ფერადი ქალაქი (დასასრული)
01.08.2017, 22:10
როცა ირჩევ იმ ცხოვრებას რომელიც არ გინდა,
რომელიც არაა შენი
და ვერც ვერასდროს იქნება,
მტკივნეულია,
რაღაცნაირად მიტოვებას ჰგავს,
იძულებული ხარ შენივე თავი ხელით ატარო მთელი ცხოვრება, რომ გზიდან არ გადაუხვიოს და რამე არ დაემართოს.
თითქოს ვალდებული ხდები მიხედო მას და ბოლომდე ატარო არჩეულ გზაზე.
უფრო ადვილია იცხოვრო ისე როგორც გინდა,
თუნდაც გაქცევა დაგჭირდეს,
აი ასე უბრალოდ ადგე და უკან მოუხედავად გაიქცე,
უკან კი არ მოიხედო,
რადგან თუ მოიხედავ აუცილებლად იპოვნი პატარა მიზეზს რის გამოც დარჩები.
მე და დამიანე უნდა წავსულიყავით მაგრამ ჯერ არ იყო ამის დრო,
ჯერ უნდა მომხდარიყო რაღაც ისეთი რაც ამ ნაბიჯს გადაგვადგმევინებდა.
^ ^ ^
ზუსტად ოთხი დღით წავედით ზღვაზე მე და დამიანე,
ოთხი დღით დავტოვე ქალაქი და მომენატრა,
არადა ვერ წარმომედგინა,
ვგრძნობდი ზღვის სუნს,
ყვავილების,
ფერად სახლებს ვუყურებდი,
მაგრამ რაღაც მაბრუნებდა იმ ქალაქში.
-დამიანე სახლი მომენატრა, -ვერ შევიკავე თავი და ვუთხარი მაინც
-მეც ანა
ზედმეტად ერთნაირად ვუყურებდი ყველაფერს,
თან მომწონდა
თან არა
^ ^ ^
აივანზე ვისხედით მოულოდნელად რომ მკითხა დამიანემ რაღაც და ვერ მივხვდი რა მეპასუხა,
-ანა
-ჰო
-ადამიანები რომ გტოვებენ როგორი გრძნობაა?
შიშის გრძნობამ გამიელვა თავში.
-ერთ წამში გიჩნდება მილიონი ბზარი და ნაწილებად იმსხრევი -ვუთხარი გაუცნობიერებლად
-ანუ როცა ადამიანები ტოვებენ ეს ფერადი ქალაქებიც იმსხვრევა?
გამეღიმა, რაღაცნაირი იყო.
-არა, ფერადი ქალაქები ვერ იმსხვრევიან.
-ჩვენ ხომ წავალთ აქედან? -რაღაცნაირად ბავშვურად გამოსდიოდა და არ ვიცოდი რა მეპასუხა.
-წავალთ დამიანე, აუცილებლად წავალთ.
^ ^ ^
დამიანეს დაბადების დღე იყო.
23 ოქტომბერი,
მეღიმებოდა,
პირველად ვიქნებოდით ამ დღეს ერთად,
აქამდე უმისოდ ვატარებდი ამ დღეს,
აივანზე ვიცდიდი.
ისე მოვიქეცი როგორც ის,
ორი ნაყინით მივედი მასთან.
ვანილი და შოკოლადი.
იმ დღეს მე ვანილის ნაყინი ვჭამე,
მან შოკოლადის,
მერე აივანზე ვიყავით და სამყაროს ვუყურებდით ჩვენს ფერებში.
ძალიან მომინდა მომეყოლა მისთვის ყველაფერზე,
-დამიანე
-ანა
-იცი? ამ ქალაქში ყოველთვის ძალიან მარტო ვიყავი
-ვიცი,მეც
-არ მინდოდა ვინმე მყოლოდა რადგან როცა წასვლას დავაპირებდი დარჩენის მიზეზი მექნებოდა,
-მეც
-მერე შენი ფანჯრებიდან იასამნისფერი ფარდები გადასწიე და გამოხვედი, ყველა გეგმა ჩამიშალე,
არ არსებულ დიალოგებს ვიგონებდი, და რაღაცნაირად ამიხდა.
-მე ვხატავდი, ძალიან მჭირდებოდი პირველივე წამიდან და მაინც ვერ მოვედი შენამდე დიდხანს.
-მაგრამ ახლა აქ ხარ.
ხმაც კი რაღაცნაირი მქონდა,
თავი მის მხარზე მედო და მეძინა იმ ღამით.
^ ^ ^
ერთ დღეს ქალაქში ვსეირნობდით მე და დამიანე,
კიდევ ერთიფერადი სახლი დავინახეთ,
ლიმნისფერი იყო,
გამიხარდა,
იქაც იყო ყვავილები,
ბევრი
და ფერადი,
-დამიანე
-ჰო ანა
-ქალაქი, რომ გაფერადდება მერე წავიდეთ
-კარგი.
^ ^ ^
ყოველ დღე ვხედავდი როგორ ფერადდებოდა ქალაქი,
ვუყურებდი ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ხელებით ღებავდნენ აივნებს,
ყველგან ვხედავდი ჩემს თავს და დამიანეს,
ძალიან მებედნიერებოდა,
ვხედავდი რომ ადამიანები ფერადდებოდნენ,
ყველა აივანზე იყო ყვავილები,
მათ სუნს ვგრძნობდი და მიხაროდა,
აღარ მიჭირდა იქ ცხოვრება,
მაგრამ არასდროს დამვიწყებია რომ მე და დამიანე არ ვიყავით ამ ქალაქისთვის
და ეს ქალაქი არ იყო ჩვენთვის,
უკვე ყველაფერი იყო ამ ქალაქში იმისთვის რომ ბედნიერი ყოფილიყავი,
მაგრამ არ ვიყავი,
რაღაც არ მყოფნიდა,
რაღაც არ მაჩერებდა აქ,
წასვლა მინდოდა,
დრო იყო წავსულიყავით.
-დამიანე წავიდეთ რა,
-წავიდეთ,
დრო იყო,
წავედით,
მაგრამ უკან არ მოგვიხედავს,
რადგან ქალაქი აღარ გაგვიშვებდა
და მაინც არც დამიანე იყო იდეალური
და არც მე,
მაგრამ დამიანე და ეს ისტორია იყო ყველაზე ლამაზი და ფერადი რაღაც.
კი, ხდება ფერადი ქალაქების ისტორიები
და აივნებიანი ამბები.
^ ^ ^
არ აქვს მნიშვნელობა როგორ ქალაქში ცხოვრობ,
მთავარია შენნაირი ერთი ცალი იპოვნო იქ,
ფერადი ქალაქები კი არ არსებობს,
არსებობს მხოლოდ გაფერადებული ქალაქები,
აი ისეთი როგორიც მე და დამიანემ დავტოვეთ.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1261 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0
1
„-ადამიანები რომ გტოვებენ როგორი გრძნობაა?
შიშის გრძნობამ გამიელვა თავში.
-ერთ წამში გიჩნდება მილიონი ბზარი და ნაწილებად იმსხრევი -ვუთხარი გაუცნობიერებლად"
ანუკა!
ფსიხო, გიხდება დრამას + ხეფი ენდი! 3o
მაინც ვფიქრობდი რომ ცოტა დიდი იქნებოდა, მაგრამ ეს ხომ თვით ლაკონური ანუკაა? B)
გელოდები იცოდე, ახალი მინდა!
პ.ს ხო მართლა, ბევრად უფრო მაგრად წერ!
avatar
0 Spam
2
ინაა ♥♥ ძალიან დიდი მადლობა ♥
avatar