პატარა გოგონა ზღვის პირას (მეშვიდე თავი)
18.05.2019, 23:32
-დამიანე სად არის? _კითხულობდა ბაჩო-მისი რამდენიმე სცენა დაგვრჩა გადასაღები და რატომ აგვიანებს?
-არ ვიცი_თქვა ლუკამ,თან ტელეფონის ეკრანს თვალს არ აცილებდა_წუხანდელიდან მოყოლებული ვრეკავ და არ მპასუხობს
-უცნაურია,მსგავსი რამ არასდროს გაუკეთებია,არ მახსოვს ოდესმე გადაღებაზე დაეგვიანოს,რამე ხომ არ მოხდა?
-არ ვიცი ბაჩო_უპასუხა ლუკამ-გუშინ საღამოს ცოტა უცნაურად იქცეოდა
-ჰო არც მე და არც ლუკას არაფერი გვითხრა და წავიდა,დაბნეული და აღელვებული ჩანდა_თქვა ანამ,კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ,თუმცა მობილურის ზარმა საუბარი შეაწყვეტინა,ამიტომაც ცოტა ხნით გარეთ გავიდა,თუმცა უკან მალევე შემობრუნდა.
ლუკას ხელში სცენარი ეჭირა და რეჟისორთან ერთად რაღაცას განიხილავდა,ამიტომაც თავიდან არ შეუნიშნავს ანა,მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ დაინახეს ,რომ გოგონა მათ წინ იდგა,თვალები ცრემლებით სავსე და ჩაწითლებული ჰქონდა,სახეზე კი ფერი არ ჰქონდა.
-ანა,კარგად ხარ?_ჰკითხა ლუკამ
-ლანამ დარეკა_თქვა მან-დამიანე დაჭრილია და ახლა საავადმყოფოშია_თქვა აღელვებულმა და ცრემლები წამოუვიდა.
-რა?_დაიყვირა ბაჩომ
-რა?ვინ? რატომ?_ეკითხებოდა ლუკა აღელვებით
-არ ვიცი,არ ვიცი.საავადმყოფოში უნდა წავიდეთ_თქვა ანამ
-კარგი ,გარეთ დამელოდეთ,მანქანას გამოვიყვან_თქვა ლუკამ
...
ლანა სახეზე ხელებაფარებული იჯდა საავადმყოფოს იატაკზე,ნერვიულობისგან მთელი სხეული უკანკალებდა.ხელები და ტანსაცმელი დამიანეს სისხლით ჰქონდა დასვრილი.სახეზე და ტანზე ჩალურჯებული ადგილები საშინლად ტკიოდა,მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის თავიც არ ჰქონდა.ექიმი საოპერაციოდან ჯერაც არ გამოსულიყო.ექთნებს ამაოდ ეკითხებოდა ბიჭის მდგომარეობას,გასაგებ პასუხს ვერავინ აძლევდა.ახლა კი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო.გონებაში მხოლოდ ერთი სცენა უტრიალებდა,როგორ კარგავდა გონებას დამიანე მის მკლავებში და როგორ იცლებოდა ის სისხლისგან.
-ლანა_მოესმა გოგონას ანას ხმა
ლანამ ზემოთ აიხედა და მის წინ მდგომი ანა,ლუკა და ბაჩო დაინახა.გოგონამ არ იცოდა რა ეთქვა,სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.ისინიც ლანას გამომეტყველებამ შეაშინა და ვერაფერს ეკითხებოდნენ.
-როგორ არის?_სიჩუმე დაარღვია ანამ
-არ ვიცი,ა ვიცი,არაფერს მეუბნებიან_თქვა ატირებულმა.ნერვებმა უმტყუნა და იატაკზე ჩაიკეცა,ანა მაშინვე მასთან მივიდა,ლანას ჩაეხუტა და მის  დამშვიდებას ცდილობდა.სწორედ ამ დროს შეამჩნია მის მკლავებზე და ყელზე ჩალურჯებები.
-ლანა,რა მოხდა?ვინ დაჭრა დამიანე?შენ რა დაგემართა_ეკითხებოდა ანა და თან თვალს არ აცილებდა მის დალურჯებულ მკლავებს,რომელთა დამალვასაც ცდილობდა ლანა.
ლანამ ვერაფრის თქმა მოასწრო,რადგან საოპერაციოდან ექიმი გამოვიდა და ყველანი მისკენ წავიდნენ.სუნთქვაშეკრულები ელოდნენ თუ რას ეტყოდათ ის,ექიმის გამომეტყველების მიხედვით კი ხვდებოდნენ,რომ საქმე არც ისე კარგად იყო და არც შემცდარან.ექიმის თქმით მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.დამიანემ ბევრი სისხლი დაკარგა და გადასხმა სჭირდებოდა,ანას კი ზუსტად მის ჯგუფის სისხლი ჰქონდა და ექიმებს გაჰყვა,რომ დამიანესთვის სისხლი გადაესხა.ბაჩო მაშინვე გარეთ გავიდა,როგორც კი ანა ექიმებს გაყვა,რომ ბექასთვის დაერეკა და ეს ამბავი შეეტყობინებინა.
-აღარ შემიძლია_თქვა ლანამ სასოწარკვეთით და კედელს მიეყრდნო.თავბრუ ეხვეოდა და ფეხზე დგომა აღარ შეეძლო.
-ლანა,გთხოვ დამშვიდდი_ხელი მოკიდა ლუკამ და სკამზე დააჯინა.შემდეგ აპარატთან მივიდა ,ჭიქა წყლით აავსო და ლანას მიაწოდა.
-მადლობა_უთხრა ლანამ და ცოტა წყალი მოსვა
ლუკა მის გვერდით ჩამოჯდა
-ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება,აუცილებლად გამოძვრება ამ მდგომარეობიდან_ამშვიდებდა ლუკა გოგონას
-აუ არ ვიცი ლუკა,არ ვიცი.მეშინია_თქვა ატირებულმა-ყველაფერი ჩემი ბრალია
-შენ რა შუაში ხარ?_გაუკვირდა ლუკას
-ლუკა ირაკლიმ დაჭრა,ჩემმა ყოფილმა ქმარმა_თქვა გოგონამ
-რატომ,კი მაგრამ,რას ერჩოდა?_კიდევ უფრო გაუკვირდა
-წუხელი ჩემთან დარჩა დამიანე,შემდეგ კი დილით ის მოვიდა..._ლანა გაჩუმდა,ცრემლები ახრჩობდა და თავს ვეღარ იკავებდა ,როდესაც გასული ღამე ახსენდებოდა.თვალწინ დაუდგა ყველაფერი,როგორ ცდილობდა ირაკლი ,მასზე ძალადობას.გული ერეოდა მისი ყოველი შეხების გახსენებისას.-შემდეგ_განაგრძო ლანამ საუბარი-შემდეგ...ირაკლიმ სცადა რომ მე...რომ მე _ლანას უჭირდა სათქმელის ბოლომდე თქმა.
ლუკამ მხარზე დააადო ხელი და ცრემლები მოწმინდა.ხვდებოდა ლანას რისი თქმაც სურდა და როგორ უჭირდა.
-დამიანეს ჩემი დაცვა უნდოდა იმ ავადმყოფმა კი დანა დაარტყა_თქვა ატირებულმა-გესმის?ჩემ გამო ახლა საოპერაციოშია  და კვდება.მეც მოვკვდები ის რომ...
-ეგ დამპალი,ნაბოზარი_თქვა ზიზღით-კარგი,კარგი_თქვა ლუკამ და გოგონას ჩაეხუტა-დამშვიდდი გთხოვ,შენი ბრალი არ არის და დამიანე არ მოკვდება ,კარგად იქნება.დამიჯერე.
-პოლიციამ დამკითხა.თქვენ სანამ მოხვიდოდით და ყველაფერი ვუთხარი,მაგრამ მეშინია,მეშინია,რომ დამიანე...
-ვიცი ლანა,მეც მეშინია_თქვა ლუკამ-მაგრამ იმედი არ დავკარგოთ,დამიანეს ბავშვობიდან ვიცნობ,ის ძალიან ძლიერია,ყოველთვის იცავდა თავის მეგობრებს და განსაცდელს ყოველთვის აღწევდა თავს,ეჭვიც არ მეპარება,რომ ყველაფერი გამოსწორდება.
-იმედია მალე ყველაფერიკარგად იქნება,თორემ საკუტარ თავს ვერ ვაპატიებ.
-გთხოვ ნუ იდანაშაულებ თავს,სხვისი დანაშაულის გამო შენ თავს ნუ დაიტანჯავ,დამიჯერე,რომ დამიანეც იმავეს გეტყვის და გაგიბრაზდება კიდეც,რომ საკუთარ თავს იდანაშაულებ.
-ნეტავ გამოფხიზლდებოდეს და კარგად იქნებოდეს და თუ უნდა გამიბრაზდეს_თქვა სევდანარევი ღიმილით და ცრემლები მოიწმინდა.
-ანა მოდის_თქვა ლუკამ და ლანასთან ერთად მისკენ წავიდა.
ანაც მათკენ მოდიოდა,თუმცა მოულოდნელად შეჩერდა.ძლიერი თავბრუსხვევა იგრძნო და კედელს დაეყრდნო.გრძნობდა რომ ძალა ეცლებოდა და ფეხზე დგომა აღარ შეეძლო,თანდათან გონებას კარგავდა.
-ანა_ჩაესმა გოგონას ლუკას ხმა.
მამაკაცმა ის დაიჭირა და ლანას დახმარებით სკამთან მიიყვანა.
-მოდი ,ჩამოჯექი _დაჯდომაში დაეხმარა ლუკა
-ანა_წამოიძახა შეშინებულმა ლანამ
-ექიმს დავუძახებ_ლუკას გასვლა უნდოდა,მაგრა ანამ ხელი მოკიდა და შეაჩერა
-არაფერია,კარგად ვიქნები.ექიმი საჭირო არ არის_თქვა მან-უბრალოდ სისხლი რომ ამიღეს მაგის ბრალია,უკვე კარგად ვარ.
-ფერმკრთალი ხარ ძალიან.
-ლუკა,ნუ გეშინია_გაეღიმა ანას.-ლანა ,შენ როგორ ხარ?
-ვნერვიულობ ძალიან,მეშინია ანა.ძალიან მეშინია
-კარგად იქნება ,ხომ იცი_თქვა ანამ და ლანას მოეხვია
-მეც მაგას ვეუბნები._თქვა ლუკამ-დამიანე გამოჯანმრთელდება
-კი მაგრამ,რა მოხდა? ასეთ დღეში ვინ ჩააგდო?_იკითხა ანამ
-ირაკლიმ_უპასუხა ლანამ
-რა?კი მაგრამ...რატომ რას ერჩოდა?საერთოდ გამოშტერდა?_თქვა გაბრაზებულმა
-დამიანეს ჩემი დაცვა უნდოდა მისგან და ..._ლანა ისევ ცრემლები წასკდა
-კარგი,კარგი ,გთხოვ დამშვიდდი_ჩაეხუტა მას ანა 
-ჩემ გამო რომ მოკვდეს დამიანე?
-რა?არა.მომისმინე,დამიანე კარგად იქნება_ცდილობდა ანა მის დამშვიდებას
დერეფანში ექიმი მოდიოდა.სამივე მისკენ წავიდა.აღელვებულები ელოდნენ ახალ ამბავს.
ამჯერად უკეთესი ამბავი იყო,რომელმაც ყველას შვება მოგვარა.დამიანეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და მალე გადაყვანდნენ პალატაში.ამის მოსმენის შემდეგ ლანა ცოტათი დამშვიდდა,გულიდან მძიმე ლოდი მოეხსნა,რომელიც მთელი ეს დრო ძლიერად აწვებოდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.უნდოდა,რომ დამიანეს გამოფხიზლებას დალოდებოდა,თუმცა ანამ და ლუკამ დაარწმუნეს,რომ ცოტა ხნით წაყოლოდათ მათ სახლში,რადგან დამიანე ჯერ კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში არ გაიღვიძებდა.
...
ბექა დამიანეს პალატის კართან იდგა ,ბაჩომ მაშინვე დაურეკა ,როგორც კი ანა და ლანა ლუაკსთან ერთად წავიდნენ. შორიდან უყურებდა შვილს,ჯერ მისვლას ვერ ბედავდა,მიუხედავად იმისა,რომ არ ეღვიძა.ნერვიულობისგან მთელი სხეული დაძაბული ჰქონდა.როდესაც ეს ამბავი გაიგო,ლამის გული გაუსკდა.თავიდან დაბნეული იყო,როცა შეიტყო ,რომ დამიანე მისი შვილი იყო,თუმცა შემდეგ დაბნეულობას და გაურკვევლობას სიხარულის გრძნობამ სძლია.ჯერ კიდევ გუშინ გეგმავდა ყველაფერს,თუ როგორ დაელაპარაკებოდა შვილს და პატარა იმედიც კი ჰქონდა,რომ ერთ დღეს დამიანეც მიიღებდა.მაგრამ ახლა აქ იდგა,საავადმყოფოს პალატასთან და შიშით სავსე თვალებით შეჰყურებდა ვაჟს,რომელიც უგონოდ იწვა.
ბექა მას მიუახლოვდა.საწოლის გვერდით ჩამოჯდა.ფრთხილად აიღო მისი ხელი და თითებზე ნაზად მოეფერა,შემდეგ კი ლოყაზე აკოცა.
გაეღიმა,როდესაც შეამჩნია,რომ დამიანეს მისი მსგავსი ხელები ჰქონდა,სახის ნაკვთებიც.
დადარდიანებულმა ჩაღუნა თავი და ცოტა ხანს ასე იჯდა.ბევრ რამეზე ფიქრობდა ერთდროულად.ყველაზე მეტად კი დაკარგულ დროზე ფიქრობდა,დროზე რომელიც შვილთან უნდა გაეტარებინა,დამიანე მისი და ანას გვერდით უნდა გაზრდილიყო,მან კი შვილის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.რა უნდა ეთქვა დამიანესთვის,როგორ უნდა აეხსნა ყველაფერი?ამაზე ფიქრი არ ასვენებდა.ხვდებოდა,რომ მისი მამად მიღება ბიჭისთვის ადვილი არ იქნებოდა და არც ამტყუნებდა,თუმცა ახლა ყველაზე მთავარი იყო,რომ დამიანე მალე გამხდარიყო კარგად.
-სად ვარ?_წარმოთქვა დამიანემ სუსტი ხმით
-დამიანე_დაიძახა გახარებულმა
-ლანა,ლანა სად არის_დაიყვირა აღელვებულმა,როდესაც გაიხსენა,თუ რატომ იყო საავადმყოფოში და შემდეგ წამოდგომა სცადა.
-დამშვიდდი,იწექი,არ შეიძლება ჯერ ადგომა_მის დამშვიდებას ცდილობდა ბექა-ლანა კარგადაა,ნუ გეშინია.მთელი დღე აქ იყო,ახლა კი ანას გაყვა,რომ მოწესრიგებულიყო და მალე მოვა.
დამიანე ცოტათი დამშვიდდა,როდესაც გაიგო,რომ ლანა კარგად იყო.ბალიშს მიეყრდნო და ბექას გახედა.გაუკვირდა მისი აქ ყოფნა,თავს ცოტათი უხერხულად გრძნობდა.ხვდებოდა,რატომაც იყო აქ და უნდოდა ეს საუბარი თავიდან აეცილებინა.იცოდა,რომ ოდესღაც მაინც მოუწევდა რომ დალაპარაკებოდა მამას,მაგრამ ახლა ამისთვის მზად ნამდვილად არ იყო.
-ექიმს დავუძახებ_უხერხული დუმილი დაარღვია ბექამ 
დამიანემ მხოლოდ თავი დაუქნია,არაფერი უთქვამს.ბექამ პალატა დატოვა და მალე ექიმთან ერთად შემოვიდა.
...
-უკეთ ხარ?_ჰკითხა ლანას ანამ და თავისი კაბა მიაწოდა,რომ გამოეცვალა.
-კი,ახლა ცოტა უფრო მშვიდად ვარ,მაგრამ მინდა სააადმყოფოში მალე დავბრუნდე.
-მოვკლავ_ზიზღით თქვა ანამ,როდესაც ლანამ ხალათი გაიხადა  და მისი დალურჯებული მკლავები და ყელი დაინახა
-ნეტავ მე მოვეკალი_თქვა ლანამ და საწოლზე დაჯდა-ჩემ გამო დამიანეს სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე.
-კარგი რა,ნუ ამბობ ასე_გვერდით მიჯდა ანა მეგობარს და ხელი მოხვია-დამიანე კარგადაა უკვე ,შენც ხომ გაიგონე შენი ყურით რა თქვა ექიმმა?
-ჰო,მაგრამ ,ანა მეშინია,ძალიან მეშინია,რომ ირაკლი ისევ გაიმეორებს იგივეს
-დაიჭერენ იმ ავადმყოფს
-ნეტავ საერთოდ არ მოსულიყო ჩემთან დამიანე,ახლა ალბათ ჩემი დანახვაც არ ენდომება და მართალიც იქნება_თქვა ლანამ
-კარგი,კარგი...ახლა ბოდავ_გაეღიმა ანას-პირიქით დარწმუნებული ვარ შენი ნახვა ძალიან უნდა
-უჰ,კარგი რა...ერთი ღამით დარჩა ჩემთან და ნახე რა დაემართა,არ მგონია მოინდომოს ჩემთან ყოფნა.
-ცდები_თქვა ანამ-იცი რა,დამიანეს სულ ორი თვეა რაც ვიცნობ,მაგრამ მისი გაცნობა კარგად მოვასწარი.ერთი შეხედვით ცივი გეგონება,მაგრამ დამიჯერე,ძალიან მზრუნველია და თან_ანას გაეღმა-თან პირველივე დღიდანვე,როცა შენ გაგიცნო ვამჩნევდი,რომ არ იყო გულგრილი შენ მიმართ და არც ახლა იტყვის შენზე უარს.
-არ ვიცი აან,არ მინდა ტყუილი იმედი მქონდეს.ქმარში არ გამიმართლა,საშინელი წლები გამოვიარე და დამიანესთან ყოფნა ჩემთვის სამოთხე იყო_თქვა ლანამ-სრულიად განსხვავდება ირაკლისგან ,თავი ქალად ვიგრძენი,ბედნიერ ქალად და ამ გრძნობას ჩავებღაუჭე,ისე რომ სულ დამავიწყდა რომ ჩემ გვერდით ის საფრთხეში იქნებოდა.
-მესმის შენი ლაან,ძალიან კარგად მესმის_უთხრა ანამ და ხელზე მოეფერა-მაგრამ ბედნიერებაზე უარი არ თქვა,დამიჯერე,გთხოვ.ვხედავ,რომ სახე გეცვლება როცა დამიზე საუბრობ,თვალები გიბრწყინავს,ხმაც კი სხვანაირი გაქვს,დამიანეც ასეა,შენზე როდესაც საუბდრობს
-მართლა?_გაეღმა ლანას
-კი და ამიტომ გეუბნები,უარი არ თქვა მასთან ყოფნაზე,ერთმანეთს გააბედნიერებთ დარწმუნებული ვარ.
ლანა მეგობარს ჩაეხუტა.ანას სიტყვებმა იმედი მისცა,რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.გულის სიღრმეში შიშს მაინც გრძნობდა,მაგრამშიში სხვა გრძნობამ გადაწონა,გრძნობამ,რომელიც დამიანეს მიმართ ჰქონდა და ამ ყველაფერს შესაბამის სახელს ვერ არქმევდა.
...
-მიხარია,რომ კარგად ხარ_თქვა ბექამ,როდესაც ექიმი დამიანეს გასინჯვის შემდეგ პალატიდან გავიდა
-მადლობა_ცივად უთხრა დამიანემ
დამიანე ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო,თუმცა ეს საკმაოდ რთული იყო ახლა.მის წინ მამამისი იდგა,მამა,რომელიც მთელი ცხოვრება აკლდა.ვერაფერს ამბობდა,არადა თავში ათასი კითხვა და ფიქრი უტრიალებდა,მაგრამ არ შეეძლო ყველაფრის დალაგებულად გადმოცემა.ჩუმად აკვირდებოდა ბექას,რომელიც ფანჯარასთან იდგა და ხმას არ იღებდა.
-შეგიძლიათ წახვიდეთ_უთხრა ბექამ-ჩემ გამო რომ შეწუხდით მადლობა_უთხრა ისევ ცივად
-დამიანე მე მინდა ...
-არ გინდათ_შეაწყვტინა დამიანემ-ახლა არა,არც კი ვიცი როდის,მაგრამ ახლა ნამდვილად არა
ბექამ გაკვირვებული სახით შეხედა ბიჭს.აშკარა იყო,რომ დამიანემ ყველაფერი იცოდა.
-ნუ გაგიკვირდებათ_თქვა დამიანემ-ყველაფერი ვიცი
-როგორ?საიდან?_იკითხა დაბნელად ბექამ
-შემთხვევით თქვენი და ბაჩოს საუბარი მოვისმინე _უპასუხა მან
-დამიანე,ნება მომეცი,რომ ყველაფერი აგიხსნა,გთხოვ
-არა,მე გთხოვთ,რომ წახვიდეთ._ისე გააწყვეტინა დამიანემ-მადლობა,რომ ჩემ გევრდით იყავით,მართალია დაგაგვიანდათ ცოტა,მაგრამ ესეც საქმეა_თქვა ირონიულად დამიანემ-ახლა კი მინდა,რომ წახვიდეთ და დრო მომცეთ,რომ ყველაფერი გადავხარშო და არ მინდა ანამ რომ გაიგოს ჯერ
-მაგრამ ოდესღაც მოგვიწევს ამაზე საუბარი_თქვა ბექამ
-მაგრამ ახლა არა_თქვა დამიანემ
-მე წავალ,მალე გამოჯანმრთელდი_უთხრა ბექამ და პალატიდან გავიდა.
ბექას წასვლიდან ძალიან ცოტა დრო იყო გასული რომ ლუკა მალე მოვიდა.
-დამი,როგორ ხარ_თქვა გახარებულმა და საწოლის გვერდზე ჩამოჯდა
-კარგად ვარ კარგად_გაეღიმა დამიანეს
-ეგრევე წამოვედი ,როგორც კი გავიგე,რომ გაიღვიძე.რომ იცოდე როგორ შემეშინდა._ამბობდა ლუკა
-დამშვიდდი,კარგად ვარ_გაეცინა დამიანეს-ლანა ხომ კარგადაა?
-კი,კარგადაა,ანა და ლანა გზაში არიან და მალე მოვლენ
-ანაც მოდის?_იკითხა დამიანემ
-კი,შენზე ძალიან ნერვიულობდა,ისე რომ იცოდე,მისმა სისხლმა გადაგარჩინა.
-რა?
-ჰო .თურმე ერთნაირი სისხლის ჯგუფი გაქვთ.იღბლიანი დამთხვევაა
-ჰო_მოკლედ უპასუხა დამიანემ
-მართლა,რომ ამოვდიოდი ანას მამას მოვკარი თვალი,ლიფტში შედიოდა ,შენთან იყო?_ჰკითხა ლუკამ
-ლუკა...ჰო ჩემთან იყო
-აჰა,ჰო ცოტა გამიკვირდა,მგონი ერთხელ შეხვდით ხო ერთმანეთს?
-ლუკა ...
-გისმენ
დამიანეს უნდოდა მისთვის ყველაფერი მოეყოლა,მაგრამ მალევე გადაიფიქრა.ჯერ თვითონაც დრო ჭირდებოდა,თანაც ლუკა ანას შეყვარებული იყო და ამიტომ არ უნდოდა მათ შორის ურთიერთობა დაეძაბა.ამიტომაც ამჯერად გაჩუმება არჩია.
-არა,არაფერი
-გაწუხებს რამე?_ჰკითხა ლუკამ
-არა,არაფერი...კარგად ვარ უბრალოდ.._დამიანეს რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ საუბარი შეწყვიტა,რადგან ოთახის კართან გვანცა დაინახა.
არც ლუკას და არც დამიანეს ესიამოვნა მისი აქ დანახვა.
-აქ რას აკეთებ?_ჰკითხა უხეშად ლუკამ
-დამიანეს სანახავად მოვედი,რას უნდა ვაკეთებდე?_უხეშადვე უპასუხა ლუკას-იქნებ დამტოვო
-გვანცა,ზედმეტი მოგდის,ლუკა არსად წავა,შენ წახვალ აქედან და საერთოდ საიდან გაიგე ჩემ შესახებ?_თქვა გაბრაზებულმა დამიანემ
-ოჰ,კარგი რა,მთელი სოციალური ქსელი აჭრელებულია შენი ამბით.ყველა ვღელავთ შენზე
-ჰო,შენ განსაკუთრებით_დაცინვით თქვა ლუკამ
-რა გინდა?ჰკითხა დამიანემ
-როგორ მელაპარაკები,მე აქ შენ სანახავად მოვედი,ასე მიხდი მადლობას?
-უკაცრავად,ბოდიში_დამცინავად თქვა დამიანემ-ახლა ადგომა და წელში მოხრა მიჭირს,რომ გამოვჯანმრთელდები დაგირეკავ ,შეგხვდები და ქედს მოვიხრი შენ წინაშე
ლუკას ჩაეღიმა,როდესაც გვანცას სახე დაინახა,ქალი სიბრაზისგან აწითლებული იყო,აღარ იცოდა რა ეთქვა.
-ხომ ხედავ შენი აქ ყოფნა არცერთს გვსიამოვნებს და წადი,მეტად თავს ნუღარ დაიმცირებ_უთხრა დამიანემ და ხელით კარისკენ მიუთითა.
გვანცა შეუბრუნდა და კართან მდგომი ანა და ლანა დაინახა.მკვლელი მზერა ესროლა ორივეს,ზიზღით სავსე მზერა ლანაზე შეაჩერა,დაცინვით აკვირდებოდა მის დალურჯებულ ხელებს,შემდეგ ისევ დამიანეს გახედა.
-ჰო,ვხედავ ვისი ყოფნაც გსიამოვნებს_თქვა გესლიანად და პალატიდან გავიდა.
-ამას აქ რა ჯანდაბა უნდოდა_თქვა ანამ და კარი დახურა.
-რაც ყოველთვის,ჩვენი წყობიდან გამოყვანა,მაგრამ ტყუილად გაისარჯა._უპასუხა ლუკამ
-არ გვინდა უსიამოვნი რამეზე საუბარი_თქვა ანამ-კარგია რომ დამიანე უკეთაა
ანა დამაინეს მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა.დამიანემ მისი ხელი დაიჭირა და მოეფერა,შემდეგ კი ხელზე აკოცა.ანას მიმართ ისედაც გრძნობდა სიახლოვეს,რომლის მიზეზსაც ვერ ხვდებოდა,ახლა კი როცა უკვე იცოდა,რომ მისი სისხლი და ხორცი,საკუთარი და იდგა მის წინაშე,უჭირდა თავის შეკავება,უნდოდა ყველას გასაგონად ეყვირა,რომ მას და ყავდა და რომ ძალიან უყვარდა,მაგრამ ახლა ჩუმად იყო.
-დიდი მადლობა ანა_თქვა დამაინემ-ვიცი,რომ შენმა სისხლმა გადამარჩინა
-დამი,რას ამბობ._თქვა ანამ-არავითარი მადლობა არაა საჭირო.მიხარია,რომ ჩემი სისხლის ჯგუფი დაემთხვა შენსას.ახლა მთავარია მალე გამოჯანმრთელდე სრულიად
-ანა მართალია_თქვა ლუკამ და ანას მხარზე დაადო ხელი-იცი,მგონი ბევრნი ვართ ძალიან აქ და დამიანეს დავღლით_თქვა მან-ანა,ჩვენ ხომ არ გავიდეთ?
-ჰო_უპასუხა ანამ და გაეღიმა,შედეგ ლანას და დამიანეს გახედა-ძალიან მშია
-ჰოდა კაფეში წავიდეთ,მეც მომშივდა.დროებით დამი,საღამოსაც შემოგივლით_უთხრა მან და ანასთან ერთად გავიდა.
დამიანესთან ლანა დარჩა,გოგონა მის საწოლთან ახლოს ჩუმად იდგა.
-მოდი დაჯექი_უთხრა დამიანემ,გოგონას ხელი მოკიდა და მის გვერდით ჩამოაჯინა.
-დამი,ძალიან შემეშინდა_თქვა გოგონამ და დამიანეს მოეხვია.
-დამშვიდდი ლანა,დამშვიდდი,მე კარგად ვარ.
-მაპატიე 
-რა უნდა გაპატიო?_გაუკვირდა დამიანეს
-დამი,ჩემ გამო ასეთ დღეში ჩავარდი
-შენ არ ხარ დამნაშავე,გთხოვ ეს მეორედ აღარ მითხრა.კარგი_უთხრა დამიანემ და გოგონას აკოცა-ვერ დავუშვებდი,რომ იმ არაკაცს შენთვის რამე დაეშავებინა.
-ძალიან საშიში ადამიანია_თქვა ლანამ-ჩემ გამო არ მინდა საფრთხეში იყო,იქნებ ჯობს რომ ურთიერთობა აღარ...
-ლანა_სიტყვა გააწყვეტინა დამიანემ-მიყვარხარ,მიყვარხარ და კიდევ მიყვარხარ_თქვა მან-ასე დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ არაფერში და არ დავუშვებ რომ დაგკარგო,არავის გამო და არაფრის გამო ვიტყვი შენზე უარს.
ლანა გაშეშდა,მთელი სხეული უკანკალებდა აღელვებისგან.ამას ნამდვილად არ ელოდა,დამიანე სიყვარულში გამოუტყდა,ლანა კი ისე დაიბნა რომ ვერაფერი თქვა.
დამიანეს გაეღიმა,როდესაც მის რეაქციას აკვირდებოდა.
-ჩემთან მოდი,დაბნეულიც რა საყვარელი ხარ რომ იცოდე
ლანას გაეღიმა და მამაკაცს აკოცა,დამიანემ ხელი მოხვიდა და თავისკენ მიიზიდა.ლანამაც ფრთხილად მოხვია ხელი და მის გვერდით დაწვა,მკერდზე თავი დაადო მამაკაცს და თვალები დახუჭა.მშვიდად იყო,მისი შეხება,გულის ცემა ,მისი სუნთქვის მოსმენაც აბედნიერებდა.
...
-თურმე ყველაფერი სცოდნია _ეუბნებოდა ბექა ბაჩოს
-კი მაგრამ საიდან?_გაუკვირდა ბაჩოს
-ჩვენი საუბარი მოუსმენია შემთხვევით._უპასუხა ბექამ-ვერ წარმოიდგენ რა დღეში ჩავვარდი.არ მინდოდა ასე მომხდარიყო ყველაფერი,დამიანეს კიდევ არ სურს ჩემთან საუბარი და ვერც ვამტყუნებ,ვერ მოვთხოვ რომ მამად მიმიღოს ან მაპატიოს,ვიცი რომ შეუძლებელია
-რთული სიტუაციაა ბექა,რთული,მაგრამ დამიანეს ვიცნობ_თქვა ბაჩომ-კარგი ადამიანია,დარწმუნებული ვარ,ცოტა დრო რომ გავა დაფიქრდება და დაგელაპარაკება.გაგიგებს
-რავიცი რავიცი_თქვა დანანებით-ვიცი რომ დამნაშავე ვარ და არ ვიმსახურებ შვილის პატიებას,ანაზეც ვფიქრობ,არ ვიცი როგორ მიიღებს ამ ამბავს_ამოიოხრა ბექამ
-მესმის,მაგრამ ცოტა დამშვიდდი_მხარზე ხელი დაადო ბაჩომ-აუცილებლად უნდა დაელაპარაკო ანასაც და დამიანესაც,მაგრამ ჯერ უნდა დამშვიდდე, ძალა მოიკრიბო
-თუ შევძლებ არ ვიცი.
-შეძლებ,აუცილებლად,ხომ იცი,რომ ყველაფერს შეძლებ.ადრე თუ გვიან.
-იმედია_თქვა ბექამ და ფეხზე წამოდგა,ფანჯარა გამოაღო,რომ სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა.საშინლად ტკიოდა თავი,თვალები დახუჭა და შუბლზე მიიდო ხელი.
-კარგად ხარ?_ჰკითხა ბაჩომ
-კი,კი_უპასუხა ბექამ და სკამზე ჩამოჯდა-ცოტა თავი მტკივა
-ცუდი ფერი გაქვს
-არაფერია,თავის ტკივილი მაწუხებს ხშირად,გამაყუჩებელს დავლევ_თქვა მამაკაცმა,ფეხზე წამოდგა .უჯრა გამოაღო და წამალი დალია.
-დაძაბული დღე იყო _თქვა ბაჩომ-წავალ მე და შენ დაისვენე კარგი?
-დარჩი ,ისედაც იშვიათად გნახულობ ხოლმე_სთხოვა ბექამ
-ხვალ ბევრი საქმე მაქვს ,თმცა ამ დღეებში გესტუმრები და ჩავუჯდეთ ჩვენ რომ ვიცით.
-სიტყვაზე გიჭერ იცოდე,_გაეცინა ბექას-კარგი ღვინო მაქვს
-მაცდური წინადადებაა_გაეცინა ბაჩოსაც
ბექამ მეგობარი მანქანამდე მიაცილა და შემდეგ სახლში დაბრუნდა.
ოთახში შევიდა და სინათლე აანთო.ტანსაცმლის კარადა გააღო და ხის ყუთი გამოიღო.ყუთი გახსნა,იქ ფოტოები,წერილები და სამახსოვრო ნივთები იყო.სევდიანად გაიღიმა,როდესაც ფოტოებიდან მომღიმარ ქალს მოკრა თვალი,ფოტოზე ერთად იყვნენ.უკან გადააბრუნა ,ფოტოზე ეწერა "სიყვარულით ლილიანასგან" ,ბექამ თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და რამდენიმე ფოტო ამოიღო.დიდი სევდა იგრძნო ძველი ფოტოების დანახვისას,ყველა ძველმა მოგონებამ და გრძნობამ ერთად იჩინა თავი.დიდი ხნის წინ დამარხული მოგონებები კვლავ გამოჩნდა მის ცხოვრებაში.
...
-წავედი ახლა _თქვა ანამ და ლუკას აკოცა
ლუკას მჭიდროს ჰქონდა ხელები მოხვეული გოგონაზე და არ აპირებდა მის გაშვებას.
-არ მინდა რომ წახვიდე_ჩასჩურჩულა ყურში და ყელზე აკოცა.
-ხვალ ადრე უნდა გავიღვიძო_თქვა ანამ და კარი შეაღო
-მაშინ კიდევ მაკოცე და გაგიშვებ_გაეცინა ლუკას და გოგონას აკოცა.
ანა სახლში შესვლას აპირებდა,თუმცა უკან მობრუნდა,კიდევ ერთხელ აკოცა ლუკას ვნებიანად და ახლა უკვე ბიჭთან ერთად შევიდა სახლში,კარის დახურვა ძლივს მოასწრო,რომ მამაკაცმა ხელში აიყვანა.ანამ ფეხები წელზე მოხვია და ისე რომ კოცნა არ შეუწყვიტავთ საძინებლისკენ წავიდნენ.ანა ზემოდან მოექცა მამაკაცს და მაისური გახადა,ნაზად ეფერებოდა შიშველ სხეულზე.ვნება თანდათან ძლიერდებოდა.ლუკამ კაბა გაუხსნა და ნახევრად შიშველი გოგონა მჭიდროდ მიიკრა სხეულზე.ლუკამ სწრაფად გაუხსნა ლიფი და ახლა უკვე სრულიად შიშველი იწვა ანა მის წინაშე.მთელ სხეულზე ნაზად და ვნებიანად კოცნიდა ქალს.ანამ თვალები დახუჭა.ლუკას ხელები მაგრად მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
ირგვლივ სიჩუმე იყო,ბნელ ოთახს მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა,რომელიც ფარდიდან ძლივს აღწევდა,სიჩუმეს კი დროდადრო ორი ადამიანის წამოძახილი არღვევდა,რომელიც სიამოვნებისგან იყო გამოწვეული.
სიამოვნებისგან დაღლილები ეკვროდნენ ერთმანეთს და უბრალოდ სიჩუმით ტკბებოდნენ.ორივეს სურდა,რომ ახლა უბრალოდ დრო გაჩერებულიყო და განუსაზღვრელი დროით დამტკბარიყვნენ ერთმანეთით.
...
-ანა,ჩემი ტელეფონი დადა და დამტენი მინდა_დაუძახა ლუკამ ანას
-უჯრაშია_დაუძახა გოგონამ აბაზანიდან.
ლუკამ უჯრა გამოაღო,რომ დამტენი აეღო თუმცა ძალიან გაუკვირდა,როდესაც დამტენის გვერდით უჯრაში რევოლვერი დაინახა.დაბნეული სახით იჯდა,ვერც კი შეამჩნია,რომ ანა აბაზანიდან გამოვიდა.
-იპოვე?_ჰკითხა გოგონამ
-ანა,იარაღი რად გინდა?_ჰკითხა ლუკამ
-ეგ დიდი ხანია მაქვს_გაეცინა გოგონას,როდესაც გაკვირვებულ ლუკას შეხედა-მხოლოდ თავდაცვის მიზნით,ტარების უფლებაც მაქვს და სროლაც ვიცი.გთხპვ ნუ მიყურებ ეგრე გაკვირვებული,ხომ იცი რამდენი ხანია მარტო ვცხოვრობ
-ჰო,გასაგებია.იმედია არასდროს მოგიწევს გამოყენება
-კარგი იქნება_თქვა გოგონამ და უჯრა დაკეტა-ყავას ხომ დალევ?-ჰკითხა ლუკას
-სიამოვნებით_უპასუხა ლუკამ შემდეგ ფეხზე წამოდგა ანას მოეხვია და აკოცა.-დღეს დილით როდესაც ჩემ გვერდით დაგინახე ძალიან ბედნიერად ვიგრძენი თავი_თქვა მამაკაცმა და გოგონას აკოცა
-მეც_უპასუხა ანამ და სახეზე ნაზად მოეფერა
-ნეტავ ყოველი დღე ასე იწყებოდეს_თქვა ლუკამ და ანას აკოცა.
...
თითქმის მთელი ორი თვე გავიდა.ყველაფერი თავის ადგილზე დადგა,დამიანეც სრულიად გამოჯანმრთელდა და თავის საქმიანობას დაუბრუნდა.ისევ განაახლეს გადაღებები.
დამიანეს ცხოვრებაში და არა მარტო მის ცხოვრებაში ბევრი ცვლილება იყო,ლანასთანაც უფრო მეტად დაახლოვდა.ლანაც თავის მხრივ ბედნიერი იყო,თუმცა სადღაც გულის სიღრმეში ჰქონდა შიში,რომ ყველაფერი განმეორდებოდა და დამიანეს საფრთხე შეექმნებოდა,აწუხებდა მასაც და ყველას ის ფაქტი რომ ირაკლი ჯერ კიდევ ვერ იპოვნეს და ვერ დაიჭირეს. მაგრამ ამის მიუხედავად ცდილობდნენ ცხოვრების გაგრძელებას და შიშის ჩაკვლას.

დამიანე ხშირად რჩებოდა ლანასთან ერთ საღამოსაც ერთად ისხდნენ,ერთმანეთზე მიხუტებულები და ტელევიზორს უყურებდნენ.დამიანემ ლანას გახედა და ჩაფიქრებული ეჩვენა
-ლაან,რამე მოხდა?_ჰკითხა გოგონას
-არა,ვფიქრობდი უბრალოდ
-რაზე?
-შენზე
-რა სასიამოვნოა_გაეცინა დამიანეს და გოგონას აკოცა
-სხვა რამეს ვგულისხმობ_გაეღმა ლანას
-რას?
-მაშინ,სანამ დაგჭრიდა ირაკლი,იმ ღამეს რომ იყავი ჩემთან მოსული და რაღაც პრობლემაზე მითხარი,მაინტერესებდა მოაგვარე თუ არა?_ჰკითხა გოგონამ
-ჰო...ეგ ჯერ კიდევ გაუკრვეველია ლაან,მაგრამ,მგონი თანდათან ვემზადები,რომ მოვაგვარო.
-მიხარია_თქვა ლანამ-გაურკვევლობა ძალიან ცუდია,
-კი,ნამდვილად,ამიტომ აღარ მინდა ასე ვიყო_თქვა დამიანემ-ლაან აბაზანაში გავალ თქვა დამიანემ და აბაზანისკენ წავიდა.
კარი ჩაკეტა და ტელეფონი ხელში აიღო,ბექას ნომერი მოძებნა და სანამ დარეკვას დააჭერდა ცოტა ხანს დაფიქრდა.რაც უფრო აჭიანურებდა ამ საქმეს მით უფრო ღელავდა და უჭირდა გადაწყვეტილების მიღება,ამიტომაც ახლა უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი.ღრმად ჩაისუნთქა და დარეკვას დააჭირა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: TINAFALCONE
ნანახია: 85 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar