პირველი ფიქრი -8-
06.07.2017, 20:52
მერვე თავი
-არც იმას არ მეტყვი, რამდენი წლის ხარ? -თვალები გადაატრიალა ლენამ უკმაყოფილებით, როცა მის მიერ დასმული ყველა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა ნიკოლოზმა.
-შენი აზრით? -ძლივს ორი სიტყვა დასცდა კბილებიდან ლორთქიფანიძეს.
-მმმმ.... ჩემი აზრით, ოცდასამის იქნები, ან ოცდაოთხის. -თვალები მოჭუტა ლენამ, კარგად დააკვირდა ბიჭს და როცა კარგად გაზომა-გამოზომა პარამეტრები, დასკვნაც დადო.
-ოცდაშვიდის ვარ.
-მე ოცდაერთის. -გაიკრიჭა ლოლაძე. -რატომ არ გინდა, რომ შენ შესახებ რამე ვიცოდე?
-არ გბეზრდება ერთი და იგივე კითხვის მილიონჯერ დასმა, მითუმეტეს მაშინ, როცა პასუხს არ გცემენ? -თვალები გადაატრიალა ლორთქიფანიძემ და თავი სავარძლის ზურგს მიაყრდნო.
მთელი დღეა ისე ზის, „ყურადღებას აქცევს“ ლენას, რომელიც საწოლზეა გაშხლართული და თავხედურად გასცემს ათასნაირ ბრძანებას, რომელსაც, რა თქმა უნდა, უტაქტობის გამო არ უსრულებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გოგონას ასეთი თავგასულობის ერთადერთი მიზეზი სწორედ ნიკოლოზის ჯიუტობა და ურჩობაა. ლენა ამით ცდილობს ე.წ სანქციები დაუწესოს ლორთქიფანიძეს მისი გაბრაზებისათვის, თუმცა ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდება.
-არ მბეზრდება, რადგან ყოველ ჯერზე მაქვს იმედი, რომ მიპასუხებ. -განწყობა არ შეცვლია ლენას. ისევ მხიარულად მიუგო, მიუხედავად იმისა, რომ აგერ უკვე მესამე დღა საწოლზე წევს და ფეხზე მხოლოდ მაშინ დგება, როდესაც ამას ორგანიზმი სთხოვს.
-უბრალოდ, არ მინდა, ჩემი ცხოვრების შესახებ იცოდე რამე, აქ მხოლოდ ჩემი სამსახურის შესასრულებლად ვარ და არა იმისთვის, რომ პირადი ცხოვრება მოგიყვე.
-გეშინია, რომ ვინმეს რამეს ვეტყვი, ან ვერ გავიგებ? იქნებ, დახმარებაც კი შევძლო...
ნიკოლოზმა ეს სიტყვები რომ გაიგო, თავი ღიმილით გააქნია. არ სჯეროდა ლენასი, რაც ძალიან მწარედ, პირალესილი დანასავით მოხვდა გულზე გოგონას.
-რატომ გგონია, რომ ცუდი ადამიანი ვარ? -ჰკითხა ხმადაბლა, ინტერესით სავსე თვალები მიაპყრო, თითქოს იცოდა, პასუხს რომ ვერ მიიღებდა და ამის ამოკითხვას მის სახეზე ლამობდა.
-მე შენ არ გიცნობ საკმარისად, რომ ცუდი ან კარგი შთაბეჭდილება დამრჩეს...
-მაშინ რატომ მითხარი... რომ ამპარტავანი ვარ, რომ მანიპულატორი ვარ და ხალხის ჩემ ჭკუაზე ტარება მიყვარს?
-იმიტომ რომ სხვა ვერაფერი დავინახე შენს საქციელში. -მარტივად უპასუხა ლორთქიფანიძემ, რაზეც კიდევ უფრო მოეწურა გული ლენას.
იცოდა, ამ კაცის აზრისადმი ინტერესი ნულამდე რომ უნდა დაეყვანა, ფეხებზე რომ უნდა დაეკიდებინა ისე, როგორც ამას სხვების შემთხვევაში აკეთებდა, თუმცა რაღაც ძალა არ აძლევდა ამის საშუალებას. მისი სიტყვა მიზანში გასროლილი, კარგად ალესილი ისარივით ხვდებოდა გულზე და ისეთ შეგრძნებებს უტოვებდა, რომელთა დავიწყებასაც ვერ შეძლებდა, როგორაც არ უნდა ეცადა.
-და კარგი არასოდეს არაფერი დაგინახავს? -ბოლო იმედს ჩაებღაუჭა, ყველაზე დამპალ და განადგურებამდე მისულ ხავსს ჩაეჭიდა, გულუბრყვილოდ რომ ჰქონდ იმის იმედი, რომ გადაარჩენდა.
-რატომ გაინტერესებს ასე ჩემი აზრი? -ამჯერად ნიკოლოზმა მოჭუტა თვალები, ამჯერად მან სცადა მის სახეზე პასუხის ამოკითხვა, რადგან იცოდა, სიმართლეს არანაირ შემთხვევაში არ ეტყოდა ლოლაძე.
ელოდა ამ კითხვას, თუმცა მიუხედავად ამისა, პასუხი მაინც არ ჰქონდა მზად.
-შენ ჩემთან ცხოვრობ ფაქტიურად, ჩემს პირად ცხოვრებაში ჩემი ნების გარეშე ჩაგრიეს და, შენი აზრით, არ უნდა მაინტერესებდეს, რას ფიქრობ ჩემზე?
-სწორად აღნიშნე, რომ შენს ცხვორებაში ჩამრიეს და ეს ნებით არ გამიკეთებია....
-ხოდა, რატომ მერე? ხომ აქვს ამას მიზეზი, მხოლოდ ფულის გამო?
-არსებობს მიზეზი, მაგრამ შენ ამ მიზეზისგან ძალიან შორს ხარ, იმდენად შორს, რომ კავშირის გაბმა არარეალურია. -ფეხზე წამოდგა ნიკოლოზი და ხანგრძლივი ჯდომისაგან ძვლები გაუტკაცუნდა.
-რა თქმა უნდა, არაფერ შუაში ვარ! ეგღა მაკლია, იმაზე ვიოცნებო, რომ რამე კავშირი მაქვს შენს მიზეზებთან! -საწოლზე წამოჯდა ლენა, წარბებშეკრული ისე უტიფრად მისჩერებოდა, როგორც მაშინ, სიმართლე რომ უთხრა ნიკოლოზმა. -იცი, რა? თუ არ გინდა, ნუ მეტყვი! -მიუგდო გაღიზიანებულმა, როცა მის სახეზე ვერანაირი რეაქცია ვერ შენიშნა და საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
-რამეს შეჭამ? -კარისკენ წავიდა ლორთქიფანიძე.
უხმოდ წამოდგა ფეხზე ლენა და ფეხები ფლოსტებში შეაცურა. მართალია, ექიმმა უთხრა, თავს სიარულით ნუ დაიტვირთავო, მაგრამ დღეს, მთელი დღეა, არ გაუვლია და წევს, ამიტომ სამზარეულოსაკენ გაემგზავრა.
ნონა დეიდამ როცა გაიგო, რომ ძაღლმა უკბინა, მაშინვე მისკენ გამოეშურა მთელი დიეტური საკვებით დატვირთული. კარგად იცოდა, რა ეჭმებოდა და რა - არა ლენას, ბოლოს და ბოლოს პირველი შემთხვევა ხომ არ იყო, როდესაც ძაღლს ჰქონდა მისთვის ნაკბენი.
ყოველ დილას სტუმრობდა შვილობილს, ჭკუას არიგებდა და შემდეგ ისევ სამსახურს უბრუნდებოდა. ეუბნებოდა, მამამ მოგიკითხა, მოსვლას კი ვერ ახერხებს, იმდენად დატვირთულიაო, თუმცა ლენამ კარგად უწყოდა, ეს მხოლოდ ნონას მონაჩმახი რომ იყო და სიმართლესთან არაფერი ჰქონდა საერთო.
მაცივარი გამოაღო ლენამ, თავისთვის მაწონი გამოიღო, ნიკოლოზს კი კვერცხი და ძეხვი შეუწვა და მაგიდაზე დაუწყო. თვითონ მაწვნის ქილაში კოვზი ჩააგდო და მისაღებ ოთახში დივანზე წამოწვა ფილმის საყურებლად.

თხუთმეტი წუთი არ იყო გასული, ნიკოლოზიც რომ ჩამოჯდა სავარძელში ტელევიზორის პირდაპირ და ღიმილი ვერ დამალა, მულტფილმს ასე ინტერესით რომ უყურებდა ლენა.
-ჩემი დისშვილიც კი არ უყურებს ასე დიდი ინტერესით ანიმაციებს. -დასცინა ლორთქიფანიძემ.
-შენ და გყავს, რომელიც გათხოვილია და ჰყავს შვილი, ანუ ბიძა ხარ! -წარბები აათამაშა ლენამ, თითქოს შემთხვევით ნათქვამ სიტყვაში გამოეჭიროს ნიკოლოზი.
-ნათესაურ კავშირებში კარგად ერკვევი, ყოჩაღ! -ცინიკურად ჩაეცინა ვაჟს და ისიც ეკრანს მიაშტერდა.
ღიმილი სახიდან ჩამოერეცხა და ლენას მოეჩვენა, რომ მოიღუშა კიდეც. სარკისებურ თვალებში, სიბნელეშიც რომ ახერხებდა მზის სხივების არეკვლას, დიდი სევდა ჩაესახა.
ყელში მწარე ბურთულა მოაწვა ლოლაძეს, ტუჩზე იკბინა, რამე უადგილო რომ არ ეთქვა. არ უნდოდა, კიდევ ეწყენინებინა მისთვის, თუმცა უფრო მეტის გაგების სურვილი ახრჩობდა.
უკვე კარგად ხვდებოდა, მისი ცხოვრების დეტალების გაგება მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად რომ არ უნდოდა, თუმცა ვერც მეორე ვარიანტს აღიარებდა ბოლომდე, უფრო ფაქიზ გრძნობას რომ უკავშირდებოდა.
სიყვარულმა ერთხელ უკვე აგემა სიმწარე, აღარ უნდოდა, მეორედაც აწვოდა სული, მეორედ ეგრძნო მარტოობა, საკუთარი თავის უფასურობა, თუმცა იმასაც კარგად უწყოდა, გრძნობების კონტროლს რომ ვერ მოახერხებდა, მითუმეტეს ნიკოლოზთან.
და რა გააკეთა ბიჭმა ისეთი? პირიქით, სულ იმას ცდილობს, როგორმე გააწბილოს გოგონა, ყურადღება არ დაუთმოს, ან თავის ირონიას მისცეს გასაქანი. თითქოს ლენა სხვა რაღაცას გრძნობს, ცხოვრებისეულ კავშირს, რომ ბედს მხოლოდ მისთვის არ უგემებია სიმწარე, მხოლოდ მისთვის არ გაუწნია სილა სახეში.
თავს აჯერებდა, რომ ნიკოლოზს მხოლოდ ფული ადარდებდა, მაგრამ კარგად ხვდებოდა, რომ არ იყო ლორთქიფანიძე ამდენად სულმდაბალი ადამიანი, რომ ცხოვრებამ აიძულა ის ნაბიჯები გადაედგა, რამაც ლენას სულაც ვერ მოუტანა სარგებელი.
-შენს დისშვილს სჭირს რამე? -წამოროშა სრულიად გაუცნობიერებლად ლენამ, თუმცა როცა მიხვდა, რომ ეს არ უნდა ექნა, ტუჩებზე ხელი აიფარა თვალებგაფართოებულმა.
-რატომ ყოფ ჩემს საქმეში ცხვირს, რა გინდა, ლენა? -კბილებს შორის გამოსცრა გაწბილებულმა ნიკოლოზმა, მისი თვალები ინტერესთან ერთად, ბრაზის სხივებსაც ირეკლავდნენ.
ტანში გასცრა ლენას, მზერა რომ გაუსწორა და შემდეგ ისევ მოარიდა. თავი დახარა და სწორი პასუხხის ძებნა დაიწყო გონებაში.
-უბრალოდ... არ ვიცი, -ეს ყველაზე გულწრფელი პასუხი იყო, რის თქმაც ლოლაძეს შეეძლო, ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან, ხმაც აუკანკალდა, -განა იმიტომ მაინტერესებს, რომ მიმალავ და მხოლოდ ჩემი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება მსურს? უბრალოდ იმდენი ყალბი ადამიანი ტრიალებს ჩემ ირგვლივ, იმდენი მატყუარა, ფულზე დამოკიდებული... ნებისმიერ ფასად რომ იყიდებიან.
-მეც ხომ ფულისთვის ვარ აქ? მეც ხომ მოგატყუე, რათა ფული დამეცანცქლა მამაშენისთვის? რა იცი, რაში გამოვიყენე ის ფული, რომლითაც შენ ბედნიერება მოგისპე, იმედი გაგიცრუე? შენ მენდობოდი, გესმის? აღარ გახსოვს, რომ მენდობოდი? მე მახსოვს, როგორ გაწყენინე! -თვალები ჩაუწითლდა, ფეხზე წამოდგა და დივანზე წამოწოლილ ლენას თავზე დააჩერდა, -შენს იმედით სავსე თვალებს რომ ვუყურებდი და იმას ვაცნობიერებდი, რომ გატყუებდი, საკუთარი თავი მეზიზღებოდა! ვერასოდეს ვიფიქრებდი საკუთარი ბედნიერებისთვის სხვას თუ სიცოცხლეს გავუმწარებდი. არც ახლა მინდა აქ ყოფნა, რომ გიყურებ, სულ ჩემი დანაშაული მახსენდება, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, ამის დედა ვატირე! თუ ოდესმე შეძლებ იმის დავიწყებას, რაც გაგიკეთე, მართლა მთელი გულით გამიხარდება, უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ ამას ფულის გამო არ ვაკეთებდი. უფრო სწორად ფულისთვის ვმუშაობდი, მაგრამ ჩემთვის არ მინდოდა.. ჩემი დისშვილისთვის. ის სულ რაღაც სამი წლის არის, მამამისი სამხედროა, ჩემი და და დისშვილი მე ჩამაბარა, გესმის? ავღანეთში სხვის სიცოცხლეს და კეთილდღეობას იცავს, მე კი აქ მის შვილს ვერ მოვუარე. ასთმა სჭირს, ძალიან, ძალიან გაურთულდა, საავადმყოფოში წევს ახლაც და მთელი ეს სამედიცინო პროცედურები იმდენს ითხოვენ, რომ შეუძლებელია, ჩემი სამსახურით გავწვდომოდი. ბავშვი ხელში გვაკვდებოდა...
ხმა ჩაუწყდა ნიკოლოზს, ეტყობოდა, როგორ უჭირდა ამ თემზე საუბარი.
ლენაც ფეხზე წამომდგარიყო, განცვიფრებული უყურებდა ლორთქიფანიძეს და მმიუხედვად ამბის სიმძიმისა, გრძნობდა რაღაც საოცარს, რაც შვებას გვრიდა მის სულს. მთელი ბოლო ხნის განმავლობაში პირველად იყო, როდესაც ადამიანში გაუმართლა.
გაუბედავად ჩასჭიდა მის მარცხენა ხელს თავისი მარჯვენა და როცა თითების სითბო იგრძნო საკუთარ ხელის გულში, უცნაური სისწრაფით წასული სისხლი გულის კედლებს მტკივნეულად შეასკდა.
-ჰაერის გამოცვლა სჭირდება, გუშინ ვიყავი მამაშენთან და ვუთხარი, რომ სამსახურიდან მივდივარ. -დაამთავრა სიტყვა ბიჭმა და ერთმანეთზე გადაჭდობის ხელებს დახედა, რამდენიმე წამის შემდეგ კი ცივად მოსცილდა.
-სად მიგყავთ ბავშვი? მე რამით შემიძლია დახმარება? -სცადა, იმ რეპლიკისთვის ყურადღება არ მიექცია და გვერდი აეარა, თუმცა სახეზე ოდნავ დაეტყო წყენა.
-ბახმაროში მთელი აგვისტო იქ გვეყოლება, მერე ვნახოთ, ექიმები რას იტყვიან... -თეძოებზე შემოილაგა ხელები ნიკოლოზმა და თვალი აარიდა ლოლაძეს, -არა, არ არის შენი დახმარება საჭირო.
-თუ რამე და, მითხარი, მეორედაც გავიპარები სადმე და მერე შენ ისევ მიპოვე. -ეშმაკურად გაუღიმა ლენამ და საწოლში ჩაეშვა.
ნიკოლოზსაც ღიმილი შეეპარა ღვინისფერ ბაგეებზე, სავარძელს დაუბრუნდა, თუმცა ლენასთვის თვალი არ მოუცილებია.
-ხვალიდან აღარ იქნები ანუ... სამსახურში.
-არა, ზეგ მივდივართ უკვე და დღეს ბოლო დღეა.
-გული არ გწყდება? -თვალები მოჭუტა ლენამ, ცხვირიც მოეჭყუნა, -სულ ცოტათი? -საჩვენებელი და ცერა თითი ერთმანეთს მიუახლოვა.
-გული არ მწყდება, მაგრამ შენი გაძეძილი თავის ყურება და ულევი შეკითხვების დასმა შეიძლება, მომენატროს ძალიან ცოტათი...
-მე ნამდვილად არ მომენატრება შენი სიმუნჯე, -უხეშად თქვა ლენამ, -თუმცაღა, ცოტათი მეც მომენატრები.
-შენი დისშვილი გოგოა, თუ ბიჭი? -ჰკითხა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ ლოლაძემ.
გონებაში ერთმა საოცრად ეშმაკურმა ფიქრმა გაუელვა და თუ ნიკოლოზი ანკესზე წამოეგებოდა, მარტივად შეძლებდა მის აღსრულებას.
„ხელიდან გასაშვები ბიჭი არ არისო“, გაიფიქრა გულში და თავადაც ეუცხოვა მსგავსი ფიქრები, თუმცა არ ადარდებდა. ამ ადამმიანისადმი გულწრფელ ნდობას გრძნობდა, ერთადერთი პატიოსანი პიროვნება იყო მის გარემოცვაში, თუ ნონას არ ჩათვლიდა და მისი დაკარგვა არ უნდოდა, თანაც ხომ უთხრა, ცოტათი მომენატრებიო.
-გოგოა.
საღამომდე გაჩერდა ნიკოლოზი. მრავალ უაზრო თემაზე საუბრით გაიყვანეს დრო, თუმცა ლენასთვის სულ ერთი იყო, რაზე ილაპარაკებდნენ, მისთვის მთავარს მხოლოდ ლორთქიფანიძესთან ყოფნა წარმაოდგენდა.

რვა სრულდებოდა, ფეხზე რომ წამოდგა ნიკოლოზი და კარისკენ წავიდა.
-ნონა მოვა და ის დარჩება შენთან. ისე, მეგობარი არავინ გყავს, რომ დაურეკო? -გასვლის წინ შეხედა თავისი კამკამა, ამრეკლავი თვალებით გოგონას.
გონებაში სწრაფად გადაავლო იმ ადამიანთა მოკლე სიას თვალი, ვინც შეეძლო მეგობრად ჩაეთვალა და როცა აღამოაჩინა, რომ არც ერთ მათგანს არ მოესვლებოდა მასთან, დარწმუნებულმა გააქნია თავი უარის ნიშნად.
-არა, ერთმა ფულზე გამყიდა, მეორე საბერძნეთშია, ასე რომ... ნონას დაველოდები. -კარს საფეთქელით მიეყრდნო და გაღიმებული სახით მიაჩერდა უკვე სადარბაზოში გასულ ნიკოლოზს.
-კარგი მაშინ... -მხრები აიჩეჩა ლორთქიფანიძემ, შემდეგ ოდნავ წინ გადმოიხარა და წამიერად შეახო ტუჩები მარცხენა ლოყაზე ლენას.
რეტდასხმული ერთ ადგილზე იდგა, წამიერი შეხებისგან ამწვარი ღაწვი ახლაც ისე უცემდა, ეჭვი შეეპარა თავისი ანატომიის ნორმალურობაში და იმაში, რომ გული თავის ადგილზე ცემდა. ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ხერხემალში და მუცელში მწარედ აეწვა გაურკვეველი ადგილი.
-მაცივრის თავზე ჩემი ნომერი დაგიტოვე, თუ რამე დაგჭირდება, დამირეკე. -მშვიდი, ჩევეული გაწონასწორებული ხმით და სწრაფად და მსუბუქად ჩაირბინა კიბეები.
კიდევ დიდ ხანს იდგებოდა რკინის კარებზე საფეთქელმიყრდნობილი, კიბეებზე ამომავალი, პროდუქტებით დატვირთული ნონა რომ არ დაენახა.
-რას დაყუდებულხარ, ლენა? შენი ფეხზე დგომა როგორ შეიძლება? -დაუქაქანა ქალმა და განაბული გოგონა ბინაში შეიყვანა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lenkaloladze123
ნანახია: 1256 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
avatar
1 Spam
1
ამეტირა ნიკოლოზის აღიარებაზე,იმდენად მოულოდნელი იყო.
მომეწონა ეს თავი,რაღაცით წინ წავიწიეთ.
თითქოსდა ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს.
კარგისკენ გადადგმული ნაბიჯია :D
ველოდები მე9ს
avatar
0 Spam
3
დიდი მადლობა 3o bb
avatar
1
2
ორი თავი წავიკითხე ერთაააად და რა მაგარი იყო!
იმდენმა ემოციამ მოიყარა ერთად თავი რომ რა ვიცი. happy
ნიკოლოზის აღიარებას, ანუ აფეთქებას ველოდი და როგორც იქნა! ასე თუ ისე, ბევრი რამე გავიგეთ, ბევრი კი არა, თითქმის ყველაფერი. :3
ლენას იმედი მაქ, დარწმუნებული ვარ რაღაცას მოიფიქრებს _3
წერის სტილი ძალიან მომწონს, თავების ზომაც, ასეთი აქტიურობაც და კაი გოგო ხარ, რა! bb
avatar
0 Spam
4
დიიიიიიიდიიიიი მადლობა 3o 3o 3o
ნელ-ნელა ვუახლოვდებით დასასრულს.
avatar