პატარა გოგონა ზღვის პირას (მეექვსე თავი)
19.03.2019, 01:02
-დამი,არ დაგველოდები?_დაუძახა ანამ,როდესაც დაინახა რომ ის გარეთ გადიოდა.
დამიანე მობრუნდა,ანას შეხედა და ვერაფერი თქვა.გაშეშებული იდგა და ფიქრიც კი არ შეეძლო,გონებაში მხოლოდ ბოლოს გაგონილი დიალოგი ჩაესმოდა.გონება ჰქონდა არეული.
-კარგად ხარ_ჰკითხა ლუკამ თუმცა პასუხი ვერ მიიღო
-დამი_ფიქრებიდან გამოარკვია ანას ხმამ
-ჰო_უპასუხა დაბნეულად
-რა გჭირს?მოხდა რამე?-ეკითხებოდა გოგონა
-არა.უნდა წავიდე.ხვალ გნახავთ_თქვა დამიანემ და სტუდიიდან გავიდა.
-რამე მოხდა?_ჰკითხა ანამ ლუკას
-არ ვიცი.უცნაურად კი იქცეოდა.აღელვებული ჩანდა_უპასუხა ლუკამ
-იქნებ მოგვიანებით დაელაპარაკო
-კი,კი.ვღელავ ძალიან,ასეთი არასდროს მინახავს.
-იმედი მაქვს ცუდი არაფერია_თქვა გოგონამ და ლუკას გვერდით ჩამოჯდა.
-მეც იმედი მაქვს_უპასუხა მამაკაცმა და გოგონას ხელი მოხვია
ბექა კი ისევ ბაჩოსთან ერთად იყო კაბინეტში.დამიანეს მსგავსად ბექაც დაბნეული იყო.ჯერ კიდევ ცდილობდა გაეაზრებინა მეგობრის ნათქვამი.დაბნეული და გონებაარეული იდგა.ვერაფრის თქმას ახერხებდა.ეს ხომ არ იყო უბრალო ამბავი.ათასგვარი გრძნობა ერეოდა ახლა და ვერ ახერხებდა ფიქრებისთვის თავი მოეყარა და საღად ეაზროვნა.ახლა აღმოაჩინა ,რომ კიდევ ერთი შვილი ყავს,უკვე ზრდასრული და ეს ყველაფერი ისე მოულოდნელად შეიტყო,რომ ახლა ართლაც ძნელი იყო სწორად ეფიქრა.წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ რა უნდა გაეკეთებინა.
-ბექა_ფიქრებიდან გამოარკვია ბაჩოს ხმამ
-ჰო_უპასუხა მან და წინ და უკან სიარული შეწყვიტა
-დაჯექი და სცადე რომ დამშვიდდე_მკლავზე ხელი მოკიდა მან მეგობარს და დივანზე დასვა
-როგორ უნდა დავმშვიდდე.შენ როგორ წარმოგიდგენია,იმის მერე,რაც მითხარი_თქვა აღელვებულმა ,შემდეგ დივნის საზურგეს მიეყრდნო და ხელები თავქვეშ ამოიდო.
-ვიცი,მესმის რთული სიტუაციაა მაგრამ...
-რთული ?_სიტყვა გააწყვეტინა ბექამ_ბაჩო... ამას ამდენი ხნის განმავლობაში როგორ მიმალავდი_თქვა გაბრაზებულმა-შვილი მყავს,მეორე შვილი,ბიჭი 28 წლისაა და მე ახლა გავიგე მისი არსებობის შესახებ.გესმის?ახლა_ამბობდა სასოწარკვეთილი ხმით.
-ჰო,ვიცი,ვიცი,დამნაშავე ვარ,როგორც კი გავიგე,მაშინვე უნდა მეთქვა,მაგრამ ლილის დავპირდი,გესმის?მან დამაფიცა,მთხოვა,რომ შენთვის და საერთოდ არავისთვის არაფერი მეთქვა,მაგრამ ახლა უკვე არარ შემეძლო სიმართლე დამემალა შენთვის.
-კარგი,კარგი._თქვა ბექამ,ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა-მესმის შენიც,პირობა დადე,მაგრამ მე ლილის არ მესმის ეს ამბავი როგორ დამიმალა,როგორ შეეძლო ჩემთვის ასე წაერთმია შვილი.არაფერი ვიცოდი მისი არსებობის შესახებ
-ახლა რას აპირებ?_ჰკითხა ბაჩომ
-არ ვიცი,არ ვიცი_უპასუხა ბექამ-არეული მაქვს გონება,მაგრამ ანას და დამიანეს უნდა ველაპარაკო,რაც შეიძლება მალე.ამ ამბავს ვერ დავმალავ
-ჰო,მართალი ხარ,მაგრამ შენ ცოტა უნდა დამშვიდდე.შენ თვითონ აღელვებული ხარ ახლა და აზრზე მოსვლა გჭირდება.
-ჰო,მართალი ხარ.თან წავალ ახლა მე,ანა მელოდება .ცოტა უნდა მოვსულიერდე და ველაპარაკო ორივეს.
-ბექა_დაუძახა ბაჩომ მეგობარს,როდესაც ის უკვე კართან იყო მისული.
-ჰო_მობრუნდა მამაკაცი
-გამიხარდა შენი ნახვა და იმედი მაქვს მაპატიებ ოდესმე
ბექა მობრუნდა და ბაჩოს მაგრად მოეხვია.
-შენ ჩემი ახალგაზრდობიდან მოყოლებული საუკეთესო მეგობარი ხარ.საპატიებელი არაფერი გაქვს.შენ არაფერი დაგიშავებია._თქვა მან  შემდეგ მეგობარს დაემშვიდობა და კაბინეტიდან გავიდა.
-მამა,წავიდეთ_ფეხზე წამოდგა ანა
-წავიდეთ_უპასუხა გოგონას და შვილს ხელი მოხვია.
-წაგიყვანთ_შესთავაზა ლუკამ
-არა,არ შეწუხდე შვილო,მანქანით ვარ მეც
-კარგი მაშინ დროებით_თქვა ლუკამ და ბექა გადაკოცნა,შემდეგ ანასთან მივიდა,გოგონას მოეხვია აკოცა და დაემშვიდობა.ანა კი მამასთან ერთად მანქანისკენ წავიდა.
-ანა,საჭესთან დაჯდები?_ჰკითხა ბექამ შვილს
-კი_უპასუხა გოგონამ და გასაღები გამოართვა,შემდეგ მანქანის კარი გააღო და მამასთან ერთად ჩაჯდა.
ანამ მანქანა დაძრა.ბექას მთელი გზა ხმა არ ამოუღია.ფანჯარას იყო მიყრდნობილი და გარეთ იყურებოდა,სადღაც სივრცეში,თუმცა ვერც ვერაფერს ამჩნევდა,ფიქრებმა წაიღეს.სულ დამიანეზე ფიქრობდა და მღელვარება კიდევ და კიდევ უფრო ემატებოდა.ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა რთულ სიტუაციაში,თუმცა გამოსავალს ყოველთვის პოულობდა,თუმცა ახლა ყველაფერი ბუნდოვანი იყო.წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა დალაპარაკებოდა დამიანეს,რა უნდა ეთქვა მისთვის.რა რეაქცია ექნებოდა დამიანეს,როგორ მიიღებდა ამ ამბავს.გული საშინლად ჰქონდა დამძიმებული.
-მამა_გამოაფხიზლა ანას ხმამ-რა გჭირს?_ჰკითხა გოგონამ
-არაფერი,რა უნდა მჭირდეს.კარგად ვარ
-ნამდვილად?დაღონებული ჩანხარ.რამე მოხდა?
-ცუდი არაფერი მომხდარა,ნუ ღელავ_დაამშვიდა შვილი-ცოტა დავიღალე უბრალოდ
-რა ხდება დღეს_ამბობდა ანა გაკვირვებული-შენც რაღაცას არ მეუბნები,დამიანეც ისე წავიდა აღელვებული და არაფერი თქვა
-დამიანე?_აღელდა ბექა-რა დაემართა?_ცდილობდა,რომ მღელვარება არ შეემჩნია,რადგან გრძნობდა,რომ ანასთან საუბრისთვის მზად არ იყო,თუმცა ეს ძნელი იყო.
-არ ვიცი.დღეს მთელი დღე კარგ ხასიათზე იყო,მაგრამ საღამოს რაღაც მოხდა ალბათ და გუნება შეეცვალა._უპასუხა ანამ-ლუკა დაელაპარაკება მოგვიანებით.იმედია ცუდი არაფერია.
...
უკვე გვიანი ღამე იყო,დამიანე მანქანით მიდიოდა.ახლა ვერაფერზე ფიქრობდა.თავს ისე გრძნობდა,როგორც სიზმარში,თითქოს ეს ყველაფერი რეალურად არ ხდებოდა.მანქანა გზიდან გადააყენა და ცოტა ხნით შეჩერდა.ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და  უმარავი გამოტოვებული ზარი ნახა ლუკასგან და ანასგან.თუმცა ახლა არავისთან შეეძლო საუბარი,მითუმეტეს ანასთან.
მენიუში შევიდა და ფოტოგალერეა გახსნა,ერთ-ერთი ფოტო გაადიდა,სადაც ის და ანა იყვნენ.ორივენი იღიმოდნენ,დამიანესაც გაეღიმა და თვალებზე ცრემლი მოაწვა.გაურკვეველმა გრძნობამ შეიპყრო,ფოტოს აკვირდებოდა,ამჩნევდა,რომ სახის მსგავსი ნაკვთები ჰქონდათ,თვალის ფერიც კი ერთნაირი ჰქონდათ.ახლა ხვდებოდა,თუ რატომ დამეგობრდნენ ასე სწრაფად და რა იყო ეს უილავი კავშირი მათ შორის.თუმცა ახლა იმდენად არეული ჰქონდა გონება,რომ ვერ ფიქრობდა.ტელეფონის ეკრანი ჩააქრო და მანქანა გზიდან მოაბრუნა,ახლა ძალიან ჭირდებოდა ვინმესთან საუბარი ამიტომაც გეზი ლანას სახლისკენ აიღო.რამდენიმე წუთშიიმ კორპუსის წინ გააჩერა მანქანა,სადაც ლანა ცხოვრობდა.ძრავა გამორთო,მანქანიდან გადმოვიდა და სადარბაზოში შევიდა.
ლიფტიდან გამოვიდა და ლანას კარზე ზარი დარეკა.მისდა გასაკვირად ლანამ კარი ძალიან მალე გააღო,როგორც ჩანს არ ეძინა,მიუხედავად იმისა,რომ უკვე ძალიან გვიანი ღამე იყო.
-დამიანე?_გაუკვირდა გოგონას მისი დანახვა
-ლანა.ხომ არ გაწუხებ
-არა,არა,მოდი_შეიპატიჟა სახლში და კარი დახურა.
-მაპატიე,რომ ასე გვიან მოვედი,მაგრამ ძალიან მჭირდება,რომ შენ გვერდით ვიყო.
-ყველაფერი რიგზეა?_ჰკითხა ლანამ
-ჰო,თუმცა არ ვიცი
-რამე ცუდი მოხდა?
-არა,ახლა არაფრის თქმა შემიძლია,მაგრამ გპირდებუ,რომ მოგვიანებით ყველაფერს მოგიყვები.
-კარგი.მოდი,ქურთუკი გაიხადე და დაჯექი_უთხრა ლანამ და მამაკაცს ქურთუკი გამორთვა-დალევ რამეს?_შეეკითხა გოგონა,თუ მშიერი ხარ მე...
-არა ლაან,არაფერი მინდა,მხოლოდ წყალი დამალევინე
-კარგი_უპასუხა ლანამ და წყლით სავსე ჭიქით მალევე დაბრუნდა მის გვერდით.
-მადლობა_უთხრა დამიანემ ცოტა წყალი მოსვა და ჭიქა მაგიდაზე დადგა.-უხერხულად ვგრძნობ თავს ,რომ გაწუხებ_თქვა მამაკამა
-არა,საერთოდ არ მაწუხებ_ხელი ხელზე დაადო ლანამ და გაუღიმა-შემიძლია რამით დაგეხმარო?
-არა მგონია ახლა ვინმეს შეეძლოს ჩემი დახმარება,მაგრამ შენ გვერდით თავს მშვიდად ვგრძნობ.
-იმედი მაქვს ყველაფერი მოგვარდება_თქვა ლანამ
-ალბათ_თქვა მამაკაცმა სევდიანად
ლანა მამაკაცს ზურგს უკან დაუჯდა,ხელები მოხვია.დამიანემ ხელზე აკოცა გოგონას,შემდეგ მისკენ მიბრუნდა და გულში ჩაიკრა.დამიანეს უნდოდა ეს წამი დაუსრულებლად გაგრძელებულიყო.თავი ლანას კალთაში ედო,გოგონა ნაზად ეფერებოდა თმაზე,ორივენი სიჩუმით ტკბებოდნენ.
-ვერ წარმოვიდგენდი_სიჩუმე დაარღვია დამიანემ-რომ შესაძლო იყო ერთ წუთში თავდაყირა დამდგარიყო .იმდენად შეიცვალა ყველაფერი,რომ არ ვიცი რა გავაკეთო
-კარიერას ეხება?_ჰკითხა ლანამ
-არა_უპასუხა მამაკაცმა-მთელ ჩემ ცხოვრებას,ყველაფერი მართლა თავდაყირა დადგა და გამოსავალს ვერ ვპოულობ,არ ვიცი რა გავაკეთო
-ხომ იცი,რომ ყველაფერი კარგად იქნება.დამშვიდდი,რაც უნდა იყოს ყველაფერი მოგვარდება
-ალბათ
-არ ინერვიულო,ცოტა დაისვენე,დაიძინე და ხვალ მშვიდ გონებაზე იფიქრე და მიიღე გადაწყვიტილება._თქვა ლანამ,დაიხარა და მამაკაცს შუბლზე აკოცა.
დამიანემ ხელები მოხვია ლანას წელზე,მათი სხეულები ერთმანეთს ეკვროდა,გულის ცემა და სუნტქვა ორივეს გახშირებული ჰქონდა.ვნების სიძლიერეს ვერცერთმა გაუძლო და მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხო.თვალდახუჭული,ვნების მორევში ბოლომდე ჩაძირულები კოცნიდნენ ერთმანეთს.ლანა ზემოდან მოექცა მამაკაცს და მაისური გახადა,ხარბად აათვალიერა წელსზემოთ შიშველი მამაკაცის სხეული და მუცელზე ნაზად ეფერებოდა,შემდეგ კი სხეულის ზედა ნაწილს აუყვა კოცნით.დამიანემ ხელის ერთი მოძრაობით გახადა ქალს მაისური და ნაზად შეახო ტუჩები მის შიშველ მკერდს.ლანამ სიამოვნებისგან ამოიკვნესა.ამჯერად დამიანე მოექცა ზემოდან,სახეზე ეფერებოდა და ყელზე კოცნიდა,გოგონას,რომელიც ჩუმად ოხრავდა სიამოვნებისგან.ახლა უკვე მათი სრულიად შიშველი სხეულები ეკვროდა ერთმანეთს და იზიარებდნენ ვნებისგან გამოწვეულ სიამოვნებას.
...
-დილა მშვიდობისა მამა_გაეღიმა ანას მამის დანახვისას
-დილა მშვიდობისა_გაუღიმა შვილს მანაც და თავზე აკოცა.
-საუზმე მზადაა,ყავას ხომ დალევ?_შეეკითხა გოგონა
-დავლევ_უპასუხა ანას და მაგიდასთან ჩამოჯდა.
-თავს როგორ გრძნობ?_ჰკითხა ანამ და ყავით სავსე ფინჯანი მიაწოდა მამას
-კარგად ვარ.ძილმა მიშველა ცოტა_უპასუხა ბექამ და ყავა მოსვა-ანა
-ჰო მა
-შვილო,რაც უნდა მოხდეს მინდა იცოდე,რომ ძალიან მიყვარხარ,ხომ იცი
-მამა,ვიცი,რა თქმა უნდა ვიცი_გაეღიმა გოგონას ,მამასთან მივიდა და ლოყაზე აკოცა-ხომ იცი ,რომ მეც მიყვარხარ.ხომ ყველაფერი კარგადაა.
-კი,კი_უპასუხა შვილს და ყავის სმა განაგრძო.ახლა თავს უფრო მშვიდად და მხნედ გრძნობდა,ვიდრე გუშინ.თითქოს ცოტათ იმედი მიეცა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,გადაწყვიტა,რომ დამიანეს დალაპარაკებოდა.ფიქრი ტელეფონზე შემოსულმა ზარმა გააწყვეტინა.ბექამ ეკრანს დახედა და ნახა,რომ ბაჩო რეკავდა.მამაკაცი წამოდგა და აბაზანაში გავიდა.
-ხო ბაჩო_უპასუხა ტელეფონს
-ბექა,როგორ ხარ?ვნერვიულობდი შენზე
-კარგად ვარ ,უკეთ ვარ და ცოტა უფრო მშვიდად
-კარგია,ხომ იცი შენ გევრდით მიგულე
-მადლობა._უპასუხა ბექამ-ბაჩო
-ჰო
-მინდა დღეს დამიანეს და ანას დაველაპარაკო.
-ასე მალე?
-ჰო,ჯობს დროზე მოვაგვარო ეს საკითხი,არ ვიცი რა იქნება,მაგრამ გაურკვევლობაშიც ვერ დავრჩები,ჩემმა შვილებმა უნდა იცოდნენ ყველაფერი.
-სწორი ხარ.არ ინერვიულო,ყველაფერი დალაგდება
-იმედია_უპასუხა ბექამ
-კარგი აბა დროებით,გნახავ მერე
-კარგად ბაჩო_თქვა მამაკაცმა და ტელეფონი გათიშა
...
-საღამოს ისევ გნახავ?_ეუბნებოდა დამიანე ლანას.ორივენი კართან იდგნენ ,მამაკაცს გოგონას წელზე ხელები ჰქონდა მოხვეული და არ ჩქარობდა მის გაშვებას
-გნახავ_ჩასჩურჩულა ყურში ლანამ და თან აკოცა
ორივეს გაეღიმა.დამიანემ კარი გააღო,სანამ გავიდოდა კიდევ რამდენჯერმე აკოცა ლანას და შემდეგ ლიფტისკენ წავიდა.გოგონამ კარი დახურა და ოთახში აპირებდა შესვლას,თუმცა კარზე კაკუნის ხმამ შეაჩერა.
-ჯერ საღამო არაა_წამოიძახა სიცილით და კარი გააღო.ღიმილი სახეზე შეეყინა,როდესაც იქ დამიანეს მაგივრად მისი ყოფილი ქმარი დაინახა,გოგონას კარი დახურვა უნდოდა,მაგრამ ირაკლიმ ძალით შეაღო და სახლში შეიჭრა.
-რა გინდა?_დაიყვირა გაბრაზებულმა~
-ასე უნდა დახვდე შენ საყვარელ ქმარს?_თქვა ირონიულად ირაკლიმ და ლანასკენ წავიდა
გოგონამ უკან დაიხია.
-შენ რა გიჟი ხარ?აღარ ხარ ჩემი ქმარი,შემეშვი,შემეშვი_ყვიროდა ის გამწარებული
-ჰო?საინტერესოა რატომ არ გინდა ჩემთან ყოფნა_ხმას აუწია კაცამა და ლანას მკლავებზე მოუჭირა ორივე ხელი.
გოგონას ძალიან ეტკინა და ცრემლები წასკდა.
-რა გინდა,ცხოვრება ხომ გამიმწარე უკვე,თავს რატომ არ მანებებ.რატომ_ატირდა ლანა
-მიყვარხარ და ჩემი უნდა იყო ,გასაგებია?_თქვა გესლიანად და ხელები მოხვია გოგონას.
ლანა ამაოდ ცდილობდა მისგან თავის დახსნას.გული ერეოდა,როდესაც ეს კაცი ეხებოდა.ერჩივნა მომკვდარიყო.
-ახლა აღარ გინდივარ არა?_თქვა დამცინავად კაცმა-კარგად გხმარობს ხომ ის სირი,შენ ჩემი ცოლი ხარ და ვერავინ შეგეხება
-გამიშვი,ავადმყოფი ხარ_ყვიროდა გოგონა.
თუმცა მამაკაცი არაფრად აგდებდა მის თხოვნას, გოგონამ მისგან თავი დააღწია და კარისკენ უნდოდა წასვლა,მაგრამ ირაკლიმ დაიჭირა და სახეში ისე ძლიერად გაარტყა,რომ ლანამ თავი ვერ შეიკავა და ძირს დაეცა,თავი ძლიერად დაარტყა,თავბრუ ეხვეოდა,და ზალას თანდათან კარგავდა,წინააღმდეგობის გაწევა თითქმის აღარ შეეძლო,მამაკაცმა ამით ისარგებლა და გოგონას კაბა გახია.უხეშად ეხებოდა მის სხეულს და კოცნიდა.ლანას მის ყოველ შეხებაზე გული ერეოდა,მთელი ძალით ცდილობდა,რომ წინააღმდეგობა გაეწია თუმცა ეს უკვე შეუძლებელი იყო,მთელი სხეული ტკიოდა და თავბრუ კიდევ უფრო ძლიერად ეხვეოდა.ხვდებოდა,რომ განწირული იყო.
...
დამიანე უკვე მანქანაში იჯდა და დაქოქვას აპირებდა,თუმცა რაღაც გაახსენდა.ჯიბეები შეიმოწმა და გაახსენდა,რომ მობილური ლანასთან დარჩა.მანქანა ჩაკეტა და სადარბაზოში შევიდა.ლიფტით ზემოთ ავიდა და ლანას კარისკენ წავიდა,გაუკვირდა,როდესაც კარი ოდნავ ღია იყო.სახლში შევიდა.ოთახიდან ლანას ტირილის ხმა მოესმა,სასწრაფოდ შევიდა ოთახში და დაინახა ირაკლი,რომელიც ლანაზე ძალადობას ცდილობდა.დამიანე საშინლად გაბრაზდა,გამწარებულმა მოკიდა ხელი კაცს და კედელს მიანარცხა,შემდეგ კი სახეში ძლიერად გაარტყა.დმაიანე ლანასთან მივიდა.ატირებული გოგონას დამშვიდებას ცდილობდა.
-დამი_დაიყვირა ლანამ,როდესაც დაინახა,რომ ირაკლი დანით ხელში მოდიოდა მათკენ.მამაკაცმა ლანა ზურგსუკან მოიქცია,თუმცა თვითონ ვერ მოასწრო,რომ შეეჩერებინა და ირაკლიმ დანა დაარტყა ,თვითონ კი გაიქცა.ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა,რამდენიმე წამში,ისე,რომ აზრზე მოსვლა ვერც კი მოასწრეს.დამიანემ მუცელზე მიიდო ხელი,სისხლი შეუჩერებლად მოდიოდა ჭრილობიდან,ის გონებას კარგავდა,მუხლებზე დაეცა და ლანას მკლავებს უგონოდ მიესვენა.გოგონაცდილობდა სისხლდენა შეეჩერებინა და თან აკანკალებული ხელით კრეფდა სასწრაფო დახმარების ნომერს.

____
ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობს,იმედი მაქვს ეს თავი მოგეწონებათ.

კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: TINAFALCONE
ნანახია: 328 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar