პირველი ფიქრი - დ ა ს ა ს რ უ ლ ი -
11.07.2017, 01:08
მეთორმეტე თავი
-შენმა დამ იცის, აქ რომ ხარ? - თქვა ლენამ იმ სულისგამქანცველი გრძნობებისგან თავის დასაღწევად და ყურადღების გადასატანად, რომელიც ნიკოლოზის კალთაში ჯდომით შემოებურა მის სხეულს.
-არა, -თავი გააქნია და ანცად შეუხტნენ ზამბარებივით ჩამოკიდებული კულულები შუბლზე. მთვრალი ღიმილით იღიმოდა ნიკოლოზი და თვალები უფრო სარკისებური ჰქონდა, უფრო ბრწყინვალე. მთვარის ბაც განათებას ირეკლავდა და შავ თვალებს ამჯერად ვერცხლისფერი იერი ეძინებოდათ.
-მანქანით მოხვედი? -კულულებზე წაეთამაშა ლენა.
-არა, მთვრალი არასოდეს ვჯდები.
-ძაღლი საიდან მოგაფიქრდა? -კითხვებს არ ეშვებოდა ლოლაძე და გაყინულ ტერფებს ერთმანეთს უხახუნებდა.
-დაკითხვაზე ვარ, ქალბატონო? -წარბები აათამაშა ნიკოლოზმა.
მისი კალთიდან ძლივს-ძლივობით წამოდგა ლენა, მარცხენა ფეხი დაბრუშებოდა ერთ ადგილზე ჯდომისაგან.
-დაურეკე ქეთის და უთხარი, აქ რომ ხარ. -ზემოდან დააცქერდა ლორთქიფანიძეს,- არ შეიძლება ასე, ისედაც იმდენი სანერვიულო აქვს.
-ხო, კაი, კაი. -ბუზღუნით დანებდა ნიკოლოზი, ოდნავ ასწია ტანი, უკანა ჯიბიდან ტელეფონი რომ ამოეღო და შემდეგ ისევ მოწყვეტით დავარდა დივანზე.
ძლივს ატრიალებდა ხელში ტელეფონს, თვალებში რომ მიენათა, უეცარი სინათლის ზემოქმედებისგან დაეჭუტა.
მობეზრებულმა გამოართვა ხელიდან და ქეთის ნომერი მოძებნა. ზარი არ იყო გასული, მაშინვე რომ უპასუხა ლორთქიფანიძის დამ და ისეთი თვალებით შეხედა ნიკოლოზს, აშკარა განაწყენება დაანახა მზერით.
-ქეთი, ლენა ვარ. ნიკოლოზი ჩემთან მოვიდა, არ ინერვიულო.
-სულ გააფრინა მაგან? გული გაგვიხეთქა, -გაბრაზებული ჩანდა ქეთი, თუმცა ლენას სიტყვებმა აშკარად დაამშვიდეს.
-არ ინერვიულო არაფერზე, ჩემთან დარჩება, არ გამოვუშვებ.
-კარგი, ლენა, დიდი მადლობა.
გათიშული ტელეფონი პატრონს დაუბრუნდა და სამზარეულოსაკენ რომ წავიდა, მხოლოდ მაშინ გააანალიზა, საღამურების ამარა რომ დატანტალებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში.
ცხელმა ტალღამ კიდევ ერთხელ დაუარა სხეულში და მის გასაქარვებლად ცივი წყალით სავსე მთელი ჭიქა გამოსცალა.
უკან დაბრუნებულს, ნიკოლოზი ფეხზე წამომდგარი დახვდა, სამზარეულოსკენ მობაჯბაჯებდა.
კვლავ წელზე მოჰხვია ერთი ხელი ლენამ, მეორე კისერზე გადაიკიდა და ჩაეჭიდა, ასე წაიყვანა საძინებლისაკენ და საწოლზე დააწვინა.
-კარგია, შენთან რომ მტოვებ. -ბლუკუნებდა ნიკოლოზი, როდესაც ლენამ ფეხსაცმელი და მაისური მოაცილა მის სხეულს, -მიხარია, რომ მენდობი.
-გენდობი, აბა, არ გენდობი? -გაეცინა ლოლაძეს და საწოლის მეორე მხარეზე თავადაც წამოწვა. -საკუთარ სიცოცხლესაც კი განდობ, იმდენად გენდობი.
მძიმედ დაეშვა ლენას წელზე ნიკოლოზის ხელი, მუცელზე მოჰხვია და იმდენად ახლოს მიიხუტა, რომ მის შიშველ მუცელს საკუთარ ზურგზე გრძნობდა ლოლაძე და ამას ჭკუიდან გადაჰყავდა.
ზუსტად იცოდა, ვერაფრით დაიძინებდა იმ ადამიანის გვერდით, რომელიც უყვარდა. მთელს ღამეს ფიქრში გაათევდა, მომავალზე ოცნებაში, ოღონდ ძილს ვერ აჩუქებდა ამ სანუკვარ წამებს.
ცალი ფეხი ლენას ფეხებში ახლართლა ნიკოლოზმა, ცხვირი მის ყელში ჩარგო და რაღაც ცხელის და დაუძლეველის აბორგინება იგრძნო მუცელში ლენამ, რომელიც ნელ-ნელა მთელს სხეულში იღვენთებოდა.
ნიკოლოზს, მისგან განსხვავებით, უშფოთველად ეძინა.
სასიამოვნო შეგრძნებებით გაბრუებულს ნელ-ნელა თავადაც მიელულა თვალები. ასე ტკბილად არასოდეს ჩასძინებია. ზურგს საყვარელი ადამიანი უმაგრებდა.

* * *
საშინელმა თავისტკივილმა და გულისრევის შეგრძნებამ დააბრუნა რეალურ სამყაროში. მკვეთრი განათება თვალს სჭრიდა, არ აძლევდა გახელის და მხედველობის ორიენტირების საშუალებას. პირგამომშრალი, მუცელატკიებული საშინელ, სპეციფიკურ სუნს გრძნობდა, როგორიც მხოლოდ საავადმყოფოებშია ხოლმე.
აღარ დაგიდევდათ თვალის ტკივილს, გაოგნებულმა დაყაჭა თვალები და კიდევ უფრო გაკვირდა, როცა თავი საავადმყოფოში დაიგულა. ღრმად სუნთქავდა, აპარატის წრიპინი ნელ-ნელა გადაფარა საკუთრმა პულსაციამ და საწოლზე წამოჯდა.
მალე მის ოთახში გაფითრებული ლენა და ზაალი შემოვიდნენ. ხმას ვერ იღებდა გაკვირვებული, რეალობა იმდენად აბსურდულად და გაურკვევლად ეჩვენებოდა, საერთოდ უკვირდა, ამ დღემდე თუ უცხოვრია ოდესმე.
-რა... რა ხდება? რა მინდა აქ?! -ამოიზლუქუნა, როდესაც გაახსენდა, რომ საუბარი შეეძლო.
ყბები უცახცახებდა ანერვიულებულს, ხვდებოდა, კარგი არაფერი ელოდებოდა სიახლის გაგებით.
-კიბეზე დაგორდი, შვილო. ზუსტად იმ დღეს, როცა შენი საქმრო უნდა გაგეცნო, -დანაღვლიანებული თვალებით მიაჩერდა ნონა და ძლივ-ძლივობით უთხრა ხმაში ცრემლჩაღვრილმა.
-რა საქმრო, რა კიბეები? მე ჩემს ბინაში ვიყავი ნიკოლოზთან ერთად, მასთან მეძინა! -დაიყვირა სასოწარკვეთილმა, საკუთარი ხმა გონებაში ექოდ ჩაესმოდა.
გაცხოველებით უცემდა გული. რა აბსურდზე ელაპარაკებოდა ეს ქალი საერთოდ?
-რას ამბობ, შვილო, -კიდევ უფრო გაოგნდა ნონა. -გუშინ საღამოს მე თვითონ მიგყევი საწოლ ოთახამდე... მე თვითონ განახე ის კაბა, რომელიც იმ ვახშამზე უნდა ჩაგეცვა, შენი საქმრო რომ უნდა გაგეცნო.
-რაებს ბოდავთ თქვენ? რა საქმრო, რის საქმრო? მე გავიქეცი, როცა მამაჩემმა მითხრა, სხვაზე უნდა მიგათხოვოო! გავიქეცი და სამი თვის განმავლობაში ტყეში დავბოდიალობდი, მერე კლდეზე დავგორდი, გონება დავკარგე და ნიკოლოზმა მიპოვა, რომელიც მამაჩემის მოგზავნილი აღმოჩნდა. მან სახლში დამაბრუნა და... მერე ჩემი მცველი იყო, მერე ერთმანეთი შეგვიყვარდა, მე ჩემს ბინაში გადავედი საცხოვრებლად... -ღიმმორეული უხსნიდა მის რეალობას მამას და დედობილს ლენა, მაგრამ გაჩუმდა, როცა შენიშნა , რომ მათ აშკარად ეჭვი შეიტანეს გოგონას ნორმალურობაში.
თავბრუ დაესხა ლენას, თავი ასტკივდა, მაგრამ ამაზე მეტად სასოწარკვეთამ შეიპყრო.
-შვილო, ასეთი არაფერი მომხდარა, -დაწვრილებული ხმით უთხრა ზაალმა ერთადერთ ქალიშვილს, სიგიჟის ზღვრამდე მისულის სახით რომ შეჰყურებდა ორივეს.
-არა, არა! შენ მატყუებ, მატყუებ, რადგან არ გინდა, ნიკოლოზთან ერთად ვიცხოვრო! ნუ მატყუებ, ნუ! ნუ! ნუ! -სულიგამაწვრილებელი კივილი მორთო ლენამ, ვერ იჯერებდა, რომ ის ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში მოხდა, ასე უბრალოდ უნდა ქცეულიყო ტყუილად, რადგან მამამისს სურდა ასე.
დარწმუნებული იყო, ატყუებდა, დარწმუნებული იყო , მისი გაბედნერება არ სურდა. მამამისს ხომ ფული აინტერესებდა მხოლოდ, ის კი ნიკოლოზს არ ჰქონდა.
-შენ არ გინდა, რომ მასთან ვიცხოვრო, რადგან ის ჩვენსავით მდიდარი არ არის!!! შენ არ გინდა ნიკოლოზი, მამა! ამიტომ მეუბნები ამას. სიმართლე მითხარით! -ხმაჩამწყდარი გაკიოდა, ხელებს იქეთ-აქეთ იქნევდა, სული იმდენად სტკიოდა, ეგონა, თუ იყვირებდა, იხავლებდა, ტკივილი გაუნელდებოდა.
ძარღვები დასკდომამდე ჰქონდა მისული, ტვინში რაღაც გაურკვევლად უწიოდა. გრძნობდა მამის მკლავებს მის სხეულზე, გაურკვეველ, დამამშვიდებელ სიტყვებს, რომლებსაც ეჩურჩულებოდა, რათა დაოკებულიყო, თუმცაღა მის გადატვირთულ, გამოფიტულ გონებას დაეკარგა ფუნქციები, პროტესტს გამოთქვამდა, ვერაფერს აღიქვამდა.
სასოწარკვეთილს საკუთარი სისხლის ჩხრიალი ესმოდა ძარღვებში. იმედდაკარგულს შესძულდა რეალობა. ის არასოდეს იჩენდა ლმობიერებას. მარადჟამს ცდილობდა ადამიანთა გამწარებას, მათ ტანჯვას, რათა სიმწრით ატკიებული სახეების ყურებით სიამოვნება მიეღო.
მართლაც, ისეთი რამეები ხომ მხოლოდ ზღაპრებში ხდება, რაც ლენას მისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ ნაწილად მიაჩნდა?
სასაცილოა, ბედი მწარედ დასცინოდა. მისი ცხოვრების ყველაზე ლაღი, ყველაზე მშვენიერი ნაწილი სიზმარი აღმოჩნდა.
ამის და კიდევ მრავალი გულისგამაწვრილებელი ფაქტის გააზრებამ, რომელთა არარეალურობაც საბოლოოდ გაანადგურებდა, გონება დაუკარგა.

* * *
-მსგავსი შემთხვევები ხშირია, როდესაც პაციენტს დიდი ხნის განმავლობაში სძინავს. გააჩნია სიზმრის რეალურობას. თქვენი ქალიშვილის შემთხვევა ერთ-ერთი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მან რეალობად აღიქვა ის, რაც სინამდვილეში სიზმრად ნახა, გრძნობდა, ეხებოდა.. წამითაც არ გასჩენია იმის ფიქრი, რომ კიბეებზე დაგორებისა და მძიმე ტვინის შერყევის მიღების შემდეგ არც გამოფხიზლებულა. სტრესული სიტუაციიდან მალევე გამოვა, თუმცა ფსიქოლოგის დახმარება მაინც დაგჭირდებათ. -ღიმილიანი სახით მოახსენა ექიმმა მის წინ მდგომ სამ გაოგნებულ სილუეტს მისთვის ჩვეულებრივი ამბავი და თეთრ ხალათში ხელებჩაწყობილმა აქციათ ზურგი.
ნონა სკამზე ჩამოჯდა, ზაალიც გვერდით მიუჯდა. მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცი იდგა გაკვირვებული ფეხზე და ვერ იჯერებდა, რომ ამ თავქარიანი გოგოს ამბავი ასე შორს წავიდოდა, რომ ამდენს გაუბედავდა მამას, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რამდენად ცუდ მდგომარეობაში იყო ის.
მეორე დღეა საავადმყოფოშია და არაოფიციალურ საცოლეს დარაჯობს, ელოდება, როდის გამოფხიზლდება, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს, მას კი თურმე ისეთი სიზმრები ეზმანებოდა, რომელთა არარეალურობის გააზრების შემდეგ, ჭკუიდანაც კინაღამ შეცდა.
-შვილო, ნიკოლოზ, მოდი, ჩამოჯექი. -უთხრა ჩამწყდარი ხმით ზაალმა მომავალ სიძეს, -მაპატიე მისი ურჩობა. ვიცი, ეს თქვენს საქმეებსაც უკან დახევს.
-აბა, რა სალაპარაკოა, ბატონო ზაალ. -მხარზე ხელის შეხებით გაამხნევა ლოლაძე ნიკოლოზმა, თუმცა თვალებში ეტყობოდა რეალური უკმაყოფილება.
ლენას სიტყვები მოაგონდა, როცა მამამისმა მისი თავი წარუდგინა. „შენი ცოლი არასოდეს გავხდები. მირჩევნია, მსუქან, ბებერ მულტიმილიონერს გავყვე, ვიდრე შენ გეცოლო. არასოდეს არავის მივცემ ჩემი თავისუფლების აღკვეთის უფლებას.“

აასრულა კიდევაც თავქარიანმა ქალბატონმა თავისი დანაქადი. როდესაც ნონამ მისი კარები გამოხურა, ლენა მაშინვე წამოხტა, ალმაცერად შეხედა წითელ, გამომწვევ კაბას, რომელიც იმ იდიოტი კაცის „ოფიციალურ“ გაცნობაზე უნდა ცმოდა.
პირველმა ფიქრმა გაიმარჯვა მის გონებაში. უნდა გაქცეულიყო. აუცილებლად უნდა დაეტოვებინა ეს სახლი, ეს ქალაქი, მიეტოვებინა არაოფიციალური საქმრო, მამის გეგმები. მისთვის თავისუფლება ყველაფერი იყო.
-ვერ ეღირსებით ჩემს დაყოლიებას, თქვე ფულის მონებო! ლაჩრებო! - ილანძღებოდა გულში.
სკოლისდროინდელი შავი ზურგჩანთა გამოჩიჩქნა კარადიდან. შიგ ერთი ხელი ტანსაცმელი ჩადო, თავისი შავი ქურთუკი მოიცვა, ფეხზე ბატინკები მოირგო და ის-ის იყო თასმა უნდა შეეკრა, ტელეფონმა რომ დაურეკა.
თეკლა იყო საბერძნეთიდან. გაუთიშა. ტელეფონი იქვე მიაგდო, საფულიდან მთელი დანაზოგი ამოქექა და ოთახიდან გავიდა.
ჩრდილოეთით წავალო, იფიქრა და სახლის შიდა კიბეს მიადგა, რომელიც დაახლოებით ოთხი მეტრი სიმაღლისა იქნებოდა და მდიდრულად მოწყობილ პირველ სართულს მეორისაგან ჰყოფდა.
ფიქრებში იყო გართული, ფეხის ხმა რომ მოესმა მამის ოთახიდან.
-უნდა ვიჩქარო, -დაიჩურჩულა ხმადაბლა და ის-ის იყო პირველი ნაბიჯი უნდა გადაედგა, რომ გახსნილ თასმაზე ფეხი დაეჭირა, შეშინებულს კივილი აღმოხდა და შემდეგ მყარ ზედაპირზე თავის მირტყმით გამოწვეული სულისწამსვლელი ტკივილი იგრძნო. სანამ ბოლომდე დაკარგავდა გონს, იგრძნო, როგორ დაეჟეჟა სხეული და როცა გაჩერდა, უკვე მის გონებას აღარაფრის აღქმა შეეძლო.
ზაალი ოთახიდან გამოვარდა, მოსამსახურეებიც გამოცვივდნენ. თავს დაფოფინებდნენ ლენას, სისხლი რომ მოსდიოდა და მთელს იატაკს თხვრიდა.
-სასწრაფოში დარეკეთ!

პირველი ნაწილის დ ა ს ა ს რ უ ლ ი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lenkaloladze123
ნანახია: 1464 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
avatar
1
1
მეორე ნაწილი მინდა!!
ეს რა იყოოო?
avatar
0 Spam
3
იქნება მეორე! bb bb 3o
avatar
1 Spam
2
რაა??
ამდენი ხანი სიზმარში იყო ლენა?
არ მჯერა....
ისე უცებ შეცვალე სიუჟეტი რო აზრზე ვერ მოვდივარ.
ნიკოლოზი- დავეჭვდი "საქმროს" სახელზე.
სულმოუთქმელად ველოდები მეორე ნაწილს და იმედია მალე იქნება...
avatar
0 Spam
4
ასე არ მქონია თავიდან დაგეგმილი, თუმცა, როცა მომივიდა აზრად, ძალიანაც მომეწონა. მეორე ნაწილი იქნბა უფრო მაგარი 3o მადლობა,რომკითხულობდი bb
avatar
0 Spam
5
ცოტა გაკვირვებული დავრჩი.მაგ.ვნახოთ მეორე ნაწილი მწამს ასე სასიამოვნო საკითხავი იქნება. 3o bb
avatar
0 Spam
6
At velodii asset ganvitareebas DA raghacnairad chamwyda gulshii tumca momewona data ai sakmros saxelze nikolozze davechvdi DA I media a isaarasac me vpikrobda moytmenlad veli more nawils <3 saswauli gogo car warmatebebi <3
avatar