პირველი ფიქრი -9-
07.07.2017, 23:34
მეცხრე თავი
ძალიან გაუკვირდა, კარები რომ გააღო და იქ მამამისი დაინახა. ბატონ ზაალს ცალ ხელში გამოუცნობი ნივთებით სავსე პარკი ეჭირა, ცალში - ვარდისფერყდიანი ბლოკნოტი.
დღიური იცნო ლენამ. თვალები გადმოეკარკლა გაკვირვებისა და სიხარულისაგან. მის არსებობაში ეჭვი ეპარებოდა, პირიქით - საერთოდაც აღარ უფიქრია მასზე რახანია.
უხმოდ შემოატარა შინ მამა. გაუკვირდა, საიდან აღმოაჩნდა მას შვილის თინეიჯერობის დროინდელი დღიური.
ისეთი არაფერი ეწერა ლენას, როგორც ახსოვს, რომლის წაკითხვაც მამამისის მხრიდან, დიდ ტრაგედიასთან უნდა ასოცირდებოდეს, თუმცა იცის, რამდენად ლაჩარიც არ უნდა იყოს ზაალი, ამას არასოდეს გააკეთებს, თუნდაც უბრალო ინტერესის არქონის გამო.
სამზარეულოს მაგიდაზე დადგა პარკი, იქვე - დღიურიც და იქაურობა მოათვალიერა უფროსმა ლოლაძემ. აინტერესებდა, ალბათ როგორ ცხოვრობდა მისი ერთადერთი ქალიშვილი დამოუკიდებლად.
-ყავას დალევ? -ჰკითხა ოთახებში სეირნობისას ლენამ.
-ცივს თუ გამიკეთებ, დავლევ.
უჩვეულოდ ჩვეულებრივი და მამობრივი ეჩვენა გოგონას ზაალი. ბოლოს ასეთი როდის იყო, არც ახსოვს, ალბათ, სანამ დედა ცოცხალი იყო. ოჰ, რამდენი რამ შეიცვალა მისი სიკვდილის შემდეგ, რამდენი...
თუმცა სათნოების ანკესზე წამოგებას არ აპირებდა ლენა. ბოლოს მამამისი „ტკბილად“ რომ დაელაპარაკა, ვიღაც ბებერ მულტიმილიონერზე დაუპირა გარიგება.
ყავაში ყინულები ჩაყარა და თეთრ ხელსახოცზე დადო.
სკამზე ჩამოჯდა ზაალი და ლენას წვივზე მიაშტერდა, შემდეგ სახეზე.
-რამ შეგაწუხათ, ბატონო მამა? -ლოლაძეც ჩამოჯდა მის პირდაპირ და გულწრფელი ინტერესით მიაშტერდა.
-შენ სანახავად მოვედი, რამე ხომ არ გჭირდება?
-მე ერთი რამ მჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ შენ არ გჭირდები? -ის სიტყვები, რომელიც მამამ უთხრა, სასაცილოდაც არ ეყო გოგონას.
-როგორ გავიგო შენი სიტყვები? -ჭიქა დადგა ზაალმა და ინტერესით ჩახედა თვალებში.
-რა ვიცი, ხომ არ გინდა, ვინმეს მიმათხოვო? ბოლოს, როცა ასე თბილად მელაპარაკე, მომიკითხე და მომთაფლე, ვიღაც კაცზე დააპირე ჩემი მითხოვება, ვისზე, კარგადაც იცი და აღარ არის მისი დახასიათება საჭირო. ამიტომ პირდაპირ მითხარი, რა გინდა.
-შენ ჩემი შვილი ხარ, ელენა. მიყვარხარ, ნუ გგონია, რომ მძულხარ. -ფეხზე წამოდგა კაცი და შვილს მიუახლოვდა.
ხელზე ხელის მოკიდებაც დააპირა, მაგრამ გოგონამ მაგიდის ქვეშ დამალა ისინი. თითქოს დაფრთხაო, უკან დაიხია ზაალმა. დამსახურებულის დაღი დამჩნეოდა თვალებში, ეს შენიშნა ლენამ, თუმცაღა მაინც ვერაფრით პატიობდა მამას განზრახ ჩადენილ დანაშაულებს.
-შენი საქციელებიდან გამომდინარე, მე არასოდეს მიგრძვნია სიყვარული. შენ მხოლოდ ფული გიყვარს.
-ელენა, წესიერად საუბარს მოვითხოვ შენგან! -ხმა გაიმკაცრა ზაალმა.
-მამა, თუკი სადმე სამართალი არსებობს, შენ ჩემგან რამის მოთხოვის უფლება არ უნდა გქონდეს. ელენასაც ნუ მეძახი! -გაბრაზდა გოგონა, ქვემოდან მიაჩერდა მამას. შემდეგ ნაღვლიანმა ღიმილმა გაუპო შინდისფრად შეფერილი ბაგე და კაშკაშა კბილები გამოუჩნდა, რომლებს შორისაც ენა მოიქცია, რამე ცუდი რომ არ ეთქვა, -თუმცა ვცდები... შენ დედა ფულზე მეტად გიყვარდა. მე კი მისი სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ჩემი ძაღლისგან ვგრძნობდი გულწრფელ სიყვარულს! და ნონასგან... იმ ქალს ალბათ ვერასოდეს გადავუხდი სამაგიეროს იმისთვის,რაც ჩემთვის გაუკეთებია.
-შეცდომებს ყველა უშვებს, ლენა... -სიმკაცრის საფუძველი შემოეფცქვნათ მამის სიტყვებს.
და მაინც, როგორ შეიძლება მშობელს შვილი არ უყვარდეს? სრულებით შესაძლებელია, ადამიანი გიყვარდეს, მაგრამ მისთვის იმდენს ვერ აკეთებდე, რომ ეს სიყვარული დაამტკიცო და გაამყარო. პირიქით, სულ უფრო ფცქვნი სხვის თვალში ამ გრძნობას და ხელში მხოლოდ ნაფლეთებს იტოვებ.
-ჰო, მამა, შეცდომების დაშვება მარტივია, პატიებაა რთული.
-კარგი... -ჩაახვლე ზაალმა, ეტყობოდა, ამ საუბრის მეტად გაგრძელების მომხრე აღარ იყო, -რისი თხოვნა გინდოდა?
-ბახმაროში მინდა ამ აგვისტოში დასასვენებლად წასვლა. არ მინდოდა თხოვნა, მაგრამ სექტემბრიდან მუშაობას დავიწყებ და ყველაფერს გადაგიხდი.
-ერთი გახსოვდეს, ელენა. ყველაზე გულწრფელი და უსასყიდლო მშობლის სიყვარულია, ყველაზე უანგარო. მე შენგან სამაგიეროდ არაფერს მოვითხოვ. ვერც პატიებას გთხოვ იმისთვის, რაც შენთვის გამიკეთებია, რადგან არ შემიძლია, რადგან მე მშობელლი ვარ და რაღაცწილ მგონია, რომ ამას შენ სასიკეთოდ ვაკეთებდი. რაც არ უნდა დაგჭირდეს, მითხარი, იცოდე.
* * *

ვინც ბახმაროში ყოფილა, ალბათ ყველას გამოუცდია ცხელი სეზონის მიუხედავად რელიეფის სიმკაცრით გამოწვეული ყინვა.
კოტეჯი, რომელშიც ლენას უნდა ეცხოვრა, დანარჩენების მსგავსად ხის მასალით იყო ნაგები, მოიცავდა ორ ოთახს, სააბაზანოს და მისაღებს. მისაღებში ერთიანდებოდა სამზარეულოც და საძინებელიც. ორი ადამიანისათვის ზედგამოჭრილი იყო და რადგან ლენას ზაალი მარტო არ და ვერ გაუშვებდა, გადაწყდა, რომ მას უნდა გაჰყოლოდა თექვსმეტი წლის დეიდაშვილი - ვანდა.
ვანდა ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული გოგონა იყო, ლენამ ზუსტად იცოდა, ხელს არაფერში შეუშლიდა. გზაში ზედმიწევნით ჩაუკაკლა მათი ბახმაროში გამგზავრების მიზეზი და როგორც ყველა სხვა დანარჩენი თინეიჯერი, ისიც აღფრთოვანდა და მოუწონა ლოლაძეს მსგავსი მეამბოხე საქციელი.
დიახ, ლენამ იმიტომ მოისურვა ბახმაროში დასვენება, რომ ახლოს ყოფილიყო ნიკოლოზთან, რადგან მიუხედავად სიამაყის სიმძაფრისა, მის თვალებში ღრმად რომ ჰქონდა გადგმული ფესვები, ლოლაძის არსებაში ახალი გრძნობები იკიდებდნენ ფეხს. ვერასოდეს წარმოიდგენდა, ბიჭთან ურთიერთობაში მსგავს აქტივობას თუ გამოიჩენდა, მაგრამ „არასოდეს თქვა არასოდეს“.
საღამოხანს უკვე დაბინავებულნი იყვნენ და ცეცხლიც დანთებული ჰქონდათ. ვანდა საწოლზე იჯდა და წიგნს დიდი ინტერესით კითხულობდა. ლენა ვერაფრით ისვენებდა, შალის ზეწარში გახვეულიყო, მუხლებისთვის მკლავები მოეხვია, მათზე თავი დაედო და განუწყვეტლივ ფიქრობდა ნიკოლოზზე, მის კულულებზე, ზანტ, მამაკაცურ მიხრა-მოხრაზე და სარკისებურ თვალებზე სინათლის წყაროს არარსებობის შემთხვევაშიც რომ ირეკლავდა არსაიდან წამოსულ სხივებს.
ლოლაძეს ლორთქიფანიძის საქციელებიდან გამომდინარე, ვერანაირი დასკვნა ვერ გამოჰქონდა, რა გრძნობა შეიძლება ჰქონოდა ვაჟს მის მიმართ. გულს უწყალებდა იმაზე ფიქრი, რომ ის სულისწამღები გრძნობები, ქარბორბალას რომ უტრიალებდა გულში, შეიძლებოდა ცალმხრივი ყოფილიყო.
ლენას სიამაყე არასოდეს მისცემდა იმის საშუალებას, რომ ზედმეტი გრძნობებით გაენებივრებინა ის ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა.
-ის მაინც თუ იცი, სად არის ეგ ბიჭი, რომელ კოტეჯში? -წიგნი დახურა ვანდამ, როგორც ჩანს დეიდაშვილის ფიქრების ხმაურმა შეაწუხა. -ამ კვარტალში მარტო ორმოცდაათამდე კოტეჯია, დღე და ღამე ნისლია ირგვლივ.
-მისი ნომერი მაქვს, -წარბების თამაშით ამცნობა პატარა ინტრიგანს, რომ არც ასე ხელცარიელი და ბედისანაბარა აპირებდა დასვენებას.
-ერთი ნაბიჯით წინ ყოფილხარ. მაგრამ რომ დაურეკავ, რა უნდა უთხრა, ჩამოგაკითხე და შენი ნახვა მინდაო? -აღტკინებული წამოჯდა ვანდა. მისი მშვიდი და უწყინარი ხასიათიდან გამომდინარე, იმის ვარაუდსაც ვერ ახერხებდა, რისი გაკეთებაც რეალუად შეეძლო ლოლაძეს.
-არა, უფრო შევალამაზებ სიტუაციას. საჭირო დროს მოვნახავ, ან ვინ იცის, იქნებ ბედმა შეგვახვედროს ერთმანეთს.
საწოლზე წამოკოტრიალდა გამხიარულებული ლენა და ფეხები გადააჯვარედინა.
* * *
დილით საუზმის შემდეგ სასეირნოდ გავიდნენ. ვანდა ყოველ კუთხე-კუნჭულში იღებდა ფოტოს მილიონობით პოზაში, რაც იქაურობის კარგად დათვალიერების საშუალებას აძლევდა ლენას.
ერთი ადგილი საოცრად ეცნო. ძალიან ჰგავდა იმ ადგილს, ბავშვივით რომ იჭყუმპალავა და კინაღამ ფილტვების ანთებით მოკვდა, დროზე რომ არ ეშველა ნიკოლოზს.
მშვენიერი და ბრწყინვალე გეგმები სხაპა-სხუპით ესახებოდა გეგმაში და სახეანთებული სულ სიხარულით უღებდა ვანდას სასურველ სურათებს.
რამდენიმე დეიდაშვილის ძალისხმევით და დაჟინებული თხოვნით თავადაც გადაიღო, თუმცა ძალიან არც უცდია პოზიორობა.
სადილის შემდეგ, როცა ვანდამ წიგნის კითხვას მიჰყო ხელი და თავადაც საქმე აღარაფერი გააჩნდა, მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ნიკოლოზს.
„იქ, სადაც პირველად მნახე შიშველი (ნახევრად), ისევ გელოდები იმავე დროს. ამჯერად ჭყუმპალაობას არ ვაპირებ (ყოველ შემთხვევაში უშენოდ).“
კმაყოფილმა გააგზავნა და როცა მიუვიდა, ტელეფონი საწოლზე ამოსუნთქულმა დადო. ამით ნიკოლოზსაც გამოსციდიდა, რამდენად კარგად ახსოვდა ის იმედებით სავსე და მსახიობური გამოცდილების მომცემი პერიოდი.
ლენას რა დაავიწყებდა? მოსაღამოვებული იყო, მაშინ, ალბათ, დაახლოებით, ექვსი საათი იქნებოდა დაწყებული. ძალიან პოეტურად ჟღერდა, მაგრამ - ისტორია მეორდებოდა განსხვავებული ასპექტით.
-პაემანზე მივდივარ იმ პატარა მდინარეზე, შენ რომ ბევრი ფოტოები გადამიღე. -გააფრთხილა გასვლის წინ დეიდაშვილი, -კარი ჩაკეტე ყოველი შემთხვევისთვის, საჭმელი იცი სადაც არის, ორ საათზე მეტი არ დამაგვიანდება. ტელეფონი ჩართული მაქვს და მიმაქვს, თუ რამე დაგჭირდა, ოღონდ უკიდურეს შემთხვევაში, მაშინ დამირეკე, თორემ რომ მოვალ კატლეტის ხორცივით დაგკეპავ, ხელლი რომ შემიშალო რამეში! ხომ იცი, ფილმებში რომ არის , ეგრე რომ გამოგივიდეს არ გაპატიებ.
-ვეცდები საერთოდ არ დაგირეკო და ხელი კოცნაში მაინც და მაინც ჩემმა ზარმა არ შეგიშალოთ. -ჩაიფხუკუნა ვანდამ.
-ჭკვიანი გოგო ხარ, -ქურთუკი მოიცვა, ლურჯი ქუდი დაიხურა და კარები გამოაღო. -აბა, ჰე! შენ იცი, როგორ კარგად მოიქცევი.
-ლენა, ორი წლის ბავშვი არ ვარ.
-იმედი მაქვს!
* * *
მდინარეზე რომ მივიდა და იქ არავინ დახვდა, გული კინაღამ შეუწუხდა. ცხრაჯერ გადაამოწმა ტელეფონი, მაგრამ აშკარად გაგზავნილი იყო ნომერზე. ვაი თუ, ნიკოლოზმა მოატყუა და სხვისი ნომერი მისცა! ან იქნებ, სულაც არ უნახავს ეს მშვენიერი მდინარე?
-არა, არა, შეუძლებელია! -არწმუნებდა თავის თავს, როცა ოცი წუთი გავიდა, -ამ მდინარეს თითქმის ყველა კოტეჯი გადმოჰყურებს, რაღა მაინც და მაინც იმ ოხერის იქნება მიყრუებულში? ალბათ, დრო ვერ განსაზღვრა სწორად. ვიცი, რომ მოვა, აუცილებლად მოვა.
ამდენი იმედები მართლაც არ დარჩენილა ფუჭი. იქეთ-აქეთ ტრიალისას წვრილ ხეზე მიყუდებული და მომღიმარი ნიკოლოზი რომ დაინახა, ჯერ გულზე მოეშვა, შემდეგ კი თავი ძლივს შეიკავა, მისკენ რომ არ გაქცეულიყო და ჩახუტებოდა.
სამი კვირა იყო არ ენახა, როცა ბოლო ერთი თვე მის გარეშე ერთი დღეც არ ჰქონდა გატარებული, და უკვე ეგონა, რომ მისმა ცხოვრებამ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი ფერი დაკარგა სრულფასოვნების პალიტრაზე.
-მეგონა შიშველი დამხვდებოდი, ისეთი შეტყობინება მივიღე, -ხეს მოსცილდა ნიკოლოზი და მისკენ გაემართა.
ერთ ადგილას იდგა ლენა, საერთოდ ვერ იძვროდა, საკუთარ ფეხის წვერებს დაჰყურებდა და გრძნობდა, რომ თავის ცხოვრებაში პირველად იყო ბედნიერი საკუთარი გაბედულობის გამო.
-ე.ი სწორად მოვიქეცი ჩემი ნომერი რომ დაგიტოვე, ნამდვილად ლოგიკურად გამოიყენე. -სანტიმეტრის მოშორებით გაჩერდა.
-სწორად მოვიქეცი, რომ მოგწერე? -დაიმედებული თვალებით ახედა ლენამ სარკისებურ თვალებში.
-ჰო, -ცალყბად ჩაეცინა ლოლაძის ბავშვურ გამოხედვაზე ნიკოლოზს, გულს უცნაური გრძნობა მოეფონა, მკლავები და ყბები დაეჭიმა იმდენად აუბორგინდა სხეულს ჩახუტების სურვილი, -მართალია პატარა დისშვილი მყავს, მაგრამ გამრთობი მაინც მომენატრა. ბოლოს და ბოლოს, ვერც ერთი ასაკის ადამიანი ვერ შეძლებს საკუთარი ინტერესის დასაკმაყოფილებლად სხვის სახლში შეიპაროს ისე, რომ არ გაარკვიოს, ჰყავთ თუ არა შინაური ცხოველი... ან იბანაოს ყინულივით ცივ წყალში...
-კარგი, კარგი, არ გვინდა მაგ საშინელებების გახსენება. -თავი გააქნია ლენამ და ჯიბეებიდან ხელი ამოჰყო.
-რატომ? მე ძალიან ვხალისობ. -საკუთარი ხელები შეაგება ნიკოლოზმა ლოლაძისას.
ამ პატარა ჟესტში რაღაც უცნაური ამოიკითხა ლენამ. ძალიან ახლობლური იგრძნო რაღაც და გონებაში ყველა ღალატის კადრმა გაუელვა. სახეზე გამომეტყველება შეეცვალა გოგონას. მართალია, ნიკოლოზისადმი რაღაც ახალს და განსხვავებულს გრძნობდა, თუმცა წარსული იმედგაცრუებანი ჯერ კიდევ მძიმე დაღად აჩნდა მის აწმყოს.
იცოდა,ნდობას მარტივად ვერ მოიპოვებდა ადამიანი მის თვალში, რამდენადა არ უნდა დაინტერესებულიყო მისით. არადა, ეს ხომ არ იყო უბრალო,საყოველთაო ინტერესი, რასაც გოგონები იჩენენ ხოლმე ვაჟების მიმართ? ინტერესის ფაზა დიდი ხნის წინ გაიარეს, ახლა განსხვავებულ ეტაპზე გადადიოდნენ, უფრო სერიოზულზე.
-რამე მოხდა? -შენიშნა ლოლაძის სახეცვალებადობა ბიჭმა და დახრილი თავი ააწევინა.
უტიფარი გამოხედვა სადღაც გამქრალიყო და ზუსტად კითხულობდა, თუ როგორ უნდოდა ლენას მისდამი ნდობა ჰქონოდა.
ხელები არ გაუშვია, პირიქით - უფრო ახლოს მივიდა მასთან, რადგან არ ეკარგვინებოდა, არ ემეტებოდა ცხოვრებიდან გასაშვებად, ისედაც ბევრი დათმო ლენას მსგავსაც და ახლა, როცა თითქმის დანებებულმა აღმოაჩინა ღრმად დამარხული ალმასივით, ხელს მაგრად მოუჭერდა და არ მისცემდა წარსულს მასზე შთაბეჭდილების მოხდენის უფლებას.
-მისმინე, -კატეგორიული იყო ნიკოლოზი, -საოცრად კარგად მესმის შენი... ისიც ვიცი, რომ როცა ადამიანი ერთხელ მოგატყუებს, არ აქვს იმას მნიშვნელობა, ჰქონდა თუ არა მას მიზეზი მმისი ნდობა მეორედ ძალიან რთულია, მაგრამ შენ ხომ იცი, ცდა ბედის მონახევრეა. მე რომ არაფერს გაძალებ, ეგეც კარგად იცი. შენც გინდა ეს ურთიერთობა, მე კი მჭირდება. უბრალოდ დაფიქრდი გესმის? და როცა გადაწყვეტილებას მიიღებ, როგორიც არ უნდა იყოს ის, მე არ ვიქნები ადამიანი, რომელიც იმედს გაგიცრუებს.
ალბათ, კიდევ რამის თქმას დააპირებდა ნიკოლოზი, ანაზდად ლენა რომ არ აწეულიყო ფეხის წვერებზე.
-ტელეფონი გათიშული გაქვს? -ჰკითხა ზღვრამდე მისულმა, -ისე რომ მოხდეს, როგორც ფილმებში...
სიტყვების დასრულება ვეღარ მოახერხა, ისე შეეხო რაღაც რბილი და თბილი.
გულში ფეიევერკმა იფეთქა და გონებაში ბრჭყვიალა ფერებმა გადაფარეს ყველა ნორმალური აზრი, რამაც შეიძლება ადამიანს გაუელვოს თავში.
მკვრივი და გაყინული ჰაერი უეცარი სისწრაფით ჩაანაცვლა გაუსაძლისმა სიცხემ, თითქოს ფრთებშესხმული მიწას რამდენიმე მეტრით მოსცილდა.
ვარაუდი იმ კრიტერიუმთა ნახევარიც არ იყო, როგორიც რეალურად აღმოჩნდა პირველი კოცნა. საღი აზრი გონების ბნელ კუნჭულში იყო მიმალული და ყველა სხვა დანარჩენ ნერვთან ერთად უსმენდა აჩქარებულ გულის ცემას, რომელიც სადაცაა ბედნიერებისაგან გაგჯებოდა.
ნიკოლოზის ცხელი და ვნებიანი ტუჩები იყო ერთადერთი რამ, რისი აღქმაც რეცეპტორებმა მოახერხეს. რაღაც საოცრად ნაზად, ზემოქმედებითად ეხებოდა ბაგეებზე, რამდენიმე წამის შემდეგ როცა ვნებამ შესაძლებლობის პიკს მიაღწია და გონდაკარგულმა ლოლაძემ გაიაზრა, რომ ეს არ იყო სიზმარი, დაძარღვულ, გახურებულ კისერზე ყინულივით ცივი, აკანკალებული ხელები მოხვია. ამით გახელებულმა ნიკოლოზმა, რომელიც მართლა ზღვრამდე იყო მისული და გოგონას მსგავსი ნაზი შეხებები, გამოუცდელობა, მკრთალი სუნთქვა ჭკუიდან შლიდა, მკლავები წელზე მოხვია და უფრო მაგრად მიიკრა მუცელზე. კოცნა გააძლიერა და კბილებით გამოსდო რამდენჯერმე ბაგეებს.
შემდეგ ჟანგბადის გარეშე დარჩენილმა, ვნებააშლილმა ორგანიზმებმა გამოთქვეს პროტესტი და პირველი კოცნა, რომელიც შედგა, ფატალურად რომ არ დასრულებულიყო, ერთმანეთზე მიწებებულები ერთმანეთს ძლივ-ძლივობით მოსცილდნენ.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lenkaloladze123
ნანახია: 1403 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
1 Spam
1
ყველაზე მაგარი თავი იყო მგონი.მომეწონა ზაალის აღიარება,მაგრამ მაინც ვთვლი რომ ფულის მონაა.ვერაფერმა უნდა გაიძულოს შვილი ფულზე გაყიდო და უყურო როგორი უბედურია მერე ის.
ზაალის ის საქციელი , რომ ლენა დასასვენებლად გაუშვა,მგონი რაღაცნაირად მამის თბილ საქციელს გავდა.
ლენას სმს იყო პიკი :D „იქ, სადაც პირველად მნახე შიშველი (ნახევრად), ისევ გელოდები იმავე დროს. ამჯერად ჭყუმპალაობას არ ვაპირებ (ყოველ შემთხვევაში უშენოდ).“ :D საბაბი მისცა ნიკოლოზს და გამოიწვია :D
ლენას ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ამტკიცებს,რომ ურთიერთობებში არარი მთავარი ბიჭმა გადადგას პირველი ნაბიჯი.
კოცნა...დათბა მათ შორის ურთიერთობა და მე მჯერა ნიკოლოზის სიტყვების,რომ იმედს არ გაუცრუებს.
<3
აი ეს თავი ზუსტად იმხელა იყო,მე რო მინდა ხოლმე :D
avatar
0 Spam
2
ვაუ! დიდი მადლობა ამხელა კომენტარისთვის :D bb
დიდი მადლობა , რო კითხულობ და აზრსაც აფიქსირეეეებ! 3o 3o 3o
avatar