პირველი ფიქრი 2 (მეორე თავი)
09.09.2017, 21:52
მეორე თავი
"მეჯვარეები"
***
მეორე დღეს, საღამოს რვა საათზე მიაკითხა სახლში ლენას ნიკოლოზმა და ერთ-ერთ მშვიდ კაფეში წაიყვანა მეგობრებთან შესახვედრად. პირველები მივიდნენ და უხმოდ ელოდებოდნენ მათ მოსვლას.
კაფის სიღრმეში ისხდნენ, ფანჯრებისაგან შორს, ამიტომ კამერებისა და ჟურნალისტებისაგან დაცულები იყვნენ.
- მოვიფიქრე და იტალიაში მინდა თაფლობის თვის გატარება. უფრო სწორად, ყოველთვის მინდოდა. -გულგრილად უთხრა საქმროს ლენამ და ფორთოხლის წვენი მოსვა. 
ჯერ კიდევ ივლისი იყო და სიცხეს ჰაერი გაესქელებინა. ქუჩაში სუნთქვაც კი შეუძლებელი იყო.
თავი დაუქნია ნიკოლოზმა. ჭიქის პირზე საჩვენებელ თითს დაატარებდა ჩაფიქრებული და გაურკვეველ ადგილს მიშტერებოდა.
-რამე მოხდა?! -ჰკითხა ლენამ ხმადაბლა.
-მოხდა, აბა, არ მოხდა?! -ჩაეცინა ნიკოლოზს, -ცოლად ისე მომყავხარ, რომ არც კი გიცნობ.
-დავიჯერო, ეგ გადარდებს? -იჭვნეულად დააწვრილა ლენამ თვალები. არ სჯეროდა ვაჟის.
-შენ არ გადარდებს? -თვალებში ჩააჩერდა ნიკოლოზი გოგონას და სწორედ ამ დროს გაისმა მხიარული, ხმამაღალი საუბარი, ბიჭს ყურადღება რომ გადაატანინა.
ორი მაღალი, ქერა და ღიმილიანი სილუეტი მოუახლოვდათ, ერთ-ერთს ხელი მისივე სიმაღლის, ლამაზი გოგოსთვის გადაეხვია.
-მგონი, ცოტა დაგვაგვიანდა. 
-არაუშავს, -გაუღიმა მათ ნიკოლოზმა.
-ეს არის ჩვენი სარძლო? 
-ეს გურამია, -უხერხულად მჯდომ ლენას შეხედა ნიკოლოზმა. -ეს კი ალექსანდრე, მაგრამ ლექსოს ვეძახით. ეს გოგო ბარბარეა, მისი შეყვარებული. ეს კი ელენაა, ჩემი საცოლე, თუმცა ლენას ვეძახით.
-ძალიან სასიამოვნოა. -გაიღიმა ლენამ.
-მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ მეგონა, ნიკოლოზი ოდესმე ცოლს თუ მოიყვანდა. -თქვა გურამმა, -ჰა, რით მოხიბლე? გამიმხილე საიდუმლო. ერთ აუღებელ ციხე-სიმაგრესთან ურთიერთობაში გამომადგება.
-იყავი ის, ვინც ხარ. -მშვიდად და გულწრფელად უთხრა ლენამ.
გულში თავი დაიწყევლა ლენამ, ამხელა ტყუილი რომ თქვა თავის თავზე. თითქოს, დიდი ხანია იცნობს ნიკოლოზს და ერთმანეთი საუკეთესოდ ჰყავთ შესწავლილი. 
-ვცდი. -მხრები აიჩეჩა გურამმა და გაუღიმა.
-აუ, თქვენს ქორწილში რას ვიგრიალებთ! -თვალი ჩაუკრა მომავალ სიძე-დედოფალს ალექსანდრემ. -ხო, მართლა, მეჯვარეებზე რას შვრები? 
-მაგაზე ჯერ არ გვიფიქრია, მაგრამ ალბათ, თითო-თითო მეჯვარე გვეყოლება. -როცა ამას ამბობდა, ლენას შეხედა ნიკოლოზმა. 
როგორც ჩანს, მან კარგად იცოდა, როგორ უღალატა საუკეთესო მეგობარმა გოგონას.
-რომელიმე უნდა გადაგვაგდო? -კატის თვალებით შეხედა გურამმა ჯერ ნიკოლოზს, შემდეგ - ლენას.
-თუ გინდა, ორი მეჯვარე გვყავდეს. ჩემთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. -ხმადაბლა უთხრა გოგონამ საქმროს.
-მერე ვილაპარაკოთ მაგაზე. -მშვიდად უპასუხა ნიკოლოზმა და თვალი აარიდა მას.
***
მანქანით ლენას სახლს რომ მიადგნენ, გოგონა ადგილიდან არ დაძრულა. რაღაცის თქმა უნდოდა, ოღონდ - რისა, ვერ ხვდებოდა.
-დედაჩემმა დამაბარა, როდესაც კაბის ასარჩევად წავა, შემატყობინოსო. -ისევ ნიკოლოზმა დაარღვია სამაეისებური სიჩუმე.
-აუცილებლად... ქორწილი როდის გვექნება? ჯერ ადრე არ არის მზადება?
-აგვისტოს ბოლო რიცხვებში, 25-ის შემდეგ. უკვე ივლისია. 
-ქორწილზე არასოდეს მიოცნებია. -წამოიწყო უეცრად ლენამ. -წყნარად, მეგობრების და ახლო ნათესავების გარემოცვაში მერჩია აღნიშვნა.. მაგრამ აღარც მეგობრები მყავს, როგორც იცი და აღარც ოცნებების ასრულების მწამს.
-მამაშენმა თქვა, ჰყავს ერთი მეგობარი, ახლა საბერძნეთშიაო... -წარბშეკრულმა გაურკვეველი მზერა შეავლო ლენას.
-ჰო. თეკლა. დავურეკავ, თუ ტელევიზიიდან და სოციალური ქსელიდან არ გაიგო უკვე ყველაფერი. -ოდნავ ჩაეღიმა, როდესაც მეგობრის რეაქცია წარმოიდგინა. მასთან კრინტიც არ დაუძრვს გათხოვებაზე, რადგან ეგონა, თავიდან აირიდებდა ამ კატასტროფას.
-შენს მეგობარზე ვიცი. -თქვა ნიკოლოზმა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ.
-ხო, გეცოდინება, მთელი მედია იმაზე საუბრობდა, თუ რა სასტიკად მომეპყრა მეგობარი. მაგრამ რაღაცწილად მიხარია კიდეც, თავიდან რომ მოვიცილე ყალბი ადამიანები. -ამოიოხრა ლენამ და ღვედი შეიხსნა.
შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო, უკან მიუბრუნდა ნიკოლოზს.
-ჯვარიც უნდა დავიწეროთ, ხომ? - თვალები დააწვრილა ჩაფიქრებულმა.
-ჰო, ალბათ, სვეტიცხოველში.
-კარგი. მომავალ შეხვედრამდე.
***
თეკლა ისე გააწბილა ამ უმნიშველოვანესი ამბის გვიან გაგებამ, რომ ლამის უარი თქვა მეჯვარეობაზე, მაგრამ ლენამ მალევე მოთაფლა.
სოც. ქსელში იმდენ სასაცილო და შესუქებულ სტატიას წააწყდა ნიკოლოზსა და მასზე, რომ ცრემლებამდა იკისკისა. 
კომენტარებმა ხომ საერთოდ გადარია. ზოგი დაუგეგმავ შვილს ულოცავდათ, უმეტესობა კი დაბოღმილ და ბოროტ სიტყვებს იმეტებდა მხოლოდ. ეს, ალბათ, საოცნებო სასიძოს ხელიდან გაშვების საფრთხით იყო განპირობებული.
-რატომ გამოაქვს ამ ხალხს დასკვნები დროზე ადრე? -ჰკითხა ნონას, როცა კომპიუტერიდან გამოძვრა.
-მოცლილები არიან და საკუთარი ცხოვრება არ გააჩნიათ. -ჩაეცინა ნონას, შემდეგ კი შვილობილს უსაყვედურა, მაცივარში რომ შეძვრა შუაღამისას. -ამ ქორწილის წინ რა დროს გასუქებაა?
-არ გავსუქდები ისე, რომ დავმახინჯდე. მომატება კი მინდა. ფერ-ხორცი მაქვს დაკარგული ამდენი წამლის სმით, ნერვიულობითა და საავადმყოფოთი. -გემრიელად დაიხვავა თეფშზე საყვარელი კერძი. თავისი ოთახისკენ გაემართა პირგამოტენილი, როცა გაოგნებულ ნონას მიუბრუნდა და თვალუ ჩაუკრა, -ჩემს სადედამთილოსთან ერთად მივდივარ კაბის ასარჩევად ამ დღეებში და შენც მოდიხარ, ხო იცი?
***
-ძალიან კარგი ტანი გაქვს, არ ჯობია, მომდგარი კაბა შეიკერო ღრმა დეკოლტით? -მორიდებით თქვა ნონამ დიზაინერთან საუბრის დროს.
-მერე უნდა ნახო სასაცილო სტატიები ინტერნეტში. "ელენა ლოლაძის მკერდმა დედამიწა დააჩოქა" და მსგავსი მრავალი სისულელე. ღრმა დეკოლტე არ მინდა. თქვენ რას იტყვით? -სადედამთილოს მიუბრუნდა ლენა.
-მე მინდა, რომ თქვენი ქორწილისთვის შესაფერისი, მდიდრული კაბა გეცვას. მკერდის ზომასაც რომ გაუსვა ხაზი. -დედამთილური სიამაყით წარმოთქვა მირანდამ.
დიდხანს იმსჯელეს როგორი უნდა ყოფილიყო კაბა, ათეულობით ესკიზი შექმნა ექსპრომტად დიზაინერმა. მათ შორის საუკეთესო ამოარჩიეს, შეასწორეს და სამზადისს შეუდგნენ. 
ქორწილი ოცდაერთ აგვისტოს დაინიშნა. იქამდე მხოლოდ და მხოლოდ ოცი დღე იყო დარჩენილი. ლენა ვერ ხსნიდა, თუ რატომ ღელავდა იმ ქორწილზე, რომელშიც დედოფლის ფორმალობას შეასრულებდა მხოლოდ და არაფერი იქნებოდა რეალური.
ნიკოლოზს რამდენჯერაც შეხვდა, იმდენჯერ დარწმუნდა, რომ ღჯუ და ცივი ადამიანი იყო. ერთი თბილი სიტყვაც არ უთქვამს გადაკრულად, გაყინული კავშირი რომ გაელღო ოდნავ მაინც.
ლენას გონებაში რაც უფრო ილექებოდა და იცრიცებოდა სიზმარი, მით უკეთ მოქმედებდა ეს თავად მასზე. ბოლოს საერთოდ ამოიგდო თავიდან წარსულზე ფიქრი და საკუთარ თავს საღსალამათი დაუბრუნდა ერთი პატარა შესწორებით: მას აღარ სწამდა, რომ ბედი გაუღიმებდა. იმედდაკარგული აგრძელებდა ცხოვრებას და ასე უფრო მარტივი იქნებოდა ყველა მარცხთან შეგუება.
***
-მეჯვარეებმა გადავწყვიტეთ, სიძე-პატარძალს მაგარი სიურპრიზი მოგიწყოთ. -ენაზე არ დაამაგრდა თეკლას გეგმები, რაზეც მისმა დეიდაშვილმა, რომელიც ასევე ლენას მეჯვარედ ცნეს, თვალები დააბრიალა.
-არანაირი სიურპრიზები. უბრალოდ ქორწილია. -უთხრა გაბეზრებულმა საპატარძლომ, -და ნუ მელაპარაკებით დღე და ღამე ამ ქორწილზე! ვითრგუნები უკვე! 
-ჰოდა, სწორედ მაგიტომ... ამ საღამოსთვის მოემზადე. -თვალი ჩაუკრა თეკლამ და საწოლზე გვერდით მიუწვა, -პრაქტიკულად ჩაიცვი, არ გინდა გამოკვაბზვა მოკლე კაბაში.
-როდის იყო ვიკვაბზებოდი? -ბოლო სიტყვას გაღიზიანებით გაუსვა ხაზი ლენამ.
-აი, მაგ გაღიზიანებამ რომ გაგიაროს და შენს ქმარს დროზე ადრე არ გააგებინო, რა ოხერიც ხარ და რა ჯოჯოხეთშიც მოუწევს ცხოვრება შენ გვერდით, ამიტომ გიწყობთ განტვირთვის წვეულებას. მარტო მეჯვარეები და წყვილი ვიქნებით! -მთელი სიურპრიზი გათქვა თეკლამ.
-ვაუ, ეს იყო თქვენი სიურპრიზი? -უემოციო სახით შეხედა მეგობარს. -თავს ვერ ვაკონტროლებ, ისე მიხარია.
-კიდე კაი, შენი ქმარიც შენნაირი უხასიათოა, თორემ მესამე მსოფლიო ომი გარანტირებული ექნებოდა საცოდავ დედამიწას.
***
მოკლე ჯინსის შორტი და შავი მაისური ეცვა ლენას. არ ელოდა, წყნეთში თუ აპირებდნენ ასვლას,თორემ უფრო თბილად ჩაიცვამდა. 
ნიკოლოზმა წაიყვანა იქ. 
-ჩვენზე მეტად ამათ რომ უხარიათ... -ამოიოხრა სასიძომ, როდესაც აწივლებული მეჯვარეები დაინახა, ხელში რომ გახსნილი შამპანურები ეჭირათ.
-ჩვენც გვიხაროდეს. რა ხდება ისეთი? ვითომ გვიყვარს ერთმანეთი. -მხრები აიჩეჩა ლენამ. 
-არა, ქალებში უკეთესი გემოვნება მაქვს. -შეათვალიერა საცოლე ნიკოლოზმა და უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები.
-რაო, რაო? -რა თქმა უნდა, იუკადრისა ლენამ. -რას მიწუნებ ერთი?!
-დასაწუნებლის მეტი რა გაქვს, მოსაწონი მაჩვენე შენ. -თვალი ჩაუკრა, შამპანურით დასველებული ტუჩები ენით "მოიმშრალა" და პირდაღებული ლენა მარტო დატოვა ორადგილიან, თეთრ სავარძელში.
-აშკარად ჩემი გაღიზიანება უნდოდა... -ჩაიბურტყუნა დარწმუნებულმა მას შემდეგ, რაც მალულად საკუთარი მკერდი და ფეხები შეათვალიერა. -გამოუვიდა კიდეც. როცა ხმას იღებს ან საზიზღარია, ან ყინულივით ცივი და კატეგორიული. ამასთან რა იცხოვრებს?! 
-რა გაბუზღუნებს, რძალო?! -გვერდით მიუჯდა უკვე შეზარხოშებული გურამი და აკაშკაშებული თვალებით მიაჩერდა სახეზე.
-არაფერი, არაფერი... -დაბნეულმა უპასუხა და შამპანურით სავსე ჭიქა ისე გადაცალა, ერთხელაც არ ამოუსუნთქია.
-ლექსო, ბიჭო, ჩვენნაირი ლოთი შემოდის ნიკუშას ოჯახში! -სიხარულით აცნობა მეგობარს ლენას ბედოვლათობის ამბავი. 
-ვისზე ამბობ ლოთიაო, ლენაზე? -შეიცხადა თეკლამ. -მაგას ცხოვრებაში არ დაულევია ერთი წვეთი. ახლა ნერვიულობს და მაგის ბრალია.
-მერე სანერვიულოს და სასმელის მეტი რა ექნება, ლორთქიფანიძესთან რომ იცხოვრებს?!
-რძალს ნუ მიშინებ! -თითი დაუქნია ალექსანდრემ გურამს.

მეექვსე ჭიქაც რომ გამოცალა, ხმაურისაგან თავატკიებულმა და კარგად შეჟუჟუნებულმა აივანს შეაფარა თავი. შორტსა და მაისურში გამოწყობილს სულ არ შესცივნია, იმდენად გაახურა სასმელმა.
-შენ მართლა ამდენს სვამ ხოლმე? -საქმროს ხმა რომ გაიგონა, უკან მიბრუნდა ნელა.
ნიკოლოზიც კარგად შეზარხოშებულიყო, თუმცა რა იმდენად გურამივით ცოცხით სტრიპტიზი რომ ეცეკვა.
-რომ გითხრა, კი-მეთქი, ცოლად არ მომიყვან? -ჰკითხა თვალებმინაბულმა ლენამ და გახურებული სხეული ინსტიქტურად ნიკოლოზის სიცივეს მიუშვირა.
-არავინ არაფერს გაძალებს. -ხმა გაუუხეშდა მამაკაცს და გვერდით ამოუდგა საცოლეს.
-ჰოოო, ვიცი, ვიცი, ვი-ცი. -რამდენჯერმე გაიმეორა მობეზრებული სახით. -ისე, შენი აზრით, რატომ დავთანხმდი?!
-ოჯახის ბიზნესის გადარჩენა გინდა. -დარწმუნებით მიუგო ნიკოლოზმა.
-ნწ. -თავი გააქნია ლენამ. -არა, საერთოდ არა. მაგრად მკიდია ეგ ფული და ბიზნესი. მამაჩემს ადარდებს მხოლოდ. მე სიმშვიდის გამო ვთხოვდები. ზაალი მაგრად მომაბეზრებდა თავს, უარი რომ მეთქვა. მთელს ცხოვრებას გამიმწარებდა. ამიტომ, სიმშვიდისთვის დავთანხმდი.
-იტყუები, -ღიმილით შენიშნა ნიკოლოზმა. -ეგეთი მორჩილიც არ ხარ. 
-ჰო, ვიტყუები. სიმართლე რომ მეთქვა , თავს სხვანაირად ვიგრძნობდი. ხო იცი, როგორი გრძნობაა, მართალი როცა ხარ. ეგ გრძნობა არ დამუფლებია. -თვდახუჭული ცდილობდა მისთვის რაღაცის ახსნას.
-ბრძოლა მოგბეზრდა. დანებდი. -სწრაფად დასვა დიაგნოზი ნიკოლოზმა.
-გგონია, რომ მახინჯი ვარ?! -წეღანდელი ნათქვამი მოაგონდა ლენას მთვრალ თავს.
-არა. ეგ როდის გითხარი? -აშკარად ხალისობდა გოგონას მდგომარეობით ნიკოლოზი. მზერას უფათურებდა სახეზე, გაბურცულ, მობუტბუტე ტუჩებზე, მოღეღილ, მთვარის შუქზე გამუქებულ, შოკოლადისფერ მკერდზე.
თითქოს ვაჟის აზრები წაიკითხაო, თვალები გაახილა ლენამ.
ეშმაკურმა მზერამ თავიდან გააკვირვა, შემდეგ მთვრალი სიმხურვალე გადაეზარდა სხვა, ამოუცნობ სიმხურვალეში გადაეზარდა, რომელსაც სიმთვრალისგან დაღლილი გონება სახელს ვერ უძებნიდა. 
კისერზე ჩამოეკიდა ეშმაკური მზერით და აქამდე მიმალული სიკეკლუცით გაუღიმა.
მუცელში რაღაც მწველი ჩაეღვენთა, რამაც თვალები მიალულინა, როდესაც გაყინული ტუჩებით შეეხო ნიკოლოზი მისას.
საოცარი სიფაფუკე და სირბილე იგრძნო, სიუხეშის გემო რომ დაჰკრავდა. წაბარბაცდა, თუმცა წელზე ანაზდეულად მოხვეულმა ხელმა წაქცევის საშუალება არ მისცა.
ქვედა ტუჩზე კბილები გამოსდო ნიკოლოზმა და ოდნავ შეჩერდა სულის მოსათქმელად. შემდეგ თვალებში ჩახედა ლენას და ვნების ჩაუმქრალი ცეცხლი რომ დაინახა, კოცნა გაახელა.
ეზოდან მოესმათ მანქანის გასვლის და გამამხნევებელი შეძახილების ხმა. 
სრულიად მარტოები დარჩნენ.
............
ძალიან მწყინს, კომენტარებს რომ ვერ იმეტებთ :( 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lenkaloladze123 | ტეგები: ფიქრი, undefined, თავი), (მეორე, პირველი
ნანახია: 1093 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar