პირველი ფიქრი 2 (მეოთხე თავი)
13.09.2017, 22:33
მეოთხე თავი

-არ შემიძლია... 
სული ეხუთებოდა ლენას, როცა ნიკოლოზის ხელებს გრძნობდა ტანზე, ტუჩებზე, მკერდზე... აღარც ჟრუანტელი უვლიდა, აღარც სურვილი ჰქონდა მისი კოცნის. უნდოდა სხეულიდან მოეცილებინა მისი გაყინული ხელები, უგრძნობი და უუფლებო.
-ნიკოლოზ, არ მინდა... არ შემიძლია... -ორივე ხელი მკერდზე მიაბჯინა და მთელი ძალით მიაწვა მოსაცილებლად.
მარჯვნივ გადაწვა ნიკოლოზი, ღრმად სუნთქავდა, რამდენიმე შრამი ჰქონდა გულ-მკერდზე... ახლაღა შენიშნა.
-რატომ, რა გჭირს? -თქვა ლორთქიფანიძემ, როდესაც სული მოითქვა.
-არ მინდა. ამას ვერ გავაკეთებ. 
-მაშინ ხო გინდოდა... ახლა რა გიშლის ხელს, ახლაც მთვრალი ხარ...
-სიმთვრალეში არაა საქმე. მე მაშინ იმიტომ არ ვყოფილვარ შენთან, რომ მთვრალი ვიყავი... მაშინ მინდოდა, მაშინ ვერ ვგრძნობდი ამ ყველაფრის სიმძაფრეს, ფულის სუნს, სიყალბეს... ახლა კი ყველაფერი ყარს... არ მინდა ამ ყველაფერს ფულის ფონზე ვაკეთებდე. ქორწინება ფულის გამო... ახლა ესეც?? არა, არ მინდა, ვერ გავაკეთებ... ამდენად ვერ დავეცემი..
საწოლიდან წამოდგა ნახევრად შიშველი. სკამზე გადაკიდებული აბრეშუმის ხალათი შემოიცვა სხეულზე. ბალიშებით საწოლი მოიწყო დივანზე და ზედ მოიკუნტა.
გული ყურებში უგუგუნებდა, ეშინოდა ნიკოლოზის... არ ენდობოდა... რომ მოენდომებინა, ისე იხმარდა ძალას...
-საწოლზე შენ დაწექი, -შეხტა მისი ხმის გაგონებაზე, თუმცა რომ გაიაზრა რა უთხრა, გულზე ოდნავ მოეშვა..
ერთ მხარეზე მოიკუნტა და თვალები დახუჭა.
კიდევ არ სჯერა, რომ გათხოვილი ქალი ჰქვია.... სხვა დანარჩენი გოგოებივით ისიც სულ ბედნიერ ოჯახზე ოცნებობდა, მაგრამ ხელში შერჩა ქმარი, რომელიც არ უყვარს... რომელსაც არ უყვარს.. ჯოჯოხეთშია...
-არაფერს დაგიშავებ.... -ცოტა გაბრაზებული ჩანდა ნიკოლოზი.
ლენას მოცახცახე სხეულს თვალი შეავლო და სააბაზანოში შევიდა.
***
თაფლობის თვე ნამდვილად საოცრება იქნებოდა, მარტო რომ გაეტარებინა. 
ნიკოლოზს იმდენი ფოტო გადააღებინა სანატრელ ადგილებში, ღამითაც ვერ ისვენებდა, ყველაფრის ნახვა უნდოდა. ქალაქიდან ქალაქში ინაცვლებდნენ. ვენეციის ქუჩებში ნავით სეირნობა ხომ საერთოდ საოცრება აღმოჩნდა. ათვალიერებდა ნაპირებთან მიჯრილ სახლებს სადა ექსტერიერით, ნესტიანი ჰაერით იბერავდა ფილტვებს.... 
რამდენიმე ფოტო ნიკოლოზთან ერთად გადაღებული გამოაქვეყნა კიდეც სოციალურ ქსელში. გამოხმაურება მოჰყვა წარმოუდგენელი. რა თქმა უნდა.
-დღისით ხომ მაგარია, მაგრან ღამით სულ სხვაა! -ისეთი ბედნიერი ხმით საუბრობდა ლენა, ნიკოლოზს შეცვლილი ეჩვენა.
წამით შეაწუხა მისმა წოდებამ ლორთქიფანიძე... დაუმსახურებელმა და უფერომ, უუფლებომ. თავად იყო იმ უბედურების მიზეზი, რომლის ფონზეც მცირედი ბედნიერებაც კი შესამჩნევი ხდებოდა. 
განა ის ოცნებოდა ასეთ ოჯახზე, გაცივებულ საწოლზე და მხოლოდ მოვალეობებზე? მას არანაირი უფლება არ ჰქონდა ლენას წინაშე... თუმცა ახლა ასე იყო საჭირო. ამდენხნიან ბიზნესს საერთო მეტოქის გამო წყალში ვერ ჩაყრიდნენ.
-შენ სულ ვერ ღებულობ სიამოვნებას თაფლობის თვისგან. -აღნიშნა ლენამ და საწოლში შეწვა. -თუ გინდა დავბრუნდეთ.
-არა, რა დავბრუნდეთ... ჯერ კიდევ ბევრია სანახავი. 
მიხვდა ლენა, ნიკოლოზი ხათრით რომ ეუბნებოდა ამას. ალბათ ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდება იმ თავის ბიზნესს, ზედ რომ არის გადაყოლილი. ლოლაძეს საერთოდ არ აინტერესებს. წყალსაც წაუღია ის ფული...
ნიკოლოზს ბოჭავს ეს არაოჯახური ოჯახი, თითქმის ტანჯავს კიდეც, მთელს სხეულს უფხაჭნის ზოგჯერ იმაზე ფიქრიც კი, რომ უსიყვარულოს იცხოვრებს ბოლომდე..... და ლენასაც, სრულიად უდანაშაულოს და უადგილოს, მოუსპობს ოცნებებს, თუ უკვე არ გააკეთა ეს. წარმოდგენაც არ აქვს, რა იქნება ის ხავსი, რომელსაც ჩაეჭიდება, რომელიც გააძლებინებს.
ზოგჯერ მართლა უნდა ყველაფერს შეეშვას, შინ დაბრუნებულს საყვარელი ადამიანი დახვდეს, მოეხვიოს მის თბილ სხეულს, მის ცოლს და არა ქალს, ვიღაცას, ორგანული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად..... მაგრამ ეს ყველაფერი არ აქვს და ეშინია, მერე გვიან არ იყოს. 
-რა კარგი სურათებია... ამათ აუცილებლად ამოვბეჭდავ და ერთ იტალიურ ალბომში ჩავაკრავ. ხვალ მაღაზიებში მინდა შევიაროთ. მეექვსე დღეა აქ ვართ და ჯერ არავისთვის არაფერი გვიყიდია.... 
-ლენა, არ არის საჭირო... -დაღლილი და მილეული ხმით თქვა ნიკოლოზმა. სულ გაფითრებულიყო..
-როგორ არ არის საჭირო? შენ თუ არ გინდა, მე წავალ. 
-მარტო ვერ წახვალ...
-რა ხმა გაქვს, ნიკოლოზ? -წამოიწია საწოლიდან და ქმარს სახეზე დახედა. მერე შუბლზე ხელი მიადო. -სიცხე გაქვს. მოიცა, იქნებ დამწევი მქონდეს წამოღებული.
-არ გინდა, გამივლის, ლენა. დილას უკვე აღარ მექნება.
ქმრის ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია ლენას, საწოლიდან წამოხტა და მედიკამენტების ჩანთაში დაიწყო ქექვა. არაფერი ჰქონდა, რაც სიცხეს დაუწევდა.
ტანსაცმელი ჩაიცვა და საფულე აიღო. აფთიაქში აპირებდა წასვლას, ნიკოლოზი რომ წამოიწია საწოლიდან.
-ამ შუაღამეს სად მიდიხარ? 
-ცუდად ხარ და დამწევს გიყიდი აფთიაქში. 
-ლენა, არ მინდა-მეთქი, ნუ ჯიუტობ. დაწექი საწოლში და რომ გამოვიძინებ გადამივლის. -დახუჭული თვალებით ელაპარაკებოდა ნიკოლოზი.
-რას გამოკეთდები, ძლივს ლაპარაკობ! 
ქმრის საუბარს ყური არ დაუგდო და ნომრიდან გამოვარდა.
კისრისტეხით ჩაიარა კიბეები, ლიფტის არსებობა სულ არ ახსოვდა.
-რა უკუღმართი კაცია, ახლა აუწია სიცხემ და ახლა დაემართა ყველაფერი... -დუდღუნებდა თავისთვის და გასასვლელისაკენ მიემართებოდა, დაცვა რომ გადაუდგა წინ. 
არაფრით უშვებდნენ შენობიდან, გაკვირვებული სასტუმროს მიმღებში მჯდომ მომღიმარ გოგონას მიუბრუნდა და ინგლისურად გამოელაპარაკა, უნდოდა გაერკვია ყველაფერი.
-თქვენმა მეუღლემ, ნიკოლოზ ლორთქიფანიძემ გვთხოვა, რომ სასტუმროდან არ გაგიშვათ. -გაუღიმა გოგომ.
ლენა გამწარდა, უკან მობრუნდა ბრაზისგან აჭარხლებული და სწრაფმავალი მატარებელივით ავარდა კიბეებზე, თან ყურებიდან კვამლს აფრქვევდა.
-თავხედო! -კარები ლამის შეანგრია. ცდილობდა, არ ეყვირა და შენიშვნა არ დაემსახურებინა. -ხომ გითხარი, აფთიაქში მივდივარ-მეთქი!
-მეც ხომ გითხარი, არ წახვიდე-მეთქი! -დაღლილი ხმით უპასუხა ნიკოლოზმა.
ბრაზი კისერში მოაწვა, თუმცა ავადმყოფთან მტყუან-მართალის გარჩევას არ აპირებდა, ამიტომ სააბაზანოში შევიდა, საფენები დაასველა და შუბლზე დაადო.
-რატომ არ ისვენებ? -ცივი რომ იგრძნო, თვალები გაახილა ლორთქიფანიძემ და დაქანცული მზერა შეავლო.
-რატომ არ ჩუმდები? სულ ორი დღე დაგვრჩა და არ ვაპირებ, სასტუმროში ვიყურყუტო და შენ მოგიარო. ამიტომ ჩუმად იყავი, რა....
საფენებს მანამდე უცვლიდა, სანამ სიცხემ არ დაუწია. თვალები გაუშრა უძილობისგან. დილის ხუთი საათი იქნებოდა, რომ ჩამოეძინა საწოლზე თავდადებულს ნიკოლოზის ცხვირწინ.
ლორთქიფანიძეს მისმა გრძელმა თმამ მოუღიტინა ცხვირში და გაეღვიძა. 
გაცილებით უკეთ იყო. 
ლენა საწოლზე მიაწვინა, ერთხანს უყურა მის სახეს, გამობურცულ ტუჩებს და ხშირ, შავ წამწამებს....
შემდეგ ღრმად ამოიხვნეშა და სააბაზანოში შევიდა.
 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lenkaloladze123
ნანახია: 1059 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
Mepatarava tavi:(. Imedia mat shoris urtiertoba datbeba. Orive mecodeba magram lena gansakutrebit. Sashìnelebaa icxovro im mamakacis gverdit romelsac ar uyvarxar,metic sitbisac ki ar gamoxatavs. Velodebi shemdeg tavs moutmenlad❤
avatar