ფესვები(3)
03.02.2018, 02:43
ერთ-ერთ ინტერვიუში აქვს მათქვამი 2შეყვარებული მყავდა ჩემზე უფროსიო.ნეტავ ეს გოგო რამდენი წლისაა?თუმცა რაში მაინტერესებს,დროა საკუთარ ცხოვრებას მივხედო.ინსტაგრამზე ანფალოვინგს ვაკეთებ და ფეისბუქზეც გვერდის მოწონებას ვაუქმებ.ყველა ფოტოს ვშლი რაც კი მაქვს მისი.
ახლახანს დავამთავრე მაგისტრატურა,ვაპირებ ზაფხულით დავტკბე.მერე სამსახურსაც მოვძებნი.უნივერსიტეტიდან ხშირად მიშვებდნენ სტაჟირებაზე,არა მგონია გამოჭირდეს სამსახურის პოვნა.
ზაფხულიც გადის,ისე ვშავდები ღამე არ ვჩანვარ.ბანკში ვიწყებ მუშაობას,არც გრაფიკი მომწონს და არც ხელფასი,მაგრამ ჯერ-ჯერობით სხვა გზა არ მაქვს.
-ხვალ აუცილებლად უნდა წავიდეთ უნიში!
მწერს სალომე
-რა იყო გოგო,ძლივს დავამთავრე სწავლა,ახლა რა საქმე გაქვს?
-ცნობა მჭირდება რაღაც და გამომყევი რაა?
-ვმუშაობ ხვალ!რომელ საათზე მიდიხარ?
-6-ზე.
-მაგ დროს კი მცალია,მაგრამ ასე გვიან რა ამბავია?ორი წუთის საქმეა თან.
-ო წამოდი რა,ზედმეტი კითხვების გარეშე!გერმანიაში რო ვიყავი იმის დამადასტურებელი საბუთი მინდა!
-ხო გაქვს სერთიფიკატი?
-უნივერსიტეტიდანაც უნდა ცნობაო და რა ვიცი.
-ხო კაი, კაი წამოვალ!არ მაქვს შენი წუწუნის ნერვები!
-კაი გოგო ხარ!
სალომე იყო გერმანიაში,კობას ვერა,მაგრამ ჰანსს შეხვდა და ცოლადაც მიყვება.მომავალ წელს იქნება ქორწილი,რა თქმა უნდა დაპატიჟებული ვარ.
მივდივართ უნიში,მე და სალომე სულ ჩქარა დავდივართ,თან სინქრონში!კიბეებზე ავდივართ და სააქტო დარბაზთან ვჩერდებით.
-რა იყო?
-პოეზიის საღამოა!
-იყოს მერე!წამოდი ცნობა ავიღოთ,ისედაც დაღლილი ვარ!
-ოო შევიდეთ რა!
ძალით შევყავარ დარბაზში და წინა რიგში მსვამს.
-ო,ახლა ვიღაცის ბოდვას უნდა ვუსმინო?ისედაც თავი მისკდება!
-კარგი რა,ვნახოთ ვინაა და წავიდეთ!
-აი,რო არ იცი ვინაა იმიტო უნდა წავიდეთ!
დარბაზში უმეტესობა მანდილოსანია და ყველა გამოწყობილი.ნეტა ვინაა ასეთი?
ტრლეფონში ვიქექები,როცა ხმაური მატულობს,უკან ვიხედები,მაგრამ ვერაფერს ვხედავ.
ჩემს წინ მაგიდა დგას,ვიღაც სკამს წევს და ჯდება.მობილურიდან თავს ვწევ და ვშეშდები.კობა,ის აქ არის,ჩემს წინ!ანუ მისი პოეზიის საღამოა.სალომემ იცოდა და სპეციალურად მომიყვანა.
გაშტერებული ვუყურებ და ვერაფერს ვაკეთებ.თვითონაც შემომხედა ერთი-ორჯერ.
-მოგკლავ!
ვეუბნები სალომეს.კობა რამდენიმე ლექსს კითხულობს.როგორც ჩანს ახალი კრებული გამოუშვა.კითხულობს და მისი ხმა მარყვევებს.ყველას კამერა აქვს ჩართული და უღებს,მე კი ვიცი,რომ ვერავინ დაინახავს მას ისე როგორც მე!შეკითხვების დრო დგება,არავინ იწევს ხელს.რა თქმა უნდა,არც არავინ უსმენდა უბრალოდ მისი გარეგნობით ტკბებოდნენ.ხელს ვწევს,ის თავს მიქნევს.
-რომელია თქვენი საყვარელი პოეტი?
აშკარად უკვირს ეს შეკითხვა,ალბათ არავის უკითხავს.
-და შენი რომელია?
-ნიკოლო ბარათაშვილი!
ალბათ ეგონა მის სახელსა და გვარს ვიტყოდი,ვერ მოგართვი!
-ჩემიც!
ამბობს და იღიმის.სალომეს ვუყურებ,აშკარად ხვდება რასაც ვფიქრობ.როგორ შეიძლება ასე ვგავდეთ ერთმანეთს?
-კიდევ გაქვთ კითხვები?
პასუხად დუმილი მიიღო.არადა რამდენი რამე მინდა ვუთხრა.
-კარგი მაშინ დაგემშვიდობებით!ფეხზე დგება,სხვებიც დგებიან.წიგნებს გვირიგებენ მისი ავტოგრაფით.ემოციებით ვარ სავსე,რამდენჯერ წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა.რეალობაში უკეთესია,ვიდრე სურათებზე ან ვიდეოებში ჩანს.
სახლში ძლივს მივდივარ,სალომემ მიმაცილა,თორემ სადმე წავიქცეოდი.არა უნდა შევწყვიტო კობაზე ფიქრი,მას ხომ ცოლი ჰყავს.რამდენი ხანი უნდა ვიტანჯო ამ პლატონური სიყვარულით?
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aneta
ნანახია: 804 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
avatar
0 Spam
1
კი დავიწყე კითხვა მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ ხდება ისეთი
სწრაფად განავითარე მოვლენები
თან ეს პატარა თავები რომ შეგეჯეებინა უკეთესი იქენოდა
მაგრამ ჯერ მხოლოდ მესამე თავზე ვართ და ყველაფერი წინ არის
ველოდები მეტად საინტერესო მეოთხე თავს
avatar
0 Spam
2
ვიცი ვიცი!ზუსტად ისეა როგორც ამბობ
avatar
0 Spam
3
იქნებ "ქსელებსაც" მიხედო? ველოდები გაგრძელებას
avatar
0 Spam
4
რატომ, დასრულდა?
avatar
0 Spam
5
ჰოოო, ახლა ვნახე, დასასრულიო. წერ
avatar