ფერადი ქალაქი [1]
25.07.2017, 23:10
მე და დამიანე, არ ვცხოვრობდით ფერადი ქალაქის ფერად ქუჩაზე,
არაფერი იყო ლამაზი იმ ქალაქში სადაც ჩვენ ვცხოვრობდით,
ჩვენი ჩათვლით,
არ იყო ზღვის სუნი,
ან ფერადი ყვავილების,
არც ფერადი ადამიანები იყო
და არც ღიმილები.
ქალაქი იყო ნაცრისფერი,
ხანდახან შავიც,
ნესტნარევი ასფალტის სუნი ტრიალებდა მხოლოდ,
ყველა ქუჩიდან,
ყველა კუთხიდან,
მხოლოდ მარტოობა გიყურებდა,
სახლში დარჩენა ჯობდა ამ საშინელ ქალაქში,
მაგრამ თუ მაინც გახვიდოდი გარეთ ჯობდა სწრაფად გევლო,
თორემ მარტოობა დაგიჭერდა და მერე ვერასდროს მოიშორებდი.
არადა არ იყო ეს ქალაქი ასეთი საშინელი,
უბრალოდ მე ვხედავდი ასე,
არ შემეძლო,
სულს მიხუთავდა ეს ნაცრისფერი,
ვერ ვიტანდი იმ სურნელს რომელიც ჰაერში ტრიალებდა.
ვერ ვიტანდი იმასაც, რომ სინამდვილეში არც მე და დამიანე ვარსებობდით.
უბრალოდ ორი ადამიანი ვიყავით ამ ქალაქში,
სხვებისგან განსხვავებული და ფერადი,
მე ფერადთავიანი ვიყავი,
ის კი სულ ფერადად იმოსებოდა,
არაფერი გვქონდა საერთო და მაინც ,ზუსტად ვიცი, ორივე ვამჩნევდით ერთმანეთს.
არც იყო გასაკვირი ეს შემჩნევა რადგან მხოლოდ ჩვენ ვიყავით ასეთი სხვანაირები.
ჩვენი ნაცრისფერი კორპუსები ერთმანეთს უყურებდა და ჩვენი აივნებიც ერთმანეთის პირდაპირ იყო.
მე რომ გავიდოდი და დავჯდებოდი ისიც გამოდიოდა მერე.
ზუსტად შვიდ წუთში.
სულ ასე იყო,
არც მეტი,
არც ნაკლები,
დიდი ხნის მანძილზე ვუყურებდი და მიუხედავად იმისა სიტყვაც არ გვქონდა ერთმანეთისთვის ნათქვამი ვიცნობდი.
ზედმეტად კარგად.
მაღალი იყო,
ღია ფერის თმა ჰქონდა,
ცოტათი გრძელი,
რაღანაირი არც ცისფერი და არც მწვანე თვალები,
გრძელი წამწამები და არაბუნებრივად გრძელი თითები.
საათობით შემეძლო ვმჯდარიყავი აივანზე და მეყურებინა მისი ყველა მოქმედებისთვის.
არადა სიგიჟე იყო,
ის ან მამჩნევდა ან არა,
ამას ვფიქრობდი,მაგრამ სინამდვილეში ზუსტად ვიცოდი რომ უბრალოდ კი არ მამჩნევდა ისიც ისევე მაკვირდებოდა, როგორც მე.
* * *
მე ვიყავი ძალიან სხვანაირი,
გრძელი ფერადი თმა მქონდა,
ლურჯი თვალები,
მუქი ტანსაცმელს ვატარებდი სულ,
ის ფერადს,
ის სულ იღიმოდა,
მეც,
დამიანე მხიარული იყო.
მე ზედმეტად "გოგოური",
მაგრამ მიანც ძალიან მხიარული.
ნახევარ დღეს და მთელ ღამეს კი აივანზე ვატარებდი.
ძალიან მიყვარდა იქ ჯდომა,
უნდა მყვარებოდა კიდეც,
მხოლოდ ჩემი აივნიდან ჩანდა ქალაქი ფერადი
და ალბათ დამიანესგანაც ასე იყო.
მიუხედავად ყველაფრისა არ შემეძლო ცუდად ყოფნა,
რაღაცნაირი იყო ეს ქალაქი,
სიგიჟეზე მეტი,
ვერ ვტოვებდი,
არადა არაფერი იყო ისეთი რის გამოც დარჩენა მინდოდა.
არა იყო,
მაგრამ ვერ ვამბობ,
ძალიან არ მინდა ვაღიარო.
დამიანეს გამო ვიყავი აქ,
არადა შემეძლო იქ წავსულიყავი სადაც მინდოდა,
უბრალოდ იმდენად ვაფრენდი ვერ მივდივდიოდი,
ვგიჟდები როცა ვზივარ და ვუყურებ,
არადა ისედაც სიგიჟეა იჯდე და მოპირდაპირე აივანზე მცხოვრები "ვიღაცის" ცხოვრებით ცხოვრობდე.
მე ვცხოვრობდი და საერთოდ არ მაწუხებდა.
არ ვიცი, ალბათ ესეც ჩემი ხასიათის ბრალი იყო.
ბედნიერი ვიყავი ოღონდ მეც არ ვიცი რით.
რაღაცას ველოდებოდი,
არა უფრო ვიღაცას,
მას,
მჯეროდა რომ ერთ ჩვეულებრივ დღეს ძალიან ჩვეულებრივ მოვიდოდა და მერე მე უფრო ფერადი გავხდებოდი.
* * *
პირველად რომ შევამჩნიე ოცის ვიყავი,
ახლა ოცდასამის ვარ.
ჩვეულებრივ ვიჯექი აივანზე და ვუყურებდი მოპირდაპირე სახლს.
ოცი წელია იქ ვცხოვრობდი და არასდროს არ გადაწეულა იმ ფანჯრიდან იასამნისფერი ფარდები,
იმ საღამოს ვიღაცამ გადასწია,
მერე აივნის კარიც გაღო და გამოვიდა,
იმ წამსვე მომეწონა,
სხვანაირად მომეწონა და გავაფრინე რადგან ამ ქალაქში არავინ იყო მისი მსგავსი.
ზუსტად ვიცი მანაც დამინახა,
რადგან გამიღიმა და სახლში შებრუნდა.
ყავა გამოიტანა და ზუსტად ჩემსავით დაჯდა.
მეც შევედი ოღონდ ნაყინი მოვიტანე,
შოკოლადის,
მას ვუყურებდი და ვცდილობდი შორი მანძილის მიუხედავად ზუსტად შემესწავლა მისი სახე,
მოძრაობები,
არ არსებულ დიალოგებს ვიგონებდი და მერე ჩემს თავზე მეცინებოდა.
მას ყავა უყვარდა,
მე ჩაი,
მე შოკოლადის ნაყინი მიყვარდა,
მას ალბათ ვანილის,
მე მიყვარდა წვიმა,
ალბათ მასაც ეყვარბოდა,
ვგიჟდებოდი ზღვაზე,
ალბათ ისიც,
რამდენი უაზრობა მომდიოდა თავში
და რაღაც მსგავსებებს ვიგონებდი.
ხატვა მომინდა,
მაგრამ დამეზარა,
ახლა რომ დამეხატა ვიცოდი რასაც დავხატავდი და არ ღირდა უბრალოდ.
შეიძლება ის უცნობიც ვერ გამეცნო,
უბრალოდ შევხედე და რაც მომაფიქრდა ის დავარქვი,
დამიანე,
არავინ იცის რა ჰქვია მას,
საერთოდ არც არავინ იცნობს,
მხოლოდ ასე შორიდან ვუყურებთ ერთმანეთს უკვე სამი წელია.
* * *
ისე მართლა რა სიგიჟეა ?
დიდად ვერ მაწუხებს,
ალბათ,როცა ასე ცხოვრობ არც უნდა გაწუხებდეს,
თორემ რთული იქნება.
ხანდახან თვალწინ მიდგას ხოლმე როგორ ვუღიმით ერთმანეთს,
ის მეძახის რაღაცნაირი სხვანაირი, თბილი ხმით,
მე ვუღიმი,
არ ვიცი ალბათ არ შეძლება იყო მისნაირი,
ან ჩემნაირი,
მაგრამ ჩვენ ვართ,
კიდევ ვიქნებით დიდხანს,
ხანდახან ისე ძალიან მინდა ავდგე, მის კარზე დავაკაკუნო შევიდე და დავრჩე,
მაგრამ ასე ძალიანაც ვერ გავრისკავ,
გაზაფხული იყო რაღაც ძალიან კარგი რომ დაიწყო.
მზე იყო და თბილოდა,
ამიტომ გარეთ გავედი,
საერთოდ როცა ცივა მზის დანახვაც კი მათბობს ამიტომ მისი დანახვისთანავე გარეთ გავედი, დამიანეც იყო,
პარკშიც კი ჩემს წინ იჯდა,
არ შემიძლია,
ასეთი რაღაცები სასწაულად აღმექმევინება,
არ შეიძლება ისე ხდებოდეს,
უაზროდ და უსაფუძვლოდ,
გარემოს ვუყურებდი და რაღაცნაირად ყველაფერი მძულდა,
ნაცრისფერი ქუჩები,
სკამები,
სახლები,
აივნები,
არაფერი იყო ამ ქალაში ფერადი ადამიანების ჩათვლით,
ფერადი ვიყავით მხოლოდ მე,
დამიანე
და მზე,
რომელიც საიდანღაც ძლივს ანათებდა.
არადა როგორ მინდოდა ყველაფერი ფერადი ყოფილიყო,
მაგრამ არ გამოდიოდა.
სახლში წავედი,
ძალიან ნელი ნაბიჯებით,
რომ მივედი დამიანე აივანზე იყო უკვე,
გამიკვირდა,
პირველად სამი წლის მანძილზე მან დამასწრო გასვლა.
გამეღიმა,
დავჯექი და ფეხები აივნის მოაჯირზე შემოვალაგე.
^ ^ ^
ყოველ დილით ის ყავას სვამდა,
მე რაღაცას ვწერდი,
მერე ისიც მიდიოდა და მეც,
რაღაც უხილავი და ამოუცნობი მაკავებდა ამ ქალაქში თორემ უკვე დიდი ხნის გაქცეული ვიქნებოდი.

^ ^ ^ ^
ჩემი დაბადების დღე იყო,
23 მარტი,
მარტო ვიყავი როგორც ყოველთვის,
უბრალოდ მე თვითონ არ მინდოდა ვინმე მყოლოდა ამ საშინელ ქალაქში,
რადგან წასვლას თუ მოვინდომებდი არ მქონოდა დასარჩენი მიზეზი,
მაგრამ დამიანემ გეგმები ჩამიშალა,
უფრო სწორად მე ჩავუშალე ჩემს თავს ყველაფერი,
დამიანეც მე გამოვიგონე,
ვსეირნობდი ქუჩაში და ვგრძნობდი ვიღაც მომყვებოდა,
ძალან არ მინდოდა მიმეხედა,
მომინდა დამიანე მყოლოდა,
მაგრამ ის აივანზე იქნებოდა,
ალბათ მელოდებოდა,
სულ ასე იყო,
წელიწადში ერთი დღე ისე მელოდებოდა რომ არ გავდიოდი,
ჩემს დაბადების დღეზე,
და მეორე დღეს მე ველოდი, როცა მას ჰქონდა დაბადების დღე,
ვგრძნობდი რომ ვიღაც მომიახლოვდა,
გვერდით დამიდგა და ხელი ჩამკიდა,
არ შემშინებია,
თვითონ ქალაქი იყო ასეთი,
დამიანე მედგა გვერდით,
თვალწინ დამიდგა აივნებიანი ქალაქის ამბავი,
ჩემი და დამიანეს ისტორია,
წარმოვიდგინე რომ აივნებიანი ამბებიც ხდება და ნაცრისფერი ქალაქებიც ფერადდება,
არაფერს მეუბნებოდა და მიხაროდა,
მეტი დრო მექნებოდა რომ მეფიქრა,
-დაბადების დღეს გილოცავ ანა -კატასტროფული რაღაც დამემართა, ვერ გავიაზრე, არა, არ შეიძლებოდა მასაც შეექმნა გოგო მოპირდაპირე აივნიდან და სახელი გამოეცნო, წარმოუდგენელია ასეთ ამბები.
-მადლობ დამიანე -გავბედე და მაინც დავუძახე არადა არ მჯეროდა რომ ასე ერქვა, სახე შეეცვალა, ფერები გადაუვიდა, მაშინ მივხვდი რომ მეც გამოვიცანი.

ისე ნეტავ მართლა შეიძლება ძალიან უბრალოდ ახდეს აივნებიანი ამბები? !
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1175 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0
1
ანჩიკ, საინტერესო დასაწყისია^^
ცოტა სევდიანიც არის და უფრო მომწონს...
ველოდები შემდეგს _3
avatar
0 Spam
2
კა'წ'იუშ მადლობ♥♥♥
avatar