რეინკარნაცია
19.03.2019, 03:38
რეინკარნაცია
„ორი ბილეთი ნიცამდე და მხოლოდ მე და შენ“
(გაგრძელება)

„კაკუნი სამოთხის კარზე“

- შემოსულია ახალი სხეული, სულთან ერთად... მიაქციეთ ყურადღება სანამ გადარჩენის იმედი გასჩენია გვამზე დახვეულ ბრბოს . - თქვა ულვაშებიანმა ,თეთრებში გამოწყობილმა , შავმა ქალბატონმა.
- გასაგებია, გასაგები ... სახელი და გვარი ? - იკითხა თეთრებში გამოწყობილმა ღიპიანმა ანგელოზმა კაცმა, ანგელოზობის არაფერი ეტყობოდა. ალბათ წინა ცხოვრებაში რომელიმე სახელმწიფო სამსახურის მუშაკი იყო.
- ნუცა გასვიანი . - წყნარი ხმით უპასუხა ქერა ცისფერთვალება ნიცამ რომელსაც ზურგზე ვარდისფერი ჩანდა ქონდა გადაკიდებული .
- გარდაცვალების მიზეზი .
- თვითმკვლელობა .
- ვაახ ! როდემდე კაცო ?! როდემდე შეიძლება ასე ?! მოიკლავენ თავს და არჩიე მერე მიზეზები და ისმინე სიყვარულის ისტორიები . - ღრმანაფასი ამოარტყა ღიპიანმა. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება .- კარგი გავაგრძელოთ, მიდი ერთი Live ჩამირთე შემთხვევის ადგილიდან ...
- სასწრაფოდ ლაივი მჭირდება ნუცას თვითმკვლელობის ადგილიდან .- ნიცამ ორჯერ შემოკრა ტაში და მოფრენილ ორ პატარა ანგელოზს ყურში ჩასჩურჩულა, შემდეგ სმარტფონი აიღო და ჩართო ლაივი "ნუ მოიკლავ თავს, ეს შენც გეხება" .
- ამ დამწყები ანგელოზების ფანტაზიას და იუმორს ხო საზღვარი არ აქვს , რა სახელი დაარქვეს სულ გაგიჟდნენ ? - გულიანად გაიცინა ღიპიანმა ანგელოზმა , შემდეგ დასერიოზულდა და ინტერესის თვალით ჩაიხედა ტელეფონში . - აჰააა , გასაგებია ყველაფერი ... ის ვინაა გვამი რომ უჭირავს ხელში და სახელს გაჰკივის ? კარგი , კარგი გამორთე , სად შემიძლია ამდენი .
- საით გავუშვათ ?- საქმიანი სახით იკითხა ნიცამ და ფეხი ფეხზე გადაიდო ...
- საით გავუშვათ და ... ჯოჯოხეთში უკარით თავი ! მსგავსი სისულელე კითხვები აღარ გამაგონოთ, ყველა თვითმკვლელი პირდაპირ ჯოჯოხეთში ! აბრა უნდა გამოვაკრა ოთახში ? - გაბრაზებული ხმით თქვა ღიპიანმა და მაგიდაზე ხელი დაარტყა .
- ვფიქრობ უნდა დაფიქრდეთ , კარგი პიროვნება იყო, მძიმე ცხოვრება ჰქონდა, საკმაოდ კარგი მწერალი და შვილი იყო . უბრალოდ მის ცხოვრებაზე სხვა ადამიანმა იქონია უდიდესი გავლენა. იქნებ დაველოდოთ და რომელიმე ახალშობილის სხეულში გავაკეთოთ რეინკარნაცია ? ლამაზი გოგოა , ცოდოა ჯოჯოხეთისთვის . - შეაპარა თბილად და საყვარლად ნიცამ .
- ვითომ ? კარგი ამ საქმეს შენ განდობ, ეს სკამი მომავალში მაინც შენი გახდება და შეეჩვიე საქმის კეთებას და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას .
- ურააა ! - ტაში შემოჰკრა ნიცამ და ცეკვა ცეკვით გაირბინა ოთახის კარიდან დერეფანში .

დაკითხვა.
- სახელი.
- რეზი.
- გვარი.
- ტალახაძე.
- ბატონო რეზი, რა ურთიერთობა გაკავშირებდათ ნუცა გასვიანთან ?
- არაფერი განსაკუთრებული.
- თქვენი ყველა პასუხი მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის, ასე რომ....
- რა აზრი აქვს გამოძიებას ?
- ეგ თქვენი საქმე არაა ! რა უთხარით თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მას ?
- სიმართლე.
- ანუ ?
- ანუ რაც მოხდა.
- რა მოხდა ?
- არ აქვს მნიშვნელობა.
- შეგტენი თვითმკვლელობამდე მიყვანას და მერე ექნება მნიშვნელობა !
- არ აქვს მნიშვნელობა. რაც გინდა ის ქენი !

20/04/2012
დღეს ჩემი დაბადებისდღე იყო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რაც მთავარია ყველა ჩემი მეგობარი ჩემთან იყო და კარგად გავერთეთ. რეზი, რეზი ისეთი საყვარელი იყო, განსხვავებული, მე ასეთი რეზი არასდროს მინახავს, გამაოცა. მერე სიყვარული ამიხსნა, რაღაცეებს მებოდიალებოდა თავიდან, მერე მითხრა რომ ვუყვარვარ, ღმერთო რა საყვარელი იყო, მერე ჩამეხუტა, სახლამდე მომაცილა, მე სახლში ამოვედი და ალბათ ისიც სახლში წავიდა .... არ ვიცი Facebook-ზე არ შემოსულა და ალბათ დაღლილი იყო და დაიძინა. ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი, ისეთი ბედნიერი ვარ რომ ვერ ვხსნი. კარგი ეხლა დავიძინებ და ხვალ გავაგრძელებ წერას...
20/04/2013
ერთი წელი გავიდა, არ ვიცი. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე დღეს წერა, სიმბოლურად ? არამგონია. ეს დღე ჩემთვის უბედურების და ბედნიერების მომტანია. არ ვიცი შეიძლება ამ დღეს მოვკვდე კიდეც, ან ხელახლა დავიბადო, ან გავბედნიერდე. არარაობად ვიქეცი, საოჯახო ფოტოსურათებივით, სხვენში რომ აქვთ შენახული და 5 წელიწადში ერთხელ რომ გამოიტანენ ხოლმე, ისიც მაშინ თუ ვინმე სტუმარი ეწვევათ, ათვალიერებინებენ და ამაყობენ წარსულით. განსხვავებით ფოტოებისგან საამაყო არაფერი მაქვს.

ერთი წელი გავიდა რაც რეზი დაიჭირეს, ერთი წელი გავატარე სიბნელეში. განა რა შემიყვარდა ისეთი რომ ვერ მოვინელე თუმცა მაინც მძიმეა ყველაფერი ეს. ვცადე ვენების გადაჭრა მაგრამ არაფერი გამომივიდა, როგორც ხედავთ აქ ვარ და ვწერ. ქვეყნის ფსიქოლოგებში მახეტიალა მამაჩემმა თუმცა რაც ჩემს სურვილს ეწინააღმდეგება ვერაფერს გააკეთებს მსგავსს. გული მერევა, თითოეულ ბგერაზე, ნოტზე, სამყაროზე და ყველაფერზე რაც სამყაროში ერთიანდება.
20/04/2014
წინა წლის ამ დღისგან განსხვავებით დღეს შედარებით კარგხასიათზე ვარ, გავთხოვდი, თუმცა შვილები ჯერ არ მინდა. კარგი ქმარი მყავს, ჩემი უხასიათობა ხშირად პრობლემებს იწვევს ჩვენს ურთიერთობაში მაგრამ მიძლებს. წერა დავიწყე, არა დღიურის არამედ რომანების, არ ვიცი, ამბობენ რომ კარგად გამომდის თუმცა... არ ვიცი, რაც უნდათ ის დაარქვან, გინდა კარგი გინდა ცუდი. ჩემთვის სულერთია.

ამასწინებზე გოგოები იყვნენ ჩემთან, ვიჭორავეთ, ჯერ ყავა დავლიეთ შემდეგ კონიაკი და ძველი დრო გავიხსენეთ. ყველა გაგვახსენდა, რეზის გარდა. დარწმუნებული ვარ ისიც თუმცა ეს ხმამაღლა არავინ თქვა. ჩემს გამო. არადა რა იციან ჩემი ფიქრები. გამოფიტული ტვინი და ფურცლებში დამწვარი დღეები რომელსაც უკან ვერა და ვერ ვაბრუნებ, ვერც ტვინს ვმართავ. მგონია რომ ძვლები მეწვის, ყელში ბურთი მეჩხირება, მინდა დავივიწყო ყველა, მინდა დროის უკან დაბრუნება შემეძლოს.

20/04/2015
კიდევ ერთი წელი მიიწურა, ქმარს გავშორდი. სასაცილოა ჩემო დღიურო, დავიწყებული მეგობარივით შემოგირბენ ხოლმე წელიწადში ერთხელ, ჩემს დაბადებისდღეზე და გასმენინებ ჩემს ფიქრებს, ჩემი ცხოვრების დეტალებს.
რეზის დედა გარდაიცვალა !
მიყვარხარ
20/04/2016
01:17

დღეს რეზი გამოდის.
01:51
ადგილს ვერ ვპოულობ, მაგიდის ქვეშ ვიმალები პატარა ბავშვივით, ვღელავ. ვოცნებობ, მომავალს ვჭვრეტ. ვერ ვიძინებ.
03:15
დავურეკო ? მეშინია. მიყვარს, ყოველ წამს უფრო მიყვარდება. ნეტავ მარტივად შემეძლოს.
04:37
„ორი ბილეთი ნიცამდე“ და მხოლოდ მე და შენ“. დავამთავრე ! 4 წელიანი წერის შემდეგ დავამთავრე. ეს ჩემი და რეზის ისტორიაა. ეს რეზის ფრაზაა, რეზი მენატრები.
05:42
თენდება, ჩემი გრძნობები თაფლში კოვზივითაა, დიდიხნით რომ დატოვებ და ისე ჩაწეპტება რომ ვეღარ იღებ ქილიდან. ჩემი გრძნობებიც ისე განვითარდა ჩემში რომ სხეულიანად მინდა დავწვა, თუმცა არ მინდა ამდენი ცრემლი წყალს გავატანო, ამდენი ლოდინი, ამდენი დღე.
11:59
ველაპარაკე, უბრალოდ გთხოვ ჩემთან ამოდი თქო ვუთხარი და გავუთიშე, ხმა ამიკანკალდა. ნეტავ მოვა ? დარწმუნებული ვარ მოვა ოღონდ არ ვიცი რას ვიზამ, რას იზამს, რას ვეტყვით ერთმანეთს. მეშინია. ნეტავ შეიცვალა ? არ მინდა რომ მოვიდეს. ძალიან მეშინია. ვეებერთელა შიში დამეპატრონა ტანზე, სხეულზე, სულში. მაღიზიანებს სიჩუმე, უმოძრაობა და ამ კალმის ხმა რომელიც არა და არ იცლება. ეხლა სამყარო გასკდება.

ამბის დასასრული

- არ გინდა !
- ეს არ გააკეთო !
- ნუცა არა !
- გთხოვ არ გინდა ნუცა !
- ნუცა შვილო !
- ნუ იზამ ამას ნუცა !
მერე აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ მისი მზერა გადმოხტომამდე რამდენიმე წამით ადრე. ამომხედა, დაყვირებაც ვერ მოასწრო და ყველაფერი დასრულდა. შემდეგ ლაპარაკი მესმოდა, ვიღაც ლამაზი გოგო ღიპიან კაცს ელაპარაკებოდა და გახარებული გავარდა ოთახიდან, მეც თან წამიყვანა, რამდენიმე ადგილას გადარეკა, ტაში შემოკრა, რაღაც ჯადოსნური სიტყვები წარმოსთქვა და რეინკარნაცია შესრულებულიაო თქვა.
შემდეგ საავადმყოფოს ცისფერი კედლები დავინახე, მძიმედ გავახილე თვალი, ცხვირზე რაღაც დიდი მედო საიდანაც ვსუნთქავდი, ჩქარი ფეხის ხმა მომესმა და ჩემი სახელის ძახილი. რეზი შემოვიდა პალატაში, აცრემლიანებული თვალებით. შენ დაბრუნდიო მითხრა და გავითიშე.
როდესაც გამომეღვიძა 2020 წლის 20 აპრილი იყო.

„კაკუნი სამოთხის კარზე“ 20/04/16
- სასწრაფოდ ნიცა შემოვიდეს ჩემთან კაბინეტში! - განრისხებული ხმით დაიღრიალა ღიპიანმა ანგელოზმა და ნუცაც - - ეგრევე მასთან გაჩნდა. - ეს რაქენი გოგო?
- რას გულისხმობთ ? - თავდახრილმა კითხა ღიპიანს და სახეზე ღიმილი შეეპარა.
- რა ჰქვია იმას რაც შენ გააკეთე ? - დაჟინებით კითხა ღიპიანმა ნიცას.
- რეინკარნაცია ბატონო. - სადაცაა სიცილი წასკდება
- რანაირი რეინკარნაციაა ეს ?
- რეინკარნაცია ძველ სხეულში ბატონო.
- რეინკარნაცია არაა ?
- დიახ, რ ე ი ნ კ ა რ ნ ა ც ი ა!
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Googliko
ნანახია: 229 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar