ორი მოწმე (6-10 თავი)
14.09.2018, 17:53
მიუხედავად დაჩის გაცეცხლებისა და ყვირილისა, მაინც ლილიას გეგმამ გაიმარჯვა და აი ერთ სამშაბათ დღეს, როცა ჩვეულებრივად მუშაობდა, სრულიად მოულოდნელად მკლავში დაჩი წვდა და მისკენ შეაბრუნა.
-მე შენ რა გაგაფრთხილე?_თვალებიდან ლამის ცეცხლს აფრქვევდა.
-დაჩი მტკენ.
-გაიხსენე აბა რა გაგაფრთხილე? ხომ გითხარი კაფეში მისული აღარ დაგინახოთქო?
-დაჩი ეს ჩემი სამსახურია.
-არ მაინტერესებს. ახლავე გამოიცვალე და წამოდი_ხელის კვრით გაუშვა პერსონალის ოთახსიკენ და ყველას მისკენ მიპყრობილი მზერა დააიგნორა.
-არა დაჩი, ამჯერად შენსას ვერ გაიტან, უკვე ზედმეტი მოგდის, შეეგუე ბოლოსდაბოლოს, მე აქ ვმუშაობ.
სანამ დაჩი ისევ მოასწრებდა ლილიასთან მიახლოებას მათ შორის ლაშა ჩადგა, ლილიაც დიდის ამბით ამოეფარა და დამფრთხალი თვალებით დაიწყო ყურება.
-ძმაო ზედმეტი მოგდის, ჯობია აქედან წახვიდე ლილიას არცხვენ.
-შენ ვიღა ჩემი ფეხები ხარ? ჩემს საცოლეს სადაც მინდა და როგორც მინდა ისე მოვექცევი._საცოლეზე ლილიამ წარბები აწკიპა და ლაშას ზურგიდან ჩუმად გამოიჭყიტა.
-შენი საცოლე არ ვარ დაჩი და ახლა უკვე აღარც შეყვარებული, ყველაფერი დამთავრდა აქედან წადი.
-ამას ასე არ შეგარჩენ ქალბატონო_მუქარა დაუტოვა ლილიას და კმაყოფილი ღიმილით ჩაჯდა მანქანაში.

დემნასთან იკრიბებოდნენ, ორ საათში ლილიაც მივიდა, ნატალი ყველას მაგარი ყავით გაუმასპინძლდა, უნდოდა თუ არა ისიც ჩაერთო გამოძიებაში და ისეთი აზარტი იგრძნო დემნას საყვედურს აღარასდროს ვეტყვიო ისიც გაიფიქრა.
-მოკლედ ვერაფერს გეტყვი ყოფილო საქმროვ, მემგონი მსახიობობა უფრო გამოგდის, ფროფესიის შეცვლაზე ხოარ იფიქრებდი?_მხიარული ხმით შემონარნარდა ლილია დუტის გახსნით. მის გაბრწყინებულ თვალებს ცივად ახედა დაჩიმ და ბოლოს მაინც გაეცინა
-შენც იგივეს გეტყოდი. აბა?
-რა აბა?
-ახლა რას აპირებ?
-ოჰ დაჩი, შენთან დაშორებით ისე გავნერვიულდი ვიღაცის ბეჭი მჭირდებოდა ცრემლები რომ მეღვარა_მოწყენილმა ჩაილაპარაკა ლილიამ და ლამის ისევ ატირდა.
-ღმერთო ჩემო მართლა უნდა იფიქრო მსახიობობაზე_სიცილით გააქნია თავი დაჩიმ, მაგრამ ორ წუთში ისევ გამომძიებელი ჩართო_იცოდე როგორც შევთანხმდით, ძალიან ახლოსაც არ მიდიხარ, სახლში არ ეპატიჟები და თითოეულ სიტყვას უკვირდები.
-კარგი საყვარელო, ვიცი ეჭვიანობ, მაგრამ ჩვენ უკვე დავშორდით და ნება მომეცი ლაშასთან ბედნიერი ვიყო_თვალების ციმციმით მიუჩოჩდა დაჩის და ქვედა ტუჩი ვითომ მოწყენილმა ამოაბრუნა. დაჩიმ ზემოდან დახედა და ჩუჩრჩულით უთხრა
-იცი რას ამბობენ ექსტრემალურ სიტუაციაში დაწყებულ ურთიერთობაზე და სიყვარულზე?
-ცხოვრების ბოლომდე გრძელდებაო?_გული ამოუჯდა ლილიას დაჩიდან სიყვარული რომ გაიგონა, ცოლ-ქმარს კი ბატიბუტიღა ქონდა დარჩენილი და ნამდვილად ფილმი ეგონებოდათ.
-არა ლილია, მტკივნეულად მალევე მთავრდებაო_ცივად შეკრა წარბები და კარისკენ წავიდა._ტკბილი ძილი ყველას.
ლილიას სახეზე შეყინული ღიმილი უხერხულად ჩამორეცხა დემნას ჩახველებამ
-წამო ლილია, ჩაი დავლიოთ და ჩვენთან დარჩი_ისიც დაპროგრამებულივით უკან გაყვა და ლამის ტირილი დაიწყო დაჩის სიცივით ნაწყენმა. არც მას მოწონდა და დიდად თავს არ იკლავდა, მაგრამ ასე გულგრილობასაც არ ელოდა.
-არ მოიწყინო რა, ის ყველასთან ასეთია, ლილია გთხოვ რა.
-რატომ უნდა მოვიწყინო დემნა, მეორე თვეა რაც ვიცნობ, თავიდანვე ვიცოდი როგორი ცივი იყო, სანამ გავიცნობდი მანამდეც კი ვიცოდი ვინ იყო და როგორი, ამიტომ არ მწყენია.
-ამჯერად მინდა მსახიობური ნიჭი დაგიწუნო და თან ერთი კითხვა მაქვს.
-გისმენ დემნა.
-პირველად რომ გავეცანით ერთმანეთს, მახსოვს დაჩიზე თქვი ანუ შენ ხარ ის დაჩი თაბაგარიო და შეგიძლია მითხრა საიდან იცნობდი?
-დემეტრესგან დემნა_ გაეცინა ლილიას_ერთხელ, როცა ნიას მორიგ სიურპრიზს უკვე ჩემი იდეით ვუწყობდით, დაჩიზე მომიყვა, მითხრა ნიაზე როცა ვეტყვი ერთი უნდა გაგაცნო ისეა მის სამსახურზე გადამკვდარი ორი თვეა არ ვუნახივარ და შენნაირი თუ მოიყვანს ცხოვრებისკენო. ამითი მივხვდი ვინც იყო და როგორიც.

ლილიამ დარჩენა მაინც გადაიფიქრა, ახლა მხოლოდ სამხატვრო ოთახზე ფიქრობდა, დემნამაც სახლამდე მიაცილა და ცოლთან დაბრუნდა. მაშინვე ფუნჯები მოიმარჯვა ლილიამ და დილამდე ოთახიდან არც გამოსულა, რამდენიმე ნახატი ერთად დაასრულა, აქედან მხოლოდ ერთი იყო პორტრეტი და ისიც დაჩისი.
-ჯანდაბა, ამ ჯმუხს ჩემ ცხოვრებაში არაფერი ესაქმება. _ნახატი მაგიდის უკან გადამალა და სამხატვრო კურსებისთვის მოემზადა. შუადღეს გარეთ გამოსულს დაჩი რომ დახვდა ნერვიულად მოსიარულე, მისკენ წავიდა.
-გამოხვედი? კარგია წავედით.
-სად? რამე მოხდა?
-კი, წავედით.
როგორც ყოველთვის დემნასთან შეიკრიბნენ. დაჩი ნერვიულად მიმოდიოდა და ისე ლაპარაკობდა.
-გუშინ სახლში ვერ წავედი, გზაში რატომღაც მკვლელობის ღამე გამახსენდა და კამერების ჩანაწერები გადავამოწმე, კიდევ კარგი ბენზინგასამართ სადგურებს მაინც აქვთ და საინტერესო რაღაც აღმოვაჩინე, მთელი საღამო სადაც დემეტრეს მანქანა ჩანდა, უკან აი ეს შავი მერსედესიც დაყვებოდა_სურათები დაყარა მაგიდაზე_ ყველა კამერაში ჩანს მათ უკან, ამიტო დამთხვევა გამორიცხულია, ერთ-ერთ კამერაში შუქი პირდაპირ ნომრებზე ენათება და ვინაობაც გავარკვიე, მანქანა ვინმე ლალი შალამბერიძეს ეკუთვნის. მასზე მაშინვე მოვიძიე ცნობები და ის უფრო გამიკვირდა მისი ძმა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლაშა რომ აღმოჩნდა. ახლა ორი ვარიანტია, ან მისი დაც გარეულია, ან იმ საღამოს გამოიყენა კვალის არევისთვის. მოკლედ, დემნა უფროს უკვე ველაპარაკე, ლაშაზე ოფიციალური თვალთვალი იწყება, შენ კი ქალბატონო_მკაცრად დაუქნია ლილიას თითი_ დღესვე მოდიხარ იმ ბარიდან, დეტექტივობანას თამაშს თავს ანებებ და შენ საქმეს აგრძელებ, გასაგებია? რომელიმე ჩვენიანი ჩაგანაცვლებს და ლაშას ის დაუახლოვდება.
-არა.
-ვერ გავიგე?
-არათქო.
-რატომ ხარ გოგო ასეთი ჯიუტი?
-ეს ჩემი საქმეა და ჩემი გეგმა, ახლა მოგინდა ჩემი საქმიდან გამოთიშვა? არა. უკვე საკმაოდ შევტოპე და არ გავჩერდები, თავიდანვე გითხარი, ან თქვენთან ერთად ან უთქვენოდ. მე შენთვის არავინ ვარ, ჩემზე უფრო ნაკლებად ინერვიულებ ვიდრე შენ თანამშრომელზე, ჩემი პასუხია არა.
-იცი რა ქალბატონო, რაც გინდა ის ქენი, კისერიც გიტეხია, სულარ მაინტერესებს, მე ჩემ საქმეს გავაკეთებ, შენი საქმის შენ იცი._კარები გაიჯახუნა და სახლში წავიდა. გაბრაზებულ გულზე ვერც დაიძინა და ფიქრებიც შემოაწვა. არა, ლილიაზე სულაც არა, როგორც ყოველთვის ისევ საქმეზე, ფიქრობდა რა მოხდებოდა, როგორ შეიძლებოდა იოლი გზისთვის მიეგნო, როგორ იყო ამ ყველაფერთან ლაშა დაკავშირებული. ნუთუ ძმის მკვლელი წინ ედგა და ვერ ხვდებოდა? იქნებ მიტო დაყვებოდა? ამდენი ფიქრისან თავი გაუსკდებოდა, მერე ლილიას გაბრაზებული სახე გაახსენდა და უფრო დაეკარგა ძილის სურვილი.
-არავინ ყოფილა თურმე გოგო._გაბრაზებულმა კრა აივნის მოაჯირს ფეხი და რომ მიხვდა ეტკინა კარგადაც შეიკურთხა. (6)

ერთი კვირა ისე გავიდა ერთმანეთი არც უნახავთ. დაჩი ლაშას თვალთვალს ხელმძღვანელობდა და უშუალო მონაწილეობასაც იღებდა, ახალი არაფერი სახლი-ბარი, დიდად არსად გადიოდა და დაჩიც ნელნელა გიჟს ემსგავსებოდა, ლილიადანაც რომ არაფერი იყო ახალი დემნა იტანდა დაჩის ნერვულ შემოტევებს და ხმას არ იღებდა. ერთ შუადღესაც, ბიჭებმა ცვლა რომ შეცვალეს ლაშას სახლთან დემნამ ტელეფონზე ლილიას ზარი ნახა.
-აუ ხმა მქონდა გამორთული და ლილია რეკავდა, ნახე შენთან დარეკავდა ჯერ როდის იყო მე მირეკავდა _გაეცინა და დაჩის გადახედა.
-არა, მე ჩართული მქონდა ჩემთან არაფერია.
-ოჰო, ასე აწყენინე?
-რა დემნა, მასავით უპასუხისმგებლოდ რომ არ ვიქცევი? მისი საქმეა რა ეწყინება_სულერთიას სახით აიჩეჩა მხრები და მანქანა დაქოქა.
-მოიცა, შენ რა მართლა ვერაფერს ხვდები?
-და რას უნდა მივხვდე? უაზრო თამაში რომ წამოიწყო და ზედმეტად მოეწონა მისი როლი?
-შეჩე*ა სულ გამო*ირდი თუ ღადაობ?
-დემნა რა გინდა ვერ გავიგე?
-გისმენ ლილია_ზარმა გადაარჩინა.
-.................
-კი, რა თქმა უნდა, დაჩიც აქაა, მაგრამ თუ რამე სერიოზულია დღესაც შეგვიძლია.
-........................
-რა ხდება ლილია? იცოდე რამე შარში არ გაეხვა, გვითხარი და ერთად მოვიფიქროთ
-......................
-იცოდე მასე არ მოიქცევი და ძებნას გიწყებ.
-............
-კარგი.
-აბა რაო ქალბატონმა?
-რაღაც გავიგე, დღეს გადავამოწმებ და თუ ისაა რაც მგონია დასაბუთებული მოვალო.
-ანუ კიდე რაღაცაში ეხვევა. დემნა ხომ ხვდები რომ ზედმეტია?
-თუ არ გაინტერესებს რატო ღელავ?
-და რატო უნდა მაინტერესებდეს? უბრალოდ კიდე ერთი უდანაშაულოს სიცოცხლე არ მინდა დასრულდეს, დემეტრე და ნიაც საკმარისია.

მაინც რაღაცნაირად ღელავდა დაჩი, ეს საქმე ძალიან გაიწელა, არეგონა ორი თვე თუ გავიდა და წესიერი ხელჩასაჭიდი არაფერი ქონდა, ახლა სულ ცოტათი ლილიას იმედი ქონდა, იქნებ რამე ისეთი გაიგო რაც დაეხმარებოდათ.
დიდხანს უცადეს ლილიას, უკვე ერთი საათის დამთავრებული ქონდა სმენა და დემნა და ნატალი საოცრად ღელავდნენ, დაჩი კი დივანზე არხეინად წამოწოლილი ტელევიზორს უყურებდა, სიმართლე რომ ვთქვათ ერთი სიტყვაც არ გაუგონია. უკვე დემნა ბარში აპირებდა წასვლას ლილიაც რომ შემოვიდა.
-გაგიჟდი ლილია? მოვკვდით ნერვიულობით_არც უფიქრია ნატალის ისე მოეხვია უცებ და დივანზე დასვა.
-ხო მაპატიეთ ვერც გაგაფრთხილეთ, ლაშიკომ სახლამდე მიგაცილებ გვიანია ათასი გადარეული დადისო_ თვალები გადაატრიალა და ტელეფონს დაწვდა.
-ანუ მშვენივრად გამოგადგა ჩემთან სკანდალი_ირონიულად ჩაიცინა დაჩიმ და ტელევიზორი გამორთო.
-ხო, უბედნიერესი ვარ შენთან დაშორებით_არც გოგომ დააკლო ირონია და ტელეფონში ჩანაწერი ჩართო._სამწუხაროდ მხოლოდ ხმა მაქვს, ვიდეოსთვის თქვენი დახმარება დამჭირდება. აბა მოუსმინეთ:
„-კარგი ლაშა, შენი საქმის შენ იცი, მე ჯერ კიდევ არ ვენდობი.
-ხომ იცი სულელი არ ვარ, ერთი პატარა მეამიტი გოგოა, ნიას და ვარო განაცხადა, მაგრამ ისე მელაპარაკება ეჭვი მაქვს იმ გოგოს არაფერი უთქვამს, იქნებ კიც გადმოვიყვანოთ ჩვენსკენ, პროსტა თავს შევაყვარებ რა.
-როგორც უკვე გითხარი შენი საქმეა და შენ იცი უბრალოდ ფრთხილად იყავი, ხომ იცი გიორგიმ რამე არ იეჭვოს. ელაპარაკე? რას ამბობს ახალ მანქანაზე?
-გუშინ დარეკა. ტავარი 4 დღეში იქნებაო, გადახდა წინასწარო, ხვალ მოვა მაყუთისთვის.
-მაშინ ხვალ არ გამოვდივართ და როგორც სტუმარი ისე მოვალ ჩვეულ დროს.“_და ჩანაწერიც დასრულდა.
ორი წუთით სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც გაკვირვებულმა დემნამ დაარღვია
-ეს სად იშოვე?
-აქამდეც უნდა მეშოვა ყურადღებით რომ ვყოფილიყავი, მოკლედ რაც იქ ვმუშაობ ლაშა და ეს ბენდის დათო ერთსა და იმავე დროს უკანა გასასვლელით გარეთ გადიან და რამდენიმე წუთი ჩერდებიან, ბოლო ერთი კვირა გადაბმულად ვიმუშავე და მაშინვე შევამჩნიე, გუშინ არ ვმუშაობდი, ჩავუსაფრდი და ჩავიწერე_მხრების აჩეჩვით ისე თქვა თითქოს ბაღის კიდეზე გაესეირნოს.
-ესეც შენი უსაფრთხოება_ნიშნისმოგებით გადახედა დაჩიმ დემნას და ფანჯარა გამოაღო რომ კვამლის სუნი არ დამდგარიყო. ლილია გაკვირვებული უყურებდა, პირველად ხედავდა დაჩის სიგარეტით
-შენ ხომ არ ეწეოდი?
-ერთი კვირაა ვეწევი_არც შემობრუნებულა ისე განაგრძო ჩანაწერზე ფიქრი.
-ლილია ეს როგორ ჩაწერე?_ისევ დემნა ჩაერია.
-რავი, იმ გასასვლელთან ფანჯარა ან რამე არ იყო ამიტომ წინასწარ გარეთ მდგომ ნაგვის ყუთში ჩავჯექი, თავზე დავახურე და ჩავუსაფრდი.
დემნას სიცილმა მთელი სადარბაზო გააყრუა, თუმცა მალევე მოვიდა გონს და ჩაახველა_მაპატიეთ ნერვული სიცილი მაქ, ტავარზე ვიმსჯელებთ თუ პირდაპირ ნარკოტიკი ვიფიქროთ?
-ვიმსჯელებთ, ტავარს წამლის გარდა ქალებსაც და ბავშვებსაც ეძახიან, ნებისმიერი შეიძლება იყოს_ფანჯარა მიხურა დაჩიმ.-ეს ჩანაწერი ვიდეოს გარეშე არ გამოგვადგება, თანაც იმ გიორგის სახე თუარ გვეცოდინება ხმით ვერც მივაგნებთ. ახლა წავალ ბიჩებს აპარატურას გამოვარმთმევ და ხვალ დავაყენოთ.
-მე დავაყენებ, ვერც მიხვდებიან ისე_მხრები აიჩეჩა ლილიამ.
-გოგო შენ სიცოცხლე სულ მოგბეზრდა?_ვეღარ მოითმინა დაჩიმ
-შენ კიდევ რა ვერ გაიგე, რომ ეს საქმე ჩემ სიცოცხლეზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია?
-არაფერი არაა ლილია ამქვეყნად საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მნიშვნელოვანი, არაფერი.
-მიტო ხარ ასეთ სახიფათო სამსახუზე გადამკვდარი?_წარბ აწევით უთხრა გოგომ და ისეთი სახე მიიღო აბა გაბედე და პასუხი გამეციო.
-მოკლედ_დემნა ჩაერია სანამ უფრო დაიძაბებოდა სიტუაცია_ ხვალ დილით მოწყობილობით მოვალთ, გასწავლით რა როგორ უნდა დააყენო და საღამოს, გზის მოპირდაპირე მხარეს ფურგონში ვიქნებით კარგი რაკურსი რომ შევარჩიოთ.
ასეც მოიქცნენ, დილით ლილიამ 2 საათიანი ინსტრუქტაჟი გაიარა, დაჩი ისევ უბღვერდა, დემნა ასწავლიდა, ბოლოს სულ პატარა ნიჟარის ფორმის რაღაც ყურში ჩაუტენა.
-ეს მიკროფონიცაა და ნაუშნიკიც, ჩვენს ხმასაც გავიგებთ და შენსასაც, ასე რომ თუ რამე უბრალოდ გვანიშნე. _ლილიამ თავი დაუქნია და სამსახურში წავიდა. მალევე მოსაღამოვდა. შეკვეთებს დაატარებდა და გარეთ გასვლის მიზეზს ეძებდა. ერთი საათი იქნებოდა გასული ბიჭებს ფურგონში ლილიას ტირილი რო მოესმათ, ორივე დაიძაბა და დემნამ მაშინვე მიკროფონს ჩაყვირა.
-ლილია რა ხდება?
-მაცადეთ როლში შევდივარ.
-არანორმალურია_დაჩის გადმოხედა დემნამ და მოსასმენად მოემზადა_ახლა რაღა მოიფიქრა?
„-ლაშა_ასლუკუნებული მიადგა ლილია ბიჭს.
-მითხარი ახლავე რა მოხდა და ვინ აგატირა_ბიჭებმა ლაშას ვითომ მკაცრ ხმაზე ჩაიფხუკუნეს და მოსმენა განაგრძეს.
-არავინ ლაშ, უბრალოდ გთხოვ ორი წამი მინდა აზრზე რომ მოვიდე, უკან გავალ და გთხოვ უფროსობასთან მიშველე თუ მიკითხეს რა, ახლა როარ განვმარტოვდე გავგიჟდები_საცოდავად ამოიკრუსუნა და ლაშას თავის დაქნევაზე მაშინვე გარეთ გავარდა.“

ლილიამ კამერა ჩართო და ბიჭებს ხითხითით დაუქნია ხელი, მერე ერთად არჩევდნენ საიდან უკეთ გამოჩნდებოდა და ნაგვის ყუთის უკან არსებული ბნელი კედელი აარჩიეს, დაყენება ორი წამის დასრულებული ქონდა კარის ხმა რომ გაიგონა, მიხვდა ვინც იქნებოდა და უცებ გადაისვა თვალებზე ხელები.
-ლილია კარგი რა, ასეთს ვერ გიყურებ, რა დაგემართა?
-მე მე უბრალოდ...._ისევ ამოისლუკუნა, მიზეზზეფიქრობდა და რაც პირველი მოაფიქრდა ის დააბრეხვა_დაჩი მომენატრა._კიდევ კარგი ბიჭის აწეულ წარბებს ვერ ხედავდა
-დაჩი? ა შენი საქმრო?
-ყოფილი ლაშა, სამწუხაროდ ყოფილი. იცი დიდი ხანი არც იყო რაც ვიცნობდი, მაგრამ ისეთი თბილი იყო სამუდამოდ დამამახსოვრა თავი. ერთი კვირაა არ მინახავს და მომენატრა, უფრო საშინელი კი იმაზე ფიქრია, რომ მას შეიძლება არც ვახსოვარ.
-კარგი რა ლილია, შენნაირ გოგოს ასე უცებ ვინ დაივიწყებს?
-შენ მას არ იცნობ, თუ დაჭირდა ისეთი ცივი და ამაყი ხდება, ვერც მიხვდები ეს ორი განსხვავებული ხასიათი ერთ ადამიანს თუ ეკუთვნის.
-კარგი, მოდი ჩემთან დაწყნარდი_ლაშამ თავჩახრილ გოგოს ხელები მოხვია და ჩაიხუტა, დემნამ იგრძნო როგორ შეეკრა სუნთქვა დაჩის და ტუჩის კუთხეში გაეღიმა.
-ლილია_უკან დაიხია ლაშამ და ლოყაზე ხელი დაადო_ვიცი, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის, მაგრამ დიდი ხანია მომწონხარ და იქნებ უბრალოდ შანსი მომცე დაჩი დაგავიწყო. ხომ იცი გულს არ გატკენ_სახეს ნელნელა უახლოვებდა და პირველად მსგავს სიტუაციაში მყოფი ლილია ისე დაიბნა ადგილს მიეყინა და ვერც გაინძრა. უკვე თთქმის ტუჩებთან იყო ლაშა დახრილი დაჩის გაღიზიანებული ყვირილი რომ ჩაესმა ყურში:-შენი აზრით რა ჯანდაბას აკეთებ?_მაშინვე გამოფხიზლდა და უკან დაიხია
-მაპატიე ლაშა, ჯერ ძალიან ადრეა.
-ვიცი, უბრალოდ იცოდე, რომ ჩემი იმედი ყოველთვის ყველაფერში გქონდეს, ნებისმიერ საკითხში_თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ბარში შებრუნდა.

-ახლა მიხვდი როგორი გრძნობაა?_ჩაეცინა დემნას
-რა?
-ეჭვიანობა.
-ეგ რაღა შუაშია?
-შენი აზრით იმ გრძნობას რა ქვია მათ დანახვაზე რომ იგრძენი?
-სიფრთხილე დემნა.
-კარგი რა, ბოლოსდაბოლოს აღიარე.
-დემნა ვერ გავიგე რას მთხოვ, შენ გინდოდა რომ ეკოცნა?
-რა თქმა უნდა არა, მაგრამ...
-მაშინ, რატომ უნდა იყოს ასე განსხვავებული ჩვენი შეხედულება ლილიაზე? არ შეიძლება მეც უბრალოდ მისი მშვიდობით სახლში დაბრუნება მინდოდეს? მაპატიე თუ იმედები გაგიცრუე დემნა და ძმის მკლვლელობის საქმეში სიყვარულობანას არ ვთამაშობ_გაბრაზებულმა მიაჯახუნა ფურგონის უკანა კარი და საჭეს მიუჯდა ამ ადგილს რომ გაცლოდნენ. (7)

ნატალის მათ ლოდინში ლამის ყველაფერი გადაეჭამა რაც ქონდათ,სამივე კომპიუტერთან მოთავსდა და სტუმარს დაელოდნენ კამერაში. შეხვედრამდე 15 წუთი რჩებოდა ლილია რომ შემოვარდა.
-ხომ მოვასწარი? თუ ისევ ისე ხვდებიან 15 წუთი უნდა იყოს კიდევ, ხოარ მოსულა?
-არ ინერვიულო მთავარია შეყვარებულმა გამოგიშვა_თვალი ჩაუკრა დაჩიმ.
-რამეთი უკმაყოფილო ხარ დაჩი?
-რა ვერ გაიგე სიტყვებში ახლოს არ მოუშვათქო რომ გაფრთხილებდი?
-და აბა ბიჭი როგორ დავიახლოვო გამაგებიე, ხომ უნდა მენდოს?
-კოცნა-პროშნა საჭირო არაა, თუ რა თქმა უნდა შენ არ გინდა.
პირი დააღო ლილიამ რაღაც რო ეყვირა, მაგრამ არ დასცალდა, გამოვიდნენო ნატალიმ რომ იყვირა. მაშინვე დაჩის გვერდით ჩაჯდა დივანზე და მოვლენების განვითარებას დააკვირდნენ.
„-უეჭველი დღეს მოვა ლაშა?
-რავი ბიჭო ოთხშაბათსო და დაველოდოთ ჰა.“
აღარც უსაუბრიათ, მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან ჩამოჯდნენ და რიგრიგობით გააბოლეს. დაახლოებით 20 წუთში მესამე სილუეტიც გამოჩნდა, სამწუხაროდ ზურგით იდგა და სახეს ვერ ხედავდნენ. დაჩიმ ხმამაღლა შეიკურთხა და ლამის ლოცვა დაიწყო შემობრუნდიო.
-ჯერ მაყუთი.
-რა ვქნათ გიორგი, ამ ერთხელ პოსლეზე იყოს რა.
-ხოიცით რო გამორიცხულია? მომკლავს. პოსლეზე არასდროს მუშაობს და არც მამუშავებს. რავერ იშოვეთ ბიჭო ამხელა ბარია, თუ პაცანებში გაასაღეთ და ვეღარ ამოიღეთ?
-კაროჩე დაგვჭირდა რა და ამ ერთხელ უნდა გვიშველო.
-გამორიცხულია ლაშა, თქვენ გამო თავს ვერ მოვაჭრევიებ, პოსლეზე არ მუშაობს. თუ ფული არ გაქვთ წავედი.
-მოიცა, როდემდე ხარ აქ?
-ორი დღე, ჩემთვის ქუთაისი საშიშია, 2 წელი კი გავიდა, მაგრამ რამდენიმე ძაღლმა ვერ დამივიწყა.
მაშინ წასვლამდე გამოგვიარე რა ძმურად, რაღაცას შევაგროვებთ.“
უცნობმა ხელი აიქნია და შემობრუნდა. ბედი ამათი, რომ სწორედ კამერის მხრიდან მოტრიალდა, დაჩის და დემნას გამარჯვების ღიმილი სახეზე შეეყინათ კაცს რომ შეხედეს. ანუ ეს იყო გიორგი, ანუ დაბრუნდა ან არც წასულა.
-ამის დედაც მოვ*ყან ბიჭოოო, ეს ეს....
-ხო დემნა, ხო ეგაა.
-იცნობთ? ანუ ვიცით ვინ არი?_ვერ ისვენებდა ლილია.
-თქვით რა ბოლო ბოლო საქმე ნარკოტიკშია თუ გოგოებში?_ვეღარც ნატალიმ მოითმინა.
-პრობლემაც ეგაა ჩემო ნატაშკა რომ საქმე ახლა უკვე ორივეშია. ამის დედა ვატირე ეს აქ ვინ იფიქრაა.
-ორი დღე გვაქვს, დემნა, დამპალი ორი დღე და ეს როარ ჩავაყუდო ჩემი ხელით დავწერ წამოსვლის განცხადებას. ეს ვიდეო თამაზმა უნდა ნახოს._ლეპტოპს ხელი დაავლო და ჩაცმა დაიწყეს.
-მოიცა მოიცა, ასე სად მიდიხართ, არაფერს გვეტყვით?
-სახლში დარჩით რა ნატ, მოვალთ და მერე.
-არც კი გაბედო გარეთ ბოდიალი და აქ დამელოდე_მკაცრად დაუქნია თითი ლილიას დაჩიმ და კარი გამოაღო_თორემ იმ შენს საყვარელ ლაშიკოს გაგიყენებ უკან.
-ვერ ეღირსები დაჩი, ეს ჩემი დამსახურებაა და აქ ასე ვერ გამომამწყვდევ, ჩვენც მოვდივართ_გამწარებული წამოხტა ლილია და დაჩის სახეზე ორი ნაბიჯი უკან გადადგა.
-ახლა კარგად მომისმინე ლაწირაკო, ან აქ დაჯექი და სახლში წაყვანას დაელოდე ან ტაქსით წაბრაძანდი, შენი დეტექტივობანას თამაში აქ დასრულდა, ამიერიდან ეს საქმე დაივიწყე, შეგიძლია დარეკო და ამბავი იკითხო, ან დაელოდო როდის დავიჭერთ მკვლელებს და დაგირეკვთ.
-ასე ვერ მომექცევი, მე...._აკანკალებული ხმა გააწყვეტინა დაჩიმ
-მოგექცევი, ჩვენ ათ წლიანი გამოცდილება და შესაბამისი განათლება გვაქ, შენ კი უბრალო მიმტანი ხარ, რომელიც მხატვრობაზე ოცნებობს და მორჩა. შეიგნე და დაწყნარდი._გაბრაზებულმა გაიჯახუნა კარი და აცრემლებულ ლილიას მისი ნაბიჯების ხმაც კი ესმოდა კიბეებზე. (8)
-დაჩი ამ გოგოს ასე როგორ ექცევი, ხომ ხვდები, რომ ზედმეტი მოგდის, წარმოგიდგენია ახლა როგორი დატოვე? არ გეცოდება?
-დემნა ხანდახან ისე იცი გამოშტერება, ქალისთვის შეურაცყოფა არასდროს მიმიყენებია, მითუმეტეს ლილიას არ ვაკადრებდი, მაგრამ ახლა რომ ასე არ გამებრაზებინა დარწმუნებული ვარ ჩუმად გამოგვყვებოდა უკან და შენც ხვდები ნატალის და მას რომ ვეღარ ჩავრევთ. აქ გიორგია, გესმის ეს რას ნიშნავს?
-რა ვქნათ? გახსოვს ალბათ გიორგიზე და მურთაზზე რასაც ამბობდნენ, ისევ თამზს მივაკითხოთ?
-სხვა გზა არ გვაქ, მაშინ მურთაზს ვერაფერი დაუმტკიცეს, მაგრამ სულ მქონდა ეჭვი გარეული რომ არის, გიორგი ისე ვერაფერს გაბედავდა.
-კარგი, მაშინ ერთადერთი გამოსავალი ისევ თამაზი და ჩვენი სანდო ბიჭებია.

-ლილია, არ იტირო გთხოვ რა_ აკანკალებულ ლილიას მიუახლოვდა ფრთხილად.
-წავიდნენ?
-ხო ალბათ, რავიცი აბა რას იზამდნენ._შეცბუნებულმა გახედა უცებ შეცვლილ ლილიას.
-მიდი ჩუმად გადაიხედე ფანჯრიდან მანქანა თუ დგას.
-ლილია ვერაფერი გავიგე.
-ღმერთო ნატალი, შენ მაინც არ იცნობდე დაჩის, დაფიქრდი ეს სიტყვები რატო მითხრა, მაგას გონია ახლა გულაჩუყებული ვზივარ და ცრემლებს ვღვრი, მაგრამ ვერ მივართვი, არ მივცემ უფლებას ჩემივე საქმიდან გამომაგდოს. ჩაიცვი მიდი უცებ წავედით.
ახითხითებულმა გოგოებმა კარი სწრაფად გაიკეტეს და კიბეებზე დაეშვნენ. ბიჭების კვალს ვეღარ მიაგნეს, არც სამმართველოში იყვნენ. ლილია ცოფებს ყრიდა, ხვდებოდა ამ წუთებში უმნიშვნელოვანეს საქმეს მის გარეშე რომ აგვარებდნენ და გულზე სკდებოდა.
ორი დღე ეძებდნენ გოგონები ბიჭებს, თუმცა უშედეგოდ. არც სამმართველოში ჩანდნენ, არც სახლში და არც არსად. ზარებს არ პასუხობდნენ, მხოლოდ დემნამ მოწერა ნატალის რამდენჯერმე კარგად ვართ არ ინერვიულოო. ბოლოს უკვე ნერვიულობიდან ადგილს რომ ვეღარ პოულობდნენ და უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებოდნენ ბიჭებიც დაბრუნდნენ. მაშინვე სიცილით გაიშოტნენ დივანზე და გაბრწყინებული სახეებით გადახედეს გოგონებს. მათ შუბლშეკრულ სახეზე უფრო აუტყდათ სიცილი და ბოლოს ისევ დემნამ იყვირა
-გიორგი დავიჭირეეთ.
-რააა? სად? როდის? როგორ?_ორივე ფეხზე წამოხტა და კითხვები დააყარეს_ახლა სად არის რა თქვა?
-კარგი დაწყნარდით, ყველაფერს გაიგებთ, ახლა მხოლოდ საჭმელი, წყალი და ბალიში მინდა_ წინადადების დასრულებაც ვერ მოასწრო დემნამ, ისე მიეძინა დივანზევე.
-წამო ლილია გაგიყვან, გზაში მოგიყვები_ლამის კუნტრუშით გაყვა დაჩის ისე აინტერესებდა ახალი ამბები.
-მოკლედ, ბიჭებს რომ უნდა შეხვედროდა მაშინ ავიყვანეთ, მოსაყოლი საკმაოდ ბევრია, რაც ყველაზე მთავარია ის არის, რომ დავიჭირეთ, ახლა გარიგებას შევთავაზებთ და იქნებ ყველაფერი დაფქვას, იქ იმიტომ არ ვარ, რომ ცეცხლი გაგვიხსნა და ფეხში დაიჭრა, ჭრილობა უმნიშვნელოა, მაგრამ მორფი დაჭირდა და ახლა სამმართველოს ერთ-ერთ იზოლატორში იქნება სანამ არ გამოფხიზლდება. მერე პირადად მე და დემნა მივხედავთ.
-რა კარგია, ახლა შევძლებ ოდნავ ამოვისუნთქო._მანქანიდან გადავიდა ლილია და დაჩიც მიყვა._ამოხვალ? ყავა გამოგაფხიზლებს.
-არა, ლილია არა, ახლა არა, არ მინდა გიორგი წამით მაინც დავტოვო მარტო, მინდოდა თქვენი სახე მენახა ახალ ამბავს რომ გაიგებდით და ცოტა ხნით გამოვედი.
-დაჩი ასე არ შეიძლება, ბოლოს როდის გეძინა? როდის ჭამე? რაღაც დაგემართება.
-დავიჯერო ჩემი სიტყვების მერე კიდევ ჩემზე ზრუნავ?
-ოჰ კარგი რა დაჩი, სულ რომ არ გიცნობდე დემეტრედან შენზე ისეთები ვიცი, მაშინვე მივხვდებოდი რატომაც მითხარი, მინდა გითხრა, რომ არ გაამართლა, ტაქსი შეგვხვდა იდიოტი თორემ დაგეწეოდით_დაჩის ხარხარმა მთლი ბინა გააღვიძა.პირველად ხედავდა ლილია დაჩის სიცილს
-მოიცა, ანუ მიხვდი და უკან გამოგვყევი?
-მარტო არა, ნატალიც იყო, მაგრამ გაგვასწარით.
-ღმერთოოო, არადა როგორ მჯეროდა ტიპიური გოგოებივით ნატალის კალთაში სახე ჩარგული რომ იტირებდი მთელი ღამე. მემგონი ჩემი შესაძლებლობები იკლებს. თუმცა, სწორი ვიყავი, რომ დაგინახე და გავიფიქრე არ იქნება ეს ტიპიური ქუთაისელი გოგოშკათქო.
-ხოდა ისე ნუ გააკეთებ, რომ ტიპიური გოგოშკასავეთ სცენები მოგიწყო_წარბი აუწია ლილიამ.
-გეკადრება? თუმცა კარგია რომ მიხვდი ბოდიშის მოხდას ავცდი.
-ეეე, მეც რა მალაპარაკებდა, ძაან მაინტერესებს, გავჩერებულიყავი და მომესმინა დიდი დაჩი თაბაგარის პირველი ბოდიში.
-პირველი? რაიცი რომ პირველია?
-არ გავხარ ისეთ კაცს, ბოდიშის მოსახდელად რომ გაიხადოს თავი.
დაჩის გაეღიმა, ორი თვე იყო რაც ამ გოგოს იცნობდა და უკვე ასე ხვდებოდნენ ერთმანეთის ქმედებებს. ლილიას თავისი რეაქცია არ ესიამოვნა დაჩის ღიმილმა რომ გამოიწვია მასში და სახე შეაბრუნა. ისედაც იცოდა სახეზე ყველა ემოცია რომ ემჩნეოდა.
-მოკლედ ბატონო გამომძიებელო ავალ მე და იცოდე მაშინვე მირეკავ როგორც კი იმ დამპალს რამეს ათქმევინებთ.
-ფრთხილად იყავი ლილია, ბოროტ ხალხს არ ძინავთ.
მაინც ვერ შეიკავა მოწოლილი ემოციები გოგომ დაჩის თბილ ხმაზე. ჯანდაბას, რაც იქნება იქნებაო, უკან მიბრუნდა, ფეხის წვერებზე აიწია და დაჩის სიცივიდან გაყინულ ლოყას მიაკრა ტუჩები:- შენც ფრთხილად იყავი გამომძიებელო.
სადარბაზოში უკანმოუხედავად რომ არ შეერბინა, დაინახავდა როგორ შეაცილა სიბნელეში დაჩის ბედნიერმა ღიმილმა. (9)

ლილიადან დაჩი პირდაპირ განყოფილებაში წავიდა, კაბინეტში შესული არ იყო, მისი ერთგული პატრული, გიორგი რომ აქოშინებული შევარდა
-მოკლეს დაჩი. მკვდარია
-ვინ გიორგი რას ამბობ?
-დაკავებული, ორი საათის წინ ნარკოზის იმხელა დოზა აქვს შეყვანილი, ვერც გამოფხიზლდება ვერასდროს.
-რას ამბობ გიორგი? ვინ იყო ბოლოს მასთან?
-საქმეც იმაშია, რომ მე დაჩი. გეფიცები არც მივკარებივარ, შორიდან ვუთვალთვალებდი და მხოლოდ 2 წუთით გავედი საპირფარეშოში, გევედრები დამიჯერე დაჩი შენთვის არასდროს მიღალატია, იცი როგორც გაფასებ, გეფიცები....
-აღარ გინდა გიორგი, ისედაც ყველაფერი გასაგებია. დემნას გამოუძახე.
მთელ სამმართველოს ესმოდა დემნას მოსვლამდე ოთახიდან გამოსული დაჩის ღრიალი და ლეწვის ხმა. დემნაც კი ვერ შეაჩერებდა, ამიტომ სანამ ბოლომდე არ გათავისუფლდა არავინ მიკარებია.
-დაჩი....
-აქ არა დემნა, აქ უკვე სიტყვაც აღარ დაძრა. ჩვენები შეკრიბე და გოგოებიც გააღვიძე, უკვე სიტუაციას ვეღარ ვაკონტროლებთ.

შუაღამეს გადაცილებული იქნებოდა ლილია ტელეფონის ხმამ რომ გააღვიძა. გაკვირვებულმა დახედა დემნას ნომერს.
-დემნა ხო მშვ....
-ლილია, სახლში ხარ?
-ხო დემნა მეძინა.
-მისმინე, შუქი არ აანთო ისე ადექი სწრაფად ოღონდ, ჩაიცვი თბილად და პატარა ჩანთა გაამზადე, ისეთი რამდენიმე დღის სამყოფი ნივთები რომ გქონდეს და დაბლა ჩადი. ახლა ყველაზე მთავარი, შავი პასატი დაგხვდება, მძღოლი გიორგი ბერძენიძეა, ისე არ ჩაუჯდე მოწმობა რომ არ ნახო გასაგებია? არავითარ შემთხვევაში სხვას არ ჩაუჯდე. როცა სახლიდან გახვალ ყოველი შემთხვევისთვის ჩასვლის წინ დამირეკე ყველაფერი რომ გავიგონო.
-კარგი დემნა ახლავე._მიხვდა საქმე იმდენად სერიოზულად იყო ქალაქიდან გასვლა მოუწევდა, შეკითხვა რა მოხდა დაივიწყა და იმის გაკეთება დაიწყო რაც უთხრეს. 15 წუთი ეყო. დემნას ნომერი აკრიბა, მაგრამ გამორთული დახვდა. დაჩი. მაშინვე უპასუხა.
-უკვე ჩადიხარ?
-კი დაჩი, მაპატიე დემნას ტელეფონი გათიშუ.....
-გელოდები, ახსნა არ მინდა გასაგებია. სადარბაზოდან გასვლამდე ირგვლივ კარგად მიმოიხედე და მითხარი რას ხედავ.
-სამი მანქანაა, წითელი ჯიპი, ნომერს და მარკას ვერ ვხედავ, შავი პასატი და ლურჯი აუდი. ეს სამი ყველაზე ახლოსაა.
-ჯანდაბა... კარგი მოიცა, ცხვირი არ გამოყო მაქედან_ხმამაღალზე ჩართო და დაახლოებით 5 ადამიანის განსხვავებული ხმა მივიდა ლილიამდე.
-უთვალთვალებენ, ანუ ლილია უნდათ.
-გიორგი ადგილზეა, ელოდება.
-ვიცი მაგრამ ახლა სახიფათოა.
-ლილია რამდენად სწრაფად დარბიხარ?
-რავიცი დემნა, სირბილი შემიძლია,მაგრამ როგორც სპორტი ისე არასდროს დავკავებულვარ.
-მოკლედ, მოდი ასე გავაკეთოთ, ახლა გიორგისთან უცებ ჩაჯდები, ისე გააკეთებს, რომ 2 წამით მდევარს ჩამოიტოვებს, ამასობაში სადმე 24 საათია მარკეტი აფთიაქი ნებისმიერი რამ იპოვე და იქ შევარდი, რაც შეგიძლია სწრაფად, გიორგი შენ გარეშე გააგრძელებს გზას და მათ აგარიდებს. იქედან კი ვინმეს ტელეფონი თხოვე და ისე დაგვირეკე კარგი? შენი კი სადმე მოისროლე. ხომ არ შეგეშინდება?
-კარგი რა დემნა დამცინი?
-ასეც ვიცოდი. აბა შენ იცი. წარმატებები.
ლილიამ ყველაფერი ისე გააკეთა როგორც დემნამ უთხრა. თავშესაფრად პოპული აარჩიეს. რადგან მოსახვევი ჭირდებოდათ გიორგი კრუგი შემოარტყა და აღმაშენებლიდან მკვეთრად ჩამოუხვია, სანამ ადევნებული მანქანა წამოეწეოდათ ლილია მთელი ძალით პოპულისკენ გაიქცა და კარებში შესული მაშინვე ქუდი და კურტკა გაიხადა, კარტა უკვე მოშორებული ქონდა, თმა გაიშალა და ნელი ნაბიჯებით გააგრძელა მოძრაობა.
-დიდი ბოდიში, ერთი წუთით შეიძლება?_ღიმილით მიმართა ერთ-ერთ ახალგაზრდა კონსულტანტს._ძალიან გთხოვთ იქნებ ტაქსი გამომაძახებინოთ, ჩემი ტელეფონი ისე გაითიშა ვეღარც ჩავრთე. მანაც ღიმილით მიაწოდა მობილური და იქვე დაელოდა. მაშინვე აკრიბა ლილიამ დაჩის ნომერი:
-ლილია...
-გამარჯობათ, შეგიძლიათ პოპულთან ტაქსი გამოუშვათ? გარეთ დაველოდები ეს ჩემი ნომერი არაა.
-გასაგებია, 5 წუთიც არ მინდა.
-გმადლობთ.
ნომერი ყოველი შემთხვევისთვის ამოშალა ტელეფონიდან და კონსულტანტს მადლობით დაუბრუნა. ლოდინის დროს მიხვდა, რომ შეშინებოდა, ხელები აუკანკალდა და ფეხებში ცოტათი სისუსტე იგრძნო. ადრენალინი. აი თურმე რატომ ვერ გრძნობდა აქამდე ვერაფერს, ახლა ეტყობა მარაგი ამოეწურა. ჯანდაბა, ასეთ სიტუაციაში არასდროს ყოფილა, მოსაკლავად დაზდევენ და არამარტო მას, დაჩისაც დემნასაც ღმერთო ნატალისაც. ფიქრის დროს უსამმაგდება გადამალული ფლეშკის ნახვა, ბოლოსდაბოლოს რომ გაიგოს რის გამოა ასეთი ამბავი ატეხილი, ნეტავ რისი დაფიქსირება მოახერხა ნიამ? ან საერთოდ გააზრებული ქონდა რაში ერეოდა? ნეტა დემეტრე თვითონ ჩარია? ყელში ქონდა უკვე ამდენი კითხვა ამოსული, მითუმეტეს როცა არცერთზე არ ქონდა პასუხი.
-ლილია_ფიქრები დაჩის დაახილმა გაუწყვიტა. თითონ მოაკითხა. ამჯერად თითონ მოაკითხა. ვერც კი იფიქრებდა ასე თუ გაეხარდებოდა.
-დაჩი_ვერც კი გაიაზრა აკანკალებული ისე ჩაეხუტა.
-დამშვიდდი, ახლა უკვე ჩემთან ხარ, დამშვიდდი, უსაფრთხოდ ხარ._პატარა ბავშვივით უსმევდა თავზე ხელს და დაწყნარებას ცდილობდა.
-მა... მაპატიე ვერ მოვერიე თავს_ვერც მიხვდა რომ ტიროდა, სიტყვები რომ ვერ თქვა და ამოისლუკუნა მხოლოდ მაშინ მიხვდა ცრემლები რომ დიოდა.
-კარგი რა ლილია შენ ხომ ტიპიური გოგო არ ხარ, როგორ იქცევიი_ვითომ გაბრაზებულ ხმაში ღიმილი შეეპარა.
-სწორი ხარ, ასეთი საქციელი არ მეკადრება_ხმაურით მოიწმინდა ცხვირი ლილიამ და თავის გათავისუფლებაც გაიფქრა, მაგრამ რატომღაც ვერ მოახერხა. ნეტა თითონ არ უნდოდა? ნამდვილად არ უნდოდა, მაგრამ დაჩის ხელები ისე ქონდა შემოხვეული, ვერც კი შეტოკდა. ბოლო რამდენიმე საათის მანძილზე პირველად დაწყნარდა, დამშვიდდა, ყველა ფიქრი გაუქრა და მხოლოდ სითბოს გრძნობდა. რა სასიამოვნო იყო, მთელი ცხოვრება ასე დარჩებოდა, მაგრამ ცხოვრებამ ამჟამინდელი პრობლემები მოაგონა, არ შეიძლებოდა, სახიფათო იყო, ცანცარა ბიჭივით გრძნობების დაკრულზე ვერ იცეკვებდა. ჯერ ვერა. უცებ გაუშვა გოგოს ხელი და ხმამაღლა ჩაახველა. სიტყვაც არ უთქვამს ისე შებრუნდა მანქანისკენ და ლილიაც უკან აედევნა.
ავანგარდისკენ გადაუხვიეს, ღრმად შევიდნენ დასახლებაში და სულ ბოლოსკენ წავიდნენ, მონაყოლით იცოდა ლილიამ აქ „ციგნების“ დასახლება რომ ერქვა, გაკვირვება არ შეიმჩნია და დაელოდა სად მივიდოდნენ. ერთ-ერთ ცხრასართულიან ბინასთან გააჩერა დაჩიმ მანქანა, ფარებ ჩამქვრალი გარაჟში შეიყვანა და ლილიას ბინისკენ გაუძღვა. მეოთხე სართულზე ავიდნენ, ოქროსფრად ციმციმებდა კარებზე აკრული 16 ნომერი. მისაღებში დემნა, ნატალი, გიორგი და კიდევ ორი უცხო ადამიანი დახვდა, ერთი შედარებით ასაკიანი მოჩანდა სხვების ფონზე.
-ხომ კარგად ხარ?_მისალმებაც ვერ მოასწრო ისე მოეხვია ნატალი_როგორ შემეშინდა რომ ვერ მოასწრებდნენ.
-დამშვიდდი ნატ, კარგად ვარ, არ იციან ვის გადაეკიდნენ_გაღიმება სცადა ლილიამ.
-კარგი, გადავწყვიტოთ სად გავაგზავნოთ_ბოხი ხმა ქონდა უფროსს. ლილიას გაკვირვებულ სახეზე გაეღიმა და გოგონას გადახედა_მე თამაზი ვარ შვილო, დასაწყისიდანვე ამ ბიჭების მასწავლებელი, ამიტომ ვენდობით მხოლოდ ერთმანეთს, მოდი სანამ გაგიშვებთ ცოტა საქმეშიც გაგარკვევთ რაც ხდება.
-ბატონო თამაზ_ ჩარევა ცადა დაჩიმ და თავი გაუქნია.
-არა დაჩი, საკმაოდ ძლიერი გოგო ჩანს, იმსახურებს კიდევაც ცოტა რამ მაინც იცოდეს, ცოტა წარმოდგენა მაინც ქონდეს რისთვის კლავენ, მოკლედ ლილია,დაახლოებით სამი საათის წინ სამმართველოში ვითომ უსაფრთხოდ მყოფი გიორგი მოკლეს, მოიშორეს ისე, რომ შიში არც უგრძვნიათ პოლიციაში რომ კლავდნენ, ანუ განყოფილებაში მოღალატეა და თან რამდენიმე, გიორგი ძებნაშია დღემდე, ნარკოტიკები, პროსტიტუცია ქუთაისში მისით ვითარდებოდა, ჩვენ კი იმდენი ვქენით დაჭერით ვერა, მაგრამ აქედან გავაქციეთ, შენი წყალობით დავიჭირეთ და მოგვიკლეს, მისი სახელი პირველად 7 წლის წინ ამოტივტივდა და რამდენიმე დღე დაჭერილიც იყო, მაგრამ დღემდე ვერ ვხვდებით როგორ, თუმცა გადასარევად ვხვდებით, სამ დღეში ჩიტივით თავისუფალი იყო, ეჭვი გვქონდა ჩვენი სამმართველოს უფროსთან იყო შეკრული და მან ჩაუწყო, მაგრამ ვერ დავუმტკიცეთ, ახლა კი როდესაც ბატონმა მურთაზმა გაიგო გიორგი დაიჭირესო, ეტყობა იფიქრა ვეღარ გადავარჩენო და გაქრობა უფრო იოლ ვარიანტად ჩათვალეს. პირველი ეჭვის შემდეგ დაჩი და დემნა ჩემთან მოვიდნენ და ერთად დავიწყეთ, დროთა განმავლობაში ეს ბიჭებიც შემოვიერთეთ და მხოლოდ ერთმანეთს ვენდობი. გოგოებო გაიცანით და დაიმახსოვრეთ, მათ გარდა არავის გაყვეთ, არავის მანქანაში ჩაჯდეთ და არავის დაუჯეროთ სხვას. დაჩი და დემნა იცით, ეს გიორგია, პატრულად მუშაობს, ესეც დათო და თაზო. _ბიჭებმა ჩუმად დაუკრეს თავი და ისევ თამაზს შეხედეს_ახლა, როცა ვიცით შენი წაყვანა უნდათ, უნდა ავარჩიოთ ადგილი ქუთაისს გარეთ, სადაც დროებით შეაფარებთ თავს, ნატალიც შენთან ერთად იქნება და უკვე შევთანხმდით რომ ბიჭებიდანაც გამოგყვებათ ერთ-ერთი, თლად მარტოც ვერ დაგტოვებთ._მაშინვე გადახედა ლილიამ თავჩახრილ დაჩის, დაძარღვულ ხელებს რომ დაჰყურებდა და თამაზს გაეღიმა_ გიორგი წაგიყვანთ და თქვენთან იქნება.
-ბატონო თამაზ, ჩემი სიძე ზუგდიდში? სამხედროა, სახლში იარაღიც აქვს.
-თუ იციან, რომ ჩემთან ხარ ოჯახებსაც გამოიკვლევენ, ვინმე ცოტა შორეული გვინდა.
-მაშინ მისი მშობლები, მამამისიც ძველი სამხედროა, თურამე იცის როგორ უნდა მოიქცეს, სოფელში ცხოვრობენ, იმერეთში, მაგრამ საკმაოდ განცალკევებით და ვერავინ გაიგებს ღამე ჩუმად ისე ჩავალთ.
-კარგი, ეგ შეიძლება, დაურეკე და ყველაფერი მოაგვარე. ნახევარ საათში უნდა გავიდეთ.
დაჩი ნერვიულად ცემდა ოთახში ბოლთას და ფიქრობდა რა მოხდებოდა, ნელნელა უახლოვდებოდნენ, მაგრამ მეხსიერების ბარათის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობი იყო, თითონ უახლოვდებოდნენ, მაგრამ იქნებ ისინიც ახლოს არიან? იქნებ გზაში დახვდნენ გოგონებს? თითონ ხომ არ წაყოლოდა? უფრო მშვიდად იქნებოდა, მაგრამ აქ რომ უფრო საჭიროა? არა, ახლა ნაზი გრძნობების დრო არაა, ყველა კარგად იქნებიან, ცივი გონებით უნდა იფიქროს და იმოქმედოს, ვინ აცდის?
-დაჩი
-გისმენ ლილია
-ფრთხილად იყავი კარგი?
-მე სულ ფრთხილად ვარ ლილია, ეს სიტუაცია შენთვისაა უცხო და მე უნდა გეუბნებოდე ფრთხილად იყავითქო. ეს ჩემი სამსახურია.
-ვიცი, უბრალოდ შენზე ვნერვიულობ, არ მინდა რამე დაგიშავდეს, გთხოვ კარგი?
-ლილია შენ თავზე ინერვიულე, სხვაზე ფიქრს ჯობია შეეშვა._ლილიას გაბუშტულ ტუჩებზე მიხვდა, რომ ახლა ლილიაც ტიპიური გოგო იყო, რაცარუნდა მაგარი გოგოს როლი ეთამაშა, მასთან მაინც ხდებოდა ჩვეულებრივი, მიხვდა დაჩი რატომაც ხდებოდა ეს და გულისცემა გაუორმაგდა, ასე ნაწყნეს ვერ დატოვებდა, ახლა უფლება არ ქონდა, მთელი ცხოვრება ინანებდა ასე აცრემლებული რომ გაეშვა.
-ლილია_უკვე წასული მოაბრუნა ბიჭმა და არავისთვის მიუქცევია ყურადღება ისე მოეხვია_ფრთხილად იყავი კარგი? ფრთხილად უნდა იყო, თუნდაც ჩემ გამო, გთხოვ თავს გაუფრთხილდი._ლილიას ღიმილმა გაანათა ოთახი, ჩუმად დაუქნია თავი და თვალებში ახედა:
-თუ იგივეს თქვენც დამპირდებით ბატონო გამომძიებელო_ღიმილით დააქნია დაჩიმაც თავი, ლილიას ნათქვამი გამომძიებელო ყოველთვის სხვანაირად ხვდებოდა ყურში.
-მაშინ მომავალ შეხვედრამდე_ისევ ფეხის წვერებზე აწეულმა აკოცა ლოყაზე და კარებისკენ წავიდა.
-დაჩი ნუ მაფიქრებინებ, რომ შენთვის არაფერი მისწავლებია_ძლივს გაიგო თამაზის სიტყვები ფიქრებში წასულმა.
-ეს საქმესთან კავშირში არაა, დამიჯერეთ.
-სწორედ მაგაშია საქმე, რომ კავშირში არაა. იცი ახლა ამის დრო არაა.
-ეგ რომ ვიცი მიტო ვართ ასე და არა ერთად. ვთქვი კავშირში არაათქო და ასეცაა, თქვენი მოსწავლე ვარ წლებია და იმდენად მიცნობთ, რომ იცოდეთ პირადს და სამსახურს ერთმანეთში რომ არ ვურევ._თავი ამჯერად ჩუმად დაუკრა თამაზმა და ბიჭებს მიუჯდა.

საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა გიორგის მანქანა, უკანა სავარძელზე მობუზული იჯდნენ გოგონები და ერთმანთს ეხვეოდნენ, ერთმანეთი მაინც ყავდათ და ეს ახარებდათ, რაცარუნდა ყოფილიყო, ერთმანეთს გაამხნევებდნენ.
-ლილია ლეპტოპი წამოიღე?
-კი ნატ, რა ხდება?
-მიდი ბარათი ჩადე, მინდა ფოტოებს კიდევ გადავავლოთ თვალი, მაინც გრძელი გზა გვაქვს, უფრო დავუკვირდებით.
-ახლავე, ისე ეს დემეტრეს ლეპტოპია და დაჩისთვის არც მითქვამს, იქნებ თითონ უნდოდა, მოიცა ნატ ვერ ვდებ, მომინათე რა.
-რატო შესაერთებელს ვერ მიაგენი?
-კი ვიცი სადაცაა, მაგრამ მოიცა რაღაცაა შიქნით, ეს რა არი?
-ბარათია, ღმერთო ბარათია, გიორგიი ბარათია.
-ნამდვილად ისაა რომელსავც ვეძებთ?_დასარეკად ამოიღო მანაც ტელეფონი
-ეგაა, გიორგის ფოტოებით იწყება, ჯობია ყველამ ერთად ვნახოთ, გიორგი დაჩის დაურეკე, მეორე ბარათი ვიპოვეთ, ღმერთო ორი თვეა თურმე ამითი დავდივარ, დემეტრეს ქონია.
-დაჩი....
-გისმენ გიორგი რა ხმა გაქვს მშვიდობით ხარ? გოგოები?
-კარგად ვართ დაჩი, კარგად კიარა არაჩვეულებრივად, ბარათი ვიპოვეთ.
-რაა? მეორე ბარათი? სად? ახლა სად არი?
-კო......_ვეღარ მოასწრო გიორგიმ ხმის ამოღება, რადგან არსაიდან გამოვარდნილმა მანქანამ მკვეთრად მოხვევა აიძულა და ამოყირავდა. ხმამაღალზე ჩართულ ტელეფონში ნათლად გაიგონეს ბიჭებმა გოგონების კივილი, რკინის გამაყრუებელი ჭახანი და ბოლოს წყვეტილი ზარი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Naatii
ნანახია: 267 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar