ფერადი ქალაქი [2]
26.07.2017, 22:57
საერთოდ არასდროს მჯეროდა ასეთი სასწაულების,
მაგრამ ახლა უნდა დამეჯერებინა,
უბრალოდ წინ მედგა,
რაღაცნაირად იღიმოდა
და ჩემს სახელს წარმოთქვამდა იმდენად ლამაზად
და იმდენად რაღაცნაირი გრძნობით,
რომ მეგონა ასე ვერავინ შეძლებდა,
მილიონი ფიქრი და გრძნობა მიტრიალებდა თავში, მაგრამ არ ვიცოდი რა მინდოდა,
ადამიანი, რომელზეც ამდენი წელი ვოცნებობდი ახლა გვერდით მედგა,
რამდენჯერ მიოცნებია როგორ დამიძახებდა,
ან მე როგორ ვიტყოდი მის სახელს,
დავდგებოდი და ძალიან ბევრჯერ გავიმეორებდი- დამიანე, დამიანე.... დამიანე... და ასე უსასრულოდ.
იმის წარმოდგენაც კი სასწაულზე მეტი იყო, რომ ადამიანი რომელიც მე თვითონ გამოვიგონე ნამდვილი იყო.
-ანა, ანა, ანა - განცდა მქონდა რაღაცნირი, ამოუცნობი, ის იდგა და მეძახდა, ლამაზად, იმდენად, რომ არ მინდოდა გაჩუმებულიყო.
-ჰო -მიჭირდა რამის თქმა
-ჩემი სახელი საიდან იცი? - ახლა მართლა არ ვიცოდი რა შეიძლება მეპასუხა,
-და შენ? -ყველაზე უაზრო ვარიანტი ავარჩიე.
-ჯერ მე გკითხე. -ცოტათი გამეღიმა მის ბავშვურობაზე,
-გამოგიგონე -ჩემთვის უფრო ვთქვი ვიდრე იმისთვის რომ მას გაეგო.
-მეც
არ ვიცოდი რა მეპასუხა,
რა მეგრძნო,
ან საერთოდ რა შეიძლება გაგეკეთებინა ასეთ არანორმალურ სიტუაციაში,
ყველაზე დიდი და ფერადი სიგიჟე იყო დამიანე ჩემი ცხოვრებისთვის
და ჩემთვის.
არა მართლა არ შეიძლებოდა ყოფილიყავი მისნაირი,
ან ჩემნაირი,
ვერ გამოვიდოდა უბრალოდ,
მხოლოდ მას
და მე შეგვეძლო ეს.
ისე მიხაროდა დამიანეს თითოეული სიტყვა ეს უფერული ქალაქიც კი ორ წამში გავაფერადე ჩემს გონებაში.
-ისე რა ვქნათ ახლა მე და შენ? - მკითხა მან, მართლა ვერ ვაზროვნებდი, არ ვიცოდი რა მინდოდა ერთადერთი რამ ტრიალებდა ჩემს თავში დამიანე და ყველა უჯრედი მიფერადდებოდა.
თავისთან წამიყვანა.
წესით არ უნდა წავსულიყავი, მაგრამ ზედმეტად ვენობოდი.
ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო,
რაც უნდა იყოს ამდენი წელია ვუყურებ
და ვიცი როგორც ცხოვრობს.
მილიონჯერ მაინც მქონდა წარმოდგენილი რა შეიძლება დამხვედროდა იმ სახლში
და როგორ,
მაგრამ ის, რაც დამხვდა არასდროს წარმომიდგენია.
ფარდები ვიცოდი იასამნისფერი რომ იყო.
კედლები ყველა ოთახში სხვადასხვა ფერის,
ბევრი მოლბერტი იდგა აივანთან,
კედლები ნახატებით იყო სავსე,
ბევრი მე ვიყავი,
ეგოისტურად გამიხარდა,
სახლი ჩემით იყო სავსე და რაღაცნაირად მაბედნიერებდა,
მართლა ვერ ვხვდებოდი ამის ხატვას როდის ასწრებდა,
დღისით სახლში არ იყო,
რომ მოდიოდა კი სულ აივანზე იჯდა,
იქ კი პატარა ფურცლითაც არ დამინახავს არასდროს,
ისე რა დროს ეს იყო,
-წამოდი აივანზე გავიდეთ
გარეთ გამიყვანა,
ერთად გადავწიეთ იასამნისფერი ფარდები,
გამეღიმა.
აივანი ჰქონდა ისეთი მე რომ მინდა და ვერ ვეღირსე,
არა კი მოვაწყობდი მეც, ასე მაგრამ საშინლად მეზარებოდა სულ და კი ვარ ისე.
იქ დამსვა და შებრუნდა.
ნაყინები მოიტანა,
მე შოკოლადის დამიდგა წინ
თვითონ კი ვანილის.
არ არსებობს!
სულ ცოტათი მეშინია ასეთი დამთხვევების,
ესეც გამოვიცანი,
ან მან გამოიცნო.
საბოლოოდ ალბათ ზღაპარს დაემსგავსებოდა ეს აივნებიანი ამბავი,
წვიმა დაიწყო,
გამეღიმა,
მასაც,
შემომხედა და თითქოს რაღაც აღმოაჩინა ჩემს სახეზე,
ხელი მომიკდა და ჩემიანად გაიქცა გარეთ,
ესეც ასე,
გამოვიცანი,
მასაც უყვარდა წვიმა.
გიჟებივით მივრობოდით და ვიცინოდით.
ერთი წამით გავჩერდით რომ დაგვესვენა,
თავისი ხელით ჩამაცვა სველი, კაპიუშონიანი ჟაკეტი,
ისეთი სიცილი დავიწყე სუნთქვა გამიჭირდა,
წყენამ გადაურბინა სახეზე, მაგრამ მაინც გაიცინა,
ორივე ვიცინოდით
და ყველა ჩვენ გვიყურებდა,
ის საერთოდ იყინებოდა,
მე ისედაც სულ სველი ვიყავი და მის ჟაკეტს მაინც არ ვიხდიდი,
მისი სუნამოს სურნელი ჰქონდა ისევ შერჩენილი,
ზოგადად არ მომწონდა ასეთი სუნამოები, მაგრამ იმაზე გადავირიე,
ვცდილობდი რაც შეიძლება ღრმად მესუნთქა და ჩემში დამეტოვებინა.
მიხაროდა რომ იყო,
მიხაროდა რომ გამოჩნდა
და ეს სამი წელიც არ მეჩვენებოდა უაზროდ.
ისევ მასთან წავედით.
ცოტა ხანს დავრჩი მერე კი სახლში წავედი.
მეძინა ძალიან ტკბილად და რაღაცნაირად,
არ გამიტარებია ის ღამე აივანზე,
არ მჭირდებოდა.
დილით ისევ გავედი ჩაის ჭიქით ხელში,
ის იდგა და მხატავდა,
მერე ხელი დამიქნია და ნახატი მაჩვენა.
მე და ის ვიყავით გამეღიმა.
ვუთხარი ნახატი მოეტანა და ისიც ხუთ წუთში მოვიდა.
ლამაზი იყო აივნებიანი ქალაქი, მაგრამ უკვე მეშინოდა იქ ჯდომა,
ალბათ იმიტომ რომ ჩემი თავის მეშინოდა,
ვიცოდი არავინ იყო დამიანეს მსგავსი, მაგრამ იქ კიდევ ვინმე რომ დამენახა ვერ გადავიტანდი.
ვერ აიტანდა ქალაქი ორ აივნებიან ამბავს,
მხოლოდ ჩემი და დამიანესი იყო ეს.
^ ^ ^
აივანზე ვიჯექი,
ველოდებოდი მაგრამ არ ჩნდებოდა,
რაღაცნაირად ვნერვიულობდი,
გვიან მოვიდა,
პირდაპირ ჩემთან,
მე ვხატავდი,
ნაცრისფერ ქალაქს,
ორი ფერადი აივნით,
ის უბრალოდ დაჯდა და მიყურებდა ძალიან დიდხანს,
მერე მოვრჩი და მის გვერდით დავჯექი.
სხვა ნახატებიც ვაჩვენე,
მოეწონა,
არადა მე საშინლად არ მომწონდა,
მის ნახატებთან შედარებით არაფერი იყო.
მე ჩამეძინა,
მას არა,
თვალები რომ გავახილე ნახატთან იდგა,
-დამიანე
-ჰო
-რას აკეთებ?
-იცი რას ვფიქრობ?
-რას?
-ეს ქალაქი ფერადი მხოლოდ ჩვენი ფანჯრიდან ჩანს,
-ვიცი
-არ გინდა აივნები გავაფერადოთ?
ესეც გამოიცნო,
არ არსებობდა,
ალბათ მთელი თუ არა ნახევარი ცხოვრება მაინც ვფიქრობ იმაზე რომ ფერადი აივანი მქონდეს და რა თქმა უნდა, ფერადი ყვავილები იყოს.

^ ^ ^
ჩემი და დამიანეს ფანჯრიდან ყველაფერი სულ სხვანაირად ჩანს ...
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 938 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar