ოცნება წარსულიდან [სრულად]
10.04.2016, 19:37
მეოცნებე ქალი!
ოცნება?_ ოცნება ბავშვობიდან მიყვარს. მეტიც, რომ იტყვიან ოცნებაზე ვარ გაზრდილი! დედაჩემი სულ მეუბნებოდა, ასე დაიღუპებიო... რელობასაც უნდა გაუსწორო თვალი ცოტაო. მე კიდევ არ მესმოდა. ან უბრალოდ არ მინოდა ნაწამები დედის, რეალობა დამენახა ჩემი თვალებით.
ჩემი ასაკის ქალბატონებს გეცოდინებათ როგორი მძიმე პერიოდის გადატანა გვიწევდა იმ დროს. როგორ გვციოდა საბნის ქვეშ, როცა წესით ბავშვებს სითბო უნდა ეგრძნოთ. როგორ ვიზრდებოდით ნანატრ პურზე, სხვის ყველზე და რაც მთავარია ერთმანეთის ნაქონი ტანსაცმლით...
ეს პერიოდიც ოცნებით გადავლახე...
ვოცნებობდი რომ წარმატებული ქალი გავმხდარიყავი, დედას რომ ასახელებდა და იმ სევდიან თვალებს გააუფერადებდა. კიდევ ვოცნებობდი ბედნიერ ოჯახზე- ქმარზე რომელიც გამაღმერთებდა და შვილებზე რომლებიც დედ-მამას ასახელებდნენ...
რა ვიცოდი ოცნებები ზოგჯერ მტკივნეულად რომ ხდება!

არასდროს ვყოფილვარ რაღაცით გამორჩეული ბავშვი. არასდროს მიყვარდა საუბარი იმ გარემოში რომელსაც ვერ ვეწყობოდი, მეგობრებთანაც იშვიათად ვიდგამდი ენას, ისიც სწავლასთან დაკავშირებით. აბა ოცნებას ახდენა ხომ უნდოდა?

იმ დღეს მეგობრის სახლში ვიყავით მთელი კლასის გოგონები. ნანასთან მისაღებში მრგვალი მაგიდის გარშემო ვისხედით და დავალებებს ვწერდით.
მაშინ ძველბიჭობა და შავი ქურთული ჭრიდა! მაშინ ყველამ იცოდა თავისი სახელი და ზედმეტად არავის არაფერს აბედინებდნენ. ნანას ძმაც ასეთი «გაწი-გამოწი» ბიჭი იყო.
ზვიადთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა გოგონებს, ძმასავით გვყავდა. იმას კიდევ დებივით.
კარგი დრო იყო!

იმ დღესაც შავი ქურთუკი, შავი ჯინსის შარვალი და ფერგადასული შავი ბოტასები ეცვა ზვიადს, თავის ძმაკაცთან ერთად ამოვიდა სახლში... გოგონები რომ დაგვიახა ალბათ ჩაფიქრებული გადაიფიქრეს და თავისთან შეიყვანა ოთახში. სახეზე გამოკვეთილად ვერცერთი ვერ დავინახე, არადა როგორ მაინტერესებდა მათი სამყაროს წარმომადგენელი ბიჭები.

დიდხანს აღარ გავჩერებულვართ ნანასთან, წვიმამაც მომისწრო და სანამ ძალიან გაწვიმდება წავალმეთქი. კარებში ვიდექი უკვე ბიჭებიც რომ გამოლაგდნენ ოთახიდან ზედმეტად გახარებულები. მარტო ერთს ქონდა სახე მოღუშული. წარბაწეულმა შეგვათვალიერა ყველა და კარებიდან პირველი გავიდა.

-რა კარგი ბიჭია. _ ჩემს უკან გადაჩურჩუებლი ნინელის ხმა გავიგონე და თავი ინსტიქტურად მივატრიალე.

-ხო კარგი ბიჭია, მაგრამ უბანში იძახიან საშიშიაო. _ გამოეპასუხა ლალი და ისიც კარებისკენ წავიდა. ნანა გადავკოცნე და სახლი მეც დავტოვე.

ჩემი უბნის ასახვევამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი, ამიტომ ჩქარი ნაბიჯებით დავიწყე სიარული წვიმაში. არანაირი სურვილი მქონდა საღამოს სიცხეს აეწია კვლავ... ძალიან რომ დასცხო წვიმამ და ჩემი კორპუსიც არ ჩანდა, ერთ-ერთი გვირაბს შევაფარე თავი. გალუპმული ვიდექი და ვკანკალებდი. თეთრმა ნოლსემმა ისე ჩამიქროლა, გეგონება ჩემს მაგივრად ლანდი იდგა და და ვერ დაინახაო. გემრიელად გამწუწა და უფრო ამაკანკალა. მობუზული მივტრიალდი ლანძღვით და გავიქეცი. ტყავის ყვავილებიანი ჩანთა თავზე გადავიფარე და სახლამდე სულ სირბილით მივედი. კარები ლამის შევანგრიე ისე მივეჯახე, აბა სხვანაირად ამ მორყეულ ხეს ვერ ვაღებ ხოლმე. დედაჩემი სამზარეულოში ჩაის სვამდა და მეზობლის ახალ რძალს ეჭორავებოდა.
ორივეს მიესალმე და ჩემს ოთახში შევედი გამოსაცვლელად.

» » »

-დე, დე!

კითხვისგან დაღლილი თვალები რამოდენიმეჯერ დავახამხამე და მოტიტინე ქალიშვილს გადავხედე, საწოლზე ამოძრომას უშედეგოდ რომ ცდილობდა.

-ხო დედას სიხარულო!?_ იღლიებში მოვკიდე ხელი და ჩემთან ამოვაძვრინე.

-დე, დე..._ ისევ არ წყვეტდა ერთი და იგივეს ძახილს პატარა.

-როდის უნდა ისწავლო დე ლაპარაკი?_ სიცილით ვკითხე შვილს და შუბლზე ჩამოყრილი თმები გავუსწორე.

-ბე, ბებო...

-ყოჩაღ დე._ გახარებულმა შევძახე და მოკისკისე ანა გულში ჩავიკარი. _ დედას და ბებოს სიხარული ხარ შენ! ჩვენი იმედი და გახარება დე. დედას ქონება!

ვიმეორებდი იმ სიტყვებს რომელსაც დედა ბავშვობაში დაუნანებლივ მიმეორებდა. სულ მეცინებოდა « ჩემი ქონება ხარ»_ო რომ იძახდა. ვერ ვუკავშირებდი სიტყვას და აზრს ერთმანეთთან. ახლა მესმის, ახლა მართლა ვიცი რომ მე დედას ქონება ვიყავი... ეს პატარა გაწრიპული არსება კი ჩემი სიმდიდრე და ქონებაა! რომ არა ის ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მარტოს მომიწევდა, მარტოს და გულმოკლულს.
აწყლიანებული თვალებით შევავლე, გაცრეცილ დღიურს თვალი და შვილთან ერთად ჩემი ოთახი დავტოვე.

-როგორ ხარ დედი?_ თბილად დამისვა თმებზე ხელი დედაჩემმა და ლოყაზე მაკოცა.

-კარგად ვარ. თორნიკე არ მოსულა?_ ვიკითხე უემოციოდ და მოცინარ შვილს გავუღიმე.

-წეღან ველაპარაკე, დღეს მე წავიყვან ბავშვს ბაღშიო._ ახალი ამბავი მამცნო და ჩაის ჭიქა მაგიდაზე დადგა.

-კარგია, მე მაინც მეჩქარებოდა. _ ვცადე უცებ მომეგვარებინა ოჯახში საქმე და სახლი დამეტოვებინა.

ჩემი შვილის მამასთან ურთიერთობას უკვე ორი წელია თავს ვარიდებ. ერთმანეთთან მარტო იმ ღამეს გვქონდა გადასარევი ურთიერთობა, ისიც კარგად შეზარხოშებულებს. თუმცა ვიტყუები, ერთი წვეთიც არ მქონდა დელეული! ეს მე მეგონა რომ გრძნობებით ვიყავით შეზარხოშებულები.
სადარბაზოდან გასვლას ვაპირებდი, ჩემი შვილის მამა რომ შემეჩეხა. თბილად მომიკითხა და გადამკოცნა.

-როგორ ხარ ლელა?_ მხარზე ხელი დამისვა და ჩვენი სართულისკენ გააპარა თვალი.

-კარგად შენ როგორ ხარ?_ ვცადე უცებ მიმეყარა სიტყვები და ჩემს გზაზე წავსულიყავი.

-ნორმალურად. ანა სახლშია?_ მოიკითხა მოსვლის მიზეზი.

-კი სახლშია, დედაჩემი ამზადებს. _ გავეცი პასუხი და წასასვლელად მოვემზადე. _ ნახვამდის. _ ჩქარა მივაძახე და სადარბაზო დავტოვე.

« « «

იმ დღის შემდეგ ნანასთან ხშირად გვიწევდა გოგონებს მეცადინეობა. მეც არ ვარიდებდი მასთან ასვლას თავს და თავისუფლად დავდიოდი. ერთ მშვენიერ დღეს ისევ ამოვიდნენ ბიჭები, ამეჯერად ყველა მისაღებში დასხდა. ის შავთვალებიანი ახმახიც მათ მიუჯდა და ყველა ერთად აგვათვალიერ- ჩაგვათვალიერა. სიმართლე რომ ვთქვა იმ დღესვე მოვიხიბლე მისით, მეტიც იმ დღეს შემიყვარდა ნუკრი. ამას ძალიან გვიან მივხვდი იმდენად გვიან, რომ თქმას და გოდებას აზრი აღარ ქონდა... მას უკვე თავისი ცხოვრება ქონდა აწყობილი მე ჩემი.
ურთიერთობა არ გვქონია, მეტიც გამარჯობაც კი არასდროს უთქვამ ჩემთვის. მეც ასე შორდიან ვეტრფოდი და ვინ იცის მერამდენედ ვოცნებობდი, მის გამარჯობაზე...ან თუნდაც შეცდომით ნათქვამ სიტყვაზე.
როცა მივხვდი რომ ნუკრის ნახვა ჩემზე ძალიან მოქმედებდა და მტკენდა, ნანასთან სიარულს მოვუკელი. გაკვეთილებს დამოუკიდებლად ვამზადებდი და სემესტრის ბოლოსთვის წვალებით ვემზადებოდი. დედაჩემიც მეხმარებოდა როცა ძალიან გამიჭირდებოდა, ისევ ეს მერჩივნა გოგონებთან ასვლას.
წლის ბოლო შესანიშნავად დავხურეთ თითქმის ყველამ. ჩემთან უნდა აგვეღნიშნა ბანკეტი, ღმერთო ჩემო, როგორ მახსოვს... მაშინ პიანინო მეც მქონდა, ოღონდ ძალიან ძველი და გახუნებული. კლავიშებიც არ უვარგოდა საწყალს, მაგრამ მაინც მოვილხინეთ და გავერთეთ. რამოდენიმე სამახსოვრო სურათიც დამრჩა იმ დღიდან. სადარბაზოში ვიდექი მეგობრებს ვაცილებდი სიცილ-კისკისისთ ნუკრის რომ გადავაწყდი თვალებით. ჩემს მოპირდაპირე კორპუსში მოცხოვრებ ნათიასთან ერთად იჯდა ხის ქვეშ რომ სკამი გვედგა იქ. სიმწრის ნერწყვი ხმამაღლა გადავყლაპე და ცრემლმომდგარი დავემშვიდობე მეგობრებს.

სახლში სლუკუნით ავედი და სუფრა დედასთან ერთად ავალაგე. ოთახში ტირილის პირას მისული შევედი და ჩემს ცივ თეთრეულში შევწექი. თვალებიდან წამოსული რამოდენიმე მლაშე სითხე ვერაფრით ვერ შევაკავე და ღამე ტირილში გავათენე.

მეორე დღეს ნანასთან მორიდებით ვიკითხე ნუკრიზე, იმან კიდევ ისეთი რამ მითხრა სულ დამეკარგა სახეზე ფერი. ნათია ყვარებია თურმე წლებია და მალე ცოლადაც მოიყვანსო.
ჩემს ადგილზე რომელიმე თქვენთაგანი თუ ოდესმე ყოფილხართ მიხვდებით რა სიმწარეც გამოვიარე და როგორ მომიკლა რამოდენიმე სიტყვამ გული... თუ არ გამოგიცდიათ ეს სიმწარე ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ... გულდაფლეთილმა ლამის თითები დავიჭამე.

იმ დღის შემდეგ თითქმის სულ ვხედავდი ნუკრის, ჩვენს კორპუსთან. ალბათ ადრეც დადიოდა, მაგრამ მე არ ვაკვირვდებოდი. სამეზობლოს უკვე მოძველებული რძალიც ყვებოდა ხოლმე ნათიაზე რაღაცებს. ისე აქებდა და ადიდებდა იმ გოგოს ცოტაც და ალბათ სახლიდან კინწისკვრით გავაგდებდი. ბოღმისგან ლამის იყო გავმსკდარიყავი, ისე მიღრნიდა მათი ერთად ყოფნა გულს.

სადღაც ორ კვირაში მოიტაცა კიდევაც და იქორწინა... ყველაზე მტკივნეული მაინც ის იყო, ჩემს თვალწინ რომ ააცალა გზას გოგო. ისე ებღაუჭებოდა მის სხეულს, გეგონება ნათია წინააღმდეგობას გაუწევდა.
იმ ღამესაც ვიტირე!
მერე აღარ!
საერთოდ დავივიწყე ნუკრის არსებობა!
დღიურს ვუმხელდი ღამეში ერთხელ, ფიქრებს და მორჩა!

კიდევ ერთხელ გრძნობამ თავი, ნუკრის რომ გოგო ეყოლა მაშინ შემახსენა. ბავშვი დედ-მამასთან ყავდა ნათიას მოყვანილი. რომ დავიანხე ლამის ხელიდან გამოვგლიჯე და დავისაკუთრე. ისე მინდოდა იმ ბავშვის დედა მე ვყოდილიყავი, ჩემი და ნუკრის არსება ყოფილიყო რომ სიგიჟეები დამეწყო.
მე მაინც ბოროტულად ვოცნებობდი, რომ ოჯახი დაენგრევათ და ჩემთან მოვამეთქი...
არადა სინამდვილესი ვიცოდი, რომ აფსურდს ვოცნებობდი... მაგრამ ოცნებას ხომ კაცი არ მოუკავს...
ეს გრძნობები კლავენი ხალხს...

ნუკრი ჩემთვის არასდროს იყო და მაინც მორჩა!
ასე თუ ისე ჩემი პირველი სიყვარული წყალს გავატანე!
რომ იტყვიან დავფერფლე!

მერე გამოჩნა თორნიკე, ჩემი გოგოს მამა! თორნიკე დროულად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, იმ პერიოდში ჯერ კიდევ ვფიქრბდი ნუკრიზე... გამოჩნდა და დამავიწყდა კიდევაც!
ჩემი და მისი ურთიერთობა ლექსებით შემოიფარგლებოდა... ის წერდა და მერე მიკითხავდა... ხშირად ჩემზეც წერდა! მარტო ჩემზე და მე ეგოისტურად მიხაროდა, მათი არსებობა!..

სადღაც ორ თვეზე მეტი ვეპრანჭებოდით ერთმანეთს. მერე გრძნობებს გასაქანი მივეცით და გავაშიშვლეთ.
სიმართლე რომ ვთქვა არც მინანია, ბედნიერი ვიყავი ჩემი პირველი მამაკაცი თორნიკე რომ იყო.
არც მას ემჩნეოდა რაიმე უარყოფითი.
ასე გრძელდებოდა ჩვენი ჩუმი რომანი, მანამ სანამ არ გავიგე რომ ორსულად ვიყავი.
მეორე დღესვე ვუთხარი თორნიკეს ყველაფერი, ისიც დამთანხმდა ბავშვი გააჩინეო...
ცოლობაც მთხოვა, ოღონდ ისე არა მე რომ ველოდებოდი. მივხვდი რომ თავს ვალდებულად გრძნობდა, ბავშვის გამო ვალდებულებები აეღო საკუთარ თავზე.
მე უარი ვუთხარი!

«შვილს ისეც მიხედავ, მსხვერპლის გაღება არ არის საჭირომეთქი!»

დედაჩემს ეს ამბავი რომ ვუთხარი, ერთი თვე ხმას არ მცემდა, მე ჩემს მეგობართან ვცხოვრობდი ამ დროის განმავლობაში.
თორნიკე ისევ ყოველ დღე მნახულობდა, ისიც ბავშვის გამო.

ერთი თვის თავზე დედაჩემმა მინახულა და მთხოვა სახლში დაბრუნდიო...
დავბრუნდი!
საკუთარი კერა, სულ სხვაა!
სითბო რომელიც, ჩემშია მაინც ყველა სახლს მერჩივნა...

ჩემი პატარა ანა რვა თვეში მოევლინა ქვეყანას.
იმ დღესაც ჩემს გვერდით იყო თორნიკე...
და საერთოდ, ის სულ იქ არის, როცა მე და ჩემს გოგოს გვჭირდება...
მერე რა სხვა რომ ყავს და ქორწინებას აპირებს, მთავარია რომ ჩვენთვისაც იცლის...

ანას დაბადებიდან, სამ თვეში ცოლი მოიყვანა...
სულ მეგონა რომ ის ქალი არ უყვარდა! არ ვიცი, შეიძლება მე ვიტყუებდი თავს და ვცდილობდი ჩემი გრძნობებისთვის იმედი მიმეცა. არასდროს ახსენებდა ჩემთან მას... ან რატომ უნდა ეხსენებინა...
ერთი წელი რომ გავიდა თითქმის მათი ქორწინებიდა, მივხვდი რომ თორნიკეს ცოლი უყვარდა და კიდევ ერთხელ ვიტირე ღამით!
ოღონდ ახლა ისე ვიტირე, დედაჩემმაც გაიგო და მითანაგრძნო!
ნუკრი პირველი იყო და იმიტომ ვიტირე!
თორნიკე უკანასკნელი და იმიტომ!

ანასთვის ისევ ისე იცლიდა როგორც ადრე... არაფერი შეცლილა.
ასეირნებდა, ეთამაშებოდა. ყველაფერს უკეთებდა რაც შეიძლება შვილს გაუკეთო.
ეს მე ვიყავი მისი ცხოვრებიდან გარიყული, მისთვის მე მხოლოდ ქალი ვიყავი რომელმაც შვილი გაუჩინა.
თუმცა კაცისთვის ესეც ბევრს ნიშნავს ალბათ!
არ ვიცი!

ერთ წელში შემთხვევით გადავაწყდი ნუკრის თავის ცოლ-შვილთან ერთად. საერთოდ არ შეცვლილა, უბრალოდ ერთი ორი ჭაღარა შერეოდა თმაში... ნათია ისევ ისეთი იყო, ლამაზი და ეშხიანი.
პატარა გოგო კი ძალიან გაზრდილა!

ჩემი მისდამი გრძნობები გახუნებული და აღაარარსებული!

» » »

სადარბაზოსთან თორნიკეს მანქანა დავინახე თუ არა სისხლი გამიჩერდა. დღევანდელი დილა არ მეყოფოდა სანერვიულოდ ახლა, სახლში მისი ხილვა. ფეხების კანკალით ავიარე, სამი სართული და ზარის ღილაკს თითი მივაჭირე. კარები დედაჩემმა გამიღო, ჩანთა ქონდა მოკიდებული და სადღაც მიიჩქაროდა. თვალი გაოცებულმა გავაყოლე კიბეებზე მიმავალ დედას და მხრები აივჩეჩე.
მისაღებში თორნიკე და ანა თამაშობდნენ. ჩვეულებრივად მივესალმე ჩემი შვილის მამას და დივანზე ჩამოვჯექი.

-მე და ქეთი დავშორდით. _ მოულოდნელად ჩაილაპარაკა თორნიკემ და ანას სათამაშო გაუწოდა.

-რას ამბობ, კი მაგრამ რატომ?

მეწყინა!
გულით მეწყინა ჩემი საყვარელი მამაკაცის ცუდი!

-მივხვით რომ ერთმანეთისთვის არ ვართ. _ მხრები აიჩეჩა და გამომხედა.

-და ეგ არის მიზეზი? ვინ ანგრევს ოჯახს ასეთი უაზრობის გამო თორნიკე?_ ცოტა არ იყოს მისმა ნათქვამმა გამაბრაზა. _ ქეთი როგორ არის?_ მოვიკითხე ჩემი კონკურენტი.

-ორივე კარგად ვართ! მივხვდით რომ ისე არ გვიყვარს ერთმანეთი რომ მთელი ცხოვრება, ერთ საწოლში და ერთ ჭექვეშ გავატაროთ.

-ძალიან ვწუხვარ მართლა.

მეწყინა!
თან გამიხარდა!
იმის გაცნობიერება გამიხარდა, ჩემს თორნიკეს, ჩემი შვილის მამას სხვა ქალი რომ არ უყვარს...

-ახლა რას აპირებ?

ინტერესი ვერ დავმალე!

-ახლა, ახალ ცხოვრებას დავიწყებ!..

გამიღიმა!
იმ ღამეს რომ მომაჯადოვა იმ ღიმილით!

-ძალიან კარგია, ასე რომ ფიქრობ... ყველაფერი კარგად იქნება.

სულელური ფრაზით დავაიმედე, მამაკაცი.

-მჯერა!

გამიღიმა ისევ!
ჩვენს საერთო, სისხლსა და ხორცს ხელი მოკიდა და მარჯვენა მუხლზე დაისვა.

-გავიგე სამსახურში დაუწინაურებიხარ უფროსს.

ეჭვიანი ტონი მესიამოვნა და ტუჩის კუთხეში გამეღიმა.

-ხო დამაწინაურეს...

ამაყად ავწიე თავი და წელში გავიმართე.

-ხომ იცი შენი წინსვლა სულ გამიხარდება.

-ვიცი და მიხარია ასე რომ არის.

ტუჩებზე თითები მოვისვმი და ჩემს მუხლებს დავეყრდენი.

-იცი ვფიქრობდი და მივხვდი რომ ანას მშობლები ერთად ჭირდება და არა ცალ-ცალკე!

გამომიცხადა ხმამაღლა.

-მეც დიდხანია მივხვდი ამას, მაგრამ შენ გელოდებოდი.

გავუმხილე ჩემი დიდი ხნის საიდუმლო!

-კარგია ორივე ერთ აზრზე რომ ვართ... ეს ძალიან გაგვიადვილებს საქმეს.

სიცილით ჩაილაპარაკა და ჩვენს შვილთან ერთად გვერდით მომიჯდა.
ისევ ისე გადამხვია მარცხენა ხელი მხარზე და გულზე გვერდულად მიმიკრა. თმებზე ოდნავ გამიხახუნა თავისი უფერული ტუჩები და ჩაიღიმა!
ეს მე ვიგრძენი რომ ჩაიღიმა, იმიტომ რომ გულმა სულ სხვანაირად დაიწყო ძგერა!

ჩვენი საერთო შვილის «ურამ» ორივე გულიანად გაგვაცინა.
უფრო მაგრად მომხვია, ჩემმა საყვარელმა მამაკაცმა ხელები და თავის განიერ სხეულზე ამაკრო.

ხედავთ?
ოცნებები ხდება!

მე ახლა წარმატებული ქალიც ვარ!
ოჯახიც მყავს!
ქმარი, რომელიც მაღმერთებს!
შვილი რომელიც ჩემით და მამიკოთი ამაყობს... ჩვენ მისით!
და დედა, რომლის დაკარგვისაც სულ მეშინია და მაკანკალებს... მაგრამ ოცნებებით მჯერა, რომ ჯერ კიდევ დიდხანს მომიწევს მისი ლამაზი თვალების ატანა!
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: მე❤
ნანახია: 7065 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar