პირველი ფიქრი 2 (მესამე თავი)
11.09.2017, 12:21
მესამე თავი

***
გააზრებაც ვერ მოასწრეს, ისე აღმოჩნდნენ რომელიღაც საძინებელში. 
სასმელმა სულ მთლად ჩამოშალა და ჩამოანგრია ის ბარიერები, რომლებსაც ორივე მათგანი უნდა შეეჩერებინა და გონს მოეყვანა. მაგრამ იმდენად ღრმად შეტოპეს ვნების და ცეცხლის ზღვაში, რომ აზროვნების უნარი ძალიან ღრმად, ფსკერზე ჩაიძირა.
ლენას მთელი სხეული უხურდა, ვენებში ადუღებული სისხლი ჩხრიალით მიედინებოდა და მუცელში გაურკვეველ იმპულსებს წარმოქმნიდა.
წელს ზემოთ საერთოდ შიშველი აღმოჩნდა რამდენიმე წამში, ნიკოლოზი ზემოდან მოქცეოდა საწოლზე გართხმულს და საკუთარ ხელებზე გადაჰქონდა მთელი სხეულის სიმძიმე. 
ტუჩმოუშორებლად უკოცნიდა მთელს სახეს, სხეულს, მკერდს და თავის წილ სიცივეს ქალის გახურებულ სხეულზე ანაწილებდა.
უეცრად კისერზე შემოაწყო ხელები ლენამ. თავადაც გაუკვირდა, თუ საიდან აღმოაჩნდა გრძნობადაქვეითებულ სხეულს ამდენი ძალა.
სქელი, გავარვარებული ტუჩები ნიკოლოზის მფეთქავ არტერიას მოწყვეტით შეახო და ენერგიაგამოცლილმა ძლივსღა გაიგონა კაცის ჩუმი ამოგმინვა, რომელსაც სწრაფი რეაგირება მოჰყვა: შორტის გარეშე, თითქმის სულ შიშველი იწვა ნიკოლოზის წინაშე.
არ იცის, წინააღმდეგობას რატომ არ უწევს, ან საიდან გამოჩნდა ეს ალოგიკური სურვილი, თითქმის უცნობი მამაკაცისთვის შეეწირა ქალწულობა. უბრალოდ, ასე ამორალურად უნდოდა ნიკოლოზი ყოფილიყო პირველი. მხრებიდან ჩამოუცურდა პრინციპებისაგან შეკერილი მოსასხამი და წვივებთან ჩვარივით დავარდა. 
პირველ ფიქრს მიენდო. გულში ღრმად სწამდა, რომ ის ყოველთვის ამართლებდა, ყოველ შემთხვევაში გულწრფელობას მაინც ამტკიცებდა პირველი ფიქრი, რეალურ გრძნობებს, შეხედულებებს. 
პირველი ფიქრი არაფერი იყო, თუ არა თავად ადამიანი, მისი სულის ჩონჩხი და უტყუარი ქვეცნობიერი. 
მაგრამ არანაირი წამაქეზებელი გრძნობა არ არსებობდა ამ ორს შორის, მხოლოდ სურვილი და ვნება.
თეძოებზე შემოწყობილი გრძელი თითებით მოქაჩა ნიკოლოზმა ლენას და დაბლა ჩამოსწია, სახე გაუსწორა. გოგონას მთვრალ თვალებში ვნება და თანხმობა ერთმანეთში ირეოდა, ტუჩები და ლოყები შინაგანი სიმხურვალისაგან გაღუებული ჰქონდა.
"პირველი ვარ." გაიფიქრა უნებურად ნიკოლოზმა. ეს იყო ერთადერთი, რაზეც მისი გონება ფიქრობდა, ქალის სხეულის გარდა. 
არ იცის, ეს მამაკაცური ალღო იყო, გამოცდილებით დამუშავებული, თუ უბრალოდ ერთი შეხედვით შესამჩნევი ლენას რეაქციებიდან გამომდინარე.
სულ ერთია.
იმან, რომ პირველი იყო, უცნაური გრძნობა გაუჩინა ნიკოლოზს. ამ გრძნობამ აიძულა ყოფილიყო ნაზი, დაუვიწყარი... თუმცა ასეთი გრძნობა, კარგადაც იცოდა, ლენას რომ არ გამოუწვევია...
***
საშინელმა გულისრევის შეგრძნებამ გამოაღვიძა, ამას ერთვოდა თავის ტკივილი, წუილი და სიცარიელის შეგრძნება. თითქოს გამოხრული თხილი იყო, ქამოქურთნილი გოგრა, რომელსაც შიგთავსი აღარ გააჩნია.
ნანობდა? არა, არაფრით ინანებდა. მერე რა, რომ მთვრალი იყო, ამას მისთვის არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. 
ნიკოლოზი ზურგშექცევით იწვა და მშვიდად ფშვინავდა, ფეხზე რომ წამოდგა, მისი წამობურცული ტუჩებიც შენიშნა. 
ძლივს შებორძიკდა აბაზანაში. სადღაც შორიდან ესმოდა წყლის კაფელზე შხაპუნის ხმა.
მოთენთილი იყო. ვერაფერს იაზრებდა, ზომბივით მოძრაობდა. გრძნობდა, რომ არ ნანობდა. მაგრამ არც კმაყოფილი იყო, არც ბედნიერი. ესეც, სხვა ბევრი რამის მსგავსად, სულ ერთი აღმოჩნდა ლენასთვის. 
უნდოდა და გააკეთა. იმ წამს იყო კმაყოფილი, ცოტა ბედნიერიც, ღამით... როცა მისი თითები ეხებოდა, როცა უცნაური შეგრძნებები უჩნდებოდა. თუმცა ბედნიერება გრძნობებივით გააქრო ძილმა.
-ადექი უკვე? -ნიკოლოზის ნამძინარევი ხმა მოესმა სამზარეულოში გაშტერებულს.
არაფერი შეცვლილიყო მის სახეზე. უემოციოდ ამბობდა. 
გულის სიღრმეში გაუხარდა კიდეც ლენას, დიდი მნიშველობა რომ არ მიანიჭა ამას მამაკაცმა, ყურადღება რომ არ გაამახვილა.
-კი, რამდენი ხანია. -ჩახლეწილი ხმით უპასუხა ლენამ. 
ეგონა, სუნთქვაშიც დიდ ენერგიას ხარჯავდა. 
-სიცხე ხომ არ გაქვს? -შუბლზე ხელი მოუსვა ნიკოლოზმა.
-არა, -თავი უკან გასწია ლენამ. 
-თუ გინდა, ვიყოთ კიდევ აქ ცოტა ხნით. -მხრები აიჩეჩა ლორთქიფანიძემ.  ეტყობოდა, მისთვის სულ ერთი იყო, ლენასთან ერთად იქნებოდა თუ მის გარეშე.
-არა, წავიდეთ. სახლში დავისვენებ. 
***
-ჰა, აბა, როგორი იყო?! -საღამოს, როგორც კი მობილური ჩართო, მაშინვე დაურეკა თეკლამ. 
-რატომ გგონია, რომ მოგიყვები? -კითხვა მიუბრუნა ლენამ. გაღიზიანებული იყო.
-რა უხასიათო ხარ, სულ იღრინები. სულ გაღიზიანებული ხარ!
-მე შენ ახლა სიკეთე გაგიკეთე და ვერ მიხვდი, თეკლა.
-ოჰ, სიკეთისმფრქვეველო დედოფალო, იქნებ განმანათლოთ და მითხრათ, რომელი სიკეთე დამაბერტყე თავზე?
-მე რომ მოგიყვე ახლა ყველაფერი, შენ მერე დაგეკარგება მუღამი, როცა მაგის დრო მოვა. 
-ვაუ, მიკვირს შენი გულკეთილობისა. შენს ადგილზე მე სხვაგვარად მოვიქცეოდი, ყველაფერს გეტყოდი... ეჰ, დაუნახავი ხალხითაა სავსე დუნია.
-რატომ გგონია, რომ შენი სექსუალური ცხოვრება ოდესმე დამაინტერესებს?! რა სულელი ხარ, თეკლა.
-მაგას გაგიტარებ კულტურულად, მარა შენს ქორწილში ისეთი კაბა მეცმევა, გეშინოდეს! დაგჩრდილავ, რააა.
-გაკოცე. -თვალები გადაატრიალა ლენამ და გაუთიშა.
***
ქორწილამდე ერთი კვირით ადრე, მირანდამ და ერეკლემ დაიბარეს რძალი და შვილი თავისთან.
-ერთი ასეთი ტრადიცია გვაქვს, თითქმის ოჯახური და ცოტა სასაცილოც. -დაიწყო მირანდამ აციმციმებული თვალებით. 
ლენა და ნიკოლოზი ერთმანეთის გვერდზე უცხოებივით ისხდნენ. არ ჰქონდათ არც შეხედვის, არც შეხების სურვილი.
-ქორწილამდე, როდესაც ერთი კვირა არის დარჩენილი, წყვილმა არ უნდა ნახოს ერთმანეთი. მხოლოდ ტელეფონით კონტაქტის უფლება აქვთ. 
-ვაუ. -ერთწუთიანი სიმშვიდის შემდეგ უხერხულად აღმოხდა ლენას.
-გავძლებთ როგორმე.
ცინიკურად აღმოხდა ნიკოლოზს. აშკარად უკმაყოფილო იყო, რომ დრო ამ სისულელეში დააკარგვინეს.
-რა უხეში ხარ! -მირანდა შვილით იყო უკმაყოფილო.
მხოლოდ ლენა და ერეკლე ისხდნენ ხმაამოუღებლად.
-წამოდი, ელენა, ყავა დავლიოთ და სახლში ჩვენი მძღოლი წაგიყვანს.
**
წყვილს ერთმანეთი არათუ უნახავთ, არც  დალაპარაკებიან ტელეფონითაც კი. მონატრება არც ერთს სწვავდა, არც მეორეს. სიყვარული მითუმეტეს...

დღე, რომელიც ყველაზე ლამაზი უნდა ყოფილიყო, ყველაზე ჯადოსნური, სრულიად ჩვეულებრივი აღმოჩნდა. არანაირი გრძნობა არ ჰქონდა ლენას, რომ თავის ქორწილში იმყოფებოდა, სარკეში უყურებდა თავის თავს, თეთრ კაბაში გამოწყობილ სხეულს და გრძნობდა, რომ ესეც არ იყო მისი, კაბაშიც კი სხვამ შეურია ხელები.
ვერ ხვდებოდა, რატომ ღვრიდნენ ცრემლებს მისი დანახვისას, განსაკუთრებით კი ნონა. მან ხომ იცოდა, რა იდგა ამ ყველაფრის უკან, რა იყო რეალობა.
ადამიანი ყოველთვის მარტოა...მხოლოდ სულელები ფიქრობენ, რომ ვინმეს ბოლომდე ესმის მათი.

უამრავი კამერის ობიექტივში მოხვდა წყვილი. მათ წინაშე ცდილობდა ლენა სიყალბეს. ამჯერად ნიკოლოზისავით გაყინული ჰქონდა სხეული მასაც, თითქოს დიდი ხნის მკვდარი იყო, თითქოს მხოლოდღა კანი დარჩა მისგან და დანარჩენი ყველაფერი გადნა, აორთქლდა...
იღიმოდა და ეგონა, მწარედ დაისჯებოდა, ასე რომ აიძულებდა თავს ყოფილიყო ის, ვინც არ უნდოდა, მოქცეულიყო ისე, როგორც არ სურდა.. თუმცაღა ეს უკვე სასჯელი იყო.
თავის ცხოვრებაში საკუთარ ადგილს ვეღარ პოულობდა.
ვინ გააქრო, ვინ წაშალა?! მთელი ქორწილი ამაზე ფიქრობდა, როცა სიძე-დედოფლის ამაღლებული მაგიდიდან უმზერდა ელიტას, ყალბი ღიმილი რომ აეკრა მის თითოეულ წარმომადგენელს სახეზე და ფარისევლობას რომ ასხივებდნენ ქათქათა კბილებიდან.
მხოლოდ რამდენიმე გულწრფელ ღიმილს ხედავდა და მათ გამო გული ძალიან წყდებოდა, არ სურდა მოეტყუებინა გურამი, ლექსო, თეკლა და რუსო... დანარჩენებმა ყველაფერი იცოდნენ, მშობლებმა, მაგრამ მაინც გულწრფელად უხაროდათ. რატომ.... რისი სჯეროდათ, რა იმედები ჰქონდათ?!
-ქალბატონებო და ბატონებო, მთელო დამსწრე საზოგადოებავ.. მოგესალმებით, მე ვარ გურამი, ნიკოლოზის ბედოვლათი ძმაკაცი.. მოკლედ, ჩვენი სერიოზული სიძის ხელში ელენიკომ მოიწყინა და მეჯვარეებმა შოკი სიურპრიზი მოვუწყეთ. აპლოდისმენტები მერე იყოს, თუ გაუძლებს ეს დარბაზი....
-არანორმალური... -ჩაიდუდღუნა ნიკამ, თუმცა ეტყობოდა ტუჩებს ძლივს უყრიდა თავს, რომ არ გასცინებოდა.
ლენამ აზრის გამოხატვა ვერ მოასწრო, ისე ჩაირთო ქართულ-უცხოური მუსიკების პოპური და როგორ აცეკვდნენ გიჟი მეჯვარეები მხიარული სახეებით.
ლოლაძემ ვერ იგრძნო, რამ წამოახტუნა ფეხზე გახარებული, თუმცა მთელი ქორწილის განმავლობაში ეს ერთადერთი ბედნიერი მომენტი იყო და მას ტაშით ეგებებოდა.
ცეკვის დასრულების შემდეგ ლამის ხელის გულები ასტკივდა, ისე გამწარებით უკრავდა ტაშს.
ვინ იცის, იქნებ, ეს ქორწილი ერთადერთი აღმოჩნდესო ჩემ ცხოვრებაში, იფიქრა ლენამ და უხასიათობა უკანასკნელი თმის ღერივით ჩამოუვარდა სხეულიდან.
-ახლა კი ქალბატონ რძალს საცეკვაოდ ვიწვეეევთ. თქვენ გერგოთ ეს პატივი, ელენა, რომ მაესტროსთან იცეკვოთ...
სწრაფად ჩავიდა საცეკვაო მოედანზე ლენა და მხიარულად აცეკვდა გურამთან.
ირგვლივ უამრავი ხალხი დასტრიალებდა, თუმცა რაღაც მაინც უხაროდა.
ამ ბოლო დროს ატყობდა, რომ კარგად ყოფნისთვის მიზეზები არ სჭირდებოდა, მაგრამ მაინც ათასში ერთხელ იყო კარგად,,რადგან ცუდად ყოფნისთვის უფრო მეტი მიზეზი ჰქონდა...
მერე ნელი ვალსი ჩაირთო და გურამმა ლამის ჰალსტუხით ჩამოათრია ნიკოლოზი საცეკვაოდ. შეწუხებული სახე ჰქონდა სიძეს, მაგრამ ვერაფერს გააწყობდა.
-ვერ ვიტან ცეკვას... -ჩაიბუზღუნა კაცმა და წელზე ხელები მოხვია ცოლს.
-მე დალევას, მაგრამ ხომ მიყურებ, რა კარგად შევჟუჟუნდი.
-მაგიტომ არ უნდა შეეჯიბრო სულელ გურამს მეორედ სმაში. 
-ხომ ვაჯობე, -გაიჯგიმა ლენა. -შეგიძლია, იტრაბახო...
-მაგას არც კი გავამხელ... -გოგოს საქციელზე გაეცინა ნიკოლოზს.
-ვიღაცას ბედნიერი წყვილი ვეგონებით.
მიწაზე დაეხეთქა ლენა და მოიღუშა.
-უბედურები რატომ ვართ? -წარბები ისე შეკრა ნიკოლოზმა, თითქოს მართლა ვერ ხვდებოდა ამაზე პასუხს.
-ფულით ვცხოვრობთ, ვერ ხედავ?? როგორ შეიძლება შენ ცხოვრებაში ფულს უფრო მეტი ადგილი ჰქონდეს, ვიდრე შენ და ბედნიერი იყო... ამ ყველაფერს ფულისთვის ვაკეთებთ...
ნიკოლოზს არ უპასუხია. თუმცა არც ეთანხმებოდა.
ვალსი დასრულდა. ლენას გული ეხუთებოდა და გარეთ გავიდა. ქმარს უთხრა მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.
სიგრილე ეამა. ისე ემძიმებოდა არასასურველი საქორწინო კაბა.... ეგონა რკინის ჯავშანი ეცვა... 
-ოჰოოო, პატარძალოოო... 
თვალები უეცრად დაყაჭა, მთვრალი, ნაცნობი და არასასიამოვნო ხმა რომ მოესმა.
ირაკლი.... როგორ გაბედა მოსვლა იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გაუკეთა?? ფულზე გაყიდა... შეურაცხყო, მიატოვა..
-რა ლამაზი დედოფალი ყოფილხარ, ეგ რო მცოდნოდა, არ მიგატოვებდიიი...
-ირაკლი, წადი, თორემ დაცვა მოვა. -ხმა აუთრთოლდა ბრაზისაგან ლენას.
-კაი, რა, ლეენ. მაპატიე, შენ ხო გიყვარვარ... -მისკენ გაიწია ბიჭმა, რაზეც ლენამ უკან დაიხია სწრაფად.
-მიკვირს, შენ საერთოდ როგორ გიყურებდი. წადი. თუ ფული გინდა მაგისთვისაც??
-მჭირდებოდა, ლენ. -უკან არ იხევდა ირაკლი.
-გული მერევა შენზე... -სახე მოეძმარა ლოლაძეს, თითქოს მართლა აპირებდა ღებინებას.
-რა ხდება, ლენა?! -ნიკოლოზის ცივი, მკაცრი ხმა რომ მოესმა, უფრო დაიძაბა.
-ოჰო, სიძესაც ვახლავარ. რა გოგო ამახიე, ხვდები მაინც?! -უშნოდ იჭაჭებოდა ირაკლი. პირიდან დუჟი გადმოსდიოდა.
-წესიერად ილაპარაკე. -ხმა უფრო გაუმკაცრდა ნიკოლოზს, ლენას უთხრა, შიგნით შესულიყო.
როგორც ჩანს, ირაკლიზეც ყველაფერი კარგად იცოდა.
წინააღმდეგობა არ გაუწევია ლენას.
უხმოდ მიბრუნდა, ზურგზე ხვდებოდა ირაკლის მთვრალი და უაზრო სიტყვები... უკვე მართლა უკვირდა თავისი თავის... მერამდენედ.
............
მწყინს, რომ არ აქტიურობთ და კომენტარებს არ მიტოვებთ :( 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lenkaloladze123
ნანახია: 1130 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar