პირველი ფიქრი -5-
03.07.2017, 20:48
მეხუთე თავი
***

დილით ადრე წამოვიდნენ. ხელგაშლილ მასპინძლებს მადლიერად გამოემშვიდობნენ და გზა საზღვრისკენ განაგრძეს.
-ერთი კვირის სავალიც აღარ დაგვრჩენია... - თქვა რობაქიძემ.
-იკითხეს საქონელი? -ამოღერღა ერთ-ერთმა წევრმა, ქერამ.
ცოტა ხნით ჩუმად იყვნენ. ლენას იქ ყოფნის გამო არ სურდათ რაიმე ეთქვათ, თუმცა შემდეგ მთავარმა გააღო პირი სიახლის სათქმელად.
-უფროსი გველოდება, იცის, რომ მალე მივალთ და მზად დაგვხვდება. -თქვა ჰერკულესმა ისე, რომ არც ერთი მათგანისთვის შეუხედავს და ოთხეულს წინ გაუძღვა.
-მე საზღვარზე გადამიყვანეთ და გზას ჩემით გავიკვლევ. -თქვა ლენამ ხმადაბლა. -ისედაც ძალიან შეგაწუხეთ.
არავის არაფერი უთქვამს. ჩუმად მიდიოდნენ გზაზე.
ლენა ჰერკულესს დაეწია და გვერდით ამოუდგა. ალმაცერად გახედა კაცს, რომელიც მის იქ ყოფნას არ იმჩნევდა და ჯიქურ მიიკვლევდა გზას, რომელიც მხოლოდ მან უწყოდა, საით მიდიოდა.
- მე თქვენ აუცილებლად გამახსენდებით, მართლა გამახსენდებით, როდესაც ახალ ცხოვრებას დავიწყებ, რადგან თქვენ დამეხმარეთ ამაში. მართალია, თქვენი სახელები არ ვიცი, მაგრამ მერე რა?! გამახსენდება რობაქიძე, რომელმაც რაღაც სიმწარე იგემა, გამახსენდება ის ორი ყმაწვილი, ერთი ქერა და მეორე წითური, თითქმის არასდროს რომ არ იღებდნენ ხმას, და გამახსენდება ჰერკულესი, ჩემი ფორმალური ქმარი, ის, ვისთან ერთადაც ხეზე მეძინა, ვინც ხელით მათრია სიცხიანი... ღჯუ, მაგრამ სიმპათიური...
ხმას არცერთი იღებდა ისევ. ლენამ იფიქრა, თავი მოვაბეზრე ჩემი ლაყბობითო და გაჩუმდა.
ღამით ცეცხლი დაანთეს, გათბნენ და მასპინძლის მიერ გამოტნეული მცირე საგზალიც გადასანსლეს. ტყე გაიშვიათდა და მინდვრებმა იმატეს. დასახლებული პუნქტებიც გახშირდა, რამაც კიდევ ერთხელ დააფიქრა ლენა. სამხრეთით სიარულს არ წყვეტდნენ, უკვე ხვდებოდა, რომ შტერივით დუმდა და კითხვების დასმის დროც დადგა.
დიდხნას ფიქრობდა, როგორ დაეწყო დაკითხვა და ამოღერღა.
-რაღაც მაქვს სათქმელი თქვენთვის. -სერიოზული სახით ახედა ოთხეულს. შენიშნა, როგორ დაცქვიტეს ყურები. - სოფლები გახშირდა, ტყე გაიშვიათდა, ტემპერატურამაც მნიშვნელოვნად იმატა, ვაკვირდები და გეზი არ შეგვიცვლია, სულ სამხრეთით მივდივართ, ხოდა, მე თქვენ შტერი გგონივართ , თუ მეტყვით ბოლოსდაბოლოს საით მივდივართ?
სახეზე ერთი გამომეტყველება შეეყინათ. ცივად და უემოციოდ მიშტერებოდნენ გოგოს, რომელსაც გაბრაზებისაგან ოხშივარი ასდიოდა სახეზე, თვალები ჩაწითლებოდა.
-ჰა, იტყვით? რას მატყუებთ, ვინ ხართ? -ხმას აუწია ლენამ, ექოც კი შემოესმა შორეული მხრიდან.
ფეხზე წამოდგა ჰერკულესი ისევ ისეთი გამომეტყველებით, მუდამ აკრული რომ ჰქონდა სახეზე. ლენამ თავის ნათქვამსა და ეჭვებში ლამის ეჭვი შეიტანა, ხომ არაფერში ვცდებიო, რამდენჯერმე ჰკითხა საკუთარ თავს, მაგრამ ფაქტებს ვერსაც წაუვიდოდა.
ჰერკულესმა ხელი ჩაავლო მკლავში და გვერდზე გაიყვანა.
მათ გარეშე დარჩენილმა ტრიომ ჩურჩული მორთო. იჭვნეულად შეხედა ლენამ, შემდეგ კი კითხვის ნიშნებით სავსე მზერა მის წინ სერიოზულად მდგომს მიაპყრო.
-აბა, გისმენ, ამოღეღე! -უხეშად უთხრა ლენამ და სახე მოემრიზა.
გულში უცნაური გრძნობა ჩაეწვეთა. თითქოს არსაიდან მოსული ნდობა გაუქრა და იმდენი ეჭვის ძაფი გაება ტვინში, რომ ობობის ქსელს მოგაგონებდათ.
- მამაშენის, ზაალ ლოლაძის დავალებით გეძებდით. -მოკლედ მოუჭრა ჰერკულესმა, დიდ ხანს აღარ გაუწელა ტკივილის და იმედგაცრუების მოლოდინი.
მწარედ ჩაეცინა ლენას, შემდეგ შეურაცხადივით ახარხარდა და ცრემლებიც კი გადმოყარა სიმწრისგან. ღებინების უმართავი შეგრძნება აუბუყბუყდა ორგანიზმში, მთელი შიგნეულობა ისე აეწვა, თითქოს წიწაკა მოაყარესო. უშველებელა ზიზღი ჩაესახა თვალებში. ცხვირმოჭმუნვილი დიდ ხანს იდგა და თვალებში ჩაშტერებოდა მთავარს. ძაგდა ყოველი წამი, მასთან ახლოს რომ გაატარა. უკან ისე დაიხია, თითქოს ზედმეტად საზიზღარ და აყროლებულ მონსტრთან იდგა ახლოს.
გული აუჩქარა იმ ფაქტზე ფიქრმა, რომ ამდენ ოცნებაზე დახარჯული დრო წყალში ჩაეყარა.
- და რა გგონია მაგას რომ მეუბნები? -აგდებულად ჰკითხა ლენამ, -მშვიდად დაველოდები, როდის მიმიყვანთ მამაჩემთან, ფულს აიღებთ და ჩემი ტანჯვის შემდეგ სიცოცხლეს გააგრძელებთ?! თქვენ რა ადამიანები ხართ?! აი, თურმე რა ყოფილა დუმილის მიზეზი, როცა გახარებულები გეუბნებოდით, გამახსენდებით-მეთქი! რა გვიან შეუწუხებიხართ ნამუსს, რომ იცოდეთ! თუმცა ოვაცია და აპლოდისმენტებიც გეკუთვნით, მშვენივრად გამაცურეთ და ითამაშეთ ჩემით. ტერორისტები, არა? ვერ ეღირსებით ვერც თქვენ და ვერც არაკაცი ზაალ ლოლაძე ჩემით მანიპულირებას! მიზეზი იცით ჩემი გამოქცევის? იცით, რა გამოვიარე?
-არ გვაინტერესებს შენი მიზეზები და საბაბები!- დაიყვირა მთავარმა. საფეთქლებზე ძარღვი დაეჭიმა, კისრის მყესები გამოეკვეთა, თვალები ჩაუწითლდა ბრაზისაგან. -ვიღაც მდიდარი გოგო ხარ, არ მოგეწონა, შენს ჭკუაზე რომ ვერ აცეკვე ხალხი და გამოიქეცი, თურმე თავისუფლებას ეტრფი! თურმე აქეთ უნდა შეგვაწუხოს ნამუსმა! შენი გაქცევით და თავქარიანობით მთელი ქვეყანა აალაპარაკე, ადამიანები დასაცინი გახადე, ერთი უნამუსო და უფხო გოგო ხარ და ჩვენ გვაყენებ შეურაცხყოფას?
-იცით, რა?- ამოღერღა ლენამ, ცრემლით სავსე თვალები ღამის ზღვას მიუგავდა, ტუჩები ძვლისფერი გაუხდა, -ახლა მივხვდი, რომ თავისუფლებას თქვენ ვერ შემიზღუდავთ, მე არ გავაკეთებ იმას, რაც გინდათ, რაც მამაჩემს უნდა!
-იცი? შენ ავადმყოფი ხარ! -ჩაიქირქილა მთავარმა, კულულები ისევ შეუხტა. -ჩვევად გექცა მუდმივად წინააღმდეგობის გაწევა.
-სიმართლე რომ იცოდეთ....
-არ გვაინტერესებს-მეთქი! ნუ ცდილობ, თავი შემაცოდო, არ შეგფერის...
-გაჩუმდი! მოკეტე! არაფერში მჭირდება შენი შეცოდება. მეზიზღები, იცი?! -თვალები დააწვრილა ლენამ, -ძალიან თვალთმაქცი ადამიანი ყოფილხარ, მარტო შენ კი არა, თქვენ, ყველანი!
დაიყვირა ხმამაღლა და სამეულს მიუბრუნდა, ზურგი აქცია მთავარს, მართლაც ჰერკულესივით რომ ქშინავდა იმ წამს. ლენას სიტყვების სიმართლეში ეჭვი არავის შეპარვია.
-თქვენ არ გაწვალებთ. -თქვა მცირეხნიანი ფიქრის შემდეგ, -არ მინდა ის შეცდომა დავუშვა თქვენ წინაშე, რაშიც თქვენ შეცდით. მე არ ვიცი მიზეზი თქვენი ამ სამუშაოს შესრულებისა. წამოვალ, მაგრამ იმ ტყუილებისთვის მაინც ვერ გიტანთ.

***

მანქანა გაჩერდა ხანგრძლივი და მდუმარე მგზავრობის შემდეგ. ლენა გაშტერებული იჯდა ერთ ადგილას, თვალებს ათასში ერთხელ თუ დაახამხამებდა, ცვილის ფიგურას ჰგავდა. ფერწასული იყო, ტუჩები სპილენძისფერი გახდომოდა, შავი თვალები თითქოს მიძინებოდა.
ბეტონის ორმეტრიანი გალავანი დაინახა, შემდეგ მუქლურჯი რკინის ჭიშკარი და მის ორივე მხარეს მდგომი უემოციო მცველები.
სახლის სახურავი წუხანდელ წვიმას დაესველებინა და გაემუქებინა. მესამე სართულის ფანჯარა ღია იყო, ცისფერი ფარდა ფრიალებდა.
მისი ოთახი იქ იყო, როგორც ჩანს მამამისი კარგად უწყოდა, ის რომ ბრუნდებოდა და ფანჯრებიც ამისთვის გამოეღოთ.
კარები გამოაღო ლენამ, კენჭებზე ფეხის დადგმისას ხმაური გაიგონა, მეტად ნაცნობი ხმაური. ნელი, თანაბარი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარს. უკან მიყვებოდნენ მთავარი და მისი ტრიო. ერთ ადგილზე გაშეშდნენ და მოთმინებით ელოდნენ,როდის გაუღებდნენ ჭიშკარს.
გააღეს. სახლის მთავარი შესასვლელისკენ მიმავალი გზა ქვის მუქ მოზაიკას მიუყვებოდა. დიდი კარი ნონამ გამოაღო, ქალს ცრემლები მოეძალა, თვეების უნახავი შვილობილი რომ დაინახა და აჩქარებული ნაბიჯებით, ხელებგაშლილი გაემართა მისკენ.
-ლენა, ჩემო ლამაზო, როგორ გვანერვიულე, ჩემო კარგო, -ეხვეოდა ნონა გოგონას სუსტ სხეულს, რომლისგანაც მხოლოდ ძვალი და ტყავი დარჩენილიყო, ცრემლებს ვერ იკავებდა.
კოცნიდა შუბლზე, ცხვირზე, თვალებზე, ლოყებზე... ხელებს უსვამდა და თვალცრემლიანს მხედველობაში გაკვირვება ეკვეთებოდა, სადღა იყო მისი ახალგაზრდა, მშვენიერი შვილობილი? ძალიან დასუსტებულად და დამახინჯებულად ეჩვენა, სახეზე მოხუცებული ქალივით აჩნდა უამრავი ნაოჭი, კანი გამჭვირვალე გახდომოდა და შიშისგან ნონა მაგრად ხვევდა ხელებს, რომ არ წაქცეულიყო.
თავის ოთახში შეიყვანა. წასვლისას უკანასკნელად შეხედა მთავარს და დანარჩენებს, დიდი იმედგაცრუება ეხატა საზეზე, საკუთარ უბედურებას ამჟამინდელს თუ მომავალს, ყველაფერს მათ აბრალებდა. გულში წყევლიდა იმ დღეს, მათ რომ ენდო, ის გარიგება რომ დადო. არადა თავდაპირველ აზრს უნდა მინდობოდა! ხომ გაუელვა პირველად თავში, მამაჩემის მოგზავნილები არ იყვნენო... რატომ შემოეფცქვნა ეს აზრი? რატომ არ ჩართო გონებაში განგაში? ალბათ, იმიტომ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის ცდილობს, საუკეთესო ახსნა მოუძებნოს მოვლენებს, გული არ აუცრუვდეს.
სძულს აქაურობა. ახლა, როდესაც ასე ახლოს არია ყველა მწარე მოგონებასთან და ყველა სიმწარესთან, მიხვდა, რომ სძაგს, ეზიზღება აქაურობა. მერე რა, თუ ბავშვობის ტკბილი წლები ამ კედლებში გაატარა? ბედმა იგივე ადგილას არგუნა საშინელი დღეების გადატანაც.
იმდენად მარტო გრძნობს თავს, იმდენად მიგდებულად და მიტოვებულად, საკუთარ იმედგაცრუებასაც კი ვერ ზომავს. გული ტკივა, არავინ რომ არ ჰყავს დამამშვიდებელი, ჩამხუტებელი, ისეთი, ვინც მიუხედავად არასწორი საქციელისა არ მიატოვებს.
იბანავა და იგრძნო, როგორ სჭირდებოდა მის გამომშრალ, ახრიოკებულ კანს, გაუხეშებულ და გაწეწილ თმას ძველი მზრუნველობა. მთელი საათი აბაზანაში გაატარა, რომ გამოვიდა, გამოძინება გადაწყვიტა.
ხვალიდან სულ ახალ ცხოვრებას იწყებდა, იმას, რაც ადრე ხდებოდა, საერთო არაფერი ექნებოდა მის მომავალთან.
საკუთარი წესებით ითამაშებდა იმ არენაზე, მამამისმა რომელზეც მიპატიჟა.

***
-ყველა გოგოსთვის შეუსაბამო ტანსაცმელი მოაგრივე, ნონა, და ჩემი გარდერობიდან გამოდევნე. ხომ უნდოდა მამაჩემს, ნამდვილ ქალად ვექციე, ხომ
უნდოდა ჩემი მორჯულება? ახლა მიხვდება, რომ იმას ვერ გამაკეთებინებს, რაც მე არ მინდა. -გამწარებულმა გამოყარა ტანსაცმელები, ადრე ტანიდან რომ არ იცილებდა და ჩემოდანში ჩაუძახა კედებთან და ბოტასებთან ერთად.
-ლენა, მამაშენი გეძახის და იქნებ, დროზე მიხვიდე? რახანია, არ უნახავხარ. -მოკრძალებით უთხრა გაოგნებულმა ნონამ, ოდნავ შიშიც რომ შეპარვოდა თვალებში. იცოდა, გოგონას მუქარა კარგს არაფერს მოასწავებდა.
-ახლავე მივალ მამიკოსთან. -ფარისევლური ღიმილი აიკრა სახეზე და ოთახიდან გავიდა.
უკმაყოფილოდ მიკაკუნებდა დერეფანში. არ სიამოვნებდა ეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, თუმცა მისი გეგმა ამას მოითხოვდა. მოკლე შავი კაბა ეცვა და ლურჯი მაისური. ქალივით გამოიყურებოდა, თუმცა ზედმეტად გამხდარი სხეული ხიბლს უკარგავდა.
-აუცილებლად უნდა მოვიმატო და ვივარჯიშო... -ჩაიბუზღუნა უკმაყოფილოდ, შავ კარზე დააკაკუნა და ოთახში შევიდა.
ეს ბატონი ზაალის კაბინეტი იყო. ძალიან მუქ ფერებში გაწყობილი, საშინელი აურა ბუდობდა აქ.
-ლენა, შვილო, როგორ ხარ? -თითქოს გულწრფელად მიესალმა შვილს ზაალი.
არადა, თვეებია არ ენახა. საშინელი კაცი იყო, გულცივი, კარიერისტი, ფულის და დიდების გარდა არაფერი ანაღვლებდა. ცისფერი თვალები და ჭაღარა თმა ნამდვილად უწყობდა ხელს საკუთარი სიცივისთვის რომ გაესვა ხაზი. მამობრივი სიყვარული არასოდეს უგრძვნია ლენას, სწორედ ამიტომ, უამრავი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, არც თავად იწვოდა მისი სიყვარულით.
-კარგად, მამიკო, ახლახანს ჩამოვედი ჰავაიდან, თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. -ცინიკურად უპასუხა გოგონამ და განზრახ არ შეიმჩნია ჰერკულესი, უემოციო სახით რომ იდგა მის უკან.
-დღეიდან ეს ბრწყინვალე და პატიოსანი ადამიანი, საკუთარი საქმის პროფესიონალი, ბატონი ნიკოლოზ ლორთქიფანიძე იქნება შენი პირადი მცველი. -შვილის ცინიზმი არ შეიმჩნია ზაალმა და არანაკლები ცინიკურობით წარუდგინა ჰერკულესი თავისი ახალი თანამდებობით.
გონებაში უამრავი სახელი მოაფიქრდა ლენას, რაც მთავარს შეიძლებოდა რქმეოდა, თუმცა ნიკოლოზი არასოდეს გაუვლიქ აზრად. არადა, ძალიანაც უხდება ეს სახელი ვაჟბატონს.
-შენ გგონია, სადმე გავიპარები ისევ? ან ვინმეს დაცვა მჭირდება? - ჰკითხა გაღიზიანებულმა ლენამ ისე, რომ ნიკოლოზისთვის არც შეუხედავს. -ოცდაერთი წლის ვარ, მგონი, დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც ძიძა და კუდში დევნა აღარ მჭირდება!
-რა გჭირდება და რა - არა, კარგად ვიცი, ლენა!- ცივად გააწყვეტინა ზაალმა შვილს. მეტი ეფექტურობისთვის ხელიც დაარტყა მაგიდას და თავისი სავარძლიდანაც წამოდგა ცეცხლმოკიდებული.
თეთრი კანი ანაზდად გაუწითლდა, თვალები სისხლით ამოევსო და ცისფერ გარსთან შესამჩნევი კონტრასტი შექმნა. თხელი ტუჩები იმდენად მოეკუმა ,მხოლოდ ნაოჭებიღა დაეჩენოდა მათ ადგილას. ეტყობოდა, ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა ის ჩირქი, შვილმა გაქცევით რომ მოაცხო.
-დიახ, დიახ!- შესძახა თეატრალური აღშფოთებით ლენამ. -შენ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი იმაზე კარგად იცი, ვიდრე თვითონ მე! პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩემს ცხოვრებაში ჩარევას უხეშად ცდილობ! პირველად ვიღაც ბებრუხანა მულტიმილიონერს კინაღამ მიმათხოვე, ახლა გინდა პატარა ბავშვის საწოვარა ჩამტენო პირში და ძიძა მომიჩინო!
-გაბრიელ დადიანზე მოწიწებით ილაპარაკე! ნუ გგონია, ის, რაც გაგვიკეთე, გაპატიეთ! -კვლავ ხეთქა მუშტი მაგიდას ზაალმა.
მამა-შვილი საერთოდ არ იმჩნევდა მესამე პირს, რომელსაც აშკარად ერთი სული ჰქონდა, აქედან გასულიყო და ჰაერი ჩაესუნთქა. მოთმინებით უსმენდა მათ ჩხუბს. თვალებში დაღლის და მობეზრების ნატამალსაც ვერ უპოვიდით, ძველებურად უბრწყინავდა ისინი, როგორც სინათლის სხივარეკლილი სუფთა სარკე.
-თქვენი პატიება სულ ფეხებზე რომ მკიდია, ვეღარ ხვდებით?- მშვიდად გააგრძელა შეურაცხყოფის მიყენება ლენამ, -შენ, მამაჩემო, თავს თუ არ დამანებებ, აქეთ მომიხდი ბოდიშებს, ისე გაგამწარებ, იცოდე!
-ჭკუას მოუხმე, ლენა! იცოდე, ვის უნდა დაემუქრო! ჩემი სიტყვა კანონია. ნიკოლოზი ყველგან იქნება, სადაც შენი კვალი გაივლის და ამას წინ ვერ გადაუდგები!- ზაალსაც ადამიანური ფერი დაუბრუნდა. მშვიდად ჩამოჯდა სავარძელზე.
-კარგი. -მხრები უდარდელად აიჩეჩა გოგომ და მედიდური ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი.
კარები რომ გამოიხურა, ერთ ადგილზე დიდ ხანს იდგა თვალებდახუჭული და მუშტებშეკრული. აქაურ სუნზეც კი გული ერეოდა. გონება პერსპექტიულმა აზრმა გაუნათა და დაუკაკუნებლად შევარდა ისევ მამის კაბინეტში.
ამჯერად ნიკოლოზის ყურადღებაც მიიქცია. კაცმა თითქოს პირველად ხედავსო, მთელი სხეული შეუთვალიერა, სახეზე მიაჩერდა, შემდეგ კი ისევ გააბრუნა თავი. ლენას კმაყოფილების გრძნობა უნდა დაუფლებოდა, მისი შეურაცხმყოფელი სიტყვები რომ გაახსენდა. გული მოეწურა და თავი გააქნია მათ დასავიწყებლად.
-ჩემი ბინა მინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ ადგილას გავიქცევი ვერც სპეცრაზმი მომაგნებს და ვერც მეძებარი ძაღლები. თუ არ გჯერა ჩემი, რომ მეორედ გაქცევას მოვახერხებ, დავნაძლევდეთ! -კმაყოფილი ღიმილით მიაჩერდა მამას გაღიზიანებულ სახეში, უხმო თანხმობა რომ მიიღო, გახარებული წავიდა გასასვლელისკენ და გასვლის წინ ნიკოლოზს თვალი ჩაუკრა.

და აი, ისიც! სიმართლე გაიგეთ.
რას მეტყვით, როგორ მოგწონთ? გაგიმართლათ იმედები და ვარაუდები?
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lenkaloladze123
ნანახია: 1320 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
avatar
1 Spam
1
ფულის მონა კაცი
ვერ ვიტან მსგავსს პიროვნებებს.
ლენას ჯიუტი ხასიათი ვიცი და მჯერა გაუმწარებს მამამისსაც და "ჰერკულესსაც" სიცოცხლეს
avatar
0 Spam
2
დიდი მადლობა , რომ კითხულობ :D bb 3o
avatar
1 Spam
3
ბოლომდე მეჯერა რომ მართლა ეხმარებოდნენ ძალიან კარგად ანვითარებ მოვლენებს ყოჩაღ**
avatar
0 Spam
4
უღრმესი მადლობა 3o bb
avatar
0 Spam
5
3o bb bb
avatar