ფანჯრის მეგობარი (მეორე ნაწილი)
15.01.2018, 16:13
მე და ლარისა დეიდა სახლიდან გამოვედით, კარები ჩავკეტე, ლიფტს დიდხანს ველოდეთ მაგრამ ლარისა დეიდამ გადაწყვიტა ფეხით წასვლა. მისი ბინის კარებს რომ შეხედა თქვა:
- ამ დილით ბლინები გავაკეთე და ის წავუღოთ, ისე ხომ ვერ მივადგებით. - გაიკვირვა ლარისა დეიდამ, ძალიან მზრუნველი და საყვარელი დეიდა იყო smile
- კარგით ლარისა დეიდა, აქ დაგელოდებით - გამეღიმა მე.
რამდენიმე წუთში გამოვიდა, დიდ თეფშზე საყვარლად ეწყო ჯერ კიდევ ცხელი ბლინები:
- რა საოცარი სუნი აქვს - შევისუნთქე თუ არა ეს ვთქვი.
- წამოდი, წამოდი, ეს ახალ მეზობელს მივუტანოთ, შენთვისაც შევინახე, დაბრუნებულზე შეჭამე.
- რა საოცარი ადამიანი ხართ დეიდა ლარისა.
ახალი მეზობლის ბინის კარამდეც მივაღწიეთ. დეიდა ლარისამ კარზე დააკაკუნა. კარი შავგვრემანმა, მაღალმა და ტანადმა გოგომ გააღო.
- გისმენთ?!
- გამარჯობა შვილო, - დაიწყო ლარისა დეიდამ - ჩვენ აქვე ვცხოვრობთ, ზედა სართულზე. გავიგეთ ახალი მეზობელი გადმოვიდაო და გასაცნობად მოვედით. თუ არ შეწუხდებით...
- მობრძანდით, მობრძანდით - ლარისა დეიდას სათქმელი არ დაამთავრებინა.
გოგომ სახლში მიგვიპატიჟა, ყავა მოადუღა და დივანზე ჩამოვჯექით. ცოტა ხნით სამივე ვდუმდით, შემდეგ საუბრის ინიციატორი ისევ ლარისა დეიდა გახდა:
- რამდენი წლის ხარ შვილო?
- ცხრამეტის - ჩემი ხნისაა, გავიფიქრე გულში.
- მშობლები გყავს?
- არა, არც ერთი, ავარიაში დაიღუპნენ.
- ძალიან მეწყინა..
- რას საქმიანობ?
- თსუ-ში ვსწავლობ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
- მეც თსუ-ში ვსწავლობ. - დიალოგში მესამე პირი შევიჭერი.
- სასიამოვნოა - გოგომ ჩემკენაც გამოიხედა, თითქოს ახლა იგრძნო ჩემი არსებობა.
- თავისუფალ დროს რას აკეთებთ? - ლარისა დეიდამ სათქმელი ისევ თავისი ინტერესების სასიკეთოდ მიმართა.
- როიალზე ვუკრავ
- მე გიტარაზე - ჩავეჭერი მას. ლარისა დეიდამ ცივად გამომხედა, თითქოს მითხრა ყურადღებას ნუ უფანტავო, გოგო კი გაოგნებული გვიყურებდა, ხან მე, ხანაც ლარისა დეიდას.
- ხუთი წელია აქ არ ვყოფილვარ, არ ვიცი როგორ მდგომარეობაშია. - თქვა და მარჯვნივ, როიალისკენ გაიხედა, რომელიც თაღიდან მოჩანდა.
- კარგი საყვარელო, ახლა დაგემშვიდობებით, ახალი მოსული ხარ, ალბათ სახლის დალაგებას გეგმავ. ხანდახან შენც შემოიარე. ზედა სართულზე, 12 ბინაში ვცხოვრობ. - გამოემშვიდობა ლარისა დეიდა.
- მე მეთხუთმეტეში. - ისევ ჩავიჭერი საუბარში.
- კარგით, აუცილებლად შემოგივლით. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ბლინებისთვის მადლობას გიხდით, თეფშს დაგიბრუნებთ.
ჩვენ სახლებისკენ გავეშურეთ. ძალიან დაღლილი ვიყავით. ლიფტში ლარისა დეიდამ მკითხა:
- რას აპირებ ახლა?
- აუცილებლად უნდა წავუძინო, ძალიან დავიღალე - ამასობაში მეხუთე სართულზე ავიდა ლიფტი და კარებიც გაიღო.
- მოდი, ჯერ ჩემი ბლინები შეჭამე და მერე დაიძინე.
ლარისა დეიდას ბლინებით დავნაყრდი და დასაძინებლად გავემართე.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lifeismine641
ნანახია: 776 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
ორივე თავი წავიკითხე და მიკვირს, საიტის სატიტულო ფურცელზე, სათაურის ქვეშ, სხვა წინადადებები წერია, რაც, ვერც ერთ თავში ვერ აღმოვაჩინე...
დაკიდევ, იქნებ შემდეგი თავებიც დადო? ჯერ დასაწყისა და შეფასებას ვერ გავაკეთებ, ანუ ნაწარმოების გმირების გაცნობითი ხასიათისაა
avatar