პატარა გოგონა ზღვის პირას მეთოთხმეტე თავი
25.02.2020, 05:09
უკვე საღამო იყო,გადაღება გვიანობამდე გაგრძელდა,ანა,ლუკა და დამიანე გადასაღებ მოედანს ტოვებდნენ,გარეთ კი რამდენიმე ფანი დახვდათ,რომელთაც მატთან ფოტოს გადაღება სურდა.მათ დავი დააღწიეს და მანქანისკენ წავიდნენ ,დამიანემ გვერდზე გაიხედა და გვანცას მანქანა შეამჩნია,ქალი მანქანის წინ იდგა და ელოდა.
-არ მოდიხარ?_ჰკითხა ლუკამ 
-თქვენ წადით_უპასუხა დამიანემ-გვანცასთან ერთად წავალ
-კარგი კარგი_თქვა ლუკამ და ანას მანქანის კარი გაუღო.
ანას არაფერი უთქვამს,რა თქმა უნდა არ მოწონდა,როცა მისი ძმა გვანცას გვერდით იყო,მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა,ახლა რამის თქმას აზრი არ ჰქონდა.ძმას დაემშვიდობა და ლუკასთან ერთად მანქანაში ჩაჯდა.
-ანა,კარგად ხარ?_ჰკითხა მამაკაცმა,რადგან ანა მთელი გზა ჩუმად იჯდა და თვალებიც სევდიანი ჰქონდა.
-კი_უპასუხა მოკლედ
-მოწყენილი მეჩვენები_ხელზე მოეფერა ცოლს
-არა,უბრალოდ დაღლილი ვარ,მეტი არაფერი_გაუღიმა ლუკას
-ჰო,დატვირთული დღე გვქონდა_უპასუხა მან და ანას თმაზე მოეფერა.-მაგრამ მგონია,რომ სხვა რაღაც გაწუხებს ,ხომ იცი,შეგიძლია ყველაფერი მითხრა.
-არაფერი ,მართლა არაფერი_უპასუხა ანამ-უბრალოდ მამაზე ვფიქრობ და იმაზე რაც გადავიტანეთ,არ მინდა რომ მამას რამე დაემართოს
-მესმის_თქვა მან-ხომ იცი,მეც ძალიან მიყვარს ბექა ,ნუ გეშინია კარგად იქნება,თანაც მკურნალობა შედეგიანია და მდგომარეობაც უმჯობესდება 
-მაგის იმედი მაქვს_უპაუხა ანამ სევდიანად
სინამდვილეში კი არ იყო კარგად რა თქმა უნდა მამაზეც დარდობდა ,მაგრამ კიდეც სხვა რამ აწუხებდა, ყველაზე ცუდი ის იყო,რომ ამაზე ვერავის ესაუბრებოდა,რაც კიდევ უფრო ამძიმებდა.
-გინდა ბექასთან წავიდეთ?_შესთავაზა ლუკამ-
-ჰო,კარგი აზრია_უპასუხა გოგონამ-გაუხარდება ჩვენი ნახვა და მეც მინდა მამასთან ყოფნა
-ჰო,თანაც დამშვიდდები_გაუღმა ლუკამ და როდესაც შესაძლებლობა მიეცა მანქანა მოაბრუნა,რომ ბექასთან წასულიყვნენ.
...
-ეს ვისი მანქანაა?_გაუკვირდა ანას,როდესაც ეზოში უცხო მანქანა დაინახა
-არ ვიცი,ბაჩოს მანქანა ნამდვილად არაა და თან ჩვენზე ადრე როგორ მოასწრებდა მოსვლას_უპასუხა ლუკამ
-შეიძლება ვინმე მეგობარი ყავს სტუმრად_ივარაუდა ანამ და ლუკასთან ერთად კარისკენ წავიდნენ
ანამ კარზე ზარი დარეკა და გაოცება ვერ დამალა,როდესაც კარი ლიზა ექიმმა გაუღო
-გამარჯობა_მიესალმა ლიზა მათ
-თქვენ აქ ხართ?_ჰკითხა ანამ გაკვირვებით-ხომ ყველაფერი რიგზეა,მამა ცუდად ხომ არ გახდა?
-დამშვიდდი,კარგად ვარ_მოესმა ბექას მხიარული ხმა.მამაკაცი სავარძლიდან წამოდგა და მათ მიესალმა
-შემოდით,შემოდით_თქვა გახარებულმა-გამიხარდა თქვენი დანახვა
-მაპატიეთ_მიუბრუნდა ანა ლიზას-რომ დაგინახეთ ვიფიქრე,რომ მამა იყო ცუდად და წესიერად ვერც კი  მოგესალმეთ
-არაუშავს_უპასუხა ქალმა ღიმილით.
-მე კარგად ვარ_თქვა ბექამ-ლიზა უბრალოდ სტუმრად მოვიდა ჩემთან_თქვა მან და ქალს შეხედა,რომელიც თავს ცოტათი უხერხულად გრძნობდა,რადგან ანას ნამდვილად არ ელოდა და არ უნდოდა რამე არასწორად გაეგო მას.
-ნამდვილად კარგად გამოიყურები_თქვა ლუკამ და ბექას გვერდით ჩამოჯდა
-ძალიან მინდოდა შენი ნახვა_თქვა ანამ,მამას გვერდით მიუჯდა და ჩაეხუტა.
-კარგია,რომ მოხვედით_თქვა ბექამ-მშივრები იქნებით და ჩვენც ახლა ვაპირებდით ვახშმობას,ხომ შემოგვიერთდებით?
-კი ,დიდი სიამოვნებით_თქვა ლუკამ 
-იცით,მე წავალ_ფეხზე წამოდგა ლიზა
-ასე მალე?_გაუკვირდა ბექას
-გთხოვთ დარჩით_უთხრა ანამ-გამიხარდება  თუკი დარჩებით,იმედია ჩემ გამო არ მიდიხართ
-არა არა,რას ამბობ_უპასუხა ლიზამ-კარგი დავრჩები _თქვა მან
...
-გამიხარდა რომ დარჩი_უთხრა ბექამ ლიზას,როდესაც ჭიშკრისკენ აცილებდა ქალს
-ცოტა უხერხულად ვიგრძდენი თავი
-რატომ?_გაუკვირდა კაცს
-არ ვიცი,რას იფიქრებდა ანა
-ცუდს არაფერს,თანაც უკვე დროა ანამაც გაიგოს ჩვენ შესახებ_უპასუხა ქალს,შემდეგ ლოყაზე ნაზად მოეფერა,მოეხვია და აკოცა
-მიყვარხარ_თქვა ქალმა და კიდევ ერთხელ აკოცა მას
-მეც 
-უნდა წავიდე_თქვა ქალმა,მაგრამ ბექა ხელს არ უშვებდა
-არ მინდა შენი გაშვება_თქვა ბექამ და გულში მაგრად ჩაიკრა ქალი
-არც მე მინდა წასვლა,მაგრამ ხვალ დილით ადრე ვიწყებ მუშაობას
-უკვე მენატრები
-მეც_გაუღიმა ლიზამ-ხვალ გნახავ_თქვა მან,მამაკაცს აკოცა და მანქანისკენ წავიდა

-მომწონს ლიზა_მოესმა ანას ხმა ბექას.ფიქრებში იყო გართული და ვერც კი შეამჩნია,რომ ანა მიუახლოვდა
-ჰო_თქვა ბექამ-ანა,მინდა რომ ვილაპარაკოთ
-კარგი_უპასუხა ანამ-მაგრამ სახლში შევიდეთ
-ჰო_დაეთანხმა ბექა და გოგონასთან ერთად სახლში შევიდა
ბექა ანას და ლუკას წინ ჩამოჯდა.
-რისი თქმა გინდოდა?_ჰკითხა ანამ
-ანა, იმედია გამიგებ რასაც ახლა გეტყვი_თქვა ბექამ ,მის ხმაში აღელვება იგრძნობოდა
-მამა,ისედაც ყველაფერი გასაგებია_გაეღიმა გოგონას-ლიზა მეც მომეწონა,სასიამოვნო ადამიანია
-როგორ მიხვდი?_გაეცინა ბექას
-არ იყო ძნელი მისახვედრი_თქვა ლუკამ და მასაც გაეცინა
-ცოტა ვღელავდით სიმართლე გითხრა,მეც და ლიზაც_თქვა ბექამ-არ ვიცოდი როგორ მიიღებდით ამ ამბავს,თანაც დამიანემაც არ იცის ჯერ
-მიხარია,რომ ბედნიერს გხედავ_თქვა ანამ და მამას ხელზე მოეფერა-დარწმუნებული ვარ დამისაც გაუხარდება 
-ჰო მართლა,სადაა დამიანე?_იკითხა ბექამ
-იმასთან_ბრაზით თქვა ანამ
-კიდევ ვერ შეეგუე ამ გვანცას ხო?_ჰკითხა ბექამ
-რა შესაგუებელი კი ეგაა,ვერ ვიტან_თქვა ლუკამ-მაგრამ არ მინდა დამიანეს ვაწყენინო
-იქნებ არც ისეთი ცუდი გოგოა?_იკითხა ბექამ
-არ ვიცი_თქვა ლუკამ-მეეჭვება რომ გამოსწორებულიყო,არც ის ვიცი დამიანე ისევ მასთან რატომ დაბრუნდა
-მესმის დამიანესიც_თქვა ბექამ-ლანას ამბის შემდეგ იმედგაცრუებულია და ალბათ ცდილობს მის დავიწყებას ,ჰოდა იქნებ გამოვიდეს მდგომარეობიდან
-ჰო შეიძლება_დაეთანხმა ლუკა
-ისე იქნებ ამ დღეებში ის გოგო დავპატიჟოთ ,ვუთხრათ დამიანეს და უკეთესად გავიცნობთ
-არ ვიცი ბექა,არ ვიცი_თქვა ლუკამ-თუმცა ვცადოთ
-აბა რა,დამიანემაც იგრძნოს,რომ მის გევრდით ვართ
-ჰო,კარგი აზრია_უპასუხა ლუკამ-ლიზასაც უტხარი კარგი? და ყველანი შევიკრიბოთ
-კი ვეტყვი_გაუხარდა ბექას
რამდენიმე დღეში მართლაც ყველანი ერთად შეიკრიბნენ.დამიანესაც მოეწონა ერთად შეკრების აზრი,მისთვის ეს მართლაც მნიშვნელოვანი იყო.ბოლო დროს მომხდარმა დამიანეზე დიდი გავლენა იქონია,ლანას წასვლა,ბექას ავადმყოფობა,ყველაფერი მოულოდნელად დაატყდა თავს .ის კარგად ხვდებოდა,რომ მისი გვანცასთან დაბრუნება მის ოჯახს,მეგობრებს არ მოსწონდათ,გულის სიღრმეში თვითონაც არ იცოდა რატომ გააკეთა ეს,გვანცას მიმართ სინამდვილეში ხომ აღარაფერს გრძნოდა,ალბათ მხოლოდ სიცარიელის შევსება უნდოდა,რომელიც ახლა მას აწუხებდა. ხოლო როდესაც მამამ ყველას ერთად დაპატიჟება გადაწყვიტა გვანცას ჩათვლით ,ამით მან მათი თანადგომა იგრძნო,პირველად იგრძნო თავი ცოტათი ბედნიერად ლანას წასვლის შემდეგ. 
საღამო კარგად გაატარეს,უკვე გვიანი ღამე იყო და ჯერ კიდევ არ ეძინათ მხიარულად საუბრობდნენ და ერთობოდნენ,მხოლოდ ანა იყო მოწყენილი,დროდადრო ერთვება ხოლმე საუბარში,მაგრამ ფიქრებით რა თქმა უნდა სხვაგან იყო,ათვალიერებდა მის ირგვლივ შეკრებილ ხალხს,რომლებიც ერთად მხიარულად ატარებდნენ დროს და გულს უღრღნიდა იმაზე დარდი,რომ ახლა დამიანეს გვერდით ლანას მაგივრად გვანცა იყო,ის იყო მისი ძმის ახლოს,ის ეხუტებოდა,კოცნიდა დამიანეს.გვანცასხვებისგან შეუმჩნევლად,ნიშნის მოგებით უყურებდა დროდადრო ანას,მან ყველაზე კარგად იცოდა რაზე დარდობა ანა და მის კიდევ უფრო გასაღიზიანებლად უფრო და უფრო მეტჯერ ეხვეოდა და კოცნიდა დამიანეს,რომ მას კარგად დაენახა,იმ დღეს მართლა კარგად გამოავლინა გვანცამ მთელი მისი მსახიობური ნიჭი და ზედმეტად ზრდილობიანიც კი იყო ყველას მიმართ,ბექა რა თქმა უნდა არ იცნობდა მას ამიტომაც ფიქრობდა,რომ გვანცა არც ისე ცუდი ადამიანი იყო,როგორც ამას ანა და ლუკა აღწერდნენ,მაგრამ სიმართლე სხვა იყო,რომლის თქმაც ანას უკვე აღარ შეეძლო.გოგონამ ღრმად ამოიოხრა და ფანჯარასთან მივიდა,ცოტა ღვინო მოსვა და შემდეგ ჭიქა ფანჯრის რაფაზე დადგა.
-რატომ ხარ მოწყენილი_ჰკითხა დამიანემ და გოგონას თავზე მოეფერა
-არა,არ ვარ მოწყენილი,ცოტა დავიღალე _უპასუხა მან და თავს გაღიმება აიძულა.არ უნდოდა დამიანეს რამე შეემჩნია.
-ბოლო დროს ხშირად გხედავ ჩაფიქრებულს_თქვა დამიანემ-ხომ იცი,შეგიძლია მითხრა თუ რამე გაწუხებს
-ვიცი_თქვა ანამ და ძმას ჩაეხუტა-კარგად ვარ,მართლა
-კარგია_უთხრა მამაკაცმა-მინდა რომ კარგად იყო ანა,იცოდე,რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ ,ძალიან მიყვარხარ და მიხარია,რომ ჩემი და ხარ_თქვა მან და კიდევ ერთხელ მოეხვია გოგონას
-მეც მიყვარხარ_უპასუხა ანამ და თვალზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა
-რა იდილიაა_გაისხმა გვანცას ხმა,ქალი მათ მიუახლოვდა და დამიანეს ხელი მოხვია
-მე გავალ_ცივად თქვა ანამ
-სად?_ჰკითხა დამიანემ
-გარეთ,ცოტა სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ
-მეც გამოგყვები_თქვა გვანცამ-გავისეირნოთ
ანას სახე შეეცვალა,მაგრამ არაფერი უთქვამს.გვანცასთან ერთად ეზოში გავიდა.
-ჩემგან რა გინდა_ჰკითხა გაბრაზებულმა გვანცას,როდესაც სახლს ცოტათი მოშორდნენ
-არაფერი_ირონიულად გაეღიმა გვანცას-ყველაფერი ძალიან კარგად მიდის
ანამ არაფერი უპასუხა,უკან აპირებდა სახლში დაბრუნებას,მაგრამ გვანცამ ხელი მოკიდა და შეაჩერა.
-შენ როლი წამართვი, მე კიდევ ძმა_გაიცინა გვანცამ და ანას თმაზე მოეფერა.
გოგონამ ზიზღით მოიცილა მისი ხელი
-ხომ არ გგონია ,რომ დამიანე ცოლად მოგიყვანს?_თქვა ანამ-მალე გაქრები მისი ცხოვრებიდან
-შენთვის უარესი_წყნარად თქვა გვანცამ-მაშინ გაიგებს დამიანე მისი საყვარელი ლანა რატომ გაიქცა უკანმოუხედავად
-მე თვითონ ვეტყვი დამიანეს სიმართლეს გაიგე_დაიყვირა მან
-ჩუმად,დამშვიდდი საყვარელო_თქვა გვანცამ და გაიღიმა-მაშინ ირაკლი მასაც მოკლავს და დამიანესაც და შემდეგ ორივეს დამარხვა მოგიწევს
-მეზიზღები_დაუყვირა ანამ და ქალს მოშორდა.
გვანცა კი კმაყოფილი ღიმილით ადევნებდა თვალს გოგონას.
ანა ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა სახლისკენ,სახეზე სიბრაზისგან აწითლებული იყო,ტირილისგან თვალებიც ჩაწითლებოდა.ისე იყო აღელვებული ვერც კი შეამჩნია რომ მის წინ ლუკა იდგა და მამაკაცს შეეჯახა.
-ანა ფრთხილად_ხელი მოკიდა გოგონას,რომ არ წაქცეულიყო-რა მოხდა?კარგად ხარ
-კი კი_სწრაფად უპასუხა ანამ და სახე მოარიდა ლუკას
-გვანცას ხომ არ ეჩხუბე?_ჰკითხა ლუკამ,როდესაც მათგან მოშორებით მდგომი გვანცას სილუეტი გაარჩია სიბნელეში
-არაა.არაფერი ისეთი_ანამ ვეღარაფერი თქვა ატირდა და ქმარს მოეხვია
-დამშვიდდი გთხოვ,მითხარი რა მოხდა-ეკითხებოდა გოგონას-მოდი ჩამოვჯდეთ_თქვა ლუკამ და იქვე მდგომ გრძელ სკამზე ჩამოჯდნენ
ანას არაფერი უთქვამს,მხოლოდ ლუკაზე იყო მიხუტებული,გვანცას სიტყვები ჩაესმოდა ისევ ყურში და ვერ მშვიდდებოდა.ვერაფერს ამბობდა და ეს კიდევ უფრო უმძიმებდა გულს.ხვდებოდა,რომ ლანას ყოფილი ქმარი წამსვლელი იყო ყველაფერზე და სხვა გზა არ ჰქონდა,ასე უნდა დაეცვა მისი ძმაც და ლანაც საფრთხისგან.
ანა და ლუკა ფეხზე წამოდგნენ,რადგან სახლიდან ბექა გამოვიდა ლიზასთან ერთად,ლიზას პალტო ეცვა,როგორც ჩანს წასვლას აპირებდა.
-უკვე მიდიხართ?_ჰკითხა ანამ 
-მივდივარ_უპასუხა ლიზამ-სასიამოვნოდ გვატარე დრო თქვენთან
-ჩვენთვისაც სასიამოვნო იყო თქვენ გვერდით ყოფნა_თქვა ანამ და ქალი გადაკოცნა-იმედი მაქვს ხშირად გნახავთ
-აუცილებლად_თქვა ლიზამ 
-ლიზას გავაცილებ და მალე დავბრუნდები_უთხრა მათ ბექამ 
-კარგი მამა
-ნახვამდის_დამეშვიდობა ქალს ლუკაც და ანასთან ერთად ისევ სკამზე  ჩამოჯდა
-მომწონს ლიზა_თქვა ანამ
-ჰო,მეც _უპასუხა ლუკამ-თანაც ბექა როგორი ბედნიერია მის გვერდით
-კარგია,რომ ვიღაც მაინცაა ბედნიერი_სევდიანი ხმით თქვა ანამ
-რა გჭირს შენ?_ჰკითხა ლუკამ და გოგონას აკოცა-ბოლო დროს მოწყენილი ხარ და მიზეზს არ მეუბნები
-არ ვიცი_თქვა ანამ და ამოიოხრა-არაფერია
-კარგი,როცა შენ მოგინდება მაშინ მითხარი_უთხრა გოგონას და კიდევ ერთხელ აკოცა
-ლუკა,მეძინება ძალიან,შევიდეთ
-კარგი,მეც დავწვები ცოტა ხანში_უპასუხა ლუკამ და გოგონასთან ერთად სახლში შევიდა.
...
უკვე გვიანი იყო,სახლში სრული სიჩუმე იყო,თითქმის ყველას ეძინა.სასიამოვნოდ გატარებული საღამოს შემდეგ ყველას ღრმად ჩაეძინა.გვანცას დამიანეს გვერდით ეძინა,როდესაც მისმა მობილურმა ტელეფონმა დარეკა,ქალს გაეღვიძა,როდესაც ნომერს დახედა სასწრაფოდ უპასუხა
-რა გინდა ირაკლი?_ჰკითხა გაღიზიანებულმა და საწოლში წამოჯდა
-გაგაღვიძე ძვირფასო ?-ჰკითხა კაცმა დაცინვით
-რა გინდა,დროზე მითხარი_ჩურჩულით უთხრა მან და დამიანეს გადახედა,დარწმუნდა რომ მას ნამდვილად ეძინა
-რა მინდა იცი შენც ძალიან კარგად._თქვა ირაკლიმ-კარგ დროს ატარებ არა შენს საყვარელ დამიანესთან?ჩვენი შეთანხმება ეს იყო?
-ახლა ვერ გელაპარაკები ,ხვალ გნახავ 
-დრო ცოტა რჩება,ხომ იცი დიდხანს ვერ მოვითმენ 
-დეგენერატი_თქვა გაბრაზებით გვანცამ,მას შემდეგ ,როდესაც ტელეფონი გათიშა
...
-როგორც იქნა მოხვედი_თქვა ირაკლიმ და გვანცას მიუახლოვდა
-ცოტა დრო მაქვს მალე უნდა წავიდე
-მომისმინე,ხომ გახსოვს რაზე შევთანხმდით?_მკლავზე ხელი მოუჭირა გვანცას
-გამიშვი მტკივა_დაიყვირა ქალმა-რა გინდა,დამიანე ხომ დაშორდა ლანას
-მერე?_იკითხა კაცმა-სად არის ლანა?ლანა ისევ ჩემთან უნა ყოფილიყო,რა გამოდის მხოლოდ შენ მიირე სარგებელი
-ეგ უკვე ჩემი საქმე არაა _თქვა ქალმა
-ცუდად იქნება შენი საქმე ხომ იცი
-ნუ მაშინებ რა, იმალები,შიშით გარეთ ვერ გამოდიხარ
-შიშით არა_ჩაეცინა კაცს-ამდენი ხანია ვერ დამიჭერენ და ვერც ახლა დამიჭერენ,უნდა გავიგო ლანა სად არის
-ეგ შენი საქმეა,მე თავი დამანებე_უთხრა გვანცამ და წასვლა დააპირა
-ნუ მაცოფებ,ხომ იცი სიამოვნებით მოვკლავ იმ შენ საყვარელს და შენც დაგაყოლებ კიდევ ზედ
-მომკალი თუ მაგარი ხარ,აქ ვარ_გაისმა დამიანეს ხმა.მამაკაცი მთელი იმ დროის განმავლობაში იმ მიტოვებული შენობის კედელთან იდგა,სადაც ირაკლი და გვანცა შეხვდნენ ერთმანეთს და მათი საუბარი ესმოდა.
ორივე გაკვირვებული უყურებდა დამიანეს,ნამდვილად მოულოდნელი იყო მისი იქ გამოჩენა
-დამიანე აქ რა გინდა?_ჰკითხა გვანცამ რამდენიმე წამის შემდეგ
-ამას მე უნდა გეკითხებოდე_უპასუხა მან-რას აკეთებ და რა საქმე გაქვს ამ ნაბიჭვართან_დაუყვირა მან გვანცას-უკან გამოგყევი,გეგონა,რომ წუხელ მეძინა და მშვიდად ელაპარაკე ამ დამპალს_ზიზღით მიუთითა იქვე მდგომ კაცზე-რა ადამიანი ხარ 
-გთხოვ მომისმინე მე...
-კარგია,რომ აქ ხარ_წინადადება გააწყვეტინა გვანცას ირკალიმ და დამიანეს იარაღი დაუმიზნა -ახლა აღარ ავაცდენ მიზანს და იმქვეყნად გაგისტუმრებ
დამიანემ მაჯაზე დაარტყა ირაკლის და იარაღი დააგდებინა,შემდეგ საყელოში წვდა ,სახეში ძლიერად დაარტყა და ძირს დააგდო,ირაკლი ცდილობდა იარაღთან მისვლას,მაგრამ დამიანემ ფეხით შორს გააგდო რევოლვერი და ისევ დაარტყა მას.
ამ დროს პოლიციის მანქანების ხმა გაისმა 
-ამის დედა _დაიყვირა ირკალიმ და გაქცევა უნდოდა,მაგრამ დამიანე იჭერდა
პოლიციის მანქანების ხმის გაგონებისას გვანცასაც გაქცევა უნდოდა,მაგრამ ვერ მოასწრო,გზა პოლიციელებმა გადაუღობეს .შემდეგ შენობაში შევიდნენ და ირაკლი აიყვანეს,რომელიც გამწარებული იგინებოდა და დამიანეს მოკვლით ემუქრებოდა.
-დამიანე _დაიყვირა გვანცამ -გთხოვ არ მისცე ჩემი წაყვანის უფლება გთხოვ
-გული მერევა შენზე-მიუახლოვდა ქალს ის-გული მერევა,ისევ როგორ გენდე,ჩემი არსებობა დაივიწყე
-კარგი ,ასე არა_ჩაიცინა ცინიკურად-მაშინ ანას ჰკითხე ყველაფერი ,შენი უსაყვარლესი დაიკო მოგიყვება ამ ამბის დანარაჩენ ნაწილს
-ანა რა შუაშია?_იკითხა დამიანემ გაკვირვებით
გვანცამ არაფერი უპასუხა მას ,მხოლოდ დამცინავად გაუღიმა და შემდეგ მანქანაში ჩააჯინეს,რომ პოლიციის განყოფილებაში წაეყვანათ.
...
-კარგია რომ დარჩით_უთხრა ბექამ ანას და ლუკას
-ჰო,თან დღეს და ხვალ ვისვენებთ და ამაზე უკეთეს ადგილს სად ვნახავდით_უპასუხა ლუკამ
-კარგი იყო გუშინდელი საღამო_თქვა ბექამ და გაეღიმა-დამიანეც ცოტა გამხიარულდა 
საუბარი კარზე ზარის ხმამ შეაწყვეტინათ.
-მე გავაღებ_თქვა ანამ-ალბათ დამიანეა
ანა წავიდა და კარი გააღო.
-მოდი დამი_მხიარულად მიესალმა ძმას
-დილა მშვიდობისა_მიესალმა ლუკა
-ხომ ყველაფერი რიგზეა,ძალიან ადრე გასულხარ დილით,არც კი გაგვიგია_ჰკითხა ბექამ
დამიანე ცოტა ხანს ჩუმად იდგა,ცდილობდა მომხდარი ჯერ თვითონ გაეანალიზებინა  რაც მოხდა.
-მშვიდობაა?_რა სახე გაქვს?_ჰკითხა ლუკამ
-ირაკლი,ლანას ყოფილი ქმარი დაიჭირეს
-რა>? როდის როგორ?_გაუკვირდა ლუკას
-დღეს დილით_თქვა დამიანემ-გვანცაც მასთან ერთად იყო და ისიც დაიჭირეს
ანას სუნთქვა შეეკრა,აღელვებულმა სახე მოარიდა ძმას,დამიანეს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია
-გვანცა?_გაუკვრდა ბექას-დამიანე წესიერად მოყევი რა მოხდა.
-წუხელ გვანცას ტელეფონზე დაურეკა იმ კაცმა,გვანცას ეგონა,რომ მეძინა და შეხვედრაზე შეუთანხმდა.უკან გავყევი და პოლიციასაც გამოვუძახე_თქვა დამიანემ-ჯერ მე თვითონაც თავზარდაცემული ვარ იმით,რაც ვნახე.თურმე მთელი ამ დროის განმავლობაში პირი ჰქონდათ შეკრული და ჩემი და ლანას დაშორება მოახერხეს.
-დაუჯერებელია_წარმოთქვა ლუკამ-თვით გვანცასგანაც კი დაუჯერებელია ასეთი საზიზღრობა
-რას ამბობ_თავი გააქნია ბექამ-ასეთი რამ არ მსმენია რა ბოროტებაა,ასეთი საზიზღარი როგორ  შეიძლება იყო ადამიანი
-არ ვიცი მამა,არ ვიცი_თქვა დამიანემ  და დადარდიანებული ჩამოჯდა სკამზე მათ წინ-მე თვითონაც ვერ გამიგია რა ჯანდაბა ხდება ჩემ თავს და რატომ,მაგრამ ეს ყველაფერი არაა
-კიდევ მოხდა რამე?_იკითხა ლუკამ
-კი_თქვა დამიანემ და ანას შეხედა-ანა,მითხარი,მითხარი,რომ შენ არაფერ შუაში ხარ
ბექამ და ლუკამ ანას შეხედეს,ვერაფერი გაეგოთ რა ხდებოდა ან ანა რა შუაში იყო.
გოგონას მეტი აღარ შეეძლო,ხვდებოდა,რომ სიმართლეს ვეღარ დამალავდა.
-დამი მე...
-მითხარი _თქვა დამიანემ და აიძულა,რომ ანას მისთვის თვალებში შეეხედა
-სხვა გზა არ მქონდა გეფიცები დამიჯერე_ატირდა გოგონა
-ანა ,რაზე ლაპარაკობ?_ჰკითხა ლუკამ
-ლანას მე ველაპარაკე..._თქვა მან რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ-მე ვუთხარი ,რომ დამიანესგან შორს წასულიყო...
-რატომ?რატომ ასე რატომ მოიქეცი?_დაიყვირა დამიანემ და ფეხზე წამოდგა
-რას ამბობ შვილო?_იკითხა ბექამ
-სხვა გზა არ იყო...ირაკლი დამემუქრა,რომ დამიანეს მოკლავდა თუ ლანას არ დაშორდებოდა,ამიტომ მომიწია ლანა მეიძულებინა,რომ საზღვარგარეთ წასულიყო,შენგან შორს,სხვა გზა არ მქონდა_გაიმეორა კიდევ ერთხელ
-გქონდა ანა ,გქონდა_თქვა დამიანემ და ბრაზნარევი თვალებით შეხედა დას-უნდა გეთქვა და ჩემ  მაგივრად არ უნდა მიგეღო გადაწყვეტილება
-მაპატიე გთხოვ. _ცრემლმორეულმა თქვა ანამ
-ახლა არაფერზე ფიქრი არ შემიძლია_უპასუხა ცივად მამაკაცმა-სად არის ლანა? უნდა მითხრა
-გთხოვ მომისმინე...
-მითხარი სად არის ლანა_გააწყვეტინა დამიანემ
-იტალიაშია,ბილეთები ვუყიდე და სასტუმროც დავუჯავშნე._ანამ მაგიდიდან პატარა ფურცელი აიღო,შემდეგ ტელეფონში მოძებნა და მისამართი დაწერა
დამიანემ ფურცელი აიღო და კარისკენ წავიდა
-მოიცადე _დაუძახა ლუკამ
-დამიანე_დაუძახა ბექამაც
მაგრამ დამიანემ არაფერი თქვა,ძალიან იყო აღელვებული და არავისთან ლაპარაკი შეეძლო,მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა ,დროზე ეყიდა ბილეთი,რომ ლანასთან წასულიყო.მხოლოდ ეს მიზანი ამოძრავებდა.
 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: TINAFALCONE
ნანახია: 238 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar