ფერადი ქალაქი [3]
28.07.2017, 01:51
საკუთარი ხელით შევღებეთ აივნები.
ალუბლისფერი აივნები იყო
და ბევრი ფერადი ყვავილები.
მართალია დამიანეს არ უყვარდა ყვავილები, მაგრამ უარი არ მითხრა,
ხოდა ამ ნაცრისფერ ქალაქში იყო მხოლოდ ორი ფერადი აივანი
და იყო ყვავილების სუნი.
არ არსებული რაღაც იყო ჩემთვის და დამიანე დამეხმარა,
ეს ოცნებაც ავისრულე,
ჩემი ფანჯრებიდან სამყარო ისეთი იყო როგორიც მე
და მას გვინდოდა.
და სულაც არ მაინტერესებდა უაზრო, უფერული ადამიანები,
ყველას შეეძლო გაფერადება მაგრამ არ სურდათ,
ყველას შეეძლო ყოფილიყო ყვავილების სურნელი ქალაქში მაგრამ არ სურდათ,
სიამოვნებდათ ეს ნესტნარევი ასფალტის სუნი და მუქი ფერები.
მე და დამიანეს არ გვინდოდა,
სხვანაირები ვიყავით,
არ იყო ეს ქალაქი ჩვენთვის
და არ ვიყავით ჩვენ ამ ქალაქისთვის,
სხვა სამყარო იყო ჩვენთვის
ფერადი,
ბევრი ხილით,
ყვავილებით,
ნაყინით,
ზღვის სურნელით
და ერთმანეთით.
და მაინც იყო, რაღაც ამოუცნობი ამ ქალაქში, რაც არ გვიშვებდა.
საშინლად მხიარული ვიყავი,
მაგრამ ხანდახან შემეძლო დავმჯდარიყავი,
თავი მის მუხლებზე დამედო და მეტირა ისტერიკამდე,
ის მისმენდა,
არაფერს ამბობდა,
იცოდა გოგოური ხასიათი,
ისიც იცოდა რომ მიზეზის კითხვას აზრი არ ჰქონდა.
რაღაცნაირად სიგიჟემდე მინდოდა ყველა ქუჩა დამენახა ისეთი როგორიც ჩემი ფანჯრიდან ჩანდა.
დღეები იყო მზიანი
და თბილი,
მაგრამ ამ ხალხს მზეც ვერ აფერადებდა.
მე და დამიანე კი თავიდან ბოლომდე ფერადები ვიყავით.
^ ^ ^
წვიმდა
და როგორც ყოველთვის ვსეირნობდით,
მე და ის,
ადამიანები არა.
წვიმაში განსაკუთრებით ეჩვეოდნენ მარტოობას.
-დამიანე
-ჰო ანა
-ნაყინი მინდა
-გამიცივდები
-მინდა -პატარა ბავშვივით ვაბაკუნებდი ფეხებს,
ის იცინოდა,
მე ცოტაც და ტირილს დავიწყებდი.
-მოგიტან დამელოდე.
მომიტანა,
როგორც ყოველთვის შოკოლადის, მაგრამ არ მომინდა.
მარწყვის მინდოდა,
მაგრამ მაინც შოკოლადის ვჭამე.
მერე ისე მოხდა როგორც ის ამბობდა,
გავცივდი.
ის იჯდა და ძალიან წყნარად ასრულებდა ჩემს ყველა სიტყვას,
ხან ჩაი მინდოდა,
ხან შოკოლადი,
ხან წვენი,
მარწყვი,
ალუბალი,
ბოლოს ნაყინიც მოვინდომე და ამაზე გადაირია.
არ მაჭამა,
რა თქმა უნდა, სხვას არც ველოდი.
^ ^ ^
ერთხელ ქალაქში ვსეირნობდით და გავოგნდი.
ერთი პატარა სახლის ფანჯრიდანაც ჩანდა ყველაფერი სხვანაირი.
არადა შემეძლო დამეფიცა, რომ ამ ქალაქის ყველა კუთხეში მილიონჯერ ვიყავი ნამყოფი და ეს ფერადი სახლი არასდროს მქონდა ნანახი.
-დამიანე -ვთქვი გაყინული ხმით
-ანა
-გეცნობა ეს სახლი? -არ შემეძლო დამეჯერებინა რომ ამ უფერულ ქალაქში ეს ვარდისფერი სახლი ვერ შევამჩნიე
-არა
მერე გავჩერდი,
ნაბიჯს ვერ ვდგამდი
-შევიდეთ რა -თითქმის ერთდროულად ვთქვით.
შევედით.
ეზო იყო პატარა მაგრამ ლამაზი,
ყავილები ჰქონდათ ბევრი
და ფერადი,
კარგად იყო მოვლილი,
ეზოს შუაგულში პატარა მაგიდა და სკამები იყო,
სახლი იყო ძალიან პატარა
ვარდისფერი
და ერთ კედელზე ყვავილები ეხატა.
მაინც ყველაზე მძაფრად ატმების სუნს ვგრძნობდი.
კარზე ვერ დავაკაკუნე,
დამიანემ შეძლო.
მერე ხელი მომხვია და ერთად ველოდებოდით ვინ გააღებდა კარს.
გოგო გამოვიდა,
ალუბლისფერი კაბა ეცვა და თმები ჰქონდა გაშლილი.
გაოცება ეხატა სახეზე,
ძალიან უცნაურად გავიცანით, მაგრამ სიგიჟემდე მომეწონა.
დამიანე ესაუბრებოდა,
მე ვერა.
ვუყურებდი როგორ იღიმოდა და რაღაცნაირად მტკიოდა,
თვალები ჰქონდა სევდიანი,
ცრემლები უბრწყინავდა.
^ ^ ^
მას შემდეგ ხშირად დავდიოდით ელენესთან.
ესეც მტკიოდა,
რადაგან ამ ქალაქიდან წასვლა მინდოდა და აქ მიზეზი მრჩებოდა.
^ ^ ^
- ანაა
-ჰო დამიანე
-სადმე წავიდეთ არ გინდა?
-მინდა
-სად?
- ფერად ქალაქში.
ორივეს გაგვეღიმა,
ოცნებაზე მეტი იყო,
მაგრამ ან გამოვიდოდა,
ან არა,
მე არ მჯერა ფერადი ქალაქების არსებობის,
შეიძლება იყოს ქალაქში ყვავილები,
ზღვა,
ფერადი სახლები,
მაგრამ ადამიანების გარეშე არასდროსაა ქალაქი ფერადი
და მაინც თუ ერთ დღეს ყველა ანა და დამიანეს მსგავსად საკუთარი ხელით შეღებავს აივნებს მაშინ ისინიც აუცილებლად გაფერადდებიან.
^ ^ ^
იყო დღეები როცა წუწუნის ხასიათზე ვიყავი,
არა წუწუნის კი არა,
უბრალოდ მილიონ რაღაცას ვითხოვდი,
-დამიანე ალუბალი მინდა
წავიდოდა,
მომიტანდა და ვჭამდი უზომოდ,
მერე ნაყინი მინდოდა,
მერე შოკოლადი,
პიცა,
საღამოს სეირნობაც მინდებოდა,
აივანი კი ბედნიერება იყო,
იმ განცდასთან ერთად რომ ყველაფერი სხვანაირი იყო.
-დამიანე დამიძახე რა -ავწუწუნდი ისევ
-ანა
იცოდა, როგორ მიყვარდა მაგრამ მომინდა მეთქვა.
-ვგიჟდები ასე რომ მეძახი.
-მეც და არ მინდა ვინმემ ასე დაგიძახოს,
-ვერ გამოვა,
-მიყვარხარ ანა
ალბათ ყველაზე ბანალური დრო იყო,
ყველაზე უაზრო სიტუაცია, მაგრამ ოდესმე უნდა ეთქვა,
საერთოდ სიტუაცია ყოველთვის უაზროა, როცა ამას ამბობ ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა როდის იტყვი,
ურთიერთობის დასაწყისში თუ დასასრულში.
მთავარია რომ იტყვი
და მერე ორმაგად იგრძნობ რომ კი არ გიყვარს აფრენ
და იმასაც იგრძნობ, რომ ყოველ დღე ფერები დაგემატება,
ორ ადამიანს შორის არსებობს უხილავი ძაფები,
რაც უფრო ახლოვდებიან ისინი უფრო ფერადდება და მოკლდება ძაფები,
დაშორების შემთხვევაში კი გრძელდება და უფერუდება.
მაგრამ ვერ გაწყდება,
ჩვენ ადამიანები ვწყვეტთ ურთიერთობებს ძაფები კი რჩებიან.
მე და დამიანეს შორის არსებული ძაფები კი თითქმის ერთი გახდა.
^ ^ ^
ზედმეტად ვცდილობდი მაგრამ აინვნებიანი ქალაქი არასდროს იქნებოდა იდეალური, აქ ფანჯრებს მიღმა ტკივილი და ცრემლი მეტი იყო ვიდრე ბედნიერება.
მე და დამიანეს ფანჯრებს მიღმა კი მთელი სამყარო ცხოვრობდა,
ყველა ფერი იყო.
ჩვენც რაღაც ასეთი გვჭირდებოდა, ყველა ფერი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 992 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar