პატარა გოგონა ზღვის პირას (მერვე თავი)
22.05.2019, 21:27
-ძალიან მიხარია,რომ მოხვედი_უთხრა ბექამ დამიანეს და სახლში შეიპატიჟა-დაჯექი,დალევ რამეს?
-არა,არა_უპასუხა დამიანემ და დივანზე ჩამოჯდა.
ირგვლივ მიმოიხედა და რამდენიმე ფოტოს მოკრა თვალი,სადაც ბექა ანასთან ერთად იყო და გულში თითქოს რაღაც ჩაწყდა.ფიქრობდა თავის ბავშვობაზე,წლებზე,რომელიც მამის გარეშე გაატარა და შემდეგ უკვე დედის.ოდნავ სიბრაზესაც კი გრძნობდა,აქ იჯდა ,თუმცა ყოველ წამს გაქცევაზე ფიქრობდა,იმდენად ანერვიულებდა მოსალოდნელი საუბარი,მაგრამ ახლა,რადგან აქამდე მოვიდა ეს საუბარიც უნდა შემდგარიყო ბოლოსდაბოლოს.
-უნდა იცოდეთ,რომ რთულია ახლა ჩემთვის აქ ყოფნა_სიჩუმე დაარღვია დამიანემ და ბექას შეხედა
-ვიცი,მესმის და მადლობა რომ მოხვედი._უპასუხა ბექამ-მინდა ყველაფერი მოგიყვე,აგიხსნა რა მოხდა
-გისმენ_თქვა დამიანემ და საზურგეს მიეყრდნო
-დედაშენი დაახლოებით 30 წლის წინ გავიცანი._დაიწყო ბექამ ამბის მოყოლა და მოგონებებში ჩაიძირა.მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო,თვალწინ დაუდგა ის მომენტი,როდესაც ლილიანს პირველად შეხვდა და როგორ მოიხიბლა მისით.გონებაში ისევ ხედავდა მის სახეს,მის საოცარ ღიმილს.თვალები დახუჭა და კიდევ უფრო ნათლად წარმოუდგა ის,მისი ხმაც კი ჩაესმოდა გონებაში.ყველა მოგონებამ ერთად მოიყარა თავი,მასთან ერთად გატარებულმა ყველა სასიამოვნო მოგონებამ კადრებივით ჩაიარა და ახლაც თითქოს ისევ მის გვერდით იდგა,ქალი ნაზად ეხებოდა მის სახეს .-მაშინ სცენარისტად ვმუშაობდი-განაგრძო ბექამ ამბის მოყოლა-ლილი მსახიობი იყო და მოდელი,ჩემ პიესაში ჰქონდა როლი და მაშინ გავიცანი.თანდათან დავახლოვდით და შეგვიყვარდა ერთმანეთი.ძალიან,ძალიან მიყვარდა_თქვა მან სევდიანი ხმით-მიჭირს იმაზე ფიქრი,რომ ის აღარ არის.
დამიანე უსიტყვოდ უსმენდა მას და დედის გახსენებაზე სევდა კიდევ უფრო ემატებოდა.
-მაგრამ ... მერე ყველაფერი ცუდად წავიდა.ერთმანეთს დავშორდით_თქვა ბექამ სევდიანი ხმით-ლილი საზღვარგარეთ წავიდა,ორი წლის შემდეგ,როცა უკვე საბოლოოდ დავკარგე ლილიანის დაბრუნების იმედი,მაშინ გავიცანი ელენე,ანას დედა და მასზე დავქორწინდი.
ლილი კი თურმე ორსულად ყოფილა,როდესაც ჩემგან წავიდა,ამის შესახებ არაფერი მითხრა._თქვა მან,ფეხზე წამოდგა და ფანჯარა გამოაღო,მღელვარებისგან სუნთქვა ეკვროდა-არ მინდა გეგონოს რომ თავს ვიმართლებ დამიანე.დამიჯერე,უბრალოდ გიყვები,გიხსნი,რომ შენი არსებობის შესახებ ახლა გავიგე ,არ ვცდილობ რომ პასუხისმგებლობას გავექცე,პირიქით მკლავს დანაშაულის შეგრძნება შენი და ლილიანის წინაშე,მაგრამ რომ მცოდნოდა...ყველაფერი სხვაგვარა იქნებოდა...
-მაგრამ არ იცოდი_თქვა დამიანემ რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ,როდესაც ეს ამბავი მოისმინა,გულის სიღრმეში აღარ ადანაშაულებდა ბექას,პირიქით ცოტათი ესმოდა კიდეც ,თუმცა ახლა ამის აღიარება უჭირდა,უფრო მეტად იმედგაცრუებამ სძლია ყველა სხვა გრძნობას.-არ იცოდი,რადგან დედა ადვილად გაუშვი და ახალი ცხოვრება დაიწყე-თქვა დამიანემ
-რთულად იყო ყველაფერი,ადვილი არ ყოფილა ჩემთვის ,ლილიანს რომ ეთქვა...
-ჰო უნდა ეთქვა დედას_გააწყვეტინა დამიანემ-მაგრამ არ გითხრა,შენ კი რამე გააკეთე რომ გაგეგო რამე?მოძებნე?სცადე მისი დაბრუნება?იქნებ არ გიყვარდა ისე,როგორც საჭირო იყო
-რაც არ უნდა ვთქვა მართალი ხარ _თქვა ბექამ-ვიცი,რომ დამნაშავე ვარ შენ წინაშე ,ეს ვიცი შვილო...
-გთხოვ ასე არ მომმართო_თქვა დამიანემ-მიჭირს ამ აზრზე შეგუება.მე მამა არ მყავს,მამის გარეშე გავიზარდე,ამას დამატებული დედაც დავკარგე და ლუკას მშობლები მიწევდნენ დედ-მამის მაგივრობას.როცა მჭირდებოდი მაშნ არ იყავი ჩემთან და ნეტავ საერთოდ არ გამეგო შენი არსებობის შესახებ,ნეტავ არც შენ გაგეგო_თქვა აღელვებულმა და სასწრაფოდ მოიშორა თვალებზე მომდგარი ცრემლი
-დამიანე..._მხარზე ხელი დაადო ბექამ
დამიანე ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა.შემდეგ კი უკან მობრუნდა.
-ნეტავ მართლა არაფერი გვცოდნოდა,არც მე და არც შენ
-ამას ნუ ამბობ გთხოვ
-რატომ?რატომ?_იკითხა დამიანემ-ახლა რაღა აზრი აქვს ამ ყველაფერს,მხოლოდ დარდი მოიტანა და არეულობა ამ ამბის გაგებამ.
-ჩემთვის არა,მე  ადრე,დიდი ხნის წინ უნდა მცოდნოდა ეს ამბავი,მიხარია,რომ თუნდაც გვიან,მაინც გავიგე შენი არსებობის შესახებ და ვერ აგიღწერ თუ რა ვიგრძენი მაშინ,როდესაც იმ ნაბიჭვარმა დაგჭრა და შენი სიცოცხლე საფრთხეში იყო,მე ვერ დავკარგავ ჩემ ვერცერთ შვილს_თქვა ბექამ-დამიანე,მე არ გთხოვ,რომ მამად მიმიღო,ამის უფლება არ მაქვს,მაგრამ იმის შანსი მაინც მომეცი,რომ შენ გვერდით ვიყო,არა მარტო მე,ანაც.შენი და ,მას ხომ არაფერი დაუშავებია შენთვის,მიეცი უფლება იცოდეს,რომ მარტო არ იქნება,რომ ძმა ჰყავს.
-ანას მარტო არასდროს დავტოვებ_თქვა დამიანემ-ჯერ კიდევ მაშინ ,როდესაც არ ვიცოდი,რომ ანა ჩემი და იყო,მაშნვე ვგრძნობდი რაღაც აუხსნელს პასუხისმგებლობას მის მიმართ,მაგრამ ცოტა დრო კიდევ მჭირდება,რომ დავფიქრდე,მინდა ანას მაშინ დაველაპარაკოთ,როდესაც მშვიდად ვიქნებით ორივე_თქვა მან.-ახლა კი უნდა წავიდე
დამიანე წამოდგა და კარისკენ გავიდა.
-დამიანე_დაუძახა ბექამ
-გისმენ
-მადლობა,რომ მომისმინე,ვიცი რთული იყო შენთვის...
-ეს აუცილებელი იყო,ოდესმე ხომ უნდა გველაპარაკა _თქვა მან-ნახვამდის.
...
ბექას სახლიდან გამოვიდა თუ არა დამიანე მაშინვე მანქანაში ჩაჯდა და გადაწყვიტა დედამისის სახლში წასულიყო.იქ ხშირად არ მიდიოდა,მაგრამ ახლა ,ამაღელვებელი საუბრის შემდეგ ძალიან მოუნდა იქ წასვლა.
როდესაც იმ ქუჩას მიუახლოვდა,სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა,როდესაც პატარა იყო გული აუჩქარდა აღელვებისგან,მიუხედავად იმისა,რომ აქ ცოტა დრო გაატარა მაინც ყველა მოგონება ტკბილად აგონდებოდა.ზამთრის სიცივე ეტყობოდა ირგვლივ ყველაფერს.ფოთლებშემოძარცვული ხეები ცივ ქართან ერთად ირხეოდნენ ნელა.დამიანემ ფანჯარა ჩამოწია და გრილი ჰაერი ჩაისუნთქა.ზამთრის სურნელი იგრძნო და მოაგონდა  თუ როგორ სეირნობდა აქ დედასთან ერთად,როდესაც ძალიან პატარა იყო.გაეღიმა ,როდესაც გაახსენდა როგორ თამაშობდა თოვლში დედასთან ერთად,შემდეგ კი სახლში როცა ბრუნდებოდა დედა ცხელ შოკოლადს უკეთებდა,ერთად უყურებდნენ მულტფილმებს.
დამიანე მანქანიდან გადმოვიდა და სახლისკენ წავიდა.სახლში შევიდა და ირგვლივ ყველაფერს თვალი მოავლო,მის სახეზე სევდანარევი ღიმილი გამოჩნდა,როდესაც მაგიდაზე ლილიანის ფოტო დაინახა.მიუხედავად იმისა,რომ აქ ხშირად არ მოდიოდა,სახლს მაინც ყოველთვის ალაგებინებდა დამლაგებელს,ყოველთვის ყიდულობდა დედამისის საყვარელ სუნამოს,რომ სახლში მისი სურნელი ყოფილიყო.დამიანე დედის საძინებელ ოთახში შევიდა ,სული ეხუთებოდა,რადგან აქ განსაკუთრებით დედას ახსენებდა ყველაფერი.ფანჯარა შეაღო და საწოლზე ჩამოჯდა.დაღლილობა იგრძნო და გადაწყვიტა ცოტა ხნით დაწოლილიყო.
მისი და ბექას საუბარზე ფიქრობდა,თუმცა მისდა გასაკვირად აღარ ბრაზობდა.მეტიც,ბექას მიმართ რაღაც გაურკვეველი გრძნობაც კი გაუჩნდა გულის სიღრმეში.მეორე მხრივ კი იყო ანა,რომელიც ძალიან უყვარდა და ამ ამბიდან ყველაზე მეტად ის უხაროდა,რომ და ჰყავდა,თუმცა ახლა არ იცოდა ეს ყველაფერი მისთვის როგორ მოეყოლა და როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს თავად ანა.თან სულ ბექას სიტყვები აგონდებოდა ანას შესახებ რომ ელაპარაკებოდა,რომ ის მისი დის გვერდით უნდა ყოფილიყო.დამიანეს თვითონაც ძალიან უნდოდა ანასთვის მალე ეთქვა ყველაფერი.
ფიქრებში გართულს მალევე ჩაეძინა და რამდენიმე საათის შემდეგ ტელეფონის ზარმა გააღვიძა.
-ლუკა_უპასუხა ჩახლეჩილი ხმით
-ბიჭო,რომელი საათია?_ყვიროდა ტელეფონში ლუკა
-აუ ,აუ _წამოიძახა დამიანემ
-აუ ხო, _გაეცინა ლუკას-წამოდი მალე,გადაღებები იწყება.
-გამოვალ ხო,ჩამეძინა და
-კაი მიდი _უთხრა ლუკამ და ტელეფონი გათიშა.
...
-დამი,კარგად ხარ?_ჰკითხა ლუკამ დამიანეს.
-კი,კი_თავი ასწია მან და დივნის საზურგეს მიეყრდნო.-ცოტა დავიღალე
-ჰო,მეც_გვერდით მიუჯდა ლუკა
-ლუკა
-ჰო
-არ ვიცი რა ვნქა_თქვა დამიანემ
-რაზე მეუბნები?რამე მოხდა?
-ჰო და ლამისაა ჭკუიდან შევიშალო
-რა მოხდა?_იკითხა ლუკამ და დამიანეს შეხედა
-მამაჩემი გავიცანი
-რა?_წამოიყვირა ლუკამ და გაკვირვებისგან ფართოდ გააღო თვალები
-ჰო
-კი,მაგრამ ...როგორ ,ვინაა?მე მეგონა მამაშენი ცოცხალი არ იყო_გაუკვირდა ლუკას-ჯერ კიდევ შენ დაბადებამდე არ დაიღუპა?
-კი,კი მეც ეგრე მეგონა,მაგრამ _დამიანეს გაეცინა-მოკლედ არ დაიჯერებ ,საპნის ოპერები მოგონილია
-მომიყევი
-ლუკა,ოღონ გთხოვ,რომ ჯერ არავის არაფერი უთხრა_სთხოვა დამაინემ
-რა თქმა უნდა_უყოყმანოდ დაეთანხმა ლუკა
-მამაჩემი ბექა შელიაა_თქვა დამიანემ და გაეცინა,როდესაც ლუკას გაკვირვებული სახე დაინახა-ჰო,ანას მამა და ანა ჩემი დაა
-გაგიჟება შეიძლება რა_წარმოთქვა ლუკამ რამდენიმე წამის შემდეგ -ეს სიმართლეა?
-კი,_უპასუხა დამიანემ და შემდეგ ლუკას ყველაფერი უამბო.
-და ახლა რას აპირებ?
-არ ვიცი ლუკა,არ ვიცი_უპასუხა მან-მართლა გაურკვველ სიტუაციაში ვარ.ვიცი,რომ მისი ბრალი არაა,არ იცოდა ჩემ შესახებ და არც ვადანაშაულებ,მაგრამ არც ის ვიცი ოდესმე შევძლებ თუ არა მივიღ მამად
-რთული სიტუაციაა კი_თქვა ლუკამ-მაგრამ ჩემი აზრით,უნდა სცადო,იქნებ შეძლო .ანაზე რას იტყვი?ვფიქრობ იმახურებს სიმართლის ცოდნას.
-ჰო,მართალი ხარ_თქვა დამიანემ-ანას აუცილებლად უნდა დაველაპარაკო,მაგრამ ძალიან ძნელი იქნება.გთხოვ,შენ არაფერი უთხრა კარგი?
-გაგიჟდი?რა თქმა უნდა არ ვეტყვი.ეს შენი და ბექას საქმეა,მაგრამ რაც შეიძლება მალე დაელაპარაკე.რაც უფრო გააჭიანურებ ამ საქმეს მით უფრო ძნელი გახდება მერე დალაპარაკება.
-ჰო_თქვა დამიანემ
საუბარი შეწყვიტეს,რადგან მათკენ ანა მოდიოდა.ის უკვე მზად იყო და რადგან გადაღებები დასრულებული იყო გადაწყვიტეს ლანასთვისაც დაერეკათ და სადმე წასულიყვნენ,რომ საღამო ერთად გაეტარებინათ.
...
-მოდი ანა_კარი გააღო ბექამ და შვილს ჩაეხუტა
-ხომ მშვიდობაა მამა_იკითხა ანამ-როგორც კი დამირეკე მაშინვე წამოვედი.
-კი,ყველაფერი რიგზეა_უპასუხა ბექამ და ანასთან ერთად მისაღებ ოთახში შევიდა.
-დამი?აქ ხარ?_გაუკვირდა ანას,როდესაც მისაღებ ოთახში მყოფი დამიანე დაინახა.
-გამარჯობა ანა_წამოდგა ის და ანა გადაკოცნა
-დაჯექი_უთხრა ბექამ და შემდეგ თვითონაც მათ გვერდით ჩამოჯდა
-რა ხდება?_იკითხა ანამ
-უნდა ვილაპარაკოთ-უპასუხა დამიანემ 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: TINAFALCONE
ნანახია: 75 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar