ორი მოწმე (ნაწილი 2) 8-დასასრული
11.10.2018, 09:50
დემნას ზარის შემდეგ დიდად არაფერი ახსოვდა, როგორ წამოვიდა სამსახურიდან, საავადმყოფომდე როგორ მივიდა, როგორ ვერ ჩამოუვარდა ვერცერცერთი ცრემლი, ალბათ არ ჯეროდა და მიტომ. ორი დღის წინ არ ფიქრობდა სწორედ ამაზე? ზუსტად ორი დღის წინ არ ფიქრობდა დაჩი დამრჩა მხოლოდ და არ მიმატოვებსო? რატო ეთამაშება ეს ცხოვრება ასე საოცრად და მტკივნეულად? გონს მაშინ მოეგო საავადმყოფოს კარებში რომ შევარდა. კითხვა არ დაჭირვებია, მთელი განყოფილება ნატალისა და ნინას ჩათვლით იქ იყო, ამაზე უარესად გაგიჟდა.
-აბა?_მაშინვე მიაჭრა დემნას.
-არაფერი ვიცით ლილია, ბოლომდე გონზე იყო, მაგრამ ექიმმა გულთან ახლოს ჩაუარა ტყვიამ და არ ვიცით რა როგორ იქნებაო, რამდენიმე საათი დაჭირდება ოპერაციასო. როგორ ვერ მივხვდით_თავი ჩახარა დემნამ.
-თვითგვემას ახლა აზრი არ აქვს, უსარგებლოა. აქ რატომ ხართ?
-გინდა რომ წავიდე?_თვალებ გაფართოებულმა ამოხედა გოგოს.
-დემნა, ახლა ამ წამს აქ რატომ ზიხარ თუ რამდენიმე საათი სიახლე არ იქნება? შენი აზრით რომ გაიღვიძებს პირველი რას გკითხავს სასთუმალთან თუ მედექიო თუ ის ნაბიჭვარი თუ დაიჭირეთო?
-მართალი ხარ, მაგრამ...
-ხოდა არავითარი მაგრამ. წადით და ის ცხოველი ეძებეთ, აქ ჩვენ ვიქნებით_მხარზე დაადო დემნას ხელი და კარისკენ გააქნია თავი.
-ლილია, რომ არ.....
-არ გაბედო, იცოდე ეგ წინადადება რომ დაამთავრო არვიცირას ვიზამ, ვიცი რომ გაიღვიძებს, ვიცი, უფლება არ აქ მიმატოვოს, მიგვატოვოს. მთელი ჩემი ცხოვრებაა და არ წამართმევს სამაგისოდ ზედმეტად ვუყვარვარ. ესენი წაიყვანე აქედან და ამ საცოდავი თვალებით ნუ მიყურებენ, თორე ჩემი ამბავი კი იცი._სკამზე ჩამოჯდა ლილია და შუბლი მოისრისა.
-დემნა_წამით მოაბრუნა თითქმის კართან მისული ბიჭი_ დაჩის გეფიცები იმ ქალს თუ დაიჭერთ და არ მეტყვი .......
-დაგირეკავ ლილია_თავი დაუქნია დემნამ და ბიჭებთან ერთად გავიდა, სკამებზე ნატალი, ნინა და ლილია დარჩნენ მომლოდინე სახეებით.

ორი საათი ყოველგვარი სიახლის გარეშე გავიდა, შემდეგ კი ერთ-ერთი ექიმი გამოვიდა საოპერაციოდა და გოგოებისკენ წამოვიდა:
-როგორაა ექიმო? _მაშინვე წამოდგა ნინა და ნატალი, ლილიამ კი სახეზე ხელები აიფარა და ლოცულობდა ოღონდ ცუდი ამბავი არ თქვასო.
-ტყვია ამოვიღეთ, ეს ყველაზე რთული იყო, ახლა მის გამოფხიზლებას უნდა დაველოდოთ რომ გავიგოთ სხვა დარღვევები თუ რამე იქნება. დილამდე სიახლე არაფერი იქნება, მდგომარეობა კრიტიკულად დამაკმაყოფილებელია_მწარედ გაუღიმა გოგოებს და გაბრუნდა. ბოლოს ვერ მოითმინა და უცებ მოიხედა:
-მისი ცოლი რომელი ხართ?_უცებ წამოყო ლილიამ უკნიდან თავი
-მე ვარ ექიმო
-ლილია თხვენ ხართ ესეიგი.
-დიახ, რა ხდება?
-არაფერი შვილო, მიხარია ასეთ საზოგადოებაში კიდევ რომ ვხედავ ასეთ სიყვარულს, იმედი მაქვს ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ.
-რაზე ამბობთ ექიმო?
-სანამ ნარკოზს გავუკეთებდით ახლოს დამაყენა და მთხოვა, ექიმო არააქ მნიშვნელობა თქვენ მომკლავთ თუ მერე ჩემი ცოლი და იქნებ გადამარჩინოთ მისი ხელით სიკვდილი მირჩევნიაო_გაეღიმა კაცს და თავისი ოთახისკენ წავიდა
-ღმერთო რა არანორმალურია, ჩემი არანორმალური, მართლა მოგკლავ დაჩი თაბაგარო მარტო რომ მტოვებდი_ სიცილით ჩაიბუზღუნა და გაცინებულ გოგოებს გადახედა
-ნევროლოგი გამოიძახეთ_სიცილი კაბინეტიდან გამოვარდნილმა დაჩის ექიმმა გააწყვეტინათ და ისევ საოპერაციოსკენ გაიქცა.
-დაჯექი ლილია_სახეზე შეახმათ გოგოებს სიცილით და უკან დაუბრუნდნენ სკამებს.
-თუ გინდა.... _მორიდებით გადახედა ნატალიმ გოგოს.
-არაფერი მინდა ნატ, ახლა არაფერი შემიძლია, წასასვლელი არსად მაქვს, თუ დავუშვებ, რომ შეიძლება რამე დაემართოს მოვკვდები, ტირილი თუ დავიწყე სანამ თითონ არ მომეხვევა ვერ გავჩერდები, არაუშავს, ამ ცხოვრებისგან ტკივილს მიჩვეული ვარ, სანამ გაიღვიძებს გავუძლებ.
-გისმენ დემნა_სიხარულით უპასუხა დემნას ზარს და ბოროტი ღიმილით გაეწელა ტუჩები_მოვდივარ.
-დაიჭირეს?
-კი და ხმას არ იღებსო, მე მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა ხმის არ ამოღება_ სწრაფად წავიდა კარის მიმართულებით და უფრო სწრაფად დატოვა საავადმყოფოს ტერიტორია.

15 წუთში უკვე განყოფილებაში იყო და კაბინეტისკენ წავიდა, კაკუნით შეაღო და დემნას თავი დაუქნია, შიგნით არ შევიდა, დაჩის მაგიდას ახლა ვერ შეხედავდა და დასაკითხი ოთახისკენ წავიდნენ. ყველა თანაგრძნობით და მორიდებით უყურებდა, ამოუვიდა ლილიას ყელში ამდენი საცოდავი თვალებით მომზირე ხალხი და ლამის ყვირილი დაიწყო შესაცოდებელი არაფერი მჭირსო. კართან მისულმა დემნას ფურცელი და პასტა გამოართვა და პირდაპირ თვალებში ახედა.
-კამერა გამორთე. _უხმოდ დაუქნია ბიჭმაც თავი და მშვიდად შევიდა ოთახში, კარი შიგნიდან ჩაკეტა და ფურცელი და კალამი მაგიდაზე დადო.
-ოჰ, ამჯერად გამომძიებლის ცოლი გვესტუმრა_ წითლად შეღებილი ტუჩები დაპრუწა ლალიმ და ფრჩხილები მაგიდაზე ააკაკუნა_რით გემსახუროთ? ეჭვიანობის ნიადაგზე ხომარ გინდა რომ მომკლა?
-ღმერთო ჩემო შენ კიარ გგავარ, ყოჩაღ ისე, ოჯახური ბიზნესი გქონიათ, სამწუხაროა სამი წლის წინ რომ გამოგვრჩა.
-ჰო აი ეგ კი წარმოდგენა არ მაქვს რას ნიშნავს, გავიგე დაჩის ცოლი ყოლია და ეჭვიანობის ნიადაგზე ვესროლე_მხრებით მიაწვა სკამის საზურგეს და ლილიას ამოხედა.
-ჰოო, კარგი გეგმაა, მაგრამ ერთი, არა ორი პრობლემაა, თავიდანვე იცოდი, რომ ცოლი ყავდა და ამას ხელი არ შეუშლია და მეორე, შენი ძმა ზუსტად იმ საქმისთვის ზის რისთვისაც შენ დაგაკავეს და მგონი ჯობია ლაპარაკი დაიწყო._ამ სიტყვებზე შეცბა ქალი, არეგონა მისი და დაჩის საუბრებს თუ ვინმე იწერდა, მაგრამ არ დაბნეულა.
-შემიყვარდა და მიტომ ვიეჭვიენა გაორმაგებულად.
-გაორმაგებული ეჭვიანობა ალბათ რაღაც ახალია._უკნიდან დაუდგა ლილია და ხელები გაშალა-შარში ხარ ჩემო ლალი, მე გამწარებული, რომელსაც აღარაფერი აქვს დასაკარგი თავზე გადგავარ, კამერას როგორც ხედავ თუ გინდა ახედე და შეამოწმე გამორთულია, ანუ ვერაფერს დამიმტკიცებენ, რაც შეეხება შენ კივილს კარები ჩავკეტე, რომც არ ჩამეკეტა, ნახე წინ შავი ფანჯარა რომაა, ახლა ნახევარი განყოფილება იქედან გვიყურებს და მათთვის დაჩი იმდენად მნიშვნელოვანია, სულ რომ სული ამოვხადო წამებით, მისი დაჭრისთვის არცერთი გაინძრევა შენ გადასარჩენად, ამიტომ გირჩევ კალამი აიღო.
ლალი მაგიდას არც უყურებდა, ოდნავ დამფთხალი ჯერ კამერას შემდეგ ფანჯარას მიაშტერდა და მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა.
-მაგიდა წინ გიდგას ცოტა ქვემოთ, მოდი დაგანახებ_მოთმინება დაეკარგა ლილიას, ხელით თავში წვდა ქალს და ცხვირი მაგიდაზე დაარტყმევინა,წამოსულ სისხლს არ მიაქცია ყურადღება, ნიკაპით ააწევინა თავი და თითებით ლოყები მოუჭირა_იცი კიდევ ერთი პლიუსი რა არის, როცა გამომძიებელთან ერთად ცხოვრობ? პირველივე თვეებში კარატეზე შეყავხარ, თავდაცვის ილეთების სასწავლებლად_ხელი წაავლო ლალის მარჯვენა ხელს და ერთ-ერთ თითში ჩააფრინდა_აბა რომელი თითით არ გინდა ჩვენების დაწერა?_ნელნელა გადაუწია და ქალსაც ამოხდა ტკივილიდან შეყვირება.
-დავწერ, გაჩერდი, დავწერ.
-კარგო გოგო ხარ_სალფეთქი მიაწოდა გასაწმენდად, ფურცელი და კალამი მიუჩოჩა და ოთახი დატოვა, გაკვირვებული უყურებდნენ ბიჭები დერეფანში, თუმცა დიდხანს შეჩერებას ვერავინ ბედავდა. მთელი სხეული უკანკალებდა ლილიას და რომ არ დამჯდარიყო წაიქცეოდა, მაგრამ არა, ახლა აქ სისუსტეს ვერ გამოიჩენდა, აქ არა, დაჩის მეორე სახლში ვერა, ისე ჩამოჯდა თითქოს დემნას უცდიდა და უცებ მოსვა ერთი ყლუპი წყალი. ბიჭს სიტყვის თქმაც არ აცადა, რომ დაინახა უცებ წამოდგა:
-საავადმყოფოში ვიქნები თუ რამე დაგჭირდა_და პასუხს არ დალოდებია ისე წავიდა გასასვლელისკენ. ნაღვლიანი მზერა გააყოლა, სხვებისგან განსხვავებით გოგოს იცნობდა, იცოდა ახლა როგორც იყო, მაგრამ იმასაც მიხვდა მარტო ყოფნა რომ უნდოდა და არ გაყვა. როგორც არუნდა აეღოთ გახარებული იყო დემნა ჩვენებით, სახელები გვარები, თავისი მისამართებით და რაც მთავარია იმ ბინის მისამართი ეწერა, რომლის ანგარიშზეც უკვე 4 ადამიანის გვამი იყო. (8)

5 დღე დასჭირდა დაჩის გამოფხიზლებისთვის, მისი სიცოცხლისთვის ბრძოლის 5 დღე, მისი ოჯახისთვის ყველაზე რთული და დაძაბული 5 დღე, როცა არიცი რას გიმზადებს ცხოვრება, მოგკლავს, დაგტოვებს სრულიად უნუგეშოდ, თუ მოგცემს მიზეზს, რომ იცხოვრო. პალატას ვერ ტოვებდა ლილია, ეშინოდა კარები რომ მივიკეტო და რამე მოხდეს რა ვქნაო, სახლშიც ვერ წაიყვანეს, მოუტანდა ნატალი გამოსაცვლელს და ამასაც იქვე იცვლიდა, ვერაფერი აჭამეს, თავბრუსხვევასაც კი აღარ აქცევდა ყურადღებას, მერე რა რომ შიოდა, მაინც ვერ შეჭამდა, მეოთხე დღეს კი საერთოდ გადარია ყველა, დაჩიმ თითი გაანძრია და გახარებული იმდენად სწრაფად წამოდგა ფეხზე, უცებ წნევა დავარდნილი და უჭმელი ძირს გაიშოტა. ახლა მაინც მოგხედავო ჩაიბუზღუნა ექიმმა და სანამ გათიშული დაჩის გვერდით პალატაში იწვა ანალიზები აუღო.
-გაიღვიძე მძინარა, თურმე რა მშვიდი სახე გაქ გამოძინებულზე_ ეცინებოდა უკვე ნაცნობ ექიმს.
-გამოძინებულს? ჯანდაბა, თქვენ რა ძალით დამაძინეთ? უფლება არ გქონდათ.
-ნუ წიკვინებ, გული წაგივიდა, შენი ქმარი გვერდით პალატაშია გათიშული ამიტომ არც არავინ იყო მეკითხა რა მექნა, ამ შემთხვევაში, მთელი ძალაუფლება ექიმის ხელშია და ყველაფერი მისი გადაწყვეტილებით ხდება. სანამ, როგორც იქნა მშვიდად იწექი, ანალიზებიც აგიღე, მინდოდა შავი თეთრზე დაწერილში წაგეკითხა რას უშვები შენს ორგანიზმს და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, პასუხები გვერდით ტუმბოზე გიდევს დანიშნულებასთან ერთად, დანარჩენი შენი საქმეა_ გაცხარებით ჩაილაპარაკა ექიმმა და გავიდა.

რამდენიმე წუთში ფრთხილად წამოდგა ისევ არ წავიქცეო და დაჩისთან შევიდა.
-როგორ შეგვაშინე ლილია_ გულში ჩაიკრა ნატალიმ და დემნას გადახედა-ახლა როგორ ხარ?
-კარგად ნატ, კარგად, დემნა შეიძლება რაღაც გთხოვო?
-რა თქმა უნდა.
-შეგიძლია ჩაი და რამე მისაყოლებელი მომიტანო? არ მინდა ისევ გული წამივიდეს.
-კიდევ კარგი მოიფიქრე, რად უნდა მაგას თხოვნა, ახლავე ამოვალ, ნატ შენ?
-არაფერი დემნა ლილია დავაპუროთ.
მაშინვე გავიდა დემნა, რადგან ლილიამ საჭმელი ახსენა მთელ საცხობს წამოიღებდა, დაჩიც როგორ აგვიანებდა თვალების გახელას, ამ თვალების ბრიალიც კი მონატრებული ქონდა დემნას.
-ნელნელა ვეღარ ვუძლებ ნატ_ თავი ჩაეხარა ლილიას -ისე მენატრება, აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, იმ სახლში დაჩის გარეშე ვერ შევალ შეიძლება გავაფრინო, მის გარეშე ვერ შევძლებ, მოვკვდები, უკვე ვკვდები.
-ლილია, ამდენი დღეა ყველას იქეთ ამხნევებ და დარწმუნებით იძახდი არაფერი მოუვაო, ახლა ნუ ჩაიქნევ რა ხელს გთხოვ.
-4 დღე აქვს კიდევ რომ გონზე მოვიდეს და როგორც დავგეგმე ისე მომიყვანოს ცოლად, თორემ თუ არ ადგება აქ მოვიყვან მის მამაოს და დაძინებულზე დავიწერ ჯვარს._გაბრაზებულმა ჩაიბურდღუნა ლილიამ.
-ვერ გავიგე.
-სიურპრიზს ვუკეთებდი, სანამ ეს ამბები მოხდებოდა, რამდენიმე დღით ადრე ვესტუმრე მის მამაოს და ვუთხარი რაც მინდოდა, 10 მარტი დემეტრეს და ნიას მკვლელობის დღეა, ეს დღე მხოლოდ ტკივილით და ცრემლებით გვახსოვს დღემდე, ახლა კი მინდოდა რამე სასიამოვნოც მომხდარიყო და ეს დღე სხვანაირადაც გვხსომებოდა, ჩვენ ხომ ამ ამბით გავიცანით ერთმანეთი, ოჯახი დავკარგეთ და ამ დაკარგვამ მეორე ოჯახი გვაპოვნინა, ასე რომ გეგმების ჩაშლის უფლებას არ მივცემ_გაბრაზებულმა დაამთავრა ბუზღუნი.
-ნუ ნერვიულობ, ასე იოლად ვერ მომიცილებ ძვირფასო_ გაისმა ოთახში დაჩის ხმადაბლი, ლამის ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები.
-დაჩიიი_ მაშინვე მასთან გაჩნდა ლილია და მეხვია, ნატალი ექიმისკენ გაიქცა-როგორც იქნა_კისერში ჩაუძვრა ბიჭს და უცებ აკოცა.
-როგორ იფიქრე, რომ მარტო დაგტოვებდი.
-არ მიფიქრია, დარწმუნებული ვიყავი ამას არ გაბედავდი, ბოლობოლო შენ მასწავლე კარატის ილეთები.

დაჩის გონებაც შეუმოწმეს, მეხსიერებაც, მხედველობა, სმენა, მოკლედ ნევროლოგმა კმაყოფილმა დატოვა ოთახი, ჯერი კარდიოლოგზე მიდგა და ისიც კმაყოფილი გავიდა გარეთ, რამდენიმე დღეში სრულ გამოჯანმრთელებას წინასწარმეტყველებდნენ დაჩის. ლილიაც ბედნიერი ეხვეოდა და ყველაფერს ჭამდა რაც კი დემნას მოქონდა.
-დაჩი რომელიმე ადგილი არ გტკივა?
-რატო მეკითხები ლილ?
-ისე, მაგალითად ხელები ფეხები გტკივა?
-არა ლილია, ხელები და ფეხები არა, ცოტა სხეული და თავი.
-ძალიან კარგი_გვერდით დაუდგა ლილია და ნახევარი ძალით მიარტყა ხელი მკლავზე-შენ რა გამომძიებელი ხარ კახპამ როგორ მოგატყუა ა? იქნებ მართლა დაგახვია თავბრუ?_კიდევ უფრო მაგრად მიარტყა მეორე მკლავზე-გინდოდა გაგეგიჟებინე? ასე ბრმად როგორ გაყევი ადამიანო_ლამის ხელებით რტყმევაზე გადავიდა, დაჩი კი სიცილიდან სულს ვეღარ ითქვამდა, აცდიდა გოგოს დაცლილიყო და ნერვიულობა გარეთ გამოეტანა, თორემ გულში რომ ჩაეხვია უარესი იქნებოდა.
-გავიგე ზეგ ცოლი მომყავს?
-მოგყავდა!_მკაცრად გაისმა ლილიას ხმა.
-ორივემ ვიცით, რომ მომყავს, რომელ ტაძარში ვიწერთ ჯვარს?
-წმ. ნიკოლოზში, შენს მამაოსთან.
-არც კი იცი როგორ მიყვარხარ. _ლოყები შეეფაკლა ამის გაგონებაზე ლილიას და სულ თლად გადარია დაჩი-მოდი რა არც ტუჩები არ მტკივა და სულ შენი ტუჩები მირტყი, ხმის ამომღები არ ვარ._სიცილით მიუახლოვდა ლილია და ნაზად კოცნა არ ან ვერ გამოუვიდა, ისე ყავდათ ერთმანეთი მონატრებული ვის ეცალა სინაზისთვის.

საქმეზე არავინ ელაპარაკებოდა დაჩის, ორ დღეში გამოწერეს, მესამე დღეს ჯვრისწერა იყო, დაჩიმ მეჯვარედ გიორგი დაიყენა (პატრულიდან), ლილიამ კი ყველას გასაკვირად ნინას თხოვა, დაჩის საავადმყოფოში ყოფნისას ხშირად აკითხავდა და და ამბებსაც აგებინებდა რესტორანში რაც ხდებოდა. ლამაზი იყო ლილია თეთრ, შიფონის კაბაში, ბედნიერი უყურებდა დაჩი და გაბრწყინებული თვალებით უკეთებდა ხელზე ბეჭედს და ლილიაც გაღიმებული აკეთებდა იგივეს, იცოდნენ, რომ ეს ბეჭდები ცხოვრების ბოლომდე დარჩებოდნენ ამ თითებზე, ვერასდროს შეელეოდნენ და არასდროს მოიხსნიდნენ. მათი სიყვარულიც ამ რგოლივით იქნებოდა მთელი ცხოვრება შეკრული და არც დასასრული იქნებოდა სადმე. კიდევ 2 დღე მისცეს დაჩის და მალევე მოვიდა სამსახურში წასვლის დღეც. ახლა დრო იყო საქმეზე ყველაფერი გაეგო რაც ხდებოდა, სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდა, ნატყვიარი ჯერ კიდევ ეწვოდა და ლილიას მალამოს წასმა თხოვა.
-ძვირფასო დღეს ვიკრიბებით_ტელევიზორის ყურებისას გასძახა ცოლს.
-ყველა მოვა?
-კი ლილ, გიორგი, ნინა, დემნა, ნატალი, ლიზაც კი_გაეცინა ბავშვის გარევაზე -ნეტა ხვდებოდეს მის ირგვლივ რა ამბები ტრიალებს.
-ისე, დაჩი, მეჩვენება თუ გიორგის ნინა მოსწონს?
-არ ვიცი, მეც შევამჩნიე რაღაც, მაგრამ ხმას არ ვიღებდი.
-მე წინააღმდეგი არ ვარ, მეორე ჩვენნაირი წყვილი იქნება, ნუ ბავშვს ერთ-ერთი მონათლავს და ვსო_სიცილით გამოვიდა ლილია სამზარეულოდან და დაჩის მიუჯდა.
-ბაავშვს? მეგონა არ გინდოდა, თავიდან რომ გამაფრთხილე ჯერ დრო არ არის და თავი უნდა დავიცვათო არ შეგეკამათე, რამე შეიცვალა?
-არვიცი დაჩი, ალბათ შეიცვალა, მივხვდი, რომ შენს ირგვლივ მკვლელობები და ნარკოტიკები სულ იქნება, ამის გამო კი ჩვენი ოჯახის არევა არ ღირს, ახლა ცოლ-ქმარი ვართ, ბედნიერები ვართ, არ ვიცი, შენ არ გინდა?
ვეღარ მოასწრო დაჩიმ პასუხად რაიმე ეთქვა ისე გაიქცა ლილია კარისკენ, თითქოს ზარმა უშველაო. ყველა ერთად შემოლაგდა და გაოცებული, შეცბუნებული დაჩი არავის დარჩენია უყურადღებოდ.
-ძმაო, დიდი ბუზები იცის ქუთაისში_სიცილით დაკრა დემნამ ხელი ბეჭზე და შეაფხიზლა.
-ა, ხო, ისა, მოხვეით? კარგია
-რაიყო დაჩი?
-არაფერი, მოდი დავიწყოთ.
-მოკლედ, ლალის ყველა კონტაქტი დავიჭირეთ, ყველაფერს აღიარებენ, მაგრამ უფროსის სახელს არცერთი ამბობს, ამირანში მომუშავე ორივე პირიც იყო მითითებული, მაგრამ არ აგვიყვანია, იქ ნინა დარჩა._ახლა გოგოს გადახედა დემნამ და გააგრძელეო ანიშნა.
-რაც ყველა პაიკი დააკავეს, ორი დღით გაუჩინარდა ორივე, შემდეგ დაბრუნდნენ და ისე იქცეოდნენ ვითომ აქაც არაფერი, ერთი განსხვავებით, მთელი მუშაობის მანძილზე ორივე ტელეფონზეა დაკიდებული, სულ უკეთიათ უკაბელო ნაუშნიკი და მთელი საღამო ლაპარაკობენ, სამწუხაროდ მე რადგან ჭურჭელს ვრეცხავ უკან ვერ დავყვები, ამიტომ უფროს ველაპარაკე გამოცდილი მიმტანი მყავს სანაცნობოშითქო და ხვალ გელოდება ლილ გასაუბრებაზე, მიმტანს ყველგან გასვლა გამოსვლის უფლება აქვს და იოლად მიაყურადებ რომ გაიგო რაზე საუბრობენ.
-როგორც ყოველთვის, როგორ შეიძლება ჩემი ცოლი საქმეში არ გაერიოს, ლილია მეშინია, არ გვინდა ასე რა, ხომ ხედავ ძლივს გადამარჩინეს შენც რომ რამე დაგემართოს_ხელები ჩამოისვა დაჩიმ სახეზე და თავი გადააქნია. იცოდა ლილია მაინც დათანხმდებოდა და წინასწარ ნერვიულობდა, ამ გოგოს რომ რამე მოსვლოდა......
-ამ, ხო, მიმტანად მე? ისა და, არ ვიცი, ჯანდაბა ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ უნდა ვთქვა, არა ეს ხომ ჩემი საყვარელი საქმეა, მაგრამ ეს უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ რომ არ შემიძლია?_ოთახში დადიოდა ლილია და თითქოს თავის თავთან ჰქონდა დებატები.
-ლილია ხომ კარგად ხარ?_გაკვირვებული წამოდგა დაჩი და გოგოს გადახედა.
-კი დაჩი, მგონი კი, მოკლედ ჯანდაბას რაც არის არის, ჩემი პასუხია არა, დაჩი მართალია, ამ შემთხვევაში მომიწევს დავეთანხმო.
-რაა? კი მაგრამ რატო? შენ ხომ გიყვარს ეს საქმე?_გაკვირვებულ დაჩის გვერდი აუარა ნინამ და დისკენ წავიდა_თითქმის ბოლოში გავედით, ახლა შეგეშინდა?
-ორსულად ვარ ნინა.
-ოჰ კარგი რა, მეტი მიზეზი ვერ იპო........_გაოცებულს გაუწყდა სიტყვა და უცებ შეწყვიტა ხელების ქნევა_შენ რა ხუმრობ?
-არა ნინა, ნამდვილად არ ვხუმრობ_ თითების ტეხვით გადახედა ჩუმად, გაშეშებულად მდგომ დაჩის, რომლის სახეზეც იმდენი ემოცია ჩანდა ერთად, კერძოდ ვერცერთს გაარჩევდი. (9)

რამდენიმე წუთში შეაღო დაჩიმ თავიანთი ოთახის კარები და ნერვიულად, წინ და უკან მოსიარულე ლილია რომ დაინახა გაეცინა, როგორც ჩვეოდა გოგო თითებს იმტვრევდა, საკუთარ თავთან ქონდა გაბმული დიალოგი და წამით არ ჩერდებოდა:
-როგორ არის ის ფრაზა სულ რომ ისმის ფილმებში და სერიალებში? ხო, დაწყნარდი ძვირფასო, შენთვის ახლა ნერვიულობა არ შეიძლება.
-დაჩი, მე.....
-დაწყნარდი ლილია, ასე მართლა რა განერვიულებს, მოდი მომიჯექი და დავილაპარაკოთ_ლოგინზე ჩამოჯდა და გვერდით ხელი დაარტყა იქ რომ მიჯდომოდა ცოლი-როდის გაიგე?
-საავადმყოფოში, გული რომ წამივიდა ექიმმა უკითხავად ჩამიტარა რაღაც ანალიზები.
-მის მერე ერთი კვირაა გასული, რატო დამიმალე?
-არ ვიცი დაჩი, უბრალოდ, არ ვიცი, მე ვიფიქრე..
-გთხოვ, გეხვეწები, ოღონდ ახლა არ მითხრა მეგონა არ გაგიხარდებოდაო, თორემ გფიცები არ ვიცი რას ვიზამ.
-არა, არა დაჩი, წამითაც არ მიფიქრია, უბრალოდ დაბნეული ვიყავი, ჯერ დაჭრილი იყავი, მერე ჯვრისწერა.
-ჯვრისწერა? მაგიტომ დამთანხმდი?
-ღმერთო დაჩი, რეებს ფიქრობ, რა თქმა უნდა არა, ქორწილი სანამდე გავიგებდი მანამდე დავგეგმე.
-წარმოგიდგენია? ჩემი და შენი შვილი, აუჰ საწყალი ჩვენ და მერე საწყალი მისი სანაცნობო წრე, წარმოგიდგენია ჩვენი შვილი როგორი იქნება? უჰ, ყველა მეცოდება მის სიახლოვეს_მაინც ვერ შეიკავა სიცილი დაჩიმ, მაგრამ ისეთი სითბოთი ლაპარაკობდა, ლილიას ცრემლები მოადგა თვალებზე.ჰო, ჰორმონები.
-კარგი რა ლილ, ახლა არ მითხრა ვტირიო?
-ხო, რა ვქნა, მომავალი 7 თვე ტიპიური ორსული ვიქნები_თითით მაოიწმინდა ცრემლი და დაჩის გადახედა.
-ისე სქესი იცი? ნეტა რომელია? მირჩევნია ბიჭი იყოს.
-ოჰ, ბიჭი და გვარის გამგრძელებელი მოგინდა? გოგოს რას უწუნებ?_წამში გაცხარდა ლილია.
-რა აზრები გაწუხებს, გვარის გამგრძელებელი რა შუაშია, გოგო უფრო საშაროა, უნდა სდიო, კაბის სიგრძე უკონტროლო, ვისთან წავა, ვის მოეწონება, როგორი სანაცნობო ეყოლება, ერთი ფეხი რომ გადაუბრუნდეს სად მივდივარ მერე? პრინციპში ბიჭიც ასეა, იმასაც ზდევა უნდა, იქნებ თამაში მოეწონოს? ან ერთ დღეს ადგეს და გამომიცხადოს სწავლა არ მინდაო? ან პატარა ასაკში ცოლი რომ მომიყენოს და გამომიცხადოს ორივე გვარჩინეო? ვაიმე, ლილია, შარში ვართ_თვალებ გაფართოებულმა ამოხედა ცოლს და ნერვიულად მოიქექა კეფა.
-კარგი დაწყნარდი, მე ვარ ორსულად და იქეთ გაწყნარებ, ხომ იცი ერთად ყველაერს შევძლებთ, თანაც უნდა ვაღიარო დიდი ოჯახი მინდა_დარცხვენილმა ახედა ქვემოდან ბიჭს და დაჩის გახარებულ სახეზე თითონაც გაეცინა.
-მოდი ჩემთან_გულზე მიიხუტა გოგო და ხელი მოხვია_რა თქმა უნდა ერთად, სხვანაირად არც შეიძლება.
შეხვედრა დილისთვის გადადეს და მთელი გუნდი თავიდან შეკრიბეს ვისაც ენდობოდნენ, არც ბატონი თამაზი დავიწყნიათ და ისიც გამოიძახეს. ლილიამ რომ გაიღვიძა, დაჩი უკვე მოწესრიგებული გამოდიოდა აბაზანიდან. კბილების ხეხვას ასრულებდა ზარი რომ დარეკეს კარზე და ისიც ნახევრად კბილის პასტიანი გავარდა ოთახიდან და დაჩის ამოუდგა გვერდით.
პირველები დემნა, ნატალი და ლიზა იყვნენ, ბავშვს ჯერ კიდევ ეძინა და ოთახში შეიყვანეს, მათ გიორგი მოყვა, რა თქმა უნდა ნინასთან ერთად, შემდეგ თამაზი და კიდევ ორი ბიჭი, რომლებიჩ დემეტრესა და ნიას საქმიდან ახსოვდა ლილიას და დაიწყეს კიდევაც გეგმის მოფიქრება.
-ყველაფერი კარგი, მაგრამ მაეჭვებს ის გარემოება, რომ მაშინდელივით არავინ ამბობს უფროსის საქმე. ნუთუ ისევ მაღალჩინოსანთან გვაქვს საქმე? თუ არა, მაშინ ისეთი ვიღაც უნდა იყოს მთელ ქუთაის შიშის ზარს რომ ცემდეს. დაჩი, მოწმეების ჩვენებები აქ გაქვს? მოდი კიდევ ერთხელ განვიხილოთ, იქნებ რამე გაგვეპარა.
ორი საათი კითხულობდნენ და ერთმანეთს აწვდიდნენ, ოცი ადამიანი ცოტა არა, ამათ დამატებული ბინიდან აყვანილები. ბოლოს ლილია აწრიალდა, ისე მოშივდა, ვერც იფიქრებდა ადამიანს ასე მოშიება თუ შეეძლო. წყნარად წამოდგა, საფულე აიღო და მოსაცმლისკენ რომ წაიღო ხელი, დაჩი წამოადგა.
-სად მიიპარები მეუღლევ.
-მომშივდა დაჩი და მაღაზიაში ჩავალ.
-კი, მაგრამ მაცივარი სავსეა.
-ხოო, ვიცი, მაგრამ მალაკო მინდა, აი საბავშვო პეჩენიას რომ გადაუსმევ და ბუტერბროდივით გააკეთებ._დაბნეული სახე დაჩის ხარხარმა შეუცვალა.
-ვაიმე, მალაკოიანი ბუტერბროდი კარგი იყო_სულს ვეღარ ითქვამდა_ მიდი, დაჯექი შენ, მე ჩავირბენ და ამოგიტან_შუბლზე აკოცა და სირბილით დაეშვა კიბეებზე.
მათ მუშაობაში გოგოებმა საუზმობა, ლიზამ გაღვიძება და ლილიამ სამზარეულოს მილაგება მოასწრო. უკვე შემოსასვლელში გადიოდნენ გარჩევა რომ მოესმათ.
-ბიჭებო_დაძაბული იყო დაჩის ხმა_ იცით რა მეუცნაურება, ყველა მოწმის ჩვენებაში ბატონია ნახსენები, ბატონის სახელი არ ვიცით, აბა ჩვენ ვინ გვეტყოდა ბატონი ვინ არის და ა. შ. აი ნახეთ არც უფროსი, არც მთავარი, ყველგან მხოლოდ ბატონი.
-სწორი ხარ დაჩი, ზუსტად ამწუთას ვაზუსტები ხოარ ვცდებითქო_ყველას ჩვენება ერთად ქონდა გადაშლილი და თითებს აყოლებდა.
-ბატონი? დარწმუნებული ხართ?_ლამის იქვე წაიქცა კანკალისგან ლილია, თან თავი ჩაეხარა და გამალებით ფიქრობდა, არც ნინა იყო უკეთეს დღეში.
-ბატონი ახსენეთ?
-რა მოხდა გოგოებო, დაჯექით, ლილია ნერვიულობზე რა გითხარი?
-ჯანდაბა, ასე სუსტი როდის გავხდი_ღრმად ამოიქშინა ლილიამ და დაჩის გადახედა-არამგონია ფეხზე მყარად დგომა შევძლო, ჩემი სამკაულების ყუთი მომიყანე რა.
სწრაფად ადგა დაჩი და ოთახიდანაც მალე დაბრუნდა, ხელში ჩვეულებრივი დასაკეცი სამკაულის ყუთი ეჭირა და ლილიას გაუწოდა, გოგოც მაშინვე შიგნით ჩაძვრა და პატარა შეფუთული ტომსიკა გადმოაპირქვავა. ულამაზესი იყო თეთრი ოქროთი შესრულებული და მოხატული ლილიას ყვავილი, რომელსაც ყლორტები და ფოთოლი ოქროსი ქონდა.
-ოჰოოოჰ_ახლოდან შეათვალიერა დაჩიმ კულონი_ასეთი ძვირიანი ნივთი საიდან ლილია?
-ჯერ სად ხარ, ბარათი ნახეთ აბა_წინ დადო ბარათი გოგომ ყველას დასანახად და თითქოს ყველასთვის ყვიროდა იქ დაწერილი ერთი სიტყვა.
არ დასცალდათ გაოცების გამოხატვა ნინამ რომ წამოიძახა:
-აჰა, ვიპოვე, კიდევ კარგი სულ თან ვატარებ, ჯერ მოიცადეთ და ბარემ ამასაც რომ ნახავთ ერთნაირად გაოცდით_ზუსტად იგივენაირ ტომსიკაში ჩადებული ნივთი ამოიღო ნინამ, იგივენაირად შესრულებული, ოღონდ ვარდი იწონებდა ამჯერად თავს. წარბები აეწია დაჩის და გაოცებულმა გადახედა გოგოებს.
-აბა ესეც ნახეთ_ამჯერად ბარათი დადო ლილიას ბარათის გვერდით და უკვე გაოცებისგან წამოძახილებიც გაისმა, ზუსტად ერთნაირი ბარათი, ზუსტად ერთნაირი კალიგრაფიითა და შინაარსით:
„ბატონისგან“

-კარგიიი_დაბნეულმა მოიქექა კეფა დაჩიმ_მოდი პირველ კითხვას მე დავსვამ, საიდან გაქვთ ეს საჩუქრები? თქვენი ფულით ფაქტია ვერ იყიდიდით.
-18 წლის რომ გავხდი, აღმზრდელმა გადმომცა_ერთად თქვეს დებმა და ერთმანეთს გადახედეს.
-ანუ ეს უკვე გვაფიქრებინებს, რომ ვიღაც თქვენი ნაცნობია, არამგონია ასეთ ყელსაბამებს ყველას უგზავნიდნენ, კიდევ რა გახსოვთ ბატონზე ან ბავშვთა სახლში გატარებულ დროზე?_ნინა ჯერ კიდევ ფიქრობდა და წარსულს იხსენებდა ლილიამ რომ უცებ თქვა.
-მე არაფერი, მხოლოდ ის, რომ განსაკუთრებით სასტიკად მეპყრობოდნენ, თუ ვინმეს დავეხმარებოდი, ორივეს გვცემდნენ, ყველანაირი ჩემი მოქმედება ბოლოს ჩემი ცემით სრულდებოდა, ბოლოს ისე აკეთებდნენ ადამიანის დახმარების სურვილი მიქრებოდა, მაგრამ ვძლიე თავს.
-ზუსტად იგივე ნაირად ვიზრდებოდი მეც, ოღონდ ახლა რომ დავფიქრდი რაღაც კიდევ იყო, აქამდეც მახსოვდა, მაგრამ ჩემთან არ ვაკავშირებდი. ერთხელ, ერთი გაროზგვის შემდეგ ვინამაც დამსაჯა ტელეფონზე ლაპარაკობდა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გავიგონე „ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც თქვენ გვიბრძანეთ ბატონოო“, აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება, ახლა ბატონმა მიიქცია.
-ნინა, მეტი არაფერი გაგიგონია?
-არა დაჩი, ვწუხვარ, იცი როგორ მინდა დახმარება, მაგრამ მეტი არაფერი.
-კარგი, ესეიგი ყველაფრის თავი და თავი ეს ბატონია, რომელიც თქვენთანაა დაკავშირებული, იქნებ თქვენი ნათესავია? სხვაგვარად ვერ ვხვდები ზუსტად თქვენ, დები რატომ უნდა აერჩიეთ.
-ალბათ მართალი ხარ დაჩი, მეც მაგას ვფიქრობ, სამწუხაროა მშობლებზე რომ არაფერი ვიცით_დამწუხრებულმა გადახედა ნინას_თუმცა მე გადავწყვიტე ასე ყოფილიყო, იმედგაცრუებას ასე ჯობდა_ჯერ კიდევ ვერ ეპატიებინა ლილიას დაკარგული სამი წელი. ხელი მოხვია გიორგიმ ნინას თანაგრძნობის ნიშნად, რომელსაც თავი ჩაეხარა ამჯერად გულწრფელი ცრემლი რომ დაემალა. ნანობდა, როგორ არ ნანობდა, ახლა რომ გაიცნო და შეიყვარა და მთელი გულით ნანობდა დაკარგული წლების გამო, იქნებ რომ მოსულიყო ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო?
-ლილ, მოულოდნელი რომ არ იყოს, კიდევ ერთ სტუმარს ველოდებით.
-კიდევ? ვის დაჩი? ვიცნობ?
-როგორ არიცნობ, შენნაირი ჯიუტი და გაუგონარია_სიცილი აუტყდა დაჩის და კარზეც გაისმა ზარის ხმა.
-ვაიმეე, არ მჯერაა, ჩემი ყვავილი გოგოოო_ყველას სიცილი აუტყდა ლილიას აღფრთოვანებულ შეძახილზე ნინას გარდა, ეჭვიანობის ტალღამ ისე დაუარა მუშტები შეეკრა.
-როგორ ხარ ჩემო გოგო? ორი დღეა ვერ დაგირეკე და შენი ხმის ლომკა მქონდა_სიცილითვე დაუწელა ლოყები სტუმარმა და ოთახისკენ წამოყვა_აუ როგორ მაინტერესებს გაბერილი როგორი იქნებიიი.
-ჰმ, მოგიყვა ხომ ჩემმა ჭორიკანა ქმარმა? კიარ მაცადა მე მეთქვა, შენი ნათლულია ბოლო ბოლო.
-რაა? მართლა? ვაიმე არ არსებოოობს, აი ჩემი და ხართქო ტყუილა კიარ გეძახდიიი_გახარებული მოეხვია ლილიას და კინაღამ კოცნით დაახრჩო.
ნინას მომუშტული ხელები არ შეუმჩნევია ლილიას ისე დაეხსნა გოგოს და სხვებს გადმოხედა:-ვინც არ იცნობთ, გეშინოდეთ, ქალბატონი კესანე ბათუმიდან, რომელმაც ისე გასკვანჩა ბატონი დავითი, რომ თავის დახსნის შანსიც კი არ მიცა.
-რა არანორმალური ხარ_ლილიას სიცილი გადაედო და ისევ მოეხვივნენ ერთმანეთს, მართლაც ისე გაუგეს ერთმანეთს დებივით გახდნენ, ყოველდღე საუბრობდნენ და დროს როგორც კი გამონახავდნენ ერთმანეთთან ჩადიოდნენ.
-თუ სწორად მივხვდი კესანე მე შემცვლის?_ ქმარს მიუჯდა ლილია და კესანეც გვერდით დაისვა.
-ხო ლილ, სხვა გზა არაა, აქ ბევრს ისევ ვერ ვენდობით და კესანე ხომ იცი.
-ძალიან კარგი, ნინასთან ერთად მოგიწევს მუშაობა რესტორანში, ერთმანეთსაც გაუგებთ იმედია_ერთმანეთს გააცნო გოგონები და შეამჩნია ნინას სახე როგორც უყურებდა კესანეს.
-აბა კესო, სად მუშაობ? გამოცდილება გაქვს?_ღვარძლიანად ჩაილაპარაკა ნინამ.
-აუ ძალიან გთხოვ ოღონდ კესო არა რა, არ მიყვარს სახელს რომ მიმოკლებენ. სიმართლე რომ გითხრა, ამ საქმეში პროფესიონალი არ ვარ, ადრე აქ ვცხოვრობდი, მამა მომიკლეს და მის საქმეს დაჩი იძიებდა, მე ცალკე დავიწყე და ბოლოს ერთმანეთს რაღაცის გარკვევისას შევხვდით და ერთად გავაგრძელეთ.
-უი როგორ გავს თქვენი ისტორიები ერთმანეთს, ჩემმა დამაც მასე გაიცნო_ყველას გასაგონად გამოკვეთა ჩემი და და დაჩის ჩაცინებაც გამოიწვია.
-ხო ვიცი, უკვე მომიყვა ლილიამ, ისეთი კარგი ისტორიაა მკვლელობას რომ არ ეხებოდეს.
შეკრული წარბებიდან უყურებდა ნინა და გიორგის მოჭერილმა ხელმა აგრძნობინა, რომ ზედმეტი მოდიოდა. ცოტა კიდევ ისაუბრეს საქმეზე და დაიშალნენ, კესანე ლილიასთან დარჩა, ნინა გიორგიმ წაიყვანა, დემნამაც მის ოჯახს მოკიდა ხელი, დანარჩენები თავ თავის გზაზე წავიდნენ.

ორი დღე სიახლის გარეშე გავიდა, კესანემ მუშაობდა დაიწყო, თუმცა როგორც ჩანდაჭურჭლის მრეცხავი სახლს იცვლიდა და მთელი დღე ამაზე ესაუბრებოდა კლიენტებს და დამკვეთს. ოთხ დღეში ლილიას პირველი ვიზიტი უწევდა გინეკოლოგთან, 12 კვირის ხდებოდა და პირველი ეხოსკოპია უწევდა, აქამდეც არ ყოფილა მინასვლეი და ახლა უნდა დარეგისტრირებულიყო როგორც ორსული.
გახარებულმა ჩაკეტა ბინის კარები, ცოტა ხანში პატარას გულისცემას მოისმენდა, დაჩი უკვე საავადმყოფოს შესასვლელთან უცდიდა, ისიც ისე იყო აღელვებული ერთი საათით ადრე მივიდა სამსახურიდან იქ დაგიცდი მირჩევნიაო. გასაღებები ბრელოკს ატრიალებდა ლილია ისე გავიდა სადარბაზოდან და მაშინვე შედგა, იქვე გაღებულ მინივენში შეშინებული ნინა მოჩანდა და თავი გაუქნია გაიქეციო, ვერ მოასწრო, მაშინვე წინ აეტუზა შავებში ჩაცმული ბიჭი და მანქანისკენ გაუქნია თავი.
-ქალბატონო, გთხოვთ დაბრძანდეთ, ბატონი გელოდებათ_ხელი გაუწვდინა მანქანისკენ და ჩაჯდომისკენ მოუწოდა. ახლა ვერ გაიქცეოდა, რომც შეძლებოდა ნინას მაინც არ მიატოვებდა, თანაც ძალით რომ დაეკავებინათ ბავშვის შეეშინდა, მშვიდობიანად გაყოლა ამჯობინა, თანაც ცნობისმოყვარეობა კლავდა ვინ იყო ეს ბატონი. უჩუმრად მოხსნა ბრელოკიდან ლილიას ყვავილის ფორმის დასაკიდებელი და იქვე დააგდო, ამითი დაჩი რაც საჭირო იყო მიხვდებოდა და ძებნას დაუწყებდა, მერე კი მშვიდად ჩაჯდა მანქანაში და ხელი მოუჭირა დას გასამხნევებლად. (11)

გოგონების გასაკვირად, სრულიად ჩვეულებრივ, ორ სართულიან სახლში მივიდნენ, სამაგიეროდ არ გაკვირვებიათ შიგნით კბილებამდე შეიარაღებული დაცვა. ბიბლიოთეკის მაგვარ ოთახში შეიყვანეს და დაცდა თხოვეს. რამდენიმე წუთში კარი გაიღო და ოდნავ ჭაღარა შეპარული თმიანი კაცი გამოჩნდა, მაღალი ისედაც იყო, მაგრამ იმდენად თავდაჯერებული და ამაყი ნაბიჯებით მოდიოდა გოლიათი გეგონებოდათ. გოგონები მათ შორის მსგავსებამ ისე გააოგნა ხმას ვერ იღებდნენ.
-გამარჯობათ ახალგაზრდებო, როგორც იქნა შევხვდით_საერთოდ არცერთ მარცვალში ჩანდა სითბო, გეგონებოდა მოვალეობის მოხდის მიზნით საუბრობსო იმდენად ცივი ხმა ჰქონდა.
-თქვენ... თქვენ...._ვეღარც დააბოლოვა მუდამ გაბედულმა ნინამ.
-ახლა არ მითხრა ენა ბლუც ვარო, შენს აღმზრდელს არაფერი უთქვამს. მე დიმიტრი ჭანკვეტაძე ვარ, მამათქვნი.
-აქამდე სად იყავი?
-ოჰ ძალიან გთხოვ, სენტიმნტების გარეშე, როგორც მე ვერ აღგიქვამთ შვილებად ისე იქნებით თქვენც_ხელის აქნევით წამოდგა სკამიდან_ ეს ბიზნესია, არანაირი ნაზი გრძნობა, მაგრამ როგორ მოახერხეთ, რომ ასე სპეციალურად აღზრდილებმაც კი იმედები გამიცრუეთ?
-აგვიხსნი რა ხდება?
-ვიცოდი ლილია გამბედავი შენ რომ იქნებოდი, შენ დაში ორმაგად შევცდი_დანანებით გადახედა ნინას, რომელსაც უკვე თვალები აცრემლებოდა, თუმცა მალევე წამოდგა, ჩაახველა და ხმა გაიწმინდა:
-კარგი, რადგან სენტიმენტების გარეშე ვსაუბრობთ, თავიდან დაიწყე.
-კარგი, მაინც ვემზადებოდი ერთხელ მოყოლა რომ დამჭირდებოდა. მოკლედ, დედათქვენი მკვდარია, ნუ ბოლომდე გულახდილი ვიქნები მე მოვკალი, მინდოდა ჩემთვის ბიჭი გაეჩინა, მაგრამ ნინაზე მშობიარობის შმდეგ საშვილოსნო ამოაჭრეს, სიმართლე გითხრათ მიყვარდა და სხვისგან შვილი არ მინდოდა, ამიტომ დავჯერდი ორ გოგოს და დედათქვენი მშვიდად გავისტუმრე. მერე ჩაგაბართ, ეგღა მაკლდა მტრებს ჩემ შვილებზე გაეგოთ და მერე ვითომ დასაშანტაჟებლად გამოეყენებინეთ, ამიტომ აღმოჩნდით საბავშვო ბაღში, სადაც ჩემი დავალებით ისე გზრდიდნენ როგორც მაწყობდა და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა ერთმა ოჯახი იპოვა და ვითომ მათი შვილი გახდა, მეორე კი, მას შემდეგ რაც და მოვუკალი საერთოდ გათხოვდა. შენი ქმარი, ვაღიარებ ბეწვზე გადამირჩა, თუმცა მაინც არ აქვს დიდი დრო დარჩენილი, აი შენი და კი საკმაოდ იოლი იყო_ნინას გადახედა ბოლოს_სხვათაშორის ლილია, მიხარია შვილი რომ არ გყავს, მართალი დედათქვენის მერე სიტყვა სიყვარული აღარ შემიმჩნევია, მაგრამ მკვლელი ბაბუის წოდება არ მხიბლავს_არხეინად მოუკიდა სიგარეტს და ფანჯარა გამოაღო.
-ხო, ახლა მეც მიხარია რომარ ვიჩქარე_შვებით ამოისუნთქა ლილიამ და პირველად თქვა გულში მადლობა გინეკოლოგთან რომვერ მოასწრო მისვლა.

კიდევ ბევრი რამ განიხილეს, როგორც აღმოჩნდა, ბატონი დიმიტრი ავად იყო და მისი ბიზნესის შთამომავლობისთვის დატოვებას აპირებდა, მაგრამ ორი კვირა მისცა ორივე დებს ყველასგან თავისუფლები რომ დაბრუნებულიყვნენ უკან, თორემ დაემუქრა ძალით წამოგიყვანთო. როგორც წაიყვანეს გაოგნებული, ისევე დატოვეს ორივე ლილიას სადარბაზოსთან. ფეხზე ძლივს იდგნენ, ჯერ ბოლომდე ვერც იაზრებდნენ რა მოხდა. სახლში შესვლა ძლივს მოასწრეს დაჩი რომ გადაეხვია ორივეს. ხვდებოდნენ ბიჭი რაღაცას ეკითხებოდათ, მაგრამ არც ესმოდათ და ვერც იგებდნენ.
-დაჩი გვაცადე აზრზე მოსვლა და მოვყვებით, წყალი მომიტანე რა_ჩაწყვეტილი ხმით ამოილაპარაკა ლილიამ და სახე ხელებში ჩარგო.
მაშინვე წამოდგა დაჩი და ჭიქის გამოღებასთან ერთად მობილური მოიმარჯვა დემნასთან რომ დაერეკა, ერთ საათში მთელი ჯგუფი დივანზე იჯდა და მოსასმენად განაბულები იცდიდნენ. ლილიამაც აღარ დააყოვნა, ღრმად ამოიხვნეშა, დაჩის ხელი ჩაკიდა და დაიწყო. (12)

ლამის გაათენეს იმდენი გეგმა მოიფიქრეს და უარყვეს, რთული იყო რამდენიმე დღე გქონოდა მხოლოდ ასეთი ბოროტმოქმედის დასამარცხებლად. ლილია და ნინა ყველაზე ნაკლებს საუბრობდნენ, ორივე თავიანთ თავში ჩაიკეტა და ფიქრებს მიცემოდნენ. დაჩი და გიორგი დროდადრო გადახედავდნენ ხოლმე, მაგრამ ვერაფერს ამბობდნენ, იცოდნენ ამჯერად ვერ ჩაერეოდნენ, ეს უკვე მათ ოჯახს ეხებოდა. ბოლოს ლილიამ ვეღარ გაუძლო, ლამის ფეხზე დაეძინა. ოთახისკენ წასვლამდე შემობრუნდა და ყველას თვალი მოავლო:
-მთავარი არ დაგავიწყდეთ, არავის წამოცდეს ჩემს შვილზე, თორემ იმ არაკაცმა ხელი რომ დააკაროს არც ერთს არ გაპატიებთ.

ორი დღე გეგმავდნენ, აპარატურას განიხილავდნენ და ამ ყველაფერზე განყოფილების უფროსმაც კი არ იცოდა, ამჯერადაც ვერავის ენდნე, საქმე უფრო რთულად იყო, ვიდრე სამი წლის წინ, ნინა და კესანე ძველებურად დადიოდნენ ამირანში, თუმცა ახალი არაფერი გაუგიათ. მეოთხე დღეს უკვე ყველაფერი მოასწრეს, ლილიამ თავის გეგმას გაამარჯვებინა და შესრულებაც მანვე იკისრა, იცოდა რაზეც მიდიოდა, მაგრამ სხვას ვერავის გაუშვებდა, თითონ უნდა ყოფილიყო, მხოლოდ მას უნდა ეთქვა ეს ყველაფერი და პირველადაც მას უნდა დაენახა რაც მოხდებოდა.

დასასრულამდე ორი დღე იყო დარჩენილი ლილია „მამიკოს“ კარებთან რომ დადგა და მუჭით მაგრად დააბრახუნა.
რამდენიმე წუთის შემდეგ კაცის წინ იდგა და უბღვერდა.
-მიხარია, რომ ორი დღით ადრე მოხვედი, იმედია გონს მოეგე და აქ რჩები.
-არა ძვირფასო მამიკო, აქ სალაპარაკოდ მოვედი, იმ დღეს ბევრი არაფერი გითქვამს, დროა კარტები ბოლომდე გავშალოთ და ბოლომდე გულახდილი ვიყოთ_ცხვირსახოცი ამოიღო დივანზე მჯდარმა და მთელი ძალით მიიჭირა ცხვირზე:
-ნეტა ეს ალერგია შენგან მაქვს თუ დედასგან?_იმხელა ხმაზე დააცემინა და თითქმის ფეხებამდე დახარა თავი კაცს სიცილი აუტყდა.
-არა, ჩემგან აშკარად არა. კარგი ოღონდ თუ შენს ქმარს გავითვალისწინებთ შეიძლება რაიმე დაგეგეგმათ, ამიტომ მოდი ჯერ თავი დავიზღვიოთ._დაცვას დაუძახა და ორი ბიჭი რაღაც კეტის მაგვარი მოწყობილობით შემოვიდა, აჰ რა თქმა უნდა, მხოლოდ ფილმებში ქონდა ლილიას ნანახი ამითი დაფარულ მოწყობილობებს რომ ეძებდნენ. უცებ გადაკრა წითელმა ფერმა, მაგრამ მხოლოდ წამით. მალევე მოახერხა თავის ხელში აყვანა და ხელები გაშალა რომ შეემოწმებინათ, სხეული არ იკმარეს, ჩანთაც ბოლომდე გადმოუპირქვავეს და ტელეფონი ოთახიდან გაიტანეს.
-ახლა შეგვიძლია მშვიდად დავიწყოთ. გისმენ აბა, შენ კითხვებს სვამ მე გპასუხობ.
-დემეტრე და ნია შენ მოკალი?
-არა, ან კი, ნუ ბრძანება მე გავეცი, ასრულებით გიორგიმ შეასრულა.
-რატომ?
-შენი დად წოდებული სხვის საქმეებში ძვრებოდა, მერე ის ბიჭიც აიყოლია და დაჩისთან მისვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოკლეს.
-ეს როგორ?
-როგორ და ჩვეულებრივად, მეორე დღეს მთელ აღმოჩენილ მასალას დაჩის მიუტანდნენ, ყველაფერი ამოვიღეთ მანქანაშივე ქონდა, მეხსიერების ბარათის გარდა. ამიტომ გაერიე შენც.
-სხვა რა საბუთები იყო?
-ყველა ჩემი გაყალბებული საბუთი და იმ ადამიანთა ჩვენებები ვისაც ქონება წავართვი, თავისი როგორღაც ამოქექილი დამამტკიცებელი საბუთებით, რომლებიც წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოიძიეს.
-დედა ვინ იყო?
-ძალიან ლამაზი ქალი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც უარის თქმა გაბედა, მაშინ ჯერ კიდევ დამწყები მქვიოდა. რა არ გავუკეთე, საიდან არ მივუდექი, მაგრამ მისი გული ვერ მოვიგე, ბოლოს მოვიტაცე და სახლში დავისვი, ასეთი მიუწვდომელი, იმდენად სასურველი გახდა ჩემთვის, მის გარდა ქალი არც მინდოდა და აღარც მინდა, თურმე ურჩხულებსაც ქონიათ რაღაც მხრივ გული.
-მაშინ რატომ მოკალი? ვის მოაკვლევინე?
-სიმართლე რომ გითხრა, ისედაც კვდებოდა, ოპერაციის შემდეგ რაღაც მოხდა, რამაც სისხლი მოუწამლა, იმდენად იტანჯებოდა ვერ გავუძელი, ყოველთვის ისეთი ძლიერი იყო, მის საცოდავ კვნესას ვერ გავუძელი. ნუ გეშინია ექთნიდან დაწყებული ექიმით დამთავრებული ყველა დავსაჯე ვინც ოპერაციისას იქ იყო.
-რითი მოკვდა ის ორი ადამიანი რითიც ეს ყველაფერი დაიწყო?_ძლივს გდააყლაპა კისერში გაჩხერილი ბურთი ლილიამ.
-სიმართლე რომ გითხრა, სულარ ვიცოდი ვინ იყვნენ, ჩემი ნარკოტიკების მომწოდებელ-შემქმნელმა დამირეკა და მითხრა ორი ახალგაზრდა, ბოთე მოწმე გვყავს, რომლებიც შემოიპარნენ და ყველაფერს უყურესო. ფოტოებით მივხვდი გოგო ვინც იყო და ისედაც მის მოშორებას ვაპირებდი, ამიტომ ერთად ორი კურდღელი მოვკალი.
-ყველაფერს რას უყურეს?
-მოდი ასე ვთქვათ ნარკოტიკის შექმნის და გამოყენების ცდებს.
-ანუ?
-ანუ ჩემო ლილია, არსებობს უამრავი მიტოვებული შენობა, რომლის სარდაფშიც შეიძლება ლაბორატორია იყოს გაკეთებული და ნარკოტიკს ადამიანებზე ცდიდნენ.
-და ეს ყველაფერი ქუთაისში ხდება?_თვალები შუბვზე აუვიდა ლილიას.
-რატომ მარტო ქუთაისი? წყალტუბოში იმდენი მიტოვებული სანატორიუმია, უამრავი მიგდებული ადგილია თბილისში, ბატუმში საერთოდ საზღვარია. ვაღიარებ სამი წლის წინ შენს ქმართან ერთად დიდი ზარალი მომაყენე, მაგრამ ჩემს ქალიშვილებთან ერთად ორ თვეში აღვადგენ ყველაფერს.
-ორი მსხვერპლი კიდევ იყო, ისინი რატომ?
-აჰ ისინი უბრალო ცდის მსხვერპლნი არიან.
-ასეთი რატომ გახდი? ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს? მეგონა ასეთი ცივსისხლიანები გამოგონილი პერსონაჟები და წიგნის გმირები იყვნენ, რა მოხდა?
-არაფერი, ასეთად დავიბადე და ასეთი დავრჩები, ფულის მოყვარული ვარ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ყველამ უნდა დათმოს რაღაც მიზნის მისაღწევად, მე სხვის სიცოცხლეს ვთმობ.
კიდევ ბევრ რამეზე ისაუბრეს, შეძლო ლილიამ ყველაფერზე აელაპარაკებინა, ისინიც კი მოაყოლა მთელი ცხოვრება რაც კი გაუკეთებია, ვისთვის რა დაუშავებია. ისიც კი ჩამოარაკრაკებინა რომელ ქალაქში ვისთან და რაზე მუშაობდა. რამდენიმე საათი საუბრობდნენ, ბავშვი უკვე აშკარად სთხოვდა ლილიას ჭამას, როგორც იქნა მორჩნენ და ლილია ჩანთის ასაღებად დაიხარა:
-ისე, კიდევ ერთ მაგალითს გეტყვი რატომ იყო შეცდომა ჩვენი მოშორება, რომ მიცნობდე, გეცოდინებოდა, რომ ალერგია არასდროს მქონია და ასეთი დაცემინებაც საოცრად მაღიზიანებს_ხმის ამოღებაც არ აცადა კაცს ისე გამოაძვრინა დივნის ქვემოდან მოსასმენი მოწყობილობა და წყნარად ჩასძახა:-შემოდით დაჩი...

-ჩემთვის დიდი პატივია დღეს ასეთ ვითარებაში დგომა და უფრო დიდი პატივია, რომ ადამიანები, ვის გამოც აქ შევიკრიბეთ ჩემს განყოფილებაში მუშაობენ, ისინი პირველ ადგილზე იმყოფებიან გახსნილი საქმეების რაოდენობით და დიდი სიამოვნებით გაცნობებთ, რომ თქვენს წინაშე უკვე მთავარი გამომძიებლები დგანან, რომლებსაც თავიანთი გუნდის შეკრების უფლება უკვე ოფიციალურად ექნებათ_ ოფიციალურად გამოკვეთა განყოფილების უფროსმა და გაღიმებულ ბიჭებს გადახედა_ მადლობა თქვენ, რომ ქუთაისს და სრულიად საქართველოს ასეთი ადამიანი მოარიდეთ და იმედს გამოვთქვამ კიდევ მრავალს მოარიდებთ. სიამოვნებით ეფერებოდა ლილია უკვე საკმაოდ გამობერილ მუცელს და ამაყად შეყურებდა როგორ იღებდა მისი ქმარი მილოცვებს. იცოდა, როგორ არ იცოდა, რომ ეს კიდევ მრავალ გათენებულ ღამეს გამოიწვევდა, მაგრამ ისიც იცოდა გათენებულ ღამეს დილით რაც მოყვებოდა, თანაც მარტო აღარ იყო, უკვე ოჯახი ყავდა, დიდი ოჯახი, ქმარი, შვილი, და, სიძე, მეგობრები და ზუსტად იცოდა რაც უნდა დაჭირვებოდა, ნებისმიერ წუთს შეეძლო ნებისმიერ მათგანთან დაერეკა.

-დაჩიი, არ ჩერდება, მაინდამაინც გრეჩიხის ფაფა უნდა, მე ვერ ჩავდივარ და უცებ გამოგვირბინე რა.
-ძვირფასო, ზუსტად ამ წამს მანქანით ორი ბავშვის გატაცებაში ეჭვმიტანილს მივზდევ. ხომ არ ფიქრობ, რომ ცოტათი უადგილო თხოვნაა?
-კარგი რა დაჩი, ეგეც ეხა მინისტრის მოადგილე ან მამაჩემი არ იყოს, ნახევარს საათში მოუვლი, დემეტრეს კიდევ შია.

ღიმილით გათიშა ტელეფონი და ფანჯარას მიუახლოვდა, იცოდა დაახლოებით ნახევარ საათში მაინც ამოირბენდა აქოშინებული დაჩი კიბეებს, ფაფას მოიტანდა, ტკბილად აკოცებდა ორივეს და ისევ გაიქცეოდა. თბილად დახედა ახალ ჩაძინებულ დემეტრეს ხელებში რომ ყავდა და გაეღიმა. ბიძამისი სწორი იყო, სწორედ ლილია და დემეტრე იყვნენ ვის გამოც დაჩის სამსახური კიარა, თავიც ავიწყდებოდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Naatii
ნანახია: 310 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar