ფანჯრის მეგობარი (პირველი ნაწილი)
11.12.2017, 19:31
ყოველთვის მაფიქრებდა რა მოხდა წარსულში, თუმცა არასოდეს მიფიქრია ისტორიკოსი გავმხდარიყავი. კაცმა არ იცის თავში ხან რა მომივა ხან რა. ერთხელაც აზრად მომივიდა დამეწერა პატარა თხზულება - "რა მნიშვნელობა აქვს ძველ ისტორიას დღეს".
ჩემი სამუშაო მაგიდა ფანჯრის წინ იდგა, ეს ფანჯარა კი მეორე კორპუსის ფანჯრისკენ იყურებოდა, იქ არავინ ცხოვრობდა, ფარდა ყოველთვის გადახურული, ყოველ შემთხვევაში რაც აქ გადმოვედი ასეა.
ერთ დღესაც უნივერსიტეტიდან დაბრუნებული ბინაში შემოვედი და ჩემი მაგიდის გავლით ოთახისკენ გავეშურე. მაგიდას ჩავუარე და რაღაცნაირად იმ ბინის ფანჯარა გაღებული მომეჩვენა. ელვის სისწრაფით უკან დავბრუნდი და მართლაც, ფარდა გადაწეული და ფანჯარა ღია იყო. ვიფიქრე საღამოს შევივლი და გავიცნობ მეთქი. ოთახში შევედი და გამოვიცვალე. ერთი ჩემი მეზობელია, ქალბატონი ლარისა, ძალიან პუტკუნა და საყვარელია. ხანდახან შემომივლის ხოლმე და თავის მიერ გაკეთებულ უგემრიელეს საჭმლებს შემოიტანს ხოლმე. დღესაც ჩვეულებრივსამებრ შემომიარა და ქადა შემომიტანა:
- გამარჯობა სოფო, დაგინახე რომ მოხვედი, ვიფიქრე მშიერი იქნება და ქადა მოგიტანე.
- მადლობა, რატომ შეწუხდით, მობრძანდით.
- რას შვები, როგორ ხარ?
- რავიცი, ნელა-ნელა ვარ, თქვენ როგორ ხართ?
- მეც ვარ ნელანელა, რა ამბავი, რას იტყვი ახალს.
- ხო მართლა, იმ სახლში ფანჯარა გაღებულია, ვინმე მოვიდა?
- აჰ, არამგონია შვიდი წელია მაგ სახლიდან ჭაჭანება არ ისმის, ქარმა გააღო ალბათ.
- კარგით, მაგრამ ხომ არ შეგვევლო მაინც, თუ ვინმეა გავიცნობდით ახალ მეზობელს.
- კარგი წავიდეთ, დამიჯახე რო გეცლება, მე სულ მცალია ხო იცი.
- კარგით. ყავას მოვადუღებ ხომ დალევ.
- კაი მიდი აადუღე და დავლიოთ.
ყავა მოვადუღე და მე და ლარისა დეიდამ დავიწყეთ დალევა. უეცრად ყავა მაგიდაზე დადგა და ხელი მომარყა:
- შეხედე, ნახე - მითხრა და იმ სახლის ფანჯრისკენ მანიშნა.
ვიღაც გოგო მოსულიყო.
- წამოდი გავიცნოთ არ გინდა? რა ლამაზი გოგოა. - მითხრა ლარისა დეიდამ.
- კარგი წავიდეთ...
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lifeismine641
ნანახია: 939 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar