პატარა გოგონა ზღვის პირას (მეთერთმეტე თავი)
31.12.2019, 05:05
სტუმრები საქორწინო დარბაზის გარეთ იყვნენ შეკრებილი და ფეიერვერკის ყურებით იყვნენ გართულნი.თითქმის ყველას შამპანურით სავსე ჭიქა ეჭირა ხელში და მხიარულად საუბრობდნენ.ყურადღების ცენტრში კი რა თქმა უნდა ახალდაქორწინებული წყვილი იყო,რომლებიც ბედნიერებით სავსე თვალებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს.ფეირვერკთან ერთად ანათებდა ჟურნალისტების კამერებიც,რომლებიც გარს ეხვეოდნენ წყვილს.ფეიერვერკი დასრულდა და მანქანაც მოვიდა,რომელსაც ლუკა და ანა სასტუმროში უნდა წაეყვანა ,ოჯახის წევრებს და მეგობრებს დაემშვიდობნენ და მანქანაში ჩასხდნენ.
...
-დაიღალე?_ჰკითხა დამიანემ ლანას და მის გვერდით ჩამოჯდა დივანზე
-ცოტათი_უპასუხა გოგონამ-მაგრამ ისეთი კარგი დღე იყო.ანაც და ლუკაც ძალიან ბედნიერები იყვნენ
-ჰო_უპასუხა დამიანემ-მართლაც,იმედია ჩვენც მალე...
-როდის გავა ერთი თვე_საუბარი გააწყვეტინა ლანამ დამაინეს,რადგან იცოდა,რომ მამაკაცი ისევ ქორწინებაზე აპირებდა საუბარს-ანას ძალიან მომენატრება
-ჰო,მეც_უპასუხა დამიანემ და ლანას ხელი მოხვია.მან აღარაფერი თქვა,მიხვდა,რომ ლანამ თემა განგებ შეცვალა და ეს ფაქტი მას ძალიან აღელვებდა.
ლანამ თავი მხარზე დაადო დამიანეს და თვალები დახუჭა.ბედნიერი იყო მის გვერდით ა უნდოდა ეს ბედნიერება სამუდამოდ გაგრძელებულიყო,მაგრამ თავიდან იმ აზრს ვერ იგდებდა,რომ შესაძლოა დამიანესთვი მის ყოფილ ქმარს ზიანი მიეყენებინა.არ უნდოდა მისი დაკარგვა.
-ლანა_სიჩუმე დაარღვია დამიანემ
-ჰო
-რაღაც მინდა გითხრა_დაიწყო საუბარი მან-თავს ვიკავებდი,მაგრამ უკვე აღარ შემიძლია გავჩერდე. მითხარი ქორწინებაზე საუბარს თავს რატომ არიდებ? მე მიყვარხარ და მინდა სულ შენ გვერდით ვიყო,შენ არ გრძნობ იგივეს ? 
-რა თქმა უნდა დამი.ხომ იცი რომ მიყვარხარ და მეც მინდა სულ ერთად ვიყოთ,მაგრამ..._ლანა შეჩერდა და ამოიოხრა-მაგრამ მეშინია,ძალიან მეშინია_დაასრულა წინადადება რამდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ.
-რისი?_გაუკვირდა დამიანეს
-ირაკლის გამო...მეშინია,რომ ისევ დაგიშავებს რამეს.არ მინდა,გესმის?არ მინდა რომ შენ რამე ცუდი დაგემართოს.ვერ გადავტან?_ამბობდა აღელვებით და თვალებზე ცრემლები მოადგა
-ცუდი არაფერი მოხდება_თქვა დამიანემ,გოგნას ხელები დაიჭირა და მას აკოცა-დამიჯერე,არაფრის გეშინოდეს,მითუმეტეს მაგ ლაჩრის...მაგ არაკაცის გამო ბედნიერებაზე უარი არ უნდა ვთქვათ
-ანაც მაგას მეუბნებოდა_თქვა ლანამ
-ჰოდა სწორადაც უთქვამს._გაეღიმა დამიანეს და ლანას კიდევ ერთხელ აკოცა-არ დავიძინოთ ?
-ჰო,ძალიან დავიღალე_უპასუხა გოგონამ და დამიანესთან ერთად ოთახში გავიდა.
დამიანეს მალევე ჩაეძინა.ლანა ი საწოლში იყო წამომჯდარი და მძინარე ბიჭს აკვირდებოდა და თან ეღიმებოდა.ხვდებოდა ,რომ ის ძალიან უყვარდა.მამაკაცს თმაზე მოეფერა ,შემდეგ კი მისი ხელი დაიჭირა.ახლა თავს ცოტათი უფრო მშვიდად გრძნობდა.რადგან მისი შიშის შესახებ უთხრა დამიანეს და მისი სიტყვების შემდეგ იმედი მიეცა,რომ ცუდი მართლაც არაფერი მოხდებოდა.მთელი გულით უნდოდა ,რომ ასე ყოფილიყო.
...
-დამი გაიღვიძე_ცდილობდა ლანა მის გაღვიძებას.
დამიანემ რაღაც გაურკვევლად ჩაილაპარაკა და მეორე გვერდზე გადაბრუნდა.
-დამიანე_წარმოთქვა ლანამ ხმამაღლა
ბიჭმა თვალები ოდნავ გაახილა.ჯერ კიდევ ძილბურნაში იყო და მოჭუტული თვალებით შეხედა გოგონას.
-რა ხდება?_მძინარე ხმით იკითხა მან
-გამოფხიზლდი_შუბლზე აკოცა გოგონამ და გაუღიმა-ხომ იცი,დღეს ანა და ლუკა ჩამოდიან და აეროპორტში უნდა დავხვდეთ.
-უი ხო _გამოფხიზლდა დამიანე და საწოლში წამოჯდა
-მოწესრიგდი და გავიდეთ._თქვა ლანამ და ოთახიდან გავიდა.
...
-ლანა,დაჯექი ,თავბრუ დამეხვა_გაეცინა დამიანეს,რომელიც აქამდე ჩუმად ადევნებდა თვალს გოგონას,რომელიც მოუთმენლაად სცემდა ბოლთას აეროპორტში.
-უკვე ვეღარ ვითმენ რატომ არ ჩანან_ამბობდა გოგონა
-მალე მოვლიან,სულ ცოტაც და...მოდი დაჯექი_ხელი მოკიდა გოგონას და მის გვერდით დააჯინა
-მართლა ძალიან მომენატრა ორივე,ერთი სული მაქვს როდის ვნახავ.
-მეც,ძალიან მომენატრნენ_უპასუხა დამიანემ-აი მოდიან_წამოიძახა გახარებულმა დამიანემ და ორივე მათკენ გაიქცნენ.
-ანა_დაიძახა ლანამ და გოგონას მოეხვია,შემდეგ ლუკას აკოცა
-როგორ მომენატრეთ_თქვა ლუკამ და გახარებული მოეხვია მეგობრებს.
-ჩვენც_უპასუხა დამიანემ და მეგობარს ხელი გადახვია
-როგორ დაისვენეთ?_ჰკიტხა მათ ლანამ?
-ძალიან კარგი დრო გავატარეთ._უპასუხა ანამ-სახლში რომ მივალთ ყველაფერს მოგყვები.
-წავიდეთ არა?_იკითხა დამიანემ და ერთ-ერთი ჩემოდანი აიღო
-კი_უპასუხა ანამ 
გასასვლელისკენ უნდა წასულიყვნენ,მაგრამ ლანა შეჩერდა.მუცლის ძლიერი ტკივილი იგრძნო და ხელი მიიაჭირა.
-ლანა,რა გჭირს?_შეეშინდა ანას
-ლანა,კარგად ხარ?_შეეკიტხა დამიანეც
-მგონი ტუალეტში უნდა გავიდე,ცუდად ვარ_თქვა ლანამ და საპირფგარეშოსკენ გაიქცა
-მეც გავყვები_უთხრა ბიჭებს ანამ და ლანასკენ წავიდა

-ახლა როგორ ხარ?-ჰკითხა ანამ მეგობარს
-კარგად ვარ_უპასუხა ლანამ და სახეზე წყალი მიისხა
-საავადმყოფოში ხომ არ წავიდეთ
-არა არა_გაეცინა გოგონას-უბრალოდ გული ამერია,ალბათბ მწნილის ბრალია
-მწნილის?_გაუკვირდა ანას
-ჰო დილით ვჭამე და ეტყობა მაწყინა,ახლა მართლა კარგად ვარ
-ხომ მაგრამ შენ ხომ მწნილი არ გიყვარს?_ჰკითხა ანამ
-ჰო,მაგრამ დღეს დილით მომინდა და მაგის ბრალია,არ უნდა ვჭამო რა მჟავე არაფერი_თქვა ლანამ-მოდი გავიდეთ
-ნამდვილად კარგად ხარ? ფერმკრთალი ხარ_ჰკითხა ანამ
-კი კი. წავიდეთ_დაამშვიდა ლანამ და გასასვლელისკენ გავიდნენ,სადაც დამიანე და ლუკა ელოდებოდნენ.
-ყველაფერი რიგზეა?_ჰკითხა დამიანემ გოგონას,როდესაც გარეთ გავიდნენ
-კი კი.დილით რომ მწნილი ვჭამე მაწყინა_უპასუხა ლანამ-მაგრამ ახლა მართლა კარგად ვარ
-კარგია,შემეშინდა_უპასუხა დამიანემ და გოგონას ხელი მოკიდა ,შემდეგ მანქანის კარი გაუღო და შიგნით ჩასხდნენ.
...
ანა და ლუკა ჯერ სახლში წავიდნენ,ცოტა დაისვენეს მოწესრიგდნენ,შემდეგ კი ლუკას მშობლების სახლში მივიდნენ,სადაც მთელი ოჯახი ელოდათ სადილზე.ბევრი ილაპარაკეს,ერთად ყოფნით დატკბნენ,ანამ და ლუკამ ყველას დაურიგეს საჩუქრები.მოგზაურობის ფოტოებიც დაათვალიერეს.ანას მამის დანახვა ძალიან გაუხარდა,მთელი საღამო მის გვერდით იჯდა.პირველად მოხდა,რომ მამის გარეშე ამდენი ხანი გაატარა,ძალიან ენატრებოდათ ერთმანეთი,ბექა სევდანარევი ღიმილით შეჰყურებდაშვილებს და ცდილობდა ყოველი წუთი გამოეყენებინდა და დამტკბარიყო შვილებთან ყოფნით,ცდილობდა ამ საღამოს მაინც შეენარჩუნებინა სიმხნევე და არ ეფიქრა მოსალოდნელ აღსასრულზე,რომელიც სამუდამოდ დააშორებდა მისთვის საყვარელ ადამიანებს,
...
-ამათ ვის ვხედავ_დაიძახა ბაჩომ დან გახარებული წამოდგა ლუკას და ანას შესახვედრად,რომლებიც ის ის იყო გადასაღებ მოედანზე მოვიდნენ
-როგორ ხარ ბაჩო_ჰკითხა ანამ'
-ძალიან კარგად.როგორ დაისვენეთ?_ჰკითხა მან ანას და ლუკას
-მშვენივრად_უპასუხა ლუკამ და ღიმილით გადახედა გოგონას
-ძალიან კარგი_უპასუხა მამაკაცმა-ახალი ძალებით შევუდგებით ახალი სეზონის გადაღებებს
-ჰო_თქვა ანამ-ძალიან მომენატრა აქაურობა და გადაღებები
-კარგი,გამოიცვალეთ და გელოდებით_უთხრა მან -დამიანეც მალე მოვა

ბაჩო მართალი აღმოჩნდა.მართლაც ახალი ძალებით შეუდგნენ გადაღებებს.ორივეს ძალიან მონატრებული ჰქონდათ თავიანთი საქმე.მთელი დღე გადასაღებ მოედანზე გაატარეს და ოდნავადაც არ დაღლილან. ახლა კიდევ უფრო დიდი სიხარულით აკეთებდნენ მათთვის საყვარელ საქმეს.
...
-სადმე მიდიხარ?_ჰკითხა ლუკამ ანას,რომელიც თმას ივარცხნიდა
-ჰო_უპასუხა ანამ-მაღაზიაში გავალ და მალე დავბრუნდები
-კარგი_უპასუხა ლუკამ და საბანი გადაიძრო-მეც ავდგები და მერე სადმე გავისეირნოდ,დღეს კვირაა ,ვისვენებთ
-ძალიან კარგი_უპასუხა გოგონამ ქმარს აკოცა და ოთახიდან გავიდა.
ანა მანქანასთან იდგა,კარი უნდა გაეღო,როდესაც მის უკან ვიღაც დადგა.გოგონა მობრუნდა ,გაკვირვებისგან და სიბრაზისგან თვალები გაუფართოვდა,როდესაც მის წინ მდგომი ირაკლი დაინახა.
-შენ აქ რა გინდა_დაუყვირა მან
-ჩუმად იყავი და მანქანაში ჩაჯექი_ხელი მაგრად მოკიდა მკლავზე
-თავი დამანებე
-ჩუმად მეთქი ,ხომ გითხარი_თქვა მამაკაცმა და რევოლვერი მიადო გოგონას.
ანა შიშისგან დაიბნა,მთელი სხეული უკანკალებდა,როდესაც იარაღის ცივი შეხება იგრძნო.იძულებული გახდა მას დამორჩილებოდა.საჭესტან დაჯდა,ირაკლი კი გვერდით მიუჯდა და თან იარაღი ჰქონდა დამიზნებული.რამდენიმე წამში უკანა კარიც გაიღო და მანქანაში გვანცაც ჩაჯდა
-შენ? რა გინდათ ?_დაიყვირა გოგონამ
-წადი სადაც გეტყვი_უთხრა ანას ირაკლიმ
მანქანა ერთ-ერთ კაფესთან გააჩერებინეს.ანა ვერ ხვდებოდა აქ რატომ მოიყვანეს,სანამ ფანჯრიდან კაფეში მჯდომი დამიანე და ლანა არ დაინახა.
-ხედავ მათ?_თქვა ირაკლიმ-ხედავ რა ტკბილად და ბედნიერად საუბრობენ,როგორი სიყვარულით უყურებენ ერთმანეთს_ირონია გაერია მის ხმაში-ხედავ_დაიყვირა მამაკაცმა-შენი ძმის ადგილას მე უნდა ვიყო,მე უნდა მიყურებდეს სიყვარულით სავსე თვალებით ჩემი ცოლი
-ის შენი ცოლი აღარაა_თქვა ანამ
-არის_ყელში ხელი წაუჭირა მამაკაცმა ანას-ანა ვეღარ სუნთქავდა.ირაკლი კი უფრო და უფრო უჭერდა გოგონას ხელს
-გაუშვი_ხელი გააშვებინა გვანცამ-ამის სიკვდილი არაფერში გვაწყობ_თქვა მან -ჯერ-ჯერობით_დაამატა რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ
-კარგად მოგვისმინე ანა,ჩემო ძვირფასო_თავზე ხელი გადაუსვა გვანცამ-კარგად მოგვისმინე,თუ გინდა ,რომ ლანა და დამიანე ცოცხალი დავტოვოთ
-ისე უნდა გააკეთო,რომ ლანა დამიანეს აღარ შეხვდეს გაიგე?_დაუყვირა ირაკლიმ
-ავადმყოფები ხართ,ავადმყოფები?_ცრემლმორეული უყვიროდა მათ ანა-თავი დაგვანებეთ
-თუ იმას არ გააკეთებ რასაც გეუბნები,შენ ძვირფას ძამიკოს მოვკლავ და გვამს სახლში ამოგიტან გაიგე?_უთხრა ირაკლიმ შემდეგ კი იარაღს დახედა-ან... ხომ არ სჯობს ეს ახლა გავაკეთო-შემდეგ მანქანიდან გადასვლა დააპირა
-არა...არა_დაუყვირა ანამ-გავაკეთებ,გავაკეთებ რასაც მეტყვით გასაგებია?
-ჭკვიანი გოგო_ირონიულად გაუღიმა გვანცამ
-მოხვედი აზრზე?_უთხრა ირაკლიმ და მანქანის კარი დახურა-დრო ხვალამდე გაქვს,სხვა შემთხვევაში ლანასაც მოვკლავ და დამიანესაც
-კარგი ,კარგი_დაიყვირა ანამ-გავაკეთებ რასაც მეუბნებით და მათ არაფერი დაუშავოთ.
გვანცამ და ირაკლიმ ისევ ირონიული ღიმილით შეხედეს ანას და მანქანიდან გადავიდნენ.
ანა ცოტა ხანს დარჩა იმ ადგილას,მთელი სხეული ისევ უკანკალებდა,თავი საჭეზე დადო და ატირდა,არ იცოდა რა ექნა.ხვდებოდა,რომ ეს ტყუილი მუქარა არ იყო და მისი ძმაც და მეგობარიც საფრთხეში იყვნენ,მას კი არ უნდოდა მათ რამე ცუდი დამართნოდათ,თუმცა ისიც იცოდა,როგორ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი ლანას და დამიანეს და მათი დაშორება რომ დიდი დანაშაული იქნებოდა,მაგრამ ახლა სხვა გზა არ ჰქონდა. ეს უნდა გაეკეთებინა.ანამ მანქანა დაქოქა და სახლისკენ წავიდა.
...
-ანა,ხომ კარგად ხარ?_ჰკითხა ლუკამ მას,როდესაც ანა სახლში დაბრუნდა.
-კი...
-ვინერვიულე ამდენ ხანს რომ დაგაგვიანდა
-არაფერია_სახე მოარიდა გოგონამ-ლუკა,დღეს სახლში დავრჩები,შენ თუ გინდა სადმე წასვლა...
-არა არა,შენ გარეშე არსად წავალ,შენთან დავრჩები,მაგრამ მითხარი რა მოხდა,რა სახე გაქვს?_ეკითხებოდა ის
-არა,არაფერი._თქვა გოგონამ-წავალ დავწვები,ძალიან მეძინება
-კარგი მიდი_უტხრა ლუკამ და გოგონას აკოცა.
...
მეორე დღეს ანა ძალიან ადრე ადგა დილით და სახლიდან ისე გავიდა,რომ ლუკას ჯერ კიდევ ეძინა.მანქანაში ჩაჯდა და ლანას სახლთან მივიდა.ძალიან ნერვიულობდა და ფეხები უკან რჩებოდა,არ უნდოდა იმის გაკეთება,რასაც ახლა აპირებდა,მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. ლანას სახლის კართან მივიდა და ზარი დარეკა.რამდენიმე წამის შემდეგ ლანამ კარი გააღო.ანას დანახვა გაუხარდა.გოგონა გადაკოცნა და შინ შეიპატიჟა.
-რა კარგია,რომ მოხვედი _თქვა ლანამ და გოგონას ყავით სავსე ფინჯანი მიაწოდა
-ლანა..._თქვა გოგონამ და ხმა ჩაუწყდა
-რამე მოხდა?_შეშფოთდა ლანა
-მე... რაღაც უნდა გითხრა,კიარადა გთხოვო_მძიმედ ამოიოხრა გოგონამ
-ანა მაშინებ,რა ხდება?
-ლანა,ხომ იცი,რომ შენ ჩემი და ხარ,ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ_ეუბნებოდა გოგონა და თა ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა
-მეც ძალიან მიყვარხარ_უთხრა ლანამ და გოგონას მოეფერა
-დღეს კი შეგძულდები,ვიცი _თქვა ანამ და ლანას სახე მოარიდა
-გაგიჟდი?_გაეცინა ლანას-რაუნდა მოხდეს,რომ მე შენ შეგიძულო.ანა რა მოხდა მითხარი 
ანამ ჩანთიდან კონვერტი ამოიღო და ლანას მიაწოდა.
-გახსენი,თქვა მან
გოგონამ კონვერტი გახსნა და გაუკვირდა,როდესაც იქ თვითმფრინავის ბილეთი და ფული დაინახა.
-ეს რას ნიშნავს?ვერაფერი გავიგე_ჰკითხა გაკვირვებულმა
-ლანა,უნდა წახვიდე,დღესვე... 
-რა?_ფეხზე წამოდგა ლანა-ანა,ეს რა ხუმრობაა
-არა,ხუმრობა არაა...ლანა უნდა წახვიდე...გთხოვ სწორად გამიგე.ეს აუცილებლად უნდა გააკეთო
ლანა ვერაფერს ამბობდა,გაურკვევლობაში იყო და ანას უყურებდა.
-ლანა_განაგრძო გოგონამ საუბარი-ძალიან მიჭირს ამის თქმა,მაგრამ დამიანეს აღარ უნდა შეხვდე.აქ ბილეთიცაა და ფულიც და მერე კიდევ დაგეხმარები როგორც შევძლებ,მაგრამ გთხოვ წადი...
-ანა არაფერი მესმის...
-დამაინე საფრთხეშია,შენც...გუშინ შენი ყოფილი ქმარი და გვანცა რობაქიძე დამხვდნენ სახლთან,შემდეგ კი იმ კაფესთან წამიყვანეს,სადაც შენ და დამიანე იყავით .ირაკლი დამემუქრა,რომ თუ შენ დამიანესთან შეხვედრას გააგრძელებ მას მოკლავდა. _ანა არელვებით საუბრობდა-გთხოვ,უნდა წახვიდე...სხვა გზა არაა,მართლა არაა...მეშინია,არ მინდა ჩემი ძმა მოკვდეს,არც შენ მინდა რამე დაგიშაოს,ვიცი საშინელებას ჩავდივარ და დამიანე თუ გაიგებს ამას შემიძულებს სამუდამოდ,ვიცი ახლა შენც შემიძულებ,მაგრამ მირჩევნია გძულდეთ,მაგრამ ცოცხლები იყოთ,ცალ-ცალკე,მაგრამ ცოცხლები...ლანა გთხოვ
ლანა დუმდა.ეს ამბავი თავზარდამცემი იყო მისთვის.იცოდა,რომ მისი ყოფილი ქრისგან საფრთხე იყო მოსალოდნელი.გოგონა ვერაფერს ამბობდა.თავბრუ დაეხვა და დივანზე დაჯდა.ხვდებოდა,რომ ანა მართალი იყო.საშინელი სიბრაზე და სასოწარკვეთა იგრძნო,მაგრამ არა ანას მიმართ ... 
-კარგი..._თქვა ლანამ რამდენიმე წუთის შემდეგ-კარგი ანა...გავაკეთებ ამას 
-ლანა
-გთხოვ არაფერი მითხრა ..._ლანა ფეხზე წამოდგა-ტანსაცმელს ჩავალაგებ და ...
-მაპატიე გთხოვ,მაპატიე_ტიროდა ანა 
-პირიქით,მე მაპატიე,რომ ჩემ გამო დამიანე საფრთხეშია.ანა შენ მართალი ხარ_თქვა ლანამ-სჯობს მიი ცხოვრებიდან გავქრე_ლანას ცრემლები მოერია,სული ეხუთებოდა,რომ დამიანეს მიტოვებდა უწევდა და მისგან შორს წასვლა-ასე სჯობს,ეს სწორი საქციელია.
-ოდესმე თუ შეძლებ მაპატიე.
ლანა გოგონას მოეხვია და აკოცა.
-ეს ფული არ მინდა_კონვერტიდან ამოიღო ფული ლანამ
-არა_უკან დააბრუნებინა ანამ-ეს მცირეა რა შენთვის შემიძლია გავაკეთო,გთხოვ აიღე.გთხოვ-ლანამ აღარაფერი უპასუხა მას.
ანამ ის აეროპორტში წაიყვანა.მთელი გზა არცერთს ხმა არ ამოუღია.გონებაში კი ათასგვარი ფიქრი უტრიალებდათ ორივეს.ორივე ხვდებოდა,რომ დამიანეს დიდ ტკივილს მიაყენებდნენ,მაგრა მთავარი იყო,რომ ის არ მოკვდებოდა.ლანაც მხოლოდ ამ აზრით იმშვიდებდა თავს. გოგონები ერთხელ კიდევ გადაეხვივნენ საბოლოოდ ერთმანეთს და დაემშვიდობნენ.ეს კი ორივესთვის ძალიან მძიმე იყო.
ანამ აეროპორტი დატოვა და მანქანაში ჩაჯდა.ფიქრობდა იმაზე თუ რაც მოხდა,რაც დღეს გააკეთა ,არ იცოდა რა იქნებოდა შემდეგში და ამზე ფიქრისაც კი ეშინოდა.
...
-სად გამეპარე_სიცილით უთხრა ლუკამ გოგონას და აკოცა
-ისე გავედი,სასეირნოდ,გეძინა და აღარ გაგაღვიძე_უპასუხ ანამ და ჩანთა მაგიდაზე დადო.
-ხომ კარგად ხარ?
-კი_უპასუხა ანამ
-ფერმკრთალი ხარ.სიცხე ხომ არ გაქვს?
-არა არა_ცოტა დავიღალე.
-საუზმე მოვამზადე ხომ შეჭამ?_ჰკიტხა ლუკამ გოგონას და ხელი მოხვია.
-მოგვიანებით._უპასუხა გოგონამ და აბაზანაში შევიდა.
ანა სარკეში იყურებოდა და ჩაწითლებული თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა.ისევ ლანაზე ფიქრობდა,შემდეგ დამიანე წარმოუდგა თვალწინ.ფიქრობდა,რომ საშინელება ჩაიდინა,მაგრამ შეშინებული იყო ძალიან და სხვა გამოსავალი ვერ ნახა.გოგონამ სახეზე წყალი შეისხა და გარეთ გამოვიდა.
სამზარეულოში შევიდა და ლუკას შეხედა,რომელიც ყავას სვამდა.მამაკაცმა გაუღიმა.ანამ თვალები დახუჭა,რომ არ ეტირა,ვეღარ უძლებდა ლუკას გამოხედვას,რომელიც სიყვარულით იყო სავსე.ცოტა ხნის წინ ის ძალიან ბედნიერი იყო,მის საყვარელ ადამიანზე დაქორწინდა,აკეთებდა მისთვის საყვარელ საქმეს,გვერდით ძმა და საუკეთესო მეგობარი ყავდა,ახლა კიბუყურებდა ლუკას,ხედავდა რომ მისი თვალები დიდი სიყვარულით უცქერდნენ მას,შემდეგ ისევ ლანაზე იფიქრა და აცნობიერებდა,რომ როდესაც გაიგებდნე რაც გააკეთა ყველა შეიძულებდა,აღარც ლუკა შეხედავდა ასე სიყვარულით,დამიანეც შეიძულებდა.ამის გადატანა კი არ შეეძლო.
-მოდი _ფიქრებიდან გამოარკვია ლუკას ხმამ -ყავას დაგისხმა
-კარგი_უპასუხა გოგონამ და მის გვერდით ჩამოჯდა.
ანას ტელეფონმა დარეკა.გოგონა შეკრთა,როდესაც ეკრანზე დამიანეს სახელი დაეწერა.რამდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ გოგონამ ტელეფონს უპასუხა.
-ანა,როგორ ხარ?-გაისმა ტელეფონში დაიანეს ხმა
-კარგად დამი.შენ_უპასუხა გოგონამ
-მეც კარგად ვარ_უპასუხა დამიანემ-ანა,ხომ არ იცი ლანა სადაა?
-რატომ მეკითხები?
-იცი რა დილიდან ვურეკავ და არ მპასუხობს,სახლშიც მივედი და არაა და ვიფიქრე შენ ხომ არ იცი სად იქნებათქო
-არა...არაფერი ვიცი_უთხრა ანამ და მთელ სხეულში საშინელი სიმძიმე იგრძნო.
-კარგი,მერე კიდევ დავურეკავ მოგვიანებით
-კარგი_უპასუხა ანამ და ტელეფონი გათიშა
-რა მოხდა?-ჰკითხა ლუკამ-ცუდი ხომ არაფერია?-გაფითრებული ხარ
-არა,ცუდი არაფერი_უპასუხა ანამ-დამიანე ლანას ვერ დაუკავშირდა და...
-გასაგებია_უპასუხა ლუკამ 
ანა ფეხზე წამოდგა ,ვეღარ სუნტქავდა,ფანჯარა გამოაღო,რომ ჰაერი ჩაესუნთქა.მოულოდნელად ძლიერი თავბრუსხვევა იგრძნო და ფეხზე ვეღარ დგებოდა,მუხლები მოეკვეთა
-ანა,ანა_ჩაესმა ლუკას ხმა-რომელმაც ის დაიჭირა-ანა რა გჭირს
გოგონამ ვერაფერი უპასუხა.საუბარი არ შეეძლო. გრძნობდა როგორ კარგავდა გონებას.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: TINAFALCONE
ნანახია: 32 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar