამდენჯერმე მეც ჩამითრია მისთვის სიურპრიზი რომ მოეწყო. ნიასაც უყვარდა, მაგრამ არ ვიცი მოასწრო თუარა გამხელა თვე ნახევარია ხვდებიან ერთმანეთს... ხვდებოდნენ_ისევ შეასწორა და ჯერ დაჩის, შემდეგ დემნას ახედა და ისევ ცრემლი მოერია.
- სახელი?
-დემეტრე, გვარი სიმართლე რომ გითხრათ არ მახსოვს მგონი თაბაგარი.
დაჩიმ გრძნობები ვეღარ მოთოკა და ფანჯრის რაფას დაეყრდნო. ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა, მაგრამ დემეტრე, მისი უმცროსი ძმა, არა, ვერ მოისვენებდა სანამ დამნაშავეებს არ დაიჭერდა, დამსახურებულს არ მიუზღვევდა.
-სად მუშაობდა ნია? ვინმე გადაკიდებული ყავდა? რამეში ხომ არ იყო უკანონოში გარეული?_წამიერად შემობრუნდა დაჩი გოგოსკენ და პირდაპირ თვალებში ჩააშტერდა. დაინახა როგორ აენთო თვალები სიბრაზისგან ლილიას.
-მოიცა რას ნიშნავს გარეული რაში იყო? ის ერთი უბრალო ფოტოგრაფი იყო, ბინისქვედა საცხობში მუშაობდა და ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, იქნებ და ეს დემეტრე იყო რამეში გარეული და ნიაც გარია? ყველაფერს ნიას რა უფლებით აბრალებთ ამის უფლებას არ მოგცემთ, ის ბიჭი იპოვეთ ჯერ.
-ჩემს ძმაზე წესიერად ისაუბრეთ, რაში უნდა ყოფილიყო 24 წლის ბიჭი გარეული, სახლისა და უნივერსიტეტის გარდა არსად დაიოდა.
-ძმაა? რა თქმა უნდა, დაჩი თაბაგარი ახლა გასაგებია, თქვენ ხართ ის დაჩი_ გვერდულად ჩაეცინა ლილიას, თავი გადააქნია და ისევ დივანზე დაჯდა_სად არის დემეტრე, უკვე იცის ნიაზე? საწყალი ბიჭი გაგიჟდება.
-ალბათ იცის_ისევ ფანჯრისკენ შებრუნდა დაჩი.
-ალბათ რას ნიშნავს?
-ლილია, დემეტრე და ნია ამ დილით ერთად მოკლეს მანქანაში_გაისმა დემნას დაძაბული ხმა და დაჩიმ თითქოს ზურგზე იგრძნო გოგონას კაკლის ხელა თვალების მზერა. (2)
-რა საშინელებაა, ვწუხვარ_ თავი ჩახარა ლილიამ.
-შენ თქვი რომ ნია მიმტანი იყოო, ახლა ამბობ საცხობში მუშაობდა, ეს როგორ გავიგოთ?_გვერდულად გამოხედა დაჩიმ.
-ნია არტ კაფეში მუშაობდა რამდენიმე თვე, ხელფასი მოსწონდა, მაგრამ ერთ დღეს გამოაცხადა წამოვედიო, მიზეზი არ უთქვამს, თუმცა ორ თვეში როცა ეცალა ფოტოაპარატით მაინც დადიოდა, უყვარდა მოცეკვავე ხალხის გადაღება, ასე ბევრნაირ კადრს ვიჭერო ამბობდა. შემდეგ დემეტრესთან ერთად დაიოდა.
-გაუჩინარებამდეც იქ იყო?
-სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცი, ისიც არ ვიცოდი რომ გაუჩინარდა, რაც დემეტრე გაიცნო ღამით ხშირად უყვარდათ გასვლა, ახალი გზა რომ დააგეს ქუთაისში შემოსასვლელი იქ დგებოდნენ მანქანით , ერთ-ერთი ადგილიდან მთელი ქუთაისის ხედი ჩანდა და რომანტიულად მიაჩნდათ_კიდევ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა_იმითი მაინც დავმშვიდდები, რომ ახლაც ერთად არიან.
-შეგიძლიათ კამერა გვაჩვენოთ?
-რა თქმა უნდა._ლილია ნიას ოთახისკენ წავიდა, მაგრამ გაკვირვებული დაბრუნდა
-აქ არ არის, თუმცა როგორ იქნებოდა სულ გამოვშტერდი, თან ექნებოდა მანქანაში, მის გარეშე არსად დადიოდა.
-კარგი, სხვაგან სად იღებდა კიდე?
-ძირითადად ადამიანებს იღებდა, მაგრამ რამდენჯერმე რიონის პირასაც იყო, აი პირველი სკოლის ქვემოთ ჩასასვლელიდან რომ ქვებზე გადადიხართ.
-გასაგებია, ანუ საქმე კაფეშია_ ხმამაღლა ფიქრობდა დაჩი.
-კაფეში? კაფეში რატო? _გაოცებულმა გახედა გოგომ
-არაფერი, ეს თქვენი საქმე აღარაა.
-ის ჩემი და იყო.
-არაბიოლოგიური, ეს ჩვენი საქმეა, თქვენი ცხოვრების გაგრძელება და ხატვაა. თუ კამერას იპოვით გაგვაგებინეთ_მკაცრად მოჭრა და კარებისკენ წავიდა.
-როგორ?
-აი ჩვენი ნომრები_ფურცელი დაუტოვა დემნამ და დამშვიდობების ნიშნად თავი დაუკრა.

მაშინვე განყოფილებაში დაბრუნდნენ და იმედიც გაუცრუვდათ ახალი ისევ არაფერი.
-დაჩი, მოდი ძმურად სახლში წადი, ჯერ ახალი არაფერი იქნება, ეს შენთვის იოლი არ იყო, ცოტა დაწყნარდები წაუძინე და დილით ისევ განვაგრძოთ.
-არა დემნა, ახლა სახლში ვერ წავალ, არც მარტო დარჩენა მინდა და არც აქედან წასვლა. კიდევ გადავამოწმებ ყველაფერს.
დიდი ჩხუბის შემდეგ როგორც იქნა დაითანხმა და დაჩის სახლის კარი მძიმედ გაიღო. ტანსაცმელი გამოიცვალა და დივანზე ჩამოჯდა. დემეტრე ენანებოდა, ასეთი რა მოხდა, რომ ორი ახალგაზრდა ასე სასტიკად გაიმეტეს, ეტკინა, რომ დემეტრე შეყვარებულს უმალავდა, მითუმეტეს თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო. ან ეს გოგო რა შუაში იყო, უბრალო ფოტოგრაფი რატომ უნდა მოეკლათ? იქნებ მისი ძმა იყო მართლაც რამეში გარეული? არა ვერ დაიჯერებს, მაგრამ თუ ასეა მისი ბრალია, ოჯახისთვის ვერასდროს იცლიდა. ამ გოგოს საქციელიც საკმაოდ საეჭვოა, თუ ბარიდან უსიამოვნების გამო წამოვიდა ასე ხშირად რატომ სტუმრობდა? მიზეზი რაცარუნდა ყოფილიყო ეს მაინც საეჭვო იყო. პიჯაკს ისევ დასტაცა ხელი და სამმართველოსკენ წავიდა.

სამსახურში დილით მისულ დემნას დაჩი უკვე მაგიდასთან, ფურცლებში თავჩარგული დახვდა.
-ღმერთო დაჩი, შენი გადამკიდე ცოლი გამშორდება.
-უკვე გათენდა? რატო ნატალის რა ჭირს?_თავი ფურცლებიდან არც აუწევია ისე ამოსძახა.
-კვირაში ორჯერ მხედავს და აბა რას იზამს ნორმალური ადამიანი? მოიცა უკვე გათენდა რას ნიშნავს სახლში რომ გაგიშვი უკან დაბრუნდი?
-დემნა ნახე რა ვიფიქრე_ვითომ არც გაუგონია მეგობრის ხმა დაფასთან ისე მიიყვანა_ ის გოგო ერთი წლის, ნუ ცოტა მეტი ხნის წინ წამოვიდა ბარიდან, არვიცით რატომ, მაგრამ წამოსვლის შემდეგ ლამის ყოველ მეორე დღეს იქ დადის და როგორც ის გოგო ამბობს, ფოტო.....
-ლილია.
-რა ლილია და ყვავილი აგიტყდა?
-ის გოგო კიარა ლილია.
-ჯანდაბა დემნა სერიოზულად გელაპარაკები.
-კაი ბოდიში ხოიცი არმიყვარს მასეთი მიმართვა.
-მოკლედ, ეს ნია უკან ბრუნდება და როგორც ეს ლილია ამბობს ხალხს ფოტოებს უღებს. ახლა კიდევ ერთი უცნაურობა, ლილიას გადავურეკე და ბარში სიარულის სიხშირე უფრო ზუსტად ვკითხე, გამოიცანი რა მოხდა, ნიას ბარში სტუმრობა ზუსტად ემთხვევა ცოცხალი ბენდის გამოსვლის დღეებს.
-და მერე რა? კარგი რა დაჩი, იქნებ უბრალოდ ცოცხალი მუსიკა უყვარდა?
-არა დემნა, იქ ყოველ საღამოს ერთი და იგივე სიტუაციაა, მუსიკაც ერთი ჟანრისაა. ვფიქრობ ღირს ბენდის ამბების გარკვევა. ნუ ბარის უკვე გავარკვიე_და დაფაზე მიუთითა სადაც პირამიდის მიხედვით მფლობელები და მომუშავე პერსონალის ფოტოები იყო გაკრული.
-დაჩი დარწმუნებული ხარ?
-ხომ იცი დემნა ინტუიციას ყოველთვის ვენდობი. ნატალი დაპატიჟე ამ საღამოს არტ კაფეს ვესტუმროთ.
-ნატალი? ჩემ ცოლთან რაღა გინდა?
-სანამ ჟეტონით მივაკითხავთ მინდა უბრალო კლიენტის სახით შევათვალიერო.

ორი კვირა ისე გავიდა ახალი ბევრი ვერაფერი გაიგეს, ბარში რამდენჯერმე იყვნენ ბენდის დროს მაგრამ საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ. სულ ხუთნი იყვნენ, ოთხნი ინსტრუმენტთან, ერთიც კომპიუტერთან, ისიც რეპერტუარს არჩევდა. ლილიას ზარები ბიჭებს ლამის ყელში ქონდათ ამოსული. გოგო თითქმის ყოველდღე ურეკავდათ და ახალ ამბავს ელოდა, ბოლოს კარგადაც გამოლანძღა უმაქნისები ხართო და სამი დღეა აღარ გამოჩენილა. ის იყო დაჩიმ ვისკის ჭიქა მაგიდაზე დააგდო და დემნას გადახედა:-მომბეზრდა ჟეტონს ავუფრიალებო, უკნიდან საკმაოდ ნაცნობი ხმა რომ მოესმათ
-აბა, რამეს ხომარ დაამატებდით? _ფართედ გაიღიმა მიმტანის ფორმაში გამოწყობილმა ლილიამ და ბიჭების გაოცებული მზერა დააიგნორა. (3)
-ლილია აქ რა ჯანდაბას აკეთებ_უცებ წამოვარდა დაჩი და მკლავში წვდა_ ახლავე წადი აქედან, ხომ გითხარი არ გაერიოთქო?
-ბატონო გამომძიებელო, მე უბრალო მიმტანი ვარ და მეც კი ვხვდები, რომ ასე ყურადღების მიქცევა აქ არ შეიძლება. ნუთუ ესეც მე უნდა გასწავლოთ?
-გამოიცვალე და წადი აქედანთქო.
-არა. მთელი ორი კვირა გქონდათ, მთელი ორი კვირა და ვერაფერი გაარკვიეთ. ლოდინით დავიღალე, ახლა უკვე ჩემი ჯერია.
-რა შენი ჯერია გოგო ნუ გადამრიე, ახლავე წადი აქედან.
-საქმეს თქვენ ვერ იძიებთ და სხვებს მაინც დააცადეთ რა ბატონო დაჩი_ ხელი ცივად გააშვებია და ირონიულად ჩაილაპარაკა.-თანაც უკვე გვიანია, აქ როგორც ნიას დას ისე მიცნობენ, ამიტომ ვნახოთ ვინ რას მოიმოქმედებს.
-ლილია დარწმუნებული ხარ?
-მერე ვისაუბროთ დემნა, აქ არ ღირს_ დასრულებული არ ქონდა ლილიას სიტყვა უკნიდან ბარმენი რომ ამოუდგა.
-ლილია რა ხდება?
-არაფერი ლაშა, უკვე სხვა მაგიდასთან მივდიოდი_ბიჭი მაინც რომ თვალებით ბურღავდა დაჩის, ლილიამ ჩუმად ჩაულაპარაკა_ხოიცი ქუთაისელი ბიჭები როგორები არიან, დღეს გაიგო მისი შეყვარებული მიმტანად რომ მუშაობს და არ მოეწონა_ვითომ გაიცინა და ამაზე უფრო გაცოფებულ დაჩის მზერა აარიდა.
-ისე თქვენ ადგილას ბენდის წევრებს ყველაზე დიდ დროს დავუთმობდი_ყურში ჩუმად ჩაჩურჩულა ლილიამ, დაჩის სასიამოვნო სურნელი დააიგნორა და შემდეგი მაგიდისკენ გაემართა.
-ღირსი იყავი, ეს გოგო მომწონს_სიცილი დაიწყო დემნამ, თუმცა დაჩის აღარ ეცალა და ბენდს აკვირდებოდა. ესეიგი არ შემცდარა, ინტუიცია არც ამჯერად ღალატობდა, საქმე მათშია, მაგრამ კერძოდ? კარგი ამას გაარკვევს, თითოეულს გაშიფრავს, ყველა მათ ნაბიჯს გაიგებს და ვერაფერს გამოაპარებენ, ბედნიერს გაეღიმა და ვისკი ბოლომდე მოსვა, მართალია ეს გოგო საოცრად აღიზიანებს, მაგრამ უხარია, რომ მისი ეჭვები გაამყარა.

სახლში გვიან დაბრუნდა, ბენდის წევრებზე ინფორმაციას ამოწმებდა და ჭკუიდან გადავიდა იმდენად სუფთა ისტორია ქონდათ. არა, მაინც არ დანებდებოდა, რაღაცას იპოვიდა. ტელეფონის ხმაზე უცებ წამოდგა ლოგინიდან და გაკვირვებულმა უპასუხა ლილიას ზარს
-ლილია?
-დაჩი, მაპატიე გაგაღვიძე, შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ შენ და დემნა და ვინმე გამოიყოლოთ იქნებ ანაბეჭდები დატოვეს?
-აბაბეჭდები? რა ანაბეჭდები? ლილია სად ხარ?_პასუხს არც დალოდებია ისე სტაცა მანქანის გასაღებს ხელი და კარი გამოაღო.
-ჩემი ბინა ყირაზეა.
-მოვდივარ, ხელი არაფერს ახლო, დამელოდე, გასაგებია?
-ღმერთო ჩემო ნუ ყვირი, მე თითონ დაგირეკე ვხვდები რომ ხელი არაფერს უნდა ვახლო.
-ჯიუტი ბავშვი, ჯიუტი_გაბრაზებულმა დაქოქა მანქანა, და დემნასთან დარეკვა გადაიფიქრა_მართლა გამოაგდებს ამ საცოდავს ცოლი მე თითონ მივხედავო. არ გაუმართლა, დემნა უკვე იქ დახვდა, კრიმინალისტებს დაურეკავთ რადგან საქმე ოფიციალურად მისი იყო და ახლა შორიდან უბღვერდა .
-აბა რა ხდება?
-ლილია ამბობს რომ არაფერი დაკარგულა.
-ხო ასე რასაც ვხედავ ყველაფერი ადგილზეა, ჩემი ოთახი შევამოწმე და ცოტა ფული რაც გადანახული მქონდა ხელუხლებელია. ეს რას ნიშნავს?_ბიჭებს გადახედა ერთმანეთს უსიტყვოდ რომ ესაუბრებოდნენ_რა თქმა უნდა, რაღაც კონკრეტულს ეძებდნენ არა? ფული არაფერში ჭირდებოდათ, რაღაც კონკრეტული უნდათ რაც ნიასთანაა კავშირში.
ბიჭებმა კრიმინალისტები გაუშვეს, მაინც ვერაფერი იპოვეს, ფროფესიონალის ნახელავს გავდა. მათი გასვლა და ლილიას ყვირილი ერთი იყო:
-ან ახლავე მომიყვებით წესიერად ყველაფერს, ან ჩემით ვიმოქმედებ და არცერთს გეტყვით რა გავიგე.
-დარწმუნებული ხარ რომ მხატვარი გინდა გახდე?_გაეცინა დემნას_კარგად აზროვნებ.
-მომიყევით.
-კარგი,_ ხელები აწია დაჩიმ_ რადგან უკვე იქ მუშაობ ერთმანეთს გამოვადგებით
-დაჩი ეს სარისკოა, ის არ ჩარიო, რამე შეიძლება მოუვიდეს.
-დემნა, ამ ცხოვრებაში არავინ დამრჩა, ისიც არ ვიცი რატომ ვცხოვრობ, მეგობრები არ მყავს, აღარც და, ნიას სიკვდილის შემდეგ ჩემ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მიზანია, სამაგიერო გადავუხადო ვინც ასე გამამწარა, თქვენი საქმეა ჩამრევთ თუ არა. ახლა უკვე ნამდვილად ვიცით რომ საქმე კაფეშია, როგორც კი მივედი და ნიას და ვართქო განვაცხადე იმ ღამესვე სახლი გაჩხრიკეს.
-კარგი ლილია, მაშინ ინფორმაცია გავცვალოთ, მოკლედ, მკვლელობის ადგილზე ჯერ დემეტრე მოკლეს, ნია გარეთ ერთ-ერთ ხეზე ყავდათ მიბმული, ანუ მისგან ინფორმაციის დატყუება უნდოდათ, და ჯერ შეაშინეს. ადგილზე სამაჯური ვიპოვეთ და მასზე დნმ-იც ვნახეთ, მაგრამ თუ შესადარებლად არავინ გვეყოლება ვერ გავიგებთ ვისია. ბენდს რაც შეეხება, ყველა გადავამოწმეთ, მაგრამ იმდენად სუფთა ისტორია აქვთ, ლამის დავიჯეროთ უმანკოები რომ არიან. ჩვენებს რაც შეეხება, ვცადეთ დღის მარშუტი გაგვეგო, მაგრამ ეს ქუთაისია და რამდენიმე კამერა მუშაობს, გავიგეთ, რომ კაფემდე მაკდონალდში იყვნენ, შემდეგ კაფეში და სადღაც უნივერსიტეტთან კვალს ვკრგავთ.
-კი მაგრამ ორი კვირა გავიდა სულ ესაა? მანქანაში არაფერი იყო?
-არა, არანაირი ანაბეჭდი, იდეალურად სუფთა დაგვხვდა, არც ავარიის კვალია, ანუ თვითონ გააჩერეს იმ დაწყევლილ ტყესთან.
-ტყესთან? სად ტყესთან?
-საღორიაზე.
-ღმერთო ჩემო,_სახეზე ხელები აიფარა ლილიამ_ეს მათი ადგილი იყო, ერთ-ერთ ნაწილში ბოლოსკენ ხეები შეთხელებულია, იქ უყვარდათ ყოფნა, დემეტრე ამბობდა ისეთი სიწყნარეა, გვამშვიდებს ხეების შრიალში ვარსკვლავების ყურებაო. ნია კიდე დაცინოდა, რომელი ვარსკვლავების მთელი დრო მე მიყურებო. ღმერთო რა ბედნიერები იყვნენ._სლუკუნი ვეღარ შეიკავა ისე აუცახცახდა ბეჭები. დაჩის გული ორმაგად ეტკინა და კიდევ ერთხელ დაინახა თვალნათლივ რამდენი გამოტოვა მისი ძმის ცხოვრებაში, ამ უცხო გოგომაც კი იმაზე მეტი იცოდა ვიდრე თვითონ.
-მოვკლავ, ვინც არუნდა იყოს, ჩემი ხელით მოვკლავ, ამის დედაც მო****, ბავშვებს ერჩოდნენ არაა_მთელ ოთახში გაშმაგებით დარბოდა დაჩი და ისედაც არეულ ოთახს უარესად რევდა და ყველაფერს ლეწავდა. ცოტაც აცადა ლილიამ და მთელი ძალით ჩაეხუტა.
-დამშვიდდი, დავიჭერთ, აი ნახე, პასუხს გაგვცემენ, დავიჭერთ._ეჩურჩულებოდა კაცს და იატაკზე დავარდნილები განუკურნებელ ტკივილს დატიროდნენ. (4)

ერთი კვირა ისე გავიდა ახალი ვერაფერი გაიგეს, ეჭვი რომ არავის აეღო ლილია ყოველ დღე მუშაობდა, გვიან ხან დაჩი აკითხავდა ხან დემნა, იმ დღეს აჯამებდნენ და ლილიაც სახლში მიყავდათ, ასე უფრო მშვიდად იყვნენ.
-ისე დაჩი, არ მეგონა ლილია ასეთი ჭკვიანი თუ იქნებოდა, უშიშრიც, მის ადგილას სხვა უბრალოდ ცხოვრებას გააგრძელებდა.
-ეგეც გააგრძელებს, უბრალოდ ჯერ დეტექტივობანას თამაშობს.
-კაი რა დაჩი რა უხეში ხარ, ის ხო გვეხმარება.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ და წადი მოიყვანე.
ბიჭების მოკითხვით ჩაჯდა ლილია, დემნამაც გაუღიმა საპასუხოდ და უცებ მოუბრუნდა.
-გეხვეწები უარი არ მითხრა, ნატალის შენი გაცნობა უნდა და აქედან ჩემთან მივდივართ.
-კი ბატონო, იმედი მაქ ოჯახს გადაგირჩენ და ხელსაც დაგაფარებ _უცებ გაეცინა ლილიას და დემნას დაბღვერილ სახეს თვალი აარიდა.
-ოოოო, აი ეგ კარგი აზრიაა, ჩვენ მაინც ვუშველოთ ამ საცოდავს, თორემ ნატალისნაირ მეორეს მაინც ვერ ნახავს.
-ორივე გაჩუმდით რა, არავინ არ აპირებს ჩემ მიტოვებას._ჩაიბურდღუნა ბოლოს და ნაწყენი შებრუნდა დემნა. დაჩის და ლილიას ხითხითი დააიგნორა და ჯიუტად წინ გააგრძელა ყურება.
მანქანა დაჩიმ ერთ-ერთ ბინასთან გააჩერა და მეოთხე სართულიც მალევე გამოჩნდა. გოგონა თავჩახრილი მიუყვებოდა კიბეებს და თვალები მაშინ დააჭყიტა დემნას გინება რომ მოესმა და ბიჭებმა იარაღი რომ ამოიღეს.
-რახდება?
-არ ამოხვიდე, კარი ღიაა, ჩემი სამსახურის გადამკიდე ნატალი კარს არასდროს ტოვებს ღიად.
-ნააატ_მთელ ხმაზე ყვიროდა გაგიჟებული დემნა და ანგრეულ სახლში ცოლს დაეძებდა.
-აქ ვარ_ხრიალის მაგვარი ხმა გამოვიდა ჩაკეტილი სააბაზანოდან_დემნა ხომ შენ ხარ?
-გამო ნატ მე ვარ_მაშინვე ხელები მოხვია აკანკალებულ ცოლს და ჩაიხუტა.
-ხომ კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავეს? იცოდე არ დამიმალო ჩემივე ხელით მოვკლავ_გამწარებული ლუღლუღებდა დემნა და ემოციებს ვერ იკავებდა.
-კარგად ვარ დემნა, კიდევ კარგი არ მეძინა და კარებს რომ ტეხდნენ ხმა გავიგონე და აბაზანაში ჩავიკეტე, სანამ მთელი სახლი გადააბრუნეს თქვენც მოხვედით. გავიგონე ერთმა თქვა მოვიდნენ წავედითო. სულ ეს იყო კარგად ვარ დემნა_კიდევ ერთხელ მოეხვია ქმარი და ცოტა დაწყნარდა.
-მარტო მე ვხვდები, რომ საქმე საკმაოდ სერიოზულია?_ხმადაბლა ჩაილაპარაკა დაჩიმ_აქამდეც გვქონია გადაკიდებული ნაბიჭვრები, მაგრამ ასე აშკარად ჯერ არავინ დაგვპირისპირებია.

ორ წუთიანი სიჩუმე ლილიას ტელეფონმა დაარღვია, გაკვირვებულმა დახედა უცხო ნომერს და მაშინვე უპასუხა.
-გისმენთ
-გამარჯობა საყვარელო ლილია.
-ვინ ხართ? _ ირონიულ ჩახლეჩილ ხმაზე ტანში გაცრა და ბიჭებს გადახედა, დაინახა დაჩიმ როგორ ანიშნა ხმამაღალზე ჩართეო.
-მე მიხვედრილი და ჭკვიანი გოგო მეგონე, შენ კიდე როგორ კითხვებს მისვამ?_ჩაიხითხითა და კიდევ ერთხელ გაცრა
-კარგი მაშინ რა გნებავთ?
-ეგ სხვა საქმეა, შეყვარებული როგორ გყავს ძვირფასო? ხომ არ ვაეჭვიანებთ?_ბიჭებმა გაოცებულმა ახედეს ლილიას
-ვერ გავიგე?
-იგივეს ნუ გამამეორებინებ, სცენებს კარგად გიწყობს და შეყვარებულსაც აღარ ეძახი?_დაჩი.
-საქმეზე გადადი.
-ოოო, აი ეს მომწონს, საქმოსანი გოგოს იმიჯი, მოკლედ თუ არ გინდა შენი საყვარელი ადამიანები დაზარალდნენ, შენი დაქალის ნივთებს კარგად გადაჩიჩქნი და მეხსიერების ბარათს მომიტან, თუ ამაზე სიტყვაც დაგცდება იცოდე კარგი დღე არ დაგადგება.
-საყვარელი ადამიანები? მეხუმრებით ალბათ ხო? ერთადერთი ნია მყავდა და მოკალით, თქვენი აზრით ვის გამო შევიწუხებ თავს? აღარავინ დამრჩა, ასე რომ ტყუილ მუქარას შეეშვით.
-როგორი გაბრაზება გცოდნიაა, მოდი მაშინ გითარგმნი, საყვარელ ადამიანებში ჯერ შენი შეყვარებული ვიგულისხმე, მერე კიდევ საყვარელი გამომძიებელი, რომელსაც ზარებით იკლებდი და დაუმეგობრდი, ბოლოს კი მომავალი მეგობარი ალბათ ნატალი, თუმცა გადაეცი, რომ მასპინძლობა დავუწუნეთ, როცა სტუმარი მოგივა სააბაზანოში არ უნდა ჩაიკეტო._სიცილით გათიშა ტელეფონი და ოთახშიც სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.

-ფაქტია, ბარათზე ფოტოებია, ამიტომ აწამეს ნია, ამიტომ გადააქოთეს ჩემი სახლი, ისიც ფაქტია ეს ფოტოები კაფეშია გადაღებული, მაგრამ ყველაზე საინტერესო რა არის ამ ფოტოებზე მოკვლას რომ არ ერიდებიან?
-ლილია, ახლა მომისმინე, კარგად დაფიქრდი, როცა შენ ან ნიას რაიმეს დამალვა გინდოდათ, ისე საიდუმლოდ, რომ თქვენს მეტს ვერავის ენახა სად დებდით?
-რა თქმა უნდა, ღმერთო რა სულელი ვარ, კარმა.
-რა კარმა მოგინდა ადამიანო ამ პაპანაქებაში.
-სახლში წამიყვანეთ რა სწრაფად, აგიხსნით.
სახლში როგორც კი შევიდა, მაშინვე კარმას მივარდა, წინა მხარე გადაწია და ხელი შიგნით ასანთებთან მოაფათურა.
-ხუმრობ? ეგ სამალავია? რამე ეტევა?_დაჩი ლამის პირდაღებული უყურებდა,
-არის, რაღაც არის, ვიპოვე, აი_მუჭი გახსნა და ორი მეხსიერების ბარათის კოლოფი გამოაჩინა. ერთი ცარიელი, მეორე კი ბარათით. მაშინვე მოიტანა ლეპტოპი და შეაერთა.
არც გაკვირვებიათ, მთელი ჩიპი ბარმენი ლაშასა და ბენდის „კომპიუტერშიკის“ ფოტოებით იყო სავსე.
-ანუ ბენდიდან ამ ბიჭს ვეძებთ.
-კი, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ ფოტოებია?
-სამაგიეროდ მეორე კოლოფია ლილია. ანუ ის ბარათი აქ არაა. მათ რომ ქონდეთ არ დაგირეკავდნენ. ჯანდაბა, ისევ გავიჭედეთ.
-მოიცადეთ, ლაშაც ჩვეულებრივია ბიჭია ხომ ასეა?_ლილია ოთახში დადიოდა და თან ფიქრობდა.
-ხო რავიცი ლილია, ლოგიკურად ბიჭი უნდა იყოს.
-დაჩი_იმხელა ხმით იყვირა ახალი იდეით სახეგაბრწყინებულმა, ლამის ჭიქა გააგდებია ბიჭს ხელიდან-ხო და თუ ის ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, მაშინ გეგმა მაქვს. ნუ არ მოგეწონებათ, მაგრამ მე მაინც გავაკეთებ ასე რომ ტყუილა არ შემეწინააღმდეგოთ.
-რა გეგმაა ამჯერად ქალბატონო?
წარბშეკრული და მკაცრი დაჩის მზერა დააიგნორა და:
-ხვალ საღამოს ბარში სკანდალით გშორდები_საზეიმოდ გამოაცხადა ლილიამ და აფხუკუნებულ ნატალიზე თითონაც გაეცინა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Naatii
ნანახია: 354 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
მომეწონა კარგად და გამართულად წერ ყოჩაღ**წარმატებები
avatar