ფსიქოპატების დედოფალი (თავი 1)
03.08.2018, 09:19


-ადამიანებს სურთ რომ ვიღაცას ადანაშაულებდნენ. ამაში იღებენ ისინი სიამოვნებას.ხოლო ის ვისაც ადანაშაულებბენ იმისი თავიც არ აქვთ რომ იბრძოლონ სიმართლისთვის... როგორ გგონია რისთვის ტირიან? რატომ არიან დეპრესიაში ? მათ ეს გამოსავალი ჰგონიათ.ტირიან იმისთვის რაც დაკარგეს,დაა იმისთვის რაც ჯერ არ დაუკარგავთ. ეშინიათ,და სწორედ ეს უღებს ბოლოს ყველას. შენ კი ჩემო კარგო უბრალოდ იბრძოლე.შენ ეს გევალება დანარჩენი ღმერთს მიანდე ... დამიჯერე ყველაფერი იმაზე კარგად იქნება ვიდრე წარმოგიდგენია... ბედი თვითონ არ იქმნებბა,მას ჩვენ ვქმნით...
კარი იღება და გარედან გოგო შემოდის:
-დრო ამოიწურა ... ანკა წავედით დამპირდი რომ ჩემთან ერთად ისადილებდი.
-კარგი ტასო. -ვიღიმი და ჩემს პაცუენტზე გადამაქ მზერა-დღეს მოვრჩით ... შემდეგი სეანსი ოთხშაბათს 4 საათზე გექნებათ ... დამატებითი ინფორმაციისთვის შემოსასვლელში ქალბატონთან იკითხეთ .
-კარგი ქალბატონო ანკა. დიდი მადლობა და ნახვამდის .
პაციენტს ვუღიმი და როცა ოთახიდან გადის ტასო ისევ ლაპარაკს იწყებს მორიგ მახეში გაბმულ ბიჭზე.ამასობაში მეც ვიხდი ხალათს ვიღებ ჩანთას და ორივენი დერეფანში გავდოვართ.
-დღეს უეჭველი მივდივართ წვეულებაზე ანკა . არანაირ უარს არ მივიღებ.
-ვეცდები ყველანაირად.
-ხანდახან როგორი მომაბეზრებელი ხარ.
-ხოდა თავს ნუ იბეზრებ წადი ნინისთან .
-კაი რაა ანკა რამდენჯერ უნდა ვიჩხუბოთ ამაზე?-მობეზრებული სახით მიყურებს ტასო.
-რამდენჯერაც საჭირო იქნება.
-როგორი მესაკუთრე ხარ ღმერთო ჩემო.
-შეიძლება ასეც ითქვას...
ამ კამათში მივადექით კიდეც ჩვენს საყვარელ კაფეს:
-გარეთ დავჯდეთ თუ შიგნით? -მეკითხება ტასო ისე თითქოს წეღან არაფერი მომხდარა.და მეც უდარდელად ვპასუხებ.
-შიგნით ... გარეთ ცხელა.
-კარგი ასე იყოს .
კაფეში შევედით და მაშინვე სახეზე მომელამუნა ცივი ჰაერი რომელსაც კონდიციონერი გამოსცემდა. ფეხებს ვუბრძანე დაძრულიყვნენ და დასაჯდომად ადგილი ეპოვათ.
-აქ დავჯდეთ-ვუთხარი ტასოს ,ტასოც თავის ქნევით დამეთანხმმა.
-ესეიგი, ფორთოხლის წვენი ,ნაყინი შოკოლადის სიროფში და სალათის ფურცლების სალათა.-უყოყმანოდ ჩამოთვალა საჭმელების სია რომელსაც ამ დროს ვჭამ ხილმე. შემდეგ გამომცდელად შემომხედა-ჰომ ასეა?
-კიი ასეა.-ტასომ გასწია შეკვეთის მისაცემად... მე კი ფანჯარაში ვიხედებოდი თუ როგორი ქაოსი იყო. შემდეგ ჩავფიქრდი ჩემს წარსულზე და იმ მოგონებებს შევეჩეხე რომელიც ყველაზე ნაკლებად მინდოდა მოსაგონებლად. მმალევე ამოვიგდე თავიდან მტანჯველი მოგონებები და ტასოს ყურებით გავერთე. ის ძალიან ლამაზი ქერა თმებითა და ციფერი თვალებით იყო მისი ტუჩები წვრილი და ცხვირი ოდნავ წაწვეტებული ქონდა, რაზეც სულ წუწუნებს ხოლმე. გრძელი ფეხები აქვს ამიტომ თითქმის სულ მოკლე კაბებით დადის. მისი სხეული კი მას ბიჭების მახეში გასაბმელად ეხმარება ის 24 წლისაა და 14 წლის ბავშვის ჭკუა აქვს . მაგრამ არის რაღაცეები რაშიც მე მჯობნის. ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე მაგიდასთან მოსული ტასო.
-რაზე ფიქრობდი?
-ისეთზე არაფერზე.
-როგორ ფიქრობ გიოსთან რამდენ ხანს გავქაჩავ? -ტასო ჰამბურგერის ჭამას დაეწაფა მისი თვალები კი მე მომაშტერდნენ.
-დიდ ხანს არა.
-რა პირდაპირობაა. ასეც არ შეიძლება.
-მკითხე და მეც გიპასუხე.
-სიუხეშის პიკზე ხარ.
-ვიცი და დამიჯერე მომწონს.
-ხვდები რომ არცერთი ბიჭი აღარ გეკარება?
-მაგას რა სჯობია? კარიერისთვის დრო უფრო დიდი მაქ.
-ანკა ასე არ შეიძლებაა. გჭირდება ვინმე ვინც გვერძე გეყოლება როცა დაგჭირდება.და დაგეხმარება.
-მგონი ასეთი ადამიანი მყავს უკვე.
-ვინ?
-შენ.
-ანკა კაი რაა... უბრალოდ არ შეიძლება ყოველთვის კარიერაზე ფიქრი.
-ტასო რატო არ გესმის? მე ამ ყველაფრისთვის იმდენი რაღაც გავაკეთე. იმდენი ვიბრძოლე. რომ არ შემიძლია ვიღაცის გამო ყველაფერი დავანგრიო . ჩემი ოცნება ავიხდინე მწვერვალზე
ვვარ და მეშინია არ ჩამოვვარდე. ჩემი ფართი მაქვს მყავს ჩემი პაციენტები. არ ვარ ვინმეზე დამოკიდებული. თავისუფალი ვარ გესმის? თავისუფალი. და შენ მთხოვ ამ ყველაფრის დათმობას.ამას ვერ შევძლებ ამას ვერ გავაკეთებ ტასო ვერა.
-მე არ გთხოვ რომ ეს ყველაფერი დაანგრიო.
-ასე გამომივა თუ ვინმეს გავიჩენ.ურთიერთობა გამანადგურებს.
-ისე ლაპარაკობ თითქოს გამოცდილი გქონდეს .
-იქნებ მაქვს...
ფორთოხლის წვენს ვეწაფები დასამშვიდებლად... ცივი წვენი აფორიაქებულ გულს ცოტა მიმშვიდებს შემდეგ ჩანთას ვიღებ და დაუმშვიდობებლად ვტოვებ ჩემს ერთგულ მეგობარს. გგარეთ გამოსული თბილ ჰაერს ვხვდები და ცოტა არ იყოს მაღიზიანებს კიდეც .ჩემს კლინიკაში მივდივარ ეზოსთან ჩემი წითელი პატარა მანქანა დგას რომელიც მზის სხივებთან ერთად კიაფობს . მანქანაში ვჯდები და სახლში მივდივარ .ჯერ მხოლოდ 14.25 საათია . კლინიკაში საქმე აღარ მაქვს ამიტომ უფრო ვმშვიდდები რადგან ახლა ვერ შევძლებ პაციენტის დამშვიდებას როცა მეც დასამშვიდებელი ვარ. მანქანით თბილისის ქუჩებს მივუყვები და იმ კორპუსთან მივდივარ სადაც ჩემი სახლია. სახლში შესული ვშიშვლდები და სააბაზანოში შევდივარ.ონკანს ვწევ და იმ წყლის წვეთებს ვუშვებ გარეთ რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ გარეთ გამოსვლას. წლის ჭავლში ვდგავვარ და ვსველდები. ეს ყოველთვის მეხმარებოდა დასაწყნარებლად. მახსენდება რომ დღეს წვეულებაზე უნდა წავიდე . და ვფიქრობ რა ჩავიცვა გონებაში ტანსაცმელს ვათვალიერებ და იმ ვარიანტებს ვიხილავ რაც შესაძლოა ჩაასაცმელად. ონკანს ვკეტავ და პირსახოც შემოხვეული სამზარეულოში გავდივვარ. ჩაისთვის წყალს ვადგამ და ოთახისკენ მივიწევ გამოსაცვლელად. გარდეროვში ვყოფ ხელს და რაც ხელში მომხვდება იმას ვიცმევ . შემდეგ სარკეში ვუყურებ ჩემს ანარეკლს და ვხვდები რომ არც ისეთი მქხინჯი ვარ როგორიც მეგონა . პირიქით ძალიან ლამაზი ვარ. თავს ამაყად ვწევ როგორც ტასო აკეთებს ხოლმე და სიცილი მეწყება . სარკეს ვშორდები და ჩემს ანარეკლსაც ვემშვიდობები. ტელევიზორის პულტს ვიღებ ტელევიზორს ვრთავ და სამზარეულოში გავდივარ ჩაის გასაკეთებლად. მაცივარს ვაღებ და ვხედავ რომ ოთხი ნაჭერი ნამცხვარი მაქვს. ნამცხვარს ვიღებ და მისაღებში გამაქვს... კუთხეში მიგდებულ პუფში ვსრიალდები და ტრადიციულად ვიწყებ ჩაის ხვრეპას. ფილმს ვუყურებ სადაც შეყვარებული წყვილის ტუჩები ერთმანეთს ადნება. შემდეგ ბიჭი გოგონას მაიკას ხდის და... და ზარის ხმა ისმის . სტუმარი მყავს ჩემს კომფორტის ზონას ვტოვებ და მივდივარ კარის გასაღებად , კარს უკან ტასო არის მისი სახე კი საშინელი შესახედავია.
-რახდება? -ტასო მიყურებს მის თვალებს ცრემლები წყდებიან და დაბლა მიიწევენ.მისაღებში შედის და მდივანზე ჯდება . ცოტახანს გაშეშებული ზის შემდეგ კი ხმას იღებს და მეც ჩვეულებრივ ვიწყებ სუნთქვას.
-გიოს დავშორდი.
-მერე . შენ ხომ მათზე არ ტირიხარ ხოლმე .
-მგონი მართლა მიყვარს. და მარტო ეს არაა.
-კიდევ რა მოხდა?
-დედას და მამას ვეჩხუბე.სახლიდან წამოვედი.- ტასო სლუკუნს იწყებს.
-შეგიძლიია ჩემთან დარჩე.
-მართლა? -ტასოს თვალები უბრწყინდება რაც ჩემი ღიმილის მიზეზი ხდება.
-ჰომ. მაგრამ ერთი პირობით ნივთებს ადგილი არ შეუცვალო.
-როგორც მეტყვი. -შემდეგ ტასოს გაღიმებული სახე იღუშება-და გიო?
-იქნებ საჭიროა რომ დაივიწყო?
-არშემიძლია.
-კარგი რა ტასო. სიტყვა არშემიძლია არარეალურია.
-კარგი მაშინ ვეცდები.
-ასე სჯობია.წამოდი წვეულებისთვის მოვემზადოთ. -ტასომ ის ტასო მოიშორა რომრლიც წეღან სლუკუნებდა და ძველი ტასო დააბრუნა.
ჩემს ოთახში შევდივართ და კარადას ვაღებთ . ტასო კარადაში შედის და მალევე პოულობს წვეულებისთვის შესაფერისს კაბებს . მეც ვეთანხმები ცოტახანში უკვე კაბებში გამოწყობილები ვართ და მაკიაჟის გაკეთებას ვლამობთ. ტასო ყოველთვის კარგად აკეთებდა მაკიაჟს და მისი საცდელი ობიექტი ყოველთვის მე ვიყავი.
-სარკეში ჩაიხედე ანკა რა ლამაზი ხარ. ყავისფერი თმები ,თაფლისფერი თვალები, ლამაზი ფუმფულა ტუჩები და სახის ლამაზი ნაკვეთები. შენი სილამაზე რომ გამოიყენო...
-შეწყვიტე.
-კაიკაი. -ტასომ მაკიაჟი გამიკეთა და ახლა თავის გამოპრანჭვას დაეწაფა. ნახევარ საათში მორჩა რამაც ძალიან გამაკვირვა.ტელეფონის ნაცნობი წკრიალი მომესმა და ტელეფონისკენ გავწიე. ლუკა არის. ჩემი ბბავშვობის მეგობარი და მესაიდუმლე. მგონი ტასოზე მეტად მას ვენდობი.
-გისმენ.
-ანკააა ამდენი ხანი სად ხართ?
-ეხლავე ჩამოვალთ.
-მიდი დაბლა გელოდებით მე და ჩემი ძმაკაცი.
-კარგი.
სადარბაზოდან გასულებმა დავინნახეთ ლუკა და მისი ძმაკაცი. ლუკა ძალიან კარგად გამოიყურებოდა . თვალი ვერ მოვწყვიტე.
-ვვაა ლუკაჩოო რა ლამაზი ხარ ბიჭო.-მის შავთმებზე დავიწყე თამაში.
-შენც ძალიან ლამაზი ხარ ანკა.
-ეს კოტეა. კოტე ეს ანკაა ის კი ტასო.
-სასიამოვნოა
-დროზეთ რაა.-ტასოს ხმამ დაგვასერიოზულა და მანქანაში ვჯდებით.
მალევე მივდივართ დანიშნულ ადგილას. წვეულებების მოყვარული არ ვარ მაგრამ ეს საინტერესო ჩანს.
-მოდი გოგოებო შევიდეთ.-ლუკამ ხელმჯლავი გამიყარა ტასომ კი კოტეს და წვეულებაზე შევედით . ტასო და კოტე საცეკვაოთ წავიდნენ მე და ლუკა კი ვიდექით და ხალხს ვჭორავდით.
-ლუკაა.
-თიკაა. როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მეც .
-ეს ანკაა ,ანკა ეს თიკაა.
-სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც .ლუკა შეგიძლია ერთ ადგილას გამომყვე.
-თიკა ანკას ვერ დავტოვებ.
-ლუკა წადი აქ ვიქნები მე არაფერი მიჭირს.
-ვითომ?
-არა მართლა-გავუღუმე.
-ძალიან ლამაზი ხარ. კაი მალე მოვალ მაშინ .
-აჰამ კარგი.
ლუკა და თიკა წავიდნენ . ტასოს და კოტესაც ვერ ვხედავდი ამიტომ მათი მოძებნა დავიწყე და ლუკას და თიკას ერთმანეთზე მიკრულ სხეულს შევეჩეხე. გაკვირვებული გამოვეცალე და ბართან მივედი.
-ერთი ჭიქა წყალი მინდა.
-ეხლავე.-მიჭმა წყალი დამისხა და ჭიქა ჩემსკენ გამოაცურა.
-მადლობა.-წყლის დალევა დავიწყე რომ გული არ ამრეოდა იმ სანახაობაზე რასაც წეღან შევაწყდი. ისევ ფიქრებში დავიკარგე. ვფიქრობდი ტასოს სიტყვებზე და უფრო ვღიზიანდებოდი. რატომ არ შეიძლება ბიჭის გარეშე ვიყო ბედნიერი? ტასო ვერასდროს დამეხმარება ასეთ სიტუაციაში ის მხოლოდ ართულებს სიტუაციას.
-ანკა-გავიგე ჩემუ სახელი და უკან გავიხედე საიდანნაც ბგერები მოდიოდა. უკან მიხედულს კი ის დამხვდა რაზეც ვერასდროს ვიფიქრებდი გაშეშებული ვიდექი და ვუყურებდი, ვერ ვხვდებოდი წარმოსახვა იყო თუ სინამდვილე. მხოლოდ ვუყურებდი . პარალიზებული გავხდი. ვერ ვმოძრაობდი .მინდოდა იქაურობას მოვშორებოდი მაგრამ ამას ვერ ვაკეთრბდი. ღმერთო ჩემო ნუთუ ეს სინამდვილეა?!
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: anni
ნანახია: 280 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar