პატარა გოგონა ზღვის პირას (მეცხრე თავი)
26.07.2019, 02:34
-გისმენ_უთხრა ანამ დამიანეს-ხომ მშვიდობაა?
-ჯობს ეგ შენ გადაწყვიტო_გაეღიმა დამიანეს.
-ახლა მაშინებ_თქვა ანამ-მამა,რა ხდება აღარ ამიხსნით?
-შვილო_მიუჯდა გვერდით ბექა-მინდა,რომ დამშვიდდე და ისე მომისმინო
-კარგი,კარგი მშვიდად ვარ_თქვა ანამ-მაგრამ დროზე მითხარით რა ხდება
-არ არის ჩემთვის ადვილი,ის რის თქმასაც ახლა ვაპირებ,არც ჩემთვის და არც დამიანესთვის მითუმეტეს._ბექა ფეხზე წამოდგა,ნერვიულობდა,ანას თვალს არ აცილებდა.ღელავდა იმაზე,თუ რა რეაქცია ექნებოდა გოგონას ამაზე.-ანა_განაგრძო მან საუბარი ისე,რომ სიჩუმე არავის დაურღვევია.-ანა,ხომ იცი დედაშენი როგორ ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს და ისიც ხომ იცი,რომ შენ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ადამიანი ხარ
-ვიცი რა თქმა უნდა_გაეღიმა ანას და თან გაუკვირდა.ისიც ღელავდა ცოტათი,წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ რის თქმას აპირებდა მამა.
-სანამ დედაშენს გავიცნობდი_განაგრძო ბექამ საუბარი-მანამდე რამდენიმე წლით ადრე მე და ერთ ქალს ერთმანეთი გვიყვარდა,მას ლილიანი ერქვა.შემდეგ მოხდა ისე,რომ დავშორდით ერთმანეთს,ლილი წავიდა ჩემგან და მას შემდეგ მე აღარ მინახავს.შემდეგ კი ..._ბექა შეჩერდა და ღრმად ჩაისუნთქა,ახლა დგებოდა ყველაზე რთული მომენტი-შემდეგ კი_განაგრძო საუბარი-წლები გავიდა და ახლა 28 წლის შემდეგ გავიგე,რომ ლილიანს შვილი ეყოლა,ჩემი და ლილიანის შვილი.ანა შენ უფროსი ძმა გყავს_თქვა ბექამ და დამიანეს მხარზე დაადო ხელი-დამიანე ჩემი და ლილიანის შვილია
ანა ფეხზე წამოდგა  და ფანჯარასთან მივიდა.ვერაფერს ამბობდა.ეს ამბავი არ იყო მისთვის ადვილი მოსასმენი.დაბნეული იყო და არ იცოდა რა უნდა ეთქვა.დაძაბული იდგა გაუნძრევლად,ჩუმად და უბრალოდ სივრცეში გაჰყურებდა წერტილს.
-ანა_გამოაფხიზლა დამიანეს ხმამ-კარგად ხარ?ჰკითხა მან
ანა მობრუნდა,ბიჭს თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დაუქნია და სკამზე ჩამოჯდა.უჭირდა იმის გაანალიზება,რაც ახლა გაიგო.
-გთხოვ რამე გვითხარი_თქვა ბექამ.
-დიდი ხანია ეს ამბავი იცით?_იკითხა ანამ
-ალბათ ორი თვე იქნება ,რაც ორივემ გავიგეთ ამის შესახებ_უპასუხა დამიანემ
-და მაშინვე რატომ არ მითხარით_ორივეს საყვედურით შეხედა ანამ და ცრემლები მოერია
-ვიცი,მართალი ხარ შვილო,მაშინვე უნდა დაგლაპარაკებოდით ორივეს მაგრამ...
-მაგრამ რა ,მამა?არავითარი მაგრამ..._საუბრობდა ანა აღელვებით-ან ამდენი ხანი როგორ ვერ გაიგე,რომ შვილი გყავდა?რატომ მოხდა ეს?
-გთხოვ ანა,დამშვიდდი_ეუბნებოდა დამიანე-გაიგე  გთხოვ,არ იყო ასე ადვილი ამაზე საუბარი.ეს არაა უბრალო ამბავი ,არ ვიცოდით როგორ მიიღებდი,რა რეაქცია გექნებოდა.ჩვენთვისაც ძნელი იყო და თან არ მინდა მამაჩვენი რამეში დაადანაშაულო
დამიანე მოულოდნელად გაჩერდა და ბექას გახედა.უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა,ბექას გაეღიმა,დამიანესაც გაეღიმა.ახლა ასე მოულოდნელად,დაუფიქრებლად უწოდა მას მამა.თითქოს ორივეს რაღაც მძიმე ჩამოშორდა მხრებიდან და ახლა შვებით ამოისუნთქეს.
-ანა,ამ ამბავში დამნაშავე არავინაა.ასე მოხდა_თქვა დამიანემ-წარსულს ვერ შევცვლით  თქვა მან-სამაგიეროდ შეგვიძლია ახლა,აწმყოში ვიყოთ ბედნიერები.
დამიანემ ბექასაც და ანასაც ხელი მოკიდა და ორივეს მოეხვია.
-დამი
-ჰო ანა
-შენი გაცნობის დღიდან,უფრო სწორად სანამ გაგიცნობდი მანადეც,როცა სერიალში გიყურებდი,ყოველთვის ვიღაცას მაგონებდი_თქვა ანამ-შემდეგ ახლოს გაგიცანი,დავმეგობრდით და ეს შეგრძნებაც გამიძლიერდა.მერე ვხდებოდი,რომ სახის ნაკვთებით,ხელებით,ხმით,თვალებით,ქცევებით მამაჩემს მაგონებდი_გაეღიმა ანას და ცრემლები მოიწმინდა
-ძალიან მიყვარხარ,დაიმახსოვრე ეს _უთხრა დამიანემ და ანას მაგრად მოეხვია.
ბექა იქვე იდგა ,ბედნიერების ცრემლები ჰქონდა თვალზე მომდგარი და ღიმილით ადევნებდა მათ თვალს.ახლა ცოტათი უფრო მშვიდად იყო.დიდი ტვირთი მოეხსნა,როცა ანასაც სიმართლე უთხრა.ყველაზე ცუდს ელოდა,თუმცა ახლა სასიამოვნოდ გაკვირვებული იდგა და ბედნიერი ადევნებდა შვილებს თვალს.
...
დამიანეს და ანას ცხოვრება ცოტათი გავდა კიდეც ერთმანეთს,ანა დედის გარეშე გაიზარდა,დამიანე კი მამის.ანაზე მამა ზრუნავდა,ანასთვის ის მხოლოდ მამა არ იყო,ის მისი საუკეთესო მეგობარიც იყო ,შემდეგ ანას ცხოვრებაში ლანა გამოჩნდა,გოგონა,რომელიც მისთვის ნამდვილი დასავით იყო.არც დამიანე იყო მარტო,მიუხედავად იმისა,რომ დედა ბავშვობაშივე დაკარგა.ლუკა და ლუკას მშობლები ,მისთვის ნამდვილ ოჯახად იქცა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა,მთელი ცხოვრების განმავლობაში ანაც და დამიანეც აუხსნელ სიცარიელეს,დანაკლისს გრძნობდნენ,ვერ ხვდებოდნენ რა იყო ეს,სანამ ერთმანეთი არ გაიცნეს.გაუცნობიერებლად,ჯერ კიდევ მაშინ იქნენ ერთმანეთისთვის ახლობლებად,როცა არც კი იცოდნენ რომ და-ძმა იყვნენ. 
...
-რა კარგია დღეს რომ ვისვენებთ_თქვა ანამ და ლუკას,რომელიც მის გვერდით იწვა ,აკოცა.
მამაკაცმა საპასუხოდ ორივე ხელი მოხვია და მისკენ მიიზიდა,შემდეგ კი აკოცა.
-ჰო კარგია_გაეღიმა ლუკას და ანას თმაზე მოეფერა-მთელი დღე ჩვენია 
-რამე გეგმა გვაქვს?_იკითხა ანამ და ლუკას მხარზე დაადო თავი
-იცი,რაღაცაზე ვფიქრობ
-რაზე?_ჰკითხა ანამ
-თუმცა არ ვიცი რა აზრის ხარ_თქვა ლუკამ
-მითხარი და გაიგებ_უპასუხა გოგონამ.ანას ხმაში აშკარა გაოცება და ცნობისმოყვარეობა იკითხებოდა.
-დღეს გადაღებები არ გვაქვს,ვისვენებთ _დაიწყო ლუკამ-და ვიფიქრე,იქნებ ჩემთან დამეპატიჟე,ჩემი მშობლებიც ახლახან ჩამოვიდნენ საქართველოში და ძალიან უნდათ შენი გაცნობა
ანა საწოლზე წამოჯდა და გაკვირვებულმა შეხედა მამაკაცს,ის ნამდვილად არ ელოდა ამას.ადრეც უსაუბრიათ მათ ურთიერთობაზე,თუმცა გაოფიციალურებას არ გეგმავდნენ,უფრო მეტად კი ანას არ სურდა ეს ჯერ,მაგრამ ახლა თითქოს სასიამოვნო აღელვებაც კი იგრძნო,თუმცა არ იცოდა რა ეთქვა.
-ანა,თუ მზად არ ხარ სხვა დროს..._ლუკა მიხვდა რაზეც ფიქრობდა ის.
-არა, არა _გააწყვეტინა ანამ-ძალიან კარგი აზრია,მეც სიამოვნებით გავიცნობ შენ მშობლებს.
-რა კარგია_გაუხარდა ლუკას და გოგონას მოეხვია-დამიანეს და ლანასაც ვუთხრათ კარგი?ხომ იცი დამიანე ჩემთვის ძმასავითაა,ჩემი მშობლებს კი შვილივით უყვართ
-კარგი_დაეთანხმა ანა-მაშინ მე ლანას დავურეკავ და მოვემზადებით
-კაიც_უპასუხა ლუკამ და აკოცა
...
-ეს კაბა მოგიხდება ძალიან_თქვა ლანამ და სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინისკენ გაიშვირა ხელი
-ლამაზია,წამო ვნახოთ
გოგონები მაღაზიაში შევიდნენ.ანამ კაბა საკიდიდან ჩამოხსნა და გასახდელში შევიდა.
-ხომ ვთქვი,ძალიან გიხდება _თქვა ლანამ აღტაცებით,როდესაც ანა რამდენიმე წუთის შემდეგ გასახდელიდან გამოვიდა.
-მეც ძალიან მომწონს _თქვა ანამ ,თან სარკეში კაბას აკვირდებოდა.
-კაბებიც შევარჩიეთ,წავიდეთ და ყავა დავლიოთ კაფეში კარგი?
-ჰო წავიდეთ,საშინლად მინდა ყავა_უპასუხა ანამ-გადავიხდი,კაბას შევაფუთინებ და გავედით
-ოკი,დამიანეს მივწერ ,რომ კაფეში დაველოდებით_თქვა ლანამ და ჩანთიდან მობილური ამოიღო
...
-მართლა როგორ მჭირდებოდა ყავა_თქვა ანამ და ფინჯანი მაგიდაზე დადგა-დილით ვერ მოვასწარი დალევა
-უყავოდ დილა არ სუფევს დღის კამარაზე_სიცილით თქვა ლანამ 
-ყავამადიდებლები ვართ_თქვა ანამ-ვნერვიულობ დღევანდელი დღის გამო ცოტა
-რა გაქვს სანერვიულო,ყველაფერი კარგად ჩაივლის_თქვა ლანამ
-იმედი  მაქვს,იცი რა არ ველოდი ჯერ მისგან ამ შემოთავაზებას და ცოტა მაგიტომ ვნერვიულობ
-მე კიდევ ვფიქრობ რომ მალე სხვა შემოთავაზებაც მოყვება ამას_გაეღიმა ლანას
-არააა,რა დროს ეგაა_მიუხვდა ანა სათქმელს
-ვნახოთ
-დამიანე მოდის_გაუხარდა ანას მისი დანახვა,წამოდგა და ძმას მოეხვია.
-დამი ,რა მალე მოხვედი_გაუხარდა ლანას და მამაკაცს აკოცა
-რომ მომწერე აქეთ ვიყავი ახლოს_უპასუხა მან და მაგიდასთან ჩამოჯდა
-ყავას ხომ დალევ?შევუკვეთავთ-ჰკითხა ანამ
-ფუუ_სახე შეეცვალა დამიანეს
-რა მოხდა_იკითხა ანამ და შემდეგ იმ მიმართულებით გაიხედა,საითკენაც დამიანე იყურებოდა  და თვითონაც შეეცვალა სახე
-ფუ _ზიზღით თქვა ლანამაც,როდესაც მოპირდაპირე მაგიდასთან მჯდომი გვანცა როაქიძე დაინახა.
გვანცა მათ უყურებდა ,განსაკუთრებით ლანას არ აცილებდა თვალს და დამცინავი ღიმილით აკვირდებოდა
-გავიდეთ ხო?_თქვა დამიანემ და წამოდგა
-წავედით_თქვა ანამაც 
სამივემ უხმოდ ჩაუარა გვანცას და კაფე დატოვეს.
-ეს ლანაა თუ ვიღაც ყველაფერი უნდა გავარკვიო მაგ ძუკნაზე_ზიზღით ჩაილაპარაკა გვანცამ
-ეს ის გოგოა ,ვისმა ქმარმაც დამიანე დაჭრა მაშინ_უპასუხა გვანცას მის წინ მჯდომმა ქალმა
-ხო? ესე იგი ქმარმა_ჩაეცინა გვანცას
-შენ რაში გაინტერესებს,ხომ დაგშორდა?
-მე ვერავინ დამშორდება და მითუმეტეს არ მივცემ უფლებას დამიანეს ეგეთ არარაობაში გამცვალოს
-შენ კარგი არაფერი გექნება ჩაფიქრებული_გაეცინა ქალს-ფრთხილად იყავი,ხომ იცი დამიანე ვერ გიტანს და ლუკას კიდევ ძულხარ
-კარგი რა დიანა_გაეცინა გვანცას-ლუკას აზრი მახატია,თუ მოვინდომე დამიანეს ისევ ჩავიგდებ ხელში
-ოხ გვანცა,გვანცა_ამოიოხრა ქალმა და თან გაეცინა
...
-ვნერვიულობ _თქვა ანამ -ჯერ არ დარეკო ზარი
-არაფერი გაქვს სანერვიულო,გამოცდაზე კიარხარ,ნუ გეშინია_გაეღიმა ლუკას და გოგონას აკოცა-თანაც ძალიან ლამაზად გამოიყურები
ანას გაეღიმა და თვითონაც აკოცა ლუკას.ლუკამ ზარი დარეკა,რამდენიმე წამის შემდეგ მსახურმა გოგონამ კარი გააღო.
-საღამო მშვიდობისა,მობრძანდით_მიესალმა მათ გოგონა
-საღამო მშვიდობისა თაკო_მიესალმა ლუკაც და ანა სახლში შეიპატიჟა.
დერეფანში ლუკას მშობლებიც გამოჩნდენ.ლუკას გაეღიმა მათ დანახვაზე ,ანას ხელი ჩაკიდა და მათკენ წავიდა
-დედა,მამა გაიცანით ანა_თქვა მან-ანა ესენი კი ჩემი მშობლები არიან,მეგი და დათო 
-სასიამოვნოა _ხელი ჩამოართვა ანამ ორივეს
-ჩვენთვისაც ანა_გაუღიმა მეგიმ გოგონას 
-მობრძანდით_თბილად და თავაზიანად შეიპატიჟა დათომ გოგონა სახლში
-ახლა მომწერა დამიანემ_თქვა ლუკამ-ის და ლანა გზაში არიან და დაახლოებით 10 წუთში აქ იქნებიან
-ძალიან კარგი_გაუხარდა დათოს
ანა ლუკას გვერდით იჯდა და ჩუმად იყო,ცოტა უხერხულად გრძნობდა თავს ჯერ კიდევ,მაგრამ დათომაც და მეგიმაც მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს,ანა მეგის აკვირდებოდა,აღფრთოვანებული იყო მისი სილამაზით,50 წლამდე იქნებოდა თუმცა ძალიან კარგად გამოიყურებოდა,მიმიკებით,ღიმილით ლუკა ძალიან გავდა დედას,ხოლო დიდი ღია ცისფერი თვალებით კი ზუსტად მამის ასლი იყო.
-ანა,ძალიან ლამაზად გამოიყურები_სიჩუმე დაარღვია მეგიმ
-დიდი მადლობა_გაუხარდა ანას-თქვენც ძალიან ლამაზი ბრძანდებით
-მადლობა ჩემო კარგო_გაეღიმა მეგის-ძალიან გვინდოდა შენი გაცნობა,სიმართლე რომ გითხრა სერიალშიც ძალიან მომწონხარ
-ნამდვილად_დაეთანხმა დათოც 
-დიდი მადლობა_გაეღიმა ანას
კარზე ზარის ხმა გაისმა,დამიანე და ლანა იყვნენ.რადგან ყველანი შეიკრიბნენ სუფრასაც ერთად მიუსხდნენ.დროს მხიარულად ატარებდნენ.ანაც აღარ იყო დაძაბული,გამხიარულდა და ახლა თავს თავისუფლად გრძნობდა.ლუკას მშობლები ძალიან მეგობრული და თბილი ადამიანები იყვნენ,ანას იმ დღესვე შეაყვარეს თავი.მიხვდა ,რომ ტყუილად ნერვიულობდა და ახლა პირიქით გახარებულიც კი იყო,რომ ისინი გაიცნო.
...
-რა კარგი საღამო იყო_თქვა ანამ,საწოლზე ჩამოჯდა და ლუკას ჩაეხუტა
-შენ კიდევ ნერვიულობდი_თმაზე მოეფერა ლუკა
-შენი მშობლები ძალიან კარგი ადამიანები არიან და ახლა არ მიკვირს,რომ შენც ასეთი კარგი ხარ
-კარგი ვარ?_გაეღიმა ლუკას
-საუკეთესო_ყურში ჩასჩურჩულა ანამ და აკოცა
-მიყვარხარ
-მეც_უპასუხა გოგონამ და ჩაეხუტა.
-მინდა რომ სულ ერთად ვიყოთ_თქვა ლუკამ და ქალს ყელზე აკოცა
ანას არაფერი უთქვამს,საპასუხოდ აკოცა
ლუკამ ხელი მოხვია და მისი ნახევრად შიშველი სხეული თავისკენ მიიზიდა,საწოლზე დააწვინა და პერანგი გახადა,ანამაც მაგრად მოხვია ხელები მამაკაცს და ვნების ძალას დანებდა.
...
გვიანი ღამე იყო,ერთი მანქანაც კი არსად იყო,თითქმის ყველა შენობა ჩაბნელებული იყო,მხოლოდ ერთგან გამოდიოდა სინათლე,ქუჩის კუთხეში პატარა ლუდის ბარი იდგა,რომელიც ასე გვიანაც კი ღია იყო.მალე ბართან მანქანა გაჩერდა და იქიდან გვანცა გადმოვიდა,ქალმა აქეთ-იქით გაიხედა,დარწმუნდა,რომ არავინ იყო და ბარში შევიდა.ერთ-ერთი მაგიდისკენ წავიდა,მაგიდასთან ლანას ყოფილი ქმარი ირაკლი იჯდა,გვანცა პირდაპირ მის გვერდით ჩამოჯდა.
-საქმე მაქვს შენთან_თქვა ქალმა 
-ვინ ხარ_უხეშად ჰკითხა მთვრალმა
-შენი ცოლის დაბრუნების შანსი
-რა?_დაიბნა კაცი
-ამ ნომერზე დამირეკე რომ გამოფხიზლდები და ვილაპარაკოთ_პატარა ფურცელი გაუწოდა გვანცამ,შემდეგ კი ბარი დატოვა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: TINAFALCONE
ნანახია: 201 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
avatar