ფიფქები (სრულად)
13.01.2017, 00:24
ერთი ფიფქი,
ორი,
სამი,
აი მოვედი ვიღიმი და სახლის კარგს ვაღებ.
ჩემს თავზე მეცინება იმდენად გავაფრინე ფიფქებს ვითვლი,
არადა როგორ არ მიყვარს ზამთარი,
ვერ ვხვდები რამ გადამრია ამ ამინდში გარეთ რომ ვიარე.
-მოხვედი დედი? -მეკითხება სალომე და სამზარეულოდან გამოდის
-კი
-შეჭამ რამეს?
-არა არ მინდა ოთახში ვიქნები.
უცებ ცუდ ხასიათზე დავდექი,
ძალიან ცუდზე,
ოთახში შევედი და ფანჯარასთან დავდექი.
არ შეიძლება ასე გიჟურად და უაზროდ გიყვარდეს რაღაცები,
მე მიყვარს,
არადა მეგონა არ მიყვარდა,
აღარ მიყვარდა უფრო სწორად,
ფიფქებს ვუყურებ და მეტირება,
საერთოდ სულ შემიძლია უმისობა ავიტანო მაგრამ ზამთარში მიჭირს,
ზედმეტად მისი სეზონი იყო და ალბათ იმიტომ,
მე ვერ ვიტანდი,
მერე სულ ვჩხუბობდით,
მერე მაინც მიწევდა მეთქვა რომ არც ისე ცუდი იყო და მომწონდა,
ყველაზე დიდი უაზრობა ჩვენს ურთიერთობაში ის იყო რომ მე მიყვარდა,
ის სხვებზე მიყვებოდა,
არ ვიცი, ალბათ ბავშვური სისულელე იყო, მაგრამ ხანდახან ისევ წამომივლის და ვერ ვსუნთქავ.
მე არ მბეზრდებოდა მილიონი უაზრობა მას კი,
მე შემეძლო სულ მელაპარაკა მილიონ სისულელეზე,
ის სულ მისმენდა და იღიმოდა,
მერე მეც მაცინებდა,
ყველაზე დიდი უაზრობა ისაა რომ დღემდე ერთად ვართ,
მაგრამ არ ვიცი რა სტატუსით.
ვერ ვხვდები,
ხანდახან ჩვეულებრივად ვარ,
ფიფქები მახსენებს მხოლოდ იმ დროს უიმედოდ და უაზროდ რომ მიყვარდა,
არადა ყველაზე სხვანაირი იყო,
არაფრით და არანაირად არ ჰგავდა იმ ადამიანს გვერდით რომ წარმომედგინა,
რაღაცნაირი იყო არც ცუდი არც კარგი,
მილიონჯერ ან უფრო მეტჯერ მიფიქრია რომ დავამთავრებდი, მაგრამ ვერ შევძელი, ისევ ერთად ვართ,
ზუსტად არ ვიცი როგორ ვახერხებ,მაგრამ ვიცი აღარ მიყვარს,
შეიძლება არც მიყვარდა,
ხანდახან ძალიან ვარ შეყვარებული,
ოღონდ არავისზე,
არც მასზე
არც სხვა ვინმეზე,
ალბათ თვითონ სიყვარული მიყვარს,
არ ვიცი...
ცოტათი ვერ ვარ, ან შეიძლება მე ვფიქრობ ასე.
არა,არ ვიტირებ შევძლებ და ისე შევხედავ ფიფქრებს რომ არ ვიტირო?
რა მაქვს სატირალი?
არაფერი,
ხო კარგი ცოტას ვიტირებ.
ფანჯარას ისევ არ ვშორდები და ფიფქებს ვითვლი,
ერთი,
ორი,
სამი,
.......
ტელეფონი რეკავს,
ისაა,
ნეტავ ახლა მაინც რა უნდა?
-ჰო -ვპასუხობ ძლივს
-ჩამოხვალ?
-გადაირიე? ნახე რა ამინდია
-კარგი რა, ხომ იცი როგორ მიყვარს
-მე არა -ვცდილობ არ შემამჩნიოს რომ ცუდადვარ
-ლიზუ ტირი? - მაინც მიხვდა, არ შეიძლება ასე მიცნობდეს
-კი -ვპასუხობ რადგან აზრი არ აქვს
-რა გჭირს?
-არაფერი, ხომ იცი ჩემი უაზრო წამოვლები -ვცდილობ გავიღიმო
-კაი რა, ხუთ წუთში თუ არ ჩამოხვალ,მე ამოვალ და ვერ გადამირჩები
მეცინება,
მერე ვიცვამ და გავდივარ,
-დე მივდივარ მე
-სად?
-ილიამ დამირეკა
-მოვიდეს აქ რა არ გინდა ახლა გარეთ გაცივდები -დაიწყო ისე, სულ ასე იცის
-მალე მოვალ -სწრაფად ვეუბნები და გავდივარ.
კიბეებზე შემხვდა ილია,
-ამოდიოდი ხო? -გავიცინე მე
-კი,
ჩავედით, სადღაც კაფეში შემიყვანა,
ფანჯარასთან დავჯექით,
ის ყავას სვამდა,
მე ლიმნიან ჩაის,
ის ჩაის ვერ იტანდა,
მე ყავას,
რაღაცნაირი დაძაბული სიტუაცია იყო,
ასეთი იმ წლებშიც არ მეჩვენებოდა მასთან ყოფნა ჩემი აზრით რომ მიყვარდა.
-დაიწყებ თუ რა გავაკეთო? -მკითხა მან
-რა დავიწყო -დავიბენი მე, არადა ვიცოდი რაზეც მკითხა
-რა გჭირს ლიზუ?
-არაფერი, მართლა, უბრალოდ ხომ იცი ჩემი ხასიათი
-არასდროს არაფერს მიყვები, -ეწყინა, მართალიც იყო, მაგრამ მართლა არ ვიცოდი რა მეთქვა.
- წავიდეთ რა ჩემთან -ვთქვი მე
-გეჩქარება?
-სალომე ნერვიულობს, -არ იყო ასე, უბრალოდ აქ ჯდომა არ მინდოდა
-კაი წავიდეთ -არც ის იყო ხასიათზე
ვერ ვხვდებოდი რა გვჭირდა,
გზაში ბავშვობას ვიხსენებდი და ყველაფერი ერთად დამიტრიალდა თვალწინ,
მეღიმებოდა,
თან მეტირებოდა,
მივხვდი ზედმეტად ძვირფასი იყო ოღონდ როგორც მეგობარი.
ჩემთან ავედით,
სალომემ ყავა გაუკეთა,
ჩაი შენით გაიკეთეო მითხრა და დაგვტოვა.
ვიჯექით და თოვლს ვუყურებდით.
- ყველაზე დიდხანს შენ ამიტანე ლიზუ -მითხრა მან
გამეცინა
-სულ აგიტან -მანაც გაიცინა
მერე ძალიან დიდხანს ვიხსენებდით ერთად გატარებულ დროს,
ყოველ ჩხუბს,
ჩემს ტირილს,
მის გაბრაზებას,
არ ნახვას,
მიმოწერას,
ლაპარაკს,
აღმოჩნდა რომ ლიზიზე მილიონჯერ უკეთ ახსოვდა ყველაფერი.
ლიზუ,
მხოლოდ ის მეძახდა ასე,
სხვა ვერც დამიძახებდა,
არ მიყვარდა ჩემი სახელის შეცვლილი ფორმა,
არადა მასთან ვერ მქონდა პრეტენზია.
გვიან წავიდა,
სალომემ დაქალთან ვრჩებიო და იმ ღამით მარტო ვიყავი.
მილიონ რამეზე ვიფიქრე და მივხვდი ბევრი რამ შეიცვლებოდა, რადგან შევძელი და ჩვენი ურთიერთობა ნორმალური გახდა,
აღარასდროს ვიფიქრებდი მილიონ უაზრობაზე უბრალოდ მეყოლებოდა.
ბოლო სამი წლის მანძილზე ყველაზე წყნარად მეძინა,
ალბათ მასაც,
* * *
დილით ნეკამ დამირეკა, საშინლად მეზარებოდა ამ ამინდში მასთან გასვლა, მაგრამ მაინც წავედი.
დიდხანს ვილაპარაკეთ,
უკვე გვიანი იყო რომ წამოვედი,
თან ილიას დავურეკე ჩემთან მიდი და მოვალ-მეთქი.
კიბეებზე ჩამოვდიოდი და საფეხურებს ვითვლიდი.
ერთი,
ორი,
სა...
მეტი ვეღარაფერი ვთქვი და რომ არა ვიღაც ძირს აღმოვჩნდებოდი.
აქაც ჩაირთო ჩემი არაადაკვატური რექაციები და სიცილი დავიწყე,
მერე იმ იდიოტმა ხელი გამიშვა და ისე დავეცი სიცილის კი არა განძრევის თავი არ მქონდა,
- შენ საერთოდ ნორმალური ხარ? -დავიწყე ყვირილი არადა ამის დრო არ იყო
-მე? თუ შენ?
-რა მე? -ისევ არ ვუწევდი ხმას
-აბა რა გაცინებდა
-მაგიტომ უნდა დაგეგდე ძირს? -არ ვჩერდებოდი მე
-კი
-ხოდა წამიყვანე ახლა სახლში მე ვერ ვდგები
მერე დიდი წუწუნით,
პანიკით
და ისტერიკით ამაყენა,
ასე წუწუნით მიმიყვანა სახლამდე,
-იმედია ისევ შევხვდებით -ისე გამიღიმა უარი როგორ მეთქვა, არადა არ იმსახურებდა რა გამიკეთა
-შენი ქცევის მერე მეეჭვება ეს მოხდეს -გავიცინე მე
-ნუ ღელავ, აიტან მაგ დაცემას,
-რომ ვერ ავიტანო? -ვიცინოდი მე
-ერთად გადავიტანთ -იმდენად ზედმეტად ლამაზად გაიცინა ვერაფერი ვუთხარი და სახლში შევედი.
არა უფრო სწორად შევღოღდი.
-რა გჭირს დე? -მკითხა სალომემ
-დავეცი -მერე გამეცინა
უი ილიაც აქ ყოფილა
-შენ ნორმალური ხარ? იცი რამდენი ხანია გელოდები? -სულ არ მახსოვდა ილიაც რომ უნდა ყოფილიყო
-ძლივს მოვედი რა
-არ მჯერა მე შენი დაცემის ამბავი, მომიყევი რა მოხდა -ისევ ზედმეტად კარგად მიცნობს
-რომ მოვყვე ზუსტად ვიცი მთელი ცხოვრება დამცინებ
-მაინც დაგცინებ ლიზუ
-კარგი ჰო
მოვუყევი,
მერე ზუსტად ნახევარი საათი ვუსმენდი ილიას და დედას სიცილს,
ერთი წამიცარ გაჩერებულან,
მერე უცებ დასერიოზულდა ილია,
ერთი საათ ვუმტკიცებდი რომ არ ვიცნობდი იმ ვიღაცას და მისი ცემა საჭირო არ იყო,
მერე წავიდა.
იმ ღამით ისევ არ მეძინა ნორმალურად,
თან ვისგამო?
ვიღაც იდიოტის,
რომლის სახელიც კი არ ვიცი
და რომლის ქცევებიც არანაირ ნორმებში არ ჯდება.
მართლა გავაფრინე,
დილით უნივერსიტეტში მივდიოდი კართან წერილი დამხვდა,
რა ძველმოდურია,
გამეცინა,
"ახლა გაგეცინება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,
სასეირნოდ დაგპატიჟებ კარგი?"
გამეცინა და გზა გავაგრძელე.
საღამოს სახლთან დამხვდა,
ილია უნდა მენახა და არ შემეშვა სანამ სასეირნდ არ გავყევი,
მართლა არ იყო ნორმალური,
მაგრამ მე უფრო არ ვიყავი,
სიგიჟე იყო ყველა დიალოგი,
ყველა შეხვედრა,
სიგიჟე იყო ეს ზამთარიც,
ფიფქებიც,
ისიც ილიას მეგობარი რომ აღმოჩნდა,
* * *
რაღაცა იდიოტობებს მჩუქნიდა,
არ ჰგავდა სხვებს და არავინ ჰგავდა მას.
ზედმეტად სხვანაირი იყო,
ვხვდებოდი რომ ზუსტად ისეთი იყო როგორი ადამიანიც წარმომედგინა ჩემს გვერდით.
სიგიჟე იყო ლიზა და გიგი.
ერთად ერთხელ ვიჩხუბეთ ისიც იმიტომ რომ ლიზუ დამიძახა,
ვერ ვიტანდი, ოღონდ მართლა,
მარტო ილიასი იყო ლიზუ,
ლიზა იყო გიგისი,
და სხვა ყველასთვის უბრალოდ ლიზი.
* * *
მიყვარდა,
ოღონდ ზუსტად არ ვიცი რა დონემდე,
არ ვიცი სად გადიოდა სიგიჟის ზღვარი, მაგრამ ვიცოდი რომ ზღვარზე ვიყავი.
* * *
ზუსტად სამ თვეში ისე გამაბედნიერა ვინმეს რომ ეკითხა თუ შემეძლო ფრენა ვეტყოდი რომ კი.
ადრე ეჭვი მეპარებოდა მართლა ვაფრენდი თუ არა მაგრამ ახლა ზუსტად ვიცოდი რომ კი.
ერთხელ მხოლოდ იმის გამო ვეჩხუბე რომ შუა ზამთარში გვირილები არ მომიტანა,
მთელი დღე ხმას არ ვცემდი,
ილია დამცინოდა,
მე ვტიროდი,
რა მატირებდა,
მეორე დღეს მოვიდა, ზუსტად არ ვიცი საიდან მოიტანა გვირილები,
თან იმდენი მაგრამ მოიტანა,
სახლში არ ეტეოდა,
ისევ დავჯექი და ვიტირე,
ნუ ზუსტად აღარ ვიცი რა დონემდე არ ვიყავი ნორმალური.
* * *
ყველაფრის დავიჯერე რისიც შეიძლება სჯეროდეს ადამიანს, ან არ სჯეროდეს.
ზამთრის ბოლო დღე იყო,
ისევ თოვდა,
კიბეებზე ჩამოვდიოდით და საფეხურებს ვითვლიდით.
ერთი.
ორი.
სამი,
სასწაულია არ დავეცი.
ქუჩაში გავედით და ფიფქების დათლა დავიწყეთ.
ის იცინოდა,
მე ვითვლიდი.
-ლიზა
-ჰო -არც შემიხედავს ისე ვუთხარი
-თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლი?
გამეცინა, გიჟივით.
-რა ცუდია რომ ვერ დაგაგდებ -თქვა სიცილით
-შენ თუ მზად ხარ ითვალო ფიფქები ჩემთან ერთად და სულ მომიტანო გვირილები რა თქმა უნდა კი
გაეცინა,
ჩამეხუტა და ეს იყო ყველაზე მაგარი ჩახუტება ჩემს ცხოვრებაში,
აქამდეც ჩამხუტებია მაგრამ ზედმეტად ბევრი რამ ვიგრძენი და ზუსტად ერთ წამში ავივსე მისით.
ისე როგორც არასდროს.
მერე ისევ ვითვლიდით ფიფქებს,
ერთი...
ორი...
სამი...
და ჩვენი არანორმალური სიყვარული.
ორი ფიფქი ვიყავით მე და გიგი.
ყველაზე არანორმალური ფიფქები.

^ ^ ^
არ ვიცი რა გამოვიდა მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს ორი ფიფქი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1475 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
მე მომეწონა , ძალიან <3
avatar
0 Spam
2
მადლობ ❤❤
avatar