ყოფის აუტანელი სიმსუბუქე [დასასრული]
24.05.2017, 15:40
-ერთხელაც არ შეგშინებია,არ უყურებ?-საბამ კოპები შეკრა.ელა ჯერ ისევ წარსულზე ფიქრებში იყო გართული,მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს საბამ რომ შეანჯღრია.
-რა მითხარი?
-რაზე ფიქრობ?
-არაფერზე,ისე.
-აჰა,ისე, გასაგებია.ვიცი რაზეც ფიქრობდი, წარსულზე.
-მემგონი მითხარი რომ ფილმის შემდეგ ყველაფერს მეტყოდი.მაშინ იმიტომ კი არ მეტკინა გული რომ წახვედი,იმიტომ რომ იქ დარჩი.ვიცი ცუდად მოვიქეცი რომ .....
-არა,შენ სწორად მოიქეცი,ასე იყო მაშინ ჩვენთვის საჭირო.-ელას ხელი თავისაში მოიქცია,ისე მძიმედ და დადაძაბული უყურებდა საბა რომ ელამ თვალის არიდებაც ვერ მოახერხა.
-პირველივე დღიდან რაც წავედი იმდენად დამაკლდი რომ მივხვდი იქ დიდხანს ვერ გავჩერდებოდი.ვიღაც ხომ უნდა ყოფილიყო შენი სიზმრების დარაჯი.
-მერე,რა მოხდა,რატომ აღარ ჩამოხვედი.-აღელდა,ტანი თითქოს ერთიანად გაუცივდა.
-პირველივე კვირას ჩემს მშობლებთან ჰოლანდიაში წავედი,გიყვებოდი მათზე,მამაჩემს პრობლემები ქონდა,კომპანია გაკოტრდა,იქ უნდა ვყოფილიყავი,საქმეს თავს ვერ ვუყრიდი,იაკობი დამეხმარა,რამდენჯერმე ჩამოვიდა კიდეც.-იაკობის ხსენებაზე ელა ყველაფერი თვალწინ დაუდგა.გაახსენდა როგრო არ წაიყვანა ჰოლანდიაში,არადა როგრ შეეხვეწნენ მარიამი და ის.
-იაკობზე არ გაბრაზდე,გთხოვ მე ვთხოვე რომ შენთვის არაფერი ეთქვა.
-იაკობმა გითხრა არა,აქ რომ ვცხოვრობდი.
-არა,გეფიცები აქ მართლა შემთხვევით აღმოვჩნდი.-ფიქრისთვის დრო არ ქონდა,ვერც ვერაფერს ამბობდა.
-არ ვიცი რა გითხრა.
-მე კი ვიცი.შენც თუ ისევე ძლიერ გიყვარვარ როგორც წლების წინ,რადგან ჩემი შენდამი გრძონაბა ერთი წამიტაც არ განელებულა,მაშინ ვიყოთ ერთად.-ელა ერთიანად აჟრიალდა,აცეკვდა და შინაგანად გაიხარა.
-და შენ რა იცი წლების წინ მიყვარდი თუ არა.
-ახლა ნუ დაიწყე შენებურები,ვიცი სხვა ვინ უნდა იცოდეს,ერთადერთი ხარ ვისაც ყველაფერი სახეზე აწერია.ტუჩების წვალებას მორჩი.
-რა კატეგორიული ხარ.
-მე გკითხე.
-დამპირდი რომ აღარ წახვალ,რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერს მეტყვი აღარაფერს დამიმალავ.ჩემთან იქნები მუდამ.
-მაგას პირობა არ ჭირდება,სულ შენ გვერდით ვიქნები.-პატარა ბავშვივით აუცეკვდა გული,რა ქნას ემოციებს ვერ იმორჩილებს ისე უცებ მიეკრა საბას,გააზრების საშუალებაც ვერ მისცა.დინჯად შემოხვია მანაც ხელები, შემდეგ არა დინჯურაც მოუჭირა და მიიკრა გულზე.
Xx
მეორე დილით ისვენებდა,საერთოდ არ უნდოდა ადგომა.მაგრამ დილის ცხრაზე მაკო და მარიამი რომ დაადგნენ,უფრო სწორად ბავშვებივით საწოლზე რომ აუხტნენე და ხამაურით გააღვიძეს მაშინ ძილის შებრუნება გამორიცხული გახდა.
-კარგით რა,მეძინება.
-არავითარ შემთხვევაში დღეს ანასტასიას საღამოს ვაწყობთ.-ელამ საწოლზე წამოჯდა და ორ აჟიტირებულ მეგობარს მიაჩერდა.
-ანასტასია გადაწყვიტეთ?ჯერ სქესი არ გაგიგიათ და,რანაირად.
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს ეხოსკოპიის გარეშეც ვიცი რომ გოგო მყავს აქ.-მუცელზე ანიშნა.
-მიდი ჩაიცვი რა და საღამოსთვის მოვემზადოთ.
-რა საღამო აგიტყდათ.
-იცოდე აღარ იქნები პატარა ანასტასიას ნათლია.რანაირი ხარ რაა ჩვენი მეგობრობას აქ გამოკეტვა და ძილი გირჩევნია.-ვითომ აცრიემლიანებული წამოდგა მარიამი.
-კარგი შენს ყბაში ჩემი მტერი ჩავარდეს,გამოვიცვლი და ჩამოვალ,ოღონდ აქ დავსხდეთ გარეთ ბუნებაში რა დღეს მაინც იმ ხმაურში ნუ გამიყვან.
-მერომ პიცა მინდა?-ამოიკნავლა მარიამმა.-მარტო მე არა შენს ნათლულსაც.
-მერე რა პრობლემაა.
-დაიცადა,აქ ,ტყეში პიცაც მოაქვთ?-მარიამის სულეურ სახეზე სიცილი ვერ შეიკავა.
-მანქანით გავალ უცებ და მოგიტანთ პიცას.
-ყავაც წამოაგოყლე აღარ გქონია.-ქვემოდან ამოძახა მაკომ.
-აჰა,ესეგი ყავა,ვინ იყო რომ ამბობდა არაა სასარგებლოო.
-მე არ ვიყავი.
-კარგი,კარგი.მარი ჩადი რა ტანთ უნდა შევიმოსო.-ზუსტად ორ წუთში მზად იყო,მანქანის გასაღები ძლივს იპოვნა,ამაზე მაკომ დაუწყო როგორი არეულობა გაქვს ვერაფერს იპოვის კაციო.ელამ მხოლოდ შეუღინა.კარებთან იდგა როცა მარიამმა სიტყვა მიაწია.
-მარწყვი და მჟავე კიტრი წამომიღე,კიდე ნაზუქი და ტყემალი.
-რა გჭირს,რა ახლოსაა ერთმანეთთან.ერთმანეთში ამდენის არევა როგორ შეიძლება.
-შენც იქნები ასე და გაგახსენებ.
Xx
-ესეიგი,საბა რომელზეც აქამდე რაღაც სასწაულით არაფერი გაგვიგია ასე უცებ დაბრუნდა და თავი ზუსტად ამ ტყეში შენს სახლთან ამოყო?და მერე თავისით მომხდარა ყვეოლაფერი მაგრამ რატომ არაფერი გვითხარი მაგ საბაზე?მეც არ ვამბობდი რაც გავიცანით მე და მაკომ რატომ არავისთან აქვს ურთიერთობა-მეთქი.
-აი თურმე რაში იყო საქმე,უთქმელად ყვარებიათ ერტმანეთი.-მაკოს მუჯლუგუნი მისცხო.
-შენი ხატოვანი გამონათქვამებით ამავსე,რაა.
-დაგტაცებს ხელს და აღარ გაგიშვებს.ო,რა რომანტიულია.ელა,ახლა იწყება ყველაზე ტკბილი პერიოდი.დაიცა საწოლი მაგიტო გქონდა არეული?-აუტყდათ სამივეს სიცილი.
-სულ გამოშტერიდ მგონი შენ.ამ საღამოს რას ვაპირებთ მაინც ვერ მივხვდი.
-რა უცებ შეცვალა საუბრის თემა ნახე.-გადახედა მაკომ მარიამს.
-მაკო და ბექა,მე და ანდრეა,ახლა უკვე შენ და საბა იქნებით,ხოდა იაკობსაც ვეპატიჟები შენ გააგებინე ვიცი სამსახურშია და არ მინდა შევაწუხო მოვიდეს ერთი და საცოლეც გაგვაცნოს სანამ თაამარას გააცნობს ჩვენც გავიცნოთ.
-კარგი,კარგი ასე იყოს.
-ტორტს ჩვენ მოვიტანთ,და კიდევ ღვინოს,კიდევ რაღაც რაღაცეებს,ასე არაა მარიკუნა?
-ასეა-ძლივს გადაყლაპა ლუკმა მარიამმა.
-არ დაიხრჩო.
-კიდევ მინდა პიცა.
-გოგო,ორი ცალი მოვიტანე და მე და მაკო მარტო ნაზუქზე და ყავაზე გადაგვატარე ორივე შენ შეჭამე და კიდევ გინდა?
-ნათლულის ხათრით.
-მარიამ,ჩემზე ნუ მოქმედებ ანასტასიათი.არ წავალ მაინც.
-კარგი მაგრამ მშია.-ელამ ხელი ჩაიქნია და მაკოსთან ერთად მაგიდის ალაგებას შეუდგა.
Xx
-მხეცო როგორ ჯანზე ხარ?
-რა მხეცი აგიტყდა-მოესმა იაკობის გაჯავრებული ხმა.-სალომეც აქაა.
-აა,მე ბოდიში.დღეს ორივეს,აუცილებლად უნდა მოხვიდეთ,გპატიჟებთ მარიამის შვილის საღამოზე.შვიდ საათზე ჩემთან იყავით.არ გავიგო ვერ შევძლებთ და მასეთები.კარგი?
-აუცილებელია?
-სალომე ხომ უნდა გავიცნო,წამოიყვანე გავერთობით,ვიმხიარულებთ კარგი იქნება.
-ხო,კარგი მოვალთ.
საღამოს ვინ რას აკეთებდა არავინ იცოდა ერტადერთი მარიამი იყო ბრძანებებს რომ გასცემდა.დაღლილი იყო უკვე ბზრიალით ელა, როცა საბა მოვიდა.თვალებ დახუჭულმა გაუღიმა.საბამ ყელში აკოცა.
-აბა კარგად შეგხედო-დაუკოცნა თვალები.-როგორი დაღლილი ხარ.
-ამის ხელში ვიქნები.-მარიამისკენ გაიშვირა ხელი.მარიამმა შეაჩნია ახალ მოსული და მაკოს მხარი გაკრა.საბა როცა იაკობთან დატოვა,გოგოებისკენ ჩაიარა.იმათმა კი ცერა თითით ანიშნეს რომ მოეწონათ ელას რჩეული.ხინკლის შეხვევას ცდილობდა,როცა საბამ შემოიჭყიტა სამზარეუოლოოში.
-რა სუნია..-ელას არ გამოსდიოდა შეხვევა ამიტომ გაბრაზებული ცომს ხან ერთ ხელში ატრიალებდა ხან მეორეში.საბა გვერდით ამოუდგა და ცომი გამორათვა.
-მიყურე და ის წავლა.-ელამ ალმაცერად შეხედა.
-ვითომ იცი?
-ვიცი,ვიცი,შეხედე და კარგად დაიმახსოვრე.
-მემგონი ყველამ იცის ამის შეხვევა შემ გარდა.
-ეგ არაუშავს ახლა კარგი მასწავლებელი გეყოლება.-თვალი ჩაუკრა.
-აუ,ელა მოდი რა ვერ ვიპოვე ის ყვითელი სუფრა,მე რომ გაჩუქე,
-და რათ გინდა ყვითელი, ხომ არის ისედაც.
-მარიამმა ყვითელი მინდაო,მაგას მგონი ორსულობა თავში აუვარდა.
-აუვარდა კი არა ეგეთია,ნუ მიაწერ ორსულობას.
-მოვალ მალე.-საბას აკოცა და ფქვილი წაცხო ლოყაზე.
-მოგხედავ მერე.-გაუჯავრდა შორიდან.
-აი აქ არის,გამომართვი.-მაკომ ხელში შეათმაშა სუფრა.წასასვლელად გამზადებულ ელა გააჩერა.
-იცი,უხდებით ერთმანეთს,თან ძალიან.-ელამ გაიღიმა და საბას გახედა.
-რა მოულოდნელი ყოფილა და რა სხვანაირი.წარმოუდგენელი და დაუჯერებელი გრძნობების ნაკადია.
-რა?
-სიყვარული.-ისევ საბას მისჩერებოდნენ ელას თვალები.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1316 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar