პროლოგი
19.01.2019, 20:22
მახსოვს თუ როგორ მიყვებოდა ბებიაჩემი მითებსა თუ ლეგენდებს ზებუნებრვივ ქმნილებებზე,როდესაც პარატა ვიყავი. მისი თხრობა ყოველთვის შთამბეჭდავი იყო,რადგან მაღალფარდოვანი და მხატვრული სიტყვებით ალამაზებდა ისტორიებს.მეც აღფრთოვანებული და გაფართოებული თვალებით ვუსმენდი და ვმოგზაურობდი მასთან ერთად ზღაპრულ სამყაროში.სესილი არაფერის იშურებდა ჩემთვის,პირიქით გარახებული იყო,რომ მაინტერესებდა მსგავსი რაღაცები და არ წყვეტდა მოყოლას.დედაჩემი კი რატომღაც უშლიდა,ეჩხუბებოდა - "ნუ უყვები-ო".ეს ყველაფერი გაგრძელდა იქამდე სანამ არ გავიზარდე და აზროვნება არ დავიწყე,თუმცა სესილი მაინც აგრძელებდა თავისას,არ ცხრებოდა.დედაჩემი ჩემი ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო იძაბებოდა და ფრთხილობდა.ცდილობდა,რომ სესილისთან ისე ახლოს არ ვყოფილიყავი როგორც პატარაობაში.
თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას თუმცა ელის დაძაბულობა იმდენად შესამჩნევი გახდა,რომ უყურადღებოდ ვერ დავტოვე ეს საკითხი.ისიც არ მომწონდა თუ როგორ უხეშად ექცეოდა მომენტებში სესილის და გადავწყვიტე გამერკვია თუ რატომ უშლიდა სესილის ზებუნებრივ ქმნილებებზე ლაპარაკს.ერთი კითხვა მაწუხებდა- რატომ დარდობდა ელი იმაზე, რაც არარსებული იყო?- თავიდან ვიფიქრე მსგავსი რაღაცებისთვის პატარა აღარ ვიყავი და მიიჩნევდა რომ ზებუნებრივ ქმნილებებზე ისტორიების მოსმენა ჩემთვის არაფრის მომცემი იყო.ერთ დღეს მათ კამათს მოვკარი შემთხვევით ყური,როდესაც ჩემს ოთახში ვაპირებდი შესვლას.
-გთხოვ დედა მეტი არაფერი მოუყვე.ისედაც ბევრი რამ იცის- ბრაზობდა დედაჩემი.
-მოვა დრო და სიმართლეს მაინც გაიგებს-არ ცხრებოდა სესილი.
-არანაირად ! არ მივცემ საშვალებას ! - გაცხარდა ელი და ყვირილი დაიწყო.
-შენც კარგად იცი,რომ ვერაფერს შეცვლი და ჯობს თავი დაანებო- სესილი მშვიდად იჯდა და უყურებდა დედაჩემს ისე თითქოს არაფერი.დედაჩემი კი ანერვიულებული დადიოდა აქეთ-იქით,ვერ ჩერდებოდა.
-და შენც კარგად იცი ! ..რომ ეგ ყველაფერი კარგის მომტანი არასდროს ყოფილა და შენი ბრალი იქნება თუ რამე მოუვა ! -დაუყვირა და კარებისკენ წამოვიდა.
ეგრევე ოთახში შევვარდი,მივხურე კარები და ზურგით მივეყრდენი.გული ამოვარდნაზე მქონდა.აღელვებული ვიყავი.ვეცადე ყურადღება არ მიმექცია მათი კამათისთვის,თუმცა გონებაში ქარბუქივით ამოვარდა ბებიაჩემის სიტყვები-
-"მოვა დრო და სიმართლეს მაინც გაიგებს". დავიბენი და საკუთარ დასკვნებში ავიხლართე.ფიქრების ბურუსიდან გამოსვლა გამიჭირდა.ვერც თავი ვიპოვე და ვერც ბოლო,სინამდვილეს რომ დავბრუნებოდი.ჩემი ვარაუდი იმაზე,რომ მსგავსი ისტორიებისთვის პატარა აღარ ვიყავი და არაფრის მომცემი იყო,არ გამართლდა.საბოლოოდ გაანალიზების შემდეგ,აღმოვაჩინე,საქმე სულ სხვა რაღაცაში იყო - დედაჩემი ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობდა რომ ჩვეულებრივი, ნორმალური,ადამიანური ცხოვრება მქონოდა როდესაც გავიზრდებოდი.ბებიაჩემი კი სულ სხვა რაღაცის მიღწევას ცდილობდა თავისი გამაბრუებელი და მომაჯადოებელი ისტორიებით.სესილის პოზიცია სავსებით გაურკვეველი იყო ჩემთვის.ვერ მივხვდი რატომ უნდა მცოდნოდა თუ რა ხდებოდა ამ სამყაროს მიღმა?- იმაზე მეტად დავიბენი ვიდრე მაშინ როდესაც მათი კამათი მოვისმინე.წამის მეასედში ვინატრე ნეტავ არაფერი მომესმინა-მეთქი.
ვერ მოვეშვი მათ კამათზე ფიქრს და ისევ გავეხვიე გაურკვევლობის ბურუსსში.ინტერესი მკლავდა და ცნობისმოყვარეობა ერთდროულად მახრჩობდა.მინდოდა რაც შეიძლება მალე გამერკვია მიზეზი მათი ასეთი დაჟინებული კამათისა. "თუ არ არსებობენ ზებუნებრივი ქმნილებები და ყველაფერი ლეგენდად არის ქცეული,რატომ თქვა დედაჩემმა კარგის მომტანი არასდროს ყოფილა-ო? "- შევცურე ფიქრების ზღვაში და ვეღარ გამოვცურე რეალობის ნაპირამდე- "ან რა სიმართლეს გავიგებ? ან რა მომივა?"- ეს ის კითხვები იყო,რომლებიც ჩემი მოუსვენრობის მიზეზი გახდა.ვერ ვიპოვე ამ კითხვებზე პასუხი,ვერ გავარკვიე ეს საიდუმლო საითკენ მიდიოდა,რის თქმას ცდილობდა ან რა უნდოდა ჩემგან.ბოლოს როგორღაც გამოვცურე ჩამთრევი ფიქრების ზღვიდან და დავუბრუნდი სინამდვილეს.გამოვფხიზლდი,მაგრამ ჩემი ცხოვრება ისეთი ჩვეულებრივი აღარ დამხვდა როგორიც უნდა ყოფილიყო.-წყნარი,მშვიდი,უდარდელი და მეც ბედნიერად გაღიმებული ვაგრძელებდი გზას. ამ ყველაფრის მაგივრად კი არეულობა იყო გაბატუნებული, თანაც ისეთი, წამში თავდაყირა რომ დააყენა ჩემი ცხოვრება.
მეორე დღეს ბებიაჩემის კაბინეტში შევედი.გადაწყვეტილი მქონდა გამერკვია თუ რა ხდებოდა სინამდვილეში.მაგიდასთან იჯდა და ქაღალდებში იქექებოდა.
-ბებო..-მივუახლოვდი.შეწყვიტა საქმე და შემომხედა.
-გისმენ.
-რატომ მაინც და მაინც ზებუნებრივი არსებები?
მოიხსნა სათვალე და სერიოზული გამომეტყველებით მითხრა- მივიჩნიე რომ უფრო მრავალფეროვანი იქნებოდა შენი ცხოვრება.
-კი მაგრამ ვინ უყვება ბავშვებს პატარაობიდანვე მსგავს ისტორიებს?- უფრო ჩავეძიე.
-არც არავინ-წამით გაჩერდა,როდესაც გამოერკვია ფიქრებიდან მერე განაგრძო სათქმელი- ახლა კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე რასაც გეტყვი.
დავჯექი სკამზე და მთელი ყურადღებით დავიწყე მოსმენა.
-ჩვენი ოჯახი არასდროს ყოფილა ჩვეულებრივი ოჯახი.ყოველთვის მივუყვებოდით წინაპრების მიერ დატოვებულ დაკვალევს და არასდროს ვღალატობდით მათ მიერ დატოვებულ წეს-ჩვეულებას.არც დედაჩემს უღალატია მამამისის მიერ დატოვებული უდიდესი საგანძურისთვის და გაჰყვა კვალდაკვალ მის ნაბიჯებს.რის შემდეგაც მთელ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მკვლევარი გახდა.ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანმა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ცადოს იმის გაკეთება რაც შემდეგ თაობიდან თაობას დარჩება.
-დიდი ბებია მკვლევარი იყო? - გამიკვირდა.
-შენ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახის,კროფტების,წევრი ხარ ,ლარა კროფტის შვილთაშვილი.
ჩემს გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა.თან გამიხარდა და თან შემეშინდა,არ ვიცი რატომ.
-დედაშენს კიდევ უნდა რომ ამ ყველაფრისგან შორს იყო-დაამატა ბოლოს.
-რატომ?
-ფიქრობს რომ ადრეა და არ ხარ მზად იყო მკვლევარი.
-სახიფათოა?-უფრო მეტის გაგების სურვილით ვიყავი შეპყრობილი.
-იმაზე ბევრად ვიდრე წარმოგიდგენია.კროფტებს ყოველთვის რისკზე წასვლა უწევდათ იმისთვის.რომ დაუსრულებელი საქმე ბოლომდე მიეყვანათ.თანაც ირჩევდნენ ისეთ საკვლევ მასალას,რომელიც ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს გარეთ იყო.
-და ჩემზეა დამოკიდებული ავირჩევ თუ არა მაგ გზას?
-რა თქმა უნდა შენზეა დამოკიდებული-გამიღიმა.
-მადლობა ბებო-ვაკოცე შუბლზე და ოთახიდან გამოვედი.
თავიდან დიდარ არ მივაქციე ყურადღება სესილის ნათქვამს,რადგან იმ დროს თვრამეტი წლის ვიყავი და მივიჩნიე,რომ მზად არ ვიყავი გადამედგა ისეთი სერიოზული ნაბიჯი როგორიც ჩემმა წინაპრებმა გადადგეს.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: salomebatiashvili
ნანახია: 108 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar